ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგეობის 2016 წლის ანგარიში

  • Word
ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგეობის 2016 წლის ანგარიში
დოკუმენტის ნომერი 6196/09
დოკუმენტის მიმღები ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგეობა
მიღების თარიღი 09/12/2016
დოკუმენტის ტიპი საჯარო დაწესებულების ანგარიში
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 13/01/2017
სარეგისტრაციო კოდი
  • Word
6196/09
09/12/2016
ვებგვერდი, 13/01/2017
ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგეობის 2016 წლის ანგარიში
ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგეობა

ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგეობის 2016 წლის წლიურ ანგარიში

წარმოგიდგენთ ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგეობის 2016 წლის ანგარიშს საქართველოს კანონის „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი“ 49-ე მუხლის შესაბამისად, საქართველოს კანონის „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი“ ინფორმაციის თავისუფლების” თავით გათვალისწინებული მოთხოვნების შესრულების თაობაზე.

საქართველოს კანონის „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი“ 49-ე მუხლის შესაბამისად და ამავე კოდექსის III თავით დადგენილი მოთხოვნების შესრულებისა და საჯარო ინფორმაციის გაცემა/არ გაცემის სტატისტიკასთან დაკავშირებით, წარმოგიდგენთ ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგეობის 2016 წლის ანგარიშს:

ა) ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგეობაში 33 (ოცდაცამეტი) მოთხოვნა შემოვიდა საჯარო ინფორმაციის გაცემის მოთხოვნის თაობაზე. საჯარო ინფორმაციაში შესწორების თაობაზე, მოთხოვნა არ შემოსულა. ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თაობაზე გადაწყვეტილება არ ყოფილა მიღებული;

ბ) დაკმაყოფილდა 33 მოთხოვნა საჯარო ინფორმაციის გაცემაზე და არ ყოფილა მიღებული არცერთი გადაწყვეტილება მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ;

გ) 2016 წლის საანგარიშო პერიოდში ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგეობაში დასაქმებულთა მიერ საქართველოს კანონის „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით“ დადგენილი მოთხოვნები არ დარღვეულა და პასუხისმგებელ პირებზე შესაბამისი დისციპლინური სახდელი არ დადებულა;

დ) ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგეობას საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარი არ უთქვამს,

შესაბამისად არ გამოუყენებია მოქმედი საკანონმდებლო აქტები;

ე) საქართველოს კანონის „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის“ 49-ე მუხლის „ზ’’ პუნქტის მოთხოვნასთან დაკავშირებით მოგახსენებთ, რომ ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ ინფორმაციის დამუშავებისა და გაცემის შესახებ მიღებული გადაწყვეტილება არ გასაჩივრებულა. ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილება არ მიღებულა. აქედან გამომდინარე არ გვაქვს ინფორმაცია გასაჩივრებასთან დაკავშირებული ხარჯების და მათ შორის მხარის სასარგებლოდ გადახდილი თანხების თაობაზე.

ამასთან , ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგეობა წარმოგიდგენთ 201 6 წლის დეტალურ წლიურ ანგარიშს:

დიგენის მუნიციპალიტეტის გამგეობას, საჯარო მონაცემთა ბაზებისა და პერსონალური მონაცემების შეგროვების, დამუშავებისა და გადაცემის მოთხოვნით მომართა შემდეგმა პირებმა და ორგანიზაციებმა:

 

     ტოლერანტობის და მრავაპროფილური ინსტიტუტი;

     მოქალაქე ზურაბ ტაბიძე;


     ახალგაზრდა ევროპელები;

     საერთაშორისო გამჭირვალობა ,,საქართველო“;

     თსუ ეკონომიკის საერთაშორისო სკოლის სტუდენტი;

     ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი;

     საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია;

     ტელე-რადიო კომპანია ,,იმპერია“;

     საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია;

     საქართველოს პარლამენტის აპარატი;

     საქართველოს დემოკრატიის ინსტიტუტი;

     სახალხო დამცველის აპარატი;

     სამოქალაქო მოძრაობა ,,მრავალფეროვანი საქართველო;

     სამცხე-ჯავახეთის საინფორმაციო პორტალი ,,სამხრეთის კარიბჭე ;

     საქართველოს რეგიონალური განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტრ ;

     დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარების ცენტრი;

     მოქალაქე ვიქტორია მიდელაური (ექსპერტი შშმ პირთა ინკლუზიის საკითხებში).