,,ახმეტის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“

,,ახმეტის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“
დოკუმენტის ნომერი 22
დოკუმენტის მიმღები ახმეტის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 05/12/2016
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 06/12/2016
ძალის დაკარგვის თარიღი 05/01/2017
სარეგისტრაციო კოდი 330090020.35.162.016384
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
22
05/12/2016
ვებგვერდი, 06/12/2016
330090020.35.162.016384
,,ახმეტის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“
ახმეტის მუნიციპალიტეტი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (06/12/2016 - 03/01/2017)

 

ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

 დადგენილება  №22

2016 წლის 5 დეკემბერი

ქ. ახმეტა

 

 

,,ახმეტის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის“ დამტკიცების შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ა. ე“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტების, საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის  №239 დადგენილებით დამტკიცებული,,მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის“, საქართველოს კანონის ,,საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი“ 521 და 61-ე მუხლების საფუძველზე, ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
დამტკიცდეს ,,ახმეტის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესი“( დანართი №1).
მუხლი 2
ძალადაკარგულად გამოცხადდეს ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 11 ნოემბრის №44 დადგენილება (www.matsne.gov.ge.330090020.35.162.01.60.68.24.11.2011),,ახმეტის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ქუჩების, ხეივნების, მოედნების, სკვერებისათვის სახელწოდების მინიჭებისა და მრავალბინიანი სახლების სადარბაზოების, ბინების ნუმერაციის წესის დამტკიცების თაობაზე”.
მუხლი 3
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს სხდომაზე დამსწრე უხუცესი წევრიდავით მურთაზაშვილი



 დანართი №1
ახმეტის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე

გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესი


მუხლი 1. ზოგადი დებულება
ახმეტის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესი არეგულირებს მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების პირობებსა და პროცედურებს საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის №239 დადგენილებისა და ამ დადგენილი წესის შესაბამისად.

მუხლი 2. ტერმინთა განმარტება
ამ წესში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:

ა) გეოგრაფიული ობიექტი – მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე ისტორიულად ჩამოყალიბებული უბანი, თვითმმართველი ქალაქის ადმინისტრაციული ერთეული, ესა თუ ის  ზონა,  მიკრორაიონი,  წყარო,  მოედანი, პროსპექტი (გამზირი), გზატკეცილი, ქუჩა, შესახვევი, ჩიხი, გასასვლელი, სანაპირო, ესპლანადა, ბულვარი, ხეივანი, სკვერი, ბაღი, პარკი, ტყე-პარკი, ადგილობრივი მნიშვნელობის ტყე, სასაფლაო, პანთეონი, შენობა-ნაგებობა, სატრანსპორტო სისტემის ობიექტი.   ქალაქ   თბილისის   მუნიციპალიტეტში,   აგრეთვე, ქალაქ   თბილისის   მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე ბუნებრივი თუ ანთროპოგენური გეოინფორმაციული ერთეული, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ერთეული, გეგმარებითი რაიონი, სხვა ტერიტორიული ერთეული, მთა, ბორცვი, ხევი, მდინარე, ტბა;

ბ)  სატრანსპორტო  სისტემის  ობიექტი  –  სატრანსპორტო  სისტემის  ხაზოვანი  ობიექტი (მეტროპოლიტენი,  ფუნიკულიორი,  საჰაერო-საბაგირო  გზა,  საწყალოსნო  მიმოსვლის  გზა  და სხვა); სატრანსპორტო სისტემის ლოკალური ობიექტი (მეტროპოლიტენის სადგური, პავილიონი და ვესტიბიული, მიწისზედა საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაჩერება, გადასაჯდომი სადგური, სატრანსპორტო კვანძი, ტერმინალი; საჰაერო-საბაგირო გზის სადგური, საწყალოსნო ტრანსპორტის ნავმისადგომი და ნავსადგური) და გარე ტრანსპორტის ლოკალური ობიექტი (ავტოსადგური, რკინიგზის სადგური ან გაჩერება, სადგური, პლატფორმა, აეროპორტი და აეროდრომი);

გ) სახელდება – ამ წესის შესაბამისად, უსახელო გეოგრაფიული ობიექტისთვის სახელის მინიჭება ან სახელის მქონეთათვის ძველი სახელწოდების აღდგენა ან გადარქმევა;

დ) სახელმწიფო მოღვაწე – პირი, რომელსაც თავისი სახელმწიფოებრივ-თანამდებობრივი მდგომარეობის ან/და პოლიტიკური ავტორიტეტის საფუძველზე, განსაკუთრებული დამსახურება აქვს საქართველოს წინაშე ქართული სახელმწიფოს მშენებლობის საქმეში;

1) საზოგადო მოღვაწე – პირი, რომელსაც განსაკუთრებული დამსახურება აქვს საქართველოს ან/და კაცობრიობის წინაშე, კულტურის, ხელოვნების, ენის, მეცნიერების, ლიტერატურის, სპორტის განვითარების,  სამშობლოს დაცვის ან საზოგადოების კონსოლიდაციის საქმეში ან საზოგადოებრივი საქმიანობის სხვა სფეროში;

ე) რეგიონი – საქართველოს ისტორიულ-გეოგრაფიული მხარე;

(საქართველოს მთავრობის 2016 წლის 16 სექტემბრის დადგენილება №440 - ვებგვერდი, 16.09.2016წ.)

 


მუხლი 3. გეოგრაფიული ობიექტისთვის სახელის მინიჭება
1. სახელი ენიჭება:

ა) ახლად წარმოქმნილ გეოგრაფიულ ობიექტს;

ბ) სახელწოდების არმქონე გეოგრაფიულ ობიექტს.

2.  გეოგრაფიული ობიექტის სახელწოდება უნდა იყოს ენობრივად გამართული და შინაარსობრივად მიზანშეწონილი.

3. გეოგრაფიული ობიექტის სახელწოდება შეიძლება შედგებოდეს ერთი ან რამდენიმე სიტყვისაგან.

4. გეოგრაფიული ობიექტის სახელდება ხორციელდება საქართველოს სახელმწიფო ენაზე. გეოგრაფიული ობიექტის სახელდების აღმნიშვნელ ნიშანზე (მაჩვენებელზე) სავალდებულოა სახელწოდება მითითებული იყოს საქართველოს სახელმწიფო ენაზე, აფხაზეთში - აგრეთვე, აფხაზურ ენაზე. საჭიროების შემთხვევაში, სახელწოდება შეიძლება მიეთითოს სხვა ენაზეც.


მუხლი 4. გეოგრაფიული ობიექტებისთვის ძველი სახელწოდების აღდგენა ან გადარქმევა
გეოგრაფიული  ობიექტისთვის  ძველი  სახელწოდების  აღდგენა  ან  გადარქმევა  ხორციელდება  იმ შემთხვევაში, თუ:

ა)  რეგიონში  არსებობს  ერთი  და  იმავე  სახელწოდების  რამდენიმე  გეოგრაფიული  ობიექტი,  რაც სხვადასხვა საქმიანობის განხორციელებისას ქმნის გარკვეულ სირთულეებს;

ბ)   წარსულში   საყოველთაოდ   ცნობილი   სახელწოდება   დროთა   განმავლობაში   მივიწყებული   ან დაკარგულია;

გ) ისტორიულ ვითარებათა და სხვა გარემოებათა გამო მოხდა სახელწოდების დამახინჯება;

დ) სახელწოდების აღმნიშვნელი აბრევიატურა ან სიტყვათა წყობა აღარ შეესაბამება რეალობას;

ე) ისტორიულ ვითარებათა და სხვა ობიექტურ გარემოებათა გამო  მიზანშეწონილია სახელწოდების შეცვლა;

ვ) იცვლება შემორჩენილი საბჭოთა ბოლშევიკურ რეჟიმთან დაკავშირებული სახელწოდებები;

ზ)  შესაძლებელია  ისტორიული ტოპონიმების  აღდგენა,  რომლებსაც განსაკუთრებული ისტორიულ- კულტურული მნიშვნელობა გააჩნიათ;

თ) არსებითად იცვლება გეოგრაფიული ობიექტის ფუნქციური დანიშნულება ან კატეგორია;

ი) ტარდება სახელდების ობიექტის და მიმდებარე ტერიტორიის ისეთი ქალაქთმშენებლობითი სახეცვლილება   ან   რეკონსტრუქცია,   რომელიც   იწვევს   გეოგრაფიული   ობიექტის   სახელწოდების შეცვლის აუცილებლობას.


მუხლი 5. გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებები
1. სახელმწიფო და საზოგადო მოღვაწე პირთან დაკავშირებული სახელდება დასაშვებია ამ პირის გარდაცვალებიდან არანაკლებ 20 წლის გასვლის შემდეგ. ამ წესიდან გამონაკლისის დაშვების მიზანშეწონილობის თაობაზე  გადაწყვეტილებას იღებს მუნიციპალიტეტის საკრებულო.

2.  სახელმწიფო  და  საზოგადო  მოღვაწესთან  დაკავშირებული  სახელდებისას,  მათი  სახელები  და გვარები ან ზედწოდებები უნდა გადმოიცეს ტრადიციული, ისტორიულად ჩამოყალიბებული ფორმით (მაგ., სახელდებისას დასაშვებია ისეთი ანთროპონიმი, როგორიც არის: „ილია“, „შოთა“, „ვაჟა“).

3. დასაშვებია რთული შემადგენლობის საკუთარი სახელის შემოკლება, მხოლოდ რიგობრივი სახელის რომაული ციფრით გადმოცემისას (მაგ., „მეფე სოლომონ I-ის ქუჩა“).

4. თუ საკუთარ სახელს ახლავს ხელობის, წოდების ან თანამდებობის აღმნიშვნელი სახელი და ზედწოდება,  გამოიყენება  შემდეგი  თანმიმდევრობა:   საზოგადო  სახელი,  საკუთარი  სახელი, ზედწოდება (მაგ., „მეფე დემეტრე თავდადებული“).

5. ერთ ჯგუფურ სახელწოდებაში მოქცეულ სუბიექტთა რაოდენობა უნდა აისახოს სიტყვიერად და არა ციფრობრივად (მაგ., „სამასი არაგველი“, „ცხრა ძმა ხერხეულიძე“), ხოლო ღირსშესანიშნავი კალენდარული თარიღების გამოყენების შემთხვევაში, გამოიყენება რიცხვითი მნიშვნელობები (მაგ., „26 მაისის მოედანი“).

6. მეტროპოლიტენის  სადგურების  სახელწოდებები  უნდა  პასუხობდეს  მთავარ  დანიშნულებას  - ქალაქში ორიენტაციას და, შესაძლებლობის ფარგლებში, უნდა იყოს იდენტური შესაბამისი მიწისზედა ბუნებრივი,  ისტორიული, ქალაქთმშენებლობითი  თუ სხვაგვარი ქალაქმაფორმირებელი ობიექტების დასახელებისა.

7.მიწისზედა საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაჩერებების,  კვანძების, გადასაჯდომი  სადგურებისა თუ ტერმინალების დასახელებები  დაკავშირებული უნდა იყოს მგზავრთა ვიზუალური ორიენტაციისთვის თვალსაჩინო ბუნებრივი თუ ანთროპოგენური ობიექტების დასახელებებთან.

8. საქალაქო ტრანსპორტის ერთი და იმავე თუ სხვადასხვა სახეობის მარშრუტების გადაკვეთაზე არსებულ გაჩერებებს, სატრანსპორტო კვანძებს, გადასაჯდომ სადგურებს თუ ტერმინალებს უნდა ჰქონდეთ   იდენტური   დასახელება.   გამონაკლისს   წარმოადგენს   მეტროპოლიტენის  გადასაჯდომი კვანძი, რომლის სადგურების სახელწოდებები უნდა განსხვავდებოდეს ერთმანეთისგან.

9. დასაშვებია მოკლე ჩიხების თუ გასასვლელების სახელდება რომაული ციფრების და იმ ქუჩის სახელწოდების მითითებით, რომელსაც უერთდება ჩიხი თუ გასასვლელი (მაგ., დიდგორის ქუჩის II ჩიხი). ქუჩის  სახელწოდების  შეცვლის შემთხვევაში სახელი  ეცვლება  ქუჩაზე მიერთებულ ჩიხს და გასასვლელს.

10. გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა ლათინურენოვანი ტრანსლიტერაცია ხდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

11. იმ მაკროტოპონიმების უცხოურ ენაზე დაწერისას, რომელთა უცხოურენოვანი დაწერილობა ტრადიციულად განსხვავდება ქართული ფორმისგან, გამოიყენება არა ტრანსლიტერირებული, არამედ ტრადიციული (უცხოური) ფორმები.

12.მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში განლაგებული გეოგრაფიული ობიექტები, რომელთაც  გააჩნიათ რთული ან შედგენილი სახელწოდება და ქართულ ენაზე იწერება ერთად, ცალ-ცალკე ან ტირეთი უცხოურენოვანი წარწერის დროს ინარჩუნებენ შესაბამისად, ერთად, ცალ-ცალკე ან ტირეთი დაწერის ფორმას.

13. მუნიციპალიტეტის საკრებულო უფლებამოსილია, ამ მუხლში დადგენილი სახელდების წესის გარდა,  დაადგინოს  დამატებითი  წესები, რომლებიც  არ  ეწინააღმდეგება  ამ  წესსა და საქართველოს კანონმდებლობას.


მუხლი 6. გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებების შეზღუდვა
1. დაუშვებელია გეოგრაფიული ობიექტების სახელდებისას ისეთი სახელების გამოყენება, რომლებიც:

ა) აღვივებს შუღლს რასის, კანის ფერის, ენის, სქესის, რელიგიის, პოლიტიკური და სხვა შეხედულებების, ეროვნული, ეთნიკური კუთვნილების წარმოშობის მიხედვით;

ბ) ეწინააღმდეგება საჯარო წესრიგს და ზნეობის საყოველთაოდ აღიარებულ ნორმებს.

2.  სახელდებისას დაუშვებელია სახელმწიფო და საზოგადო მოღვაწის ინიციალების გამოყენება (მაგ.,„შ. რუსთაველი“, „დ. აღმაშენებელი“, „ი. გურჯი“).

3. დაუშვებელია ერთი და იმავე დასახლების ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტის სახელწოდების გამოყენება სხვა,  იმავე სახის გეოგრაფიული ობიექტის სახელდებისას.

4. დაუშვებელია გეოგრაფიული ობიექტის სახელის გადარქმევისას გეოგრაფიული ობიექტის უსახელოდ დატოვება.

5. გეოგრაფიული ობიექტის, რომლის სახელდებაც განხორციელდა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, გაუქმების (აღარ არსებობს გეოგრაფიული ობიექტი) შემთხვევაში, მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანო ვალდებულია, აღნიშნული ფაქტის შესახებ ამ წესის მე-7 მუხლის მე-16 პუნქტით განსაზღვრულ ადმინისტრაციულ ორგანოებს აცნობოს წერილობითი სახით.

(საქართველოს მთავრობის 2016 წლის 16 სექტემბრის დადგენილება №440 - ვებგვერდი, 16.09.2016წ.)

 


მუხლი 7. გეოგრაფიული ობიექტების სახელდების საკითხის განხილვა და გადაწყვეტილების მიღების წესი
1. ახმეტის მუნიციპალიტეტის  საკრებულო  გეოგრაფიული  ობიექტის  სახელდების  საკითხს  განიხილავს და გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის №239 და ამ დადგენილი წესის შესაბამისად.

2. გეოგრაფიული ობიექტის სახელდების შესახებ შესაბამისი ინიციატივა წარედგინება მუნიციპალიტეტის საკრებულოს.

3. გეოგრაფიული ობიექტების სახელდების თაობაზე ინიციატივის წარდგენაზე უფლებამოსილია:

ა) მუნიციპალიტეტის გამგებელი/მერი;

ბ) მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი;

გ)  საქართველოს  იუსტიციის  სამინისტროს  მმართველობის  სფეროში  მოქმედი საჯარო  სამართლის იურიდიული პირი – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო (შემდგომში – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო);

დ) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ ამომრჩეველთა არანაკლებ 1%;

ე) დასახლების საერთო კრება;

ვ) ყველა საჯარო სამართლის იურიდიული და კერძო სამართლის სუბიექტი.

4. გეოგრაფიული ობიექტის სახელდების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოში წარდგენილი ინიციატივა უნდა ეხებოდეს კონკრეტულ გეოგრაფიულ ობიექტს/ობიექტებს და მას უნდა ერთოდეს:

ა) სახელდების ინიციატივის მოტივაცია და დასაბუთება;

ბ) შესაბამისი გეოგრაფიული ობიექტის/ობიექტების აღწერა (გეოგრაფიული ობიექტის/ობიექტების მდებარეობა,  მისი  მოსაზღვრე  გეოგრაფიული  ობიექტის/ობიექტების  სახელწოდება/სახელწოდებები და სხვა);

გ) მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ დადგენილი სხვა ინფორმაცია.

5. მუნიციპალიტეტის საკრებულოში წარდგენილ ინიციატივას იხილავს მუნიციპალიტეტის საკრებულოს შესაბამისი კომისია. განხილვისას აღნიშნულმა კომისიამ უნდა გამოიყენოს ოფიციალური კარტოგრაფიული და საცნობარო გამოცემები, გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა ლექსიკონები, ენციკლოპედიური ლიტერატურა, წერილობითი ისტორიული და სხვა წყაროები.

6.  მუნიციპალიტეტის  საკრებულოს შესაბამისი კომისია, მოსახლეობასთან კონსულტაციის  მიზნით, ინიციატივას რეგისტრაციიდან 10 სამუშაო დღეში, მასზე დართულ დოკუმენტებთან ერთად, აქვეყნებს საჯაროდ. მოსახლეობასთან კონსულტაციების გამართვას მუნიციპალიტეტის საკრებულოს შესაბამისი კომისია უზრუნველყოფს საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-12 მუხლის მე-6-მე-8 პუნქტების შესაბამისად.

7. მუნიციპალიტეტის საკრებულოს შესაბამისი კომისია, ამ მუხლის     მე-6 პუნქტის შესაბამისად, მოსახლეობასთან კონსულტაციის დასრულების, საკითხის შესწავლისა და განხილვის შემდეგ ადგენს დასაბუთებულ დასკვნას კონკრეტული გეოგრაფიული ობიექტის სახელდების მიზანშეწონილობის თაობაზე.

8. მუნიციპალიტეტის საკრებულოს შესაბამისი კომისიის დადებითი დასკვნა წარედგინება მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეს.

9. იმ შემთხვევაში, თუ ამ მუხლის მე-8 პუნქტით განსაზღვრული დასკვნა შეეხება მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე ზონის, მიკრორაიონის, ქუჩის, პროსპექტის (გამზირი), ხეივნის, გზატკეცილის, შესახვევის, ჩიხის, გასასვლელის, სანაპიროს, ესპლანადას, მოედნის, სკვერის, ბულვარის, ბაღის,  პარკის, ტყე-პარკის, ადგილობრივი მნიშვნელობის ტყის, სასაფლაოს, პანთეონის, შენობა-ნაგებობის, სატრანსპორტო სისტემის ობიექტის, თვითმმართველი ქალაქის ადმინისტრაციული ერთეულის სახელდებას, მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე, ამ მუხლის მე-8 პუნქტით განსაზღვრული  დასკვნის  მიღების  შემდეგ,  საჯარო  რეესტრის  ეროვნული  სააგენტოს სამისამართო რეესტრის ელექტრონულ პროგრამაში, მისამართების გეოინფორმაციული პორტალის მეშვეობით, გეოგრაფიული ობიექტების მონიშვნისათვის განსაზღვრული წესის შესაბამისად, არეგისტრირებს განცხადებას, რომელსაც უნდა დაერთოს:

ა) მუნიციპალიტეტის  საკრებულოს შესაბამისი კომისიის დადებითი დასკვნა;

ბ) გეოგრაფიული ობიექტების სახელდების თაობაზე ინიციატივა და მასზე დართული დოკუმენტები;

გ) მოსახლეობასთან კონსულტაციის ამსახველი დოკუმენტები;

დ) მუნიციპალიტეტის საკრებულოს შესაბამისი სამართლებრივი აქტის პროექტი;

ე)  საჭიროების  შემთხვევაში,  გეოგრაფიული  ობიექტის  იდენტიფიცირებისათვის აუცილებელი  სხვა ინფორმაცია.

10. ამ მუხლის მე-9 პუნქტის შესაბამისად, განცხადების საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სამისამართო რეესტრის ელექტრონულ პროგრამაში რეგისტრაციის შემთხვევაში, გეოგრაფიული ობიექტის  სახელდების  საკითხის  შესახებ  მიმართვას საკრებულოს თავმჯდომარე  შესათანხმებლად უგზავნის გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა დადგენის, ნორმალიზების, გამოყენების, რეგისტრაციის, აღრიცხვისა და დაცვის მიზნით, გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა სფეროში მოქმედ სამთავრობო კომისიას (შემდგომში – სამთავრობო კომისია). მიმართვაში ასახული უნდა იქნეს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სამისამართო რეესტრის ელექტრონულ პროგრამაში ამ მუხლის მე-9 პუნქტით  განსაზღვრული განცხადების რეგისტრაციის ნომერი.

11. იმ შემთხვევაში, თუ ამ მუხლის მე-8 პუნქტით განსაზღვრული დასკვნა შეეხება მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე ისტორიულად ჩამოყალიბებული უბნისა და წყაროს სახელდებას, აღნიშნული გეოგრაფიული ობიექტების სახელდების შესახებ საკითხი, ამ მუხლის მე-9 პუნქტის შესაბამისად, არ აისახება საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სამისამართო რეესტრის ელექტრონულ პროგრამაში. ამ შემთხვევაში, სამთავრობო კომისიისათვის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მიმართვას თან უნდა დაერთოს:

ა) მუნიციპალიტეტის საკრებულოს შესაბამისი სამართლებრივი აქტის პროექტი;

ბ) მუნიციპალიტეტის საკრებულოს კომისიის შესაბამისი დასაბუთებული დასკვნის ასლი;

გ) ორთოფოტო, შესაბამისი გეოგრაფიული ობიექტის მონიშვნით;

დ) გეოგრაფიული ობიექტის იდენტიფიცირებისათვის აუცილებელი სხვა ინფორმაცია.

12. სამთავრობო კომისია გეოგრაფიული ობიექტის სახელდების საკითხს განიხილავს 3 თვის ვადაში.

13. სამთავრობო კომისიიდან თანხმობის მიღების შემთხვევაში, მუნიციპალიტეტის საკრებულო განკარგულების სახით იღებს გადაწყვეტილებას გეოგრაფიული ობიექტის სახელდების შესახებ. მუნიციპალიტეტის საკრებულო ვალდებულია, განკარგულებაში მიუთითოს გეოგრაფიული ობიექტის სახელწოდების შემოკლებული ვერსია, ასეთის არსებობის შემთხვევაში.

14.  ამ  მუხლის  მე-13  პუნქტით  განსაზღვრული  მუნიციპალიტეტის  საკრებულოს განკარგულება,  ამ მუხლის მე-9 პუნქტით განსაზღვრული გეოგრაფიული ობიექტების სახელდების თაობაზე, აისახება საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სამისამართო რეესტრის ელექტრონულ პროგრამაში.

15. მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ გეოგრაფიული ობიექტის სახელდების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, შესაბამისი სამართლებრივი აქტი რეაგირებისთვის ეგზავნება მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოს, რომელიც შესაბამისი სამართლებრივი აქტის მიღებიდან 4 თვის ვადაში უზრუნველყოფს კონკრეტული ღონისძიებების გატარებას (აბრების, ფირნიშების, რუკების  (არსებობის შემთხვევაში),  ცნობარების და სხვ. დამზადება,  კორექტირება, გავრცელება  და სხვ.).

16. მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ მიღებული შესაბამისი სამართლებრივი აქტი მიღებიდან 10 დღის  ვადაში  ეგზავნება  საქართველოს  იუსტიციის  სამინისტროს მმართველობის  სფეროში  მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს, მონაცემთა ბაზაში  ცვლილებების  შეტანის  მიზნით,  საქართველოს  შინაგან  საქმეთა  სამინისტროსა  და საქართველოს  ცენტრალურ  საარჩევნო  კომისიას,  აგრეთვე საჯარო  რეესტრის  ეროვნულ  სააგენტოს, გარდა  ამ  მუხლის  მე-9  პუნქტით  განსაზღვრული  გეოგრაფიული  ობიექტების  სახელდების შესახებ მიღებული სამართლებრივი აქტისა.

17. მუნიციპალიტეტის საკრებულოს გადაწყვეტილება, გეოგრაფიული ობიექტის სახელდების შესახებ, ქვეყნდება „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ ვებგვერდზე, მისი მიღებიდან 10 დღის ვადაში.

 


მუხლი 8. მუნიციპალიტეტის  საკრებულოს  დამატებითი  უფლებამოსილება  გეოგრაფიული ობიექტების სახელდებისას
შესაბამისი მუნიციპალიტეტის საკრებულო უფლებამოსილია, ამ წესის მე-7 მუხლით დადგენილი  წესის გარდა,  განსაზღვროს  გეოგრაფიული  ობიექტების  სახელდების საკითხის განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების დამატებითი პროცედურები შესაბამისი სამართლებრივი აქტით, რომელიც არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს ამ წესსა და საქართველოს კანონმდებლობას.