დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 46-Iს |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 01/12/2016 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 15/12/2016 |
ძალაში შესვლის თარიღი | 01/02/2017 |
სარეგისტრაციო კოდი | 010120000.05.001.018239 |
|
„უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
მუხლი 1. „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 17.03.2014, სარეგისტრაციო კოდი: 010120000.05.001.017356) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. პირველი მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. ამ კანონის მე-5 მუხლის „გ“ ქვეპუნქტის, მე-10 მუხლის მე-4 პუნქტის, VI თავისა და 47-ე მუხლის მოქმედება ვრცელდება თავშესაფრის მაძიებელსა და საერთაშორისო დაცვის მქონე პირზე, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც „საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონი და „ლტოლვილთა სტატუსის შესახებ“ გაეროს 1951 წლის კონვენცია მათ უკეთეს სამართლებრივ მდგომარეობაში აყენებს.“. 2. მე-2 მუხლის „რ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „რ) თავშესაფრის მაძიებელი, საერთაშორისო დაცვის მქონე პირი – „საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული პირები;“. 3. მე-5 მუხლის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „გ) საქართველოში საერთაშორისო დაცვის მქონე პირის დროებითი ბინადრობის მოწმობა;“. 4. მე-10 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. საქართველოში ბინადრობის ნებართვის ან საქართველოში საერთაშორისო დაცვის მქონე პირის დროებითი ბინადრობის მოწმობის მფლობელი უცხოელი საქართველოში ბინადრობის ნებართვის მოქმედების მთელ პერიოდში საქართველოში უვიზოდ შემოდის.“. 5. 41-ე მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. უცხოელის მოთხოვნის შემთხვევაში საქართველოს სამართალდამცველი ორგანოები ვალდებული არიან, მისი დაკავების, დაპატიმრების ან თავისუფლების აღკვეთის შესახებ დაუყოვნებლივ აცნობონ შესაბამისი ქვეყნის დიპლომატიურ წარმომადგენლობას ან საკონსულო დაწესებულებას. ამ პუნქტის მოქმედება არ ვრცელდება თავშესაფრის მაძიებელსა და საერთაშორისო დაცვის მქონე პირზე.“. 6. 47-ე მუხლის მე-5 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ბ) უარი ეთქვა საქართველოში მოქალაქეობის არმქონე პირის სტატუსის დადგენაზე ან საერთაშორისო დაცვის მიღებაზე;“. 7. 52-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-5 პუნქტი: „5. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი ორგანო ვალდებულია საქართველოდან გაძევების საფუძვლის აღმოჩენისას პირს წერილობითი ფორმით, მისთვის გასაგებ ენაზე განუმარტოს ნებისმიერი სახელმწიფო უწყებისთვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით საერთაშორისო დაცვაზე განცხადებით მიმართვის უფლება.“. 8. 57-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. უცხოელის საქართველოდან გაძევების თაობაზე გადაწყვეტილება აღსრულდება მის მიერ საქართველოს ნებაყოფლობით დატოვების ვადის ამოწურვიდან 15 სამუშაო დღის განმავლობაში. 3. თუ უფლებამოსილი ორგანო ვერ აღასრულებს უცხოელის საქართველოდან გაძევების თაობაზე გადაწყვეტილებას იმის გამო, რომ გასაძევებელი პირი მიმალულია ან იგი თავშესაფრის მაძიებელია, ან არსებობს სხვა გარემოება, რომლის გამოც ვერ ხერხდება გადაწყვეტილების აღსრულება (გარდა ამ კანონის 55-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა), ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული ვადის ათვლა ჩერდება შესაბამისი საფუძვლის აღმოფხვრამდე.“. 9. 59-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 პუნქტი: „3. უცხოელი ან მოქალაქეობის არმქონე პირი არ შეიძლება საკუთარი ნების საწინააღმდეგოდ იქნეს დაბრუნებული ან გაძევებული იმ ქვეყანაში, სადაც მას წამების ან არაადამიანური ან ღირსების შემლახავი მოპყრობის ან „საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის 32-ე მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული სერიოზული ზიანის საფრთხე შეექმნება.“. 10. 64-ე მუხლის: ა) მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „დ) თუ საქართველოში კანონიერი საფუძვლის გარეშე მყოფი უცხოელი საფრთხეს უქმნის საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოებას ან/და არღვევს საზოგადოებრივ წესრიგს;“; ბ) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „5. დაკავებული უცხოელი დროებითი განთავსების ცენტრში შეიძლება მოთავსდეს 3 თვემდე ვადით. ამ მუხლის მე-2 და 61 პუნქტებით გათვალისწინებული რომელიმე საფუძვლის არსებობის შემთხვევაში უცხოელის დროებითი განთავსების ცენტრში მოთავსების ვადა შეიძლება უფლებამოსილი ორგანოს მიერ სასამართლოსათვის წარდგენილი დასაბუთებული შუამდგომლობის საფუძველზე გაგრძელდეს დამატებით 6 თვემდე ვადით. ამ ვადის გასვლის შემდეგ უცხოელი ტოვებს დროებითი განთავსების ცენტრს.“; გ) მე-6 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 61 და 62 პუნქტები: „61. თავშესაფრის მაძიებელი შეიძლება დაკავებულ იქნეს და მოთავსდეს დროებითი განთავსების ცენტრში მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ: ა) არსებობს საფუძვლიანი ვარაუდი, რომ მან საერთაშორისო დაცვა მისი საქართველოდან გაძევების პროცედურების გაჭიანურების ან მიმალვის მიზნით მოითხოვა; ბ) იგი საფრთხეს უქმნის საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოებას ან/და არღვევს საზოგადოებრივ წესრიგს; გ) მან არ შეასრულა მოსამართლის მიერ განსაზღვრული დაკავების ალტერნატიული ზომით გათვალისწინებული ვალდებულებები. 62. დროებითი განთავსების ცენტრში მოთავსებული უცხოელი მის მიერ საერთაშორისო დაცვის მოთხოვნის რეგისტრაციის მომენტიდან არაუგვიანეს 48 საათისა, ამ მუხლის 61 პუნქტით გათვალისწინებული საფუძვლის არსებობის შემთხვევაში წარედგინება სასამართლოს მისი დროებითი განთავსების ცენტრში მოთავსების შესახებ გადაწყვეტილების მისაღებად. თუ სასამართლო მომდევნო 24 საათის განმავლობაში არ მიიღებს უცხოელის დროებითი განთავსების ცენტრში მოთავსების შესახებ გადაწყვეტილებას, იგი დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს.“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2017 წლის 1 თებერვლიდან.
|
ქუთაისი, 1 დეკემბერი 2016 წ. N46-Iს |
დოკუმენტის კომენტარები