დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
სურსათზე კვებით ღირებულებასა და ჯანმრთელობასთან დაკავშირებული განაცხადის განთავსების წესის დამტკიცების შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 510 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
მიღების თარიღი | 17/11/2016 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 21/11/2016 |
ძალაში შესვლის თარიღი | 01/03/2018 |
სარეგისტრაციო კოდი | 240110000.10.003.019576 |
კონსოლიდირებული პუბლიკაციები |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (21/11/2016 - 01/06/2018)
|
მუხლი 1 |
სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსის 75-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, დამტკიცდეს თანდართული სურსათზე კვებით ღირებულებასა და ჯანმრთელობასთან დაკავშირებული განაცხადის განთავსების წესი.
|
მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს 2018 წლის 1 მარტიდან.
|
|
სურსათზე კვებით ღირებულებასა და ჯანმრთელობასთან დაკავშირებული განაცხადის განთავსების წესი
|
თავი I. ზოგადი დებულებები
|
მუხლი 1. მიზანი და რეგულირების სფერო
1. სურსათზე კვებით ღირებულებასა და ჯანმრთელობასთან დაკავშირებული განაცხადის განთავსების წესი (შემდგომში – წესი) მიზნად ისახავს საბოლოო მომხმარებლისათვის განკუთვნილი სურსათის წარდგენის (პრეზენტაციის) ან რეკლამის დროს ეტიკეტზე კვებით ღირებულებასა და ჯანმრთელობასთან დაკავშირებული განაცხადის განთავსებისას მომხმარებელთა უფლებების დაცვას და შიდა ბაზრის ეფექტიანი ფუნქციონირების უზრუნველყოფას. 2. ეს წესი ადგენს ბაზარზე განთავსებული და საბოლოო მომხმარებლისთვის განკუთვნილი სურსათის წარდგენის (პრეზენტაციის), რეკლამისა და ეტიკეტირებისას კვებით ღირებულებასა და ჯანმრთელობასთან დაკავშირებული განაცხადის განთავსების ზოგად პრინციპებს, მოთხოვნებს და პროცედურებს. 3. ეს წესი ვრცელდება სახელმწიფო კონტროლისადმი დაქვემდებარებულ სურსათთან დაკავშირებულ განაცხადზე, რომელიც განკუთვნილია საბოლოო მომხმარებლისათვის. მათ შორის, სურსათზე, რომელიც მიეწოდება რესტორნებს, საავადმყოფოებს, სკოლებს, სასადილოებს და საზოგადოებრივი კვების სხვა მსგავს ობიექტებს. 4. ამ წესის მოქმედება არ ვრცელდება ამ წესის ამოქმედებამდე დამზადებულ სურსათზე, რომლის ვარგისიანობის ვადაც არ არის გასული. 5. ამ წესის მე-7 მუხლით და მე-10 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული მოთხოვნები არ ვრცელდება დაუფასოებელ სურსათზე (მათ შორის, ახალი ხილი, ახალი ბოსტნეული ან ახალი პური), რომელიც საბოლოო მომხმარებელს ან საზოგადოებრივი კვების ობიექტს მიეწოდება შეფუთვის გარეშე ან მისი დაფასოება ხდება რეალიზაციის ადგილებში მომხმარებლის თხოვნის საფუძველზე ან დაუყონებლივ გაყიდვის მიზნით. მათზე სავალდებულოა ამ წესის მე-10 მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული ინფორმაციის განთავსება. 6. იმ ბიზნესოპერატორებმა, რომლებზეც ვრცელდება ამ წესის მოთხოვნები, შესაბამისი კვებითი პროფილის (კვებითი მახასიათებლის) და პირობების დადგენიდან არა უგვიანეს 12 თვის ვადაში უნდა უზრუნველყონ თავიანთი საქმიანობის შესაბამისობაში მოყვანა ამ წესით გათვალისწინებულ მოთხოვნებთან. 7. ამ წესით განსაზღვრული მოთხოვნები შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს: ა) განსაკუთრებული კვებითი დანიშნულების სურსათისათვის; ბ) ნატურალური მინერალური წყლებისათვის; გ) ადამიანის მოხმარებისათვის განკუთვნილი სასმელი წყლისათვის; დ) სასურსათო (სურსათის) დანამატებისათვის. 8. სურსათის ეტიკეტზე წარდგენისას (პრეზენტაციისას) ან რეკლამაში სავაჭრო ნიშანი, სასაქონლო ნიშანი (ბრენდი) ან წარმოსახვითი სახელი (ფანტაზიის ნაყოფი), რომელიც შესაძლებელია განხილულ იქნეს, როგორც სურსათის კვებით ღირებულებასა და ჯანმრთელობასთან დაკავშირებული განაცხადი, შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს ამ წესით განსაზღვრული ავტორიზაციის გარეშე იმ პირობით, თუ სურსათს თან ერთვის კვებით ღირებულებასა და ჯანმრთელობასთან დაკავშირებული განაცხადი, რომელიც აკმაყოფილებს ამ წესით განსაზღვრულ მოთხოვნებს ეტიკეტირების, წარდგენისა (პრეზენტაციის) და რეკლამის მიმართ. 9. სურსათზე კვებით ღირებულებასა და ჯანმრთელობასთან დაკავშირებული განაცხადის ავტორიზაციას ახორციელებს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო (შემდგომში – სამინისტრო). მუხლი 2. ტერმინთა განმარტებები ამ წესის მიზნებისათვის სურსათის/ცხოველის საკვების, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსით განსაზღვრულ ტერმინებთან ერთად გამოიყენება ტერმინები, რომელთაც აქვთ შემდეგი მნიშვნელობა: ა) სასურსათო (სურსათის) დანამატი – კვებითი ან ფიზიოლოგიური ეფექტის მქონე ნივთიერებები, რომლებიც გამოიყენება ჩვეულებრივ დიეტურ კვებაში, როგორც საკვები ნივთიერებების (ნუტრიენტები) ან სხვა ნივთიერებების წყარო ცალ-ცალკე ან კომბინაციაში, ბაზარზე განთავსებულია წამლის ფორმით, კერძოდ: კაფსულების, აბების, ამპულების, ფხვნილების, დრაჟეების, ბოთლებში სითხის ან დაფასოებული ფხვნილის და სხვა ანალოგიური სახით, რომელთა გამოყენება ხდება განსაზღვრული მცირე რაოდენობით; ბ) ცხიმი – საერთო ლიპიდები, მათ შორის, ფოსფოლიპიდები; გ) ტრანსცხიმი – ცხიმოვანი მჟავა, ნახშირბადის ატომებს შორის ერთი ან მეტი ორმაგი ბმით ტრანს-იზომერულ კონფიგურაციაში; დ) ნაჯერი ცხიმოვანი მჟავები – ცხიმოვანი მჟავები, ნახშირბადის მეზობელ ატომებს შორის ორმაგი ბმის გარეშე; ე) მონოუჯერი ცხიმოვანი მჟავები – ცხიმოვანი მჟავა ნახშირბადის ატომებს შორის ერთი ორმაგი ბმით ცის-იზომერულ კონფიგურაციაში; ვ) პოლიუჯერი ცხიმოვანი მჟავა – ცხიმოვანი მჟავა ნახშირბადის ატომებს შორის ორი ან მეტი ორმაგი ბმით ცის-იზომერულ კონფიგურაციაში; ზ) ნახშირწყალი – ნებისმიერი ნახშირწყალი, პოლიოლის ჩათვლით, რომელიც მეტაბოლიზმს განიცდის ადამიანის ორგანიზმში; თ) შაქარი – სურსათში არსებული ყველა მონოსაქარიდი და დისაქარიდი, გარდა პოლიოლისა; ი) ცილა – ცილის შემცველობა, რომელიც გამოითვლება ფორმულით: ცილა= საერთო აზოტი (კელდალის მიხედვით) x 6,25; კ) ბოჭკოვანი ნივთიერება – ნახშირწყლების პოლიმერები სამი ან მეტი მონომერული ერთეულით, რომელთა აბსორბცია და გადამუშავება ვერ ხდება ადამიანის წვრილ ნაწლავებში. ბოჭკოვანი ნივთიერებების კატეგორიებია: კ.ა) საკვები ნახშირწყლების პოლიმერები, რომლებიც ბუნებრივადაა სურსათში; კ.ბ) საკვები ნახშირწყლების პოლიმერები, რომლებიც მიიღება სასურსათო ნედლეულიდან ფიზიკური, ფერმენტული ან ქიმიური გზით და რომელთა სასარგებლო ფიზიოლოგიური ეფექტიანობა დადასტურებულია აღიარებული მეცნიერული მტკიცებულებით; კ.გ) საკვები ნახშირწყლების პოლიმერები, სინთეზური გზით მიღებული, რომელთა სასარგებლო ფიზიოლოგიური ეფექტიანობა დადასტურებულია აღიარებული მეცნიერული მტკიცებულებით; ლ) ეტიკეტირება – ნებისმიერი სიტყვა, მონაცემი, სავაჭრო ნიშანი, სასაქონლო ნიშანი (ბრენდი), გრაფიკული გამოსახულება, აღწერილობითი გამოსახულება (ილუსტრაცია) ან სიმბოლო, რომელიც დაკავშირებულია სურსათთან და განთავსებულია სურსათის ნებისმიერ შეფუთვაზე, ეტიკეტზე, ბეჭედზე ან საყელოზე ან მოცემულია თანდართულ დოკუმენტში; მ) განსაკუთრებული კვებითი დანიშნულების სურსათი – სურსათი, რომელიც განსაკუთრებული შედგენილობის ან წარმოება-დამზადების პროცესის გამო მკვეთრად განსხვავდება ნორმალური გამოყენებისათვის განკუთვნილი სურსათისგან, შეესაბამება დეკლარირებული კვებითი მიზნებისათვის გამოყენებას და ამის შესახებ მითითებულ უნდა იქნეს ბაზარზე განთავსებისას; ნ) განაცხადი – ნებისმიერი შეტყობინება ან წარდგენა (პრეზენტაცია), გამოსახული ილუსტრაციით, გრაფიკულად ან სიმბოლოების საშუალებით ან ნებისმიერი სხვა ფორმით, რომელიც არ არის სავალდებულო და რომელიც გულისხმობს ან აცხადებს ან რომლითაც გამოხატულია, რომ სურსათს აქვს განსაკუთრებული დამახასიათებელი თვისებები; ო) საკვები ნივთიერება (ნუტრიენტი) – ცილები, ცხიმები, ნახშირწყლები, ბოჭკოვანი ნივთიერებები (საკვები ბოჭკოები), ნატრიუმი (მარილი), ასევე ამ წესის დანართი №3-ით „გამოყენების რეკომენდებული ნორმები“ განსაზღვრული ვიტამინები და მინერალები და ნივთიერებები, რომლებიც მიეკუთვნებიან ერთ რომელიმე კატეგორიას ან წარმოადგენენ მათ შემადგენელ კომპონენტს; პ) სხვა ნივთიერება – ნივთიერებები, გარდა საკვები ნივთიერებებისა (ნუტრიენტები), რომელთაც აქვთ ფიზიოლოგიური ან კვებითი ეფექტი (დანიშნულება); ჟ) განაცხადი კვებითი ღირებულების შესახებ – ნებისმიერი განაცხადი, რომელიც გულისხმობს ან გამოხატავს ან აცხადებს, რომ სურსათს აქვს განსაკუთრებული სასარგებლო კვებითი ღირებულება, რომელიც დაკავშირებულია სურსათის მახასიათებლებთან: ჟ.ა) კალორიულობასთან ანუ ენერგეტიკულ ღირებულებასთან, რომლის შესაბამისად სურსათი შეიძლება იყოს: ჟ.ა.ა) კალორიული; ჟ.ა.ბ) მაღალკალორიული ან დაბალკალორიული; ჟ.ა.გ) არაკალორიული; ჟ.ბ) საკვები ნივთიერებების (ნუტრიენტების) და სხვა ნივთიერებების შემცველობასთან, შესაბამისად სურსათი შეიძლება: ჟ.ბ.ა) შეიცავდეს საკვებ ნივთიერებებს (ნუტრიენტებს) და სხვა ნივთიერებებს; ჟ.ბ.ბ) შეიცავდეს საკვებ ნივთიერებებს (ნუტრიენტებს) და სხვა ნივთიერებებს დიდი რაოდენობით ან მცირე რაოდენობით; ჟ.ბ.გ) არ შეიცავდეს საკვებ ნივთიერებებს (ნუტრიენტებს) და სხვა ნივთიერებებს; რ) ჯანმრთელობასთან დაკავშირებული განაცხადი – ნებისმიერი განაცხადი, რომელიც გულისხმობს ან აცხადებს ან გამოხატავს, რომ არსებობს კავშირი სურსათის კატეგორიას ან სურსათს ან სურსათის შემადგენელ რომელიმე კომპონენტსა და ადამიანის ჯანმრთელობას შორის; ს) განაცხადი დაავადების რისკის შემცირების შესახებ – ჯანმრთელობასთან დაკავშირებული ნებისმიერი განაცხადი, რომელიც გულისხმობს ან გამოხატავს ან აცხადებს, რომ სურსათის რომელიმე კატეგორიის, რომელიმე დასახელების სურსათის ან სურსათის რომელიმე კომპონენტის მოხმარება მნიშვნელოვნად ამცირებს ადამიანის დაავადების განვითარების რისკს; ტ) სამაგიდე (სასუფრე) დამატკბობელი – ნებადართული დამატკბობლის პრეპარატი, რომელიც შეიძლება შეიცავდეს სხვა საკვებდანამატებს ან/და ინგრედიენტებს და რომელიც განკუთვნილია საბოლოო მომხმარებლისათვის მისაწოდებლად, როგორც შაქრის შემცვლელი. თავი II. ზოგადი პრინციპები მუხლი 3. ზოგადი პრინციპები ნებისმიერ განაცხადთან დაკავშირებით ბაზარზე განთავსებული სურსათის კვებითი ღირებულების შესახებ განაცხადი და ჯანმრთელობასთან დაკავშირებული განაცხადი, რომელიც შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს სურსათის ეტიკეტირების, წარდგენის (პრეზენტაციის) ან რეკლამისათვის, უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს კანონმდებლობით და ამ წესით განსაზღვრულ მოთხოვნებს. განაცხადი: ა) არ უნდა იყოს მომხმარებლისთვის მცდარი, ბუნდოვანი ან შეცდომაში შემყვანი; ბ) არ უნდა ქმნიდეს მცდარ წარმოდგენას სურსათის უვნებლობის და/ან კვებითი ადეკვატურობის მიმართ სხვა სურსათთან მიმართებაში; გ) არ უნდა უწყობდეს ხელს ან არ უნდა უბიძგებდეს (აქეზებდეს) სურსათის ჭარბ მოხმარებას; დ) არ უნდა გულისხმობდეს ან გამოხატავდეს ან აცხადებდეს, რომ ბალანსირებული და მრავალფეროვანი დიეტა ვერ უზრუნველყოფს ორგანიზმისათვის საკვები ნივთიერებების (ნუტრიენტების) საჭირო შესაბამის რაოდენობას; ე) თავისი გრაფიკული, აღწერილობითი გამოსახულებით (ილუსტრაციით) ან სიმბოლოთი, არ უნდა იწვევდეს ან ზრდიდეს მომხმარებლის ეჭვს ორგანიზმის ფუნქციურ ცვლილებებთან დაკავშირებით. მუხლი 4. კვებითი ღირებულების შესახებ განაცხადის და ჯანმრთელობასთან დაკავშირებული განაცხადის გამოყენების ზოგადი მოთხოვნები 1. სამინისტრო, საერთაშორისო მოთხოვნების გათვალისწინებით, 2018 წლის 1 მარტამდე ადგენს სურსათის ან სურსათის ძირითად კატეგორიებისათვის კვებით პროფილს (კვებით მახასიათებელს) და პირობებს, მათ შორის, გამონაკლისებს, რომელიც დაცულ უნდა იქნეს სურსათზე კვებითი ღირებულების შესახებ განაცხადის და ჯანმრთელობასთან დაკავშირებული განაცხადის მითითებისას. 2. სურსათის ან/და სურსათის გარკვეული კატეგორიებისათვის კვებითი პროფილის (კვებითი მახასიათებელი) განსაზღვრისას, გათვალისწინებული უნდა იქნეს შემდეგი მოთხოვნები: ა) განსაზღვრული საკვები ნივთიერებების (ნუტრიენტების) და სხვა ნივთიერებების რაოდენობა სურსათში, მაგალითად, ცხიმები, ნაჯერი ცხიმოვანი მჟავები, ტრანსცხიმოვანი მჟავები, შაქრები და ნატრიუმი/მარილი; ბ) სურსათის (ან სურსათის კატეგორიის) როლი და მნიშვნელობა, ასევე ზოგადად კონკრეტული სურსათის წვლილი მოსახლეობის კვების რაციონში ან, საჭიროების შემთხვევაში, გარკვეული რისკ-ჯგუფების, მათ შორის, ბავშვებისათვის; გ) სურსათის საკვები ნივთიერებების (ნუტრიენტების) საერთო შემადგენლობა და იმ საკვები ნივთიერებების (ნუტრიენტების) არსებობა, რომელთა გავლენა ადამიანის ჯანმრთელობაზე დადასტურებულია მეცნიერულად. 3. კვებითი პროფილი (კვებითი მახასიათებელი) დაფუძნებული უნდა იქნეს კვების რაციონის, კვებით ღირებულებასა და ჯანმრთელობას შორის არსებულ ურთიერთკავშირის შესახებ მეცნიერულ მონაცემებზე. 4. სურსათის კონკრეტული კატეგორიის კვებითი პროფილის (კვებითი მახასიათებელი) დადგენისთვის, რომლის პროცედურა შეიძლება გაგრძელდეს არაუმეტეს 12 თვისა, დაინტერესებული მხარის მიერ სამინისტროში წარდგენილი უნდა იქნეს სამეცნიერო რეკომენდაციები და დასკვნები, კერძოდ: ა) სურსათის ან/და სურსათის კატეგორიებისათვის კვებითი პროფილის (კვებითი მახასიათებელი) დადგენის აუცილებლობის შესახებ; ბ) შერჩეული საკვები ნივთიერებებისა (ნუტრიენტების) და მათი ბალანსის აუცილებელი გათვალისწინების შესახებ; გ) კვებითი პროფილის ეტალონური მნიშვნელობის შერჩევასთან დაკავშირებით; დ) კვებითი პროფილის (კვებითი მახასიათებელი) გამოთვლის მეთოდი; ე) შეთავაზებული სისტემის გამოყენების და გამოცდის შესაძლებლობა. 5. კვებითი პროფილის (კვებითი მახასიათებელი) დადგენისას სამინისტრო კონსულტაციებს ატარებს დაინტერესებულ მხარეებთან, მათ შორის, მეცნიერებთან, ბიზნესოპერატორებსა და მომხმარებელთა ჯგუფებთან. 6. ამ მუხლის პირველი, მე-2 და მე-4 პუნქტებით განსაზღვრული მოთხოვნების გათვალისწინების გარეშე, კვებითი ღირებულების შესახებ განაცხადში დასაშვებია მითითებულ იქნეს: ა) სურსათში ცხიმის, ნაჯერი ცხიმოვანი მჟავების, ტრანსცხიმოვანი მჟავების, შაქრის და მარილის/ნატრიუმის შემცირებული რაოდენობის შესახებ, კონკრეტული კვებითი პროფილის (მახასიათებლის) მითითების გარეშე, რის შესახებაც არსებობს კვებით ღირებულებასთან დაკავშირებული ინფორმაცია, თუ ის შეესაბამება ამ წესით განსაზღვრულ მოთხოვნებს; ბ) „ინფორმაცია იმ საკვები ნივთიერების (ნუტრიენტი) მაღალი შემცველობის შესახებ, რომელიც აჭარბებს კვებითი პროფილით განსაზღვრულ ნორმას იმ პირობით, რომ ხსენებული მითითება განთავსებული იქნება იმავე მხარეს და იმავე ხედვის არეალში, სადაც განთავსებულია განაცხადი. მითითება ხდება შემდეგი სახით: „.......... (საკვები ნივთიერების, ნუტრიენტის დასახელება) მაღალი შემცველობა“. 7. სასმელის ეტიკეტზე, რომლის მოცულობითი სპირტშემცველობა აღემატება 1,2%-ს, დაუშვებელია მასზე განთავსებულ იქნეს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული განაცხადი. 8. სასმელში, რომლის მოცულობითი სპირტშემცველობა 1,2%-ზე ნაკლებია, დაშვებულია განაცხადში მითითებულ იქნეს „ალკოჰოლის დაბალი შემცველობა“, „ალკოჰოლის შემცირებული რაოდენობა“ ან „დაბალი ენერგეტიკული ღირებულება“. მუხლი 5. ზოგადი პირობები 1. კვებითი ღირებულების შესახებ განაცხადისა და ჯანმრთელობასთან დაკავშირებული განაცხადის გამოყენება დასაშვებია, თუ დაკმაყოფილებულია შემდეგი პირობები: ა) დადასტურებულია, რომ სურსათში ან სურსათის კატეგორიაში საკვები ნივთიერებების (ნუტრიენტების) ან სხვა ნივთიერებების არსებობას, არარსებობას ან შემცირებული რაოდენობით შემცველობას, რომლის შესახებაც მითითებულია განაცხადში, აქვს საყოველთაოდ აღიარებული მეცნიერული მონაცემებით დადასტურებული სასარგებლო კვებითი და ფიზიოლოგიური მოქმედება (ეფექტი); ბ) საკვები ნივთიერებები (ნუტრიენტები) ან სხვა ნივთიერებები, რომელთა შესახებაც გაკეთდა განაცხადი: ბ.ა) მზა სურსათში არის მნიშვნელოვანი ან ისეთი რაოდენობით, რომ საყოველთაოდ აღიარებული მეცნიერული მონაცემებით დადასტურებულია მათი სასარგებლო კვებითი და ფიზიოლოგიური მოქმედება (ეფექტი); ბ.ბ) მზა სურსათში არ არის ან ისეთი უმნიშვნელო რაოდენობითაა, რომ გავლენას ვერ ახდენს საყოველთაოდ აღიარებული მეცნიერული მონაცემებით დადასტურებულ სასარგებლო კვებით და ფიზიოლოგიურ მოქმედებაზე (ეფექტი); გ) საკვები ნივთიერება (ნუტრიენტი) ან სხვა ნივთიერება, რომელზეც გაკეთდა განაცხადში მითითება, ორგანიზმის მიერ ათვისებადი ფორმითაა; დ) სურსათის რაოდენობა, რომელიც შესაძლებელია გონივრულად იქნეს მოხმარებული, ორგანიზმს უზრუნველყოფს განაცხადში მითითებული საკვები ნივთიერებების (ნუტრიენტების) ან სხვა ნივთიერებების მნიშვნელოვანი რაოდენობით, რომლებიც ავლენენ საყოველთაოდ აღიარებული მეცნიერული მონაცემებით დადასტურებულ სასარგებლო კვებით და ფიზიოლოგიურ მოქმედებას (ეფექტი); ე) საჭიროების მიხედვით, აკმაყოფილებენ ამ წესის მე-3 ან მე-4 თავებით განსაზღვრულ მოთხოვნებს. 2. კვებითი ღირებულების შესახებ განაცხადის და ჯანმრთელობასთან დაკავშირებული განაცხადის გამოყენება დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც მომხმარებელი შეძლებს გააცნობიეროს ინფორმაცია იმ მოსალოდნელი დადებითი შედეგების შესახებ, რომელზეც მითითებულია განაცხადში. 3. კვებითი ღირებულების შესახებ განაცხადი და ჯანმრთელობასთან დაკავშირებული განაცხადი ეხება ბიზნესოპერატორის მიერ დადგენილი ინსტრუქციის მიხედვით, მოხმარებისათვის მზა სურსათს. მუხლი 6. განაცხადთან დაკავშირებული მეცნიერული მტკიცებულება 1. კვებითი ღირებულების შესახებ განაცხადი და ჯანმრთელობასთან დაკავშირებული განაცხადი უნდა ეფუძნებოდეს საყოველთაოდ აღიარებულ მეცნიერულ მტკიცებულებას. 2. ბიზნესოპერატორი, რომელიც განაცხადში მიუთითებს კვებით ღირებულებასა და ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ ინფორმაციასთან დაკავშირებულ მონაცემს, ვალდებულია დაადასტუროს მისი უტყუარობა. 3. საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სურსათის ეროვნული სააგენტო უფლებამოსილია, ბიზნესოპერატორს, რომელიც სურსათს განათავსებს ბაზარზე, მოსთხოვოს ამ წესთან შესაბამისობის შესახებ მონაცემები. მუხლი 7. კვებით ღირებულებასთან დაკავშირებული ინფორმაცია 1. კვებით ღირებულებასთან დაკავშირებული ინფორმაცია სურსათზე განთავსებული უნდა იქნეს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული წესით. 2. სასურსათო (სურსათის) დანამატების კვებითი ღირებულების შესახებ განაცხადში გათვალისწინებული უნდა იქნეს შემდეგი მოთხოვნები: ა) ინფორმაცია საკვები ნივთიერებების (ნუტრიენტების) ან სხვა ნივთიერებების შესახებ, რომლებიც ხასიათდებიან სპეციფიკური კვებითი ან ფიზიოლოგიური მოქმედებით, ეტიკეტზე მითითებული უნდა იქნეს რიცხობრივი გამოსახულებით. ვიტამინებისა და მინერალებისათვის გამოყენებული უნდა იქნეს ამ ტექნიკური რეგლამენტის დანართი №2-ით – „ვიტამინები და მინერალები, რომლებიც დაშვებულია სასურსათო (სურსათის) დანამატების წარმოებისათვის“ განსაზღვრული ერთეულები; ბ) საკვები ნივთიერებების (ნუტრიენტების) ან სხვა ნივთიერებების რაოდენობა მოცემული უნდა იქნეს ეტიკეტზე მითითებული რეკომენდებული სადღეღამისო მოხმარების შესაბამისად; გ) ვიტამინებისა და მინერალების შესახებ ინფორმაცია შესაძლებელია, მითითებულ იქნეს ამ ტექნიკური რეგლამენტის დანართი №3-ით განსაზღვრული რეკომენდებული ნორმების პროცენტული რაოდენობის შესაბამისად. თავი III. კვებითი ღირებულების შესახებ განაცხადი მუხლი 8. განსაკუთრებული პირობები სურსათის კვებით ღირებულებასთან დაკავშირებული განაცხადის განთავსება დასაშვებია, თუ ის აკმაყოფილებს ამ წესისა და დანართი №1-ით – „კვებით ღირებულებასთან დაკავშირებული განაცხადი და მისი გამოყენების პირობები“ განსაზღვრულ მოთხოვნებს. მუხლი 9. შედარებითი განაცხადი 1. შედარება შესაძლებელია მხოლოდ ერთი კატეგორიის სურსათისათვის, ამ კატეგორიის სურსათის ასორტიმენტის გათვალისწინებით. მითითებული უნდა იქნეს განსხვავება საკვები ნივთიერებების (ნუტრიენტების) რაოდენობას ან/და ენერგეტიკულ ღირებულებას შორის. ამ დროს ხდება ერთისა და იმავე რაოდენობის სურსათის შედარება. 2. სურსათის კვებითი ღირებულების შესახებ შედარებითი განაცხადის საშუალებით ხდება განსაზღვრული შედგენილობის სურსათის შედარება იმავე კატეგორიის სურსათის ასორტიმენტთან, რომელთაც არა აქვთ ის შემადგენლობა და მათზე განაცხადის გაკეთების საშუალებას იძლევა, მათ შორის, სხვა სავაჭრო ნიშნის მქონე სურსათიც. თავი IV. ჯანმრთელობასთან დაკავშირებული განაცხადი მუხლი 10. განსაკუთრებული პირობები 1. ჯანმრთელობასთან დაკავშირებული განაცხადის განთავსება დაუშვებელია, თუ ის არ აკმაყოფილებს ამ წესის მე-3-მე-7 და მე-12-მე-13 მუხლებით განსაზღვრულ მოთხოვნებს. 2. ჯანმრთელობასთან დაკავშირებული განაცხადის განთავსება ეტიკეტზე, ან ეტიკეტის არარსებობის შემთხვევაში, რეკლამასა და პრეზენტაციაში დაშვებულია, თუ ის მოიცავს შემდეგი სახის ინფორმაციას: ა) მითითებას მრავალფეროვანი და ბალანსირებული კვებისა და ცხოვრების ჯანსაღი წესის მნიშვნელობის შესახებ, რომელიც მომხმარებელს აწვდის სათანადო ინფორმაციას, რომ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული შედეგების მიღწევისათვის კონკრეტული სურსათის მოხმარება წარმოადგენს მრავალფეროვანი და ბალანსირებული კვების ნაწილს და ასეთი სურსათის მოხმარება არ უნდა მოხდეს ჭარბი რაოდენობით ან სასარგებლო რაციონის ხარჯზე. ამასთან, მითითებას, რომ ასეთი სურსათის მოხმარება ცხოვრების ჯანსაღი წესის ერთ-ერთ ასპექტს წარმოადგენს; ბ) მითითებას სურსათის რაოდენობისა და მისი გამოყენების წესის შესახებ, რომელიც საჭიროა განაცხადში მითითებული დადებითი ეფექტის მიღწევისათვის, რისთვისაც: ბ.ა) მომხმარებელს უნდა მიეწოდოს სრულყოფილი ინფორმაცია, თუ როგორ უნდა იქნეს მოხმარებული აღნიშნული სურსათი დღის განმავლობაში (ერთჯერადად, თუ მრავალჯერადად) სასარგებლო შედეგის მიღწევისათვის; ბ.ბ) ინფორმაცია არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს, ხელი არ უნდა შეუწყოს ან შეუშალოს ამ წესის მე-3 მუხლის „გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ მოთხოვნებს სურსათის ჭარბ მოხმარებასთან დაკავშირებით; გ) საჭიროების შემთხვევაში, იმ პირთა მითითებას და განცხადებას მათთვის, ვინც თავი უნდა შეიკავოს ამ სურსათის მოხმარებისაგან; დ) შესაბამის გაფრთხილებას იმ სურსათზე, რომლის გადაჭარბებული მოხმარება რისკს უქმნის ადამიანის ჯანმრთელობას. 3. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტითა და მე-4 პუნქტით განსაზღვრული მოთხოვნების შესრულება სავალდებულოა ამ წესის პირველი მუხლის მე-5 პუნქტით განსაზღვრული სურსათისათვის. 4. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მითითებების არარსებობის შემთხვევაში, დაუშვებელია სურსათის ეტიკეტზე ჯანმრთელობასთან დაკავშირებული განაცხადის განთავსება. 5. მითითება საერთო ჯანმრთელობასა და ჯანმრთელობასთან დაკავშირებული კეთილდღეობისათვის, ზოგადად საკვები ნივთიერებების (ნუტრიენტის) ან სურსათის არასპეციფიკური სარგებლობის შესახებ დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მასში გათვალისწინებულია ამ წესის მე-12 და მე-13 მუხლებით განსაზღვრული ჯანმრთელობასთან დაკავშირებული კონკრეტული მოთხოვნები. მუხლი 11. შეზღუდვები ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ განაცხადთან დაკავშირებით დაუშვებელია ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ განაცხადში მითითებულ იქნეს შემდეგი ინფორმაცია: ა) კონკრეტული სურსათის არმოხმარებით შესაძლებელია ზიანი მიადგეს ადამიანის ჯანმრთელობას; ბ) სურსათის მოხმარებით შესაძლებელია წონაში კონკრეტული კლება ან მითითებულ იქნეს წონაში დაკლებისათვის საჭირო დრო; გ) რომელიც ეფუძნება ცალკეული ექიმ(ებ)ის და ჯანმრთელობის დაცვის ცალკეული სპეციალისტების რეკომენდაციებს. მუხლი 12. ჯანმრთელობასთან დაკავშირებული განაცხადი, გარდა განაცხადისა, რომელიც ეხება დაავადების რისკის შემცირებას, ბავშვთა განვითარებასა და ჯანმრთელობას ჯანმრთელობასთან დაკავშირებული განაცხადი შესაძლებელია განთავსებულ იქნეს ავტორიზაციის გარეშე, თუ ის ეფუძნება საყოველთაოდ აღიარებულ მეცნიერულ მტკიცებულებებს, ადვილად გასაგებია საშუალო მომხმარებლისათვის და მასში მოცემულია ერთ-ერთი ინფორმაცია: ა) საკვები ნივთიერებების (ნუტრიენტების) ან სხვა ნივთიერების როლის შესახებ ორგანიზმის ზრდა-განვითარებისა და ფუნქციონირებისათვის; ბ) ორგანიზმის ფსიქოლოგიური და ქცევითი ფუნქციების შესახებ; გ) წონის შემცირების, შიმშილის გრძნობის შემცირების, ნაყროვანების გაზრდის ან სურსათის მოხმარებით რაციონიდან შემცირებული ენერგიის მიღების შესახებ. მუხლი 13. ჯანმრთელობასთან დაკავშირებული განაცხადი, რომელიც ეხება დაავადების რისკის შემცირებას, ბავშვთა განვითარებასა და ჯანმრთელობას 1. ჯანმრთელობასთან დაკავშირებული განაცხადი, რომელიც ეხება დაავადების რისკის შემცირებას, ბავშვთა განვითარებასა და ჯანმრთელობას, განთავსებული უნდა იქნეს მხოლოდ ამ წესის მე-14 მუხლით განსაზღვრული ავტორიზაციის შემდეგ, ის უნდა ეფუძნებოდეს საყოველთაოდ აღიარებულ მეცნიერულ მტკიცებულებებს და ადვილად გასაგები უნდა იყოს მომხმარებლისათვის. 2. ჯანმრთელობასთან დაკავშირებული ნებისმიერი განაცხადი, რომელიც ეხება დაავადების რისკის შემცირებას და ბავშვთა განვითარებასა და ჯანმრთელობას, უნდა შეიცავდეს ასევე ინფორმაციას, რომ განაცხადში მითითებული დაავადება ხასიათდება რისკის მრავლობითი ფაქტორებით და ერთი რომელიმე ფაქტორის შეცვლას შეიძლება ჰქონდეს ან არ ჰქონდეს დადებითი ეფექტი. მუხლი 14. განაცხადის ავტორიზაცია 1. ავტორიზაციისათვის ბიზნესოპერატორმა განცხადებით უნდა მიმართოს სამინისტროს, რომელიც ვალდებულია, 14 დღის განმავლობაში წერილობით დაადასტუროს განცხადების მიღება. 2. სამინისტრო ვალდებულია, ამ მუხლის მე-9 პუნქტით განსაზღვრული გადაწყვეტილება ხელმისაწვდომი გახადოს საზოგადოებისათვის (გადაწყვეტილებით არ უნდა მოხდეს კომერციული საიდუმლოების გასაჯაროება). 3. განცხადება უნდა მოიცავდეს: ა) ბიზნესოპერატორის დასახელებას და მისამართს; ბ) საკვები ნივთიერების (ნუტრიენტის) დასახელებას ან სხვა ნივთიერების დასახელებას, სურსათის ან სურსათის კატეგორიის დასახელებას, რომელთა მიმართ უნდა გაკეთდეს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული განაცხადი და მათ განსაკუთრებულ თვისებებს (მახასიათებლებს); გ) გამოკვლევების ასლებს, მათ შორის, დამოუკიდებელი გამოკვლევების ასლებს, ასეთების არსებობის შემთხვევაში, ასევე ნებისმიერ სხვა კვლევით მასალას, რომელიც განხორციელდა ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ განაცხადთან დაკავშირებით, რითაც დასაბუთებული იქნება, რომ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული განაცხადი შეესაბამება ამ წესით დადგენილ მოთხოვნებს; დ) საჭიროების შემთხვევაში მითითებას ინფორმაციაზე, რომელიც წარმოადგენს ბიზნესოპერატორის საკუთრებას. ამ შემთხევაში თან უნდა ახლდეს შესაბამისი დასაბუთება, რომლითაც შესაძლებელი გახდება აღნიშნული ინფორმაციის გადამოწმება; ე) სხვა სამეცნიერო გამოკვლევების ასლებს, რომელიც შეესაბამება ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ განაცხადს; ვ) ჯანმრთელობასთან დაკავშირებული განაცხადის ფორმულირებას (ტექსტი), რისთვისაც ხდება ავტორიზაცია, მათ შორის, გამოყენების კონკრეტული პირობები; ზ) განცხადების რეზიუმეს. 4. ავტორიზაციის მისაღებად დოკუმენტები წარდგენილი უნდა იქნეს ქართულ ენაზე, ხოლო თარგმანის შემთხვევაში სავალდებულოა დოკუმენტების დედნის წარდგენაც. 5. დოკუმენტების სისწორესა და ნამდვილობაზე პასუხისმგებელია ბიზნესოპერატორი. 6. სამინისტრო, განცხადების მიღებიდან 5 თვის ვადაში, ახორციელებს მიღებული სამეცნიერო ინფორმაციის, ასევე ბიზნესოპერატორის მიერ წარდგენილი სხვა ნებისმიერი ინფორმაციის შეფასებას. 7. სამინისტრო, საჭიროების შემთხვევაში, უფლებამოსილია, ავტორიზაციისათვის მოითხოვოს დამატებითი ინფორმაცია, რომლის შეფასებას ახორციელებს დამატებით 2 თვის ვადაში. 8. სამინისტრო ავტორიზაციისათვის ამოწმებს: ა) ჯანმრთელობასთან დაკავშირებული განაცხადი დადასტურებულია თუ არა სამეცნიერო მონაცემებით; ბ) ჯანმრთელობასთან დაკავშირებული განაცხადის ფორმულირების შესაბამისობას ამ წესით განსაზღვრულ მოთხოვნებთან. 9. სამინისტროს მიერ დადებითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, გადაწყვეტილებაში აღნიშნული უნდა იქნეს: ა) განმცხადებლის დასახელება და მისამართი; ბ) საკვები ნივთიერება (ნუტრიენტი) ან სხვა ნივთიერება ან სურსათი ან სურსათის კატეგორია, რომლის მიმართაც კეთდება ჯანმრთელობასთან დაკავშირებული განაცხადი და მისი განსაკუთრებული თვისებები (მახასიათებლები); გ) ჯანმრთელობასთან დაკავშირებული განაცხადის ფორმულირება (ტექსტი), რისთვისაც ხდება ავტორიზაცია, მათ შორის, გამოყენების კონკრეტული პირობები; დ) საჭიროების შემთხვევაში, სურსათის გამოყენების პირობები ან შეზღუდვები ან/და დამატებითი მითითება ან გაფრთხილება, რომელიც თან უნდა ახლდეს ეტიკეტსა და რეკლამაში ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ განაცხადს. 10. სამინისტრო ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ განაცხადთან დაკავშირებით დადებითი გადაწყვეტილების შესახებ აცნობებს განმცხადებელს და ავტორიზაციის შესახებ ინფორმაციას განათავსებს სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე ერთი თვის განმავლობაში. 11. ავტორიზაციაზე უარის თქმის საფუძველი შეიძლება იყოს არასწორად და არასრულად წარდგენილი დოკუმენტაციის წარდგენის შემთხვევაში შეუსაბამობის გონივრულ ვადაში აღმოუფხვრელობა და დოკუმენტების გაყალბება. 12. ბიზნესოპერატორის მოთხოვნის საფუძველზე, როდესაც იგი მოითხოვს მონაცემების დაცვას, რომელიც მის საკუთრებას წარმოადგენს, სამინისტრო, ამ წესებით განსაზღვრული მოთხოვნების შესაბამისად, ჯანმრთელობასთან დაკავშირებული განაცხადის ავტორიზაციას ახდენს 5 წლის ვადით. 13. ავტორიზაციის შეცვლის, შეჩერებისა და გაუქმების საფუძველი შეიძლება გახდეს ახალი გარემოებები, რომლითაც დასტურდება, რომ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული განაცხადი ვერ აკმაყოფილებს ამ წესით განსაზღვრულ მოთხოვნებს. 14. იმპორტირებული სურსათი საქართველოში დაიშვება კანონმდებლობის შესაბამისად. მუხლი 15. კვებით ღირებულებასა და ჯანმრთელობასთან დაკავშირებული განაცხადების რეესტრი 1. სამინისტრო ვალდებულია, აწარმოოს კვებით ღირებულებასა და ჯანმრთელობასთან დაკავშირებული განაცხადების რეესტრი. 2. რეესტრი უნდა მოიცავდეს შემდეგ მონაცემებს: ა) ამ წესის დანართი №1-ით განსაზღვრულ განაცხადს კვებითი ღირებულების შესახებ და მისი გამოყენების პირობებს; ბ) ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ ავტორიზებულ განაცხადს და გამოყენების პირობებს; გ) ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ განაცხადს, რომელიც უარყოფითად იქნა შეფასებული და მათი უარყოფის მიზეზი; დ) ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ განაცხადს, რომელმაც ავტორიზაცია გაიარა ბიზნეოპერატორის საკუთრებაში არსებული მონაცემების საფუძველზე, შემდეგი ინფორმაციის მითითებით: დ.ა) თავდაპირველი განმცხადებლის დასახელება და ავტორიზაციის თარიღი; დ.ბ) ავტორიზაცია ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ განაცხადზე გაცემულ იქნა იმ მონაცემების საფუძველზე, რომელიც წარმოადგენს საკუთრებას და გამოიყენება შეზღუდული ვადით. მუხლი 16. მონაცემთა დაცვა 1. განაცხადის სამეცნიერო და სხვა სახის ინფორმაცია არ შეიძლება გამოყენებულ იქნეს სხვა განმცხადებლის სასარგებლოდ 5 წლის განმავლობაში დღიდან ავტორიზაციისა, გარდა იმ შემთხვევისა, თუ მომდევნო განმცხადებლის მიერ პირველ განმცხადებელთან შეთანხმებულ იქნა ამ ინფორმაციის გამოყენება იმ პირობით, რომ: ა) პირველი განმცხადებლის მიერ წარდგენილი სამეცნიერო მონაცემები და ინფორმაცია წარმოადგენს მის საკუთრებას; ბ) პირველმა განმცხადებელმა განაცხადების წარდგენისას ისარგებლა მის საკუთრებაში არსებული მონაცემებით; გ) ჯანმრთელობასთან დაკავშირებული განაცხადის ავტორიზაცია ვერ განხორციელდებოდა იმ მონაცემების გარეშე, რომელიც წარმოადგენს პირველადი განმცხადებლის საკუთრებას. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ხუთწლიანი ვადის ამოწურვამდე, განმცხადებელს უფლება არა აქვს გამოიყენოს პირველი განმცხადებლის საკუთრებაში არსებული მონაცემები. |
დოკუმენტის კომენტარები