შეღავათიანი დაბეგვრის მქონე ქვეყნების ჩამონათვალის განსაზღვრის თაობაზე

შეღავათიანი დაბეგვრის მქონე ქვეყნების ჩამონათვალის განსაზღვრის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 615
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 29/12/2016
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 30/12/2016
ძალაში შესვლის თარიღი 01/01/2017
სარეგისტრაციო კოდი 200250000.10.003.019682
615
29/12/2016
ვებგვერდი, 30/12/2016
200250000.10.003.019682
შეღავათიანი დაბეგვრის მქონე ქვეყნების ჩამონათვალის განსაზღვრის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №615

2016 წლის 29 დეკემბერი

   ქ. თბილისი

 

შეღავათიანი დაბეგვრის მქონე ქვეყნების ჩამონათვალის განსაზღვრის თაობაზე

მუხლი 1
საქართველოს საგადასახადო კოდექსის  982 მუხლის მე-10 ნაწილის შესაბამისად, დამტკიცდეს შეღავათიანი დაბეგვრის მქონე ქვეყნების ჩამონათვალი.
მუხლი 2
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის შესაბამისად, ძალადაკარგულად გამოცხადდეს „შეღავათიანი დაბეგვრის მქონე/ოფშორული ქვეყნების ჩამონათვალის განსაზღვრის თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 30 მაისის №132 დადგენილება. 
მუხლი 3
დადგენილება ამოქმედდეს 2017 წლის 1 იანვრიდან. 

პრემიერ-მინისტრიგიორგი კვირიკაშვილი



შეღავათიანი დაბეგვრის მქონე ქვეყნების ჩამონათვალი

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

1

შეღავათიანი დაბეგვრის მქონე ქვეყნები

 

1

ანგილია

2

ბაჰამი

3

ბაჰრეინი

4

ბერმუდი

5

ბრიტანული ვირჯინიის კუნძულები

6

გერნსი

7

ვანუატუ

8

კაიმანის კუნძულები

9

კიურასაო

10

მანის კუნძულები

11

მარშალის კუნძულები

12

მიკრონეზია

13

პალაუ

14

სარკი

15

ტურკსის და კაიკოს კუნძულები

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

2

ქვეყნები, რომლებიც საქართველოს საგადასახადო კოდექსის 982 მუხლის მე-6 ნაწილის შესაბამისად, განიხილება შეღავათიანი დაბეგვრის მქონე ქვეყნებად

1

 ანგოლა

2

 ანდორა

3

 ანტიგუა და ბარბუდა

4

 არაბთა გაერთიანებული საემიროები

5

 არუბა

6

 აშშ-ის ვირჯინიის კუნძულები

7

 ბარბადოსი

8

 ბელიზი

9

 ბრუნეი

10

 გრენადა

11

 გვატემალა

12

 დომინიკა

13

 იამაიკა

14

 კვიპროსი

15

 კოსტა-რიკის რესპუბლიკა

16

 კუკის კუნძულები

17

 ლიბანი

18

 ლიხტენშტეინი

19

 ლუქსემბურგი

20

 მავრიკი

21

 მალაიზია

22

 მალდივის რესპუბლიკა

23

 მაკაო

24

 მაროკო

25

 მონტსერატი

26

 ნაურუ

27

 ნიდერლანდების ანტილები

28

 ნიკარაგუა

29

 ნიუე

30

 ოლდერნი

31

 ომანი

32

 პანამა

33

 პუერტო-რიკო

34

 სამოა

35

 სეიშელი

36

 სენტ კიტსი და ნევისი

37

 სენტ ლუსია

38

 სინტ მარტენი

39

 სენტ ვინსენტი და გრენადინები

40

 ტუვალუ

41

 ურუგვაი

42

 ფიჯი

43

 ფილიპინები

44

 ფრანგული პოლინეზია

45

 ქუვეითი

46

 ჩილე

47

 ჯიბუტი

48

 ჯერსი

49

 ჰონგ კონგი.

შენიშვნა:

1. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 982 მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, შეღავათიანი დაბეგვრის მქონე ქვეყნად ითვლება ქვეყანა ან/და ქვეყნის ცალკეული ტერიტორიები, რომლის/რომელთა საგადასახადო კანონმდებლობით:

ა) იურიდიული პირი თავისუფლდება მოგების გადასახადისგან;

ბ) იურიდიული პირის მიერ მიღებულ ან/და განაწილებულ მოგებაზე დაწესებული არ არის მოგების გადასახადი ან მოგების გადასახადის განაკვეთი საქართველოში არსებული მოგების გადასახადის განაკვეთის 1/3-ს არ აღემატება.

2. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 982 მუხლის მე-6 ნაწილის შესაბამისად, თუ უცხო ქვეყნის ან უცხო ქვეყნის ცალკეული ტერიტორიების საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად, რომელიმე იურიდიული პირის მიმართ ადგილი აქვს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 982 მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებულ ერთ-ერთ შემთხვევას, აღნიშნული ქვეყანა ან/და ქვეყნის ცალკეული ტერიტორიები ამ ნაწილში ითვლება შეღავათიანი დაბეგვრის მქონე ქვეყნად.

3. თუ ჩამონათვალით განსაზღვრულ ქვეყანასა და საქართველოს შორის არსებობს საქართველოს პარლამენტის მიერ რატიფიცირებული და ძალაში შესული საერთაშორისო შეთანხმება, შემოსავლებსა და კაპიტალზე ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილებისა და გადასახადების გადაუხდელობის აღკვეთის შესახებ, აღნიშნული ქვეყანა შეღავათიანი დაბეგვრის მქონე ქვეყნად ითვლება მხოლოდ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 981 მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ და 982 მუხლის მე-3 ნაწილის „ა“-„ე“ ქვეპუნქტების მიზნებისთვის.