ღია მმართველობის პარტნიორობის საქართველოს 2016-2017 წლების სამოქმედო გეგმის დამტკიცების შესახებ

ღია მმართველობის პარტნიორობის საქართველოს 2016-2017 წლების სამოქმედო გეგმის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 539
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 09/12/2016
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 09/12/2016
სარეგისტრაციო კოდი 010240010.10.003.019597
539
09/12/2016
ვებგვერდი, 09/12/2016
010240010.10.003.019597
ღია მმართველობის პარტნიორობის საქართველოს 2016-2017 წლების სამოქმედო გეგმის დამტკიცების შესახებ
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №539

2016 წლის 9 დეკემბერი

   ქ. თბილისი

 

ღია მმართველობის პარტნიორობის საქართველოს 2016-2017 წლების სამოქმედო გეგმის დამტკიცების შესახებ

მუხლი 1
„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის შესაბამისად, დამტკიცდეს თანდართული „ღია მმართველობის პარტნიორობის საქართველოს 2016-2017 წლების სამოქმედო გეგმა“.

 

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიგიორგი კვირიკაშვილი



ღია მმართველობის პარტნიორობის საქართველოს 2016-2017 წლების სამოქმედო გეგმა

სარჩევი


შესავალი

სამოქმედო გეგმის შემუშავების პროცესი

ღია მმართველობა საქართველოს ფორუმი − ეროვნული საკოორდინაციო მექანიზმი

საჯარო კონსულტაციები

არასამთავრობო ორგანიზაციათა რეკომენდაციები

მესამე სამოქმედო გეგმის ნოვაციები

საქართველო – ღია მმართველობის პარტნიორობის თანათავმჯდომარე ქვეყანა  2016-2018

გამოწვევა I: საჯარო სერვისების გაუმჯობესება

ვალდებულება 1: შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების მოთხოვნებთან იუსტიციის სახლის სერვისების ადაპტირება

ვალდებულება 2: ჯანმრთელობის დაცვის ერთიანი  სისტემის საინფორმაციო პორტალის დანერგვა

ვალდებულება 3: ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის სფეროში ლიცენზიების ელექტრონული სისტემის დანერგვა

ვალდებულება 4: ენერგეტიკის დარგობრივი სივრცითი (გეოგრაფიული) მონაცემების ვებპორტალის შექმნა

ვალდებულება 5: ინოვაციების ეკოსისტემის შექმნა

ვალდებულება 6: სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და განკარგვის ელექტრონული პორტალი – მომხმარებლის მოდული

გამოწვევა II: საჯარო სექტორში კეთილსინდისიერების ამაღლება

ვალდებულება 7: ინფორმაციის თავისუფლების კანონის შემუშავება

ვალდებულება 8: სამთავრობო პოლიტიკისა და საკანონმდებლო აქტების მონიტორინგისა და შეფასების სისტემის შემუშავება

ვალდებულება 9: თანამდებობის პირთა ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციების მონიტორინგის სისტემის დანერგვა

ვალდებულება 10: სასამართლო გადაწყვეტილებების გამოქვეყნების ერთიანი წესის დადგენა

ვალდებულება 11: რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის დარგში გამჭვირვალობის და კეთილსინდისიერების სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შემუშავება

ვალდებულება 12: მსჯავრდებულთა მონაცემთა ბაზის სრულყოფა და პენიტენციური დეპარტამენტის სრულად გადასვლა ელექტრონულ საქმისწარმოებაზე

ვალდებულება 13: სატელეფონო საუბრის ფარული მიყურადების მონაცემების გამოქვეყნება დანაშაულის კვალიფიკაციისა და გეოგრაფიული არეალის მიხედვით

გამოწვევა III: საჯარო რესურსების უკეთესი მართვა

ვალდებულება 14: საჯარო ფინანსების ზედამხედველობის (საჯარო აუდიტის) პროცესში მოქალაქეთა ჩართულობის გაზრდა

ვალდებულება 15: ელექტრონული ინოვაციები საჯარო შესყიდვების მეტი გამჭვირვალობისა და ეფექტიანობისთვის

გამოწვევა IV: უსაფრთხო გარემოს შექმნა

ვალდებულება 16: გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსის მიღება

ვალდებულება 17: „112“-თან დაკავშირების ალტერნატიული არხის – მობილური აპლიკაციის დანერგვა

ვალდებულება 18: დანაშაულის პრევენციის მიზნით შექმნილი ადგილობრივი საბჭოების განვითარება

გამოწვევა V: კორპორატიული პასუხისმგებლობის გაუმჯობესება

ვალდებულება 19: ეკონომიკური აგენტებისათვის გზამკვლევის შემუშავება

ვალდებულება 20: კომერციული მომსახურების ხარისხის კონტროლის პროგრამის შემუშავება და დანერგვა

ვალდებულება 21: კომპანიების მიერ ანგარიშების ელექტრონულად წარმოდგენა და ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა

მუნიციპალიტეტების ორგანოები

გამოწვევა II: საჯარო სექტორში კეთილსინდისიერების ამაღლება

ვალდებულება 22: ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ვებგვერდზე პეტიციების ელექტრონული პორტალისა და „ზუგდიდი-INFO”-ს დანერგვა

ვალდებულება 23: ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო სხდომების გამჭვირვალობა

გამოწვევა III: საჯარო რესურსების უკეთესი მართვა

ვალდებულება 24: ქალაქ ქუთაისის, ქალაქ ბათუმის, ქალაქ ახალციხისა და ოზურგეთის მუნიციპალიტეტების ბიუჯეტების დაგეგმვის ელექტრონული მექანიზმის შექმნა

შესავალი

საქართველოს მთავრობა მმართველობის ღიაობას, გამჭვირვალობას, საზოგადოების წინაშე ანგარიშვალდებულებასა და გადაწყვეტილების მიღების პროცესში მოქალაქეთა ჩართულობას დემოკრატიული საზოგადოებისთვის ფუძემდებლურ ღირებულებებად მიიჩნევს და ერთგულად განაგრძობს ღია მმართველობის პარტნიორობის (Open Government Partnership – OGP) დამფუძნებელი პრინციპების დამკვიდრებას საჯარო მმართველობაში.

საქართველო ერთ-ერთი პირველი ქვეყანა იყო, რომელიც 2011 წელს OGP-ის შეუერთდა და, აწ უკვე განხორციელებული ორი სამოქმედო გეგმის შესაბამისად, არა ერთი მნიშვნელოვანი რეფორმაც განახორციელა.

2014 წელს საქართველო OGP-ის მმართველო კომიტეტის წევრი გახდა, ხოლო 2016 წელს – თანათავმჯდომარე სახელმწიფო. წინამდებარე დოკუმენტი საქართველოს რიგით მესამე სამოქმედო გეგმაა.

სამოქმედო გეგმის შემუშავების პროცესი

ღია მმართველობა საქართველოს 2016-2017 წლების სამოქმედო გეგმა (შემდგომში სამოქმედო გეგმა) შემუშავებულია ღია მმართველობა საქართველოს სამდივნოს (საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტი) მიერ, სამოქალაქო და ბიზნეს სექტორთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან მჭიდრო თანამშრომლობით, ღია მმართველობა საქართველოს ფორუმის (შემდგომში – „ფორუმი“) ფარგლებში. სამდივნომ სამუშაო პროცესი ფორუმის წევრ საჯარო უწყებებთან და არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობით დაიწყო. მათი მხრიდან სამდივნოს წარედგინა წინადადებები და იდეები იმ სამომავლო ვალდებულებების შესახებ, რომლებიც, მათი აზრით, ახალი სამოქმედო გეგმის ნაწილი უნდა გამხდარიყო. გარდა ამისა, სამდივნომ ინდივიდუალური შეხვედრების რეჟიმში  იმუშავა იმ უწყებებთან, რომლებიც მანამდე ღია მმართველობა საქართველოს საქმიანობაში არ ყოფილან ჩართულნი.

ამის შედეგად, სამდივნომ მიიღო ფორუმის ძველი და პოტენციური წევრების მიერ წარმოდგენილი ვალდებულებების ფართო ნუსხა.

სამდივნოს თავიანთი რეკომენდაციები წარუდგინეს, აგრეთვე, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებმაც. მათი იდეების უმეტესობა ვალდებულებების სახით აისახა გეგმაში. კონსულტაციების პროცესში აქტიურად მონაწილეობდა და სამდივნოს მხარს უჭერდა USAID-ის პროექტი „დემოკრატიული მმართველობის ინიციატივა საქართველოში“ (GGI). საკონსულტაციო შეხვედრების შემდეგ პროექტმა სამდივნოს  რეკომენდაციები წარუდგინა, რომლებიც შემდგომში სამოქმედო გეგმაში აისახა.

ღია მმართველობა საქართველოს ფორუმი − ეროვნული საკოორდინაციო მექანიზმი

ფორუმი ღია მმართველობა საქართველოს მუდმივმოქმედი ეროვნული კოორდინაციის მექანიზმია. ფორუმის მიზნები, საქმიანობის წესი და სხვა პროცედურული საკითხები გაწერილია ფორუმის სახელმძღვანელო წესებში, რომლებიც ღია მმართველობა საქართველოს სამდივნომ ფორუმის წევრებთან ერთად შეიმუშავა. ფორუმის შემადგენლობა ეტაპობრივად იზრდება პასუხისმგებელი უწყებებისა და ადგილობრივი თუ საერთაშორისო ორგანიზაციების უკეთესი წარმომადგენლობის უზრუნველყოფის მიზნით. მესამე სამოქმედო გეგმის შემუშავების მიზნით ფორუმს 17 ახალი წევრი შემოემატა.

ფორუმს ხელმძღვანელობენ თანათავმჯდომარეები, რომელთაგან ერთი საქართველოს მთავრობას, ხოლო, მეორე არასამთავრობო ორგანიზაციებს წარმოადგენს. არასამთავრობო ორგანიზაციები ერთობლივად წარუდგენენ ფორუმს თავიანთ კანდიდატს, რომელსაც ირჩევს ფორუმი. ფორუმის ფუნქციებს შორისაა სამოქმედო გეგმის მომზადების ხელშეწყობა, საჯარო კონსულტაციების დაგეგმვა და ჩატარება, სამოქმედო გეგმის იმპლემენტაციის მონიტორინგი და ხელშეწყობა, ღია მმართველობის პარტნიორობის შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლება. ახალი მოდელით ფორუმი სრულად ეხმიანება ამ თემაზე ღია მმართველობა საქართველოს შეფასების დამოუკიდებელი მექანიზმის (IRM) რეკომენდაციებს. ფორუმი რეგულარულად იკრიბება  საქართველოს იუსტიციის სამინისტროში ყოველი თვის პირველ ოთხშაბათს.

მესამე სამოქმედო გეგმის შემუშავებას დაეთმო ფორუმის სამი შეხვედრა, მათ შორის, ერთი გაფართოებული მრგვალი მაგიდა, აგრეთვე, ინდივიდუალური შეხვედრები და ინტენსიური კონსულტაციები სამდივნოს, პასუხისმგებელ უწყებებსა და სამოქალაქო საზოგადოებას შორის. სამოქმედო გეგმის საბოლოო პროექტი ფორუმმა თავის გაფართოებულ სხდომაზე 2016 წლის 24 ივნისს განიხილა.

საჯარო კონსულტაციები

OGP-ის რეგულაციებით განსაზღვრულია, რომ სამოქმედო გეგმა უნდა შემუშავდეს ფართო საზოგადოებასთან კონსულტაციის გზით. OGP-ის მიერ შემუშავებული სახელმძღვანელო წესების[1] შესაბამისად, ფორუმმა, არასამთავრობო ორგანიზაციათა რეკომენდაციების საფუძველზე და მათი უშუალო ჩართულობით, საქართველოს მასშტაბით ჩასატარებელი საჯარო კონსულტაციების გეგმა შეიმუშავა: დეტალურად გაიწერა შეხვედრების მიზანი, ფარგლები, შეხვედრების გამართვაზე პასუხისმგებელი არასამთავრობო და სამთავრობო სექტორის წარმომადგენლები.

საჯარო კონსულტაციები, „USAID“-ის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრებისა და სსიპ „სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს“ საზოგადოებრივი ცენტრების მხარდაჭერით, საქართველოს 15 ქალაქში ჩატარდა. საქართველოს მასშტაბით გამართულ 19 შეხვედრაში მონაწილეობა მიიღო 800-მდე დაინტერესებულმა პირმა. საჯარო კონსულტაციებში მუნიციპალიტეტების, მედიის, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები, სტუდენტები, პროფესორ-მასწავლებლები და სხვა დაინტერესებული მოქალაქეები მონაწილეობდნენ. საჯარო კონსულტაციებში საკუთარი წვლილი შეიტანა საქართველოს ადგილობრივმა მედიამ, როგორც შეხვედრებში მონაწილეობის მიღებით, ისე საჯარო კონსულტაციებისა და სამოქმედო გეგმის შემუშავების პროცესში მოქალაქეთა მონაწილეობის შესაძლებლობების შესახებ ინფორმაციის გავრცელებით.

სამოქმედო გეგმაში შესული რამდენიმე ვალდებულება შერჩეულია საჯარო კონსულტაციების შედეგად. მათ შორისაა მუნიციპალიტეტების ვალდებულებები ბიუჯეტის შემუშავების ჩართულობითი პროცესის შესახებ, ადგილობრივ თვითმმართველობაში პროცესების ღიაობისა და იუსტიციის სახლის შეზღუდული შესაძლებლობების პირებისთვის ადაპტირების შესახებ.

არასამთავრობო ორგანიზაციათა რეკომენდაციები

ღია მმართველობა საქართველოს სამდივნომ ახალი სამოქმედო გეგმის ვალდებულებებთან დაკავშირებით რეკომენდაციები რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციისაგან მიიღო. მათ შორის არიან ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI), ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია და საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო. აღნიშნული რეკომენდაციების გაზიარების მიზნით სამდივნომ რელევანტურ უწყებებთან ინდივიდუალური შეხვედრები გამართა. ამის შედეგად, რეკომენდაციების ნაწილი სამოქმედო გეგმის შესაბამის ვალდებულებში აისახა. გარდა ამისა, სამდივნოს რეკომენდაციით მიმართეს ამერიკის სავაჭრო პალატამ და საერთაშორისო სავაჭრო პალატამ. ამასთან, გაიმართა შეხვედრა „ფონდი ღია საზოგადოება – საქართველოს“ წარმომადგენლებთან, მუნიციპალიტეტების ღია მმართველობა საქართველოს პროგრამაში ჩართვასთან დაკავშირებით. დაბოლოს, საჯარო კონსულტაციების შემდეგ სამდივნოს რეკომენდაციები წარუდგინა GGI-მაც. სამდივნოს მიერ მოხდა თითოეული რეკომენდაციის განხილვა მათი OGP-ის პრინციპებთან შესაბამისობის დადგენის მიზნით. ამასთან, სამდივნომ არასამთავრობო ორგანიზაციების იდეები ინდივიდუალური შეხვედრების რეჟიმში გაიარა ყველა იმ უწყებასთან, რომლის კომპეტენციაშიც უნდა შესულიყო, სამოქმედო გეგმაში შესაბამისი ვალდებულების შეტანის შემთხვევაში, მოწოდებული იდეის განხორცილება.

რეკომენდაციებისა და სამოქმედო გეგმის საბოლოო განხილვა ფორუმის გაფართოებულ სხდომაზე 2016 წლის 24 ივნისს გაიმართა. რეკომენდაციებთან ერთად ფორუმს OGP-ის სამდივნოსგან მიღებული კომენტარები წარედგინა. ამავე სხდომაზე ფორუმი სამოქმედო გეგმის პროექტის საბოლოო ვერსიაზე შეთანხმდა.

სამოქმედო გეგმის მიმოხილვა

სამოქმედო გეგმაში გაერთიანებულია 24 პასუხისმგებელი უწყების 24 ვალდებულება, რომლებიც შესაბამისობაშია OGP-ის პრინციპებთან − გამჭვირვალობა, ანგარიშვალდებულება, მოქალაქეთა ჩართულობა, ტექნოლოგია და ინოვაცია გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულებისათვის.

სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული ვალდებულებები პასუხობს OGP-ის ხუთივე გამოწვევას: საჯარო მომსახურების გაუმჯობესება, საჯარო სექტორში კეთილსინდისიერების ამაღლება, საჯარო რესურსების უკეთესი მართვა, უსაფრთხო გარემოს შექმნა და კორპორატიული პასუხისმგებლობის გაუმჯობესება.

საჯარო მომსახურების გაუმჯობესების გამოწვევაში გაერთიანებულია ექვსი ვალდებულება:

- შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების მოთხოვნებთან იუსტიციის სახლის მიერ გაცემული სერვისების ადაპტირება;

- ჯანმრთელობის დაცვის ერთიანი  სისტემის საინფორმაციო პორტალის დანერგვა;

- ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის სფეროში ლიცენზიების ელექტრონული სისტემის დანერგვა;

- ენერგეტიკის დარგობრივი სივრცითი (გეოგრაფიული) მონაცემების ვებპორტალის შექმნა;

- ინოვაციების ეკოსისტემის შექმნა;

- სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და განკარგვის ელექტრონული პორტალი – მომხმარებლის მოდული.

სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული მომდევნო შვიდი ვალდებულება საჯარო სექტორში კეთილსინდისიერების ამაღლების გამოწვევას უკავშირდება. ეს ვალდებულებებია:

- ინფორმაციის თავისუფლების რეფორმის ბოლო ფაზის განხორციელება;

- სამთავრობო პოლიტიკისა და საკანონმდებლო აქტების მონიტორინგისა და შეფასების სისტემის შემუშავება;

- თანამდებობის პირთა ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციების მონიტორინგის სისტემის დანერგვა;

- სასამართლო გადაწყვეტილებების გამოქვეყნების ერთიანი წესის დადგენა;

- რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის დარგში გამჭვირვალობის და კეთილსინდისიერების სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შემუშავება;

- მსჯავრდებულთა მონაცემთა ბაზის სრულყოფა და პენიტენციური დეპარტამენტის სრულად გადასვლა ელექტრონულ საქმისწარმოებაზე;

- სატელეფონო საუბრის ფარული მიყურადების მონაცემების გამოქვეყნება დანაშაულის კვალიფიკაციისა და გეოგრაფიული არეალის მიხედვით.

სამოქმედო გეგმა საჯარო რესურსების უკეთესი მართვის გამოწვევას ორი მნიშვნელოვანი ვალდებულებით პასუხობს:

- საჯარო ფინანსების ზედამხედველობის (საჯარო აუდიტის) პროცესში მოქალაქეთა ჩართულობის გაზრდა;

- საჯარო შესყიდვების მეტი გამჭვირვალობისთვის ელექტრონული ინოვაციების განვითარება.

სამი ვალდებულებაა გაერთიანებული უსაფრთხო გარემოს შექმნის გამოწვევის ქვეშ:

- გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსის მიღება;

- „112“-თან დაკავშირების ალტერნატიული არხის – მობილური აპლიკაციის დანერგვა;

- დანაშაულის პრევენციის მიზნით შექმნილი ადგილობრივი საბჭოების განვითარება.

ღია მმართველობა საქართველოს სამოქმედო გეგმაში პირველად ასახული მეხუთე გამოწვევის, კორპორატიული პასუხისმგებლობის გაუმჯობესების, ნაწილში გვხვდება სამი ვალდებულება:

- ეკონომიკური აგენტებისათვის გზამკვლევის შემუშავება;

- კომერციული მომსახურების ხარისხის კონტროლის პროგრამის შემუშავება და დანერგვა;

- კომპანიების მიერ ანგარიშების ელექტრონულად წარმოდგენა და ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა.

მუნიციპალიტეტები სამოქმედო გეგმის 2 გამოწვევას – საჯარო სექტორში კეთილსინდისიერების ამაღლებასა და საჯარო რესურსების უკეთეს მართვას შემდეგი ვალდებულებებით უპასუხებენ:

- ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ვებგვერდზე პეტიციების ელექტრონული პორტალისა და „ზუგდიდი-INFO”-ს დანერგვა;

- ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო სხდომების გამჭვირვალობა;

- ქალაქ ქუთაისის, ქალაქ ბათუმის, ქალაქ ახალციხისა და ოზურგეთის მუნიციპალიტეტების ბიუჯეტების დაგეგმვის ელექტრონული მექანიზმის დანერგვა.

სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული ღონისძიებები განხორციელდება 2017 წელს, განმახორციელებელი უწყებებისათვის შესაბამისი ბიუჯეტებით განსაზღვრული ასიგნებების გათვალისწინებით.

აქვე გასათვალისწინებელია, რომ ზოგიერთი ვალდებულების შესრულებას შეიძლება დაბრკოლება შეუქმნას შეზღუდვებმა 2017 წლის საბიუჯეტო ასიგნებებში.

მესამე სამოქმედო გეგმის ნოვაციები

ახალი სამოქმედო გეგმით პასუხისმგებელი უწყებების რაოდენობა 17-დან 24-მდე იზრდება. მათ შორის არიან ისეთი უწყებები, რომლებსაც არც ერთი წინამორბედი გეგმით ვალდებულება არ ჰქონიათ აღებული. თითოეულ მათგანს სამდივნო ინდივიდუალურად შეხვდა და მიაწოდა სრული ინფორმაცია ღია მმართველობა საქართველოს შესახებ, რის შედეგადაც მათ მიერ მიღებულ იქნა გადაწყვეტილება ფორუმში გაწევრიანების შესახებ.

სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული ვალდებულებების თემატიკა მკვეთრად გაფართოებულია.  ღია მმართველობა საქართველოს არსებობის მანძილზე პირველად ვალდებულებების ნაწილი მოიცავს გარემოს დაცვის, ჯანდაცვის, კონკურენციის, ენერგეტიკისა და მომხმარებელთა უფლებებთან დაკავშირებულ საკითხებს, სასჯელაღსრულებისა და პროკურატურის კომპეტენციაში შემავალ თემებს. გარდა ამისა, ახალი სამოქმედო გეგმა პირველად ასახავს ღია მმართველობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოწვევის – კორპორატიული პასუხისმგებლობის გაუმჯობესების საპასუხო სამ ვალდებულებას.

გეგმის კიდევ ერთი ნოვაციაა მუნიციპალიტეტების ჩართულობა. პირველად ღია მმართველობა საქართველოს სამოქმედო გეგმა ცალკე, დამოუკიდებელ კომპონენტად მოიაზრებს მუნიციპალიტეტების ვალდებულებებსაც. კონსულტაციების შედეგად სამდივნომ მიიღო ხუთი მუნიციპალიტეტის საკრებულოს ინიციატივა ეროვნულ სამოქმედო გეგმაში ვალდებულებების გათვალისწინების თაობაზე.

სამოქმედო გეგმის შემუშავების პროცესში სამდივნომ ორი შეხვედრა გამართა ბიზნესის წარმომადგენლებთან: ამერიკის სავაჭრო პალატასა და საერთაშორისო სავაჭრო პალატასთან. შეხვედრები მიზნად ისახავდა მათი იდეებისა და რეკომენდაციების გაცნობას. შემდეგი შეხვედრა საჯარო კონსულტაციების ფარგლებში ამერიკის სავაჭრო პალატისა და USAID-ის პროექტის GGI-ს ორგანიზებით გაიმართა, რომელსაც სავაჭრო პალატის წარმომადგენლების გარდა, საერთაშორისო აუდიტისა და ბიზნესის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ. კონსულტაციების დასრულების შემდგომ, ამერიკის სავაჭრო პალატა ფორუმს ახალ წევრად შემოუერთდა.

საქართველო – ღია მმართველობის პარტნიორობის თანათავმჯდომარე ქვეყანა  2016-2018

OGP-ს საქმიანობასა და მიმართულებებს განსაზღვრავს მმართველი კომიტეტი (Steering Committee), რომელიც არჩევნების გზით კომპლექტდება წევრ მთავრობათა და არასამთავრობო ორგანიზაციათა თანაბარი რაოდენობის წარმომადგენლებით. 2014 წელს საქართველო  OGP-ის მმართველი კომიტეტის წევრად აირჩიეს. 2016 წლის 4 მაისს კი მმართველმა კომიტეტმა, ხმათა უმრავლესობით, საქართველო OGP-ის თანათავმჯდომარედ 2 წლიანი (ოქტომბერი 2016 – ოქტომბერი 2018) ვადით აირჩია. 2017 წლის ოქტომბრიდან, საქართველო წამყვანი თანათავმჯდომარე გახდება ერთი წლის ვადით.

OGP-ის თანათავმჯდომარე ქვეყნის სტატუსი მნიშვნელოვან შესაძლებლობებსა და პასუხისმგებლობებს გულისხმობს. პარტნიორობის განვითარების მიზნით, საქართველოს მთავრობას რამდენიმე გამოკვეთილი მიზანი აქვს, მათ შორის: მსოფლიოს, განსაკუთრებით კი რეგიონის მასშტაბით, ღია მმართველობის პარტნიორობის საქმიანობისა და მიზნების მთავრობებში პოპულარიზაცია. ეს საქართველოს შესაძლებლობას მისცემს დაგროვილი ცოდნა გაუზიაროს OGP-ის წევრ თუ არაწევრ ქვეყნებს და ხელი შეუწყოს სხვადასხვა სფეროში მთავრობათა შორის ერთობლივი მიზნების გაჩენას. საქართველოს მთავრობა განსაკუთრებულ აქცენტს გააკეთებს იმ ქვეყნებზე, რომლებსაც, მმართველი კომიტეტის შეფასებით, კონკრეტული მიმართულებით მხარდაჭერა სჭირდებათ. მთავრობა ასევე იმუშავებს პარტნიორ ქვეყნებთან ერთად ისეთი ვალდებულებების წახალისებაზე, რომლებიც მოქალაქის ყოველდღიურ ცხოვრებას აუმჯობესებს (მაგ.: საჯარო სერვისების ხელმისაწვდომობა, ინფორმაციის თავისუფლება და სხვა.). საქართველო ასევე პარტნიორობის ახალი წევრებით გაფართოებაზე იმუშავებს. 

საქართველო OGP-ის მმართველი კომიტეტის თავმჯდომარის პოსტს თანათავმჯდომარეობის ერთწლიანი ვადის ამოწურვის შემდეგ დაიკავებს.[2]

გამოწვევა I: საჯარო სერვისების გაუმჯობესება

ვალდებულება 1: შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების მოთხოვნებთან იუსტიციის სახლის სერვისების ადაპტირება

ღია მმართველობა საქართველოს 2014-2015 წწ. სამოქმედო გეგმის ფარგლებში სსიპ – იუსტიციის სახლმა[3] წარმატებით დანერგა მოქალაქეებთან ორმხრივი უკუკავშირის სისტემა – „მომხმარებლის ხმა“. პროგრამის მეშვეობით მომხმარებლებს შეუძლიათ შეავსონ სპეციალური აპლიკაცია[4] და თავიანთი შენიშვნები/რეკომენდაციები იუსტიციის სახლს მიაწოდონ. თავის მხრივ, იუსტიციის სახლი ვალდებულია 30 დღის ვადაში განიხილოს მიღებული წერილი, შესაძლებლობის შემთხვევაში გადადგას კონკრეტული ნაბიჯები და, ამის შემდეგ, დაუკავშირდეს მოქალაქეს, რათა მას საქმესთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაცია მიაწოდოს.

2015 წლის ნოემბერში იუსტიციის სახლს, „მომხმარებლის ხმის“ გამოყენებით, წერილით მიმართა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე (შემდგომში – შშმ) მოქალაქემ. წერილის ავტორი აღწერდა სირთულეებს, რომლებიც შშმ პირებს იუსტიციის სახლში, საჯარო თუ კერძო მომსახურებების მიღებისას ექმნებათ. წერილში მოცემული იყო, აგრეთვე, კონკრეტული რეკომენდაციები ამ პრობლემის მოსაგვარებლად.

იუსტიციის სახლმა წერილის ავტორ შშმ პირთან და ამ სფეროს სხვა კვალიფიციურ ორგანიზაციებთან ერთად შეიმუშავა ახალი პროექტი, რომელიც მოგვიანებით ღია მმართველობა საქართველოს მე-3 სამოქმედო გეგმის წინამდებარე ვალდებულებად ჩამოყალიბდა.

ვალდებულების მიზანია, იუსტიციის სახლის ინფრასტრუქტურამ დააკმაყოფილოს ის სტანდარტები, რომლებიც აუცილებელია შშმ პირების შეუფერხებლად გადაადგილებისა და მათ მიერ მომსახურების მიღებისათვის. საწყის ეტაპზე, იუსტიციის სახლმა მიიღო გადაწყვეტილება, შშმ პირთა საჭიროებებს შეუსაბამოს თბილისის ფილიალი.

- თბილისის იუსტიციის სახლის მომსახურების დარბაზში უსინათლო და მცირემხედველი შშმ პირებისთვის შეიქმნება სპეციალური ნავიგაციის სისტემა;

- თბილისის, ბათუმისა და ქუთაისის იუსტიციის სახლების თანამშრომელთა დატრენინგება შშმ პირებთან კომუნიკაციის უნარ-ჩვევებთან დაკავშირებით.

განხორციელების ვადა: 2016-2017 წწ.

ვალდებულებაა 1: შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების მოთხოვნებთან

იუსტიციის სახლის სერვისების

ადაპტირება

წამყვანი დაწესებულება

სსიპ – იუსტიციის სახლი, საქართველოს იუსტიციის სამინისტრო

პარტნიორები

საჯარო დაწესებულება

 

სამოქალაქო/კერძო

სექტორი

UNDP; პოლონეთის საელჩო; კოალიცია დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის; არასამთავრობო ორგანიზაცია „მარიანი“

არსებული მდგომარეობა და პრობლემის აღწერა

დღესდღეობით, იუსტიციის სახლის ინფრასტრუქტურა და სერვისები ბოლომდე არ აკმაყოფილებს იმ სტანდარტებს, რომლებიც აუცილებელია შშმ პირების შეუფერხებლად გადაადგილებისა და მათ მიერ მომსახურების მიღებისათვის. ამ ეტაპზე ისინი სხვადასხვა მომსახურებას სხვა პირების დახმარებით იღებენ.

მთავარი მიზანი

შშმ პირების მიერ იუსტიციის სახლში შეუფერხებლად გადაადგილებისა და მომსახურების დამოუკიდებლად მიღების უზრუნველყოფა

OGP გამოწვევა

საჯარო სერვისების გაუმჯობესება

 

OGP პრინციპები

გამჭვირვალობა

ანგარიშვალდებულება

სამოქალაქო ჩართულობა

ტექნოლოგია და ინოვაცია

 

განხორციელების ეტაპები

ახალი ან არსებული ვალდებულება

დაწყების თარიღი:

დასრულების თარიღი:

იუსტიციის სახლის ოპერატორების დატრენინგება შშმ პირებთან კომუნიკაციისა და ეთიკურ ქცევასთან დაკავშირებით

 

ივლისი, 2016

დეკემბერი, 2017

იუსტიციის სახლში ინფრასტრუქტურისა და სერვისების განვითარების მიზნით, სამუშაოების ჩატარება

 

ნოემბერი, 2016

დეკემბერი, 2017

ინდიკატორი

სამივე ქალაქში იუსტიციის სახლში არსებული გარემო და სერვისები სრულად ადაპტირებულია  შშმ პირების მოთხოვნებთან

რისკები და ვარაუდები

დონორის მოძიების პროცესი შესაძლებელია დაგეგმილზე ხანგრძლივი აღმოჩნდეს

ვალდებულება 2: ჯანმრთელობის დაცვის ერთიანი  სისტემის საინფორმაციო პორტალის დანერგვა

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო (შემდგომში – ჯანდაცვის სამინისტრო), მოსახლეობის ინფორმირებულობის გაზრდის მიზნით, ჯანმრთელობის დაცვის ერთიანი საინფორმაციო სისტემის (E-Health) ფარგლებში საინფორმაციო პორტალის შექმნას გეგმავს.

ვალდებულება ემსახურება მოსახლეობის ცნობიერების ამაღლებას, ჯანდაცვის სისტემის გამჭვირვალობის, ანგარიშვალდებულებისა და ეფექტიანობის გაუმჯობესებას.

ვალდებულების ფარგლებში, საერთაშორისო, არასამთავრობო და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებთან აქტიური თანამშრომლობით, საინფორმაციო პორტალის ძირითადი კონცეფცია შეიქმნება. საინფორმაციო პორტალის მეშვეობით მოქალაქეებს მიეწოდებათ სანდო და სრულყოფილი ინფორმაცია ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების, სამედიცინო მომსახურების, მომსახურების მიმწოდებლების (პროფესიული კვალიფიკაცია და ა.შ), სამედიცინო აღჭურვილობის, სისხლის ბანკის, საწოლთა ფონდის, მომხმარებლების, სამედიცინო პერსონალის და მათი სამუშაო ადგილების შესახებ. პორტალის მეშვეობით მოქალაქეს შეეძლება გადაამოწმოს თავისი დაზღვევის სტატუსი, გაიგოს თუ რა მომსახურება ეკუთვნის მას ჯანმრთელობის დაცვის პროგრამების ფარგლებში. საინფორმაციო პორტალზე ასევე განთავსდება უახლესი ინფორმაცია ჯანდაცვის სისტემის მიმართულებით მიმდინარე რეფორმების და მათი მონიტორინგის შედეგების შესახებ.

საინფორმაციო პორტალის შექმნა ხელს შეუწყობს ჯანდაცვის სექტორში მიმდინარე პროცესების გამჭვირვალობის, ანგარიშვალდებულებისა და მოქალაქეების საჭიროებების მიმართ რეაგირების ზრდას.

განხორციელების ვადა: 2016-2017 წწ.

ვალდებულება 2: ჯანმრთელობის დაცვის ერთიანი  სისტემის საინფორმაციო პორტალის დანერგვა

წამყვანი დაწესებულება

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო

პარტნიორები

საჯარო დაწესებულება

სსიპ – „ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი“; სსიპ – „სოციალური მომსახურების სააგენტო“

სამოქალაქო/კერძო

სექტორი

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია

არსებული მდგომარეობა და პრობლემის აღწერა

როგორც 2014 წელს მსოფლიო ბანკის, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციისა და აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ფინანსური და ტექნიკური დახმარებით ჩატარებულმა შინამეურნეობების კვლევამ აჩვენა, მოსახლეობა კარგად არის ინფორმირებული საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის შესახებ (74%). თუმცა, მოსახლეობას არ აქვს საკმარისი ინფორმაცია ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამით დაფარული მომსახურებებისა და პირობების თაობაზე. ეს ხშირად ხდება მათი ჯანმრთელობის უფლების დარღვევისა და არასაჭირო ხარჯების მიზეზი. მოსახლეობას ნაკლებად მიუწვდება ხელი უახლეს ინფორმაციაზე მომსახურების მიმწოდებლების, სამედიცინო აღჭურვილობის, სისხლის ბანკის, საწოლთა ფონდის, მომხმარებლების, სამედიცინო პერსონალისა და მათი სამუშაო ადგილების შესახებ. ყველა ზემოთ ჩამოთვლილი კომპონენტი აუცილებელია სწრაფი და ხარისხიანი სამედიცინო მომსახურების მიღებისათვის.

მთავარი მიზანი

საჯარო სექტორში კეთილსინდისიერების ამაღლება

OGP გამოწვევა

საჯარო სერვისების გაუმჯობესება

 

OGP პრინციპები

გამჭვირვალობა

ანგარიშვალდებულება

სამოქალაქო ჩართულობა

ტექნოლოგია და ინოვაცია

P

P

 

P

განხორციელების ეტაპები

ახალი ან არსებული ვალდებულება

დაწყების თარიღი:

დასრულების თარიღი:

პორტალის შექმნის მიზნით საჯარო კონსულტაციების წარმართვა სამინისტროს დაქვემდებარებულ ინსტიტუციებთან, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციებთან, სამედიცინო ასოციაციებთან და მოსახლეობასთან

ახალი

ნოემბერი, 2016

დეკემბერი, 2016

პორტალის ძირითადი კონცეფციისა და ტექნიკური მახასიათებლების შექმნა და შეთანხმება დაინტერესებულ მხარეებთან

ახალი

მარტი, 2017

დეკემბერი, 2017

პორტალის ტექნიკური ნაწილის შექმნა

ახალი

მარტი, 2017

დეკემბერი, 2017

საინფორმაციო პორტალისთვის ინფორმაციის მომზადება

ახალი

ივნისი, 2017

დეკემბერი, 2017

პორტალის პილოტირება და დანერგვა

ახალი

ივნისი, 2017

დეკემბერი, 2017

პორტალის შესახებ ვიდეო რგოლის მომზადება და სოციალური მედიის მეშვეობით გავრცელება

ახალი

ნოემბერი, 2017

დეკემბერი, 2017

ინდიკატორი

ჯანმრთელობის დაცვის ერთიანი საინფორმაციო სისტემის (E-Health) ფარგლებში საინფორმაციო პორტალი ამოქმედებულია და მოიცავს მოდულებს: სამედიცინო დაწესებულებების შესახებ; სამედიცინო პერსონალის შესახებ; ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების შესახებ;

საინფორმაციო პორტალით მოსარგებლეთა წილი გაზრდილია 50%-ით;

2017 წელს გამოქვეყნებული შინამეურნეობის კვლევა აჩვენებს, რომ ჯანდაცვის სისტემაში მიმდინარე პროცესების შესახებ მოსახლეობის ცნობიერების დონე გაზრდილია 20%-ით

რისკები და ვარაუდები

პორტალის შექმნისა და ამოქმედებისთვის საჭირო დონორული დახმარების მოძიება;

ჯანდაცვის სისტემების არსებული ელექტრონული მოდულების ადაპტაცია საინფორმაციო პორტალის სისტემასთან

 

ვალდებულება 3: ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის სფეროში ლიცენზიების ელექტრონული სისტემის დანერგვა

დღეის მდგომარეობით, გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ ბუნებრივი რესურსებით (გარდა ნავთობისა და გაზისა) სარგებლობის ლიცენზიების გაცემა მხოლოდ ნაწილობრივ არის ელექტრონიზებული. ლიცენზიანტს ელექტრონულად მხოლოდ აუქციონში მონაწილეობა შეუძლია. მოქალაქეს, რომელსაც ლიცენზიის ან/და სხვა ფასიანი მომსახურების მიღება სურს, აუქციონის მიღმა, აუქციონამდეც და მის შემდეგაც, არაერთი პროცესის (მაგალითად, განცხადებისა და თანდართული დოკუმენტაციის წარდგენა, მესაკუთრის თანხმობისა და დასკვნის წარდგენა, სტატისტიკური ფორმის წარდგენა და სხვ.) ქაღალდზე წარმართვა უხდება. ეს კი მოქალაქისა და სააგენტოს დამატებითი დროისა და ფინანსური რესურსის ხარჯვას იწვევს. გართულებულია არაელექტრონული სახით მიღებული ინფორმაციის დაჯგუფება და ანალიზიც, რაც უმნიშვნელოვანესი ამოცანაა როგორც ინფორმაციის დროულად და ხარისხიანად გაცემისთვის, ისე მონაცემთა ბაზების ფორმირებისათვის, რათა სხვადასხვა ტიპის მომსახურებები დროულად მიეწოდოთ ლიცენზიანტებს, ლიცენზიის მაძიებლებს, სახელმწიფო სტრუქტურებსა და სხვა დაინტერესებულ მხარეებს.

აღნიშნული ვალდებულებით გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ ლიცენზიების გაცემა და სხვა ფასიანი მომსახურების გაწევა სრულად ელექტრონიზებული გახდება. ელ. სისტემის მეშვეობით განხორციელდება ლიცენზირების სფეროში არსებული მასალის ავტომატური ელექტრონიზაცია. ამის შედეგად, სააგენტო შეძლებს ამ სფეროში არსებული ინფორმაციის დახარისხებას და ელექტრონული სტატისტიკის (ბაზის) წარმოებას. სისტემის საშუალებით გაიზრდება დამუშავებული ინფორმაციის გაცემის სისწრაფე და ხარისხი. გარდა ამისა, მომხმარებელს ექნება გამარტივებული წვდომა ლიცენზირების სფეროში არსებულ ნებისმიერ საჯარო ინფორმაციასთან (სტატისტიკა, რესურსების ონლაინ რუკა, გზამკვლევი და ა.შ) და შესაძლებელი გახდება ლიცენზიანტების ურთიერთდაკავშირება მათ შორის ინფორმაციის გაცვლის მიზნით.

განხორციელების ვადა: 2016-2017 წწ.

ვალდებულება 3: ლიცენზირების ელექტრონული სისტემის დანერგვა ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის სფეროში

წამყვანი დაწესებულება

სსიპ – გარემოს ეროვნული სააგენტო, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო

პარტნიორები

საჯარო დაწესებულება

 

სამოქალაქო/კერძო

სექტორი

 

არსებული მდგომარეობა და პრობლემის აღწერა

ლიცენზიების გაცემა და სხვა ტიპის მომსახურება მხოლოდ ნაწილობრივ არის ელექტრონიზებული. დოკუმენტების დიდი ნაწილი არსებობს ქაღალდზე, რაც ართულებს წარმოების პროცესს, მოითხოვს მეტ დროს, დამატებით ფინანსურ და ადამიანურ რესურსს.

მთავარი მიზანი

-          მომსახურების გაუმჯობესება

-          მოქალაქესა და სახელმწიფოს შორის ურთიერთობის გამარტივება;

-          კორუფციის რისკების თავიდან აცილება; 

-          ადამიანური რესურსის გამოყენების ოპტიმიზაცია;

-          მომსახურებებისთვის დადგენილი პროცესების მეტი გამჭვირვალობა

OGP გამოწვევა

საჯარო სერვისების გაუმჯობესება

 

OGP პრინციპები

გამჭვირვალობა

ანგარიშვალდებულება

სამოქალაქო ჩართულობა

ტექნოლოგია და ინოვაცია

 

განხორციელების ეტაპები

ახალი ან არსებული ვალდებულება

დაწყების თარიღი:

დასრულების თარიღი:

გარემოს ეროვნულ სააგენტოში ლიცენზირების ელექტრონული სისტემის პროცესის დანერგვა (ბიზნეს პროცესების აღწერა)

მიმდინარე

დეკემბერი, 2015

აგვისტო, 2016

ელექტრონული სისტემის დანერგვისათვის სააგენტოს სასერვერო ინფრასტრუქტურის გაძლიერება და სისტემის საცდელი ვერსიის ამოქმედება

ახალი

აგვისტო, 2016

ივნისი, 2017

თანამშრომელთა გადამზადება და მათი მხარდაჭერა ელექტრონული სისტემის დანერგვის პროცესში

ახალი

ივნისი, 2017

დეკემბერი, 2017

ლიცენზირების ელექტრონულ სისტემაში დანერგვა

ახალი

ივნისი, 2017

დეკემბერი, 2017

ლიცენზირების სფეროში სტატისტიკის, რესურსების ონლაინ რუკების და გზამკვლევების გამოქვეყნება

ახალი

ივნისი, 2017

დეკემბერი, 2017

ინდიკატორი

2017 წლის ბოლოს ლიცენზიებისა და სხვა ფასიანი მომსახურებების ელექტრონული სისტემა დანერგილია გარემოს ეროვნულ სააგენტოში.

რისკები და ვარაუდები

-          ახალ სისტემასთან თანამშრომელთა რთული ადაპტაცია;

-          მომსახურებების ელექტრონულ სისტემასთან მომხმარებლების, ლიცენზიანტების რთული ადაპტაცია

 

ვალდებულება 4: ენერგეტიკის დარგობრივი სივრცითი (გეოგრაფიული) მონაცემების ვებპორტალის შექმნა

ენერგეტიკულ სექტორში გეოინფორმაციული სისტემები (GIS) სათანადოდ არ არის განვითარებული; არ არსებობს შესაბამისი პროგრამული უზრუნველყოფა; არ არსებობს ინტერნეტსივრცე, სადაც განთავსებული იქნება ინფორმაცია ენერგეტიკული ობიექტების ადგილმდებარეობისა და სხვადასხვა მახასიათებლების შესახებ, რაც ხელს უშლის დაინტერესებულ პირებს (მათ შორის, ინვესტორებს), სწრაფად მოიპოვონ ინფორმაცია. მცირდება სხვადასხვა პროექტის განხორციელების მიმართ ინტერესი, აგრეთვე, მიმდინარე პროექტების ეფექტურად განვითარების შესაძლებლობა.

მოცემული ვალდებულების ფარგლებში ენერგეტიკის სამინისტრო შექმნის საჯაროდ ხელმისაწვდომ ელექტრონულ სივრცეს, სადაც განთავსდება პერიოდულად განახლებადი ინფორმაცია სივრცითი მონაცემების შესახებ. პორტალის მეშვეობით, დაინტერესებული პირი დისტანციურად (როგორც ქვეყნის მასშტაბით, ასევე საზღვარგარეთიდან) მიიღებს საჭირო ინფორმაციას ენერგეტიკული ობიექტების ადგილმდებარეობისა და სხვადასხვა მახასიათებლების შესახებ. ეს ხელს შეუწყობს ინვესტორებს, შეაფასონ სასურველი პროექტის განხორციელების მიზანშეწონილობა, როგორც საწყის, ისე ნებისმიერ შემდგომ ეტაპზე.

ვალდებულება ემსახურება საჯარო მმართველობის ეფექტიანობის, ინოვაციისა და ტექნოლოგიის პრინციპების განმტკიცებას.

განხორციელების ვადა: 2016-2017 წწ.

ვალდებულება 4: ენერგეტიკის დარგობრივი სივრცითი (გეოგრაფიული) მონაცემების ვებპორტალის შექმნა

წამყვანი დაწესებულება

საქართველოს ენერგეტიკის სამინისტრო

პარტნიორები

საჯარო დაწესებულება

 

სამოქალაქო/კერძო

სექტორი

 

არსებული მდგომარეობა და პრობლემის აღწერა

გეოინფორმაციული სისტემა და შესაბამისი პროგრამული უზრუნველყოფა დასახვეწი და გასავითარებელია. არ არსებობს ერთიანი ინტერნეტსივრცე, სადაც დაინტერესებული პირისთვის ხელმისაწვდომი იქნება ინფორმაცია ენერგეტიკული ობიექტების ადგილმდებარეობისა და სხვადასხვა მახასიათებლის შესახებ

მთავარი მიზანი

-          გეოინფორმაციული სისტემების განვითარება;

-          დაინტერესებული პირებისთვის ენერგეტიკული ობიექტების ადგილმდებარეობისა და სხვადასხვა მახასიათებლის შესახებ ინფორმაციის მოპოვების გამარტივება;

-          ახალი და მიმდინარე პროექტების ეფექტურად განხორციელების ხელშეწყობა

OGP გამოწვევა

საჯარო სერვისების გაუმჯობესება; საჯარო რესურსების უკეთესი მართვა

 

OGP პრინციპები

გამჭვირვალობა

ანგარიშვალდებულება

სამოქალაქო ჩართულობა

ტექნოლოგია და ინოვაცია

 

 

განხორციელების ეტაპები

ახალი ან არსებული ვალდებულება

დაწყების თარიღი:

დასრულების თარიღი:

GIS განვითარების, მათი სარგებლისა და გამოყენების შესახებ ინფორმაციის მისაწოდებლად საჭირო ღონისძიებების განხორციელება

ახალი

სექტემბერი, 2016

დეკემბერი, 2016

გეოინფორმაციული სისტემების სპეციალისტების მომზადება და სამინისტროს თანამშრომლების გადამზადება

ახალი

იანვარი, 2017

ივნისი, 2017

ენერგეტიკის დარგში სხვადასხვა სუბიექტების მიერ შექმნილი მასალის (გეოგრაფიული მონაცემების) ერთად შეკრება, სტრუქტურირება და ურთიერთშესაბამისობაში მოყვანა

არსებული

 

დეკემბერი, 2017

საჯაროდ ხელმისაწვდომი ელექტრონული სივრცის შექმნა, სადაც განთავსდება იმ ეტაპისთვის შეკრებილი ინფორმაცია სივრცითი მონაცემების შესახებ

ახალი

სექტემბერი, 2017

დეკემბერი, 2017

ინდიკატორი

ვებპორტალი შექმნილია და მასზე განთავსებულია ენერგეტიკის დარგობრივი სივრცითი (გეოგრაფიული) მონაცემები

რისკები და ვარაუდები

პროგრამული უზრუნველყოფის შექმნის პროცესის და სათანადო მონაცემთა ბაზის ფორმირების გაჭიანურება;

პორტალის სრულყოფილად ფუნქციონირებისთვის აუცილებელია მისი სხვა უწყებების პროგრამებთან დაკავშირება. ამ ეტაპის სწრაფად გავლა კი სწორედ აღნიშნულ უწყებებთან ეფექტურ მოლაპარაკებებზეა დამოკიდებული

 

ვალდებულება 5: ინოვაციების ეკოსისტემის შექმნა

ინოვაციების ეკოსისტემის შექმნის ვალდებულებას საფუძვლად უდევს მსოფლიო ბანკის მიერ განხორციელებული კვლევა.

ინოვაციების ეკოსისტემის ფორმირებისთვის მნიშვნელოვანია კომპლექსური ინფრასტრუქტურა, რომელიც ხელს შეუწყობს ინოვაციური საზოგადოების ჩამოყალიბებას და ცოდნაზე დამყარებული ეკონომიკის შექმნას.

სამოქმედო გეგმის ფარგლებში აღებული ორკომპონენტიანი ვალდებულებით საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო (შემდგომში – ინოვაციების სააგენტო) მიზნად ისახავს მოქალაქეებს გაუმარტივოს  თანამედროვე მაღალტექნოლოგიურ დანადგარებზე, კომპიუტერულ ტექნოლოგიებსა და მაღალსიჩქარიან ინტერნეტზე წვდომა. ეს განავითარებს საზოგადოების კომპიუტერულ წიგნიერებასა და საქმიანობის კომერციალიზაციისთვის საჭირო უნარებს.

კომპონენტი I ინოვაციების სააგენტო გეგმავს დედაქალაქში არსებული ინოვაციების ინფრასტრუქტურის (ტექნოპარკი) განვითარებას, ხოლო საქართველოს რეგიონების მასშტაბით ინოვაციების ინფრასტრუქტურის შექმნას მსოფლიო ბანკის დაფინანსებით.

ინოვაციების ინფრასტრუქტურის განვითარება ითვალისწინებს: 1. დედაქალაქში ინოვაციების არსებული ინფრასტრუქტურის განვითარებას; 2. დიდ ქალაქებში რეგიონალური ინოვაციების ჰაბების შექმნას; 3. ინოვაციების ცენტრების (ინოვაციების ცენტრები შეიქმნება არსებული ინფრასტრუქტურის (ბიბლიოთეკები, საგანმანათლებლო დაწესებულებების) ბაზაზე მუნიციპალიტეტის ორგანოებთან მჭიდრო თანამშრომლობით და მათი უშუალო მონაწილეობით) შექმნას შემოგარენ სოფლებში; 4. რეგიონებში ინტერნეტზე ხელმისაწვდომობის გაზრდას. აღნიშნული შედეგების გასაზომად შემუშავდება ბენეფიციარების აღრიცხვის სისტემა.

რეგიონული ინოვაციების ჰაბი (ცენტრი) წარმოადგენს მინიტექნოპარკს. რეგიონის დიდ ქალაქში შეიქმნება ერთი რეგიონული ჰაბი, რომელსაც სამი რაიონული ინოვაციების ცენტრი დაუკავშირდება. ინოვაციების ცენტრების ლოკაცია წინასწარი კვლევების საფუძველზე შეირჩევა. აღნიშნულ ჰაბებში უზრუნველყოფილი იქნება სხვადასხვა სპექტრის სატრენინგო სერვისების მიწოდება. ონოვაციების ცენტრების მეშვეობით სპეციალური უნარების საჭიროებების კვლევის საფუძველზე ჩატარდება ტრენინგები, რომლებიც მორგებული იქნება კონკრეტული ლოკაციის საჭიროებებს. გარდა საგანმანათლებლო მიზნებისა, ინოვაციების ცენტრები უზრუნველყოფილი იქნება შეხვედრების ოთახებით, სადაც სხვადასხვა თემებზე იქნება შესაძლებელი შეხვედრების, პრეზენტაციების, მენტორინგის ჩატარება. სერვისების მიწოდება განხორციელდება თავისუფალი დასწრების პრინციპით. ინოვაციების ცენტრების მართვას განახორციელებს სპეციალური კომპანია , ხოლო შემდგომ ცენტრები ადგილობრივ თვითმმართველობას გადაეცემა სამართავად.

კომპონენტი II  გულისხმობს მოსახლეობის ინოვაციურ მომსახურებებზე წვდომის უზრუნველყოფას ისეთი საგანმანათლებლო ღონისძიებების განხორციელებით, როგორიცაა ტრენინგები, ოლიმპიადები, დისტანციური სწავლება, საკონსულტაციო სერვისები, ფიზიკური პირებისა და მეწარმეებისთვის კომპიუტერული წიგნიერების დონისა და საჭირო უნარ-ჩვევების ამაღლება.

განხორციელების ვადა: 2016-2017 წწ.

ვალდებულება 5: ინოვაციების ეკოსისტემის შექმნა

წამყვანი დაწესებულება

სსიპ – ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო

პარტნიორები

საჯარო დაწესებულება

საქართველოს მთავრობის სათათბირო ორგანო – კვლევებისა და ინოვაციების საბჭო

სამოქალაქო/კერძო

სექტორი

მსოფლიო ბანკი

არსებული მდგომარეობა და პრობლემის აღწერა

დღეისათვის როგორც უნივერსიტეტების, ასევე სამეცნიერო კვლევითი დაწესებულებების ბაზაზე ფაქტობრივად არ ხორციელდება კერძო ბიზნესის საჭიროებებზე გამიზნული გამოყენებითი კვლევების წარმოება, ახალი პროდუქტების პროტოტიპების შექმნა და მათი ტესტირება. რეგიონებში განსაკუთრებით შეზღუდულია კომპიუტერულ მოწყობილობებზე, მაღალსიჩქარიან ინტერნეტსა და თანამდეროვე მაღალტექნოლოგიურ დანადგარებზე წვდომა.

რეგიონებში შეზღუდულია ასევე  მოსახლეობის ინოვაციურ მომსახურებებზე წვდომა (ტრენინგები, ოლიმპიადები, დისტანციური სწავლება, საკონსულტაციო სერვისები მეწარმეებისთვის).

აღსანიშნავია რომ, რეგიონებში ინტერნეტ-ინფრასტრუქტურის  გაჩენასთან ერთად (აღნიშნული გამოწვევის დასაძლევად ხორციელდება ინტერნეტიცაზიის პროექტი, რომელიც უზრუნველყოფს მაღალსიჩქარიან ინტერნეტზე წვდომას საქართველოს მთელ ტერიტორიაზე). მნიშვნელოვანია კომპიუტერულ ტექნიკაზე ხელმისაწვდომობის გაზრდაც, კომპიუტერული წიგნიერების დონისა და საჭირო უნარ-ჩვევების ამაღლება მოსახლეობის შემდგომი დასაქმების მიზნით.

მთავარი მიზანი

ინოვაციურ საქმიანობაში ფიზიკური პირებისა და მეწარმეების მხარდაჭერა; ინოვაციური ფირმების ფორმირება; ქვეყანაში ინოვაციური აზროვნების ჩამოყალიბება, მოსახლეობაში ცოდნის დონის ამაღლება და ცოდნაზე დამყარებული ეკონომიკის შექმნა

OGP გამოწვევა

საჯარო სერვისების გაუმჯობესება; საჯარო რესურსების უკეთესი მართვა

OGP პრინციპები

გამჭვირვალობა

ანგარიშვალდებულება

სამოქალაქო ჩართულობა

ტექნოლოგია და ინოვაცია

 

 

განხორციელების ეტაპები

ახალი ან არსებული ვალდებულება

დაწყების თარიღი:

დასრულების თარიღი:

მუნიციპალიტეტის ორგანოებთან შეხვედრა და არსებული ინფრასტრუქტურის იდენტიფიცირება

ახალი

ივნისი, 2016

ივნისი, 2016

ინოვაციების ინფრასტრუქტურის საჭიროების შეფასებისა და ინოვაციების ცენტრებისა და ჰაბების ადგილმდებარეობის შერჩევის მიზნით კვლევის განხორციელება

ახალი

ივლისი, 2016

დეკემბერი, 2017

ტექნოპარკის განვითარების პროექტის კვლევის განხორციელება

არსებული

სექტემბერი, 2016

დეკემბერი, 2016

ინფრასტრუქტურის ფორმირება

ახალი

ივლისი, 2016

დეკემბერი, 2017

სასწავლო პროგრამების საჭიროების შეფასების კვლევის განხორციელება

ახალი

აგვისტო, 2016

ოქტომბერი, 2016

ახლად გახსნილ ჰაბებსა და ცენტრებში სასწავლო კურსების ჩატარება, ძირითადად ახალგაზრდა სეგმენტზე (თუმცა ასაკობრივი შეზღუდვა არ არსებობს)

ახალი

იანვარი, 2017

დეკემბერი, 2017

ინდიკატორი

-          2017 წლის ბოლოს გახსნილი 2 ტექნოპარკი და 13 ინოვაციების ცენტრი

-           დატრენინგებული 2000-მდე ბენეფიციარი

-          ინოვაციების ცენტრების  5 000-მდე ვიზიტორი

-          ინტერნეტზე გაზრდილი ხელმისაწვდომობა 2500 ბენეფიციარისთვის

რისკები და ვარაუდები

 

ვალდებულება 6: სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და განკარგვის ელექტრონული პორტალი – მომხმარებლის მოდული

სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო (შემდგომში – ქონების სააგენტო) ორიენტირებულია მომხმარებელს შესთავაზოს სწრაფი და ხელმისაწვდომი მომსახურება, მათ შორის, დისტანციური მომსახურებები მთელი ქვეყნის მასშტაბით, რათა საზოგადოებას შეუქმნას კომფორტი სახლიდან გაუსვლელად მიიღოს სააგენტოსგან ინფორმაცია და მომსახურება.

სამოქმედო გეგმით ქონების სააგენტო იღებს ვალდებულებას შექმნას სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და განკარგვის ელექტრონული პორტალი – მომხმარებლის მოდული. მომხმარებლის მოდულის შექმნა ემსახურება არა მხოლოდ მომსახურების გაწევის ელექტრონულ სივრცეში დანერგვას, არამედ პროცესების მაქსიმალურად გამჭვირვალედ წარმოებას.

მომხმარებლის მოდული შესაძლებლობას მისცემს ყველა დაინტერესებულ პირს მიიღოს ინფორმაცია სახელმწიფო ქონების, საპრივატიზებო ობიექტების, გამოცხადებული აუქციონების შესახებ. აღნიშნული გაზრდის კონკურენციას და გაუმარტივებს მომხმარებლებს იმ ქონების და მომსახურების (პრივატიზება/იჯარა) იდენტიფიცირებას, რომლისთვისაც შეუძლიათ  სააგენტოს მიმართონ.

განხორციელების ვადა: 2016-2017 წწ.

ვალდებულება 6: სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და განკარგვის ელექტრონული პორტალი – მომხმარებლის მოდული

წამყვანი დაწესებულება

სსიპ – სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო

პარტნიორები

საჯარო დაწესებულება

 

სამოქალაქო/კერძო

სექტორი

 

არსებული მდგომარეობა და პრობლემის აღწერა

შესაბამისი პროგრამული უზრუნველყოფის არარსებობის გამო, დღეის მდგომარეობით, სააგენტოს მომსახურებები დისტანციურად ხელმისაწვდომი არ არის. შესაბამისად, დაინტერესებულ პირს განცხადების რეგისტრაციისთვის და სახელმწიფო ქონებაზე ინფორმაციის მისაღებად უწევს სააგენტოს სერვის ცენტრებში პირადად ან მინდობილი პირის მეშვეობით გამოცხადება, რაც ამცირებს სახელმწიფო ქონებით დაინტერესებულ პირთა რაოდენობას.

მთავარი მიზანი

სახელმწიფო ქონების ელექტრონული პორტალის მეშვეობით სახელმწიფო ქონების, გამოცხადებული აუქციონებისა თუ საპრივატიზებო ობიექტების შესახებ ინფორმაციის ერთ სივრცეში თავმოყრა, რათა მომხმარებელთა გამოცდილება გაუმჯობესდეს.

OGP გამოწვევა

საჯარო სერვისების გაუმჯობესება

 

OGP პრინციპები

გამჭვირვალობა

ანგარიშვალდებულება

სამოქალაქო ჩართულობა

ტექნოლოგია და ინოვაცია

 

განხორციელების ეტაპები

ახალი ან არსებული ვალდებულება

დაწყების თარიღი:

დასრულების თარიღი:

სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და განკარგვის ელექტრონული პორტალის – მომხმარებლის მოდულის შემუშავება

ახალი

 

 

მომხმარებლის მოდულის ინტეგრირება სააგენტოს ვებგვერდზე

ახალი

აპრილი, 2016

ივლისი, 2016

მომხმარებლის მოდულის გაშვება

ახალი

 

 

ინდიკატორი

სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და განკარგვის ელექტრონული პორტალი დანერგილია რეალურ სივრცეში

რისკები და ვარაუდები

პროგრამული უზრუნველყოფის შექმნის პროცესის გაჭიანურება მონაცემთა ბაზის ფორმირებისას –  პროგრამაში მონაცემებს ოპერატორები შეიტანენ, რის გამოც არსებობს შეცდომების დაშვების რისკი. აგრეთვე პორტალის სრულყოფილად ფუნქციონირებისთვის საჭიროა სხვა უწყებების პროგრამებთან მისი ინტეგრირება, რაც დამოკიდებულია ამ უწყებებთან მოლაპარაკებაზე.

 

გამოწვევა II: საჯარო სექტორში კეთილსინდისიერების ამაღლება

ვალდებულება 7: ინფორმაციის თავისუფლების კანონის შემუშავება

ინფორმაციის თავისუფლების მარეგულირებელი სამართლებრივი ნორმების დახვეწა და საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანა საქართველოს მთავრობის ერთ-ერთი პრიორიტეტული ამოცანაა, რომელიც ეტაპობრივად ხორციელდება.

ღია მმართველობა საქართველოს პირველი სამოქმედო გეგმის ფარგლებში აღებული ვალდებულებით შესაძლებელი გახდა საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნისა და პროაქტიულად გამოქვეყნების შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილების მიღება. ამ რეფორმით საქართველო 7 ფინალისტ ქვეყანას შორის მოხვდა  ლონდონში OGP-ის გლობალურ სამიტზე გამართულ კონკურსზე – „Bright Spots”. კონკურსის მიზანი იმ წარმატებული რეფორმების ჩვენება იყო, რომლებიც მთავრობისა და სამოქალაქო საზოგადოების ერთობლივი ძალისხმევით განხორციელდა.

მოგვიანებით ღია მმართველობა საქართველოს მეორე სამოქმედო გეგმის ფარგლებში მთავრობამ კიდევ უფრო მასშტაბური პროექტი – ინფორმაციის თავისუფლების სპეციალური კანონის შემუშავება დაიწყო. ფართო საკონსულტაციო პროცესის წარმართვის მიზნით შეიქმნა სპეციალური სამუშაო ჯგუფი, რომელიც იუსტიციის სამინისტროსა და არასამთავრობო ორგანიზაციათა წარმომადგენლებით, ასევე დამოუკიდებელი ექსპერტებით დაკომპლექტდა. სამუშაო ჯგუფმა მნიშვნელოვანი სამუშაო გასწია: (1) ჩამოყალიბდა თემატური სამუშაო ჯგუფები, რომლებმაც ძირითადი პრობლემური საკითხები განსაზღვრეს; (2) მომზადდა პირველადი პროექტი ძირითადი სავარაუდო ცვლილებებით, რომელიც განსახილველად ანტიკორუფციულ საბჭოს წარედგინა; (3) გაიმართა შეხვედრები ფოკუს ჯგუფებთან (მოსამართლეები, ჟურნალისტები, ინფორმაციის გაცემაზე პასუხისმგებელი პირები); (4) სამუშაო ჯგუფის მიერ მომზადებული კანონპროექტი იუსტიციის სამინისტროს წარედგინა; (5) კანონპროექტმა გაიარა პირველადი საერთაშორისო ექსპერტიზა.

ინფორმაციის თავისუფლების კანონის პროექტის ყველა სამთავრობო უწყებასთან შეთანხმებას იუსტიციის სამინისტრო წინამდებარე გეგმის ფარგლებში დაასრულებს. წარმოდგენილი კანონპროექტის მუხლობრივი განხილვის შემდეგ სამინისტრო ფართო კონსულტაციების კიდევ ერთ რაუნდს ანტიკორუფციული საბჭოს ფარგლებში ჩაატარებს, რომლის დროსაც დაინტერესებულ საჯარო თუ არასამთავრობო ინსტიტუტებთან შეთანხმდება კანონის საბოლოო ტექსტი. ამის შემდეგ კანონპროექტი საქართველოს მთავრობასა და პარლამენტს წარედგინება.

განხორციელების ვადა: 2016-2017 წწ.

ვალდებულება 7: ინფორმაციის თავისუფლების კანონის შემუშავება

წამყვანი დაწესებულება

საქართველოს იუსტიციის სამინისტრო; ანტიკორუფციული საბჭო

პარტნიორები

საჯარო დაწესებულება

საქართველოს პარლამენტი

სამოქალაქო/კერძო

სექტორი

„ფონდი ღია საზოგადოება − საქართველო“, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI)

არსებული მდგომარეობა და პრობლემის აღწერა

 

მთავარი მიზანი

საჯარო სექტორში კეთილსინდისიერების ამაღლება

OGP გამოწვევა

საჯარო მომსახურების გაუმჯობესება

 

OGP პრინციპები

გამჭვირვალობა

ანგარიშვალდებულება

სამოქალაქო ჩართულობა

ტექნოლოგია და ინოვაცია

 

განხორციელების ეტაპები

ახალი ან არსებული ვალდებულება

დაწყების თარიღი:

დასრულების თარიღი:

კანონპროექტის ტექსტზე მუშაობა, კონსულტაციები, მუხლობრივი განხილვა, საბოლოო ტექსტზე შეთანხმება

არსებული

 

სექტემბერი, 2017

ანტიკორუფციული საბჭოს ფარგლებში შექმნილი სამუშაო ჯგუფისათვის საბოლოო პროექტის წარდგენა

არსებული

 

სექტემბერი, 2017

კანონპროექტის წარდგენა საქართველოს მთავრობისა და საქართველოს პარლამენტისთვის

არსებული

 

დეკემბერი, 2017

ინდიკატორი

კანონპროექტი წარდგენილია საქართველოს პარლამენტისთვის

რისკები და ვარაუდები

პოლიტიკური კონსენსუსის მიღწევასთან დაკავშირებული რისკები; შესაძლებელია დადგენილი ვადების მცირედი ცვლილება

ვალდებულება 8: სამთავრობო პოლიტიკისა და საკანონმდებლო აქტების მონიტორინგისა და შეფასების სისტემის შემუშავება

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია, იუსტიციის სამინისტროსთან თანამშრომლობით, სამთავრობო პოლიტიკის დაგეგმვის დოკუმენტებისა და საკანონმდებლო აქტების შეფასებისა და მონიტორინგის ერთიან ჩარჩოს შეიმუშავებს. აღნიშნული სისტემის მეშვეობით, როგორც ex-ante, ასევე ex-post შეფასების საფუძველზე შესაძლებელი იქნება მთავრობის მიერ აღებული ვალდებულების შესრულებასთან დაკავშირებული გამოწვევების დროულად განსაზღვრა და სათანადო გადაწყვეტილებების მიღება, რაც პოლიტიკის პროცესის წარმართვას უფრო ეფექტურს გახდის. გარდა ამისა, ex ante შეფასების საფუძველზე შესაძლებელი გახდება კონკრეტული პრობლემების იდენტიფიცირება და მათზე მორგებული საკანონმდებლო აქტების შემუშავება ან/და პოლიტიკის დაგეგმვა.

მონიტორინგის შედეგად მიღებულ მონაცემთა ანალიზის საფუძველზე  შედგება მონიტორინგის ანგარიში, რაც მთავრობას საზოგადოების წინაშე კიდევ უფრო გამჭვირვალესა და ანგარიშვალდებულს გახდის. გრძელვადიანი და მოკლევადიანი დოკუმენტების (მაგ.: ქვეყნის მასშტაბის დოკუმენტები ან სექტორული სტრატეგიები) შესრულების შედეგად განხორციელებულ ცვლილებებზე დაკვირვება უნდა მოხდეს ყოველწლიურად. მოკლევადიანი დოკუმენტების (წლიური სამუშაო გეგმა, სამოქმედო გეგმა) მონიტორინგი უნდა განხორციელდეს კვარტალურად ან წელიწადში ორჯერ. შიდა დოკუმენტების (სამინისტროს გეგმა, განყოფილებების გეგმები და ინდივიდუალური გეგმები) მონიტორინგი და ანგარიშგება კი ყოველთვიურად უნდა განხორციელდეს. სტრატეგიის განხორციელების პროცესში უნდა განისაზღვროს თითოეული დაგეგმვის დოკუმენტის ანგარიშგებისა და მონიტორინგის მექანიზმები.

აღნიშნული პროცესის საკანონმდებლო რეგულირების მიზნით შემუშავდება კანონპროექტი.

განხორციელების ვადა: 2016-2017 წწ

ვალდებულება 8: სამთავრობო პოლიტიკისა და საკანონმდებლო აქტების მონიტორინგისა და შეფასების სისტემის

შემუშავება

წამყვანი დაწესებულება

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია

პარტნიორები

საჯარო დაწესებულება

საქართველოს იუსტიციის სამინისტრო

სამოქალაქო/კერძო

სექტორი

 

 

 

 

არსებული მდგომარეობა და პრობლემის აღწერა

დღეისათვის პოლიტიკის მონიტორინგის და შეფასების ერთიანი სისტემა არ არსებობს, თუმცა მისი დანერგვა ხორციელდება ეტაპობრივად. აღსანიშნავია, რომ ეს მიმდინარე საჯარო მმართველობის რეფორმის ქვაკუთხედი, პოლიტიკის დაგეგმვის სტრატეგიის ერთ-ერთი პრიორიტეტი და უმნიშვნელოვანესი გამოწვევაა.

ამჟამად საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში, სამთავრობო გეგმებისა და ინოვაციების სამსახურის მიერ ხორციელდება მთავრობისათვის წარსადგენი და დასამტკიცებელი სტრატეგიული მნიშვნელობის პოლიტიკის დოკუმენტების დამუშავება და შეფასება.

სახელმწიფო პროგრამებისა და პროექტების განსახორციელებლად არსებობს სხვადასხვა დონის სამოქმედო გეგმები. სამინისტროებს აქვთ სამოქმედო გეგმები, რომლებშიც შესულია მათი საქვეუწყებო სსიპ-ების სამუშაო გეგმებიც. გარდა ამისა, საქართველოს მთავრობას შესასრულებელი აქვს ვალდებულებები, რომლებიც გამომდინარეობენ სხვადასხვა სექტორული და მულტისექტორული სამოქმედო გეგმებიდან (მაგ., საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შესახებ შეთანხმება და ადამიანის უფლებათა დაცვის სამთავრობო სამოქმედო გეგმა 2016-2017). თუმცა, არ არსებობს უნიფიცირებული სისტემა, რომელიც სამთავრობო უწყებებს ერთიან ფორმატში მუშაობის საშუალებას მისცემდა და გაამარტივებდა მონიტორინგის პროცესსა და უწყებათაშორის კოორდინაციას

მთავარი მიზანი

სამთავრობო პოლიტიკის განხორციელების შეფასება და ეფექტური მართვა

OGP გამოწვევა

საჯარო სექტორში კეთილსინდისიერების ამაღლება

 

OGP პრინციპები

გამჭვირვალობა

ანგარიშვალდებულება

სამოქალაქო ჩართულობა

ტექნოლოგია და ინოვაცია

განხორციელების ეტაპები

ახალი ან არსებული ვალდებულება

დაწყების თარიღი:

დასრულების თარიღი:

სამთავრობო პოლიტიკის დაგეგმვის დოკუმენტებისა და საკანონმდებლო აქტების შეფასებისა და მონიტორინგის საკანონმდებლო რეგულირების მიზნით კანონპროექტის შემუშავება

ახალი

იანვარი, 2017

დეკემბერი, 2017

სამთავრობო პოლიტიკის დაგეგმვის დოკუმენტებისა და საკანონმდებლო აქტების შეფასებისა და მონიტორინგის ერთიანი ჩარჩოს შემუშავება

ახალი

იანვარი, 2017

დეკემბერი, 2017

ინდიკატორი

სამთავრობო პოლიტიკის მონიტორინგისა და შეფასების სისტემა        შემუშავებული და დანერგილია;
 

რისკები და ვარაუდები

 

 

ვალდებულება 9: თანამდებობის პირთა ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციების მონიტორინგის სისტემის დანერგვა

„საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, 2017 წლის დასაწყისიდან საჯარო სამსახურის ბიურო განახორციელებს თანამდებობის პირთა ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციების მონიტორინგს. მონიტორინგი უნდა განხორციელდეს ყოველწლიურად, დამოუკიდებელი კომისიის მიერ, ცხადი და ობიექტური კრიტერიუმების საფუძველზე შერჩეული, ასევე, ელექტრონული სისტემის მიერ შემთხვევითი შერჩევის პრინციპით იდენტიფიცირებული დეკლარაციების მიმართ. საჯარო სამსახურის რეფორმის განხორციელებამდე აღნიშნული საკითხი კანონმდებლობით არ რეგულირდებოდა. არ არსებობდა რეალური ზემოქმედების ბერკეტები თანამდებობის პირის მიერ გაცხადებული ეკონომიკური ინტერესისა და ქონებრივი მდგომარეობის შესახებ გასაჯაროებული მონაცემების აუდიტისათვის. თანამდებობის პირთა ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციების მონიტორინგის მიზანია ხელი შეუწყოს თანამდებობის პირთა ანგარიშვალდებულების ხარისხის ამაღლებას და მოახდინოს კორუფციულ სამართალდარღვევათა პრევენცია.

განხორციელების ვადა: 2016-2017 წწ.

ვალდებულება 9: თანამდებობის პირთა ქონებრივი დეკლარაციების მონიტორინგის სისტემის დანერგვა

წამყვანი დაწესებულება

სსიპ – საჯარო სამსახურის ბიურო

 

 

პარტნიორები

საჯარო დაწესებულება

საქართველოს მთავრობა; ანტიკორუფციული საბჭო; სსიპ – მონაცემთა გაცვლის სააგენტო

სამოქალაქო/კერძო

სექტორი

 

 

 

 

არსებული მდგომარეობა და პრობლემის აღწერა

თანამდებობის პირთა ქონებრივი მდგომარეობის დეკლარირების ელექტრონული სისტემა დღეისათვის ფუნქციონირებს, თუმცა, სისტემის სრულყოფის მიზნით, საჭიროა დაინერგოს დეკლარაციების მონიტორინგის მექანიზმი. ამისათვის, 2015 წლის განმავლობაში, მომზადდა „საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონში თანამდებობის პირთა ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციების მონიტორინგის სისტემასთან დაკავშირებული ცვლილების პროექტი, რომელიც საქართველოს პარლამენტმა 2015 წლის 27 ოქტომბერს მიიღო და ძალაში 2017 წლიდან შევა. აღნიშნული საკითხი კანონმდებლობით არ რეგულირდებოდა, არ არსებობდა რეალური ზემოქმედების ბერკეტები თანამდებობის პირის მიერ გაცხადებული ეკონომიკური ინტერესისა და ქონებრივი მდგომარეობის შესახებ გასაჯაროებული მონაცემების აუდიტისათვის.

მთავარი მიზანი

თანამდებობის პირთა ქონებრივი ანგარიშვალდებულებისა და გამჭვირვალობის გაზრდა (კორუფციულ სამართალდარღვევათა პრევენცია)

OGP გამოწვევა

საჯარო სექტორში კეთილსინდისიერების ამაღლება

 

OGP პრინციპები

გამჭვირვალობა

ანგარიშვალდებულება

სამოქალაქო ჩართულობა

ტექნოლოგია და ინოვაცია

განხორციელების ეტაპები

ახალი ან არსებული ვალდებულება

დაწყების თარიღი:

დასრულების თარიღი:

თანამდებობის პირთა ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციების მონიტორინგისათვის ელექტრონული სისტემის შემუშავება

ახალი

მარტი, 2016

დეკემბერი, 2016

თანამდებობის პირთა ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციების მონიტორინგის ელექტრონული სისტემის დანერგვა

ახალი

იანვარი, 2017

დეკემბერი, 2017

ინდიკატორი

„თანამდებობის პირთა ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის მონიტორინგის ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის დადგენილება მიღებულია; სისტემა ფუნქციონირებს

რისკები და ვარაუდები

სისტემის შემუშავებისა და მისი სხვადასხვა ელექტრონულ ბაზასთან დაკავშირებისას სირთულის წარმოშობის გამო შესაძლებელია ვალდებულების შესრულების ეტაპებისთვის დადგენილი ვადების ცვლილება.

 

ვალდებულება 10: სასამართლო გადაწყვეტილებების გამოქვეყნების ერთიანი წესის დადგენა

სასამართლო გადაწყვეტილების გამოქვეყნების ერთიანი წესის დადგენა ემსახურება სასამართლო სისტემის გამჭვირვალობის, ანგარიშვალდებულებისა და ეფექტიანობის გაუმჯობესებას. ვალდებულების მიზანია სასამართლო სისტემისადმი საზოგადოებრივი ნდობის ამაღლება და ინფორმაციის ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება.

სამუშაო ჯგუფის მიერ შემუშავდება პროექტი სასამართლო გადაწყვეტილებების გამოქვეყნების ერთიანი წესების ძირითადი მიმართულებების და პრინციპების დადგენის შესახებ. აღნიშნული პროექტი იუსტიციის უმაღლეს საბჭოს დასამტკიცებლად წარედგინება.

შემუშავებული ერთიანი წესის საფუძველზე სასამართლო გადაწყვეტილებები გამოქვეყნება სასამართლოს ვებგვერდზე.

გნხორციელების ვადა: 2016-2017 წწ.

ვალდებულება 10: სასამართლო გადაწყვეტილებების გამოქვეყნების ერთიანი წესის დადგენა

წამყვანი დაწესებულება

საქართველოს უზენაესი სასამართლო

პარტნიორები

საჯარო დაწესებულება

საერთო სასამართლოები, იუსტიციის უმაღლესი საბჭო

სამოქალაქო/კერძო

სექტორი

 

არსებული მდგომარეობა და პრობლემის აღწერა

ვიანდაინ სასამართლოს გადაწყვეტილებებში პერსონალური მონაცემების დაფარვის თაობაზე არ არსებობს ერთიანი წესი, პრაქტიკა არაერთგვაროვანია, სასამართლო რეფორმის მესამე ტალღის ფარგლებში უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის ბრძანებით (ბრაძანება №30-ს/18.12.2015) შექმნილია სამუშაო ჯგუფი საერთო სასამართლოებში გადაწყვეტილებების ხელმისაწვდომობის მიზნით წესების, ძირითადი მიმართულებების და პრინციპების დადგენის ერთიანი სტანდარტის შექმნის თაობაზე.

სამუშაო ჯგუფის მიზანია შეიმუშაოს რეკომენდაციები საერთო სასამართლოებში გადაწვეტილებების გაცემის წესის თაობაზე, ასევე გადაწყვეტილებებში პერსონალურ მონაცემთა დაფარვის წესზე მესამე პირებისთვის გადასაცემად.

მთავარი მიზანი

სასამართლო სისტემის ანგარიშვალდებულებისა და გამჭირვალობის ამაღლების მიზნით, ასევე მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის გათვალისწინებით, საჯარო ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით სასამართლო გადაწყვეტილებების საჯაროობის უზრუნველოყოფა პერსონალური მონაცემების დაცვის საერთაშორისო და ეროვნული სტანდარტების გათვალისწინებით

OGP გამოწვევა

საჯარო სექტორში კეთილსინდისიერების ამაღლება

 

OGP პრინციპები

გამჭვირვალობა

ანგარიშვალდებულება

სამოქალაქო ჩართულობა

ტექნოლოგია და ინოვაცია

 

განხორციელების ეტაპები

ახალი ან არსებული ვალდებულება

დაწყების თარიღი:

დასრულების თარიღი:

სამუშაო ჯგუფის მიერ ერთიანი წესების, ძირითადი მიმართულებებისა და პრინციპების განსაზღვრა

არსებული

ივლისი, 2016

სექტემბერი, 2016

შემუშავებული პროექტის იუსტიციის უმაღლესი საბჭოსათვის დასამტკიცებლად წარდგენა

ახალი

ოქტომბერი, 2016

 

გადაწყვეტილებების გამოქვეყნების ერთიანი წესის დანერგვა საერთო სასამართლოებში

ახალი

 

დეკემბერი, 2017

ინდიკატორი

პერსონალური მონაცემების დაფარვის ფორმით სასამართლო გადაწყვეტილებების გამოქვეყნების ერთიანი წესი დანერგილია.

რისკები და ვარაუდები

 

 

ვალდებულება 11: რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის დარგში გამჭვირვალობის და კეთილსინდისიერების სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შემუშავება

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო (შემდგომში – ინფრასტრუქტურის სამინისტრო) ყოველწლიურად დიდი ოდენობით საბიუჯეტო სახსრებს განკარგავს. შესაბამისად, მიზანშეწონილია გამჭვირვალობის და კეთილსინდისიერების სტანდარტის დახვეწა. არსებული გამოწვევების გათვალისწინებით, ინფრასტრუქტურის სამინისტრო შესაბამის საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად მუშაობს სტრატეგიული დოკუმენტის – საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამჭვირვალობის და კეთილსინდისიერების სტრატეგიის და სამოქმედო გეგმის შემუშავებაზე. აღნიშნულ სტრატეგიულ დოკუმენტში ინფრასტრუქტურის სამინისტროსთვის და მის სისტემაში შემავალი და მართვაში არსებული სუბიექტებისთვის გაიწერება კეთილსინდისიერების და გამჭვირვალობის სტანდარტები, ხოლო ამ სტანდარტების დანერგვის მიზნით, შემუშავდება სამოქმედო გეგმა.  დოკუმენტში მოცემული სტანდარტების დანერგვა კი, საბოლოო ჯამში, ხელს შეუწყობს სამინისტროს ანგარიშვალდებულების და ეფექტიანობის ხარისხის გაუმჯობესებას.

განხორციელების ვადა: 2016-2017 წწ.

ვალდებულება 11: რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის დარგში გამჭვირვალობისა და კეთილსინდისიერების სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შემუშავება

წამყვანი დაწესებულება

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო

პარტნიორები

საჯარო დაწესებულება

 

სამოქალაქო/კერძო

სექტორი

ა(ა)იპ – ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI)

შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) პროგრამა დემოკრატიული მმართველობის ინიციატივა საქართველოში (GGI)

არსებული მდგომარეობა და პრობლემის აღწერა

დღესდღეობით ინფრასტრუქტურის სამინისტროში არ არსებობს სტრატეგიული დოკუმენტი, რომელშიც ჩამოყალიბებული იქნებოდა გამჭვირვალე და კეთილსინდისიერი მმართველობის სტანდარტები. სამინისტროში არსებული კარგი პრაქტიკის მიუხედავად, აუცილებელია გამჭვირვალე და კეთილსინდისიერი მმართველობის სამართლებრივი ჩარჩოს შექმნა, რაც, საბოლოო ჯამში, ხელს შეუწყობს ანგარიშვალდებულების და ეფექტიანობის ხარისხის გაუმჯობესებას.

მთავარი მიზანი

გამჭვირვალობის და კეთილსინდისიერების გაზრდა სამინისტროში და მის სისტემაში შემავალ და მართვაში არსებულ სუბიექტებში

OGP გამოწვევა

საჯარო სექტორში კეთილსინდისიერების ამაღლება; საჯარო რესურსების უკეთესი მართვა

 

OGP პრინციპები

გამჭვირვალობა

ანგარიშვალდებულება

სამოქალაქო ჩართულობა

ტექნოლოგია და ინოვაცია

 

განხორციელების ეტაპები

ახალი ან არსებული ვალდებულება

დაწყების თარიღი:

დასრულების თარიღი:

გამჭვირვალობის და კეთილსინდისიერების შესახებ სიტუაციური ანალიზის მომზადება

ახალი

2016 წლის მეორე კვარტალი

აგვისტო, 2016

გამჭვირვალობის და კეთილსინდისიერების სტრატეგიის და სამოქმედო გეგმის პირველადი ვარიანტების საჯარო განხილვები

ახალი

სექტემბერი-ნოემბერი, 2016

 

დეკემბერი, 2016

გამჭვირვალობის და კეთილსინდისიერების სტრატეგიის და სამოქმედო გეგმის დამტკიცება

ახალი

იანვარი, 2017

მარტი, 2017

ინდიკატორი

გამჭვირვალობის და კეთილსინდისიერების სტრატეგია და სამოქმედო გეგმა შემუშავებული და დამტკიცებულია ინფრასტრუქტურის მინისტრის ბრძანებით

რისკები და ვარაუდები

 

 

ვალდებულება 12: მსჯავრდებულთა მონაცემთა ბაზის სრულყოფა და პენიტენციური დეპარტამენტის სრულად გადასვლა ელექტრონულ საქმისწარმოებაზე

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო 2017 წლისათვის გააუმჯობესებს არსებულს ან შექმნის  მსჯავრდებულთა მონაცემთა ახალ ბაზას. დღეისათვის არსებული მონაცემთა ბაზა ვერ უზრუნველყოფს მონაცემთა დამუშავება/დახარისხებას სათანადო დონეზე; ბაზაში არ არის ასახული სრულყოფილი მონაცემები და ვერ ხდება მათი სათანადო ფილტრაცია.

განახლებული ბაზის დანერგვა მოხდება ეტაპობრივად. პირველ ეტაპზე განხორციელდება არსებული სისტემის ნაკლოვანებათა დადგენა.  სამინისტრო შეისწავლის სხვადასხვა ქვეყნის საუკეთესო პრაქტიკასა და ამ სფეროში წარმატებულ სისტემებს. შემდგომ ეტაპზე, შემუშავდება სამომავლოდ დასანერგი სისტემის მოდელი და მოხდება მისი პილოტირება.[5]

განახლებული ბაზა უზრუნველყოფს სასჯელაღსრულების დაწესებულებებისა და პენიტენციური დეპარტამენტის სრულად ელექტრონულ საქმისწარმოებაზე გადასვლას. ამავდროულად, შესაძლებელი იქნება სტატისტიკური მონაცემების უკეთესად დამუშავება, ანალიზი და პერსონალურ მონაცემთა უკეთესად დაცვა.

განხორციელების ვადა: 2016-2017 წწ.

ვალდებულება 12: მსჯავრდებულთა მონაცემთა ბაზის სრულყოფა და პენიტენციური დეპარტამენტის სრულად გადასვლა ელექტრონულ საქმისწარმოებაზე

წამყვანი დაწესებულება

საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო

პარტნიორები

საჯარო დაწესებულება

 

სამოქალაქო/კერძო

სექტორი

ევროკავშირის ტექნიკური დახმარების პროექტი

არსებული მდგომარეობა და პრობლემის აღწერა

არსებული ელექტრონული ბაზა, რომელიც დიდ ინფორმაციას მოიცავს, ტექნიკური ხასიათის შეზღუდვების გამო ვერ უზრუნველყოფს მონაცემთა სრულყოფილ დამუშავებას და პენიტენციური დეპარტამენტის სრულად გადასვლას საქმის წარმოების ელექტრონულ წესზე. მონაცემთა ბაზა ასევე არ შეიცავს ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა პირად საქმეში შემავალ ყველა მასალას, შესაბამისად, ვერ აკმაყოფილებს თანამედროვე სტანდარტებს.

მთავარი მიზანი

-          ინფორმაციის ხარისხიანი დამუშავების შედეგად პენიტენციურ სისტემაში მსჯავრდებულთა რისკის მიხედვით კლასიფიკაციის პროცესის ხელშეწყობა;

-          შესაბამისი რეაბილიტაცია-რესოციალიზაციის პროგრამების იმპლემენტაცია;

-          საქმისწარმოების პროცესისა და საჯარო ინფორმაციის გაცემის დაჩქარება;

-          საბიუჯეტო რესურსების ეფექტიანი, პროდუქტიული და ეკონომიური განკარგვის ხელშეწყობა.

OGP გამოწვევა

საჯარო სექტორში კეთილსინდისიერების ამაღლება

 

OGP პრინციპები

გამჭვირვალობა

ანგარიშვალდებულება

სამოქალაქო ჩართულობა

ტექნოლოგია და ინოვაცია

 

განხორციელების ეტაპები

ახალი ან არსებული ვალდებულება

დაწყების თარიღი:

დასრულების თარიღი:

საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციური დეპარტამენტის მსჯავრდებულთა მონაცემთა ბაზის არსებული მოდელის ხარვეზების შესწავლა

ახალი

აპრილი, 2016

ივლისი, 2016

უცხო ქვეყნებში არსებული მოწინავე სისტემების შესახებ ინფორმაციის მოძიება და აღნიშნული ქვეყნების შესაბამის უწყებებთან ორმხრივი ურთიერთობების საფუძველზე, საქართველოს სასჯელაღსრულების სისტემისათვის რელევანტური მოდელის განსაზღვრა

ახალი

აგვისტო, 2016

დეკემბერი, 2016

ჩატარებული სამუშაოს საფუძველზე საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სისტემისთვის რელევანტურ მოდელზე შეთანხმება და მისი შემუშავება

ახალი

იანვარი, 2017

აგვისტო, 2017

შემუშავებული სისტემის ტესტირება და მისი პილოტირება, პარალელურად არსებული სისტემის შენარჩუნებით

ახალი

სექტემბერი,2017

ნოემბერი, 2017

მსჯავრდებულთა მონაცემთა ბაზის განახლებულ სისტემაზე სრულფასოვანი გადასვლა

ახალი

 

დეკემბერი, 2017

ინდიკატორი

ფუნქციონირებს განახლებული მონაცემთა ბაზა და ელ. სისტემა

რისკები და ვარაუდი

რისკი – ევროკავშირის ტექნიკური მხარდაჭერის პროექტის დაწყების თარიღი.

მოცემული ეტაპისათვის სამინისტროს დაწყებული აქვს პირველი ეტაპის განხორციელება, ხოლო 2016 წლის ივლისიდან დაგეგმილია მეორე ეტაპზე გადასვლა. ვალდებულების მესამე ეტაპით გათვალისწინებული აქტივობა საჭიროებს ევროკავშირის ტექნიკური მხარდაჭერის პროექტის ჩართულობას. პროექტს განახორციელებს ევროკავშირის მიერ შერჩეული ტენდერში გამარჯვებული პარტნიორი ორგანიზაცია.

შესაბამისად, ვალდებულების მე-3 ეტაპით გათვალისწინებულ აქტივობაზე გადასვლა შესაძლებელი იქნება მხოლოდ ზემოხსენებული კომპანიის შერჩევისა და ტექნიკური მხარდაჭერის პროექტის განხორციელების დაწყების შემდგომ

 

ვალდებულება 13: სატელეფონო საუბრის ფარული მიყურადების მონაცემების გამოქვეყნება დანაშაულის კვალიფიკაციისა და გეოგრაფიული არეალის მიხედვით

წინამდებარე ვალდებულება მთავრობისა და სამოქალაქო საზოგადოების ურთიერთთანამშრომლობის თვალსაჩინო მაგალითია. ფორუმის წევრი არასამთავრობო ორგანიზაციების რეკომენდაციით ღია მმართველობა საქართველოს მეორე სამოქმედო გეგმის ფარგლებში საქართველოს უზენაესმა სასამართლომ ფარული მიყურადების შესახებ სასამართლოს სტატისტიკის პროაქტიული გამოქვეყნება დაიწყო. ამით საქართველო მსოფლიოს იმ ქვეყანათა მცირერიცხოვან ჯგუფში მოხვდა, სადაც ასეთი მონაცემები საჯაროდ ქვეყნდება. OGP-ის დამოუკიდებელი ანგარიშგების მექანიზმმა (Independent Reporting Mechanism – IRM) აღნიშნული ვალდებულება მეორე სამოქმედო გეგმის ე.წ. „ვარსკვლავურ“ ვალდებულებად[6] დაასახელა.

ამასთან, IRM-ის ანგარიშში აღინიშნა, რომ რეკომენდირებულია მონაცემების იმგვარად გამოქვეყნება, რომ შესაძლებელი იყოს მათი დახარისხება დანაშაულის დიფერენცირებისა და გეოგრაფიული არეალის მიხედვით. რეკომენდაციას უშუალოდ უპასუხა საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ და აღნიშნა, რომ სასამართლო აღნიშნულს ახალ ვალდებულებად ღია მმართველობა საქართველოს მესამე სამოქმედო გეგმის ფარგლებში აიღებდა.

შესაბამისად, სასამართლომ გეგმავს ახალი სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების შემოღებას, რაც შესაძლებელს გახდის სატელეფონო საუბრის ფარული მიყურადების შესახებ დაწვრილებითი მონაცემების მიღებას და გამოქვეყნებას, ასევე მონაცემთა დამუშავებას დანაშაულის დიფერენცირებისა და სასამართლოების მიხედვით. მონაცემები Excel-ის ცხრილების სახით გამოქვეყნდება ვებგვერდზე: www.supremecourt.ge OGP-ის სექციის ქვეშ, სიახლეების ბლოკსა და სტატისტიკის ბმულზე.

განხორციელების ვადა: 2016-2017 წწ.

ვალდებულება 13: სატელეფონო საუბრის ფარული მიყურადების მონაცემების გამოქვეყნება დანაშაულის კვალიფიკაციისა და გეოგრაფიული არეალის მიხედვით

წამყვანი დაწესებულება

საქართველოს უზენაესი სასამართლო

პარტნიორები

საჯარო დაწესებულება

 

 

სამოქალაქო/კერძო

სექტორი

 

არსებული მდგომარეობა და პრობლემის აღწერა

სატელეფონო საუბრის ფარული მიყურადების შესახებ ამჟამად  მხოლოდ კრებითი მონაცემები ქვეყნდება. აღნიშნულ საკითხზე უფრო დაწვრილებითი ინფორმაციის მიღების მიზნით, შესაბამისი მონაცემები გამოქვეყნდება დანაშაულის დიფერენცირებისა და გეოგრაფიული არეალის მიხედვით

მთავარი მიზანი

დღემდე დახურული მონაცემების გახსნა; სასამართლო ხელისუფლების მაქსიმალური გამჭვირვალობის უზრუნველყოფა

OGP გამოწვევა

საჯარო სექტორში კეთილსინდისიერების ამაღლება

 

OGP პრინციპები

გამჭვირვალობა

ანგარიშვალდებულება

სამოქალაქო ჩართულობა

ტექნოლოგია და ინოვაცია

 

განხორციელების ეტაპები

ახალი ან არსებული ვალდებულება

დაწყების თარიღი:

დასრულების თარიღი:

სტატისტიკური ფორმების შემუშავება

არსებული

ივლისი, 2016

აგვისტო, 2016

ფორმების დანერგვა რაიონულ/საქალაქო სასამართლოებში

ახალი

სექტემბერი,2016

ნოემბერი, 2016

კრებითი ანგარიშის მიღება

ახალი

დეკემბერი, 2016

იანვარი, 2017

მონაცემების გამოქვეყნება

ახალი

იანვარი, 2017

იანვარი, 2017

ინდიკატორი

სტატისტიკური მონაცემები გამოქვეყნებულია ვებგვერდზე

რისკები და ვარაუდები

 

 

გამოწვევა III: საჯარო რესურსების უკეთესი მართვა

ვალდებულება 14: საჯარო ფინანსების ზედამხედველობის (საჯარო აუდიტის) პროცესში მოქალაქეთა ჩართულობის გაზრდა

სახელმწიფო აუდიტის სამსახური სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებთან თანამშრომლობით გეგმავს გააძლიეროს საჯარო ფინანსების ზედამხედველობის (საჯარო აუდიტის) პროცესში მოქალაქეთა ჩართულობა, რაც სახელმწიფო აუდიტის სამსახურისადმი მათ ნდობას აამაღლებს.

პირველ ეტაპზე, სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებთან აქტიური თანამშრომლობით, შეიქმნება სტრატეგია. სხვადასხვა ქვეყნის საუკეთესო პრაქტიკის გათვალისწინებით, სტრატეგიაში მოცემული იქნება მექანიზმები, რაც უზრუნველყოფს მოქალაქეთა კონსტრუქციულ მონაწილეობას აუდიტის სრული ციკლის პროცესში, მათ შორის, რეკომენდაციების შესრულების მონიტორინგის ეტაპზე.

გარდა ამისა, ინოვაციური ICT მექანიზმის, ვებპლატფორმის მეშვეობით მოქალაქეებს მიეწოდებათ სრულყოფილი ინფორმაცია სახელმწიფო ბიუჯეტის, საჯარო ფინანსების მართვის, აუდიტის მიგნებების, გაცემული რეკომენდაციებისა და მათი შესრულების მდგომარეობის შესახებ. ვებპლათფორმაზე ინფორმაციის მარტივად აღსაქმელად გამოყენებული იქნება ვიზუალიზაციის სხვადასხვა მეთოდი.

ვებპლატფორმა შექმნის ორმხრივი კომუნიკაციის არხს სახელმწიფო აუდიტის სამსახურსა და მოქალაქეებს შორის. ერთი მხრივ, მოქალაქეები გაეცნობიან აუდიტის სამსახურის მიერ წარმოდგენილ ინფორმაციას, მეორე მხრივ, საშუალება ექნებათ სამსახურს აცნობონ მათ მიერ იდენტიფიცირებული როგორც კონკრეტული გადაცდომების ასევე, სახელმწიფო მომსახურებების ნაკლოვანების შესახებ. ამასთან, მოქალაქეები შეძლებენ წარმოადგინონ პროფესიულ კვლევებზე დაფუძნებული წინადადებები აღმოჩენილი ნაკლოვანებების გაუმჯობესების მიზნით. მოქალაქეებისგან მიღებული ინფორმაცია გაანალიზებული და მიზანშეწონილობის შემთხვევაში გათვალისწინებული იქნება აუდიტის გეგმის შედგენისა და განხორციელების პროცესებში.

საჯარო აუდიტის პროცესში მოქალაქეთა ჩართულობა აამაღლებს მოქალაქეთა ცნობიერებას საბიუჯეტო პროცესების შესახებ, რაც გაზრდის მათ მოთხოვნას საჯარო რესურსების გამჭვირვალედ მართვის შესახებ; სრულყოფილი ინფორმაცია კი გააუმჯობესებს მოქალაქეთა ზედამხედველობის ხარისხს მმართველობით პროცესებზე. 

განხორციელების ვადა: 2016-2017 წწ.

ვალდებულება 14: საჯარო ფინანსების ზედამხედველობის (საჯარო აუდიტის) პროცესში მოქალაქეთა ჩართულობის გაზრდა

წამყვანი დაწესებულება

სახელმწიფო აუდიტის სამსახური

პარტნიორები

საჯარო დაწესებულება

 

სამოქალაქო/კერძო

სექტორი

სახელმწიფო აუდიტის სამსახურისა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებით ფორმირებული საჯარო ფინანსების მართვის ზედამხედველობაში მოქალაქეთა ჩართულობის საკითხებზე მომუშავე საკონსულტაციო ჯგუფი

არსებული მდგომარეობა და პრობლემის აღწერა

დაბალია მოთხოვნა საჯარო ფინანსების მართვის გამჭვირვალობასა და ანგარიშვალდებულებაზე, რაც წარმოშობს რისკს საჯარო ადმინისტრირების არაეფექტიანობის მიმართულებით

მთავარი მიზანი

საჯარო აუდიტის პროცესში მოქალაქეთა ჩართულობით საჯარო მმართველობის გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების პრინციპების გაუმჯობესება, შესაბამისად, საბიუჯეტო რესურსების ეფექტიანი, პროდუქტიული და ეკონომიური განკარგვის ხელშეწყობა

OGP გამოწვევა

საჯარო სექტორში კეთილსინდისიერების ამაღლება; საჯარო სერვისების გაუმჯობესება; საჯარო რესურსების უკეთესი მართვა

 

OGP პრინციპები

გამჭვირვალობა

ანგარიშვალდებულება

სამოქალაქო ჩართულობა

ტექნოლოგია და ინოვაცია

განხორციელების ეტაპები

ახალი ან არსებული ვალდებულება

დაწყების თარიღი:

დასრულების თარიღი:

საჯარო კონსულტაციების წარმართვა სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებთან საჯარო აუდიტის პროცესში მოქალაქეთა ჩართულობის სხვადასხვა მექანიზმის შემუშავებისა და გაუმჯობესების მიზნით

არსებული

 

აგვისტო, 2016

საჯარო აუდიტის პროცესში მოქალაქეთა ჩართულობის სტრატეგიის დოკუმენტის სამუშაო ვერსიის მომზადება

ახალი

აგვისტო, 2016

ოქტომბერი, 2016

საჯარო აუდიტის პროცესში მოქალაქეთა ჩართულობის სტრატეგიის დასრულება და დამტკიცება

ახალი

ოქტომბერი, 2016

დეკემბერი, 2016

ვებპლატფორმის ძირითადი კონცეფციის განსაზღვრა და შეთანხმება სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებთან

ახალი

აგვისტო, 2016

ოქტომბერი, 2016

ვებპლატფორმის ტექნიკური განვითარება და საზოგადოებისათვის წარდგენა

ახალი

ოქტომბერი, 2016

დეკემბერი, 2016

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ მინიმუმ 15 სამუშაო შეხვედრის ორგანიზება მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებთან, სტუდენტებსა და მედიასთან საჯარო ინფორმაციის გამოთხოვასთან დაკავშირებით მათი უფლებებისა და ვებპლატფორმის შესახებ ცნობიერების ამაღლების მიზნით

ახალი

დეკემბერი, 2016

ივნისი, 2016

ვებპლატფორმის შესახებ მოკლემეტრაჟიანი ვიდეო რგოლის მომზადება და სოციალური მედიის მეშვეობით გავრცელება

ახალი

თებერვალი, 2016

დეკემბერი, 2017

ინდიკატორი

-   საჯარო აუდიტის პროცესში მოქალაქეთა ჩართულობის სტრატეგიის დოკუმენტი დამტკიცებულია;

-      ვებპლატფორმა გამოიყენება თვეში მინიმუმ 50 უნიკალური ვიზიტორის მიერ;

-   ყოველ წელს მოქალაქეების მხრიდან წარმოდგენილია მინიმუმ 12 წინადადება აუდიტის ჩატარების მოთხოვნის მიზნით;

-  ყოველ წელს აუდიტის გეგმაში გათვალისწინებულია მოქალაქეების მხრიდან წარმოდგენილი მინიმუმ 3 წინადადება

რისკები და ვარაუდები

რისკი: მოქალაქეების დაბალი ჩართულობა:

პრევენციული ღონისძიება: ინტენსიური შეხვედრები მოქალაქეებთან ცნობიერების ამაღლების მიზნით;

რისკი: სას-ის დამოუკიდებლობის შეზღუდვა აუდიტის გეგმის შედგენაში მოქალაქეთა აქტიური ჩართვის შედეგად:

პრევენციული ღონისძიება: სას-ი აუდიტის გეგმას ადგენს რისკზე დაფუძნებული მიდგომით, რომელშიც სხვადასხვა ფაქტორებთან ერთად  ერთ-ერთ კომპონენტს მოქალაქეთა ინტერესის გათვალისწინება წარმოადგენს. მოქალაქეთა მიერ წარმოდგენილი წინადადების აუდიტის გეგმისათვის შერჩევაზე იმუშავებს სახელმწიფო აუდიტის სამსახურისა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებით ფორმირებული საკონსულტაციო ჯგუფი. აუდიტის გეგმის პროექტი საბოლოო გადაწყვეტილებისთვის წარედგინება სას-ის პრეზიდიუმს. აღნიშნული მიდგომა უზრუნველყოფს მხოლოდ ისეთი წინადადებების გათვალისწინებას, რომელიც ერთის მხრივ, შესაბამისობაშია სას-ის მიერ განსაზღვრულ პრიორტეტებთან და მეორე მხრივ, ხელს შეუწყობს მოქალაქეთა ინტერესების გათვალისწინებას.

რისკი: სას-ისადმი მოქალაქეთა სკეპტიკური დამოკიდებულება მათ მიერ წარმოდგენილი წინადადებების აუდიტის გეგმაში გაუთვალისწინებლობის გამო.

პრევენციული ღონისძიება: თითოეული მოქალაქე გონივრულ ვადებში ინფორმირებული იქნება მათი მხრიდან წარმოდგენილ წინადადებასთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილების შესახებ. უარის შემთხვევაში მოხდება უარყოფის მიზეზის დასაბუთება.

 

ვალდებულება 15: ელექტრონული ინოვაციები საჯარო შესყიდვების მეტი გამჭვირვალობისა და ეფექტიანობისთვის

სახელმწიფო შესყიდვების გამჭვირვალედ განხორციელება და ამ პროცესში ანგარიშვალდებულების ხარისხის ამაღლება, გეოგრაფიული ბარიერების აღმოფხვრა და კონკურენტუნარიანობის გაზრდა საქართველოს მთავრობის მუდმივი პრიორიტეტია. ამ მიზნის მისაღწევად, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო გეგმავს შემდეგი ინოვაციური პროექტების დანერგვას:

კომპონენტი 1 – ტენდერებზე აგრეგირებული ინფორმაცია: 2010 წლის დეკემბრიდან სახელმწიფო შესყიდვებზე ტენდერები მხოლოდ სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემის (www.procurement.gov.ge) მეშვეობით ტარდება. ამ სისტემის გამოყენებით ყოველწლიურად 36000-მდე ტენდერი ცხადდება და ეს რიცხვი, ისევე როგორც სხვა მრავალი მონაცემი ჩატარებული ტენდერების შესახებ, იზრდება. აღნიშნული ზრდა ართულებს დაინტერესებული პირების მიერ კონკრეტული ტენდერის თუ შესყიდვის ობიექტის შესახებ ინფორმაციის თავმოყრასა და ანალიზს.

ტენდერების შესახებ მონაცემების ერთ სივრცეში თავმოყრით (აგრეგირებით) მარტივად ხელმისაწვდომი იქნება:

- მონაცემები შესყიდვის ობიექტების, ტენდერის ტიპების, პრეტენდენტთა რაოდენობის, ტენდერის სავარაუდო და სახელშეკრულებო ღირებულების, გამარჯვებული მიმწოდებლების, დისკვალიფიცირებულ პრეტენდენტთა რაოდენობის და სხვათა შესახებ;

- წლიური მონაცემები (მონაცემები განთავსდება მანქანით წაკითხვად ფორმატში (CSV, JSON, XML)).

ტენდერებზე განახლებულ ფორმატში აგრეგირებული ინფორმაცია საშუალებას მისცემს შემსყიდველ ორგანიზაციებს, სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილეობის მსურველ და აგრეთვე დამწყებ ბიზნესმენებს და მცირე ბიზნესისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს სრულად გაანალიზონ ბაზარზე არსებული მდგომარეობა და გააკეთონ ბიზნეს პროგნოზები.

კომპონენტი 2 – სახელმწიფო შესყიდვების წლიური გეგმების შესახებ გაერთიანებული ინფორმაცია: სახელმწიფო შესყიდვები ხორციელდება წინასწარ განსაზღვრული შესყიდვების წლიური გეგმის შესაბამისად, რომელსაც შემსყიდველი ორგანიზაცია  სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემის e-Plan მოდულში არეგისტრირებს. დაინტერესებული პირებისთვის კი წლიური გეგმის შესახებ მხოლოდ ზოგადი ინფორმაციაა ხელმისაწვდომი. ელექტრონულ მოდულში დაგეგმილი ცვლილება მომხმარებელს შესაძლებლობას მისცემს, მიიღოს დეტალური ინფორმაცია თითოეული შემსყიდველი ორგანიზაციის წლიურ შესყიდვებზე, ასევე, უზრუნველყოს დაგეგმილ სახელმწიფო შესყიდვებზე ინფორმაციის გაერთიანება რეგიონების და ფასის მიხედვით. შედეგად, ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებს მიეცემათ უნიკალური საშუალება, CPV კოდის მითითებით მიიღონ ინფორმაცია, თუ e-Procurement-ის სისტემაში რეგისტრირებული 4469 შემსყიდველი ორგანიზაციიდან რომელი გეგმავს ამა თუ იმ შესყიდვის ობიექტის შეძენას, რა ფასად და რომელ რეგიონში. დამატებით იგეგმება სახელმწიფო შესყიდვების ოფიციალურ ვებგვერდზე სახელმწიფო შესყიდვებში დაგეგმილი ტოპ პროდუქტების სიისა და მათი შესყიდვისთვის გათვალისწინებული ჯამური თანხის გამოქვეყნება. ეს სიახლეები ბიზნესის წარმომადგენლებს საშუალებას მისცემს, უკეთ შეაფასონ ბაზარზე არსებული მოთხოვნა და უკეთ დაგეგმონ მომავალი საქმიანობა.

კომპონენტი 3 – შესყიდვის ობიექტებისა და მიმწოდებლების ელექტრონული კატალოგი (e-Market):  შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულების დადგენას წინ უსწრებს შემსყიდველი ორგანიზაციების მიერ ბაზრის კვლევა, რომელიც მნიშვნელოვანია როგორც კონკრეტული ტენდერის ობიექტურად ჩატარებისათვის, ისე წლიური გეგმის შემუშავების პროცესში შესყიდვების წლიური ბიუჯეტის სწორად განსაზღვრისთვის.

აღნიშნულის გათვალისწინებით, მიზანშეწონილია, შესყიდვების ძირითადი პროდუქტების ელექტრონული კატალოგის შექმნა, რომელიც:

- ობიექტურად ასახავს ბაზარზე არსებულ ფასებს;

- თავს მოუყრის სხვადასხვა პროდუქტის ფასს მომწოდებლების მიხედვით;

- ასახავს ინფორმაციას პოტენციურ მიმწოდებლებზე როგორც მთლიანი ქვეყნის, ისე რეგიონების მასშტაბით და ა.შ.

სიახლე შემსყიდველ ორგანიზაციებს საშუალებას მისცემს სახელმწიფო შესყიდვის მოსამზადებელ ეტაპზე უფრო ეფექტურად დაგეგმონ შესყიდვები და მაქსიმალურად მოკლე დროში მიიღონ ინფორმაცია ბაზარზე არსებული ფასების, მიმწოდებლების და პირობების შესახებ. მონაცემთა მაქსიმალური ღიაობა დაეხმარება შემსყიდველ ორგანიზაციებს შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულების სწორად განსაზღვრაში, რაც  შემსყიდველების მხრიდან მაღალი ფასების დაწესებას, კორუფციულ რისკებს და ჩავარდნილი ტენდერების რაოდენობას შეამცირებს.

მოცემული სამი კომპონენტით გათვალისწინებული სიახლეების დანერგვა უზრუნველყოფს მთელი ქვეყნის მასშტაბით სახელმწიფო შესყიდვების პროცესში სახელმწიფო ფინანსების მართვის გამჭირვალობას, გეოგრაფიული უთანასწორობის აღმოფხვრას, ანტიკორუფციული ძალისხმევის და კონტროლის გაძლიერებასა და ბიზნესის მხარდაჭერას.

განხორციელების ვადა: 2016-2017 წწ.

ვალდებულება 15: ელექტრონული ინოვაციები საჯარო შესყიდვების მეტი გამჭვირვალობისა და ეფექტიანობისთვის

წამყვანი დაწესებულება

სსიპ – სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო

 

 

პარტნიორები

საჯარო დაწესებულება

სსიპ – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო

სამოქალაქო/კერძო

სექტორი

 

არსებული მდგომარეობა და პრობლემის აღწერა

-  ჩატარებული ტენდერების შესახებ არსებული ინფორმაცია  მოცულობითია, მისი მოძიება და გაანალიზება კი – შრომატევადი და ხანგრძლივი პროცესი;

-    შემსყიდველი ორგანიზაციების წლიური შესყიდვების გეგმის თაობაზე ინფორმაცია არ არის დეტალიზებული;

-  არ არსებობს შესყიდვის ობიექტის ელ. კატალოგი, რომელშიც ასახული იქნება ძირითადი შესასყიდი პროდუქტების ბაზარზე არსებული ფასები. შემსყიდველ ორგანიზაციებს არ მიეწოდებათ შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულების დადგენისთვის საჭირო ობიექტური ინფორმაცია

მთავარი მიზანი

- მომხმარებლებისთვის, მათ შორის, შემსყიდველი ორგანიზაციებისა და ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებისათვის, სახელმწიფო შესყიდვების პროცესის მეტი მოქნილობის უზრუნველყოფა;

- ბიზნესის ხელშეწყობა და სახელმწიფო შესყიდვების პროცესში კონკურენციის გაზრდა;

- საბიუჯეტო სახსრების ხარჯვის მონიტორინგში  მოქალაქეთა და სამოქალაქო ორგანიზაციების ჩართულობის გაზრდა ცენტრალურ თუ ადგილობრივ დონეზე.

OGP გამოწვევა

საჯარო სერვისების გაუმჯობესება

 

OGP პრინციპები

გამჭვირვალობა

ანგარიშვალდებულება

სამოქალაქო ჩართულობა

ტექნოლოგია და ინოვაცია

 

განხორციელების ეტაპები

ახალი ან არსებული ვალდებულება

დაწყების თარიღი:

დასრულების თარიღი:

პროგრამული უზრუნველყოფა

ახალი

ივნისი, 2016

სექტემბერი, 2017

განხორციელებული ცვლილებების შესახებ ინფორმაციის გავრცელება

ახალი

ივნისი, 2016

დეკემბერი, 2017

ინდიკატორი

e-Procurement სისტემის მომხმარებელთა რაოდენობის ზრდა;

ბიზნეს ორგანიზაციების მიერ e-Plan მოდულის გამოყენების რაოდენობრივი მაჩვენებლის ზრდა;

e-Market-ის e-Procurement სისტემაში ამოქმედება და მისი მომხმარებელთა რაოდენობის გაზრდა.

რისკები და ვარაუდები

საქართველოში არსებული ათობით ათასი ეკონომიკური ოპერატორის და ასობით დაინტერესებული სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენელთათვის ინოვაციების შესახებ ინფორმაციის ხელმისაწვდომობის ნაკლებობა;

e-Market-ის შესყიდვის ობიექტების არეალის გავრცობა და ბიზნესის უარი თანამშრომლობაზე

 

გამოწვევა IV: უსაფრთხო გარემოს შექმნა

ვალდებულება 16: გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსის მიღება

ვალდებულება გულისხმობს გარემოსდაცვითი კოდექსის მიღებას, რომელიც გაითვალისწინებს გარემოსდაცვით საკითხებში „გარემოსდაცვით საკითხებთან დაკავშირებული ინფორმაციის ხელმისაწვდომობის, გადაწყვეტილების მიღების პროცესში საზოგადოების მონაწილეობისა და ამ სფეროში მართლმსაჯულების საკითხებზე ხელმისაწვდომობის შესახებ“ კონვენციის (შემდგომში – ორჰუსის კონვენცია) მოთხოვნებს და უზრუნველყოფს გარემოზე ზემოქმედებასთან დაკავშირებული გადაწყვეტილებების მიღების პროცესში საზოგადოების ჩართულობას, კერძოდ:

· ბუნებრივ გარემოს მდგომარეობაზე, ასევე ადამიანის სიცოცხლესა და ჯანმრთელობაზე შესაძლო უარყოფითი ზემოქმედების მაღალი რისკების შემცველი საქმიანობების გარემოსდაცვითი შეფასების რეგულირების ქვეშ მოქცევა, „ზოგიერთი გეგმისა და პროგრამის გარემოზე ზემოქმედების შეფასების შესახებ“ ევროკავშირის 2011/92/EC დირექტივის მოთხოვნათა შესაბამისად;

· ბუნებრივ გარემოს მდგომარეობაზე, ასევე ადამიანის სიცოცხლესა და ჯანმრთელობაზე შესაძლო ზემოქმედების გამომწვევი საქმიანობის მარეგულირებელი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების (სტრატეგიული დოკუმენტები) შემუშავებისა და დამტკიცების პროცესში საზოგადოების ჩართულობა, სტრატეგიული დოკუმენტის შემუშავების საწყის ეტაპზე ინფორმაციის ბეჭდვითი ორგანოებისა და მართვის ელექტრონული საშუალებებით გავრცელება, აღნიშნული დოკუმენტების შემუშავების პროცესში საზოგადოებრივი და სამეცნიერო აზრის საჯარო განხილვებში ჩართვა;

· გარემოსდაცვითი გადაწყვეტილებების მიღება საჯარო ადმინისტრაციული წარმოების პრინციპების შესაბამისად დაინტერესებული საზოგადოების ჩართვა წარმოების საწყის ეტაპზე. ინფორმაციის დაგეგმილი საქმიანობის ადგილზე, ასევე, მართვის ელექტრონული და ბეჭდვითი მედიის საშუალებებით გამოქვეყნება, საჯარო განხილვების დაგეგმილი საქმიანობის ადგილზე ჩატარება, დაინტერესებული პირების მოსაზრებებისა და წინადადებების გათვალისწინება გადაწყვეტილების მიღებისას;

· ბუნებრივ გარემოზე ტრანსასაზღვრო ზემოქმედების გამომწვევ საქმიანობებზე გადაწყვეტილების მიღებისას, შესაბამისი ქვეყნის ჩართვის მიზნით, ტრანსასაზღვრო პროცედურების დანერგვა.

განხორციელების ვადა: 2016-2017 წწ.

ვალდებულება 16: გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსის მიღება

წამყვანი დაწესებულება

საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო

პარტნიორები

საჯარო დაწესებულება

 

სამოქალაქო/კერძო

სექტორი

ფინანსური მხარდაჭერა – ევროკავშირი, პროგრამა ,,მწვანე ეკონომიკა აღმოსავლეთ სამეზობლოში" – EaP GREEN; პროგრამის განმახორციელებელი – გაეროს ევროპის ეკონომიკური კომისია – UNECE

არსებული მდგომარეობა და პრობლემის აღწერა

პრაქტიკამ ცხადყო, რომ არსებულ რეგულირებას აქვს მნიშნელოვანი ნაკლოვანებები. გარემოზე ზემოქმედების შეფასების კუთხით, რეგულირების მიღმაა დარჩენილი გარემოზე მავნე ზემოქმედების რისკების შემცველი მრავალი საქმიანობა, რაც თავის მხრივ, ზრდის გარემოსა და ადამიანის ჯანმრთელობაზე უარყოფითი ზემოქმედების ხარისხს და ამგვარი ზემოქმედების რისკებს.

გარემოზე ზემოქმედების შეფასებასა და შესაბამისი ნებართვების გაცემასთან დაკავშირებული პროცედურები არ მოიცავს საზოგადოების ჩართულობას. რადგან საჯაროობის ტვირთი აკისრია ნებართვის მაძიებელს, ხოლო გადაწყვეტილებები მიიღება მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესით.

არ არსებობს ეფექტიანი მექანიზმი იმისათვის, რომ სხვადასხვა სექტორებში სივრცითი, ეკონომიკური და სხვა სახელმწიფო დაგეგმარების პროცესი მიმდინარეობდეს გარემოს და ადამიანის ჯანმრთელობის დაცვის ასპექტების გათვალისწინებით, რათა ამა თუ იმ გეგმის/პროგრამის შემუშავებისას მაქსიმალურად ადრეულ ეტაპზე მოხდეს როგორც გარემოსდაცვითი, ასევე ადამიანის ჯანმრთელობასთან დაკავშირებული საკითხების გათვალისწინება, ხოლო პროცესებში ფართო საზოგადოებისა და სამეცნიერო წრეების ჩართვა.

მთავარი მიზანი

გარემოზე მნიშვნელოვანი ზემოქმედების მქონე საქმიანობების რეგულირების ქვეშ მოქცევა, გარემოზე უარყოფითი ზემოქმედების რისკების შემცირება;

საქმიანობის დაგეგმვის საწყის ეტაპზე მოსალოდნელი გარემოსდაცვითი რისკების განსაზღვრა, ინვესტორის დანახარჯების და ფინანსური რისკების შემცირება;

ქვეყნის სივრცითი და ეკონომიკური დაგეგმვისას (სტრატეგიული დაგეგმვა) გარემოსდაცვითი ინტერესების გათვალისწინება, მწვანე ეკონომიკის პრინციპების რეალიზაცია;

ორჰუსის კონვენციის მოთხოვნათა შესაბამისად, საზოგადოების ინფორმირება და ჩართვა საქმიანობის დაგეგმვის ადრეულ ეტაპზე/მთელი პროცესის მანძილზე, პროცესებში სამეცნიერო წრეებისა და ფართო საზოგადოების მონაწილეობა, რაც გაზრდის მოქალაქეთა ნდობას.

OGP გამოწვევა

უსაფრთხო გარემოს შექმნა; საჯარო რესურსების უკეთესი მართვა

 

OGP პრინციპები

გამჭვირვალობა

ანგარიშვალდებულება

სამოქალაქო ჩართულობა

ტექნოლოგია და ინოვაცია

 

 

განხორციელების ეტაპები

ახალი ან არსებული ვალდებულება

დაწყების თარიღი:

დასრულების თარიღი:

გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსისა და მომიჯნავე ცვლილებების მიღება

ახალი

 

სექტემბერი, 2017

სამინისტროს შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის დაკომპლექტება კვალიფიციური კადრებით

ახალი

ოქტომბერი, 2016

აგვისტო, 2017

არსებულ თანამშრომელთა გადამზადება რეფორმით განპირობებულ ცვლილებებთან მიმართებაში

ახალი

ოქტომბერი, 2016

აგვისტო, 2017

კოდექსით განსაზღვრულ გადაწყვეტილებათა მიღების პროცესებში მონაწილე, საქმიანობათა დამგეგმავი ან ავტორიზაციის დოკუმენტის გამცემი სხვა ადმინისტრაციული ორგანოების ინფორმირება და გადამზადება

ახალი

ოქტომბერი, 2016

აგვისტო, 2017

გარემოზე ზემოქმედების შეფასების დოკუმენტის სწორად მომზადების მიზნით, პროფესიული და სამეცნიერო წრეების გადამზადება, განახლებული კანონმდებლობის მოთხოვნებთან მიმართებაში

ახალი

ოქტომბერი, 2016

აგვისტო, 2017

ინდიკატორი

გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსი მიღებულია;

რეფორმით განპირობებული ცვილებების შესაბამისად არსებული კადრების გადამზადებულია და ახალი კადრები აყვანილია

რისკები და ვარაუდები

სისტემაში გამართულად მუშაობის მიზნით თანამშრომელთა დაკომპლექტებისა და გადამზადებისთვის საჭირო ბიუჯეტის სიმცირე;

კოდექსის იმპლემენტაციაზე პასუხისმგებელი უწყებების კოორდინაციი სირთულე.

 

ვალდებულება 17: „112“-თან დაკავშირების ალტერნატიული არხის – მობილური აპლიკაციის დანერგვა

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ – „112“-ს მისიაა – შეამციროს გადაუდებელი დახმარების მიღების დრო. გადაუდებელი დახმარების შესახებ მიღებული შეტყობინების უმოკლეს დროში დამუშავების თვალსაზრისით უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება ინიციატორის ზუსტი ადგილმდებარეობის განსაზღვრას. რთულდება შეტყობინების ინიციატორის ლოკაციის დადგენა, როცა ის დაუმისამართებელ ადგილას იმყოფება ან ვერ ახერხებს ადგილმდებარეობის ზუსტ იდენტიფიცირებას. გარდა აღნიშნულისა, არის შემთხვევები, როდესაც სიტუაციის სპეციფიკიდან გამომდინარე, ინიციატორი ვერ ახერხებს ოპერატორთან სატელეფონო საუბარს.

ლოკაციის დაუყოვნებლივ განსაზღვრის მიზნით მიზანშეწონილია „112“-თან დაკავშირების ალტერნატიული საკომუნიკაციო არხის, მობილური აპლიკაციის დანერგვა. შესაბამისად გაიწერა გრძელვადიანი სტრატეგია, რომლის ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებას „112“-თან დაკავშირების ალტერნატიული არხების შექმნა წარმოადგენს.

პროექტის ყველაზე დიდი უპირატესობაა: ა) ინიციატორს და 112-ის ოპერატორს შორის უმოკლეს დროში კავშირის დამყარება, და ბ) ზარის ინიციატორის ადგილმდებარეობის დაუყოვნებლივ განსაზღვრის შესაძლებლობა, რაც გადაუდებელი დახმარების აღმოჩენის პროცესში მოქალაქისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.

განხორციელების ვადა: 2016-2017 წწ

ვალდებულება 17: „112“-თან დაკავშირების ალტერნატიული არხის – მობილური აპლიკაციის დანერგვა

წამყვანი დაწესებულება

შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ – „112“

პარტნიორები

საჯარო დაწესებულება

 

სამოქალაქო/კერძო

სექტორი

 

არსებული მდგომარეობა და პრობლემის აღწერა

სსიპ – „112“-ს მიერ შემოსულ შეტყობინებებზე სწრაფი რეაგირებისთვის უმნიშვნელოვანესია შეტყობინების ინიციატორის ადგილსამყოფელის დადგენა. თუმცა, პრობლემები წარმოიშვება, როცა ინიციატორი იმყოფება დაუმისამართებელ ადგილას, ვერ ახერხებს ადგილის იდენტიფიცირებას ან ვერ ახერხებს ოპერატორთან სატელეფონო საუბარს

მთავარი მიზანი

ტექნოლოგიების და ინოვაციების გათვალისწინებით, „112“-თან დაკავშირების ალტერნატიული არხის დანერგვა, რომელიც ხელს შეუწყობს მოქალაქეთა ხელმისაწვდომობის გაზრდას და გადაუდებელი დახმარების უმოკლეს დროში მიღებას

OGP გამოწვევა

უსაფრთხო გარემოს შექმნა; საჯარო სერვისების გაუმჯობესება

OGP პრინციპები

გამჭვირვალობა

ანგარიშვალდებულება

სამოქალაქო ჩართულობა

ტექნოლოგია და ინოვაცია

განხორციელების ეტაპები

ახალი ან არსებული ვალდებულება

დაწყების თარიღი:

დასრულების თარიღი:

მობილური აპლიკაციის ფუნქციონალის შემუშავება: SOS ღილაკი, Silent SOS, დარეკვის ფუნქცია და ოპერატორთან მიმოწერის შესაძლებლობა; სიახლეების გვერდის და სხვადასხვა სახელმწიფო სერვისის სატელეფონო ცნობარის ინტეგრირება

ახალი

2016

ოქტომბერი, 2016

აპლიკაციის ტესტირების ფაზაში სამოქალაქო ჩართულობის სტრატეგიის განსაზღვრა

ახალი

ოქტომბერი, 2016

ნოემბერი, 2016

საზოგადოების ჩართულობით პროექტის ტესტირება

ახალი

დეკემბერი, 2016

იანვარი, 2017

აპლიკაციის შესახებ ცნობადობის ამაღლებისა და აქტიური გამოყენების ხელშეწყობის მიზნით, PR კამპანიის გამართვა

ახალი

 მარტი, 2017

თებერვალი, 2017

პროექტის განვითარება მოქალაქეთა მხრიდან არსებული გამოხმაურებების/შეფასების საფუძველზე

ახალი

 

დეკემბერი, 2017

ინდიკატორი

მობილური აპლიკაცია დანერგილია

რისკები და ვარაუდები

პროექტის სპეციფიკიდან გამომდინარე, აქტივობების განხორციელების ვადებმა შესაძლოა დროში უმნიშვნელოდ გადაიწიოს

 

ვალდებულება 18: დანაშაულის პრევენციის მიზნით შექმნილი ადგილობრივი საბჭოების განვითარება

2016 წლიდან საქართველოს მთავარ პროკურატურაში დაიწყო პროექტ „ადგილობრივი საბჭო“-ს განხორციელება, რომლის მიზანია შესაბამის უწყებებს შორის დანაშაულის პრევენციისკენ მიმართული ღონისძიებების კოორდინაცია და ახალი  ღონისძიებების ინიცირება. მოცემულ ეტაპზე დანაშაულის პრევენციით რამდენიმე სახელმწიფო უწყებაა დაკავებული. მნიშვნელოვანია მათ შორის კოორდინაციის გაზრდა, რათა თავიდან იქნას აცილებული სხვადასხვა უწყების მიერ ერთი და იმავე შინაარსის პრევენციული ღონისძიებების განხორციელება.

პროექტის ძირითადი მიზანია რეგიონში არსებული კრიმინოგენური მდგომარეობის განხილვა, რეგიონისთვის საჭირო პრევენციულ ღონისძიებებთან დაკავშირებით გადაწყვეტილებების მიღება, ინიციატივების შემუშავება და სხვა სახელმწიფო უწყებებთან და არასამთავრობო სექტორთან თანამშრომლობით დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის კოორდინირებული გეგმის დასახვა. პროექტი შეიქმნა ამერიკის შეერთებული შტატებში მოქმედი მოდელის მიხედვით და წარმოადგენს რეგიონალურ დონეზე საკოორდინაციო ორგანოს. საბჭოს მუდმივი წევრები არიან სამართალდამცავი ორგანოების (პროკურატურა, შსს, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო), მუნიციპალიტეტების, ადვოკატთა კორპუსის, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები. საბჭოს შესაძლოა ჰყავდეს დროებითი წევრებიც საზოგადოების ნებისმიერი წევრი სახით.

ადგილობრივი საბჭოების განხორციელება პილოტურად დაიწყო აჭარის რეგიონში. ვალდებულების ფარგლებში, უახლოეს მომავალში ადგილობრივი საბჭოები ქვემო ქართლში, სამეგრელოში და მოგვიანებით კი საქართველოს სხვა რეგიონებშიც შეიქმნება.

განხორციელების ვადა: 2016-2017 წწ.

ვალდებულება 18: დანაშაულის პრევენციის მიზნით შექმნილი ადგილობრივი საბჭოების განვითარება

წამყვანი დაწესებულება

საქართველოს მთავარი პროკურატურა

პარტნიორები

საჯარო დაწესებულება

მუნიციპალიტეტების ორგანოები; პრობაციის ეროვნული სააგენტო; შინაგან საქმეთა სამინისტრო

სამოქალაქო/კერძო

სექტორი

არასამთავრობო ორგანიზაციები

არსებული მდგომარეობა და პრობლემის აღწერა

აუცილებელია დანაშაულის პრევენციაზე მომუშავე სახელმწიფო ორგანოებს შორის კოორდინაციის გაზრდა, რათა თავიდან იქნას აცილებული სხვადასხვა უწყების მიერ ერთი და იმავე შინაარსის პრევენციული ღონისძიებების განხორციელება. უნდა შეიქმნას პლატფორმა, რომელიც შესაძლებლობას მისცემს საზოგადოების წევრებს მონაწილეობა მიიღონ დანაშაულის წინააღმდეგ მიმართული პრევენციული ღონისძიებების ინიცირებაში, დაგეგმვასა და განხორციელებაში. საჭიროა რეგიონის თავისებურებების გათვალისწინება და პრევენციის ღონისძიებების შესაბამისად დანერგვა

მთავარი მიზანი

დანაშაულის პრევენციისკენ მიმართული ღონისძიებების კოორდინაციის გაზრდა და ამ სფეროში არსებული სახელმწიფო თუ არასამთავრობო სექტორის ძალისხმევის გაერთიანება; ადგილობრივ საჭიროებებზე მორგებული პრევენციული ღონისძიებების ინიცირება

OGP გამოწვევა

უსაფრთხო გარემოს შექმნა

 

OGP პრინციპები

გამჭვირვალობა

ანგარიშვალდებულება

სამოქალაქო ჩართულობა

ტექნოლოგია და ინოვაცია

 

განხორციელების ეტაპები

ახალი ან არსებული ვალდებულება

დაწყების თარიღი:

დასრულების თარიღი:

ადგილობრივი საბჭოების დანერგვა მინიმუმ სამ რეგიონში, ბათუმი, ზუგდიდი, რუსთავი, ახალციხე ოზურგეთი

 

მარტი, 2016

დეკემბერი, 2016

ადგილობრივი საბჭოების დანერგვა მინიმუმ სამ რეგიონში

 

იანვარი, 2017

დეკემბერი,

 2017

ინდიკატორი

ექვს რეგიონში ადგილობრივი საბჭო შექმნილია;

ადგილობრივი საბჭოების მიერ ჩატარებული მინიმუმ 10 სხდომა

რისკები და ვარაუდები

 

 

გამოწვევა V: კორპორატიული პასუხისმგებლობის გაუმჯობესება

ვალდებულება 19: ეკონომიკური აგენტებისათვის გზამკვლევის შემუშავება

ეკონომიკურ აგენტებს, რომლებიც მხოლოდ კონკურენციის კანონითა და მის საფუძველზე მიღებული ნორმატიული აქტებით ხელმძღვანელობენ, არ აქვთ სათანადო ინფორმაცია კონკურენციის კანონმდებლობის გამოყენების თაობაზე. ამასთან, საზოგადოება არ ფლობს საკმარის ინფორმაციას ახლადშექმნილი კონკურენციის სააგენტოს შესახებ.

აუცილებელია, არსებობდეს კომუნიკაცია მაკონტროლებელ ორგანოსა და შესაბამის ბიზნეს სუბიექტს შორის, რათა ეკონომიკური აგენტი ინფორმირებული იყოს იმ ვალდებულებების შესახებ, რომელსაც მას კონკურენციის კანონმდებლობა აკისრებს. შედეგად, უფრო ეფექტური გახდება სააგენტოს მუშაობა, სუბიექტები კი, თავის მხრივ, მიიღებენ შესაბამის ზომებს, რათა მინიმუმამდე დაიყვანონ თავისუფალი კონკურენტული ბაზრის ხელისშემშლელი ქმედებები.

ვალდებულება ემსახურება საჯარო მმართველობის გამჭვირვალობის და ანგარიშვალდებულების პრინციპების გაუმჯობესებას. კონკურენციის სააგენტო შეიმუშავებს გზამკვლევებს/ბროშურებს, რომელთა ძირთადი თემატიკა კონკურენციის კანონის პრობლემატური და აქტუალური საკითხები და  სააგენტოს ძირითადი სამოქმედო პრინციპები იქნება. გზამკვლევი გავრცელდება როგორც ბეჭდური, ისე ელექტრონული სახით, კონკურენციის საკითხებზე ბიზნესისა და საზოგადოებისათვის მაქსიმალური ინფორმაციის მიწოდების მიზნით.

განხორციელების ვადა: 2016-2017 წწ.

ვალდებულება 19: ეკონომიკური აგენტებისათვის გზამკვლევის შემუშავება

წამყვანი დაწესებულება

სსიპ – კონკურენციის სააგენტო

პარტნიორები

საჯარო დაწესებულება

 

სამოქალაქო/კერძო

სექტორი

 

არსებული მდგომარეობა და პრობლემის აღწერა

ეკონომიკურ აგენტებს არ აქვთ სათანადო ინფორმაცია კონკურენციის კანონმდებლობის გამოყენების თაობაზე, რაც კანონის აღსრულების პროცესს ართულებს

მთავარი მიზანი

ეკონომიკური აგენტების ცნობიერების ამაღლება და კონკურენციის შესახებ კანონის აღსრულების პროცესის გამარტივება.

OGP გამოწვევა

კორპორატიული პასუხისმგებლობის გაუმჯობესება; საჯარო სერვისების გაუმჯობესება

 

OGP პრინციპები

გამჭვირვალობა

ანგარიშვალდებულება

სამოქალაქო ჩართულობა

ტექნოლოგია და ინოვაცია

 

 

განხორციელების ეტაპები

ახალი ან არსებული ვალდებულება

დაწყების თარიღი:

დასრულების თარიღი:

ეკონომიკური აგენტებისათვის კონკურენციის საკითხებზე გზამკვლევის შემუშავება,  როგორც ელექტრონული ასევე, ბეჭდური სახით

ახალი

სექტემბერი, 2016

დეკემბერი, 2017

გზამკვლევის გავრცელება ვებგვერდზე და ბეჭდური სახით; ადვოკატირების კამპანია, ბიზნესთან შეხვედრები, კონფერენციები.

ახალი

იანვარი, 2017

დეკემბერი, 2017

ინდიკატორი

გზამკვლევი შემუშავებული და გავრცელებულია

რისკები და ვარაუდები

 

 

ვალდებულება 20: კომერციული მომსახურების ხარისხის კონტროლის პროგრამის შემუშავება და დანერგვა

სამოქმედო გეგმის ფარგლებში საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია (შემდგომში – კომისია) უზრუნველყოფს კომერციული მომსახურების ხარისხის კონტროლის პროგრამის შემუშავებასა და დანერგვას.

კომისიამ 2016 წლის 25 ივლისის №13 დადგენილებით დაამტკიცა „მომსახურების კომერციული ხარისხის წესები“,  რომლის მიზანია ელექტროენერგიისა და ბუნებრივი გაზის განაწილების ლიცენზიატების, წყალმომარაგების ლიცენზიატებისა და ბუნებრივი გაზის მიმწოდებლების (შემდგომში – საწარმო) მიერ მომხმარებლისათვის გაწეული მომსახურების კომერციული ხარისხის გაუმჯობესება.

მომსახურების კომერციული ხარისხი მნიშვნელოვანია მომხმარებელთა უფლებების განხორციელების თვალსაზრისით, რადგან შეიცავს ელექტროენერგიისა და ბუნებრივი გაზის განაწილებისა და წყალმომარაგების სფეროში მომხმარებელთათვის მომსახურების ხელმისაწვდომობისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის ძირითად სტანდარტებს, რაც, როგორც შიდასახელმწიფოებრივი, ისე საერთაშორისო მნიშვნელობის საკითხია. მაგალითად, ჯერ კიდევ 2011 წლის მდგომარეობით Doing Business პროექტის ფარგლებში მსოფლიო ბანკის მიერ შემუშავებულ საერთო რეიტინგში საქართველოს მე-17 ადგილი ეკავა, თუმცა, კვლევის ერთ-ერთ კრიტერიუმში,  როგორიცაა ელექტროენერგიის მიღება (ქსელზე მიერთება), საქართველო მხოლოდ 91-ე ადგილით შემოიფარგლა. მას შემდეგ, რაც კომისიის მიერ მიღებული და დანერგილი იქნა რეგულაცია, რომლის ერთ-ერთ ამოცანას სწორედ მომხმარებლის მიერ ელექტროენერგიის მიღების/ქსელზე მიერთების მომსახურების ხელმისაწვდომობა წარმოადგენდა, აღნიშნულ კრიტერიუმში საქართველოს მაჩვენებელმა 91-დან 50-ე ადგილზე გადაინაცვლა.

ამჟამად კომისიის უმთავრესი გამოწვევა კომერციული მომსახურების ხარისხის შესრულების მონიტორინგის ეფექტიანი მექანიზმის შემუშავება და მისი რეგულირებაა. აღნიშნულის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მხარეა მომხმარებელთა ინფორმირება როგორც მათი, ისე საწარმოების უფლებათა და მოვალეობათა შესახებ, რაც ხელს შეუწყობს, ერთი მხრივ, საწარმოთა ანგარიშვალდებულების გაზრდას, ხოლო მეორე მხრივ, მომხმარებელთა უფლებების შეუფერხებელ განხორციელებას.

განხორციელების ვადა: 2016-2017 წწ.

ვალდებულება 20: კომერციული მომსახურების ხარისხის კონტროლის პროგრამის შემუშავება და დანერგვა

წამყვანი დაწესებულება

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია

პარტნიორები

საჯარო დაწესებულება

 

სამოქალაქო/კერძო

სექტორი

 

არსებული მდგომარეობა და პრობლემის აღწერა

მომსახურების კომერციული ხარისხის წესები ამკვიდრებს ერთიან მიდგომას რიგი საკითხებისადმი, რომელთა შორისაა საწარმოს მიერ მომხმარებლისთვის გაწეული მომსახურების კომერციული ხარისხის შესახებ მონაცემების აღრიცხვა და მომხმარებლებისათვის გაწეული მომსახურების კომერციული ხარისხის შესახებ ინფორმაციის კომისიისათვის წარდგენა. მომსახურების კომერციული ხარისხის საერთო სტანდარტს წარმოადგენს:

ა) გეგმური წყვეტის  თარიღისა და ხანგრძლივობის თაობაზე მომხმარებელთა ინფორმირება;

ბ) არაგეგმური წყვეტის  გამო გამორთული მომხმარებლებისათვის მომარაგების აღდგენა;

გ) ქოლ-ცენტრის ოპერატორის პასუხის გაცემის დრო სატელეფონო ზარზე.

პროგრამა ხელს შეუწყობს საწარმოების მიერ კომერციული ხარისხის წესების დაცვას და ერთიანი სტანდარტების ჩამოყალიბებას. პროგრამის დანერგვის შედეგად კომისიას ექნება შესაძლებლობა, მუდმივად მიადევნოს თვალი საწარმოების მიერ მომხმარებელთა ინფორმირებისა და მომსახურების გაწევის პროცესებს, რაც გააადვილებს შესაძლო დარღვევის აღმოფხვრასა და საწარმოების მიერ გაწეული კომერციული მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებას. გარდა აღნიშნულისა, პროგრამის შედეგად მოპოვებული საერთო სტატისტიკა საჯაროდ იქნება ხელმისაწვდომი, რაც ხელს შეუწყობს საწარმოების მიერ გაწეული მომსახურების სახეებისა და ხარისხის შესახებ მომხმარებელთა ინფორმირებას, მომხმარებელთა მიერ თავიანთი უფლებების შეუფერხებლად განხორციელებას და საწარმოების ანგარიშვალდებულების გაზრდას.

მთავარი მიზანი

მომხმარებელთა უფლებების დაცვის უზრუნველყოფის მიზნით კომერციული მომსახურების ხარისხის დადგენილი სტანდარტების დანერგვა, შესაძლო დარღვევების პრევენცია, კომერციული ხარისხის ახალი სტანდარტებისა და კრიტერიუმების დანერგვის ხელშეწყობა.

OGP გამოწვევა

კორპორატიული პასუხისმგებლობის გაუმჯობესება; საჯარო რესურსების უკეთესი მართვა; საჯარო სერვისების გაუმჯობესება

 

OGP პრინციპები

გამჭვირვალობა

ანგარიშვალდებულება

სამოქალაქო ჩართულობა

ტექნოლოგია და ინოვაცია

განხორციელების ეტაპები

ახალი ან არსებული ვალდებულება

დაწყების თარიღი:

დასრულების თარიღი:

პროგრამის შემუშავება

ახალი

იანვარი, 2016

სექტემბერი, 2016

პროგრამის საწარმოებისათვის გაცნობა

ახალი

სექტემბერი, 2016

დეკემბერი, 2016

პროგრამის საპილოტე რეჟიმში დანერგვა

ახალი

იანვარი, 2017

ივნისი, 2017

პროგრამის საბოლოო სახით დანერგვა

ახალი

 

დეკემბერი, 2017

ინდიკატორი

კომერციული მომსახურების ხარისხის კონტროლის პროგრამა შემუშავებული და დანერგილია

რისკები და ვარაუდები

 

 

ვალდებულება 21: კომპანიების მიერ ანგარიშების ელექტრონულად წარმოდგენა და ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა

მოცემული ვალდებულების ფარგლებში საწარმოების მიერ ანგარიშების ელექტრონულად წარმოდგენა საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიას საშუალებას მისცემს, შექმნას სანდო და სრულყოფილი მონაცემთა ბაზა, განახორციელოს მიღებული ინფორმაციის მრავალმხრივი ანალიზი, თვალყური ადევნოს საწარმოების საქმიანობის მაჩვენებლების დინამიკას, განახორციელოს სალიცენზიო პირობების შესრულების მონიტორინგი და უმოკლეს დროში უზრუნველყოს დაინტერესებული მხარეებისთვის სისტემატიზებული ინფორმაციის მიწოდება. ელექტრონული ფორმით ანგარიშის წარმოდგენის სისტემის დანერგვა აგრეთვე ხელს შეუწყობს როგორც კომპანიების, ისე კომისიის ადმინისტრაციული რესურსების ეფექტიან გამოყენებას და ინფორმაციის ხელმისაწვდომობას.

ვალდებულების მიზანია საწარმოების მიერ ანგარიშის წარმოდგენის სპეციალური ელექტრონული პლატფორმის შექმნა აღნიშნული პროცესის მობილურობისა და გამჭვირვალობის უზრუნველყოფის მიზნით.

განხორციელების ვადა: 2016-2017 წწ.

ვალდებულება 21: კომპანიების მიერ ანგარიშების ელექტრონულად წარმოდგენა და ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა

წამყვანი დაწესებულება

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია

პარტნიორები

საჯარო დაწესებულება

 

სამოქალაქო/კერძო

სექტორი

 

არსებული მდგომარეობა და პრობლემის აღწერა

ამჟამად საწარმოები გაწეული საქმიანობის შესახებ კომისიისათვის ანგარიშების წარდგენას ახორციელებენ მხოლოდ მატერიალური სახით (საჭიროა ხელმძღვანელის/შესაბამისი პასუხისმგებელი პირის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტის წარმოდგენა). აღნიშნული კი ერთგვარად ართულებს ინფორმაციის უმოკლეს ვადებში დამუშავებასა და სისტემატიზაციას.

მთავარი მიზანი

საწარმოების მიერ ანგარიშების წარმოდგენის ისეთი ფორმისა და სისტემის შემუშავება, რომელიც უზრუნველყოფს კომისიისათვის სრული და ამომწურავი ინფორმაციის წარდგენას ელექტრონულად, აღნიშნული ინფორმაციის დამუშავებისა და საზოგადოებისათვის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის მიზნით.

OGP გამოწვევა

კორპორატიული პასუხისმგებლობის გაუმჯობესება

 

OGP პრინციპები

გამჭვირვალობა

ანგარიშვალდებულება

სამოქალაქო ჩართულობა

ტექნოლოგია და ინოვაცია

განხორციელების ეტაპები

ახალი ან არსებული ვალდებულება

დაწყების თარიღი:

დასრულების თარიღი:

ანგარიშგების ახალი ფორმების დამტკიცება

ახალი

 

ნოემბერი, 2016

ნორმატიული აქტების ცვლილებების შემუშავება

ახალი

 

სექტემბერი, 2016

პროგრამის სატესტო რეჟიმში დანერგვა

ახალი

ივნისი, 2016

მარტი, 2017

პროგრამის საბოლოო სახით დანერგვა

ახალი

 

დეკემბერი, 2017

ინდიკატორი

კომპანიების მიერ ანგარიშგების ელექტრონული პროგრამა შემუშავებულია

რისკები და ვარაუდი

ვალდებულების განსახორციელებლად აუცილებელია საკანონმდებლო ცვლილებების განხორციელება, რომელთა პარლამენტში განხილვას შესაძლოა დაგეგმილზე მეტი დრო დაეთმოს.

 

მუნიციპალიტეტების ორგანოები

გამოწვევა II: საჯარო სექტორში კეთილსინდისიერების ამაღლება

ვალდებულება 22: ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ვებგვერდზე პეტიციების ელექტრონული პორტალისა და „ზუგდიდი-INFO”-ს დანერგვა

სამოქმედო გეგმის ფარგლებში ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ მოქალაქეთა ჩართულობისა და ინფორმირებულობის მიმართულებით ორი პროექტი მუშავდება: 1) ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ ადმინისტრირებული ვებგვერდის www.zugdidi.gov.ge-ს მეშვეობით შესაძლებელი იქნება მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობით ორგანოში პეტიციების ელექტრონული ფორმით წარდგენა; 2) საინფორმაციო ცენტრის „ზუგდიდი-INFO“-ს მეშვეობით, მოქალაქეები მოკლე ტექსტური შეტყობინების (SMS) სახით მიიღებენ ინფორმაციას ქალაქში მიმდინარე ინფრასტრუქტურული, კულტურული, სპორტული თუ სხვა სახის პროექტების, ასევე ჯანდაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის პროგრამების შესახებ. ამავე მეთოდით მოსახლეობა იღებს ინფორმაციას საკრებულოს სხდომების ჩატარების თარიღისა და დღის წესრიგის შესახებ.

 „ზუგდიდი – INFO“, როგორც მოქალაქეებთან ურთიერთობის სწრაფი და პირდაპირი საკომუნიკაციო სივრცე, ხელს შეუწყობს ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელებაში მოქალაქეთა ჩართულობასა და გადაწყვეტილებათა მიღების პროცესში მონაწილეობას.

მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ ადმინისტრირებული ვებგვერდის www.zugdidi.gov.ge-ს მეშვეობით  პეტიციების ელექტრონული ფორმით წარდგენის შესაძლებლობა სხვადასხვა საკითხით დაინტერესებულ მოქალაქეებს მათი საჭიროებებისა და ინტერესების  მუნიციპალიტეტის ორგანოების წინაშე წარმოჩენას გაუმარტივებს.

განხორციელების ვადა: 2016-2017 წწ.

ვალდებულება 22: ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ვებგვერდზე პეტიციების ელექტრონულად წარდგენის პორტალისა და „ზუგდიდი-INFO” დანერგვა

წამყვანი დაწესებულება

ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულო

პარტნიორები

საჯარო დაწესებულება

ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერია და მუნიციპალური არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირები

სამოქალაქო/კერძო

სექტორი

 

არსებული მდგომარეობა და პრობლემის აღწერა

მოქალაქეთა გარკვეულ ნაწილს ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელებაში ჩართულობასა და მონაწილეობასთან დაკავშირებით ინდიფერენტული დამოკიდებულება გააჩნია. მუნიციპალიტეტის საქმიანობის მიმართ დაბალი ინტერესისა და აქტივობის ერთ-ერთი განმსაზღვრელი ფაქტორი კი ინფორმაციის ნაკლებობაა. მიუხედავად იმისა, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები არასამთავრობო სექტორთან აქტიური თანამშრომლობით ცდილობენ საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას, ეს საკითხი დამატებით ძალისხმევას კვლავ საჭიროებს.

მთავარი მიზანი

მუნიციპალიტეტის საქმიანობასთან დაკავშირებით მოქალაქეებისთვის ინფორმაციის დროულად მიწოდება, რათა მონაწილეობის ხარისხი გაუმჯობესდეს.

OGP გამოწვევა

საჯარო სექტორში კეთილსინდისიერების ამაღლება; საჯარო რესურსების უკეთესი მართვა

 

OGP პრინციპები

გამჭვირვალობა და ინფორმირებულობა

ანგარიშვალდებულება

სამოქალაქო ჩართულობა

ტექნოლოგია და ინოვაცია

განხორციელების ეტაპები

ახალი ან არსებული ვალდებულება

დაწყების თარიღი:

დასრულების თარიღი:

პეტიციების ელექტრონული ფორმით წარმოდგენისთვის პორტალის შემუშავება და დანერგვა

ახალი

მიმდინარეობს დაგეგმვა

სავარაუდო თარიღი: დეკემბერი, 2017

„ზუგდიდი-INFO“ დანერგვა

ახალი

 

მარტი, 2016

ინდიკატორი

პეტიციების ელექტრონული პორტალი დანერგილია;

“ზუგდიდი-INFO” დანერგილია

რისკები და ვარაუდი

 

 

ვალდებულება 23: ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო სხდომების გამჭვირვალობა

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო აქტიურად მუშაობს გამჭვირვალობის, ანგარიშვალდებულების და მოქალაქეთა ჩართულობის გაუმჯობესებასა და საკრებულოს საქმიანობაში თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვაზე.

აღნიშნული ვალდებულების ფარგლებში ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო სხდომების პირდაპირ ტრანსლირებასა და სრული ვიდეო ჩანაწერების ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ვებგვერდზე განთავსებას უზრუნველყოფს.

ვალდებულებით გათვალისწინებული იქნება შემდეგი ნოვაციები:

- პირდაპირი ტრანსლაციისას მოქალაქეები შეძლებენ კომენტარებისა და შეკითხვების დატოვებას, რომელთა რაოდენობა და შინაარსი საკრებულოს აპარატის მიერ საჯაროდ გამოქვეყნდება. ინტერაქციიის შედეგები აისახება საკრებულოს წლიურ ანგარიშში;

- ჩამოყალიბდება ინტერესთა ჯგუფები, რომელთა თითოეულ წევრთან (სახელმწიფო, კერძო თუ არასამთავრობო ორგანიზაციების თანამშრომლებთან თუ კერძო პირებთან) მათთვის მნიშვნელოვანი ინფორმაციის მიწოდების შესახებ ანკეტა-მემორანდუმები გაფორმდება. ამ ჯგუფებისთვის დაინერგება მოკლე ტექსტური შეტყობინებების  გაგზავნის სისტემაც. საკრებულო ასევე მონაცემთა ბაზის შექმნაზეც იზრუნებს, რათა ინფორმაციის მიწოდებას სისტემური სახე მიეცეს;

- სხდომებისა და არსებული მომსახურებების შესახებ მოსახლეობას ელ-ფოსტისა და მოკლე ტექსტური შეტყობინების სახით ეცნობება. შეიქმნება დაინტერესებულ პირთა მონაცემთა ბაზა და მასში აღრიცხულ პირებს სპეციალური პროგრამული უზრუნველყოფის საშუალებით შეტყობინების სახით მათთვის საინტერესო და მნიშვნელოვანი ინფორმაცია დაეგზავნებათ;

- დაინერგება ელექტრონული გამოკითხვები; გამოკითხვის შედეგები აისახება საკრებულოს მიერ მიღებულ ნორმატიულ აქტებში;

- ოზურგეთის მუნიციპალიტეტის 28 ადმინისტრაციულ ერთეულში შეიქმნება და თანამედროვე ციფრული ტექნოლოგიებით აღიჭურვება საზოგადოებრივი ჩართულობის ცენტრები (ამჯამად მსგავსი ცენტრები ფუნქციონირებს მუნიციპალიტეტის 5 სოფელში: კონჭკათში, მელექედურში, ლიხაურში, თხინვალსა და ბახვში).

განხორციელების ვადა: 2016-2017 წწ.

 ვალდებულება 23: ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომების გამჭვირვალობა

წამყვანი დაწესებულება

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო

პარტნიორები

საჯარო დაწესებულება

 

სამოქალაქო/კერძო

სექტორი

 

არსებული მდგომარეობა და პრობლემის აღწერა

ოზურგეთის მუნიციპალიტეტი საჭიროებს მნიშვნელოვან მხარდაჭერას მართვის თანამედროვე მეთოდების დანერგვასა და გამოყენებული ინოვაციური ტექნოლოგიების დახვეწაში. გამოწვევას წარმოადგენს სამოქალაქო ჩართულობის დაბალი დონე და მოტივაცია. ასევე პრობლემატურია გადაწყვეტულების მიღების პროცესში მოქალაქეთა პასიურობა, ინფორმაციის ნაკლებობა და თანამედროვე ტექნოლოგიების საჭიროზე ნაკლები როლი.

მთავარი მიზანი

ოზურგეთის მუნიციპალიტეტში ელექტრონული მმართველობის დანერგვა;

მუნიციპალიტეტის შესაძლებლობების გაძლიერება;

ინოვაციური ტექნოლოგიების გამოყენების უპირატესობების შესახებ ცნობიერების ამაღლება;

მუნიციპალიტეტის შესაძლებლობების გაძლიერება;

გადაწყვეტილების მიღების პროცესში საზოგადოების ინფორმირებისა და ჩართულობის მექანიზმის განმტკიცება.

OGP გამოწვევა

საჯარო სექტორში კეთილსინდისიერების ამაღლება; საჯარო რესურსების უკეთეს იმართვა

 

OGP პრინციპები

გამჭვირვალობა

ანგარიშვალდებულება

სამოქალაქო ჩართულობა

ტექნოლოგიადაინოვაცია

P

 

P

 

განხორციელებისეტაპები

ახალი ან არსებული ვალდებულება

დაწყების თარიღი:

დასრულების თარიღი:

„მართე სახლიდან“ – ციფრული ტექნოლოგიების გამოყენებით მუნიციპალიტეტის ვებგვერდზე სხდომებისა და ანგარიშგების პროცესის პირდაპირი ტრანსლაციის სრულყოფა

არსებული, ახალი

სექტემბერი, 2016

 

მოკლე ტექსტური შეტყობინებების  გაგზავნის სისტემის დანერგვა

 

მარტი, 2016

დეკემბერი, 2017

ელექტრონული გამოკითხვების სისტემის დანერგვა

 

მარტი, 2016

დეკემბერი, 2017

საზოგადოებრივი ჩართულობის ცენტრების შექმნა

 

სექტემბერი,  2016

დეკემბერი, 2017

პირდაპირი სტრანსილაციისა და სხდომების ვიდეო ჩანაწერის განთავსება  ოზურგეთის მუნიციპალიტეტში

 

თებერვალი, 2016

 

ინდიკატორი

საკრებულოს სხდომები პირდაპირ გადაიცემა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ვებგვერდზე: http://ozurgeti.org.ge/?page_id=8925, აგრეთვე https://livestream.com/;

სხდომების სრული ვიდეოჩანაწერები განთავსებულია ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე http://ozurgeti.org.ge/?page_id=7693

რისკები და ვარაუდები

საკითხი კომპლექსურია და მისი წარმატებით განხორციელება დამოკიდებულია შესაბამისი დონორისა და სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობაზე

 

გამოწვევა III: საჯარო რესურსების უკეთესი მართვა

ვალდებულება 24: ქალაქ ქუთაისის, ქალაქ ბათუმის, ქალაქ ახალციხისა და ოზურგეთის მუნიციპალიტეტების ბიუჯეტების დაგეგმვის ელექტრონული მექანიზმის შექმნა[7]

ქალაქ ქუთაისის, ქალაქ ბათუმის, ქალაქ ახალციხისა და ოზურგეთის მუცინიპალიტეტების შესაბამისი სამსახურები აქტიურად მუშაობენ საბიუჯეტო პროცესის გამჭვირვალობის საკითხებზე. USAID-ის პროექტის „დემოკრატიული მმართველობის ინიციატივა (GGI) საქართველოში“ მხარდაჭერით ადგილობრივ დონეზე საბიუჯეტო პროცესების განმტკიცებასა და მასში სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის მექანიზმის გაუმჯობესებაზე მიმდინარეობს მუშაობა.

ღია მმართველობა საქართველოს მესამე სამოქმედო გეგმის ფარგლებში აღნიშნული 4 მუნიციპალიტეტი უზრუნველყოფს ელექტრონული მექანიზმის „დაგეგმე მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი“ შექმნასა და შესაბამის ვებგვერდებზე დამატებას. გარდა ამისა, შემუშავდება მუნიციპალიტეტის ბიუჯეტთან დაკავშირებით მოქალაქის გზამკვლევი.

განხორციელების ვადა: 2016-2017 წწ.

ვალდებულება 24: ქალაქ ქუთაისის, ქალაქ ბათუმის, ქალაქ ახალციხისა და ოზურგეთის მუნიციპალიტეტების ბიუჯეტების დაგეგმვის ელექტრონული მექანიზმის შექმნა

წამყვანი დაწესებულება

ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერია; ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერია; ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის მერია; ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო

პარტნიორები

საჯარო დაწესებულება

 

სამოქალაქო/კერძო

სექტორი

USAID-ის პროექტის დემოკრატიული მმართველობის ინიციატივა (GGI) საქართველოში; ფორუმის მონაწილე არასამთავრობო ორგანიზაციები

არსებული მდგომარეობა და პრობლემის აღწერა

აღნიშნული 4 მუნიციპალიტეტის შესაბამისი სამსახურები მნიშვნელოვან მხარდაჭერას საჭიროებენ საბიუჯეტო პროცესების გაუმჯობესების კუთხით.  პრობლემას წარმოადგენს სამოქალაქო ჩართულობის დაბალი დონე და მოტივაცია. ასევე პრობლემატურია საბიუჯეტო საკითხებთან დაკავშირებით ცოდნის დაბალი დონეც.

მთავარი მიზანი

საბიუჯეტო საკითხებთან დაკავშირებით საზოგადოების ცნობიერების ამაღლება;

ბიუჯეტის პროექტის განხილვებში საზოგადოების ჩართულობის მექანიზმის გაუმჯობესება

OGP გამოწვევა

საჯარო რესურსების უკეთესი მართვა; საჯარო სექტორში კეთილსინდისიერების ამაღლება

 

OGP პრინციპები

გამჭვირვალობა

ანგარიშვალდებულება

სამოქალაქო ჩართულობა

ტექნოლოგია და ინოვაცია

განხორციელებისეტაპები

ახალი ან არსებული ვალდებულება

დაწყების თარიღი:

დასრულების თარიღი:

მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პროგრამული ბიუჯეტის ფორმატით შედგენა

ახალი

სექტემბერი, 2016

 

მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პრიორიტეტების განსაზღვრის მიზნით „დაგეგმე მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის“ ელექტრონული მექანიზმის შექმნა

ახალი

 

 

მუნიციპალიტეტის ბიუჯეტთან დაკავშირებით მოქალაქის გზამკვლევის შემუშავება

ახალი

 

დეკემბერი, 2017

ინდიკატორი

მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი შემუშავებულია პროგრამული ბიუჯეტის ფორმატით;

შეიქმნა და მუნიციპალიტეტის შესაბამის ვებგვერდს დაემატა „დაგეგმე მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის“ ელექტრონული მექანიზმი;

შემუშავდა მუნიციპალიტეტის ბიუჯეტთან დაკავშირებით მოქალაქის გზამკვლევი.

რისკები და ვარაუდები

საკითხი კომპლექსურია და მისი წარმატებით განხორციელება დამოკიდებულია შესაბამისი დონორისა და სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობაზე.

 

სამოქმედო გეგმის შესრულებაზე პასუხისმგებელი დაწესებულებები

1.       საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია

2.       საქართველოს იუსტიციის სამინისტრო

3.       საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო

4.       საქართველოს ენერგეტიკის სამინისტრო

5.       საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო

6.       საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო

7.       საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო

8.       საქართველოს უზენაესი სასამართლო

9.       საქართველოს მთავარი პროკურატურა

10.   სსიპ – იუსტიციის სახლი, საქართველოს იუსტიციის სამინისტრო

11.   სსიპ – სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო

12.   სსიპ – „112“, შინაგან საქმეთა სამინისტრო

13.   სსიპ – გარემოს ეროვნული სააგენტო, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო

14.   სსიპ – ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო

15.   სსიპ – საჯარო სამსახურის ბიურო

16.   სსიპ – სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო

17.   სსიპ – კონკურენციის სააგენტო

18.   სახელმწიფო აუდიტის სამსახური

19.   საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია

20.   ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულო

21.   ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო

22.   ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერია

23.   ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერია

24.   ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის მერია


[1] იხ. OGP-ის მიერ შემუშავებული სახელმძღვანელო წესები, Guidance for National OGP Dialogue.

[2] OGP-ის მმართველ კომიტეტს 2016 წლის ოქტომბრამდე სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა ხელმძღვანელობდა. ერთწლიანი ვადის ამოწურვის შემდეგ საფრანგეთი, რომელიც თანათავმჯდომარე ქვეყანა იყო, კომიტეტის თავმჯდომარე გახდა, თანათავმჯდომარე ქვეყნად კი საქართველო აირჩიეს. ერთი წლის შემდეგ საქართველო OGP-ის მმართველი კომიტეტის თავმჯდომარის პოსტს დაიკავებს.

[3] იუსტიციის სახლი თითოეულ მოქალაქეს შესაძლებლობას აძლევს 400-მდე საჯარო სერვისი ერთი ფანჯრის პრინციპით, ერთ სივრცეში მარტივად და სწრაფად მიიღოს. იუსტიციის სახლში ასევე შესაძლებელია კერძო სექტორის არაერთი მომსახურების მიღებაც.

[4] საქართველოს მასშტაბით არსებულ ყველა იუსტიციის სახლში მოწყობილია სპეციალური კუთხე, სადაც განთავსებულია „მომხმარებლის ხმის“ აპლიკაციები.

[5] აღნიშნულ ეტაპზე, მონაცემების დაკარგვისა და სხვა რისკების თავიდან აცილების მიზნით, სამინისტრო განიხილავს ორი სისტემის პარალელურად ფუნქციონირების შესაძლებლობას.

[6] “ვარსკვლავური“ ვალდებულებები უნდა იზომებოდეს, ნათლად უნდა პასუხობდეს OGP-ის ღირებულებებს, ტრანსფორმაციული პოტენციური შედეგი უნდა ჰქონდეს და არსებითად ან სრულად უნდა იყოს შესრულებული.

[7] მონიტორინგისა და შეფასების მიზნებისთვის, ვალდებულების შესრულების პროგრესი თითოეული მუნიციპალიტეტისათვის ცალ-ცალკე იქნება განხილული. 


ონლაინ კონსულტაცია

სამწუხაროდ კონსულტანტი არ არის კავშირზე.