არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 55-Iს
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 01/12/2016
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 15/12/2016
ძალაში შესვლის თარიღი 01/02/2017
სარეგისტრაციო კოდი 080060000.05.001.018230
55-Iს
01/12/2016
ვებგვერდი, 15/12/2016
080060000.05.001.018230
არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს კანონი

 

 

არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1. არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 24.06.2015, სარეგისტრაციო კოდი: 080060000.05.001.017792) 31-ე მუხლის მე-3 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. თუ არასრულწლოვანი იმ ქვეყნის მოქალაქეა, რომელსაც საქართველოში დიპლომატიური წარმომადგენლობა ან საკონსულო დაწესებულება არ აქვს, ან თუ იგი საერთაშორისო დაცვის მქონე პირია ან მოქალაქეობის არმქონე პირია, მას საშუალება უნდა მიეცეს, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მეშვეობით დაუკავშირდეს იმ ქვეყნის დიპლომატიურ წარმომადგენლობას, რომელიც მის ინტერესებს იცავს, ან ნებისმიერ ადგილობრივ ან საერთაშორისო ორგანიზაციას, რომლის ამოცანაც არის ასეთი არასრულწლოვნის დაცვა.“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2017 წლის 1 თებერვლიდან.


საქართველოს პრეზიდენტიგიორგი მარგველაშვილი

 

 

ქუთაისი,

1 დეკემბერი 2016 წ.

N55-Iს