დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
„ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის 2017 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 16 |
დოკუმენტის მიმღები | ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი |
მიღების თარიღი | 22/12/2016 |
დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 29/12/2016 |
ძალაში შესვლის თარიღი | 01/01/2017 |
სარეგისტრაციო კოდი | 190020020.35.133.016193 |
კონსოლიდირებული პუბლიკაციები |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (29/12/2016 - 31/01/2017)
|
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის 2017 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ
|
საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24–ე მუხლის პირველი პუნქტის „დ.ა“ ქვეპუნქტის, 54-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ.ა” ქვეპუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა: |
1.
დამტკიცდეს „ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის 2017 წლის ადგილობრივი ბიუჯეტი, თანახმად თანდართული დანართისა. |
2.
დადგენილება ამოქმედდეს 2017 წლის 1 იანვრიდან. |
|
დანართი
|
თავი I
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი |
მუხლი 1.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ბალანსი |
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ბალანსი თანდართული რედაქციით:
|
მუხლი 2.
ხელვაჩაურიის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსულობები, გადასახდელები და ნაშთის ცვლილება |
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსულობები, გადასახდელები და ნაშთის ცვლილება თანდართული რედაქციით
|
მუხლი 3.
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსავლები |
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსავლები 16 247 910 ლარის ოდენობით
ა) მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გადასახადები
ბ) მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გრანტები განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გრანტები 10063850 ლარის ოდენობით:
გ) მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სხვა შემოსავლები განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სხვა შემოსავლები 1,134,060 ლარის ოდენობით
|
მუხლი 4.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯები |
9 266 832 ლარის ოდენობით, თანდართული რედაქციით
|
მუხლი 5.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ცვლილება |
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ცვლილება 6966778 ლარის ოდენობით, მათ შორის:
ა) განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ზრდა 6966778 ლარის ოდენობით, თანდართული რედაქციით:
ბ) განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების კლება 0 ლარის ოდენობით, მათ შორის:
|
მუხლი 6.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდის ფუნქციონალური კლასიფიკაცია |
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდა 16247910 ლარის ოდენობით ფუნქციონალურ ჭრილში, თანდართული რედაქციით:
|
მუხლი 7.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის მთლიანი სალდო |
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის მთლიანი სალდო 14,300 ლარის ოდენობით. |
მუხლი 8.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ფინანსური აქტივების ცვლილება |
|
მუხლი 9.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ვალდებულებების ცვლილება |
1. განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ვალდებულებების ცვლილება 0 ლარის ოდენობით. |
მუხლი 10.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სარეზერვო ფონდი |
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გაუთვალისწინებელი გადასახდელების დაფინანსების მიზნით მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში შეიქმნას სარეზერვო ფონდი 50 000 ლარის ოდენობით და მისი განკარგვა განხორციელდეს მუნიციპალიტეტის გამგებლის გადაწყვეტილებების შესაბამისად. |
მუხლი 11.
მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური უზრუნველყოფა |
მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის პროგრამისათვის გამოყოფილი ასიგნებების განკარგვა განხორციელდეს მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ დადგენილი წესის და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. |
მუხლი 12.
სპორტული და კულტურული პროგრამები |
სპორტული და კულტურული პროგრამისათვის გამოყოფილი ასიგნებების განკარგვა განხორციელდეს მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ დადგენილი წესის და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. |
მუხლი 13.
პრემიები |
2017 წლის განმავლობაში ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი დაწესებულებებისა და ორგანიზაციის მუშაკებზე პრემიების გაცემა განხორციელდეს დამტკიცებული ასიგნებების ფარგლებში. |
მუხლი 14.
პასუხისმგებლობა |
2017 წლის განმავლობაში ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი საბიუჯეტო ორგანიზაციებისა და დაწესებულებებისათვის ხარჯების ეკონომიკური კლასიფიკაციის შესაბამისი მუხლის მიხედვით დამტკიცებული სახსრების განკარგვა განხორციელდეს დამტკიცებული შესყიდვების გეგმისა და მიზნობრივი პროგრამების საფუძველზე რაზეც მთელი პასუხისმგებლობა ეკისრება საბიუჯეტო ორგანიზაციასა და დაწესებულებას. |
თავი II
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პრიორიტეტები და პროგრამები |
მუხლი 15.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პრიორიტეტები და პროგრამები |
1. თავდაცვა, საზოგადოებრივი წესრიგი და უსაფრთხოება (პროგრამული კოდი 02 00)
საქართველოს შეიარაღებული ძალების საბრძოლო მზადყოფნის ამაღლებისათვის ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში ხორციელდება წვევამდელთა ჯანმრთელობის მდგომარეობის გამოკვლევა და მათი გაწვევის პუნქტებამდე ტრანსპორტირების უზრუნველყოფა. 1.1 ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის ამაღლების ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 02 01) საქართველოს შეიარაღებული ძალების საბრძოლო მზადყოფნის ამაღლებისათვის ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში ხორციელდება წვევამდელთა გაწვევის პუნქტებამდე ტრანსპორტირების უზრუნველყოფა. 2. ინფრასტრუქტურის მშენებლობა, რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია (პროგრამული კოდი 03 00) მუნიციპალიტეტის ეკონომიკური განვითარებისათვის აუცილებელ პირობას წარმოადგენს მუნიციპალური ინფრასტრუქტურის შემდგომი გაუმჯობესება. აღნიშნული მიმართულება ბიუჯეტის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს. პრიორიტეტის ფარგლებში გაგრძელდება საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაცია, სოფლების საცხოვრებელი უბნების ეზოების, დასასვენებელი პარკების და მაღალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსების კეთილმოწყობა. მუნიციპალური ინფრასტრუქტურის მშენებლობისა და რეაბილიტაციის გარდა პრიორიტეტის ფარგლებში განხორციელდება არსებული ინფრასტრუქტურის მოვლა-შენახვა და დაფინანსდება მის ექსპლოატაციასთან დაკავშირებული ხარჯები. 2.1 საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაცია და მოვლა-შენახვა (პროგრამული კოდი 0301) განხორციელდება მუნიციპალიტეტში არსებული რეაბილიტირებული ცენტრალური გზების მგომარეობის შენარჩუნება და ახალი/მეორე მნიშვნელობის გზებისა და შიდაკვარტალური მისასვლელი გზების რეაბილიტაცია. 2.2 კომუნალური ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაცია და მოვლა-შენახვა (პროგრამული კოდი 03 03) პროგრამის ფარგლებში განხორციელდება მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლების კეთილმოწყობა, გარე განათების ქსელის გაფართოება, არსებული ქსელის მოვლა-შენახვა და დაფინანსდება მის ექსპლოატაციასთან დაკავშირებული ხარჯები. უზრუნველყოფილი იქნება მუნიციპალიტეტის დასუფთავება და მაწანწალა ცხოველებისგან დაცვის ღონისძიება. 2.2.1 გარე განათების მოწყობა, რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია (პროგრამული კოდი 03 03 01) დღე-ღამის განმავლობაში მოსახლეობის კომფორტული და უსაფრთხო გადაადგლებისათვის აუცილებელ პირობას წარმოადგენს ქუჩების განათება, რის უზრუნველსაყოფად ქვეპროგრამის ფარგლებში დაფინანსდება გარე განათების არსებული ქსელის- 3041 წერტის ექსპლოატაცია, 2.2.2 დასუფთავების ღონისძიებები (პროგრამული კოდი 030302) მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ მთავარ ფუნქციას წარმოადგენს კეთილსაიმედო სანიტარიული მდგომარეობის უზრუნველყოფა. პროგრამის შესაბამისად გათვალისწინებულია მუნიციპალიტეტის ყოველდღიური დაგვა-დასუფთავება და ნარჩენების გატანა. ქვეპროგრამის ფარგლებში ზამთრის პერიოდში განხორციელდება დიდთოვლიანობის შემთხვევაში ჭარბი თოვლისგან გათავისუფლება. მუნიციპალიტეტში მაწანწალა ცხოველების არსებობა სხვადასხვა ვირუსული დაავადების და ცოფის გავრცელების ძირითად საფრთხეს წარმოადგენს. ქვეპროგრამის ფარგლებში განხორციელდება ცხოველების დაჭერა და მათი გადაყვანა სპეციალიზირებულ თავშესაფარში, რითაც უზრუნველყოფილი იქნება მათი რაოდენობის მინიმუმამდე დაყვანა და შესაძლო საფრთხეების თავიდან აცილება. 2.2.3 წყალმომარაგების უზრუნველყოფის ღონისძიებები (პროგრამული კოდი 030303) მუნიციპალური მომსახურეობის ერთ-ერთ მთავარ მიმართულებას წარმოადგენს მოსახლეობის ხარისხიანი სასმელი წყლით უზრუნველყოფა. ქვეპროგრამის ფარგლებში დაფინანსდება შპს ხელვაჩაურის წყალკანალი რომელიც უზრუნველყოფს დაბისა და სოფლების წყალსადენების სათავე-ნაგებობების და მაგისტრალური ქსელის მოვლა-შენახვას, ქლორირებასა და ფილტრაციას. სულ მუნიციპალიტეტში 41-აუზია 2100კმ მაგისტრალის ოდენობით რასაც საჭიროების შემთხვევაში უტარდება მიმდინარე რემონტი. 2.3 მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის ღონისძიებები (პროგრამული კოდი 03 03 04) დაგეგმილიასოფლებში ცენტრების კეთილმოწყობა, სახლების ეზოების სკვერების მოწყობის სამუშაოები. განხორციელდება მუნიციპალიტეტში არსებული სკვერებისა და პარკების კეთილმოწყობის სამუშაოები, ფეხით მოსიარულეთა ტროტუარების მოწყობა, მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული სხვადასხვა შენობების რეაბილიტაცია და სხვა ღონისძიებები. 2.4 საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო, რეგისტრაციის, ზედამხედველობის და ექსპერტიზის ხარჯები (პროგრამული კოდი 03 03 05) მუნიციპალიტეტში დაგეგმილი სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოების საფუძველს მოქმედი სამშენებლო ნორმებითა და წესების გათვალისწინებით შესაბამისი საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია წარმოადგენს. აუცილებელია სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოების ტექნიკური ზედამხედველობა და შესრულებულ სამუშაოებზე შესაბამისი ექსპერტიზის ჩატარება, რომლის ფარგლებშიც განხორციელდება შესრულებული სამუშაოების საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციასთან შესაბამისობის დადგენა.ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია ზემოღნიშნული ღონისძიებების განხორციელებისათვის საჭირო ხარჯების დაფინანსება. 2.5 სოფლის მხარდაჭერის პროგრამა (პროგრამული კოდი 03 03 04 02) სოფლების მოსახლეობის მიერ სასოფლო კრებებზე მთავარი პრიორიტეტების განსაზღვრა, პროექტების მომზადება და მათი განხორციელება. პროგრამის ფარგლებში ხორციელდება მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებულ სოფლებში სხვადასხვა სახის ინფრასტრუქტურული და კეთილმოწყობითი ღონისძიებები. 3. განათლება (პროგრამული კოდი 04 00) მომავალი თაობების აღზრდის მიმართულებით დაწყებითი და ზოგადი განათლების გარდა მნიშვნელოვანი როლი ენიჭება ასევე სკოლამდელ განათლებას, რაც თვითმმართველი ერთეულის საკუთარ უფლებამოსილებებს განეკუთვნება და შესაბამისად მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს, რომლის ფარგლებში მომდევნო წლებში განხორციელდება საბავშვო ბაღების ფუნქციონირებისათვის საჭირო ხარჯების დაფინანსება, მათი რეაბილიტაცია, ინვენტარით უზრუნველყოფა და ახალი ბაღების მშენებლობა. სკოლამდელი განათლების გარდა პრიორიტეტის ფარგლებში განხორციელდება ისეთი პროგრამების დაფინანსება, რომლებიც ხელს შეუწყობს მოსახლეობის დასაქმებას. 3.1 სკოლამდელი განათლების დაფინანსება (პროგრამული კოდი 04 01) 2011 წლიდან ხელვაჩაურის საბავშვო ბაღები გადავიდა ეროვნული სასწავლო გეგმებისა და შეფასების ცენტრის, UNIჩEF-ისა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერშემუშავებულ ლიტერატურაზე: ადრეულ ასაკში სწავლისა და განვითარების სტანდარტები და სკოლამდელი განათლების პროგრამა. აღნიშნული პროგრამის დანერგვისათვის ყველა საბავშვო ბაღში დაემატა შტატი ინგლისური ენის პედაგოგი, ლოგოპედი და ფსიქოლოგი. ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში ამ ეტაპზე ფუნქციონირებს 17 საბავშვო ბაღი, სადაც დაწყებით განათლებას იღებს 1270-ზე მეტი ბავშვი. პროგრამის ფარგლებში მუნიციპალიტეტი აფინანსებს ბაღების ფუნქციონირებასთან დაკავშირებულ ყველა ხარჯს, მათ შორის ადმინისტრაციისა და აღმზრდელთა ხელფასებს და ბაღების სხვა მიმდინარე ხარჯებს. ასევე ხორციელდება არსებული ბაღების რეაბილიტაცია. 3.2 სკოლების ხელშეწყობის ღონისძიებები (პროგრამული კოდი 04 02) 2005 წლიდან მუნიციპალიტეტი ახორციელებს დაწყებითი სკოლების რეაბილიტაციას და დღემდე რეაბილიტირებულია 41 დაწყებითი სკოლა. 3.2.1 ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში მცხოვრები მაღალი აკადემიური მოსწრების სტუდენტთა ხელშეწყობის პროგრამა (პროგრამული კოდი 04 02 05) მუნიციპალიტეტი სტიპენდიას გასცემს უმაღლესი განათლების პირველი საფეხურის ბაკალავრიატის სტუდენტებზე, ვისაც მაღალი აკადემიური მოსწრება აქვს, პროგრამით თანხა გაიცემა 2015-2016 წწ პირველი და მეორე სემესტრში მიღებული ქულების შესაბამისად. 4. კულტურა, რელიგია, ახალგაზრდული და სპორტული ღონისძიებები (პროგრამული კოდი 05 00) მუნიციპალიტეტის ინფრასტრუქტურული და ეკონომიკური განვითარების პარალელურად ერთად აუცილებელია ხელი შეეწყოს კულტურული ტრადიციების დაცვას და ღირსეულ გაგრძელებას. ამასთანავე, ერთ-ერთი პრიორიტეტია ახალგაზრდების მრავალმხრივი (როგორც სულიერი, ისე ფიზიკური თვალსაზრისით) განვითარების ხელშეწყობა და მათში ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრება. შესაბამისად, მუნიციპალიტეტი განაგრძობს კულტურული ობიექტების ფინანსურ მხარდაჭერას, წარმატებული სპორტსმენების ხელშეწყობას და შესაბამისი პირობების შექმნას, რათა ნიჭიერმა ბავშვებმა და ახალგაზრდებმა შეძლონ მათი სპორტული შესაძლებლობების გამოვლენა. ასევე ახალგაზრდებში ცხოვრების ჯანსაღი წესის წახალისების მიზნით გასატარებელ ღონისძიებებს; 4.1. სპორტის განვითარების ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 05 03) პროგრამის ფარგლებში განხორციელდება სხვადასხვა სპორტული ორგანიზაციების და კლუბების ფინანსური მხარდაჭერა, რათა მათ ჰქონდეთ შესაძლებლობა უზრუნველყონ სპორტსმენებისათვის სავარჯიშოდ შესაბამისი პირობების შექმნა და ნიჭიერი სპორტსმენების წახალისება. • 2017 წლის განმავლობაში გაიმართება სხვადასხვა სპორტული შეჯიბრებები: • ა(ა)იპ - ხელვაჩაურის სასპორტო სკოლა. 4.1.1 ააიპ - ხელვაჩაურის სასპორტო სკოლის ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 05 03 01) ხელვაჩაურის სპორტული სკოლა, სადაც 410 სპორტსმენია დაკავებული, განსაკუთრებულ როლს ასრულებს ახალგაზრდა თაობაში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებაში. პროგრამის ფარგლებში 2017 წელს გაგრძელდება ხელვაჩაურის სპორტული სკოლის დაფინანსება. უზრუნველყოფილი იქნება სპორტსმენებისათვის სავარჯიშოდ შესაბამისი პირობები და გაგრძელდება ნიჭიერი სპორტსმენების გამოვლენა-წახალისება. სკოლაში მომზადებას გადის სხვადასხვა ასაკის ჯგუფები სპორტის9 სახეობაში. (ფეხბურთის ჯგუფში - 94 ბავშვი; კიკბოქსინგის ჯგუფში - 10; თავისუფალ ჭიდაობაში - 58; ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში - 90; ქართულ ჭიდაობაში - 10; მშვილდოსნობაში - 34; ძიუდოში - 34; ძალოსნობაში - 28; ხელბურთში - 15;) სპორტსმენების და მწვრთნელების დაფინანსება ხორციელდება სუბსიდიით ადგილობრივი ბიუჯეტიდან, ყველა სპორტსმენი განათლებას იღებს გადასახადის გარეშე. ჩამოყალიბებულია ფეხბურთის გუნდი „მაჭახელა“. აგრეთვე ფუნქციონირებს ჭადრაკისა და რაგბის ჯგუფი. 4.2. კულტურის განვითარების ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 05 01) მუნიციპალიტეტის კულტურული ტრადიციების დაცვის მიზნით პროგრამის ფარგლებში გაგრძელდება სხვადასხვა კულტურული ობიექტების ფინანსური მხარდაჭერა, ასევე განხორციელდება სხვადასხვა კულტურული ღონისძიებები, მათ შორის სადღესასწაულო დღეებში სხვადასხვა გასართობი და სანახაობრივი ღონისძიებები. 4.2.1 ხელვაჩაურის სახელოვნებო სკოლა (პროგრამული კოდი 0501 01) ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში ფუნქციონირებს 3 მუსიკალური სკოლა, სადაც ფორტეპიანოსთან ერთად სხვადასხვა სახის ინსტრუმენტებზე დაკვრას ეუფლება 300-მდე მოსწავლე; ადმინისტრაციისა და პედაგოგების ხელფასს აფინანსებს ადგილობრივი ბიუჯეტი. სამუსიკო სკოლაში სწავლის ხანგძლივობა 6 წლით განისაზღვრება, რომლის დამთავრების შემდეგ მოსწავლეს გადაეცემა შესაბამისი ხარისხის დამამთავრებელი მოწმობა. 4.2.2 კულტურული ღონისძიებების დაფინანსება (პროგრამული კოდი 05 01 03) მუნიციპალიტეტის კულტურული ტრადიციების დაცვის მიზნით პროგრამის ფარგლებში გაგრძელდება სხვადასხვა კულტურული ობიექტების ფინანსური მხარდაჭერა, ასევე განხორციელდება სხვადასხვა კულტურული ღონისძიებები, მათ შორის სადღესასწაულო დღეებში სხვადასხვა გასართობი, სანახაობრივი და ტრადიციული ღონისძიებები. ისეთი კულტურული ღონისძიებები როგორიცაა დედისა და ქალთა დღე; საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიები, საბავშვო სიმღერების კონკურსი ,,ცეროდენა”, ინტელექტუალური კონკურსი ,,ყველაზე ჭკვიანი”, სახალხო დღესასწაულები ,,კოლხობა” და ,,მაჭახლობა” და სხვ. 2017 წლის განმავლობაში პროგრამის ფარგლებში დაფინანსდება: • კულტურის ცენტრის სახალხო თოჯინების თეატრი, ახალი სპეკტაკლების მომზადება-დაფინანსება; • ფოლკლორული და ქორეოგრაფიული ანსამბლები; • კულტურის კლუბები და სახლები; ბიბლიოთეკა; მუზეუმები, ახალგაზრდული განყოფილება, სადაც განათლებას ღებულობს 100 ახალგაზრდა. 4.2.3 ახალგაზრდული პროგრამების დაფინანსება (პროგრამული კოდი 05 02) პროგრამის ფარგლებში დაფინანსდება სხვადასხვა ღონისძიებები, რომლებიც ხელს შეუწყობს ახალგაზრდა თაობის მეტ ჩართულობას მუნიციპალიტეტის ყოველდღიურ საქმიანობასა და მის განვითარებაში. ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას (ლაშქრობები, ექსკურსიები).
5. მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური უზრუნველყოფა (პროგრამული კოდი 0600) |
თავი III
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ასიგნებები |
მუხლი 16.
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ასიგნებები |
|
დოკუმენტის კომენტარები