სსიპ საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის 2016 წლის ანგარიში

  • Word
სსიპ საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის 2016 წლის ანგარიში
დოკუმენტის ნომერი 0
დოკუმენტის მიმღები სსიპ საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრი
მიღების თარიღი 26/12/2016
დოკუმენტის ტიპი საჯარო დაწესებულების ანგარიში
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 27/12/2016
სარეგისტრაციო კოდი
  • Word
0
26/12/2016
ვებგვერდი, 27/12/2016
სსიპ საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის 2016 წლის ანგარიში
სსიპ საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრი

სსიპ საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის

2016 წლის ანგარიში

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 49-ე მუხლის შესაბამისად, წარმოგიდგენთ სსიპ საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის 2016 წლის ანგარიშს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-3 თავით (ინფორმაციის თავისუფლება) გათვალისწინებული მოთხოვნების შესრულების თაობაზე:

ა) შესული საჯარო ინფორმაციის გაცემისა და საჯარო ინფორმაციაში შესწორების შეტანის მოთხოვნათა რაოდენობის შესახებ და მოთხოვნაზე უარის თქმის თაობაზე მიღებულ გადაწყვეტილებათა რაოდენობის შესახებ.

 

საჯარო ინფორმაციის გაცემის შესახებ შემოვიდა სულ 50 (ორმოცდაათი) მოთხოვნა

დაკმაყოფილებულ მოთხოვნათა რაოდენობა

ნაწილობრივ დაკმაყოფილებულ მოთხოვნათა რაოდენობა

მოთხოვნაზე უარის თქმის შესახებ მიღებულ გადაწყვეტილებათა რაოდენობა

საჯარო ინფორმაციაში შესწორების შეტანის მოთხოვნათა რაოდენობა

დამუშავების პროცესში

49 მოთხოვნა

0 მოთხოვნა

0 მოთხოვნა

 0 მოთხოვნა

 1 მოთხოვნა

 

ბ) მოთხოვნის დაკმაყოფილების ან მოთხოვნაზე უარის თქმის შესახებ მიღებულ გადაწყვეტილებათა რაოდენობის, გადაწყვეტილების მიმღები საჯარო მოსამსახურის ვინაობის, აგრეთვე კოლეგიური საჯარო დაწესებულების მიერ საკუთარი სხდომის დახურვის თაობაზე მიღებული გადაწყვეტილების შესახებ.

 

მოთხოვნის დაკმაყოფილების შესახებ მიღებულ გადაწყვეტილებათა რაოდენობა

მოთხოვნაზე უარის თქმის შესახებ მიღებულ გადაწყვეტილებათა რაოდენობა

გადაწყვეტილების მიმღები საჯარო მოსამსახურის ვინაობა

კოლეგიური საჯარო დაწესებულების მიერ საკუთარი სხდომის დახურვის თაობაზე მიღებული გადაწყეტილების რაოდენობა

50 მოთხოვნა

0

0

0 გადაწყვეტილება

 

სსიპ საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის მიერ საჯარო ინფორმაციის მოთხოვნის დაკმაყოფილების შესახებ გადაწყვეტილება მიღებული იქნა 50 (ორმოცდაათი) შემთხვევაში, 49 (ორმოცდაცხრა) მოთხოვნა დაკმაყოფილებული იქნა სრულად.

გ) ინფორმაცია საჯარო მონაცემთა ბაზების და სააგენტოს მიერ პერსონალური მონაცემების შეგროვების, დამუშავების, შენახვისა და სხვისთვის გადაცემის შესახებ.

სსიპ საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრში ადგილი აქვს ცენტრის თანამშრომელთა პერსონალური მონაცემების (სახელი, გვარი, პირადი ნომერი) შეგროვება, დამუშავებასა და შენახვას. 

დ) ინფორმაცია ცენტრის თანამშრომელთა მიერ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მოთხოვნების დარღვევის რაოდენობისა და პასუხისმგებელი პირებისათვის დისციპლინური სახდელების დადების შესახებ.

 

ცენტრის თანამშრომელთა მიერ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მოთხოვნათა დარღვევის რაოდენობა

პასუხისმგებელ პირთა მიმართ გამოყენებული დისციპლინური სახდელების რაოდენობა

0

0

 

საანგარიშო პერიოდში, სსიპ საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის მიერ, თანამშრომელთა მხრიდან საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მოთხოვნათა დარღვევის ფაქტები არ გამოვლენილა, შესაბამისად დისციპლინური სახდელების გამოყენებას ადგილი არ ჰქონია.

ე) იმ საკანონმდებლო აქტების შესახებ, რომლებსაც საჯარო დაწესებულება ეყრდნობოდა საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმისას ან კოლეგიური საჯარო დაწესებულების სხდომის დახურვისას.

სსიპ საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრს მოთხოვნილ საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილება არ მიუღია.

სსიპ საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრს მიერ სხდომის დახურვის შესახებ გადაწყვეტილების მიღებას ადგილი არ ჰქონია.

ვ) ინფორმაცია საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის შესახებ მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრების თაობაზე.

საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილება არ გასაჩივრებულა.

ზ) ცენტრის მიერ ინფორმაციის დამუშავებასა და გაცემასთან, აგრეთვე საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის შესახებ მიღებული გადაწყვეტილების ან კოლეგიური საჯარო დაწესებულების სხდომის დახურვის თაობაზე მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრებასთან დაკავშირებული ხარჯების, მათ შორის მხარის სასარგებლოდ გადახდილი თანხების შესახებ.

სსიპ საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის მიერ ინფორმაციის დამუშავებასა და გაცემასთან, აგრეთვე საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის შესახებ მიღებული გადაწყვეტილების ან კოლეგიური საჯარო დაწესებულების სხდომის დახურვის თაობაზე მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრებასთან დაკავშირებული ხარჯების, მათ შორის მხარის სასარგებლოდ გადახდილი თანხების შესახებ ინფორმაციას, აღნიშნული ხარჯების გაწევას ცენტრის მხრიდან ადგილი არ ჰქონია.

 

  დირექტორი

ზურაბ მაღალაშვილი