საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს შექმნის შესახებ

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს შექმნის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 611
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 29/12/2016
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 30/12/2016
ძალის დაკარგვის თარიღი 01/04/2017
სარეგისტრაციო კოდი 010240030.10.003.019678
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
611
29/12/2016
ვებგვერდი, 30/12/2016
010240030.10.003.019678
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს შექმნის შესახებ
საქართველოს მთავრობა
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (30/12/2016 - 31/03/2017)

 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №611

2016 წლის 29 დეკემბერი

ქ. თბილისი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს შექმნის შესახებ

მუხლი 1
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 297-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, შეიქმნას საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭო (შემდგომში − საბჭო) შემდეგი შემადგენლობით:

საქართველოს ფინანსთა მინისტრი, პირველი ვიცე-პრემიერი

საბჭოს თავმჯდომარე;

საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე

საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე;

საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე

საბჭოს წევრი;

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსი

საბჭოს წევრი;

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დავების განხილვის სამსახურის უფროსი

საბჭოს წევრი;

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს იურიდიული  დეპარტამენტის უფროსის მოადგილე

საბჭოს წევრი;

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო პოლიტიკის დეპარტამენტის საგადასახადო პოლიტიკის სამმართველოს უფროსი

საბჭოს წევრი;

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს წარმომადგენელი

საბჭოს წევრი;

საქართველოს ბიზნესომბუდსმენის წარმომადგენელი

საბჭოს წევრი;

საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის წარმომადგენელი

საბჭოს წევრი;

სსიპ − კონკურენციის სააგენტოს წარმომადგენელი

საბჭოს წევრი;

ა(ა)იპ − საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის წარმომადგენელი

საბჭოს წევრი;

ა(ა)იპ − საქართველოს ბიზნეს ასოციაციაციის წარმომადგენელი

საბჭოს წევრი.

 

მუხლი 2
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის შესაბამისად, ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 28 დეკემბრის №402  დადგენილება.
მუხლი 3
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიგიორგი კვირიკაშვილი