კულტურული მემკვიდრეობის თვალსაზრისით ღირებული ობიექტებისათვის კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსის მინიჭების თაობაზე

  • Word
კულტურული მემკვიდრეობის თვალსაზრისით ღირებული ობიექტებისათვის კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსის მინიჭების თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 2/436
დოკუმენტის მიმღები საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო
მიღების თარიღი 09/12/2016
დოკუმენტის ტიპი ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 14/12/2016
სარეგისტრაციო კოდი
  • Word
2/436
09/12/2016
ვებგვერდი, 14/12/2016
კულტურული მემკვიდრეობის თვალსაზრისით ღირებული ობიექტებისათვის კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსის მინიჭების თაობაზე
საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო
დროებით, ფაილს შესაძლოა გააჩნდეს ვიზუალური ხარვეზი, სრული ვერსიის სანახავად დააჭირეთ ფაილის გადმოწერას

საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს

გენერალური დირექტორის

ბრძანება №2/436

2016 წლის 9 დეკემბერი

ქ. თბილისი

 

კულტურული მემკვიდრეობის თვალსაზრისით ღირებული ობიექტებისათვის კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსის მინიჭების თაობაზე

 

საქართველოს უმნიშვნელოვანეს ისტორიულ-კულტურულ ფასეულობათა სამართლებრივი დაცვის უზრუნველყოფის მიზნით, ,,საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის” 51-ე, 52-ე, 53-ე მუხლების, ,,კულტურული მემკვიდრეობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-15 მუხლის მე-3 პუნქტისა და საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოსა და კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს შორის გაფორმებული 2015 წლის 30 ოქტომბრის №02 ადმინისტრაციული ხელშეკრულების პირველი მუხლის „ა“ პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

1. მიენიჭოს კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი ამ ბრძანების დანართში მითითებულ ობიექტებს.

2. დაევალოს საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს საინფორმაციო სისტემების სამსახურს ამ ბრძანების დანართში მითითებული ობიექტების მონაცემების ძეგლთა სახელმწიფო რეესტრში ასახვა.

3. დაევალოს სააგენტოს იურიდიულ სამსახურს ამ ბრძანების ამოქმედებიდან ერთი თვის ვადაში ბრძანების დანართში მითითებული ობიექტის მონაცემების კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ინტერნეტგვერდზე ასახვის მიზნით შესაბამისი ღონისძიების განხორციელება.

4. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს დაინტერესებული მხარის მიერ ოფიციალური გაცნობიდან ერთი თვის ვადაში საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში (მისამართი: ქ. თბილისი, სანაპიროს ქუჩა 4).

 

 გენერალური დირექტორი ნიკოლოზ ანთიძე

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

დანართი №1

 

ფოტო

სახელწოდება

 

ადგილმდებარეობა

სახეობა

თარიღი

1.

პეროქსიდული მადნის გამამდიდრებელი ფაბრიკა „პეროფი“

ქ. ჭიათურა, 26 მაისის ქ.
(38.10.31.123 საკადასტრო ერთეულში არსებული
01 და 02 შენობა)

არქიტექტურის/ მეცნიერების, ტექნიკისა და მრეწველობის განვითარებასთან დაკავშირებული ძეგლი

1939-1940 წლები

2

IMG_1019

ხოვლეგორა


კასპის მუნიციპალიტეტი, სოფ. ხოვლე . ამ ბრძანების დანართ №2-ში მითითებულ საზღვრებში

არქეოლოგიური

ძვ.წ. XV - ახ.წ. IV სს.

3

DSCN0303

მთავარანგელოზთა სახელობის ეკლესია

ამბროლაურის მუნიციპალიტეტი, სოფ. ჭელიაღელე

არქიტექტურის

1905-1908 წლები

4

4 mc

საცხოვრებელი სახლი

ქ. ბოლნისი, შ. რუსთაველის ქ. 1

არქიტექტურის

XIXს-ის II ნახევარი

5

Description: D:\Seagate 500 GB Agdgenili\Channo\K A L A  K E B I\bolnisi\BOLNISI\nestan\Qvemo Qartli\Bolnisi\Bolnisi\Bolnisi Saxlebi\Bolnisi Rustaveli\Bolnisi Rustaveli 3\4 ggg.jpg

საცხოვრებელი სახლი

ქ. ბოლნისი, შ. რუსთაველის ქ. 3

არქიტექტურის

XIXს-ის II ნახევარი

 

 

 

 

 

 

 

დანართი 2

 

ხოვლეგორა - ძეგლის საზღვარი

GPშ კოორდინატები: N4640545, E 437576; N4640321, E 438018; N4640123, E437335,
 N4639978, E437596.

xovle_d1196415-390a-4b9a-8400-3ea7af3bc8f9