დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის 2017 წლის ბიუჯეტის შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 30 |
დოკუმენტის მიმღები | ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი |
მიღების თარიღი | 28/12/2016 |
დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 30/12/2016 |
ძალაში შესვლის თარიღი | 01/01/2017 |
ძალის დაკარგვის თარიღი | 01/01/2018 |
სარეგისტრაციო კოდი | 019002020.35.114.016325 |
კონსოლიდირებული პუბლიკაციები |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (30/12/2016 - 31/03/2017)
|
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის 2017 წლის ბიუჯეტის შესახებ
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის” 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ. ა “ქვეპუნქტის, 61 -ე მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტების, საქართველოს კანონის „ნორმატიული აქტების შესახებ“ მე-20 მუხლისა და საქართველოს კანონის „საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის“ შესაბამისად ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
მუხლი 1 |
დამტკიცდეს ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის 2017 წლის ბიუჯეტი დანართის შესაბამისად. |
მუხლი 2 |
ძალადაკარგულად გამოცხადდეს 2015 წლის 29 დეკემბრის №53 დადგენილება ,,ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის 2016 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“. |
მუხლი 3 |
დადგენილება ძალაშია 2017 წლის 1 იანვრიდან. |
|
დანართი
|
თავი I
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ბალანსი |
მუხლი 1.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ბალანსი |
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ბალანსი თანდართული რედაქციით:
|
მუხლი 2.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსულობები, გადასახდელები და ნაშთის ცვლილება |
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსულობები, გადასახდელები და ნაშთის ცვლილება თანდართული რედაქციით:
|
მუხლი 3.
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსავლები |
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსავლები 5 694,1ათასი ლარის ოდენობით:
|
მუხლი 4.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გადასახადები |
|
მუხლი 5.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გრანტები |
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გრანტები 2 650,4 ათასი ლარის ოდენობით
|
მუხლი 6.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სხვა შემოსავლები |
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სხვა შემოსავლები 1 943,7 ათასი ლარის ოდენობით:
|
მუხლი 7.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯები |
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯები 5 746,2 ათასი ლარის ოდენობით, თანდართული რედაქციით:
|
მუხლი 8.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ცვლილება |
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ცვლილება - 42,1 ათასი ლარის ოდენობით, მათ შორის:
ა) განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ზრდა 47,9 ათასი ლარის ოდენობით, თანდართული რედაქციით:
ბ) განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების კლება 90,0 ათასი ლარის ოდენობით, მათ შორის:
|
მუხლი 9.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდის ფუნქციონალური კლასიფიკაცია |
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდა ფუნქციონალურ ჭრილში, თანდართული რედაქციით:
|
მუხლი 10.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის მთლიანი სალდო |
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის მთლიანი სალდო - 10,0 ათასი ლარის ოდენობით. |
მუხლი 11.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სარეზერვო ფონდი |
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გაუთვალისწინებელი გადასახდელების დაფინანსების მიზნით მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში შეიქმნას სარეზერვო ფონდი 50,0 ათასი ლარის ოდენობით და მისი განკარგვა განხორციელდეს მუნიციპალიტეტის გამგებლის გადაწყვეტილებების შესაბამისად. |
მუხლი 12.
სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული მიზნობრივი ტრანსფერი |
1. დელეგირებული უფლებამოსილებების განსახორციელებლად სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული მიზნობრივი ტრანსფერი, 183,0 ათასი ლარი მიიმართოს:
ა) „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელებისათვის 85,0 ათასი ლარი; ბ) „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ და „სამხედრო სარეზერვო სამსახურის შესახებ“საქართველოს კანონებით განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელებისათვის 85,0 ათასი ლარი; გ) „სამშობლოს დაცვისას დაღუპულთა და ომის შემდეგ გარდაცვლილ მეომართა ხსოვნის უკვდავყოფის შესახებ“საქართველოს კანონით განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელებისათვის 5,0 ათასი ლარი; დ) ,,იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელებისათვის 8,0 ათასი ლარი 2. „საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის“ 69-ე მუხლის საფუძველზე წლის განმავლობაში შესაძლებელია დელეგირებული უფლებამოსილებების განსახორციელებლად გამოყოფილი მიზნობრივი ტრანსფერის ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ ღონისძიებებს შორის ურთიერთგადანაწილება. |
მუხლი 13.
მოსახლეობის სოციალური უზრუნველყოფა |
მოსახლეობის სოციალური უზრუნველყოფის პროგრამისათვის გამოყოფილი ასიგნებების განკარგვა განხორციელდეს მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ დადგენილი წესის და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. |
თავი II
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პრიორიტეტები და პროგრამები |
მუხლი 14.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პრიორიტეტები და პროგრამები |
.
|
1.
ინფრასტრუქტურის მშენებლობა, რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია (პროგრამული კოდი 03 00)
მუნიციპალიტეტის ეკონომიკური განვითარებისათვის აუცილებელ პირობას წარმოადგენს მუნიციპალური ინფრასტრუქტურის შემდგომი გაუმჯობესება და აღნიშნული მიმართულება ბიუჯეტის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს. პრიორიტეტის ფარგლებში გაგრძელდება საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაცია, კულტურის სახლების მშენებლობა, მუნიციპალური ინფრასტრუქტურის მშენებლობისა და რეაბილიტაციის გარდა, პრიორიტეტის ფარგლებში განხორციელდება არსებული ინფრასტრუქტურის მოვლა შენახვა და დაფინანსდება მის ექსპლოატაციასთან დაკავშირებული ხარჯები. 1.1 საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაცია და მოვლა-შენახვა (პროგრამული კოდი 03 01) პროგრამის ფარგლებში განხორციელდება გზების რეაბილიტაცია, მუნიციპალიტეტში არსებული რეაბილიტირებული გზების მდგომარეობის შენარჩუნება. ზამთრის პერიოდში დიდთოვლიანობის შემთხვევაში განხორციელდება ჭარბი თოვლის საფარისაგან განთავისუფლება. განხორციელდება დაბაში საგზაო მოძრაობის ნიშნების მოწესრიგება. 1.2 კომუნალური ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაცია და ექსპლუატაცია (პროგრამული კოდი 03 02) პროგრამის ფარგლებში განხორციელდება გარე განათების არსებული ქსელის მოვლა შენახვა, დაფინანსდება მის ექსპლოატაციასთან დაკავშირებული ხარჯები, უზრუნველყოფილი იქნება მუნიციპალიტეტის დასუფთავება. მოხდება სკვერების მოვლა-შენახვა და ექსპლოატაცია. 1.2.1 კომუნალური სამსახური ,,სხივი“ (პროგრამული კოდი 03 02 02) მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ მთავარ ფუნქციას წარმოადგენს კეთილსაიმედო სანიტარული მდგომარეობის უზრუნველყოფა, კომუნალური სამსახური ,,სხივი“ ახორციელებს მუნიციპალიტეტის ყოველდღიურ დაგვა-დასუფთავებას და ნარჩენების გატანას, გარე განათების არსებული ქსელის ექსპლოატაციას. არსებული სკვერებისა და პარკების მოვლა, ახალი ხეების დარგვა და გამწვანების ზოლებში ყვავილებისა და სხვა დეკორატიული მცენარეების განაშენიანება, დაბის ტერიტორიაზე და მის შემოგარენში ხეების გადაბელვა-ფორმირება, ზეხმელი და ავარიული ხეების მონიშვნა, შემდგომში მოჭრა–დამუშავება და გატანა. 1.2.2 ა(ა)იპ - კურორტი ,,ბახმარო“ (პროგრამული კოდი 03 02 03) დაწესებულების მიზანია კურორტ ბახმაროს ინფრასტრუქტურის განვითარების ხელშეწყობა, არსებული ინფრასტრუქტურული ობიექტების მოვლა-პატრონობა, შემეცნებითი, გასართობი და სპორტული დანიშნულების ობიექტების შექმნა, ტურიზმის განვითარების ხელშეწყობა, კომუნალური მომსახურების ეფექტური პირობების უზრუნველყოფა. ქვეპროგრამის ფარგლებში მოხდება დამსვენებელთა მოზიდვა, მოსახლეობის გაჯანსაღების, დასვენების, სამედიცინო და კომუნალური მომსახურების ეფექტური პირობების უზრუნველყოფა. საკურორტო ინფრასტრუქტურის განვითარების ხელშეწყობა. კურორტის ტერიტორიის სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დაცვა.საქუჩო განათების და წყალმომარაგების სისტემის მოვლა პატრონობის ხელშეწყობა, ინდივიდუალური სააგარაკო სახლების და სხვა ობიექტების მშენებლობის კანონმდებლობასთან შესაბამისობის უზრუნველყოფის ხელშეწყობა 1.3 მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის ღონისძიებები (პროგრამული კოდი 03 03) სადღესასწაულო დღეებისათვის დაბის ქუჩების გაფორმება, მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული სხვადასხვა შენობების რეაბილიტაცია და სხვა ღონისძიებები. მუნიციპალიტეტისათვის მნიშვნელოვანი და აუცილებელი კეთილმოწყობის ღონისძიებების სრულყოფილად და ეფექტურად განხორციელება. 1.3.1 შენობების ტექნიკური პასპორტების და მიწის საკადასტრო აზომვითი ნახაზების დამზადების და საინფორმაციო საშუალებების გამოქვეყნების ხარჯები (პროგრამული კოდი 03 03 01) მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული შენობების და მიწის ფართების რეალიზაციისათვის აუცილებელია შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადება, ქვეპროგრამის ფარგლებშიც ხორციელდება სარეალიზაციო ობიექტების ტექნიკური პასპორტების და მიწის ნაკვეთების საკადასტრო აზომვითი ნახაზების დამზადება და საინფორმაციო საშუალებებში გამოქვეყნება. 1.3.2 მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობა (პროგრამული კოდი 03 03 03) მოხდება მაწანწალა ცხოველების დაჭერა და მათი გადაყვანა სპეციალიზირებულ თავშესაფარში, რითაც უზრუნველყოფილი იქნება მათი რაოდენობის მინიმუმამდე დაყვანა და შესაძლო საფრთხეების თავიდან აცილება. განხორციელდება: დაბასა და ადმინისტრაციულ ერთეულში კეთილმოწყობის სამუშაოები, მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დამონტაჟდება ვიდეოთვალები საგზაო მოძრაობის წესების რეგულირებისათვი. პროგრამის მიზანია მუნიციპალიტეტისათვის მნიშვნელოვანი და აუცილებელი კეთილმოწყობის ღონისძიებების სრულყოფილად და ეფექტურად განხორციელება. 1.4 სოფლის მეურნეობის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში განსახორციელებელი პროექტები (პროგრამული კოდი 03 09) ქვეპროგრამის ფარგლებში განხორციელდება სოფლის მეურნეობის განვითარება, მ.შ. სასოფლო სამეურნეო კოოპერატივების მხარდაჭერა. დადგინდება საკარანტინო მავნებლების გავვრცელების არეალი და პერიოდები. ჩატარდება საინფორმაციო ხასიათის ღონისძიებები. დაინტერესებული ფერმერები მოინახულებენ საქართველოში არსებულ თანამედროვე ტექნოლიგიებიტ აღჭურცილ მეურნეობებს. მოეწუობა აგროტურები. დაინტერესებული პირები გაგზავნილი იქნებიან გადამზადების კურსებზე. მოხდება მათი თანადაფინასება. მოწვეული სპეციალისტები ჩაატარებენ ლექცია სემინარებს სხვადასხვა საკითხებთან დაკავშირებით. |
2.
განათლება (პროგრამული კოდი 04 00)
მომავალი თაობების აღზრდის მიმართულებით დაწყებითი და ზოგადი განათლების გარდა მნიშვნელოვანი როლი ენიჭება ასევე სკოლამდელ განათლებას, რაც თვითმმართველი ერთეულის საკუთარ უფლებამოსილებებს განეკუთვნება და შესაბამისად მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს, რომლის ფარგლებში მომდევნო წლებში განხორციელდება საბავშვო ბაღების ფუნქციონირებისათვის საჭირო ხარჯების დაფინანსება, მათი რეაბილიტაცია, ინვენტარით უზრუნველყოფა, ახალი ბაღების გახსნა. მოხდება მუნიციპალიტეტის სოფლებიდან ხელოვნებისა და სპორტულ სკოლებში გაერთიანებული მოსწავლეების ტრანსპორტით მომსახურება. 2.1 სკოლამდელი განათლების დაფინანსება (პროგრამული კოდი 04 01) პროგრამის მიზანია საბავშვო ბაღებში სრულფასოვანი სააღმზრდელო გარემოს შექმნა, უზრუნველყოფილი იქნება მათი კეთილმოწყობა და კვალიფიციური პერსონალით მომსახურეობა. მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღებში მატერიალურ ტექნიკური ბაზა გაუმჯობესდება. მუნიციპალიტეტში ამ ეტაპზე ფუნქციონირებს 19 საბავშვო ბაღი, სადაც დაწყებით განათლებას იღებს 710 ბავშვი. პროგრამის ფარგლებში მუნიციპალიტეტი აფინანსებს ბაღების ფუნქციონირებასთან დაკავშირებულ ყველა სხვა ხარჯს, მათ შორის მასწავლებელთა და აღმზრდელთა ხელფასებს და ბაღების სხვა მიმდინარე ხარჯებს. 2.2 განათლების სისტემის ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 04 02) გათვალისწინებულია მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული დაწყებითი და ზოგადი განათლების მქონე დაწესებულებების სრულყოფილი ფუნქციონირებისათვის ხელშეწყობა.განხორციელდება ისეთი ღონისძიებები, რომლებიც ხელს შეუწყობს საჯარო სკოლებში მოსწავლეების უფრო გააქტიურებას, სატრანსპორტო საშუალებებით გადადგილებასდა სხვა ღონისძიებების მოწყობას. მოხდება მუნიციპალიტეტის სოფლებიდან ხელოვნებისა და სპორტულ სკოლებში გაერთიანებული მოსწავლეების ტრანსპორტით მომსახურება 2.3 ა(ა)იპ - მოსწავლე ახალგაზრდობის სახლი (პროგრამული კოდი 04 03) ქვეპროგრამის ფარგლებში დაფინანსდება სხვადასხვა ღონისძიებები, მუსიკალური და ქორეოგრაფიული წრეები, განხორციელდება სხვადასხვა პროექტები, სადაც შემოქმედებითი ნიჭით დაჯილდოებულ მოსწავლეებს საშუალება მიეცემათ გამოავლინონ საკუთარი შესაძლებლობები და წარუდგინონ ფართო აუდიტორიას. მოსწავლე ახალგაზრდობის სახლის მიერ ჩატარდება სხვადასხვა ღონისძიებები: პროექტი ,,ჩემი სამყარო“ პროექტი ,,ხელნაკეთი წიგნები“ ,,მოსწავლეთა სასწავლო შემოქმედებითი კონფერენცია 70 წლისაა“ პროექტი ,,მე ვეძებ ჩემი კუთხის შვილებს“ მხატვრული კითხვის კონკურსი დოკუმენტური ფილმების ფესტივალი ნორჩ ფოლკლორისტთა ფესტივალი ვიქტორინა -ყველაზე საზრიანები ხალხური რეწვის ნიმუშების გამოფენა-თბილისში, ბათუმსი, ქუთაისში, ბაღდათში, გორში. 14 აპრილი დედაენის დღე მწვანე საფარის მცველები ,,დედამიწის დღესთან დაკავშირებით ნარგავების დარგვა სპექტაკლის ,,იავნანამ რა ჰქმნა“ პრეზენტაცია კინო სახლში და სხვა ღონისძიებები. 2.4 საჯარო მოსამსახურეთა გადამზადების პროგრამა (პროგრამული კოდი 04 04) პროგრამის ფარგლებში განხორციელდება მუნიციპალიტეტის საჯარო მოსამსახურეთა სწავლა გადამზადების პროგრამა. |
3.
კულტურა, რელიგია ახალგაზრდული და სპორტული ღონისძიებები (პროგრამული კოდი 05 00)
3.1 სპორტის განვითარების ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 05 01) პროგრამის ფარგლებში განხორციელდება სპორტსმენთა მომზადების ორგანიზაციული დამეთოდური ხელშეწყობა, სპორტულ ასოციაციასთან, კავშირებთან, სპორტულ ფედერაციებთან და სხვადასხვა სპორტულ ორგანიზაციებთან თანამშრომლობა. კლუბების, ნაკრები გუნდების მომზადება და მონაწილეობა ქვეყნის და საერთაშორისო ასპარეზობებში. პროგრამის ფარგლებში განხორციელდება სპორტული სკოლებისა და კლუბების ფინანსური მხარდაჭერა, რათა მათ ქონდეთ შესაძლებლობა უზრუნველყონ სპორტსმენებისათვის სავარჯიშოდ შესაბამისი პირობების შექმნა და ნიჭიერი სპორტსმენების წახალისება. განხორციელდება ლელობურთის და რაგბის განვითარების ხელშეწყობა; 2016 წლის განმავლობაში პროგრამის ფარგლებში გაიმართება სხვადასხვა სპორტული შეჯიბრებები და დაფინანსდება:
3.1.1 სპორტის განვითარების ცენტრი (პროგრამის კოდი 05 01 04 01) ქვეპროგრამის ფარგლებში ფინანსდება სპორტის განვითარების ცენტრი, რომელიც ემსახურება მომავალი თაობების პროფესიონალ სპორტსმენებად ჩამოყალიბებას,მოეწყობა შეჯიბრებები:
3.1.2 სასპორტო სკოლა (პროგრამული კოდი 05 01 04 02) ქვეპროგრამის ფარგლებში დაგემილია არსებული სკოლის დაფინანსება, რომელიც აერთიანებს ძიუდოს, ფეხბურთის, მძლეოსნობის, ბერძნულ-რომაული, თავისუფალი ჭიდაობის, ქართული ჭიდაობის, ბალახის ჰოკეის, კალათბურთის, რაგბის, ფრენბურთის ჭადრაკის სპორტულ წრეებს. სასპორტო სკოლაში ფუნქციონისრებს 9 სპორტული სახეობის 18 სექცია, სადაც გაერთიანებულია 285 მოსწავლე სპორტსმენი. ქვეპროგრამის ფარგლებში მოეწყობა ,,იმედო დუნდუას“, ,,ანდრო ჟორდანიას“ და ,,ანზორ კვაჭაძის“ სახელობის თასის გათამაშება ფეხბურთში გურია-აჭარის ზონაში, მოხდება ნოდარ ახალკაცის სახელობის საერთაშორისო ტურნირზე მონაწილეობის მიღება, სასპორტო სკოლის რაგბის გუნდი მონაწილეობას მიიღებს დასავლეთ საქართველოს სარაგბო ფესტივალში 1998-1999, 2000-2001, 2002-2003 წელში დაბადებული მორაგბეებით, სადაც მონაწილეობს 36 გუნდი. მიიღებს მონაწილეობას მძლეოსნობაში საქართველოს პირველობებზე რესპუბლიკურ ტურნირში. ახალჩამოყალიბებული საკალათბურთო ჯგუფი რომელიც მონაწილეობას იღებს საქართველოს პირველობის ტურნირში. საჭადრაკო კლუბის აღსაზრდელები მიიღებენ მონაწილეობას საერთაშორისო და ადგილობრივ ტურნირებში. სასპორტო სკოლის სპორტის ყველა სახეობისთვის მოხდება მოსწავლეთა და მწვრთნელთა სპორტული ფორმების შეძენა. 3.1.3 საფეხბურთო კლუბი ,,ბახმარო-2009” (პროგრამის კოდი 05 01 04 03) ქვეპროგრამის ფარგლებში ფინანსდება საფეხბურთო კლუბი ,,ბახმარო-2009” რომელიც მონაწილეობას ღებულობს საქართველოს ჩემპიონატის მეორე ლიგაში. დაარსების დღიდან გუნდში იგრძნობოდა სპორტული დონის ამაღლების ტენდეცია, გუნდმა მიაღწია გარკვეულ შედეგებს , კერძოდ 2009-2010 წლების გათამაშებაში მე-5 ადგილი, 2011-2012 წლების გათამაშებაში მე-4 ადგილი. 2013-2014-2015 წლებში მე-6 ადგილი. 2016 წელს მე-2 ადგილი. გამომდინარე აქედან გუნდს გააჩნია სათამაშო კლასის ამაღლების პოტენციალი და მიზნად ისახავს გარკვეულ წინსვლას. მოხდება მწვრთნელთა კვალიფიკაციის ამაღლება და ამხანაგური მატჩების უფრო ხშირად ჩატარება. 3.2 კულტურის განვითარების ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 05 02) მუნიციპალიტეტის კულტურული ტრადიციების დაცვის მიზნით პროგრამის ფარგლებში გაგრძელდება სხვადასხვა კულტურული ობიექტების ფინანსური მხარდაჭერა, ასევე განხორციელდება სხვადასხვა კულტურული ღონისძიებები, მათ შორის სადღესასწაულო დღეებში სხვადასხვა გასართობი და სანახაობრივი ღონისძიებები. 2017 წლის განმავლობაში პროგრამის ფარგლებში დაფინანსდება:
3.2.1 ბიბლიოთეკა (პროგრამული კოდი 05 02 01 01 ) ქვეპროგრამის ფარგლებში მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან მთლიანად ფინანსდება ბიბლიოთეკის ქსელი. განხორციელდება შემდეგი ღონისძიებები:
მოხდება საცნობარო და სპეც. ლიტერატურის, ჟურნალ გაზეთების, წიგნების შეძენა, რაც უზრუნველყოფს მკითხველთა მოთხოვნის დაკმაყოფილებას. 3.2.2 კულტურის ცენტრი (პროგრამული კოდი 05 02 01 02) ქვეპროგრამის ფარგლებში მოეწყობა შემდეგი ღონისძიებები:
ნ. დუმბაძის დღეები.
საესტრადო სიმღერების კონკურსი.
კულტურის ცენტრი აერთიანებს ანსამბლებს: „გურიას“, „ნართის“, „კრიმანჭულს“, მანდილს“, „ამაღლებას“ საესტრადო ჯგუფებს, მგალობელთა ჯგუფს, ცეკვის ანსამბლებს, თეატრალურ დასს. კულტურის ცენტრის თანამშრომელთა ძალებით ხდება ხალხური რეწვის, ფოლკლორის მოძიება და დამუშავება და მაყურებელთათვის მიწოდება. 3.2.3 სამუსიკო სკოლა (პროგრამული კოდი 05 02 01 03) ქვეპროგრამის ფარგლებში ფინანსდება აღნიშნული სკოლა,სადაც მუსიკალურ განათლებას იღებს 150 მოსწავლე, საკუთარი სახსრებით ნაწილობრივ ფინანსდება ხელფასი,ოფისის და სხვა ხარჯები.სუბსიდიით ფინანსდება ხელფასები და სხვა მიმდინარე ხარჯი. სკოლაში ფუნქციონირებს საფორტეპიანო და საორკესტრო განყოფილება. მოსწავლეები მუსიკალურ ცოდნას გააღრმავებე სხვადასხვა ჟანრებში: კლასიკურ, ვოკალურ, საფორტეპიანო და საორკესტრო ჯგუფებში. მოეწყობა:
ასევე ჩატარდება სხვადასხვა სასკოლო ღონისძიებები, გაუმჯობესდება სკოლის მატერიალურ ტექნიკური ბაზა. 3.2.4 მუზეუმები (პროგრამული კოდი (05 02 01 04) ქვეპროგრამის ფარგლებში მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან მთლიანად ფინანსდება მუზეუმები. მათ შორის მუნიციპალიტეტის სამუზეუმო გაერთიანება, მხარეთმცოდნეობის, ნოდარ დუმბაძის, ნიკო მარის და მოსე გოგიბერიძის სახელობის მუზეუმები; განხორციელდება ღონისძიებები:
3.2.5 სახელოვნებო სკოლები (პროგრამული კოდი 05 02 01 05) ქვეპროგრამის ფარგლებში ფინანსდება ააიპ სამხატვრო სკოლა. სამხატვრო სკოლის მიზანია მოსწავლეებს შეასწავლოს ფერწერა, თექასთან, კერამიკასთან და ტიხრულ მინანქართან მუშაობა.ყველა ხარჯს აფინანსებს მუნიციპალიტეტი. სამხატვრო სკოლა ატარებს როგორც რაიონულ ასევე რეგიონალურ და საქალაქო და საერთაშორისო გამოფენებს. სკოლაში ისწავლება ხელოვნების დარგი თექა, ფუნქციონირებს კერამიკის საამქრო, ნამუშევრები იგზავნება ბელორუსიაში, ეგვიპტეში, პოლონეთში, გერმანიაში და სხვა ქვეყნებში;
3.2.6 სამხატვრო გალერეა (პროგრამული კოდი 05 02 01 06) სამხატვრო გალერეა მონაწილეობას მიიღებს რეგიონალურ, საქალაქო და საერთაშორისო გამოფენებში, მოეწყობა გამოფენები დამეგობრებულ სკოლებთან. სამხატვრო გალერეა ფონდის შევსების მიზნით შეკრებს ხელოვნების ნიმუშებს, ხელს შეუწყობს კულტურული ტურიზმის განვითარებას, ჩაატარებს ფონდსაცავებში დაცული ექსპონატების სარესტავრაციო სამუშაოებს. განახორციელებს გალერეაში დაცული ექსპონატების პუბლიკაციას, დაცული ექსპონატების ასლების, სამეცნიერო გამოცემების რეალიზაციას როგორც საქართველოს ტერიტორიაზე ისე მის ფარგლებს გარეთ. განხორციელდება:
3.3 ახალგაზრდული პროგრამების დაფინანსება (პროგრამული კოდი 05 03) პროგრამის ფარგლებში დაფინანსდება სხვადასხვა ღონისძიებები, რომლებიც ხელს შეუწყობს ახალგაზრდა თაობის მეტ ჩართულობას მუნიციპალიტეტის ყოველდღიურ საქმიანობასა და მის განვითარებაში. პროგრამის ფარგლებშიდაფინანსდება ინტელექტუალურ-შემოქმედებითი ღონისძიებები, დასვენება გამაჯანსაღებელ ბანაკებში, სპორტსმენთა დაჯილდოვება, წარმატებული ახალგაზრდების დაფინანსება, საქართველოს კუთხეების ღირსშესანიშნაობების დათვალიერება, დამსახურებული პედაგოგების დაჯილდოება და სვა ღონისძიებები. განხორციელდება ისეთი ღონისძიებები, რომლებიც ხელს შეუწყობს საჯარო სკოლებში მოსწავლეების უფრო გააქტიურებას, სატრანსპორტო საშუალებებით გადადგილებასდა სხვა ღონისძიებების მოწყობას.
პროგრამის ფარგლებში განხორციელდება მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული ეკლესია მონასტრების ფინანსური მხარდაჭერა; |
4.
მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური უზრუნველყოფა (პროგრამული კოდი 06 00)
მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური დაცვა მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს. მუნიციპალიტეტი არსებული რესურსების ფარგლებში განაგრძობს სოციალურად დაუცველი მოსახლეობის სხვადასხვა დახმარებებით უზრუნველყოფას. ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის ფარგლებში გაგრძელდება საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის მიზნით ადგილობრივ დონეზე სხვადასხვა ღონისძიებების განხორციელება, რაც უზრუნველყოფს არა მხოლოდ მუნიციპალიტეტის, არამედ მთელი ქვეყნის მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვას სხვადასხვა გადამდები და ინფექციური დაავადებებისაგან. 4.1 საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვა (პროგრამული კოდი 06 01 ) პროგრამა ითვალისწინებს სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი ტრანსფერის ფარგლებში „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ფუნქციების დაფინანსებას, აღნიშნულ ფარგლებში დაფინანსდება საზოგადოებრივი ჯანდაცვის სამსახური, კერძოდ:
4.2 სოციალური პროგრამები (პროგრამული კოდი 06 02) პროგრამა ითვალისწინებს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობის სხვადასხვა ფენებისათვის სოციალური დახმარებებით უზრუნველყოფას. როგორც სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილ ასევე მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული თანხებით. პროგრამა ითვალისწინებს სარიტუალო მომსახურების ხარჯების ანაზღაურებას, მოხუცებულთა, მიუსაფართა და სოციალურად დაუცველპირთა მდგომარეობის გაუმჯობესების, მრავალშვილიანი ოჯახების დახმარებას, დევნილთა და ტერიტორიული მთლიანობისათვის დაღუპულთა ოჯახების დახმარებას, სტიქიის შედეგად დაზარალებულთა დახმარებას, სამედიცინო მომსახურების თანადაფინანსებას და სხვა სოციალურ ღონისძიებებს, რომლებიც მთლიანობაში უზრუნველყოფენ მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებას. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან ფინანსდებაშემდეგი სოციალური პროგრამები:
4.2.2 მძიმე საცხოვრებელ პირობებში მყოფი, უბედური შემთხვევისა და სტიქიური მოვლენების შედეგად უსახლკაროდ დარჩენილი ოჯახების დახმარება (პროგრამული კოდი 06 02 03) ქვეპროგრამით გათვალიწინებულია დახმარება გაეწიოს სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებულ ოჯახებს. 5000 ლარამდე ერთჯერადად, დროებით თავშესაფრის უზრუნველყოფისათვის ბინის ქირა არაუმეტეს 110 ლარისა. (105,0 ათასი ლარი) 4.2.3 ლტოლვილთა დახმარება (პროგრამული კოდი 06 02 04) ქვეპროგრამით დახმარება ეძლევა სამაჩაბლოდან და აფხაზეიდან დევნილ ოჯახებს ზამთრისათვის სათბობის შეძენაზე 200 ლარი, სხვა აუცილებლობიდან გამომდინარე არაუმეტეს 100 (ასი) ლარისა, დაკრძალვის ხარჯი ერთჯერადად არაუმეტეს 250 ლარისა (11,0 ათასი ლარი). 4.2.4 საქართველოს თავისუფლებისა და ტერიტორიული მთლიანობისათვის დაღუპულთა ოჯახების დახმარება (პროგრამული კოდი 06 02 05) ქვეპროგრამის ფარგლებში დახმარება ეძლევა ქ. თბილისში 1989 წლის 9 აპრილს საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით გამართული მშვიდობიანი აქციის დარბევის, აფხაზეთის კონფლიქტისა და სამაჩაბლოში რუსეთის აგრესიის მიერ 2008 წლის 8 აგვისტოს განხორციელებული აგრესიის შედეგად დაღუპულთა ოჯახებს; (16,8 ათასი ლარი) 4.2.5 სამედიცინო მომსახურების თანადაფინანსების ხარჯი ( პროგრამული კოდი 06 02 06) ქვეპროგრამის ფარგლებში დაფინანსდება: ფენილკეტონურიით დაავადებული ბავშვები (12,0 ათასი ლარი); 18 წელს ზევით ასაკის პირები რომელთა სარეიტინგო ქულა 65000 დან 200 000 -ის ჩათვლითაა,სტაციონალური სამედიცინო მომსახურება და მედიკამენტების შეძენა (71,5ათასი ლარი); 18 წელს ზევით ასაკის შ.შ.მ პირების სტაციონალური სამედიცინო მომსახურება და მედიკამენტების შეძენა (12,0 ათასი ლარი); ონკოლოგიური დაავადებით დაავადებულთა სტაციონალურ სამედიცინო მომსახურების, მედიკამენტების შეძენის და ოპერაციის შემდგომი გამოკვლევების ხარჯი (35,0 ათასი ლარი); მეორე მსოფლიო ომის ვეტერანების და ომში დაღუპულ ქვრივებისადმი სტაციონალურ სამედიცინო მომსახურების და მედიკამენტების შეძენის ხარჯი (5,1 ათასი ლარი); 0-დან 18-წლამდე ასაკის პირების სტაციონალურ სამედიცინო მომსახურების ხარჯი (7.1ათასი ლარი); თირკმლის უკმარისობით დაავადებული პირებისადმი დახმარება, რომლებიც გადიან დიალეზის კურსს (18,5 ათასი ლარი); ა(ა)იპ განათლების ცენტრის (6-დან 18-წლამდე პირების დღის ცენტრი, კომუნალური და კვების პროდუქტების ხარჯი) თანადაფინანსება (13,0 ათასი ლარი); გულის თანდაყოლილი პათოლოგიით (გულის მანკი) დაავადებული 0-დან 18-წლამდე ასაკის პირთა ოჯახების დახმარება (6,0 ათასი ლარი); 0-დან 18-წლამდე ასაკის შ.შ.მ. პირების მედიკამენტების შეძენის ხარჯი (7,0 ათასი ლარი); ეპილეფსიით დაავადებული ბავშვების ოჯახების დახმარება (10.2 ათასი ლარი); საინვესტიციო პროგრამების თანადაფინანსება (60.5 ათასი ლარი); ჰემოფილიით დაავადებულ ბავშვთა და მოზრდილთა დახმარება (1,8 ათასი ლარი); დამქირავებლის სოციალური ფულადი დახმარება (საავადმყოფო ფურცლის ანაზღაურება) (8,0 ათასი ლარი); ,,C’ ჰეპატიტით დაავადებული პირების მკურნალობის ტაქტიკის განსაზღვრისათვის საჭირო კვლევების დაფინანსება (ბენეფიციარზე არაუმეტეს 200 ლარი) 10,0 ათასი ლარი. 4.2.6 ოჯახებისა და ბავშვების სოციალური დაცვა (პროგრამული კოდი 06 02 07) მრავალშვილიანი (4 და მეტი 18 წლამდე ასაკის ბავშვები) ოჯახების დახმარება (28,0 ათასი ლარი) ახალშობილთა ოჯახებზე დახმარება (20,0 ათასი ლარი) დედ-მამით ობოლი ბავშვების დახმარება (2,4 ათასი ლარი) მარტოხელა (უპატრონო) პირთა სარიტუალო მომსახურება (2,0 ათასი ლარი) ხანდაზმულ პირთა დახმარება (2,0 ათასი ლარი); მეორე მსოფლიო ომის ვეტერანების და ომში დაღუპულთა ქვრივებისადმი მატერიალური მხარდაჭერა, სადღესასწაულოდ ფაშიზმზე გამარჯვების 72-ე წლისთავთან დაკავშირებით ზამთრის სეზონისათვის სათბობის შეძენაზე დახმარება (5,5 ათასი ლარი); 0-დან 18-წლამდე ასაკის შ.შ.მ პირების ოჯახების დახმარება (კომუნალური გადასახადი) (23,7 ათასი ლარი); განსაკუთრებით მძიმე ჯანმრთელობის მდგომარეობის მქონე პირთა პატრონაჟისა და მონიტორინგისათვის ფინანსური დახმარება თანადაფინანსების სახით. (3,9 ათასი ლარი). |
თავი III
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ასიგნებები |
მუხლი 15.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ასიგნებები |
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ასიგნებები საბიუჯეტო კლასიფიკაციის მიხედვით თანდართული რედაქციით.
|
დოკუმენტის კომენტარები