„თესლისა და სარგავი მასალის საქართველოში გავრცელების დამატებითი პირობების“ დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 13 თებერვლის №145 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„თესლისა და სარგავი მასალის საქართველოში გავრცელების დამატებითი პირობების“ დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 13 თებერვლის №145 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 569
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 23/12/2016
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 26/12/2016
სარეგისტრაციო კოდი 410010020.10.003.019636
569
23/12/2016
ვებგვერდი, 26/12/2016
410010020.10.003.019636
„თესლისა და სარგავი მასალის საქართველოში გავრცელების დამატებითი პირობების“ დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 13 თებერვლის №145 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №569

2016 წლის 23 დეკემბერი

   ქ. თბილისი

 

„თესლისა და სარგავი მასალის საქართველოში გავრცელების დამატებითი პირობების“ დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 13 თებერვლის №145 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის  მე-4 პუნქტის შესაბამისად, „თესლისა და სარგავი მასალის საქართველოში გავრცელების დამატებითი პირობების“ დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 13 თებერვლის №145 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 18/02/2014, 410010020.10.003.017764) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული „თესლისა და სარგავი მასალის საქართველოში გავრცელების დამატებითი პირობების“:

 

1. პირველი მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. წინამდებარე პირობებით დადგენილი მოთხოვნები არ ვრცელდება:

ა) გენეტიკურად მოდიფიცირებული ჯიშების თესლსა და სარგავ მასალაზე;

ბ) პირადი მოხმარებისათვის განკუთვნილ ჯიშების თესლსა და სარგავ მასალაზე;

გ) საქართველოში სასელექციო საქმიანობისთვის განკუთვნილ იმპორტირებულ თესლსა და სარგავ მასალაზე;

დ) საბაჟო ზედამხედველობას დაქვემდებარებულ თესლსა და სარგავ მასალაზე;

ე) „ცხოველთა და მცენარეთა ახალი ჯიშების შესახებ“ და „ვაზისა და ღვინის შესახებ“ საქართველოს კანონებით რეგულირებულ სამართლებრივ ურთიერთობებზე.“.

 

2. მე-2 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ზ ი“ ქვეპუნქტები:

„ზ) ეტიკეტი − თესლსა და სარგავ მასალასთან დაკავშირებული  ნებისმიერი ინფორმაცია, სავაჭრო ნიშანი, დასახელება, ილუსტრაცია ან სიმბოლო, განთავსებული შეფუთვაზე ან/და მასთან დაკავშირებულ თანდართულ დოკუმენტზე;

 თ) თესლისა და სარგავი მასალის სერტიფიცირება − განსაზღვრულ ღონისძიებათა ერთობლიობა, რომელიც გამიზნულია თესლისა და სარგავი მასალის შესაბამისობის შესაფასებლად;

 ი)  სერტიფიცირების ორგანო − საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სისტემაში შემავალი უფლებამოსილი ორგანო ან საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით აკრედიტებული პირი, ასევე საერთაშორისი აკრედიტაციის მქონე შესაბამისობის შემფასებელი პირი.“.

 

3.  მე-3 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, სამართლებრივად დაცული სასოფლო-სამეურნეო კულტურათა ჯიშებისა და ჰიბრიდების თესლი და სარგავი მასალა.“.

 

4. მე-3 მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 31 მუხლი:

მუხლი 31. სასოფლო-სამეურნეო კულტურათა ჯიშების გასავრცელებლად დაშვების  მიზანი

სასოფლო-სამეურნეო კულტურათა ჯიშების გასავრცელებლად დაშვების მიზანია:

ა) ჯიშთა იდენტიფიკაცია, კონკრეტულ სახეობათა ჯიშების ნიშან-თვისებების დადგენა სასოფლო-სამეურნეო სარგებლიანობაზე, გასავრცელებლად დაშვებული სასოფლო-სამეურნეო კულტურათა ჯიშის თესლისა და სარგავი მასალის ხარისხის კონტროლი უხარისხო თესლის/სარგავი მასალის საქართველოს ბაზარზე გავრცელებისა და თესვის პრევენციის მიზნით;

ბ) ინფორმაციის ხელმისაწვდომობა კონკრეტული ჯიშების სასოფლო-სამეურნეო სარგებლიანობაზე, ასეთი ჯიშებით მიზნობრივი სარგებლობისათვის.“.

 

5. მე-4 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 4. სერტიფიცირება

1.  სასოფლო-სამეურნეო კულტურათა ჯიშების თესლსა და სარგავ მასალაზე ხარისხის სერტიფიკატს გასცემს საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ უფლებამოსილი ორგანო (2020 წლამდე უფასოდ) ან საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით აკრედიტებული პირი, ასევე საერთაშორისო აკრედიტაციის მქონე შესაბამისობის შემფასებელი პირი.

2. ბაზარზე განსათავსებლად დაიშვება საქართველოში გაცემული ან საქართველოს კანონმდებლობით აღიარებული სხვა ქვეყნის შესაბამისობის შეფასების დოკუმენტის (სერტიფიკატი) მქონე სავალდებულო სერტიფიცირებას დაქვემდებარებული სასოფლო-სამეურნეო კულტურათა ჯიშების სათესლე და სარგავი მასალა.“.

 

6. მე-4 მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 41 და 42 მუხლები:

„მუხლი 41.  თესლისა და სარგავი მასალის ხარისხის   განსაზღვრა

 ჯიშების იდენტიფიკაცია, სიწმინდე და თესლისა და სარგავი მასალის ხარისხის მაჩვენებლების დადგენა ხორციელდება საველე ინსპექტირებისა და ლაბორატორიული შემოწმების შედეგების საფუძველზე.

 

მუხლი 42.  საველე ინსპექტირება

საველე ინსპექტირების პროცედურები განისაზღვრება „სასოფლო-სამეურნეო კულტურათა ჯიშების თესლისა და სარგავი მასალის სერტიფიცირების  წესით“, რომელსაც ამტკიცებს საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი.“.

 

7. მე-5 და მე-6 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 5. თესლისა და სარგავი მასალის გავრცელების პირობები

1. 2018 წლის პირველი იანვრიდან ხარისხის სერტიფიკატის გარეშე საქართველოში გასავრცელებლად არ დაიშვება სავალდებულო სერტიფიცირებას დაქვემდებარებული ხორბლის თესლი.

2. ბიზნესოპერატორი, რომელიც ეწევა სავალდებულო სერტიფიცირებას დაქვემდებარებული სასოფლო-სამეურნეო კულტურათა ჯიშების თესლისა და სარგავი მასალის რეალიზაციას, ვალდებულია:

ა) ყოველი წლის პირველ მარტამდე სერტიფიცირების ორგანოს მიაწოდოს ინფორმაცია ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული სასოფლო-სამეურნეო კულტურათა ჯიშების თესლისა და სარგავი მასალის წარმოების დაწყების შესახებ;

ბ) წარუდგინოს სერტიფიცირების ორგანოს განაცხადი თესლისა და სარგავი მასალის საველე ინსპექტირებისა და ლაბორატორიული შემოწმების შედეგების შესახებ;

გ) დაამზადოს თესლი და სარგავი მასალა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად;

დ) შეინახოს ბოლო ხუთი წლის განმავლობაში დამზადებული, გამოყენებული და რეალიზებული თესლისა და სარგავი მასალის რაოდენობასა და წარმომავლობასთან დაკავშირებული დოკუმენტაცია;

ე) ხელი შეუწყოს საველე ინსპექტორს მოვალეობათა შესრულებისას.

 

მუხლი 6. თესლისა და სარგავი მასალის  ეტიკეტირება

1.  რეალიზაციისათვის გამიზნული სერტიფიცირებული თესლისა და სარგავი მასალის პარტიები ეტიკეტირებული უნდა იქნეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით და შეესაბამებოდეს თესლისა და სარგავი მასალის სარეგისტრაციო დოკუმენტების მონაცემებს.

2. ქიმიური და ბიოლოგიური პრეპარატებით დამუშავებული თესლისა და სარგავი მასალის შენახვა, ტრანსპორტირება და რეალიზაცია უნდა მოხდეს შეფუთული ფორმით, შესაბამისი გაფრთხილების აღნიშვნით. მას უნდა ახლდეს ინსტრუქცია თესლისა და სარგავი მასალის უსაფრთხო გამოყენებასთან დაკავშირებით, აგრეთვე ინფორმაცია ადამიანისა და ცხოველის ჯანმრთელობასა და გარემოზე ზემოქმედების შესაძლო შედეგებზე.“.

 

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიგიორგი კვირიკაშვილი