ნარჩენების მართვის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

ნარჩენების მართვის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 124-რს
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 21/12/2016
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 29/12/2016
სარეგისტრაციო კოდი 360160000.05.001.018295
124-რს
21/12/2016
ვებგვერდი, 29/12/2016
360160000.05.001.018295
ნარჩენების მართვის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს კანონი

 

 

ნარჩენების მართვის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1. ნარჩენების მართვის კოდექსში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 12.01.2015, სარეგისტრაციო კოდი: 360160000.05.001.017608)  შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. 48-ე მუხლის მე-4 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. ამ კოდექსის მე-14 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული კომპანიის ნარჩენების მართვის პირველი გეგმა სამინისტროს წარედგინოს  2017 წლის 1 ივლისამდე.“.

2. 49-ე მუხლის მე-4 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. 2018 წლის 31 დეკემბრამდე სამინისტრომ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთან და დაინტერესებულ პირებთან თანამშრომლობით შეიმუშაოს და საქართველოს მთავრობას მისაღებად წარუდგინოს დადგენილებების პროექტები ამ კოდექსის მე-9 მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად.“.

3. 50-ე მუხლის:

ა) მე-3–მე-6 ნაწილები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. ამ კოდექსის 26-ე, 29-ე და 30-ე მუხლები ამოქმედდეს 2018 წლის 1 იანვრიდან.

4. ამ კოდექსის მე-7 მუხლის მე-7 ნაწილი, მე-18 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი და 38-ე და 45-ე მუხლები ამოქმედდეს 2018 წლის 1 თებერვლიდან.

5. ამ კოდექსის მე-40 მუხლის პირველი–მე-5 ნაწილები და 44-ე მუხლი ამოქმედდეს 2018 წლის 1 აპრილიდან.

6. ამ კოდექსის მე-16 მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი ამოქმედდეს 2019 წლის 1 თებერვლიდან.“;

ბ) მე-6 ნაწილის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-7 ნაწილი:

„7. ამ კოდექსის მე-9 მუხლი ამოქმედდეს 2019 წლის 1 დეკემბრიდან.“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.


საქართველოს პრეზიდენტიგიორგი მარგველაშვილი

 

 

ქუთაისი,

21 დეკემბერი 2016 წ.

N124-რს