დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
სენაკის რაიონული სასამართლოს 2016 წლის ანგარიში საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის შესაბამისად საჯარო ინფორმაციის გაცემის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 0 |
დოკუმენტის მიმღები | სენაკის რაიონული სასამართლო |
მიღების თარიღი | 07/12/2016 |
დოკუმენტის ტიპი | საჯარო დაწესებულების ანგარიში |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 20/12/2016 |
სარეგისტრაციო კოდი |
ი ნ ფ ო რ მ ა ც ი ა
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის შესაბამისად
საჯარო ინფორმაციის გაცემის თაობაზე
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის ინფორმაციის თავისუფლების შესახებ მესამე თავით გათვალისწინებული მოთხოვნების შესრულების მიზნით, სენაკის რაიონული სასამართლოს თავმჯდომარის ბრძანებით დადგენილია სენაკის რაიონულ სასამართლოში საჯარო ინფორმაციის გაცემაზე პასუხისმგებელი საჯარო მოსამსახურე.
სასამართლოს საქმიანობის თავისებურებათა გათვალისწინებით სენაკის რაიონული სასამართლოს მიერ საჯარო ინფორმაციის გაცემა მოიცავს: მოთხოვნილი მასალების ქსეროასლების მიწოდებას, სტატისტიკურ მონაცემთა გაცემას, სასამართლოს საქმეების გაცნობას და ა. შ.
2015 წლის 10 დეკემბრიდან 2016 წლის 07 დეკემბრამდე სენაკის რაიონულ სასამართლოში ინფორმაციის გაცემის მოთხოვნით შემოვიდა ,,44” განცხადება, მათ შორის:
საქართველოს რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროდან - 1;
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციიდან - 1;
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციიდან - 4;
საქართველოს სახალხო დამცველის აპარატიდან - 8;
სენაკის საკრებულოსთან არსებული გენდერული საკონსულტაციო საბჭოდან - 1;
GEORGIAN DEMOCRACY INITIATIVE – 2;
“ლიბერალის“ ჟურნალისტიდან - 1;
საერთაშორისო გამჭირვალობა - საქართველოდან - 1;
მოქალაქისაგან - 6;
PHR პარტნიოპრობა ადამიანის უფლებებისდან - 1;
EMC ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტირდან - 4;
IDFI ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტიდან - 1;
სადაზღვევო კომპანია ალფადან - 1;
სამოქალაქო ჩართულობის ცენტრიდან - 1;
მართლმსაჯულების განვითარების ცენტრიდან - 8;
სამეგრელო ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურიდან - 1;
ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფიდან - 1;
სამეგრელო ზემო სვანეთის სატყეო სამსახურიდან - 1;
შემოსული განცხადებებიდან:
დაკმაყოფილდა - 33 მოთხოვნა;
ნაწილობრივ დაკმაყოფილდა - 3 მოთხოვნა;
არ დაკმაყოფილდა - 5 მოთხოვნა;
ქვემდებარეობით გადაიგზავნა - 3 მოთხოვნა;
მოთხოვნის დაკმაყოფილების ან მასზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილება მიღებული იქნა შემდეგი საჯარო მოსამსახურის მიერ
შალვა კაჭარავა - 2012 წლის 06 იანვრიდან სენაკის რაიონული სასამართლოში საჯარო ინფორმაციაზე პასუხისმგებელი პირი.
საჯარო ინფორმაციაში შესწორების შეტანის მოთხოვნა სენაკის რაიონულ სასამართლოში არ შემოსულა. საანგარიშო პერიოდში საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის შესახებ საჩივარი არ შემოსულა.
საანგარიშო პერიოდში საჯარო მოსამსახურეების მიერ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის დარღვევის და პასუხისმგებელი პირებისათვის დისციპლინური სახდელის დადების ფაქტს ადგილი არ ჰქონია.
სენაკის რაიონულ სასამართლოში
საჯარო ინფორმაციის გაცემაზე პასუხისმგებელი პირი,
სასამართლოს მენეჯერი
შალვა კაჭარავა
დოკუმენტის კომენტარები