დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
ქობულეთის მუნიციპალიტეტის 2017 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 21 |
დოკუმენტის მიმღები | ქობულეთის მუნიციპალიტეტი |
მიღების თარიღი | 29/12/2016 |
დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 30/12/2016 |
ძალაში შესვლის თარიღი | 01/01/2017 |
ძალის დაკარგვის თარიღი | 01/01/2018 |
სარეგისტრაციო კოდი | 190020020.35.131.016193 |
კონსოლიდირებული პუბლიკაციები |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (30/12/2016 - 27/03/2017)
|
ქობულეთის მუნიციპალიტეტის 2017 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ
|
,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლისა და საქართველოს ორგანული კანონი „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ.ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს,
|
მუხლი 1 |
დამტკიცებულ იქნას ქობულეთის მუნიციპალიტეტის 2017 წლის ადგილობრივი ბიუჯეტი თანახმად დანართისა.
|
მუხლი 2 |
ამ დადგენილების ძალაში შესვლისთანავე ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ქობულეთის მუნიციპალიტეტის 2016 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 29 დეკემბრის №22 დადგენილება.
|
მუხლი 3 |
დადგენილება ამოქმედდეს 2017 წლის 1 იანვრიდან.
|
|
.
|
.
|
. |
თავი I
ქობულეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი
|
მუხლი 1.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ბალანსი
|
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ბალანსი თანადართული რედაქციით
(ლარი)
|
მუხლი 2.
ქობულეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსულობები, გადასახდელები და ნაშთის ცვლილება:
|
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსულობები, გადასახდელები და ნაშთის ცვლილება თანდართული რედაქციით.
|
მუხლი 3.
ქობულეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსავლები
|
განისაზღვროს მუნიციპლიტეტის ბიუჯეტის შემოსავლები 31865500ლარის ოდენობით.
ა) მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გადასახადები განისაზღვროს მუნიციპლიტეტის ბიუჯეტის გადასახადები 5 050 000 ლარის ოდენობით.
ბ) მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გრანტები განისაზღვროს ქობულეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გრანტები 25 634 300 ლარის ოდენობით.
გ) მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სხვა შემოსავლები განისაზღვროს ქობულეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სხვა შემოსავლები 1 921 200 ლარის ოდენობით.
|
მუხლი 4.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯები
|
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯები 11 036 570 ლარის ოდენობით თანადართული რედაქციით.
|
მუხლი 5.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ცვლილება
|
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ცვლილება 20 781 580 ლარის ოდენობით მათ შორის.
ა)განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ზრდა 20 781 580 ლარის ოდენობით,თანადართული რედაქციით;
ბ) განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების კლება 0 ლარის ოდენობით;
|
მუხლი 6.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდის ფუნქციონალური კლასიფიკაცია
|
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდა 31818150 ფუნქციონალურ ჭრილში, თანადართული რედაქციით.
(ლარი)
|
მუხლი 7.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის მთლიანი სალდო
|
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის მთლიანი სალდო 787350 ლარის ოდენობით.
|
მუხლი 8.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ფინანსური აქტივების ცვლილება
|
განისაზღვროს ქობულეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ფინანსური აქტივების ცვლილება - 0 ლარის ოდენობით.
|
მუხლი 9.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ვალდებულებების ცვლილება
|
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ვალდებულებების ცვლილება (-787 350) ლარის ოდენობით. |
მუხლი 10.
ბიუჯეტის სარეზერვო ფონდი
|
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გაუთვალისწინებელი გადასახდელების დაფინანსების მიზნით, მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში შეიქმნას სარეზერვო ფონდი 150000 ლარის ოდენობით და მისი განკარგვა განხორციელდეს მუნიციპალიტეტის გამგებლის მიერ საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
|
მუხლი 11.
მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური უზრუნველყოფა
|
მოსახლეობის სოციალური უზრუნველყოფის და ჯანდაცვის პროგრამისათვის გამოყოფილი ასიგნების განკარგვა განხორციელდეს მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ დადგენილი წესის და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
|
მუხლი 12.
სპორტული, კულტურული ღონისძიებები
|
სპორტულ, კულტურულ, პროგრამისათვის გამოყოფილი ასიგნებების განკარგვა განხორციელდეს მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ დადგენილი წესის და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
|
თავი II
ქობულეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პრიორიტეტები და პროგრამები
|
მუხლი 13.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პრიორიტეტები და პროგრამები
|
1. თავდაცვა, საზოგადოებრივი წესრიგი და უსაფრთხოება (პროგრამული კოდი 02 00)
1.1.სამხედრო აღრიცხვის, გაწვევისა და მობილიზაციის სამსახური (პროგრამული კოდი 02 01) საქართველოს შეიარაღებული ძალების საბრძოლო მზადყოფნის ამაღლებისათვის ქობულეთის მუნიციპალიტეტში ხორციელდება წვევამდელთა და რეზერვისტთა გაწვევის პუნქტებამდე ტრანსპორტირებისა და გაწვევებთან დაკავშირებული ხარჯების უზრუნველყოფა. 2. ინფრასტრუქტურის მშენებლობა, რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია (პროგრამული კოდი 03 00) მუნიციპალიტეტის ეკონომიკური განვითარებისათვის აუცილებელი პირობაა მუნიციპალური ინფრასტრუქტურის შემდგომი გაუმჯობესება და აღნიშნული მიმართულება ბიუჯეტის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს. პრიორიტეტის ფარგლებში გაგრძელდება ქალაქის ქუჩების მოწყობა, მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სკვერების რეაბილიტაცია, წყალმომარაგებისა და კანალიზაციის რეაბილიტაცია, მუნიციპალური ინფრასტრუქტურის მშენებლობისა და რეაბილიტაციის გარდა პრიორიტეტის ფარგლებში განხორციელდება არსებული ინფრასტრუქტურის მოვლა შენახვა და დაფინანსდება მის ექსპლოატაციასთან დაკავშირებული ხარჯები. 2.1. საგზაო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების ღონისძიებები (პროგრამული კოდი 03 01) პროგრამის ფარგლებში განხორციელდება მუნიციპალიტეტში არსებულ რეაბილიტირებულ ქუჩებში გადაადგილების უსაფრთხოებისა და სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობის რეგულირება, მგზავრთა მუნიციპალური ტრანსპორტით გადაადგილების უზრუნველყოფა, გზებზე უსაფრთხო გარემოს შექმნა, რაც ხელს შეუწყობს მუნიციპალიტეტში ჩამოსული ტურისტებისათვის მიმზიდველი და კომფორტული გარემოს შექმნას და ქალაქის იერსახის გაუმჯობესებას. 2.1.1. ქუჩების, ქუჩებს შორის გადასასვლელების (მათ შორის ტროტუარებისა და ბორდიურების) კეთილმოწყობა (პროგრამული კოდი 03 01 01) ქვეპროგრამა ითვალისწინებს საგზაო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების ღონისძიებებს ქალაქ ქობულეთში შიდა საქალაქო ქუჩების და ტროტუარების მოწყობას, ქუჩების მოასფალტებას, დეკორატიული ფილებით მოპირკეთებისა და სანიაღვრე სისტემის მოწესრიგების სამუშაოებს. კერძოდ დაგეგმილია : ქალაქ ქობულეთში, რუსთაველის ქუჩის ტროტუარების დარჩენილი ნაწილის მოწყობა , როგორიცაა ვერულიძის ქუჩის გადაკვეთიდან აღმაშენებლის პირველი შესახვევის გადაკვეთამდე (მარჯვენა და მარცხენა მხარეს). განხორციელება ტროტუარის დეკორატიული ფილებით მოპირკეთება და ავტობუსების გაჩერებების შეჭრების მოწყობა. შშმ პირებისათვის მოეწყობა ჩასასვლელი პანდუსები და უსინათლოებისათვის სპეციალური ბილიკი. დაგეგმილია ქალაქ ქობულეთში, რუსთაველის ქუჩის მოასფალტება და სანიაღვრე არხების მოწყობა - პროექტის I ეტაპი, რომლის ფარგლებში მოხდება ქ. ქობულეთში, სადგურიდან გორგილაძის ქუჩის კვეთამდე არსებული ამორტიზირებული სანიაღვრე სისტემის რეაბილიტაცია და ახალის მოწყობა, ასევე მოხდება დაზიანებული ასფალტის საფარის აღდგენა. ქვეპროგრამით აგრეთვე გათვალისწინებულია ქალაქ ქობულეთში, რუსთაველის ქუჩის ცენტრალურ სასაფლაომდე მისასვლელი გზის კეთილმოწყობის მე-2 ეტაპის სამუაოები, რომლის ფარგლებში მოხდება რუსთაველის ქუჩის (სასაფლაოს უბნის) სავალი გზის სავალი ნაწილისა და ტროტუარების დეკორატიული ფილებით მოპირკეთება, მოეწყობა სანიაღვრე სისტემა. დაგეგმილია ქ. ქობულეთში, გელაურის უბნის კეთილმოწყობა , რომლის ფარგლებში მოხდება ვაჟა ფშაველას; პოპოვისა და პუშკინის ქუჩების მოწესრიგების სამუშაოები, გათვალისწინებულია ქალაქ ქობულეთში, სასაფლაოსთან აღმაშენებლის II შესახვევის რეაბილიტაცია , სადაც მოეწყობა ტროტუარები და სავალი გზის ნაწილი დეკორატიული ფილებით . დაგეგმილია ქალაქ ქობულეთში, რუსთაველის II შესახვევის კეთილმოწყობა, რუსთაველის ქუჩაზე (საჯარო რეესტრის, გაზკანტორის და ყოფილი სანდასუფთავების) შესასვლელების კეთილმოწყობა, რომლის ფარგლებშიც მოწესრიგდება სანიაღვრე სისტემა; სავალ ნაწილზე დაიგება ასფალტო/ბეტონი, მოეწყობა ტროტუარი დეკორატიული ფილებით და შშმ პირებისთვის მოეწყობა პანდუსები და სპეციალური ბილიკი. ქვეპროგრამით დაგეგმილია მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ვიდეოკამერების შეძენა/მონტაჟი ,რომლის ფარგლებშიც ქობულეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე განთავსდება სათვალთვალო ვიდეოკამერები , სექციური რადარები და ზოგადი ხედვის კამერები. დაგეგმილია მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე აღმაშენებლის გამზირიდან თამარ მეფის სანაპირომდე გადასასვლელების კეთილმოწყობა კერძოდ : აღმაშენებლის გამზირის N660-ის მოპირდაპირედ , ეკო-პლიაჟის ტერიტორიაზე საფეხმავლო ბილიკების მოწყობა ; აღმაშენებლის გამზირის N514-ის , N520-ის N580-ის და N620-ის მოპირდაპირედ - განხორცილედება გადასასვლელების კეთილმოწყობა: 2.1.2. ქობულეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული მოსაცდელების რეაბილიტაცია, ახალი მოსაცდელების მოწყობა(პროგრამული კოდი 03 01 04) ქვეპროგრამა ითვალისწინებს ქალაქ ქობულეთში განსათავსებლად მეტალოკონსტრუქციის მოსაცდელების შეძენა-მონტაჟის სამუშაოებს , მეტალოკონსტრუქციის გამჭვირვალე მოსაცდელები განთავსდება ქ. ქობულეთში აღმაშენბელის გამზირზე. 2.1.3. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე და ქალაქ ბათუმის მიმართულებით მუნიციპალური ტრანსპორტით (ავტობუსებით) მომსახურეობის პროგრამა (პროგრამული კოდი 03 01 06) ქვეპროგრამა ითვალისწინებს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე (თემებში, სოფლებსა და ქალაქის ტერიტორიაზე) და ქალაქ ბათუმის მიმართულებით მგზავრთა გადაადგილების უზრუნველსაყოფად მუნიციპალური ტრანსპორტით, კერძოდ ავტობუსებით მომსახურების ხარჯების თანადაფინანსებას. აღნიშნული ქვეპროგრამა განხორციელდება შპს “ქობულეთის ტრანსრეგულირების“ მიერ. 2.2. კომუნალური ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაცია და მოვლა-შენახვა (პროგრამული კოდი 03 02) პროგრამის ფარგლებში განხორციელდება მუნიციპალიტეტის გარე განათების არსებული ქსელის მოვლა-შენახვა და დაფინანსდება მის ექსპლოატაციასთან დაკავშირებული ყველა ხარჯები. უზრუნველყოფილი იქნება მუნიციპალიტეტის ტერიტორიების დასუფთავება და მაწანწალა ცხოველებისგან დაცვა. წყალმომარაგების უზრუნველყოფისა და მოსახლეობაზე სასმელი წყლის მიწოდების გაუმჯობესების მიზნით განხორციელდება წყალსადენის სათავე ნაგებობების მშენებლობა და რეაბილიტაცია, მოწესრიგდება საკანალიზაციო სისტემები. 2.2.1. გარე განათება (პროგრამული კოდი 03 02 02) დღე-ღამის ნებისმიერ დროს მოსახლეობის კომფორტული და უსაფრთხო გადაადგილებისათვის, გარე განათების ქსელის განვითარებისა და არსებულის სრულყოფისათვის, ენერგიის დაზოგვისაკენ მიმართული ღონისძიებების დანერგვა და განათების თანამედროვე წყაროების, ეფექტური ოპტიკური სისტემების, კონსტრუქციებისა და მასალების გამოყენების დანერგვა. წლის განმავლობაში ღამით ქალაქში უსაფრთხოებისთვის ხელისშეწყობის აუცილებელ პირობას წარმოადგენს მუნიციპალიტეტის განათება, რისი გათვალისწინებითაც ქვეპროგრამის ფარგლებში დაფინანსდება გარე განათების არსებული ქსელის 4900 ზე მეტი წერტის ექსპლოატაცია, მოხმარებული ელექტროენერგიის ანაზღაურება. რაც ხელს შეუწყობს რეაბილიტირებულ გზებზე და შიდა კვარტალურ ეზოებში ქალაქის იერსახის შენარჩუნებას. 2.2.2. მუნიციაპლიტეტის სანიტარული დასუფთავების ღონისძიებები (პროგრამული კოდი 03 02 03) მუნიციპალიტეტის ერთერთ მთავარ ფუნქციას წარმოადგენს კეთილსაიმედო სანიტარული მდგომარეობის უზრუნველყოფა, შესაბამისად ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია მაწანწალა ცხოველების დაჭერა, ტრანსპორტირება და დაჭერილი ცხოველების გაუნებელყოფა. გათვალისწინებულია 4 ერთეული ნაგავმზიდი მანქანის შეძენა, დაიგეგმა ლითონის, გალვანიზირებული ნაგავშემკრები კონტეინერების შეძენა, გათვალისწინებულია მუნიციპალიტეტის ყოველდღიური დაგვა-დასუფთავება და საყოფაცხოვრებო ნარჩენების გატანა, სისუფთავის და წესრიგის დაცვა, რასაც განახორციელებს ა(ა)იპ ქობულეთის სანდასუფთავება. 2.2.3. გამწვანების ღონისძიებები (პროგრამული კოდი 03 02 04) ქვეპროგრამის ფარგლებში 2017 წელს გაგრძელდება მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული მწვანე საფარის და მათ შორის მარადმწვანე დეკორატიული მცენარეების მოვლა-პატრონობის სამუშაოები, რასაც ახორციელებს ა(ა)იპ ქობულეთის გამწვანება, პროგრამა დააფინანსებს მისი ფუნქციონირებისათვის საჭირო ყველა ხარჯს. 2.2.4. წყლის სისტემის რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია (პროგრამული კოდი 03 02 05) ქვეპროგრამით გათვალისწინებულია მოსახლეობისათვის და არსებული ორგანიზაციებისათვის ეკოლოგიურად სუფთა, სასმელი წყლის 24-საათიანი მიწოდების რეჟიმით უზრუნველყოფა. აღნიშნული ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია: ქალაქ ქობულეთში ჩოლოქის დასახლებაში წყალსადენის სისტემის მოწყობის სამუშაოები; ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფ. ჩაისუბანში წყალსადენის სისტემის (მე-2 ეტაპი რეზერვუარისა და შიდა მაგისტრალის) მოწყობის სამუშაოები; ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ლეღვას წყალსადენის სისტემის რეაბილიტაციის (II ეტაპი) სამუშაოები; სოფელ ციხისძირის წყალსადენზე დებეტის გაზრდის სამუშაოები; სოფელ დაგვას წყალსადენის სისტემის მოწყობის სამუშაები; ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ საჩინოში, ზედა აჭყვაში წყლის სათავე ნაგებობის, რეზერვუარისა და ცენტრალური მაგისტრალის რეაბილიტაცია (II ეტაპი). დაგეგმილია ქობულეთის მუნიციპალიტეტში არსებული სატუმბო სადგურებისათვის 7 ერთეული ტუმბოს შეძენა/მონტაჟი. ქვეპროგრამით დასრულდება წყალმომარაგების ის ინფრასტრუქტურული პროექტები რომლის დასრულებაც ვერ განხპორციელდა 2016 წელს, კერძოდ: ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ხუცუბნის წყალსადენის სისტემის მოწყობა, ქაქუთის წყალსადენის სისტემის მოწყობა, ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩაისუბნში წყალსადენის სისტემის(პირველი ეტაპი სათავე ნაგებობისა და რეზერვუარის) მოწყობა, ქალაქ ქობულეთში თამარ მეფის სანაპიროს სასმელ-სამეურნეო წყალსადენის სისტემის რეაბილიტაცია (წყლის სისტემის მოწყობა და გამრიცხველიანება). ქვეპროგრამით გრძელდება ა(ა)იპ ქობულეთის სოფლის წყალის ფუნქციონირებისათვის საჭირო ყველა აუცილებელ ხარჯს, რომელიც მუნიციპალიტეტში უზრუნველყოფს სოფლების წყლის სათავე ნაგებობებისა და შიდა გაყვანილობის მიმდინარე რემონტის სამუშაოების განხორციელებას, ამორტიზირებული წყლის მილების პერიოდულ შეცვლას, რაც პირველ რიგში დაკავშირებულია სოფლების ინფრასტრუქტურის სწრაფ განვითარებასთან და მოსახლეობის ცხოვრების კრიტერიუმების ცვლილებასთან. 2.2.5. სანიაღვრე არხებისა და საკანალიზაციო სისტემის მოწყობა- რეაბილიტაცია და მოვლა-შენახვა (პროგრამული კოდი 03 02 06) ქვეპროგრამის ფარგლებში დაგეგმილია: ქალაქ ქობულეთში, თამარ მეფის სანაპიროზე საკანალიზაციო სისტემის მოწყობა, აგრეთვე ქვეპროგრამით განხორციელდება ქალაქ ქობულეთში, კარიერის დასახლებაში საკანალიზაციო სისტემის და მისი ელემენტების სამშენებლო სამუშაოების (III ეტაპი) დაფინანსება. დაგეგმილია ქ. ქობულეთში კინტრიშის I სანაპიროს საკანალიზციო ქსელის მოწყობა, რომლის ფარგლებში განხორციელდება ახალი საკანალიზაციო სისტემის მოწყობა და დაერთება გელაურში არსებულ სატუმბო სადგურზე. 2.3. მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობითი ღონისძიებები (პროგრამული კოდი 03 03) პროგრამის ფარგლებში განხორციელდება მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული სკვერების კეთილმოწყობითი სამუშაოები. 2.3.1. სკვერებისა, პარკებისა და მოედნების კეთილმოწყობითი სამუშაოები(პროგრამული კოდი 03 03 01) პროგრამის ფარგლებში განხორციელდება : ქალაქ ქობულეთში მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სკვერების რეაბილიტაცია კერძოდ: ქობულეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული სკვერების რეაბილიტაცია (9 აპრილის, აღმაშენებლის N290-ის მოპირდაპირედ, ლესელიძის ქუჩის) და ახალი სკვერის (აღმაშენებლის გამზირი 700-ის მოპირდაპირედ)მოწყობა. 2.4. საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შეძენა (პროგრამული კოდი 03 04) პროგრამის ფარგლებში განხორციელდება საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციების შეძენა. აგრეთვე დასრულდება 2016 წლის გარდამავალი ღონისძიებაც. 2.5. საცხოვრებელი ბინების სადეზინფექციო ღონისძიებები (პროგრამული კოდი 03 06) მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ინფექციური დაავადებების მინიმუმამდე დაყვანის მიზნით აუცილებელია ისეთი პრევენციული ღონისძიების გატარება როგორიცაა სადერატიზაციო და სადეზინფექციო სამუშაოების ჩატარება. 2.6. აზომვითი ნახაზების შედგენის ხარჯი (პროგრამული კოდი 03 07) მუნიციპალიტეტში არსებული შენობა-ნაგებობების, არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწების, ხაზობრივ ნაგებობების აზომვითი ნახაზების მომზადება და მისი შემდგომი მუნიციპალურ საკუთრებად დარეგისტრირება ხელს შეუწყობს არსებული ქონების მოქმედი კანონმდებლობის ფარგლებში განკარგვას. 2.7. "მცირე კავკასიის ალიანსების აჭარის პროგრამის "ქობულეთის მუნიციპალიტეტის თანამონაწილეობა (პროგრამული კოდი 03 10) მუნიციპალიტეტში პირუტყვის დაავადების მონიტორინგისა და კატასტროფების, დავაადებების რისკის შემცირებისა და გენდერული თანასწორობის დანერგვის მიმართულებით მუნიციპალიტეტი ვალდებულებას იღებს უზრუნველყოს ერთობლივი პროექტის თანადაფინანსება და ამ მიზნით გაიღებს სამუშაო ჯგუფის მუშაობის ხელშეწყობისა და ფუნქციონირებისათვის საჭირო ხარჯებს. პროგრამა დაიწყო 2015წელს და დასრულდება 2017 წლის მარტის თვეში. ქვეპროგრამა აგრეთვე ითვალისწინებს თანახმად ხელშეკრულებისა 2016 წლის პროგრამის „ქალთა ოთახის“ პროგრამის ფარგლებში თანამშრომლის დაქირავების ხარჯებს. 3. განათლება (პროგრამული კოდი 04 00). მომავალი თაობების აღზრდის მიმართულებით დაწყებითი და ზოგადი განათლების გარდა მნიშვნელოვანი როლი ენიჭება ასევე სკოლამდელ განათლებას, რაც თვითმმართველი ერთეულის საკუთარ უფლებამოსილებებს განეკუთვნება და შესაბამისად მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს, რომლის ფარგლებში მომდევნო წლებშიც განხორციელდება საბავშვო ბაღების ფუნქციონირებისათვის საჭირო ხარჯების დაფინანსება, ინვენტარით უზრუნველყოფა და ახალი ბაღების ფუნქციონირება. 3.1. სკოლამდელი განათლების დაფინანსება (პროგრამული კოდი 04 01) მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ პრიორიტეტს სკოლამდელი განათლება წარმოადგენს რომლის ფარგლებში მომდევნო წლებში განხორციელდება საბავშვო ბაღების ფუნქციონირებისათვის საჭირო ხარჯების დაფინანსება, მათი რეაბილიტაცია. 3.1.1. ა(ა)იპ ქობულეთის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღების გაერთიანება (პროგრამული კოდი 04 01 01) მუნიციპალიტეტში იფუნქციონირებს საბავშვო ბაღები, სადაც სკოლამდელ აღზრდა-განათლებას მიიღებს 2300 ზე მეტი ბავშვი. მოქმედი კანონმდებლობის გათვალისწინებით ქვეპროგრამა მოიცავს ბაღების სასწავლო-აღმზრდელობითი მომსახურების და კვებითი მომსახურების ხარჯების სრულ დაფინანსებას და ბაღების ფუნქციონირებასთან დაკავშირებულ ყველა სხვა დანარჩენ ხარჯს. 3.1.2. საბავშვო ბაღების მშენებლობა, რეაბილიტაცია, ინვენტარით უზრუნველყოფა (პროგრამული კოდი 04 01 02) პროგრამით გათვალისწინებულია ბაღების განტვირთვის მიზნით ახალი საბავშვო ბაღების მშენებლობა : სოფელ ჩაისუბანში საბავშვო ბაღის მოწყობა, აჭყვისთავის საბავშვო ბაღის მოწყობა და ქალაქ ქობულეთში, ფიჭვნარში საბავშვო ბაღის ეზოს კეთილმოწყობა, პროექტის ფარგლებში მოხდება ეზოს კეთილმოწყობის სამუშაოების ჩატარება, კერძოდ ბაღის ეზო მოპირკეთდება დეკორატიული ფილებით და მწვანე ზოლით, სადაც განთავსდება საბავშვო ატრაქციოები. ქვეპროგრამით დასრულდება ის ინფრასტრუქტურული პროექტი რომლის დასრულებაც ვერ განხპორციელდა 2016 წელს , კერძოდ დაგვას საბავშვო ბაღის მოწყობა. 4. კულტურა, რელიგია, ახალგაზრდული და სპორტული ღონისძიებები (პროგრამული კოდი 05 00) მუნიციპალიტეტის ინფრასტრუქტურული და ეკონომიკური განვითარების პარალერულად აუცილებელია ხელი შეეწყოს კულტურული ტრადიციების დაცვას და ღირსეულ გაგრძელებას. შესაბამისად, მუნიციპალიტეტი განაგრძობს კულტურული ობიექტების ფინანსურ მხარდაჭერას, წარმატებული სპორტსმენების ხელშეწყობას და შესაბამისი პირობების შექმნას, რათა ნიჭიერმა ბავშვებმა და ახალგაზრდებმა შესძლონ მათი სპორტული შესაძლებლობების გამოვლინება. 4.1. სპორტის განვითარების ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 05 01) პროგრამის ფარგლებში განხორციელდება სხვადასხვა სპორტული ორგანიზაციების და კლუბების ფინანსური მხარდაჭერა, რათა მათ ჰქონდეთ შესაძლებლობა უზრუნველყონ სპორტსმენებისათვის სავარჯიშოდ შესაბამისი პირობების შექმნა და ნიჭიერი სპორტსმენების წახალისება. 2017 წლის განმავლობაში გაიმართება სხვადასხვა სპორტული შეჯიბრებები და დაფინანსდება:
4.1.1. ა(ა)იპ ქობულეთის კომპლექსური სასპორტო სკოლა (პროგრამული კოდი 05 01 01) სკოლაში ფუნქციონირებს შემდეგი წრეები: თავისუფალი ჭიდაობა, ძიუდო, ძალოსნობა, ველოსპორტი, რაგბი, ჭადრაკი, ფეხბურთი (გოგონათა და ჭაბუკთა). ტარდება შიდა სასკოლო და ამხანაგური შეხვედრები. წლის განმავლობაში სკოლის ჯგუფებში მოსწავლეთა მომზადების დონის შემოწმების და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის და საქართველოს ეროვნულ ნაკრებ გუნდებში წარმატებული სპორტსმენების გამოვლენის მიზნით სასპორტო სკოლა მონაწილეობას ღებულობს საოლქო და რესპუბლიკურ სპორტულ ღონიძიებებში. 4.1.2. სპორტული ღონისძიებების დაფინანსება (პროგრამული კოდი 05 01 02) ქვეპროგრამის ფარგლებში განხორციელდება სპორტის სხვადასხვა სახეობების განვითარება-პოპულარიზაცია და ფინანსური მხარდაჭერა, რათა მათ უზრუნველყონ სპორტსმენების განვითარებისათვის შესაბამისი პირობების შექმნა და ნიჭიერ სპორტსმენთა წახალისება. გაგრძელდება სხვადასხვა სპორტული პროექტების მხარდაჭერაც. 4.1.3. სპორტული საკლუბო გუნდის მხარდაჭერა (პროგრამული კოდი 05 01 03) ქვეპროგრამა ითვალისწინებს მხარდაჭერის ფარგლებში სარაგბო კლუბის დაფინანსებას. კერძოდ სარაგბო კლუბი “პონტოს“ მხარდაჭერის პროგრამა ითვალისწინებს სხვადასხვა ღონისძიებებში მონაწილეობის მიზნით ტრანსპორტირების დაფინანსებას, სპორტულ თამაშებებში მონაწილეობის ხელშეწყობას სხვადასხვა მიმართულებებით, აგრეთვე გუნდის ფუნქციონირებასთან დაკავშირებულ ყველა ხარჯს. 4.1.4. ა(ა)იპ "ფრენბურთის, ხელბურთის, კალათბურთის სათამაშო სახეობების სპორტული კლუბი-ქობულეთი" (პროგრამული კოდი 05 01 06) ქვეპროგრამის ფარგლებში განხორციელდება ფუნქციონირებისათვის საჭირო ყველა ხარჯების დაფინანსება. 4.2. კულტურის განვითარების ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 05 02) მუნიციპალიტეტის კულტურული ტრადიციების დაცვის მიზნით პროგრამის ფარგლებში გაგრძელდება სხვადასხვა კულტურული ობიექტების ფინანსური მხარდაჭერა, ასევე განხორციელდება სხვადასხვა კულტურული ღონისძიებები, მათ შორის სადღესასწაულო დღეებში სხვადასხვა გასართობი და სანახაობრივი ღონისძიებები. 4.2.1. ა(ა)იპ სკოლისგარეშე სახელოვნებო საგანმანათლებლო დაწესებულება ქობულეთის სახელოვნებო სკოლა (პროგრამული კოდი 05 02 01) მუნიციპალიტეტი დააფინანსებს 2017 წლის პროგრამის ფარგლებში სახელოვნებო სკოლის ფუნქციონირებისათვის საჭირო ყველა აუცილებელ ხარჯს. სადაც გაერთიანებულია სოფლების ხუცუბნისა და ბობოყვათის, დაბა ჩაქვისა და ქ. ქობულეთის სკოლები. 0 მზე მეტი. 4.2.2. ა(ა)იპ ქობულეთის კულტურის ცენტრი (პროგრამული კოდი 05 02 02) მუნიციპალიტეტში ფუნქციონირებს კულტურის ცენტრი რომელიც შეშდგება საბიბლიოთეკო და მოსწავლე-ახალგაზრდობასთან მუშაობის განყოფილება, მასში გაერთიანებულია სასოფლო კულტურული დაწესებულებები, შესაბამისად განყოფილებებში ფუნქციონირებს ეკოტურიზმის, კულტურული მემკვიდრეობის, ახალგაზრდობის თავისუფალი დროის ორგანიზების, ხალხური რეწვის, ლიტერატურულ-თეატრალური, რიტმული ცეკვების „ახალი რიტმები“ ჯგუფები და ქორეოგრაფიული ანსამბლი „საუნჯე“. ახალგაზრდული ანსამბლი ახალი ხმები და სასოფლო კლუბებთან არსებული სიმღერისა და ცეკვის ანსამბლები, სადაც სულ გაერთიანებულია ორასამდე ახალგაზრდა. პროგრამა აფინანსებს კულტურის ცენტრის ფუნქციონირებასთან დაკავშირებულ ყველა ხარჯს. 4.2.3. ა(ა)იპ ქობულეთის პარკი (პროგრამული კოდი 05 02 03) მუნიციპალიტეტი საკუთრებაში არსებული პარკების მიმდინარე მოვლა-შენახვისა და საკურორტო ქალაქის იერსახის შენარჩუნების მიზნით დააფინანსებს ა(ა)იპ ქობულეთის პარკის ფუნქციონირებისათვის საჭირო ყველა ხარჯს. 4.2.4. გურამ თამაზაშვილის სახელობის ა(ა)იპ ქობულეთის სიმღერისა და ცეკვის ანსამბლი "მხედრული" (პროგრამული კოდი 05 02 04) მუნიციპალიტეტში ფუნქციონირებს სიმღერისა და ცეკვის ანსამბლი სადაც ახალგაზრდა თაობებში კულტურული აღზრდისა და ეროვნული ცეკვების შენარჩუნების მიზნით მუნიციპალიტეტი დააფინანსებს ანსამბლის ფუნქციონირებისათვის საჭირო ყველა აუცილებელ ხარჯს. 4.2.5. კულტურული ღონისძიებების დაფინანსება (პროგრამული კოდი 05 02 05) მუნიციპალიტეტის კულტურული ტრადიციების დაცვის, მხარის ღირსეულად წარმოჩენის მიზნით ადგილობრივი და მუნიციპალიტეტის სტუმრების დაინტერესების, სანახაობებისა და წარმოდგენების მიზნით გაიმართება სხვადასხვა კულტურული ღონისძიებები როგორიცაა საახალწლო და სადღესასწაულო დღეებში სხვადასხვა გასართობი და სანახაობრივი კულტურული ღონისძიებები, კერძოდ: სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის დღეების აღნიშვნა, სახალხო დღესასწაულები და სხვა. პროგრამით განხორციელდება ტურიზმის კვირეულისადმი მიძღვნილი სხვადასხვა ღონისძიებები, მოხდება ტურისტული სარეკლამო მასალების მომზადება, პროგრამით შესაძლებელი იქნება სხვადასხვა ფესტივალებში, კონკურსებსა და პროექტებში შემოქმედებითი კოლექტივების მონაწილეობის ხელშეწყობა, ხელი შეეწყობა ცნობილი და შემოქმედი ადამიანების პოპულარიზაციას, შესაძლებელი გახდება გენდერული თანასწორობის დღის, შ.შ.მ. პირების უფლებათა დაცვის დღის და სხვადასხვა პროექტების მხარდაჭერა. 4.2.6. ა(ა)იპ ქობულეთის მუზეუმი (პროგრამული კოდი 05 02 07) მუნიციპალიტეტში ფუნქციონირებს მუზეუმი, რაც ემსახურება ქობულეთის როგორც საკურორტო და ისტორიული მნიშვნელობის ქალაქის განვითარებასა და პოპულარიზებას. მუზეუმში დაცულია იშვიათი ექსპონანტები რომლებიც ადგილობრივი ოსტატობის ნიმუშს წარმოადგენს, საგამოფენო დარბაზი წლის განმავლობაში მასპინძლობას უწევს არამარტო ადგილობრივ არამედ უცხოელ დამთვალიერებლებსაც, ყოველივე აქედან გამომდინარე მუნიციპალიტეტი აფინანსებს მუზეუმის ფუნქციონირებასთან დაკავშირებულ ყველა ხარჯს. 5. მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური უზრუნველყოფა (პროგრამული კოდი 06 00) მოსახლეობის სოციალური დაცვა მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს. სოციალური სფერო დაფუძნებულია ბენეფიციართა მიზნობრივ დახმარებებზე და პრიორიტეტის ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებები უზრუნველყოფენ მის შემდგომ დახვეწას, რათა გაიზარდოს პროგრამების სიზუსტე და დახმარების ეფექტიანობა. ისევ იმოქმედებს პრინციპი, რომ მუნიციპალიტეტი დაეხმაროს იმ ადამიანებს, რომლებსაც ეს ყველაზე მეტად ესაჭიროება. ამ მიზნით მუნიციპალიტეტი არსებული რესურსების ფარგლებში განაგრძობს სოციალურად დაუცველი მოსახლეობის სხვადასხვა დახმარებებით და შეღავათების უზრუნველყოფას, სოციალურად დაუცველი მოსახლეობის უფასო სასადილოში ცხელი საკვებით უზრუნველყოფას, დემოგრაფიული ფონის გაჯანსაღებისათვის მიმართული აქციების განხორციელებას, მათთვის მატერიალური მხარდაჭერას და სტიმულის მიცემას, დედ-მამით ობოლ ბავშვთა ყოველთვიურ მატერიალურ დახმარებას.
პროგრამა ითვალისწინებს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის მიზნით ადგილობრივ დონეზე სხვადასხვა ღონისძიებების განხორციელებას, სხვადასხვა დაავადების მკურნალობის ხარჯების თანადაფინანსება.
5.1.2. პირველადი ჯანდაცვის ფუნქციონირების ხელშეწყობის პროგრამა (პროგრამული კოდი 06 01 03) ქობულეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დღეის მდგომარეობით ფუნქციონირებს 12 პირველადი ჯანდაცვის ცენტრი, კომუნალური და გათბობის ხარჯების გადახდა ხდება პირველადი ჯანდაცვაში მომუშავე სამედიცინო მომსახურე პერსონალის მიერ საკუთარი ხარჯებიდან, ასევე ყოველთვიურად საჭიროა "ექიმის ჩანთის" მედიკამენტებითა და სამედიცინო დანიშნულების საგნებით შევსება . 5.1.3. ფენილკეტონურიით დაავადებულ პირთა სამკურნალო საშუალებების კომპენსაციით უზრუნველყოფა (პროგრამული კოდი 06 01 04) ქვეპროგრამა ითვალისწინებს ფენილკეტონურიით დაავადებული პირებისათვის ერთჯერადი მატერიალური დახმარება, 18 წლამდე ასაკის ფენილკეტონურიით დაავადებული პირებისათვის ორი ბენეფიციარი, თითოეულზე 1000 ლარის ოდენობით, ხოლო 18 წლის ზემოთ ასაკის ფენილკეტონურიით დაავადებული პირებისათვის ორი ბენეფიციარი , თითოეულზე 2000 ლარის ოდენობით. 5.1.4. გულის ქირურგიის თანადაფინანსების პროგრამა (პროგრამული კოდი 06 01 06) ქვეპროგრამა დააფინანსებს ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოციალურად დაუცველი და სხვა სოციალური კატეგორიის მოქალაქეებს, შეზღუდულ შესაძლებლობის მქონე პირებს, ომის ვეტერანებს, ტერიტორიული მთლიანობისათვის ომის მონაწილეებს, ომში დაღუპულთა ოჯახის წევრებს (დედა, მამა, მეუღლე, შვილები) მრავალშვილიანი (18 წლამდე ასაკის 5 და მეტიმეტი შვილი) ოჯახის წევრებს, ასაკით პენსიონერებს. კერძოდ მათ დაუფინანსდებათ ქირურგიული ოპერაციის 80% ან 90% შევსება 100% მდე, დაავადების ძირითადი დამფინანსებლის მიერ დადგენილი ტარიფის მიხედვით. 5.1.5. სოფლის მოსახლეობის ექიმამდელი სამედიცინო დახმარება (პროგრამული კოდი 06 01 08) ქვეპროგრამა ითვალისწინებს ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფლის მოსახლეობის ადგილზე ექიმამდელი სამედიცინო დახმარებით უზრუნველყოფას. თემის სამედიცინო პუნქტებს მიეწოდება პირველადი სამედიცინო დახმარებისათვის საჭირო მედიკამენტების ყოველთვიური მარაგი. 5.2. სოციალური დაცვის ღონისძიებები (პროგრამული კოდი 06 02) მოსახლეობის სოციალური დაცვა მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს. სოციალური სფერო დაფუძნებულია ბენეფიციართა მიზნობრივ დახმარებებზე და პრიორიტეტის ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებები უზრუნველყოფენ მის შემდგომ დახვეწას. 5.2.1. სოციალურად დაუცველი ფენისათვის მუნიციპალური უფასო სასადილოს პროგრამა (პროგრამული კოდი 06 02 01) ქვეპროგრამით ისარგებლებს ქობულეთის მუნიციპალიტეტში მცხოვრები სოციალურად დაუცველი მოსახლეობა სოციალური მომსახურეობის სააგენტოს სარეიტინგო ქულა 0-დან 100000-მდე ქულის მქონე, მარტოხელა პენსიონერი, დედ-მამით ობოლი ბავშვი, უსახლკარო, მკვეთრად და მნიშვნელოვნად გამოსახული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი, მარჩენალდაკარგული და მრავალშვილიანი (18 წლამდე 5 და მეტი შვილი). 5.2.2. ყოველი მესამე და მომდევნო ახალშობილზე ერთჯერადი მატერიალური დახმარების პროგრამა (პროგრამული კოდი 06 02 02) მუნიციპალიტეტში დემოგრაფიული ფონის გაჯანსაღებისათვის პროგრამა ითვალისწინებს ერთჯერად მატერიალურ დახმარებას მესამე ახალშობილზე 500 ლარის ოდენობით, მეოთხე ახალშობილზე 700 ლარის ოდენობით, მეხუთე და მომდევნო ახალშობილზე 900 ლარის ოდენობით. 5.2.3. ხუთი და მეტ მცირეწლოვან ბავშვთა ოჯახებზე (18 წლამდე ბავშვები) ერთჯერადი მატერიალური დახმარების პროგრამა (პროგრამული კოდი 06 02 03) მრავალშვილიანი ოჯახებისათვის დახმარება მუნიციპალიტეტის პრიორიტეტს წარმოადგენს, დემოგრაფიული პრობლემის ფონზე შეიმჩნება, რომ აღნიშნული კატეგორიის დიდი ნაწილი სოციალურად დაუცველი ოჯახებია, პროგრამა ითვალისწინებს ქობულეთის მუნიციპალიტეტში მცხოვრები 5 და მეტ მცირეწლოვან ბავშთა ოჯახებზე ერთჯერადად მატერიალურ დახმარებას 1000 ლარის ოდენობით. 5.2.4. ომის მონაწილეებზე და დაღუპულთა ოჯახის წევრებზე სადღესასწაულო დღეების ორგანიზებისა და დახმარების პროგრამა (პროგრამული კოდი 06 02 04 ) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები ომისა და შეიარაღებული ძალების ვეტერანების, მათთან გათანაბრებული პირების, ომში დაღუპულთა ოჯახის წევრების, სამხედრო ძალების ვეტერანების და მარჩენალდაკარგულთა უკდავყოფის მიზნით მუნიციპალიტეტი ახორციელებს პროგრამას, რომელიც ითვალისწინებს სამშობლოს დაცვისას დაღუპულთა და ომის შემდგომ გარდაცვლილ მეომართა უკვდავყოფას, ომის მონაწილის ოჯახზე დაკრძალვის ხარჯების ანაზღაურება, სადღესასწაულო დღეების აღნიშვნას. 5.2.5. დედ-მამით ობოლ ბავშვთა ყოველთვიური მატერიალური დახმარების პროგრამა (პროგრამული კოდი 06 02 05) ქვეპროგრამა ითვალისწინებს დედ-მამით ობოლ ბავშთა (18 წლამდე) ყოველთვიურ მატერიალურ დახმარებასთვეში 100 ლარის ოდენობით. 5.2.6. უმწეო გარდაცვლილის ოჯახებზე ერთჯერადი დახმარების პროგრამა (პროგრამული კოდი 06 02 06) პროგრამა ითვალისწინებს ერთჯერად დახმარებას ქობულეთის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ უკიდურესად გაჭირვებულ გარდაცვლილთა ოჯახებზე, რომელთაც არ გააჩნიათ სახსრები მიცვალებულთა დაკრძალვისათვის და სოციალური სააგენტოს მიერ მინიჭებული აქვთ სარეიტინგო ქულა 0-70000 ქულის ჩათვლით. ასევე პროგრამა დააფინანსებს უპატრონო ან მარტოხელა გარდაცვლილ მოქალაქეებს. 5.2.7 . დიალიზის სახელმწიფო პროგრამაში ჩართული პაციენტების ტრანსპორტირების პროგრამა (პროგრამული კოდი 06 02 07) პროგრამა ითვალისწინებს დიალიზის სახელმწიფო პროგრამით მოსაარგებლე ბენეფიციარისა და მათი თანმხლები პირების შესაბამის კლინიკებში სახელმწიფო პროგრამაში ჩართული პაციენტების ტრანსპორტირების ხარჯებს საცხოვრებელი ადგილიდან სამედიცინო დაწესებულებამდე და სამედიცინო დაწესებულებიდან საცხოვრებელ ადგილამდე. 5.2.8. ქობულეთის მუნიციპალიტეტში მცხოვრები სოციალურად დაუცველი ოჯახებისათვის გაზიფიცირების პროგრამა (პროგრამული კოდი 06 02 08) პროგრამა ითვალისწინებს სოციალურად დაუცველი ოჯახების, რომლებსაც სოციალური სააგენტოს მიერ მინიჭებული აქვთ სარეიტინგო ქულა 0-57000 მდე, გაზიფიცირებას, კერძოდ ბუნებრივი აირის მილგაყვანილობისა და მრიცხველის სამონტაჟო ღირებულების დაფინანსებას ერთი წერტილის გათვალისწინებით გაზქურამდე. 5.2.9. ცერებრალური დამბლით დავადებულ ბავშვთა ფსიქოსომატური აბილიტაციის/რეაბილიტაციის პროგრამაში ჩართულ ბენეფიციართა ტრანსპორტირების პროგრამა (პროგრამული კოდი 06 02 10) პროგრამა ითვალისწინებს ქობულეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები ცერებრალური დამბლით დავადებულ ბავშვთა აბილიტაციის/რებილიტაციის პროგრამით მოსაარგებლე ბენეფიციარისა ფსიქოსომატური რეაბილიტაციის კურსების ჩასატარებლად და მათი თანმხლები პირების ტრანსპორტით გადაადგილებისათვის მატერიალურ დახმარებას. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ასიგნებები |
მუხლი 14.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ასიგნებები განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ასიგნებები საბიუჯეტო კლასიფიკაციის მიხედვით თანდართული რედაქციით.
|
|
დოკუმენტის კომენტარები