დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირთა და სხვა მოსამსახურეთა თანამდებობების რანგირებისა და თანამდებობრივი სარგოების ოდენობების განსაზღვრისა და საკრებულოს აპარატის მოსამსახურეთა საშტატო ნუსხის დამტკიცების შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 28 |
დოკუმენტის მიმღები | აბაშის მუნიციპალიტეტი |
მიღების თარიღი | 29/12/2016 |
დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 04/01/2017 |
ძალის დაკარგვის თარიღი | 01/07/2017 |
სარეგისტრაციო კოდი | 010250020.35.110.016262 |
კონსოლიდირებული პუბლიკაციები |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (04/01/2017 - 29/06/2017)
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ პუნქტის „ბ.ვ“ ქვეპუნქტის, „დ“ ქვეპუნქტის „დ.ე“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის, „ნორმატული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 და 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, „საჯარო სამსახურის თანამდებობათა რეესტრის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 29 სექტემბრის №576 დადგენილებისა და „ავტონომიური რესპუბლიკების ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საჯარო მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურების მოწესრიგების თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 29 აგვისტოს №726 ბრძანებულების შესაბამისად, აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
მუხლი 1 |
განისაზღვროს აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირთა და სხვა მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების ოდენობები (დანართი №1). |
მუხლი 2 |
დამტკიცდეს აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის მოსამსახურეთა საშტატო ნუსხა (დანართი №2). |
მუხლი 3 |
ამ დადგენილების ამოქმედების დღიდან ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების დამტკიცების შესახებ“ აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 31 ოქტომბრის №40 დადგენილება. |
მუხლი 4 |
დადგენილება ამოქმედდეს 2017 წლის 1 იანვრიდან. |
|
დანართი №1
აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირთა და სხვა მოსამსახურეთა თანამდებობების რანგირებები და თანამდებობრივი სარგოების ოდენობები |
|
დანართი №2
აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის მოსამსახურეთა საშტატო ნუსხა |
|
დოკუმენტის კომენტარები