დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის 2017 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 23 |
დოკუმენტის მიმღები | ხარაგაულის მუნიციპალიტეტი |
მიღების თარიღი | 16/12/2016 |
დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 19/12/2016 |
ძალის დაკარგვის თარიღი | 01/01/2018 |
სარეგისტრაციო კოდი | 019002020.35.128.016268 |
კონსოლიდირებული პუბლიკაციები |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (19/12/2016 - 18/01/2017)
|
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის 2017 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ.ა“ ქვეპუნქტის, საქართველოს კანონის "საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის" 78-ე მუხლის მე- 2 პუნქტისა და ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე
,
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
მუხლი 1 |
დამტკიცდეს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის 2017 წლის ბიუჯეტი თანდართული რედაქციით (დანართი თან ერთვის).
|
მუხლი 2 |
აღნიშნული დადგენილების ძალაში შესვლის დღიდან ძალადაკარგულად გამოცხადდეს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 18 დეკემბრის №43 დადგენილება ,,ხარაგაულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის 2016 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, ვებგვერდი 22/12/2015).
|
მუხლი 3 |
დადგენილება ამოქმედდეს 2017 წლის პირველი იანვრიდან.
|
|
დანართი
|
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის 2017 წლის ბიუჯეტი
|
მუხლი 1 |
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ბალანსი
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ბალანსი თანდართული რედაქციით:
|
მუხლი 2 |
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსულობები, გადასახდელები და ნაშთის ცვლილება
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსულობები, გადასახდელები და ნაშთის ცვლილება თანდართული რედაქციით:
|
მუხლი 3 |
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსავლები
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსავლები 6387.1 ათასი ლარის ოდენობით:
|
მუხლი 4 |
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გადასახადები
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გადასახადები 1300.0 ათასი ლარის ოდენობით
|
მუხლი 5 |
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გრანტები
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გრანტები 3972.1 ათასი ლარის ოდენობით:
|
მუხლი 6 |
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სხვა შემოსავლები
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სხვა შემოსავლები 1115.0 ათასი ლარის ოდენობით:
|
მუხლი 7 |
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯები
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯები 6020.1 ათასი ლარის ოდენობით, თანდართული რედაქციით:
|
მუხლი 8 |
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ცვლილება
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ცვლილება 333.0 ათასი ლარის ოდენობით, მათ შორის: ა) განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ზრდა 333.0 ათასი ლარის ოდენობით, თანდართული რედაქციით:
ბ) განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების კლება 0,0 ათასი ლარის ოდენობით, თანდართული რედაქციით:
|
მუხლი 9 |
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდის ფუნქციონალური კლასიფიკაცია
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდა ფუნქციონალურ ჭრილში, თანდართული რედაქციით:
|
მუხლი 10 |
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის მთლიანი სალდო
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის მთლიანი სალდო - 0.0 ათასი ლარის ოდენობით. |
მუხლი 11 |
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ფინანსური აქტივების ცვლილება
1. განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ფინანსური აქტივების ცვლილება - 0. 0 ათასი ლარის ოდენობით. 2. განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ფინანსური აქტივების კლება -0.0 ათასი ლარის ოდენობით. |
მუხლი 12 |
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სარეზერვო ფონდი
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გაუთვალისწინებელი გადასახდელების დაფინანსების მიზნით მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში სარეზერვო ფონდი განისაზღვროს 50.0 ათასი ლარის ოდენობით და მისი განკარგვა განხორციელდეს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. |
მუხლი 13 |
წინა წლებში წარმოქმნილი ვალდებულებების დაფარვა და სასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულების ფინანსური უზრუნველყოფა –
34. 0 ათასი ლარი.
მუნიციპალიტეტის მიერ წინა წლის დავალიანებების ფინანსური უზრუნველყოფისათვის გათვალისწინებულ იქნეს 34.0 ათასი. |
მუხლი 14 |
სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული მიზნობრივი ტრანსფერი
1. დელეგირებული უფლებამოსილებების განსახორციელებლად სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული მიზნობრივი ტრანსფერი, 138.0 ათასი ლარი, მიიმართოს: ა) „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელებისათვის – 70.0 ათასი ლარი; ბ) „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ და „სამხედრო სარეზერვო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონებით განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელებისათვის – 66.0 ათასი ლარი; გ) „სამშობლოს დაცვისას დაღუპულთა და ომის შემდეგ გარდაცვლილ მეომართა ხსოვნის უკვდავყოფის შესახებ“ და „იძულებით გადაადგილებულ პირთა − დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელებისათვის – 2.0 ათასი ლარი. 2. საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის 69-ე მუხლის საფუძველზე, წლის განმავლობაში შესაძლებელია დელეგირებული უფლებამოსილებების განსახორციელებლად გამოყოფილი მიზნობრივი ტრანსფერის ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ ღონისძიებებს შორის ურთიერთგადანაწილება. |
მუხლი 15 |
მოსახლეობის სოციალური უზრუნველყოფა
მოსახლეობის სოციალური უზრუნველყოფის პროგრამისათვის გამოყოფილი ასიგნებების განკარგვა განხორციელდეს მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ დადგენილი წესის და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. |
მუხლი 16 |
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პრიორიტეტები და პროგრამები
1.თავდაცვა, საზოგადოებრივი წესრიგი და უსაფრთხოება – 78.0 ათასი ლარი (პროგრამული კოდი 02 00) ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის ხარისხის ამაღლების ხელშეწყობის მიზნით მუნიციპალიტეტში ხორციელდება სამხედრო აღრიცხვის და გაწვევის, წვევამდელთა ტრანსპორტირების ღონისძიებები. ა) ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის ამაღლების ხელშეწყობა – 78.0 ათასი ლარი (პროგრამული კოდი 02 02) საქართველოს შეიარაღებული ძალების საბრძოლო მზადყოფნის ამაღლებისათვის ხარაგაულის მუნიციპალიტეტში ხორციელდება წვევამდელთა ჯანმრთელობის გამოკვლევის მიზნით მათი რესპუბლიკის სამედიცინო–საექსპერტო კომისიაზე და გაწვევის პუნქტებამდე ტრანსპორტირების უზრუნველყოფა, ასევე საჭიროების შემთხვევაში მუნიციპალიტეტში მობილიზებული წვევამდელების და რეზერვისტების ტრასპორტირება დისლოკაციის ადგილამდე. 2. ინფრასტრუქტურის მშენებლობა, რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია – 1210.0 ათასი ლარი (პროგრამული კოდი 03 00) მუნიციპალიტეტის ეკონომიკური განვითარებისათვის აუცილებელი პირობაა მუნიციპალური ინფრასტრუქტურის შემდგომი გაუმჯობესება, რაც ბიუჯეტის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს . პრიორიტეტის ფარგლებში გაგრძელდება საგზაო და კომუნალური ინფრასტრუქტურის განვითარება, მუნიციპალიტეტის დასუფთავების ხელშეწყობა. ინფრასტრუქტურის მშენებლობისა და რეაბილიტაციის გარდა პრიორიტეტის ფარგლებში განხორციელდება არსებული ინფრასტრუქტურის მოვლა შენახვა და დაფინანსდება მის ექსპლოატაციასთან დაკავშირებული ხარჯები. საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების დაფინანსების ფონდიდან სახსრების გამოსაყოფად მუნიციპალიტეტისათვის აუცილებლობას წარმოადგენს თანადაფინანსებისათვის თითოეული ინფრასტრუქტურული პროექტის მთლიანი ღირებულების 5%-ის ბიუჯეტში გათვალისწინება. ა) საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაცია და მოვლა-შენახვა – 313.0 ათასი ლარი (პროგრამული კოდი 03 01) პროგრამის ფარგლებში განხორციელდება მუნიციპალიტეტში არსებული შიდა სასოფლო გზების რეაბილიტაცია და მოვლა-შენახვა. ასევე განხორციელდება საავტომობილო გზების თოვლის საფარისაგან გაწმენდა და სტიქიის შედეგად მიყენებული ზიანის აღმოფხვრა. გაგრძელდება ხიდ-ბოგირების რეაბილიტაცია და მოსახლეობის საზოგადოებრივი ტრანსპორტით უზრუნველყოფა. ბ) კომუნალური ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაცია და მოვლა-შენახვა – 695.0 ათასი ლარი (პროგრამული კოდი 03 02) პროგრამის ფარგლებში განხორციელდება გარე განათების არსებული ქსელის მოვლა-შენახვა და დაფინანსდება მის ექსპლოატაციასთან დაკავშირებული ხარჯები. გაგრძელდება სანიაღვრე არხების მოწესრიგება, უზრუნველყოფილი იქნება მუნიციპალიტეტში სანიტარიულ-ჰიგიენური მდგომარეობის გაუმჯობესება და მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობის სასმელი წყლით უზრუნველოფა. გ) სანიაღვრე და საკანალიზაციო არხების, საყრდენი კედლების, დამბებისა და წყლის შემკრები ავზების მოწყობა – 40. ათასი ლარი (პროგრამული კოდი 03 02 01) პროგრამის ფარგლებში დაგეგმილია მუნიციპალიტეტში არსებული სანიაღვრე არხების გაწმენდითი სამუშაოები დაბაში რახიელას ღელეზე, ასევე მუნიციპალიტეტის სოფლებში საჭიროებისამებრ. დ) დასუფთავების ღონისძიებები – 442.0 ათასი ლარი (პროგრამული კოდი 03 02 02) მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ მთავარ ფუნქციას წარმოადგენს კეთილსაიმედო სანიტარიული მდგომარეობის უზრუნველყოფა. შესაბამისად, ამ პროგრამით გათვალისწინებულია მუნიციპალიტეტის ყოველდღიური დაგვა-დასუფთავება და ნარჩენების გატანა 44 000 კვმ ფართობზე დაბა ხარაგაულისა და პატარა ხარაგაულის ქუჩებიდან და მუნიციპალიტეტის ტერიტორიული ერთეულების სოფლებიდან: ზვარე, მოლითი, ბეჟათუბანი, დიდვაკე, ჯაფაროული,ბაზალეთი, ფარცხნალი,თეთრაწყარო, საქარიქედი, კიცხი,ხიდარი, ვარძია, წყალაფორეთი, ბორი, ლაშე, უბისა, მაქათუბანი, ბორითი, საქასრია, ვერტყვიჭალა, ხევი, ხუნევი, რიკოთი, სადაც განთავსებულია 143 ცალი ნარჩენების შემაგროვებელი კონტეინერი, რომელსაც ემსახურება ორი ერთეული ,,ისუზუს“ ტიპის სპეციალური ავტომანქანა და 27 მეეზოვე.დასუფთავების ღონისძიებებს ახორციელებს ა(ა)იპ ,,ხარაგაულდასუფთავება“ , რომელიც გარდა მყარი საყოფაცხოვრებო ნარჩენების შეგროვება, გატანა, განთავსებისა, ასევე ახორციელებს მოსახლეობის მაწანწალა ძაღლებისაგან დაცვას, რაც გულისხმობს ცხოველების გადაყვანას სპეციალურ თავშესაფრებში. წყალანირების ჯგუფის მიერ ხდება სანიაღვრე არხების გაწმენდა და კანალიზაციის დაზიანებული წერტილების აღმოფხვრა-შეკეთება. აღსანიშნავია ის გარემოება, რომ მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ცალკე განთავსებულია პოლიეთილენის ბოთლებისა და პარკების შემგროვებელი ორგანყოფილებიანი კონტეინერები. ე) წყლის სისტემის რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია – 40.0 ათასი ლარი (პროგრამული კოდი 03 02 04) ამ პროგრამის ფარგლებში გაგრძელდება დაბისა და მუნიციპალიტეტის ტერიტორიულ ერთეულებში წყლის სისტემის მოწესრიგების ღონისძიებები; ვ) გარე განათების ქსელის ექსპლოატაცია – 163.0 ათასი ლარი (პროგრამული კოდი 03 02 05) მოსახლეობის კომფორტული და უსაფრთხო გადაადგილებისათვის აუცილებელ პირობას წარმოადგენს მუნიციპალიტეტის გარე განათება, ქვეპროგრამის ფარგლებში დაფინანსდება გარე განათების არსებული ქსელის ექსპლუატაცია, კერძოდ დაბაში სოლომონ მეფის, ცხრა აპრილის, გალაკტიონის, რ. დეკანოსიძის, რ. თაბუკაშვილის, ო. აბაშიძის, წერეთლის, თ. ჭიპაშვილის, ე. ჭიპაშვილის, ჭავჭავაძის, გურამიშვილის, გრიშაშვილის, დევდარიანის, ნიორაძის, კიკნაძის და გლუნჩაძის ქუჩებზე, ასევე სოფლებში დიდვაკე, ისლარი, ფარცხნალი, ნებოძირი, საღანძილე, ბრუისი, ჯაფარეული, ოკუშურა, თეთრაწყარო, უბისა, მოლითი, ბორითი, მაქათუბანი, უბისა, ლაშე, საქასრია, და ბაზალეთში არსებული ქსელის მოვლა შენახვა და დაფინანსდება მოხმარებული ელექტროენერგიის ღირებულება. ზ) კომუნალური ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაცია წარმოადგენს 10.0 ათასი ლარი (პროგრამული კოდი 03 02 06) ამ ქვეპროგრამის ფარგლებში გაგრძელდება გარე განათების ქსელის მოსაწყობი სამუშაოები. თ) მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის ღონისძიებები – 187.0 ათასი ლარი (პროგრამული კოდი 03 04) მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ მთავარ ფუნქციას წარმოადგენს დაბის ტერიტორიის კეთილმოწყობა. პროგრამის ფარგლებში განხორციელდება დაბაში არსებული სკვერებისა და პარკების კეთილმოწყობის სამუშაოები, მწვანე ნარგავების მოვლა, სადღესასწაულო დღეებში დაბის ტერიტორიის გაფორმება და სხვა ღონისძიებები. პროგრამის ფარგლებში ხორციელდება დაბის პარკის, თ. კიკნაძის სახელობის, ჩოხოსნების, გამგეობის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული, პოლიციის მიმდებარე ტერიტორიის, ვ. ღონღაძის სახელობის შინმოუსვლელთა, ცხრა აპრილის, დაბის შესასვლელში ,,დევების“ ტერიტორიის სკვერის, სოფ. ბორითში მერაბ კოსტავას სახელობის სკვერის, სოფ. ნებოძირში არსებული სკვერის, სოფ. ღორეშაში იუსტიციის სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული შინმოუსვლელთა და ვაჟა-ფშაველას მემორიალის მიმდინარე სკვერების, საქარიქედის სკვერის მოვლა-პატრონობა ასევე, სოფ. ისლარში არსებული დაცული ტერიტორიის მოვლა პატრონობა, პირუტყვისაგან დაცვა, ახალი ნარგავების დარგვა და მოვლა, გასხვლა, მორწყვა, შემობარვა. დაბაში არსებული ხიდების და ტროტუარების მოვლა, გაღებვა, დაზიანებული ადგილების აღდგენა, მრავალწლიანი ნარგავების მოვლა, გადაჭრა, კირით შეწამვლა, შემობარვა, საჭირო შემთხვევაში ამოღება; დაბაში არსებული ორი შადრევნის გამართული მუშაობის უზრუნველყოფა. ი) სოფლის მხარდამჭერი პროგრამის ფარგლებში განსახორციელებელი პროექტები – 5.0 თ ათასი ლარი (პროგრამული კოდი 03 05) აღნიშნული პროგრამის ფარგლებში დასრულდება 2016 წელს დაწყებული სამუშაოები. 4. განათლება –1094.6 ათასი ლარი (პროგრამული კოდი 04 00) მომავალი თაობების აღზრდის მიმართულებით დაწყებითი და ზოგადი განათლების გარდა მნიშვნელოვანი როლი ენიჭება ასევე, სკოლამდელ განათლებას, რაც თვითმმართველი ერთეულის საკუთარ უფლებამოსილებებს განეკუთვნება და, შესაბამისად, მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს, ახლად აშენებულ ბაღებში მოხდება საბავშვო ბაღების ფუნქციონირებისათვის საჭირო ხარჯების დაფინანსება, მათი რეაბილიტაცია, ინვენტარით უზრუნველყოფა და საქართველოს მთავრობის დადგენილების შესაბამისად ბავშვების კვებისათვის აუცილებელი ნორმების დაწესებისათვის დამატებითი სახსრების გამოყოფა. სკოლამდელი განათლების გარდა პრიორიტეტის ფარგლებში განხორციელდება ისეთი პროგრამების დაფინანსება, რომლებიც ხელს შეუწყობს მოსახლეობის დასაქმებას. ა) სკოლამდელი განათლების დაფინანსება – 889.6 ათასი ლარი (პროგრამული კოდი 04 01) პროგრამის ფარგლებში ფინანსდება საბავშვო ბაღების ფუნქციონირებისათვის აუცილებელი ხარჯები, რომელიც ქმნის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღებში თანამედროვე სტანდარტების შესაბამის ბაზას და აღსაზრდელებისათვის სრულფასოვან გარემოს, ასევე ხელს შეუწყობს მათ მომზადებას ზოგადი განათლების მისაღებად. ამჟამად მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღებში სკოლამდელ განათლებას ეუფლება 571 აღსაზრდელი, რომელიც დაკომპლექტებული იქნება 28 ასაკობრივი ჯგუფით, მათ შორის 5 ბაგის ჯგუფით. გაერთიანებაში ამჟამად შედის თექვსმეტი საბავშვო ბაღი. 2017 წელს გაიხსნება ორი საბავშვო ბაღი, რომელიც უზრუნველყოფილი იქნება სათანადო ინვენტარით. ბ) ზოგადი განათლების ხელშეწყობა – 104.8 ათასი ლარი (პროგრამული კოდი 04 02) პროგრამის ფარგლებში ხდება მუნიციაპლიტეტის ტერიტორიაზე არსებული ბორის საჯარო სკოლის პანსიონური მომსახურების დაფინანსება. სკოლაში სწავლობს 132 მოსწავლე და 27 სკოლამდელი ასაკის ბავშვი, ხოლო ღამეს ათევს უკიდურესად გაჭირვებული, ობოლი და ლტოლვილი 21 მოსწავლე, ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსება ძირითადად ხმარდება პანსიონის კუთხით დასაქმებული 32 თანამშრომლის ხელფასებს, ნაწილი კი კომუნალური ხარჯების ანაზღაურებას; კვებისა და მკურნალობის ხარჯები მთლიანად ფინანსდება არასამთავრობო ორგანიზაციებიდან ნატურალური სახით და, ამასთან, ანაზღაურებს სწავლის პერიოდში ელექტროენერგიის ხარჯებს. ადგილობრივი დაფინანსებით სკოლა იზიდავს არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებიც სკოლაში სკოლის პანსიონური ტიპიდან გამომდინარე, შემოდის და გარდა სკოლაში დამრჩენი 23 ბავშვისა, სკოლის ყველა მოსწავლეს ეხმარება სამედიცინო მომსახურებაში, უმაღლესი განათლების მისაღებად სწავლის დაფინანსებაში. გ) სკოლისგარეშე დაწესებულება – 99.8 ათასი ლარი (პროგრამული კოდი 04 03) პროგრამის ფარგლებში ხდება მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული მოსწავლე- ახალგაზრდობის სახლის დაფინანსება, რომელშიც ფუნქციონირებს 15 შემოქმედებითი და ტექნიკური წრე, 41 ჯგუფით და 300 მოსწავლით, ყველა წრე უფასოა, სადაც მოსწავლე ახალგაზრდობა ეუფლება შესაბამის სკოლისგარეშე განათლებას დაბის, კიცხის, მარელისის, ლეღვნის, ბორითის, ვერტყვიჭალის და წიფის სკოლებიდან, ისინი ეუფლებიან ხალხურ და საესტრადო სიმღერებს, რიტმული ცეკვას, მხატვრულ კითხვას, ხეზე კვეთას, გალობას, ხელგარჯილობას, ლიტერატურული თატრის ხელოვნებას, მხარეთმცოდნეობას, კომპიუტერულ უნარ-ჩვევებს, მათემატიკას, ხატვას, მაკრამეს, ინგლისურ და ფრანგულ ენებს. გარდა ამისა, მოსწავლეთა სახლთან ფუნქციონირებს მუსიკალური სტუდია ,,ჰარმონია“, დაბისა და სოფ. ვეტყვიჭალის საჯარო სკოლების ბაზაზე, რომელიც ნაწილობრივ ბიუჯეტით და ნაწილობრივ მშობელთა შემონატანით ფინანსდება. 5. კულტურა, რელიგია, ახალგაზრდული და სპორტული ღონისძიებები – 1124.2 ათასი ლარი (პროგრამული კოდი 05 00) მუნიციპალიტეტის ინფრასტრუქტურული და ეკონომიკური განვითარების პარალელურად აუცილებელია ხელი შეეწყოს კულტურული ტრადიციების დაცვას და ღირსეულ გაგრძელებას. ამასთანავე, ერთ-ერთი პრიორიტეტია ახალგაზრდების მრავალმხრივი (როგორც სულიერი, ისე ფიზიკური თვალსაზრისით) განვითარების ხელშეწყობა და მათში ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრება. შესაბამისად, მუნიციპალიტეტი განაგრძობს სპორტული და კულტურული ობიექტების ფინანსურ მხარდაჭერას, წარმატებული სპორტსმენების, მომღერლების და სხვადასხვა შესაძლებლობის მქონე წარმატებული ახალგაზრდების წახალისებას, ხელშეწყობას და შესაბამისი პირობების შექმნას, რათა ნიჭიერმა ბავშვებმა და ახალგაზრდებმა შეძლონ მათი სპორტული და კულტურული შესაძლებლობების გამოვლენა. ა) სპორტის განვითარების ხელშეწყობა – 333.2 ათასი ლარი (პროგრამული კოდი 05 01) პროგრამის ფარგლებში დაფინანსდება სპორტთან დაკავშირებული სხვადასხვა სპორტული ღონისძიება, კერძოდ: სასკოლო სპორტული ოლიმპიადა, რომელშიც მონაწილეობას ღებულობს მუნიციპალიტეტის ყველა საჯარო სკოლა; მინიფეხბურთის და კალათბურთის ჩემპიონატი ორგანიზაციებსა და ადმინისტრაციულ ერთეულებს შორის; სამაგიდო თამაშების ჩემპიონატი; ვახანის სახალხო დღესასწაული, რომელშიც მონაწილეობენ ადმინისტრაციული ერთეულების წარმომადგენლები და იმართება სხვადასხვა სპორტული შეჯიბრება დოღი, მკლავჭიდში, ქართულ ჭიდაობაში; სამოყვარულო ფეხბურთის ლიგა და სხვადასხვა სპორტული ღონისძიება. პროგრამის ფარგლებში გაგრძელდება ხარაგაულის სპორტის განვითარებისა და მართვის მუნიციპალური ცენტრის, მუნიციპალიტეტის განვითარებისა და შიდა ტურიზმის ხელშეწყობის ცენტრის დაფინანსება. სპორტის განვითარებისა და მართვის მუნიციპალურ ცენტრში 23 ჯგუფი 350 მოსწავლით სხვადასხვა სპორტულ სექცია ვარჯიშობს, თავისუფალ ჭიდაობაში, ძიუდოში, ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში, კალათბურთში, მაგიდის ჩოგბურთში, მძლეოსნობაში, ფეხბურთში, კარატეში კუნგ-ფუ-სან და და ტაიკვანდო, სამბოსა და ტანვარჯიშში. გარდა დაბისა, ჯგუფები გახსნილია სოფლებშიც, კერძოდ: ზვარე, ბორითი, ხევი, კიცხი, მარელისი, ბორი, საღანძილე, ვერტყვიჭალასა და ნადაბურში. მოხდება წარმატებული სპორტსმენების წახალისება სპეციალურად დადგენილი წესის შესაბამისად. მუნიციპალიტეტის განვითარებისა და ტურიზმის ხელშეწყობის ცენტრი 2017 წელს განახორციელებს შემდეგ პროექტებს: საინფორმაციო ბუკლეტების დამზადება ტურისტულ მარშრუტებზე, აქსესუარები ხარაგაულის ატრიბუტიკით, ეკოლოგიური პროექტები, ცაშეკრულის თამაშები, ,,ვიცნობდეთ ხარაგაულს“, სათაგადასავლო ტურ-თამაშები,სპორტულ-გასართობი ღონისძიებების კვირეული, ,,ანდრიაობა ხარაგაულში“, ,,იღბლიანი ანკესი“, ერთი დღე ,,ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკში“, ლაშქრობები ხარაგაულის მუნიციპალიტეტში, ,,დევგმირები“, კარვების ბანაკი სოფელ ზვარეში, ქვიშის ფრენბურთი, ახალგაზრდა მოყვარულ მხატვართა კონკურსი ,,შემოდგომის პალიტრა“ სამოყვარეულო ფილმების კონკურსი ,,ჩემი იმერეთი“; ბ)კულტურის განვითარების ხელშეწყობა – 676.8 ათასი ლარი (პროგრამული კოდი 05 02) მუნიციპალიტეტის კულტურული ტრადიციების დაცვისა და პოპულარიზაციის მიზნით პროგრამის ფარგლებში გაგრძელდება სხვადასხვა კულტურული ობიექტისა და ღონისძიების ფინანსური მხარდაჭერა, სხვადასხვა გასართობი და სანახაობრივი ღონისძიების ორგანიზება. ქართული თეატრის დღის აღნიშვნა, მომღერალი ოჯახების კონკურსი. აღნიშნული პროგრამის განსახორციელებელად მუნიციპალიტეტში ფუნქციონირებს კულტურული დანიშნულების ექვსი ა(ა)იპ, რომელიც მუნიციპალიტეტის ფინანსური მხარდაჭერითა და საკუთარი შემოსულობების გამოყენებით ახორციელებს სხვადასხვა სახის კულტურულ და სანახაობრივ ღონისძიებებს როგორც მუნიციპალიტეტის, ასევე, ქვეყნის მასშტაბით; წარმატებით მონაწილეობენ რესპუბლიკურ და საერთაშორისო კონკურსებში. ა(ა)იპ – კულტურის ცენტრში ფუნქციონირებს ორი თეატრი – ო.აბაშიძის სახ. სახალხო თეატრი და თოჯინების თაეტრი; ორი ანსამბლი – ქორეოგრაფიული ანსამბლი „უბისი" და ხალხური სიმღერის ანსამბლი; სამი ფოლკლორული ჯგუფი, მ. შ. ფოლკლორული ჯგუფი ,,ოდილა“ და ვაჟთა და ქალთა ვოკალური ჯგუფები; ასევე ფუნქციონირებს ხუთი შემოქმედებითი წრე – ხალხური საკრავების, გიტარაზე დაკვრის, მხატვრული კითხვის, ხალხური რეწვისა და დოლზე დაკვრის შემსწავლელი წრეები.წრეებში გაერთიანებულია 50 მოსწავლე; ა(ა)იპ – ცენტრალურ ბიბლიოთეკას მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს მუნიციპალიტეტში წიგნის პროპაგანდასა და ინფორმაციული საზოგადოების შექმნასა და განვითარებაში, მასში გაერთიანებულია დაბის სამი და ტერიტორიულ ერთეულების ოცი საბიბლიოთეკო განყოფილება უნიკალური წიგნადი ფონდებით; ა(ა)იპ – ისტორიულ მუზეუმს, მასში დაცული საინტერესო მასალებით და ექსპოზიციით, მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს მუნიციპალიტეტის კულტურული ცხოვრების ისტორიის წარმოჩენის საკითხში, მასში დაცულია 10500-ზე მეტი ექსპონატი. ტრადიციულად მუზეუმში ყოველ წელს ხორციელდება ათეულობით პროექტი და პროგრამა. ამჟამად მუზეუმს ესაჭიროება რეაბილიტაცია, კერძოდ სამეზეუმო ფონდებისა და ტენიანობის რეჟიმის მოწესრიგება, ასევე ახალი ექსპოზიციის კონცეფციის შემუშავება, რათა გადაიქცეს თანამედროვეობის შესაბამის მუზეუმად. ა(ა)იპ – სამუსიკო სკოლაში ფუნქციონირებს საფორტეპიანო, საორკესტრო, (ვიოლინო) საგუნდო განყოფილებები, სადაც სწავლობს 90 მოსწავლე, რომელსაც ემსახურება 9 პედაგოგი. სკოლის აღსაზრდელები წარმატებით გამოდიან რესპუბლიკურ და საერთაშორისო კონკურსებსა და ფესტივალებში. ა(ა)იპ – ხალხური შემოქმედების სახლთან არსებობს ქორეოგრაფიული ანსაბლი „ საუნჯე“ ასევე ფუნქციონირებს შემდეგი წრეები: ფანდურის, ჩონგურის, ხალხური ზეპირსიტყვიერების, გალობის და ხელით ნაკეთობების შემსავლელი წრეები. ა(ა)იპ – ლიტერატურული თეატრის ძირითადი მიზანი არის მუნიციპალიტეტის კულტურული ცხოვრების პოპულარიზაცია საქართველოს მასშტაბით, დიდებულ მამულიშვილთა ღვაწლის წარმოჩენა, კულტრული კონტაქტების გაღრმავება. თეატრი ყოველწლიურად ატარებს ლიტერატურული კონკურს ,, ოდეონს“ , სამხატვრო პლენერს და სხვადასხვა ლიტერატურულ სპექტაკლებს. გ) ტელერადიომაუწყებლობა და საგამომცემლო საქმიანობა – 53.2 ათასი ლარი (პროგრამული კოდი 05 03) პროგრამის ფარგლებში მოხდება მუნიციპალიტეტის მიერ გამოცემული სხვადასხვა საკანონმდებლო აქტის გამოქვეყნების დაფინანსება. აღნიშნული პროგრამის უზრუნველსაყოფად შექმნილია მოქალაქეთა ჩართულობისა და ინფორმირებულობის მუნიციპალური ცენტრი, როგორც მაკავშირებელი ადგილობრივ თვითმმართველობასა და მოქალაქეთა შორის; ცენტრის ბაზაზე ფუნქციონირებს ცხელი ხაზის სერვისი, ყოველკვირეული გამოცემის საშუალებით ხდება მოსახლეობის ინფორმირებულობა მუნიციპალიტეტის მიერ გაწეული აქტივობების შესახებ; ცენტრის საშუალებით ხორციელდება განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირთა საზოგადოებაში ინტეგრირება. დ) ახალგაზრდული პროგრამების დაფინანსება – 11.0 ათასი ლარი (პროგრამული კოდი 05 04) პროგრამის ფარგლებში დაფინანსდება სხვადასხვა ღონისძიება, რომელიც ხელს შეუწყობს ახალგაზრდა თაობის მეტ ჩართულობას მუნიციპალიტეტის ყოველდღიურ საქმიანობასა და მის განვითარებაში. პროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია სხვადასხვა ღონისძიების დაფინანსება, კერძოდ: ლირიული სიმღერის კონკურსი – ,,იმერეთის ხმა“, მხატვართა ,,საშობაო, საგაზაფხულო და საშემოდგომო ნამუშევრების გამოფენა“ და ფესტივალი ,,იმერული პალიტრა“ ქუთაისობის ტრადიციულ დღესასწაულში მონაწილეობა, მხიარულთა და საზრიანთა კონკურსში მონაწილეობა, იმერეთის თატრალური ფესტივალი, პროექტი ,,მხიარული სტარტების“ ჩატარება. სხვადასხვა ახალგაზრდული პროექტის დაფინანსება, გასვლითი ღონისძიებები სოფლებში და მუნიციპალიტეტის გარეთ, ახალგაზრდების მონაწილეობით. ე) რელიგიის დაფინანსება – 50.0 ათასი ლარი (პროგრამული კოდი 05 05) პროგრამის ფარგლებში ფინანსური მხარდაჭერა გაეწევა მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებულ სხვადასხვა ეკლესია-მონასტერს და სასულიერო გიმნაზიას. 6. მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური უზრუნველყოფა – 813.2 ათასი ლარი (პროგრამული კოდი 06 00) მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვის ხელშეწყობა და მათი სოციალური დაცვა მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს. მუნიციპალიტეტი არსებული რესურსების ფარგლებში განაგრძობს სოციალურად დაუცველი მოსახლეობის სხვადასხვა დახმარებითა და შეღავათით უზრუნველყოფას. ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის ფარგლებში გაგრძელდება საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის მიზნით ადგილობრივ დონეზე სხვადასხვა ღონისძიებების განხორციელება, რაც უზრუნველყოფს არა მხოლოდ მუნიციპალიტეტის, არამედ მთელი ქვეყნის მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვას სხვადასხვა გადამდები და ინფექციური დაავადებისაგან. 7. საზოგადოებრივი ჯანდაცვის მომსახურება – 115.0 ათასი ლარი (პროგრამული კოდი 06 01) პროგრამა ითვალისწინებს სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი ტრანსფერის ფარგლებში და ნაწილობრივ საკუთარი სასხრებიდან (ა)იპ – ხარაგაულის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დაფინანსებას, რათა განხორციელდეს სხვადასხვა ღონისძიება, კერძოდ: ა) მიმდინარე ეპიდემიოლოგიური პროცესების ტენდეციებისა და დინამიკის, ინფექციურ დაავადებათა მაშტაბების, გავრცელების ხასიათისა და მათი სოციალურ-ეკონომიკური მნიშვნელობის ყოველკვარტალურად შესწავლა; ინფექციურ დაავადებათა შემთხვევების კერებში ეპიდემიოლოგიური კვლევების ჩატარება და ეპიდსაწინააღმდეგო ღონისძიებათა რეალიზება; ბ) ყოველთვიურად და საჭიროების მიხედვით ხდება პოლიკლინიკის, საავადმყოფოს, ანტირაბიული კაბინეტის, საექიმო უბნების პირველადი საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის რგოლების მონიტორინგი; გ) ყოველკვარტალურად საექიმო უბნებზე გასვლა აცრებზე მონიტირინგის მიზნით; დ) მოსახლეობის (თვითნებით), სკოლამდელი და სასკოლო ასაკის ბავშვთა გამოკვლევა პარაზიტული ჭიების აღმოჩენის მიზნით; ე) კოღოს გავრცელების საწინააღმდეგო ღონისძიებების ჩატარების ფარგლებში: მცირე სანიტარიული ჰიდროტექნიკური სამუშაოების ჩატარება, წყალსატევების გაწმენდა წყალმცენარეებისაგან, მათი დაშრობა და გამბუზიის გავრცელება; ვ) ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრების მიზნით: ლექცია-საუბრების ჩატარება სხვადსხვა აქტუალურ თემაზე, ჰიგიენაზე; თამბაქოს, ალკოჰოლისა და შიდსის საწინააღმდეგო ბრძოლის პროპაგანდა, სტატიების გამოქვეყნება ადგილობრივ პრესაში. სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში და საჯარო სკოლებში სანიტარიულ-ჰიგიენურ მდგომარეობაზე მონიტორინგი; სილამაზის სალონებში ესთეტიკური და კოსმეტიკური პროცედურების წარმოების ინფექციების პრევენციის და კონტროლის სანიტარულ ნორმებზე ზედამხედველობა. ზ) წლის განმავლობაში სტატისტიკური მონაცემების შეგროვება დამუშავება გადაცემა. თ) სამედიცინო სერვისებისადმი მოსახლეობის ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, შეზღუდულ შესაძლებლობების პირთა გამოკვლევა ბინაზე. სოციალური პროგრამები 698.2 ათასი ლარი (პროგრამული კოდი 06 02) პროგრამა ითვალისწინებს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობის გარკვეული შეღავათებითა და სოციალური დახმარებებით უზრუნველყოფას, სარიტუალო მომსახურების ხარჯების ანაზღაურებას, მოხუცებულთა, მიუსაფართა და სოციალურად დაუცველთა კვებით და უსახლკაროთა საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფას, სხვა სოციალურ ღონისძიებებს, რომლებიც მთლიანობაში უზრუნველყოფენ მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებას. 1. უფასო სასადილოს დაფინანსება – სათნოების სახლი 82.6 ათასი ლარი (პროგრამული კოდი 06 02 01) ქვეპროგრამა ითვალისწინებს სოციალურად დაუცველი მზრუნველობამოკლებული მოხუცების, ინვალიდების და მრავალშვილიანი ოჯახების ყოველდღიურ ერთჯერად კვებას, გარდა კვირა დღისა. სასადილო ემსახურება 70 ბენეფიციარს, მუშაობს ყველა სადღესასწაულო დღეს და დღესასწაული აღინიშნება მცირედი საჩუქრებით. 2. მუნიციპალიტეტში მცხოვრები მოქალაქეების სამედიცინო, ფინანსური და სხვადასხვა სახის დახმარებების პროგრამა (პროგრამული კოდი 06 02 02) 536.6 ათასი ლარი. 2.1. ოპერაციის და სამედიცინო მომსახურების დაფინანსება: ქვეპროგრამა ითვალისწინებს ოპერაციებისა და სამედიცინო მომსახურების თანადაფინსებას იმ თანხის 50%-ით,რომელიც არ ანაზღაურდება საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით, ხოლო სოციალურად დაუცველთათვის, რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 65000-ს – 70%-მდე, არაუმატეს 700 ლარისა; ასევე სამედიცინო კვლევის დაფინანსებას იმავე სქემით, არაუმეტეს 500 ლარისა. ქვეპროგრამა აგრეთვე ითვალისწინებს განსაკუთრებით მძიმე დაავადებებისას დახმარებას მედიკამენტების შესაძენად ოჯახის ერთ წევრზე. 2.2. C ჰეპატიტის ელიმინაციის სახელმწიფო პროგრამის ხელშეწყობა ქვეპროგრამის მიზანს წარმოადგენს ,,C” ჰეპატიტით დაავადებულ პირთა სახელმწიფო პროგრამაში ჩართვის ხელშეწყობა. მუნიციპალიტეტში მცხოვრები ,,C” ჰეპატიტით დაავადებული პირებისათვის სახელმწიფო პროგრამაში ჩართვამდე აუცილებელი, დაავადების სტადიის განსასაზღვრი გამოკვლევების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა. ბენეფიციარის დიაგნოსტირებისათვის სოციალურად დაუცველთა მომსახურება განისაზღვროს კვლევის 30%-ით, ხოლო დანარჩენი მოქალაქეებისთვის – 50%-ით. 2.3. უკიდურესად გაჭირვებული მოსახლეობის ფინანსური დახმარება ქვეპროგრამა ითვალისწინებს მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული მოქალაქეების, რომლებიც სხვადასხვა მიზეზის გამო განიცდიან უკიდურეს გასაჭირს, ერთჯერად ფინანსურ დახმარებას. დახმარება განისაზღვროს არაუმეტეს 200 ლარისა. 2.4. 100 წელს მიღწეულ მოქალაქეთათვის ერთჯერადი დახმარება ქვეპროგრამის მიზანია ხანდაზმული მოქალაქეების პატივისცემა, მათი თანადგომა და მხარდაჭერა. ეს მხარდაჭერა აქტუალურია იმ თვალსაზრისითაც, რომ ბენეფიციართა რაოდენობა ძალზედ მცირეა. თანხა გაიცემა ყველა იმ ბენეფიციარზე, რომელსაც საბიუჯეტო წლის განმავლობაში შეუსრულდება 100 წელი. დახმარების ოდენობა განისაზღვროს 500 ლარით. 2.5.სოციალურად დაუცველი და/ან უპატრონო მიცვალებულთა დაკრძალვის დაფინანსება: პროგრამის მოსარგებლენი არიან მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული სოციალურად დაუცველი გარდაცვლილთა ოჯახები, რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 30000-ს, მათი ოჯახებისათვის გაწეული ერთჯერადი დახმარება განისაზღვრება 200 ლარით. ასევე განხორციელდება ხარაგაულის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული უპატრონო მიცვალებულების დაკრძალვის სარიტუალო მომსახურების დაფინანსება. 2.6. შშმ 18 წლამდე ასაკის პირების დახმარება ქვეპროგრამის ფარგლებში განხორციელდება უნარშეზღუდული და მძიმე ავადმყოფობის მქონე ბავშვების საკურორტო-სარეაბილიტაციო კურსის თანადაფინანსება, ასევე, შშმ პირთა გარემოსთან ხელმისაწვდომობის, მათი საზოგადოებასთან ინტეგრაციის, ჯანმრთელობისა და სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესების სხვადასხვა ღონისძიებები. 2.7. სადღესასწაულო დღეების დახმარება ქვეპროგრამის მიზანია სადღესასწაულო დღეებში (შობა-ახალი წელი, აღდგომა) საზეიმო განწყობის შექმნის მიზნით, უდედმამო ბავშვების, უკიდურესად გაჭირვებული და ინვალიდი მოქალაქეების, იძულებით გადაადგილებული პირების ფინანსური, მატერიალური და მორალური მხარდაჭერა; დედის და ქალთა დღეებთან დაკავშირებით მრავალშვილიან, მარტოხელა, ხანდაზმულ, ტერიტორიული მთლიანობისათვის ომში დაღუპულთა დედების მხარდაჭერა. 2.8. ჰემოდიალიზის სეანსებით მოსარგებლე ბენეფიციარების და ლეიკემიით დაავადებულთა დახმარება ჰემოდიალიზით ჩანაცვლების სეანსებით მოსარგებლე ბენეფიციარები ტრანსპორტის ხარჯის უზრუნველსაყოფად მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან დაფინანსდებიან ყოველთვიურად 100 ლარით. ხოლო მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრებ ლეიკემიით დაავადებულ პირებს მუნიციპალიტეტი წელიწადში გაუწევს 600 ლარის ოდენობით ფინანსურ დახმარებას. 2.9. კოხლეარული იმპლანტით მოსარგებლე 0-18 წლამდე ბავშვების ელემენტით უზრუნველყოფა ხარაგაულის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული კოხლეარული იმპლანტით მოსარგებლე, 0-18 წლამდე არასრულწლოვანი პირების ფუნქციური დამოუკიდებლობის ხარისხის გაუმჯობესებისა და მათი საზოგადოებაში ინტეგრაციის ხელშეწყობის მიზნით, კოხლეარული იმპლანტის აპარატის შეუფერხებელი ფუნციონირებისათვის საჭირო ელემენტის შესაძენად ფინანსური დახმარება წელიწადში 1000 ლარის ოდენობით. 2.10. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ომში დაღუპულთა ოჯახების დახმარება ქვეპროგრამის მიზანია საქრთველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ომში დაღულთა იმ ოჯახების დახმარება, რომლებიც ვერ მოხვდნენ სახელწიფო შემწეობის მიმღებთა რიცხვში. 2.11. კომუნალური ხარჯებისთვის დახმარება ქვეპროგრამის მოსარგებლენი არიან დიდი სამამულო ომის ვეტერანები და ზესტაფონის უსინათლოთა კავშირში გაერთიანებული მუნიციპალიტეტში მცხოვრები უსინათლოები, ასევე საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ომში დაღუპულთა ოჯახები, რომელთა ფინანსური დახმარება განისაზღვრება თვეში 30 ლარის ოდენობით. 2.12. სხვადასხვა სოციალური ღონისძიების ორგანიზება სხვადასხვა ღირშესანიშნავი თარიღების (ფაშიზმზე გამარჯვების, აუტიზმის, დაუნის, ბავშვთა დაცვის, შშმპ დღე და სხვ.) აღნიშვნა, ღონისძიების ორგანიზება, ფასიანი საჩუქრების, გვირგვინების და თაიგულების შეძენა, საზეიმო ვახშმის მოწყობა. 3. სოციალური დაცვისა და უზრუნველყოფის ობიექტების რეაბილიტაცია 10.0 ათასი ლარი (პროგრამული კოდი 06 02 03) ქვეპროგრამის ფარგლებში მოხდება სოციალური დაცვისა და უზრუნველყოფის ობიექტების საოფისე ინვენტარით უზრუნველყოფა. 4. ახალშობილთა ოჯახების დახმარება 37.0 ათასი ლარი (პროგრამული კოდი 06 02 04) ქვეპროგრამა ითვალისწინებს ახალშობილთა ოჯახების ერთჯერად დახმარებას. საბიუჯეტო წლის განმავლობაში დაბადებული ახალშობილთა ოჯახების ერთჯერადი დახმარებები: პირველი ბავშვის შეძენისას -100 ლარი, მეორე ბავშვის შეძენისას -150 ლარი; მესამე ბავშვის შეძენისას -200 ლარი, მეოთხე ბავშვის შეძენისას -250 ლარი, მეხუთე ბავშვის შეძენისას - 300 ლარი და ა.შ. ყოველი მომდევნო ბავშვის შეძენისას. ტყუპების შეძენის შემთხვევაში - 500 ლარი. 5. ვეტერანთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა დაკრძალვის პროგრამა 2.0 ათასი ლარი (პროგრამული კოდი 06 02 05) დიდი სამამულო ომის ვეტერანთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა დაკრძალვის ხარჯების თანადაფინანსება 250 ლარის ოდენობით 6. სტიქიით დაზარალებული და მძიმე საცხოვრებელი პირობების მქონე ოჯახების სოციალური დაცვა და უსახლკაროდ დარჩენილი ოჯახების თავშესაფრით უზრუნველყოფა 30.0 ათასი ლარი (პროგრამული კოდი 06 02 06) ქვეპროგრამის ფარგლებში მოხდება სხვადასხვა სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებულ და მძიმე საცხოვრებელი პირობების მქონე ოჯახთა ერთჯერადი დახმარება დაზიანების ხარისხის მიხედვით. დახმარების გაცემა მოხდება კომისიის დებულების შესაბამისად, სტიქიით დაზარალებულ მოქალაქეთა განცხადებების შემსწავლელი კომისიის წარდგინებით. ასევე, განხორციელდება უსახლკაროდ დარჩენილი ოჯახების მინიმალური საცხოვრებლით უზრუნველყოფა. |
მუხლი 17 |
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ასიგნებები
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ასიგნებები საბიუჯეტო კლასიფიკაციის მიხედვით თანდართული რედაქციით:
|
დოკუმენტის კომენტარები