„სახელმწიფო პენსიის/საპენსიო პაკეტისა და სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნისა და გაცემის წესების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 10 თებერვლის №46/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„სახელმწიფო პენსიის/საპენსიო პაკეტისა და სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნისა და გაცემის წესების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 10 თებერვლის №46/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 01-50/ნ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი
მიღების თარიღი 20/12/2016
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 22/12/2016
ძალაში შესვლის თარიღი 01/01/2017
სარეგისტრაციო კოდი 280070010.22.035.016413
01-50/ნ
20/12/2016
ვებგვერდი, 22/12/2016
280070010.22.035.016413
„სახელმწიფო პენსიის/საპენსიო პაკეტისა და სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნისა და გაცემის წესების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 10 თებერვლის №46/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი
 

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის

ბრძანება №01-50/ნ

2016 წლის 20 დეკემბერი

ქ. თბილისი

 

„სახელმწიფო პენსიის/საპენსიო პაკეტისა და სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნისა და გაცემის წესების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 10 თებერვლის №46/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
„სახელმწიფო პენსიის/საპენსიო პაკეტისა და სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნისა და გაცემის წესების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 10 თებერვლის №46/ნ ბრძანებაში (სსმ III, 2006წ., №19, მუხლი 241) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანებით დამტკიცებული №2 დანართის (სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნისა და გაცემის წესი):
1. 71 მუხლის;
ა) მე-12 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„12. საქართველოს სამოქალაქო ავიაციის მოსამსახურეს, რომელიც დაფრინავდა სახელმწიფო კომპანიებში და დათხოვნილ იქნა 2005 წლის 1 იანვრამდე, კომპენსაცია ენიშნება 50 წლის ასაკის მიღწევისას. თუ:

ა) მამაკაცს (გარდა ყოფილი ბორტაეროლოგისა, საჰაერო მოძრაობის მეთვალყურისა და საჰაერო ხომალდების ტექნიკური მომსახურების იმ პერსონალის წევრისა, რომელიც უშუალოდ ემსახურებოდა თვითმფრინავებს)  აქვს ნაფრენი არანაკლებ 6000 საათისა;

ბ) ქალს (გარდა ყოფილი ბორტაეროლოგისა, საჰაერო მოძრაობის მეთვალყურისა და საჰაერო ხომალდების ტექნიკური მომსახურების იმ პერსონალის წევრისა, რომელიც უშუალოდ ემსახურებოდა თვითმფრინავებს) − ნაფრენი არანაკლებ 4800 საათისა;

გ) მამაკაცს, რომელიც არის ყოფილი ბორტაეროლოგი, საჰაერო მოძრაობის მეთვალყურე ან საჰაერო ხომალდების ტექნიკური მომსახურების იმ პერსონალის წევრი, რომელიც უშუალოდ ემსახურებოდა თვითმფრინავებს, − სამოქალაქო ავიაციაში მუშაობის არანაკლებ 12 წლისა და 6 თვის სტაჟი;

დ) ქალს, რომელიც არის ყოფილი ბორტაეროლოგი, საჰაერო მოძრაობის მეთვალყურე ან საჰაერო ხომალდების ტექნიკური მომსახურების იმ პერსონალის წევრი, რომელიც უშუალოდ ემსახურებოდა თვითმფრინავებს, − სამოქალაქო ავიაციაში მუშაობის არანაკლებ 10 წლის სტაჟი.“;

ბ) მე-12 პუნქტის შემდეგ  დაემატოს შემდეგი შინაარსის 121 პუნქტი:

„121. საქართველოს სამოქალაქო ავიაციის მოსამსახურის სახელმწიფო კომპენსაციის ოდენობა განისაზღვრება:

ა) ხომალდის ყოფილი მეთაურისათვის − სახელმწიფო პენსიას დამატებული ნაფრენი საათების მესამასედის 10 ლარზე ნამრავლი;

ბ) ყოფილი მეორე პილოტისათვის, შტურმანისათვის, ბორტმექანიკოს-ინჟინრისათვის, „ან-2“-ის მეთაურისათვის − სახელმწიფო პენსიას დამატებული ნაფრენი საათების მესამასედის 5 ლარზე ნამრავლი;

გ) ყოფილი ბორტგამცილებლისათვის, ბორტრადისტისათვის − სახელმწიფო პენსიას დამატებული ნაფრენი საათების მესამასედის 2 ლარზე ნამრავლი;

დ) ყოფილი ბორტაეროლოგისათვის, საჰაერო მოძრაობის მეთვალყურისათვის, საჰაერო ხომალდების ტექნიკური მომსახურების იმ პერსონალის წევრისათვის, რომელიც უშუალოდ ემსახურებოდა თვითმფრინავებს, − სახელმწიფო პენსიას დამატებული სამოქალაქო ავიაციაში მუშაობის სტაჟის (წლების) 2 ლარზე ნამრავლი.“.

2. მე-9 მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. სამოქალაქო ავიაციის მოსამსახურეებისათვის შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის დადგენის გამო კომპენსაციის ოდენობა შეადგენს:

ა) მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის დადგენის შემთხვევაში – 71 მუხლის 121 პუნქტით განსაზღვრული შესაბამისი კატეგორიისათვის გათვალისწინებული კომპენსაციის 115%;

ბ)  მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის დადგენის შემთხვევაში – 71 მუხლის 121 პუნქტით განსაზღვრული შესაბამისი კატეგორიისათვის გათვალისწინებული კომპენსაციის 125%.“.

3. 141 მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „დ“ ქვეპუნქტი:

„დ) „სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონის 553 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას დაღუპული ან მიღებული დაზიანების შედეგად გარდაცვლილი მეხანძრე-მაშველის/მაშველის ოჯახის წევრებს.“.

4. მე-15 მუხლის:
ა) მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ა5“ ქვეპუნქტი:

„ა5) „სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონის 553 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას დაღუპული ან მიღებული დაზიანების შედეგად გარდაცვლილი მეხანძრე-მაშველის/მაშველის ოჯახის წევრებისათვის: გარდაცვალების მოწმობა, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფის მიერ გაცემული დოკუმენტი, რომლითაც დადასტურდება პირის სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას გარდაცვალების ან მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაცვალების ფაქტი (სამართლებრივი საფუძვლის მითითებით), საჭიროების შემთხვევაში შრომისუუნარობის დამადასტურებელი დოკუმენტი, ამასთან, დამატებით, მშობლებზე – გარდაცვლილის დაბადების მოწმობა, მეუღლეზე – ქორწინების მოწმობა, შვილ(ებ)ზე – დაბადების მოწმობა;“;

ბ) „ი“ და „კ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ი) საქართველოს სამოქალაქო ავიაციის მოსამსახურეზე ასაკის მიღწევის გამო კომპენსაციის დანიშვნისათვის - პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი, დოკუმენტი/ცნობა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სამოქალაქო ავიაციის სააგენტოდან (შემდგომში - სამოქალაქო ავიაციის სააგენტო), საჭიროების შესაბამისად, სამოქალაქო ავიაციაში  მუშაობის სტაჟის ან  ნაფრენი საათების დადასტურების შესახებ;

კ) საქართველოს სამოქალაქო ავიაციის მოსამსახურეზე შესაძლებლობის შეზღუდვის გამო კომპენსაციის დანიშვნისათვის – პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი, დოკუმენტი/ცნობა სამოქალაქო ავიაციის სააგენტოდან სამოქალაქო ავიაციაში მუშაობის სტაჟის  დადასტურების შესახებ და შესაბამისი სამედიცინო დაწესებულების მიერ გაცემული სამედიცინო!სოციალური ექსპერტიზის შემოწმების აქტის ამონაწერი;“.

5. 21-ე მუხლის:
ა) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. კომპენსაციის ოდენობა გადაანგარიშებას ექვემდებარება ამ წესის მე-7 მუხლით, 71 მუხლის  პირველი, 11, მე-2, მე-9, 91, 121 პუნქტებით, მე-9 მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „ბ“ და „დ“ ქვეპუნქტებით, მე-11 მუხლის პირველი და მე-3 პუნქტებითა და მე-12 მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის.”;

ბ) მე-3 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 31 პუნქტი:

„31. ამ წესის 71 მუხლი 121 პუნქტის „ა“, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ პირს კომპენსაცია გადაუანგარიშდება შესაბამისი უწყების მიერ გაცემული ნაფრენი საათების შესახებ დოკუმენტის/ცნობის სააგენტოში წარდგენის თვის მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან, ხოლო „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ პირს კომპენსაცია გადაუანგარიშდება შესაბამისი უწყების მიერ გაცემული სამოქალაქო ავიაციაში მუშაობის სტაჟის შესახებ დოკუმენტის/ცნობის სააგენტოში წარდგენის თვის მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან.“.

მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს 2017 წლის 1 იანვრიდან. 

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრიდავით სერგეენკო