დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„ვირტუალური ზონის პირის სტატუსის მინიჭების წესისა და პირობების და ვირტუალური ზონის პირის სტატუსის მიმნიჭებელი პირის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 26 იანვრის №49 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 536 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
მიღების თარიღი | 09/12/2016 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 13/12/2016 |
სარეგისტრაციო კოდი | 040030000.10.003.019603 |
|
„ვირტუალური ზონის პირის სტატუსის მინიჭების წესისა და პირობების და ვირტუალური ზონის პირის სტატუსის მიმნიჭებელი პირის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 26 იანვრის №49 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „ვირტუალური ზონის პირის სტატუსის მინიჭების წესისა და პირობების და ვირტუალური ზონის პირის სტატუსის მიმნიჭებელი პირის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 26 იანვრის №49 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 07/02/2011, 040030000.10.003.016221) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული − „ვირტუალური ზონის პირის სტატუსის მინიჭების წესისა და პირობების“:
1. მე-3 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. ვირტუალური ზონის პირის სტატუსის მისაღებად კანდიდატმა განცხადებით უნდა მიმართოს საფინანსო-ანალიტიკურ სამსახურს. კანდიდატი ელექტრონულად ავსებს საფინანსო-ანალიტიკური სამსახურის ვებგვერდზე (www.fas.ge) განთავსებული განცხადების ფორმას, რომელსაც აგზავნის საფინანსო-ანალიტიკურ სამსახურში.“. 2. მე-4 და მე-5 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 4. სტატუსის მინიჭების ვადები 1. საფინანსო-ანალიტიკური სამსახური კანდიდატს სტატუსს ანიჭებს „საინფორმაციო ტექნოლოგიური ზონების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ ვადაში. 2. სტატუსის მინიჭებიდან არაუგვიანეს 2 (ორი) სამუშაო დღისა საფინანსო-ანალიტიკური სამსახურის მიერ ვირტუალური ზონის პირზე გაიცემა ელექტრონული სერტიფიკატი, რომელიც ქვეყნდება საფინანსო-ანალიტიკური სამსახურის ვებგვერდზე (www.fas.ge). 3. ინფორმაცია კანდიდატისათვის ვირტუალური ზონის პირის სტატუსის მინიჭების თაობაზე სტატუსის მინიჭებიდან 2 (ორი) სამუშაო დღის ვადაში საფინანსო-ანალიტიკური სამსახურის მიერ წერილობით ეცნობება სსიპ − შემოსავლების სამსახურს. 4. სტატუსი გაიცემა უვადოდ. მუხლი 5. სტატუსის გაუქმება 1. საფინანსო-ანალიტიკური სამსახური აუქმებს ვირტუალური ზონის პირის სტატუსს: ა) თუ ვირტუალური ზონის პირის მიერ მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად მიღებული სტატუსი გამოყენებული იქნება გადასახადების გადახდისაგან თავის არიდების მიზნით; ბ) ვირტუალური ზონის პირის ელექტრონული განცხადების საფუძველზე, რომელიც იგზავნება საფინანსო-ანალიტიკური სამსახურის ვებგვერდის (www.fas.ge) საშუალებით. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, საფინანსო-ანალიტიკური სამსახური სტატუსს აუქმებს შესაბამისი ორგანოს მიერ მისთვის მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე. 3. ინფორმაცია კანდიდატისათვის ვირტუალური ზონის პირის სტატუსის გაუქმების თაობაზე სტატუსის გაუქმებიდან 2 (ორი) სამუშაო დღის ვადაში საფინანსო-ანალიტიკური სამსახურის მიერ წერილობით ეცნობება სსიპ − შემოსავლების სამსახურს. 4. ვირტუალური ზონის პირის სტატუსის გაუქმების შემთხვევაში უქმდება შესაბამისი ელექტრონული სერტიფიკატი, რის საფუძველზეც, საფინანსო-ანალიტიკური სამსახური სტატუსის გაუქმებიდან 2 (ორი) სამუშაო დღის ვადაში, უზრუნველყოფს აღნიშნული ელექტრონული სერტიფიკატის წაშლას საფინანსო-ანალიტიკური სამსახურის ვებგვერდიდან (www.fas.ge).“. |
მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
დოკუმენტის კომენტარები