დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 183-რს |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 22/12/2016 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 29/12/2016 |
ძალის დაკარგვის თარიღი | 01/08/2018 |
სარეგისტრაციო კოდი | 140070000.05.001.018310 |
|
„სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
მუხლი 1. „სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 12.06.2014, სარეგისტრაციო კოდი: 140070000.05.001.017468) 56-ე მუხლის მე-9−მე-11 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„9. საქართველოს მთავრობამ 2017 წლის 31 დეკემბრამდე მიიღოს შემდეგი დადგენილებები: ა) „საქართველოში სახელმწიფო სახანძრო და სამოქალაქო უსაფრთხოების ზედამხედველობის განხორციელების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“; ბ) „სახანძრო უსაფრთხოების წესებისა და პირობების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“; გ) „კერძო სახანძრო დაცვის დანაყოფის მიერ ხანძრის ჩაქრობის საქმიანობის წესისა და პირობების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“; დ) „საგანგებო სიტუაციების მართვის ერთიანი სისტემის შესახებ“; ე) „მოსახლეობის ევაკუაციის ორგანიზების წესების, პირობების და თავშესაფრის მოწყობის განმსაზღვრელი მახასიათებლების დამტკიცების შესახებ“; ვ) „სამოქალაქო უსაფრთხოების სფეროში მოსახლეობის მომზადებისა და სწავლების ორგანიზების შესახებ“; ზ) „სამოქალაქო უსაფრთხოების კატეგორიისთვის მიკუთვნებულ ობიექტებზე საგანგებო სიტუაციების პრევენციისა და მათზე რეაგირების მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“; თ) „პოტენციურად საშიში ობიექტის უსაფრთხოების პასპორტის ფორმის დამტკიცების შესახებ“; ი) „მუნიციპალიტეტის უსაფრთხოების პასპორტის ფორმის დამტკიცების შესახებ“; კ) „ბუნებრივ და ტექნოგენურ საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების მიზნით მატერიალური რესურსების შექმნისა და გამოყენების წესის დამტკიცების შესახებ“; ლ) „საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების ძალების წესდების დამტკიცების შესახებ“; მ) „საგანგებო სიტუაციების კლასიფიკაციის წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“; ნ) „პოტენციურად საშიში ობიექტის უსაფრთხოების დეკლარაციის წარდგენის წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“; ო) „მუნიციპალური სახანძრო დაცვის სახანძრო-სამაშველო დანაყოფების შექმნის, მიზნების, ამოცანების და საქმიანობის წესის დამტკიცების შესახებ“; პ) „სამოქალაქო უსაფრთხოების ეროვნული გეგმის დამტკიცების შესახებ“; ჟ) „საგანგებო მართვის გეგმის მომზადების წესების შემუშავების შესახებ“; რ) „საგანგებო სიტუაციის რისკის მართვის გეგმის მომზადების წესების შემუშავების შესახებ“. 10. საქართველოს მთავრობამ 2017 წლის 31 დეკემბრამდე მიიღოს შემდეგი დადგენილებები: ა) „საგანგებო სიტუაციების მართვის ერთიანი სისტემის სუბიექტების შემოწმების ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ“; ბ) „საგანგებო სიტუაციებისა და საომარი მოქმედებების დროს სავალდებულო ოპერაციების შესრულების და მათი კომპენსაციის პროცედურების შემუშავების წესის დამტკიცების შესახებ“; გ) „საგანგებო სიტუაციების პრევენციული ღონისძიებების შემუშავების წესის დამტკიცების შესახებ“; დ) „საქართველოს ტერიტორიაზე ნავთობისა და ნავთობპროდუქტების დაღვრის პრევენციისა და მისი შედეგების ლიკვიდაციის ორგანიზაციული ღონისძიებების შესახებ“; ე) „სამოქალაქო უსაფრთხოების სფეროში მასპინძელი ქვეყნის მხარდაჭერის ღონისძიებების შემუშავების წესის დამტკიცების შესახებ“; ვ) „სამოქალაქო უსაფრთხოების სფეროში საქართველოს ტერიტორიისა და ქალაქების ჯგუფებად დაყოფის და ორგანიზაციების კატეგორიებად დაყოფის შესახებ“; ზ) „სამოქალაქო უსაფრთხოების სფეროში საგანგებო სიტუაციების შესახებ მოსახლეობისთვის შეტყობინების სისტემების დებულების დამტკიცების თაობაზე“; თ) „პოტენციურად საშიში ობიექტების განთავსების ტერიტორიაზე საგანგებო სიტუაციების შესახებ შეტყობინების ლოკალური სისტემის მოწყობის თაობაზე“; ი) „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს მიერ სამოქალაქო უსაფრთხოების სფეროში სამუშაოების შესრულების და მომსახურების გაწევის სახეების და საფასურის განსაზღვრის შესახებ“; კ) „სახელმწიფო სახანძრო დაცვის სახელშეკრულებო დანაყოფის მიერ სახანძრო უსაფრთხოების სფეროში სამუშაოების შესრულების და მომსახურების გაწევის წესის დამტკიცების შესახებ“; ლ) „ტყეებში ხანძრით გამოწვეული საგანგებო სიტუაციების შედეგების ლიკვიდაციაში სახანძრო-სამაშველო დანაყოფების და საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების სხვა ძალებისა და საშუალებების ჩაბმის წესის დამტკიცების შესახებ“; მ) „განსაკუთრებით მნიშვნელოვანი, პოტენციურად საშიში, ეროვნული საგანძურის და კულტურული მემკვიდრეობის იმ ობიექტების ჩამონათვალის დამტკიცების შესახებ, სადაც აუცილებელია სახანძრო დაცვის შექმნა“; ნ) „სამოქალაქო უსაფრთხოების კატეგორიისთვის მიკუთვნებული ობიექტების ჩამონათვალის დამტკიცების შესახებ“; ო) „სახანძრო უსაფრთხოების მოთხოვნების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“. 11. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ 2017 წლის 31 დეკემბრამდე უზრუნველყოს შემდეგი ნორმატიული აქტების გამოცემა: ა) „პოტენციური საფრთხეების და საგანგებო სიტუაციების რისკების ანალიზის განხორციელების მეთოდოლოგიური რეკომენდაციების დამტკიცების შესახებ“; ბ) „საგანგებო ვითარების შეფასების ინსტრუქციების შემუშავებისა და დამტკიცების შესახებ“; გ) „საგანგებო სიტუაციების შესახებ ინფორმაციის შეგროვების, დამუშავებისა და გადაცემის წესების დამტკიცების თაობაზე“; დ) „სამაშველო სამუშაოების სახეობების ჩამონათვალის დამტკიცების შესახებ“; ე) „სამოქალაქო უსაფრთხოების სფეროში შტატგარეშე ფორმირებების შექმნის წესის შესახებ“; ვ) „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს სახანძრო-სამაშველო დანაყოფების პირადი შემადგენლობის მომზადების პროგრამის დამტკიცების შესახებ“; ზ) „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს სახანძრო-სამაშველო დანაყოფებში გაზკვამლდაცვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“; თ) „წყალზე ადამიანის სიცოცხლის დაცვის და მისი უსაფრთხოების წესების დამტკიცების შესახებ“; ი) „სამოქალაქო უსაფრთხოების ვარჯიშის ჩატარების ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ“; კ) „სახანძრო-სამაშველო დანაყოფებში სამსახურის ორგანიზების წესის დამტკიცების შესახებ“; ლ) „სახანძრო-სამაშველო დანაყოფების მიერ ხანძრის ჩაქრობის და საავარიო-სამაშველო სამუშაოების ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“; მ) „სახელმწიფო სახანძრო დაცვის სახელშეკრულებო დანაყოფების საქმიანობის ორგანიზების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“; ნ) „სახელმწიფო სახანძრო ზედამხედველობისთვის მიკუთვნებული ობიექტების, მეწარმე სუბიექტებისა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების თანამშრომლებისათვის სახანძრო უსაფრთხოების წესების სწავლების ორგანიზების მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“; ო) „ხანძრის, ავარიის, კატასტროფის, სტიქიური უბედურებისა და საგანგებო სიტუაციის დროს სახანძრო-სამაშველო დანაყოფების ძალებისა და საავარიო-სამაშველო საშუალებების საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების ღონისძიებებში ჩაბმის წესის დამტკიცების შესახებ“; პ) „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს სახანძრო-სამაშველო დანაყოფებში შრომის დაცვის წესების დამტკიცების შესახებ“; ჟ) „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს სახანძრო-სამაშველო დანაყოფების საქმიანობის შემოწმებისა და შეფასების ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ“; რ) „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს სახანძრო-სამაშველო დანაყოფების პირადი შემადგენლობის სახანძრო-სამწყობრო და სპეციალური სამაშველო ტაქტიკური მომზადების ნორმატივების დამტკიცების შესახებ“; ს) „ხანძრის ჩაქრობის გეგმებისა და ბარათების შედგენის მეთოდური რეკომენდაციების დამტკიცების შესახებ“; ტ) „ხანძრის და მისი შედეგების აღრიცხვის წესის დამტკიცების შესახებ“; უ) „სახანძრო და საავარიო-სამაშველო ტექნიკის ექსპლუატაციის ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ“; ფ) „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს სახანძრო-სამაშველო დანაყოფების მიერ ხანძრის შესწავლის ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ“; ქ) „საგანგებო სიტუაციის და მისი შედეგების აღრიცხვის წესის დამტკიცების შესახებ“; ღ) „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირში – საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში მეხანძრე-მაშველის/მაშველის სპეციალური კონკურსის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“; ყ) „მეხანძრე-მაშველის/მაშველის ფიცის ტექსტის დამტკიცების შესახებ“; შ) „მეხანძრე-მაშველთა/მაშველთა საპატიო სიაში შეყვანის წესის დამტკიცების შესახებ“; ჩ) „სპეციალური პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის, სპეციალური გადამზადების ან/და კვალიფიკაციის ამაღლების კურსის/პროგრამის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“; ც) „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირში – საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში სამუშაოდ მიღებისა და სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“; ძ) „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს მოსამსახურეთა წახალისების და მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების წესის დამტკიცების შესახებ“.“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
ქუთაისი, 22 დეკემბერი 2016 წ. N183-რს |
დოკუმენტის კომენტარები