სურსათში მიკოტოქსინების განსაზღვრისათვის ნიმუშის აღებისა და ანალიზის მეთოდების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე

სურსათში მიკოტოქსინების განსაზღვრისათვის ნიმუშის აღებისა და ანალიზის მეთოდების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 497
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 07/11/2016
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 08/11/2016
ძალაში შესვლის თარიღი 01/01/2018
სარეგისტრაციო კოდი 300160070.10.003.019563
497
07/11/2016
ვებგვერდი, 08/11/2016
300160070.10.003.019563
სურსათში მიკოტოქსინების განსაზღვრისათვის ნიმუშის აღებისა და ანალიზის მეთოდების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №497

2016 წლის 7 ნოემბერი

ქ. თბილისი

 

სურსათში მიკოტოქსინების განსაზღვრისათვის ნიმუშის აღებისა და ანალიზის მეთოდების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე

მუხლი 1
პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის  56-ე მუხლის პირველი ნაწილის, 58-ე მუხლის მე-2 ნაწილისა და სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსის 75-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, დამტკიცდეს თანდართული სურსათში მიკოტოქსინების განსაზღვრისათვის ნიმუშის აღებისა და ანალიზის  მეთოდების შესახებ ტექნიკური რეგლამენტი.
მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს 2018 წლის 1 იანვრიდან.

პრემიერ-მინისტრიგიორგი კვირიკაშვილი



სურსათში მიკოტოქსინების განსაზღვრისათვის ნიმუშის აღებისა და ანალიზის  მეთოდების შესახებ ტექნიკური რეგლამენტი

მუხლი 1. მიზანი და მოქმედების სფერო

1. სურსათში მიკოტოქსინების განსაზღვრისათვის ნიმუშის აღებისა და ანალიზის მეთოდების შესახებ ტექნიკური რეგლამენტი (შემდგომში - ტექნიკური რეგლამენტი) მიზნად ისახავს სურსათში საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული მიკოტოქსინების ლაბორატორიული გამოკვლევისათვის ნიმუშის აღებისა და მეთოდების გამოყენების ერთიანი პრინციპების განსაზღვრას.

2. ტექნიკური რეგლამენტი ადგენს მიკოტოქსინების ნიმუშის აღებისა და ანალიზის მეთოდების განხორციელების ეფექტურობის ზოგად კრიტერიუმებს.

 3. სურსათში ამ ტექნიკური რეგლამენტით დადგენილი მიკოტოქსინების განსაზღვრისათვის ნიმუშის აღება და ანალიზი ხორციელდება სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში.

მუხლი 2. ტერმინთა განმარტებები

ამ ტექნიკური რეგლამენტის მიზნებისათვის, სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსით, „სურსათში ზოგიერთი დამაბინძურებლის (კონტამინანტის) მაქსიმალურად დასაშვები ზღვრის შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 9 ნოემბრის №567 დადგენილებით განსაზღვრულ ტერმინებთან ერთად, გამოიყენება ტერმინები და აბრევიატურები, რომელთაც აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:

ა) გაერთიანებული ნიმუში - პარტიიდან ან ქვეპარტიიდან აღებული ინკრემენტალური ნიმუშების კომბინირებული, საერთო რაოდენობა;

ბ) დადებითი საკონტროლო ნიმუში - ნიმუში, რომელიც მიკოტოქსინს სკრინინგის მიზნობრივი კონცენტრაციით შეიცავს. მაგ., ატესტირებული ეტალონური მასალა, ცნობილი შემადგენლობის მქონე მასალა (მაგ., საკვალიფიკაციო ტესტირების საკვლევი მასალა) ან მასალა, რომელიც დამადასტურებელი მეთოდით მისაღებია. სხვა შემთხვევაში შესაძლებელია, გამოყენებულ იქნეს სხვადასხვა დონის დაბინძურების მქონე ნიმუშების ნარევი ან ლაბორატორიაში დამზადებული განზავებული ნიმუში, რომელიც მისაღებია, იმ პირობით, თუ დადასტურდება, რომ შემოწმებულია დაბინძურების დონე;

გ) დამადასტურებელი მეთოდი – მეთოდი, რომელიც იძლევა სრულ ან დამატებით ინფორმაციას, რომლის მეშვეობითაც შესაძლებელი ხდება ნივთიერების ზუსტი იდენტიფიცირება და საჭიროების შემთხვევაში, მისი მნიშვნელობის (სიდიდის) დონის ზუსტი რაოდენობის დადგენა;

დ) ზღვრული დონე - სკრინინგის მეთოდით მიღებული პასუხი, სიგნალი ან კონცენტრაცია, რომლის ზემოთაც ნიმუში კლასიფიცირდება როგორც „საეჭვო“. ზღვარი განისაზღვრება ვალიდაციის დროს გაზომვების ცვალებადობის გათვალისწინებით;

ე) ინკრემენტალური ნიმუში - პარტიის ერთი ნაწილიდან ან ქვეპარტიიდან აღებული მასალის რაოდენობა;

ვ) ლაბორატორიული ნიმუში - ლაბორატორიისათვის განკუთვნილი ნიმუში;

ზ) მცდარი საეჭვო ნიმუში - უარყოფითი ნიმუში, რომელიც იდენტიფიცირებულია როგორც საეჭვო;

თ) საეჭვო ნიმუში (სკრინინგ-დადებითი) - ნიმუში, რომლის სიდიდე აჭარბებს კანონმდებლობით განსაზღვრულ ზღვრულ დონეს და შესაძლოა მიკოტოქსინს შეიცავდეს STC-ზე მაღალ დონეზე. ნებისმიერი საეჭვო შედეგი ზუსტი იდენტიფიცირებისა და მიკოტოქსინის რაოდენობრივი განსაზღვრისთვის საჭიროებს დამადასტურებელ ანალიზს; 

ი) სკრინინგის მეთოდი - მეთოდი, რომელიც გამოიყენება ისეთი ნიმუშების შესარჩევად, სადაც მიკოტოქსინების დონე, მოცემული სიზუსტით, აღემატება სკრინინგის მიზნობრივ კონცენტრაციას (STC). მიკოტოქსინის სკრინინგის მიზნით, 95% სიზუსტე მიიჩნევა დანიშნულებისამებრ გამოყენებისათვის ვარგისად. სკრინინგის ანალიზის შედეგი ან „უარყოფითია“ ან „საეჭვო“. სკრინინგის მეთოდმა უნდა უზრუნველყოს ნიმუშების ხარჯეფექტური მაღალი წარმადობა, რაც თავის მხრივ გაზრდის იმ ახალი შემთხვევების აღმოჩენის შესაძლებლობას, რომლებიც მომხმარებლებზე ზემოქმედებს და წარმოქმნის ჯანმრთელობის რისკს. ეს მეთოდები უნდა ეფუძნებოდეს ბიოანალიტიკურ, LC-MS ან HPLC მეთოდებს. ნიმუშებიდან მიღებული შედეგები, რომლებიც აღემატება ზღვრულ მნიშვნელობებს (მაჩვენებელი), მოწმდება დამადასტურებელი მეთოდით, თავდაპირველი ნიმუშიდან სრული განმეორებითი ანალიზით;

კ) სკრინინგის მიზნობრივი კონცენტრაცია (STC) - ნიმუშში მიკოტოქსინის დადგენისთვის (დეტექციისთვის) მიზნობრივი კონცენტრაცია. იმ შემთხვევაში, როდესაც მიზანს წარმოადგენს რეგულირებულ ზღვართან შესაბამისობის შემოწმება, STC-ი მაქსიმალურად დასაშვები დონის ტოლია. სხვა მიზნებისთვის ან იმ შემთხვევაში, თუ მაქსიმალური დონე დადგენილი არ არის, STC წინასწარ განისაზღვრება ლაბორატორიის მიერ;

ლ) პარტია - ერთი სახეობისა და დასახელების სურსათის იდენტიფიცირებადი რაოდენობა, გამოშვებული ერთისა და იმავე ბიზნესოპერატორის მიერ, ერთისა და იმავე ცვლის დროს, საერთო მახასიათებლებით (წარმოშობა შეფუთვის ტიპი, შემფუთავი, ტვირთის გამგზავნი) და გაფორმებული ერთნაირი ეტიკეტით;

მ) უარყოფითი ნიმუში - ნიმუში, რომელშიც მიკოტოქსინის შემცველობა 95% სიზუსტით < STC-ზე (ე.ი. არსებობს 5% ალბათობა, რომ ნიმუშები არასწორად ჩაიწერება, როგორც უარყოფითი;

ნ) უარყოფითი საკონტროლო ნიმუში (სუფთა მატრიცა) - ნიმუში, რომელიც თავისუფალია იმ მიკოტოქსინისგან რომელიც სკრინინგის მეთოდით მოწმდება, რაც შესაძლებელია დადგენილ იქნეს საკმარისი მგრძნობელობის მქონე დამადასტურებელი მეთოდის გამოყენებით. იმ შემთხვევაში, თუ შეუძლებელია სუფთა მატრიცის მოპოვება, შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს ხელმისაწვდომი მასალა, თუ აღნიშნულით შეიძლება დადგენილ იქნეს, რომ სკრინინგის მეთოდი ვარგისია მიზნობრივი გამოყენებისათვის;

ო) ქვეპარტია - დიდი პარტიის ნაწილი, რომლის მიმართ გამოყენებული უნდა იქნეს დიდი პარტიისათვის ნიმუშის აღების მეთოდი. პარტიის ნაწილი უნდა იყოს ფიზიკურად განცალკევებული და ადვილად იდენტიფიცირებადი;

 პ) ცრუ უარყოფითი ნიმუში - ნიმუში, რომელშიც მიკოტოქსინის შემცველობა > STC-ზე, თუმცა იგი იდენტიფიცირებულია, როგორც უარყოფითი;

 ჟ) r (განმეორებადობა) - მაჩვენებელი, რომლის ქვემოთაც განმეორებით პირობებში მოპოვებულ 2 სხვადასხვა გამოკვლევის შედეგს შორის აბსოლუტური სხვაობა, კერძოდ, იგივე ნიმუში, იგივე ოპერატორი, იგივე აპარატურა, იგივე ლაბორატორია და დროის მოკლე ინტერვალი, შესაძლოა არსებობდეს სპეციფიკური ალბათობის ზღვარში (ჩვეულებრივ 95%) და შესაბამისად, r = 2,8×sr;

 რ) Sr (სტანდარტული გადახრა) - გადახრა, რომელიც გამოითვლება ანალიზის განმეორებადობიდან გამომდინარე;

 ს) RSDr (ფარდობითი სტანდარტული გადახრა) - გადახრა, რომელიც გამოითვლება ანალიზის განმეორებადობიდან გამომდინარე, RSDr = [(Sr/x(საშუალო)) * 100] %;

 ტ) R (დაახლოება) - მაჩვენებელი, რომლის ქვემოთაც დაახლოების პირობებში მოპოვებულ 2 სხვადასხვა გამოკვლევის შედეგს შორის აბსოლუტური სხვაობა, კერძოდ, იგივე მასალაზე, რომელიც მიღებულია ოპერატორების მიერ სხვადასხვა ლაბორატორიაში, რომელიც იყენებს გამოკვლევის სტანდარტულ მეთოდს, რომელიც შესაძლებელია არსებობდეს განსაზღვრულ ალბათობის ზღვარში (ჩვეულებრივ 95%), R = 2,8×SR;

 უ) SR ( სტანდარტული გადახრა) - გადახრა, რომელიც გამოითვლება დაახლოების პირობებში მიღებული შედეგებიდან;

 ფ) RSDR (ფარდობითი სტანდარტული გადახრა) - გადახრა, რომელიც გამოითვლება დაახლოების პირობებში მიღებული შედეგებიდან [(SR / ) × 100].

 მუხლი 3. ზოგადი დებულებები

1. ნიმუშის აღება ხორციელდება უფლებამოსილი პირის მიერ.

2. ნიმუში, სხვადასხვა მიკოტოქსინისათვის, აღებული უნდა იქნეს თითოეული შესაფასებელი პარტიიდან დანართების შესაბამისად. დიდი პარტია დაყოფილი უნდა იქნეს ქვეპარტიებად და თითოეული მათგანიდან ნიმუში ცალ-ცალკე უნდა იქნეს აღებული.

3. ნიმუშის აღებისა და მომზადებისათვის აუცილებელია დაცულ იქნეს სიფრთხილის ზომები, რათა თავიდან იქნეს აცილებული ცვლილებები, რომლებიც:

 ა) გავლენას ახდენენ მიკოტოქსინების შემცველობაზე;

 ბ) უარყოფითად აისახება ანალიზზე;

 გ) არარეპრეზენტატიულად აქცევს გაერთიანებულ ნიმუშს;

 დ) გავლენას ახდენს იმ სურსათის იმ პარტიის უვნებლობაზე, საიდანაც ნიმუშები იქნა აღებული;

 ე) გავლენას ახდენს უფლებამოსილი პირის უსაფრთხოებაზე.

4. რამდენადაც შესაძლებელია, ინკრემენტალური ნიმუშების აღება უნდა განხორციელდეს პარტიის ან ქვეპარტიის სხვადასხვა ადგილიდან.

5. ამ მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული პროცედურის შეუსრულებლობის შემთხვევაში, უნდა გაკეთდეს შესაბამისი ჩანაწერები ამ მუხლის მე-10-11 პუნქტების შესაბამისად.

6. გაერთიანებული ნიმუში მიიღება ინკრემენტალური ნიმუშების კომბინირებით.

7. რეპლიკატური (განმეორებითი) ნიმუშის აღება ვაჭრობისა და დავების გადაწყვეტისათვის ხდება ჰომოგენიზირებული გაერთიანებული ნიმუშიდან, ბიზნესოპერატორის უფლებების გათვალისწინებით.

8. თითოეული ნიმუში მოთავსებული უნდა იქნეს სუფთა ინერტულ კონტეინერში, რომელიც ტრანსპორტირებისას უზრუნველყოფს ნიმუშის სათანადო დაცვას კონტამინაციისა და დაზიანებისაგან.

9. გატარებული უნდა იქნეს სიფრთხილის ზომები, რათა თავიდან იქნეს აცილებული ნიმუშის გადაადგილების ან შენახვის დროს მისი შემადგენლობის ცვლილება.

10. სახელმწიფო კონტროლის განხორციელებისათვის აღებული თითოეული ნიმუში დალუქულ და იდენტიფიცირებული უნდა იქნეს ნიმუშის აღების ადგილზე.

11. თითოეული აღებული ნიმუში უნდა იქნეს რეგისტრირებული და თითოეული პარტია მკაფიოდ იდენტიფიცირებული თარიღისა და ნიმუშის აღების ადგილის მითითებით, ასევე ყველა სხვა დამატებითი ინფორმაციით, რომელიც დახმარებას გაუწევს ანალიზის განმახორციელებელს.

12. სურსათი შესაძლებელია ბაზარზე განთავსებულ იქნეს ნაყარის სახით, ტარაში ან ინდივიდუალური შეფუთვით, მაგალითად, ტომრებით, ყუთებით, პაკეტებით და სხვა ფორმით. ნიმუშის აღების მეთოდი შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს სურსათისათვის, რომელიც ბაზარზე განთავსებულია სხვადასხვა ფორმით.

13. ნიმუშის აღება პარტიიდან, რომელიც გაყიდვაშია ინდივიდუალური შეფუთვით, მაგ. ტომრებით, პაკეტებით ან საცალო ტარით, ამ ტექნიკური რეგლამენტით განსაზღვრული მოთხოვნების გათვალისწინებით, შესაძლებელია განხორციელდეს შემდეგი სახით:

 

შეფუთვის სიხშირის (№)=

           პარტიის წონა x ინკრემენტალური ნიმუშის წონა          

გაერთიანებული ნიმუშის წონა x ინდივიდუალური შეფუთვის წონა

 

სადაც,

 (n) - ნიმუშის აღების სიხშირე: თითოეული n ტომარა ან პაკეტი, საიდანაც აუცილებელია ინკრემენტული ნიმუშის აღება (ათობითი ციფრები უნდა დამრგვალდეს უახლოეს მთელ რიცხვამდე);

 წონა - კგ.

 მუხლი 4. ნიმუშის აღების მეთოდი მარცვლოვნებისა და მარცვლოვნების გადამუშავებით დამზადებული პროდუქტებისათვის

1. ამ მუხლით განსაზღვრული ნიმუშის აღების მეთოდი გამოიყენება მარცვლოვნებსა და მარცვლოვნების გადამუშავებით დამზადებულ პროდუქტებში საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული აფლატოქსინი B1, აფლატოქსინების საერთო (ჯამური) რაოდენობის, ოხრატოქსინი A-ს და Fusarium-ის ტოქსინების მაქსიმალურად დასაშვები ზღვარის სახელმწიფო კონტროლის დროს.

2. ინკრემენტალური ნიმუშის წონასთან დაკავშირებით გათვალისწინებული უნდა იქნეს შემდეგი მოთხოვნები:

ა) ინკრემენტალური ნიმუშის წონა უნდა იყოს დაახლოებით 100 გ, თუ ამ მუხლით სხვა მოთხოვნა არ არის განსაზღვრული;

ბ) საცალო შეფუთვის პარტიების შემთხვევაში, ინკრემენტალური ნიმუშის წონა დამოკიდებულია საცალო შეფუთვის წონაზე;

გ) თუ საცალო ტარის წონა 100 გ-ზე მეტია, გაერთიანებული ნიმუშის წონა იქნება 10 კგ-ზე მეტი;

დ) თუ ცალკეული საცალო შეფუთვის წონა 100 გ-ს აღემატება, მაშინ ინკრემენტალური ნიმუშის სახით 100 გ-ს აღება ხდება ცალკეული საცალო შეფუთვიდან. აღნიშნული უნდა განხორციელდეს ნიმუშის აღების დროს ან ლაბორატორიაში;

ე) იმ შემთხვევაში, თუ „დ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ნიმუშის აღების მეთოდი, პარტიის დაზიანების გამო (შეფუთვის ფორმა, სატრანსპორტო საშუალებები და სხვ.) იწვევს დაუშვებელ კომერციულ შედეგს, შესაძლებელია ნიმუშის აღების ალტერნატიული მეთოდის გამოყენება. მაგალითად, როდესაც ძვირადღირებული პროდუქტი ბაზარზე წარმოდგენილია 500 გ ან 1 კგ საცალო შეფუთვით, გაერთიანებული ნიმუში შესაძლებელია მიღებულ იქნეს რამდენიმე ინკრემენტალური ნიმუშის გაერთიანებით, რომელთა რაოდენობა ნაკლებია ამ ტექნიკური რეგლამენტის დანართი №1-ით „პარტიის დაყოფა ქვეპარტიებად პროდუქტისა და პარტიის წონის მიხედვით“ და დანართი №2-ით „მარცვლოვნებისა და მარცვლოვნების გადამუშავებით დამზადებული პროდუქტის პარტიის წონის შესაბამისად აღებული ინკრემენტალური ნიმუშების რაოდენობა“ განსაზღვრულ რაოდენობას, იმ პირობით, რომ გაერთიანებული ნიმუშის წონა ტოლი იქნება დანართი №1-ით და დანართი №2-ით განსაზღვრული გაერთიანებული ნიმუშის წონის;

ვ) თუ ცალკეული საცალო შეფუთვის წონა 100 გ-ზე ნაკლებია, მაგრამ სხვაობა არ არის დიდი, ინკრემენტალურ ნიმუშად შესაძლებელია ჩაითვალოს ერთი საცალო შეფუთვა, ანუ გაერთიანებული ნიმუშის წონა იქნება 10 კგ-ზე ნაკლები;

ზ) თუ ცალკეული საცალო შეფუთვის წონა გაცილებით ნაკლებია 100 გ-ზე, ამ შემთხვევაში ერთი ინკრემენტალური ნიმუში უნდა შედგებოდეს ორი ან მეტი საცალო შეფუთვისაგან, რომელთა წონა, რამდენდაც შესაძლებელია, მიახლოებულ იქნეს 100 გ-თან.

3. მარცვლოვნებისა და მარცვლოვნების გადამუშავებით დამზადებული პროდუქტისათვის, რომლის პარტიის წონა ≥ 50 ტ, ნიმუშის აღება უნდა მოხდეს შემდეგი მეთოდით:

 ა) თითოეული პარტია დაყოფილი უნდა იქნეს ქვეპარტიებად დანართი №1-ის შესაბამისად, იმ პირობით, რომ შესაძლებელია ქვეპარტიის ფიზიკური განცალკევება. იმის გათვალისწინებით, რომ პარტიის წონა ყოველთვის არ წარმოადგენს ქვეპარტიის წონათა ჯერადს, ქვეპარტიის წონა შესაძლებელია მითითებულ წონას აღემატებოდეს არაუმეტეს 20%-ით. იმ შემთხვევაში, თუ შეუძლებელია პარტიის ფიზიკური განცალკევება ქვეპარტიებად, პარტიიდან აღებული უნდა იქნეს, სულ მცირე, 100 ინკრემენტალური ნიმუში;

 ბ) პარტიისათვის, რომლის წონა >500 ტონაზე, ინკრემენტალური ნიმუში აღებული უნდა იქნეს ამ წესის მე-14 მუხლის მე-6 პუნქტის მიხედვით;

 გ) თითოეული ქვეპარტიიდან ნიმუში აღებული უნდა იქნეს ცალ-ცალკე;

 დ) ინკრემენტალური ნიმუშების რაოდენობა 100-ია, ხოლო გაერთიანებული ნიმუშის წონა შეადგენს 10 კგ-ს;

 ე) თუ მიუღებელი კომერციული შედეგების გამო, რამაც შესაძლებელია გამოიწვიოს პარტიის დაზიანება (პარტიის შეფუთვის ფორმა, სატრანსპორტო საშუალებები და სხვ.), შეუძლებელია ამ მუხლის მე-3 პუნქტის „ა“, „ბ“ , „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული ნიმუშის აღების მეთოდის გამოყენება, დასაშვებია გამოყენებულ იქნეს ნიმუშის აღების ალტერნატიული მეთოდი. ამ შემთხვევაში მეთოდი უნდა იყოს რეპრეზენტატიული, სრულყოფილად აღწერილი და დოკუმენტირებული;

 ვ) ნიმუშის აღების ალტერნატიული მეთოდი შესაძლებელია ასევე გამოყენებულ იქნეს იმ შემთხვევაშიც, როდესაც შეუძლებელია ამ მუხლის მე-3 პუნქტის „ა“, „ბ“ , „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული ნიმუშის აღების მეთოდის გამოყენება. მაგალითად, მარცვლოვნების მსხვილი პარტიისათვის, რომელიც ინახება საწყობებში ან სასილოსეში.

 4. მარცვლოვნებისა და მარცვლოვნების გადამუშავებით დამზადებული პროდუქტისათვის, რომლის პარტიის წონა <50 ტონაზე, ნიმუშის აღება უნდა მოხდეს შემდეგი მეთოდით:

 ა) პარტიის წონის შესაბამისად გამოყენებული უნდა იქნეს ნიმუშის აღების გეგმა 10-დან 100 ინკრემენტალური ნიმუშის აღებით. ამ შემთხვევაში გაერთიანებული ნიმუშის წონა შეადგენს 1-დან 10 კგ-ს. ძალიან მცირე პარტიისათვის, რომლის წონა ≤0,5 ტ, შესაძლებელია აღებულ იქნეს ნაკლები რაოდენობის ინკრემენტალური ნიმუში, მაგრამ გაერთიანებული ნიმუში უნდა იწონიდეს არანაკლებ 1 კგ-ს;

 ბ) ინკრემენტალური ნიმუშების რაოდენობის გასაზღვრისათვის, შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს დანართი №2.

 5. მარცვლოვნებისა და მარცვლოვნების გადამუშავებით დამზადებული პროდუქტის ნიმუშის აღება საცალო ვაჭრობის ეტაპზე უნდა მოხდეს შემდეგი მეთოდით:

 ა) შეძლებისდაგვარად დაკმაყოფილებული უნდა იქნეს ამ მუხლით განსაზღვრული მოთხოვნები;

 ბ) თუ შეუძლებელია ამ მუხლით განსაზღვრული მოთხოვნების დაკმაყოფილება, ამ შემთხვევაში გამოყენებული უნდა იქნეს საცალო ვაჭრობის ეტაპზე ნიმუშის აღების ალტერნატიული მეთოდი იმ პირობით, რომ გაერთიანებული ნიმუში მთელი პარტიისათვის იქნება რეპრეზენტატიული, მეთოდი სრულყოფილად იქნება აღწერილი და დოკუმენტირებული. ნებისმიერ შემთხვევაში გაერთიანებული ნიმუშის წონა უნდა შეადგენდეს არანაკლებ 1 კგ-ს;

 გ) იმ შემთხვევაში, თუ ნაწილის წონა, საიდანაც აღებული უნდა იქნეს ნიმუში, იმდენად მცირეა, რომ შეუძლებელია 1 კგ წონის გაერთიანებული ნიმუშის აღება, გაერთიანებული ნიმუშის წონა შეიძლება შეადგენდეს 1 კგ-ზე ნაკლებს.

 6. პარტია ან ქვეპარტია:

 ა) მისაღებია, თუ ლაბორატორიული ნიმუში შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ მაქსიმალურ ზღვარს, შესწორების კოეფიციენტისა და გაზომვის ცდომილების გათვალისწინებით;

 ბ) მიუღებელია, თუ ლაბორატორიული ნიმუში აღემატება საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ მაქსიმალურ ზღვარს და შესწორების კოეფიციენტისა და გაზომვის ცდომილების გათვალისწინებით არ არსებობს საფუძვლიანი ეჭვი.

მუხლი 5. ნიმუშის აღების მეთოდი მშრალი ხილის (ჩირი), მათ შორის, ქიშმიშისა და მათგან წარმოებული სურსათისათვის, გარდა ლეღვის ჩირისა

 1. ამ მუხლით განსაზღვრული მეთოდი გამოიყენება საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული მიკოტოქსინების მაქსიმალურად დასაშვები ზღვარის სახელმწიფო კონტროლის დროს, კერძოდ:

 ა) აფლატოქსინი B1 და აფლატოქსინების საერთო (ჯამური) რაოდენობის დადგენისათვის მშრალ ხილში (ჩირი), გარდა ლეღვის ჩირისა;

 ბ) ქიშმიშში ოხრატოქსინი A-ს დადგენისათვის.

 2. ინკრემენტალური ნიმუშის წონასთან დაკავშირებით გათვალისწინებული უნდა იქნეს შემდეგი მოთხოვნები:

 ა) ინკრემენტალური ნიმუშის წონა უნდა იყოს დაახლოებით 100 გ, თუ ამ მუხლით სხვა მოთხოვნა არ არის განსაზღვრული;

 ბ) საცალო შეფუთვის პარტიების შემთხვევაში, ინკრემენტალური ნიმუშის წონა დამოკიდებულია საცალო შეფუთვის წონაზე;

 გ) თუ საცალო ტარის წონა 100 გ-ზე მეტია, გაერთიანებული ნიმუშის წონა იქნება 10 კგ-ზე მეტი;

 დ) თუ ცალკეული საცალო შეფუთვის წონა 100 გ-ს აღემატება, მაშინ ინკრემენტალური ნიმუშის სახით 100 გ-ის აღება ხდება ცალკეული საცალო შეფუთვიდან. აღნიშნული უნდა განხორციელდეს ნიმუშის აღების დროს ან ლაბორატორიაში;

 ე) იმ შემთხვევაში, თუ ამ პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ნიმუშის აღების მეთოდი, პარტიის დაზიანების გამო (შეფუთვის ფორმა, სატრანსპორტო საშუალებები და სხვ.) იწვევს დაუშვებელ კომერციულ შედეგს, შესაძლებელია ნიმუშის აღების ალტერნატიული მეთოდის გამოყენება. მაგალითად, როდესაც ძვირადღირებული პროდუქტი ბაზარზე წარმოდგენილია 500 გ ან 1 კგ საცალო შეფუთვით, გაერთიანებული ნიმუში შესაძლებელია მიღებულ იქნეს განსაზღვრული რაოდენობის ინკრემენტალური ნიმუშის გაერთიანებით, რომელთა რაოდენობა ნაკლებია ამ ტექნიკური რეგლამენტის დანართი №3-ით „პარტიის დაყოფა ქვეპარტიებად პროდუქტისა და პარტიის წონის მიხედვით“ და დანართი №4-ით „მშრალი ხილის (ჩირის) პარტიის წონის შესაბამისად აღებული ინკრემენტალური ნიმუშების რაოდენობა“ განსაზღვრულ რაოდენობაზე იმ პირობით, რომ გაერთიანებული ნიმუშის წონა ტოლი იქნება დანართი №3-ით და დანართი №4-ით განსაზღვრული გაერთიანებული ნიმუშის წონის;

 ვ) თუ ცალკეული საცალო შეფუთვის წონა 100 გ-ზე ნაკლებია, მაგრამ სხვაობა არ არის ძალიან დიდი, ერთ ინკრემენტალურ ნიმუშად შესაძლებელია ჩაითვალოს ერთი საცალო შეფუთვა, ანუ გაერთიანებული ნიმუშის წონა იქნება 10 კგ-ზე ნაკლები;

 ზ) თუ ცალკეული საცალო შეფუთვის წონა გაცილებით ნაკლებია 100 გ-ზე, ამ შემთხვევაში ერთი ინკრემენტალური ნიმუში უნდა შედგებოდეს 2 ან მეტი საცალო შეფუთვისაგან, რომელთა წონა, რამდენდაც შესაძლებელია, მიახლოებულ იქნეს 100 გ-თან.

 3. მშრალი ხილისათვის (ჩირი) გარდა ლეღვის ჩირისა, რომლის პარტიის წონა ≥15 ტ, ნიმუშის აღება უნდა მოხდეს შემდეგი მეთოდით:

 ა) თითოეული პარტია დაყოფილი უნდა იქნეს ქვეპარტიებად დანართი №3-ის შესაბამისად, იმ პირობით, რომ შესაძლებელია ქვეპარტიის ფიზიკური განცალკევება. იმის გათვალისწინებით, რომ პარტიის წონა ყოველთვის არ წარმოადგენს ქვეპარტიის წონათა ჯერადს, ქვეპარტიის წონა შესაძლებელია მითითებულ წონას აღემატებოდეს არაუმეტეს 20%-ით;

 ბ) თითოეული ქვეპარტიიდან ნიმუში აღებული უნდა იქნეს ცალ-ცალკე;

 გ) ინკრემენტალური ნიმუშების რაოდენობა 100-ია, ხოლო გაერთიანებული ნიმუშის წონა შეადგენს 10 კგ-ს;

 დ) თუ მიუღებელი კომერციული შედეგების გამო, რამაც შესაძლებელია გამოიწვიოს პარტიის დაზიანება (პარტიის შეფუთვის ფორმა, სატრანსპორტო საშუალებები და სხვ.), შეუძლებელია ამ პუნქტის „ა“-„გ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული ნიმუშის აღების მეთოდის გამოყენება, დასაშვებია გამოყენებულ იქნეს ნიმუშის აღების ალტერნატიული მეთოდი. ამ შემთხვევაში, მეთოდი უნდა იყოს რეპრეზენტატიული, სრულყოფილად აღწერილი და დოკუმენტირებული.

 4. მშრალი ხილისათვის (ჩირი), გარდა ლეღვის ჩირისა, რომლის პარტიის წონა <15 ტ, ნიმუშის აღება უნდა მოხდეს შემდეგი მეთოდით:

 ა) პარტიის წონის შესაბამისად გამოყენებული უნდა იქნეს ნიმუშის აღების გეგმა 10-დან 100 ინკრემენტალური ნიმუშის აღებით. ამ შემთხვევაში გაერთიანებული ნიმუშის წონა შეადგენს 1-დან 10კგ-ს;

 ბ) ინკრემენტალური ნიმუშების რაოდენობის გასაზღვრისათვის, შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს დანართი №4.

 5. ნიმუშის აღება საცალო ვაჭრობის ეტაპზე უნდა მოხდეს შემდეგი მეთოდით:

 ა) შეძლებისდაგვარად დაკმაყოფილებული უნდა იქნეს ამ მუხლით განსაზღვრული მოთხოვნები;

 ბ) თუ შეუძლებელია ამ მუხლით განსაზღვრული მოთხოვნების დაკმაყოფილება, ამ შემთხვევაში გამოყენებული უნდა იქნეს საცალო ვაჭრობის ეტაპზე ნიმუშის აღების ალტერნატიული მეთოდი, იმ პირობით, რომ გაერთიანებული ნიმუში მთელი პარტიისათვის იქნება რეპრეზენტატიული, მეთოდი სრულყოფილად იქნება აღწერილი და დოკუმენტირებული. ნებისმიერ შემთხვევაში გაერთიანებული ნიმუშის წონა უნდა შეადგენდეს არანაკლებ 1 კგ-ს.

 6. მშრალი ხილის (ჩირის) პარტიიდან, გარდა ლეღვის ჩირისა, რომელიც ბაზარზე განთავსებულია ვაკუუმ-შეფუთვით ნიმუშის აღება უნდა მოხდეს შემდეგი მეთოდით:

 ა) თუ პარტიის წონა ≥15 ტ, აუცილებელია აღებულ იქნეს არანაკლებ 25 ინკრემენტალური ნიმუში. ამ შემთხვევაში გაერთიანებული ნიმუშის წონა იქნება 10 კგ;

 ბ) თუ პარტიის წონა <15 ტ, აღებული უნდა იქნეს დანართი №4-ით განსაზღვრული ინკრემენტალური ნიმუშების რაოდენობის 25%. ამ შემთხვევაში გაერთიანებული ნიმუშის წონა შეესაბამება პარტიის წონას, საიდანაც ნიმუშის აღება ხდება;

 გ) იმ შემთხვევაში, თუ ნაწილის წონა, საიდანაც აღებული უნდა იქნეს ნიმუში, იმდენად მცირეა, რომ შეუძლებელია 1 კგ წონის გაერთიანებული ნიმუშის აღება, გაერთიანებული ნიმუშის წონა უნდა შეადგენდეს 1 კგ-ზე ნაკლებს.

 7. პარტია ან ქვეპარტია:

 ა) მისაღებია, თუ ლაბორატორიული ნიმუში შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ მაქსიმალურ ზღვარს, შესწორების კოეფიციენტისა და გაზომვის ცდომილების გათვალისწინებით;

 ბ) მიუღებელია, თუ ლაბორატორიული ნიმუში აღემატება საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ მაქსიმალურ ზღვარს და შესწორების კოეფიციენტისა და გაზომვის ცდომილების გათვალისწინებით არ არსებობს საფუძვლიანი ეჭვი.

მუხლი 6. ნიმუშის აღების მეთოდი ლეღვის ჩირის, მიწის თხილის (არაქისი) და კაკლოვანებისათვის

 1. ამ მუხლით განსაზღვრული მეთოდი გამოიყენება ლეღვის ჩირში, მიწის თხილსა და კაკლოვანებში საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული აფლატოქსინი B1 და აფლატოქსინების საერთო (ჯამური) რაოდენობის დადგენისათვის მაქსიმალურად დასაშვები ზღვარის სახელმწიფო კონტროლის დროს.

 2. ლეღვის ჩირისათვის საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული აფლატოქსინი B1 და აფლატოქსინების საერთო (ჯამური) რაოდენობის დადგენისათვის მაქსიმალურად დასაშვები ზღვარის სახელმწიფო კონტროლის დროს:

 ა) ინკრემენტალური ნიმუშის წონასთან დაკავშირებით გათვალისწინებული უნდა იქნეს შემდეგი მოთხოვნები:

 ა.ა) ინკრემენტალური ნიმუშის წონა უნდა იყოს დაახლოებით 300 გ, თუ სხვა მოთხოვნა არ არის განსაზღვრული;

 ა.ბ) საცალო შეფუთვის პარტიების შემთხვევაში, ინკრემენტალური ნიმუშის წონა დამოკიდებულია საცალო შეფუთვის წონაზე;

 ა.გ) თუ საცალო შეფუთვის წონა 300 გ-ზე მეტია, გაერთიანებული ნიმუშის წონა იქნება 30 კგ-ზე მეტი;

 ა.დ) თუ ერთი საცალო შეფუთვის წონა გაცილებით აღემატება 300 გ-ს, მაშინ ინკრემენტალური ნიმუშის სახით 300 გ-ის აღება უნდა მოხდეს ცალკეული საცალო შეფუთვიდან. აღნიშნული უნდა განხორციელდეს ნიმუშის აღების დროს ან ლაბორატორიაში;

 ა.ე) იმ შემთხვევაში, თუ ამ ქვეპუნქტის „ა.ა“-„ა.დ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული ნიმუშის აღების მეთოდი, პარტიის დაზიანების გამო (შეფუთვის ფორმა, სატრანსპორტო საშუალებები და სხვ.), იწვევს დაუშვებელ კომერციულ შედეგს, შესაძლებელია ნიმუშის აღების ალტერნატიული მეთოდის გამოყენება. მაგალითად, როდესაც ძვირადღირებული პროდუქტი ბაზარზე წარმოდგენილია 500 გ ან 1 კგ საცალო შეფუთვით, გაერთიანებული ნიმუში შესაძლებელია მიღებულ იქნეს განსაზღვრული რაოდენობის ინკრემენტალური ნიმუშის გაერთიანებით, რომელთა რაოდენობა ნაკლებია ამ ტექნიკური რეგლამენტის დანართი №5-ით „პარტიის დაყოფა ქვეპარტიებად პროდუქტისა და პარტიის წონის მიხედვით“ და დანართი №6-ით „პარტიის წონის შესაბამისად აღებული ინკრემენტალური ნიმუშების რაოდენობა და გაერთიანებული ნიმუშების დაყოფა“ განსაზღვრულ რაოდენობაზე იმ პირობით, რომ გაერთიანებული ნიმუშის წონა ტოლი იქნება დანართი №5-ით, დანართი №6-ით და დანართი №7-ით „პარტიის წონის შესაბამისად აღებული ინკრემენტალური ნიმუშების რაოდენობა“ განსაზღვრული გაერთიანებული ნიმუშის წონის;

 ა.ვ) თუ ცალკეული საცალო შეფუთვის წონა 300 გ-ზე ნაკლებია და სხვაობა არ არის ძალიან დიდი, ერთ ინკრემენტალურ ნიმუშად შესაძლებელია ჩაითვალოს ერთი საცალო შეფუთვა, ანუ გაერთიანებული ნიმუშის წონა იქნება 30 კგ-ზე ნაკლები;

 ა.ზ) თუ ცალკეული საცალო შეფუთვის წონა გაცილებით ნაკლებია 300 გ-ზე, ამ შემთხვევაში ერთი ინკრემენტალური ნიმუში უნდა შედგებოდეს 2 ან მეტი საცალო შეფუთვისაგან, რომელთა წონა, რამდენდაც შესაძლებელია, მიახლოებულ იქნეს 300 გ-თან;

 ბ) პარტიის წონა ≥ 15ტ, ნიმუშის აღება უნდა მოხდეს შემდეგი მეთოდით:

 ბ.ა) თითოეული პარტია დაყოფილი უნდა იქნეს ქვეპარტიებად დანართი №5-ის შესაბამისად, იმ პირობით, რომ შესაძლებელია ქვეპარტიის ფიზიკური განცალკევება. იმის გათვალისწინებით, რომ პარტიის წონა ყოველთვის არ წარმოადგენს ქვეპარტიის წონათა ჯერადს, ქვეპარტიის წონა შესაძლებელია მითითებულ წონას აღემატებოდეს არაუმეტეს 20%-ით;

 ბ.ბ) თითოეული ქვეპარტიიდან ნიმუში აღებული უნდა იქნეს ცალ-ცალკე;

 ბ.გ) ინკრემენტალური ნიმუშების რაოდენობა 100-ია;

 ბ.დ) გაერთიანებული ნიმუშის წონა 30 კგ-ის ტოლია. ნიმუში დაქუცმაცებამდე ლაბორატორიული გამოკვლევებისათვის უნდა იქნეს შერეული და დაყოფილი სამ 10 კგ თანაბარ ნიმუშად (ასეთი სახით სამ ლაბორატორიულ ნიმუშად დაყოფა არ არის აუცილებელი ლეღვის ჩირისათვის, რომელიც ექვემდებარება დახარისხებას ან სხვა სახის ფიზიკურ დამუშავებას და ასევე ხელმისაწვდომია დანადგარი, რომლის საშუალებითაც შესაძლებელია 30 კგ ნიმუშის ჰომოგენიზაცია);

 ბ.ე) ლაბორატორიული კვლევებისათვის განკუთვნილი თითოეული ნიმუში, რომლის წონა 10 კგ-ია, აუცილებლად ცალ-ცალკე უნდა იქნეს წვრილად დაქუცმაცებული და კარგად შერეული ერთგვაროვანი მასის მიღებამდე ამ ტექნიკური რეგლამენტის მე- 17 მუხლის შესაბამისად;

 ბ.ვ) თუ მიუღებელი კომერციული შედეგების გამო, რამაც შესაძლებელია გამოიწვიოს პარტიის დაზიანება (პარტიის შეფუთვის ფორმა, სატრანსპორტო საშუალებები და სხვ.), შეუძლებელია ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ა“, „ბ“, „გ“, „დ“ და „ე“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული ნიმუშის აღების მეთოდის გამოყენება, დასაშვებია გამოყენებულ იქნეს ნიმუშის აღების ალტერნატიული მეთოდი. ამ შემთხვევაში მეთოდი უნდა იყოს რეპრეზენტატიული, სრულყოფილად აღწერილი და დოკუმენტირებული;

 გ) პარტიის წონა < 15 ტ, ნიმუშის აღება უნდა მოხდეს შემდეგი მეთოდით:

 გ.ა) ინკრემენტალური ნიმუშების რაოდენობა დამოკიდებულია პარტიის წონაზე: სულ მცირე - 10 და არაუმეტეს 100;

 გ.ბ) ინკრემენტალური ნიმუშების რაოდენობის გასაზღვრისა და გაერთიანებული ნიმუშის შემდგომი დაყოფისათვის შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს დანართი №6;

 გ.გ) თუ გაერთიანებული ნიმუშის წონა ≤30 კგ. ნიმუში დაქუცმაცებამდე ლაბორატორიული გამოკვლევებისათვის უნდა იქნეს შერეული და დაყოფილი ორ ან სამ თანაბარ ნიმუშად ≤10 კგ წონით. (ასეთი სახით ორ ან სამ ლაბორატორიულ ნიმუშად დაყოფა არ არის აუცილებელი ლეღვის ჩირისათვის, რომელიც ექვემდებარება დახარისხებას ან სხვა სახის ფიზიკურ დამუშავებას და ასევე ხელმისაწვდომია დანადგარი, რომლის საშუალებითაც შესაძლებელია 30 კგ ნიმუშის ჰომოგენიზაცია);

 გ.დ) თუ გაერთიანებული ნიმუშის წონა 30 კგ-ზე ნაკლებია, გაერთიანებული ნიმუში დაყოფილი უნდა იქნეს ლაბორატორიულ ნიმუშებად შემდეგნაირად:

 გ.დ.ა) <12 კგ: არ ხდება ლაბორატორიულ ნიმუშებად დაყოფა:

 გ.დ.ბ) ≥12 - < 24 კგ: იყოფა ორ ლაბორატორიულ ნიმუშად;

 გ.დ.გ) ≥ 24 კგ: იყოფა სამ ლაბორატორიულ ნიმუშად;

 გ.დ.დ) თითოეული ლაბორატორიული ნიმუში აუცილებლად უნდა იქნეს წვრილად დაქუცმაცებული და კარგად შერეული ერთგვაროვანი მასის მიღებამდე, ამ ტექნიკური რეგლამენტის მე-17 მუხლის შესაბამისად;

 დ) იმ შემთხვევაში, თუ ამ მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ნიმუშის აღების მეთოდები, პარტიის დაზიანების გამო (შეფუთვის ფორმა, სატრანსპორტო საშუალებები და სხვ), იწვევს დაუშვებელ კომერციულ შედეგს, შესაძლებელია ნიმუშის აღების ალტერნატიული მეთოდის გამოყენება. ამ შემთხვევაში მეთოდი უნდა იყოს რეპრეზენტატიული, სრულყოფილად აღწერილი და დოკუმენტირებული;

 ე) მცირე ზომისა და ძალიან ნაკლები წონის მქონე ნაწილებად დაქუცმაცებული მიღებული (წარმოებული) და შედგენილი სურსათიდან, რომელშიც აფლატოქსინებით კონტამინაცია ჰომოგენურადაა განაწილებული, ნიმუშის აღება უნდა მოხდეს შემდეგი მეთოდით:

 ე.ა) ინკრემენტალური ნიმუშების რაოდენობა უნდა შეადგენდეს 100-ს;

 ე.ბ) პარტიისათვის, რომლის წონა 50 ტონაზე ნაკლებია, ინკრემენტალური ნიმუშების რაოდენობა უნდა შეადგენდეს 10-დან 100-მდე, პარტიის წონის შესაბამისად, დანართი №7-ის მიხედვით;

 ე.გ) ინკრემენტალური ნიმუშის წონა უნდა შეადგენდეს დაახლოებით 100 გ-ს;

 ე.დ) საცალო შეფუთვის პარტიების შემთხვევაში, ინკრემენტალური ნიმუშის წონა დამოკიდებულია საცალო შეფუთვის წონაზე;

 ე.ე) გაერთიანებული ნიმუშის წონა უნდა შეადგენდეს 1-დან 10 კგ-ს. ნიმუში კარგად უნდა იქნეს შერეული;

 ვ) სხვა, შედარებით მსხვილ ნაწილებად დაქუცმაცებული მიღებული (წარმოებული) და შერეული სურსათიდან, რომელშიც აფლატოქსინებით კონტამინაცია ჰეტეროგენულადაა განაწილებული, ნიმუშის აღება უნდა მოხდეს ამ პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტების შესაბამისად;

 ზ) ნიმუშის აღება საცალო ვაჭრობის ეტაპზე უნდა მოხდეს შემდეგი მეთოდით:

 ზ.ა) შეძლებისდაგვარად დაკმაყოფილებულ უნდა იქნეს ამ მუხლით განსაზღვრული მოთხოვნები;

 ზ.ბ) თუ შეუძლებელია ამ მუხლით განსაზღვრული მოთხოვნების დაკმაყოფილება, ამ შემთხვევაში გამოყენებული უნდა იქნეს საცალო ვაჭრობის ეტაპზე ნიმუშის აღების ალტერნატიული მეთოდი იმ პირობით, რომ გაერთიანებული ნიმუში მთელი პარტიისათვის იქნება რეპრეზენტატიული, მეთოდი სრულყოფილად იქნება აღწერილი და დოკუმენტირებული. ნებისმიერ შემთხვევაში გაერთიანებული ნიმუშის წონა უნდა შეადგენდეს არანაკლებ 1 კგ-ს;

 ზ.გ) იმ შემთხვევაში, თუ ნაწილის წონა, საიდანაც აღებული უნდა იქნეს ნიმუში, იმდენად მცირეა, რომ შეუძლებელია 1 კგ წონის გაერთიანებული ნიმუშის აღება, გაერთიანებული ნიმუშის წონა შეიძლება შეადგენდეს 1 კგ-ზე ნაკლებს;

 თ) ლეღვის ჩირისგან და ლეღვის ჩირისგან წარმოებული სურსათიდან, რომელიც ბაზარზე განთავსებულია ვაკუუმშეფუთვით, ნიმუშის აღება უნდა მოხდეს შემდეგი მეთოდით:

 თ.ა) ლეღვის ჩირის პარტიიდან:

თ.ა.ა) თუ პარტიის წონა ≥15 ტ, აუცილებელია აღებულ იქნეს არანაკლებ 50 ინკრემენტალური ნიმუში. ამ შემთხვევაში გაერთიანებული ნიმუშის წონა იქნება 30 კგ;

თ.ა.ბ) თუ პარტიის წონა <15 ტ-ის, საჭიროა დანართი №6-ით განსაზღვრული ინკრემენტალური ნიმუშების რაოდენობის 50%-ის აღება. ამ შემთხვევაში გაერთიანებული ნიმუშის წონა შეესაბამება პარტიის წონას, საიდანაც ხდება ნიმუშის აღება;

 თ.ბ) ლეღვის ჩირისგან წარმოებული (მიღებული) სურსათიდან, რომელიც მცირე ზომის ნაწილაკებითაა:

 თ.ბ.ა) თუ პარტიის წონა ≥15 ტ, აუცილებელია აღებულ იქნეს არანაკლებ 25 ინკრემენტალური ნიმუში. ამ შემთხვევაში გაერთიანებული ნიმუშის წონა იქნება 10 კგ;

 თ.ბ.ბ) თუ პარტიის წონა <15 ტ-ის, საჭიროა დანართი №7-ით განსაზღვრული ინკრემენტალური ნიმუშების რაოდენობის 25 %-ის აღება. ამ შემთხვევაში გაერთიანებული ნიმუშის წონა შეესაბამება პარტიის წონას, საიდანაც ხდება ნიმუშის აღება;

 ი) პარტია ან ქვეპარტია:

 ი.ა) თუ ის ექვემდებარება დახარისხებას ან სხვა სახის ფიზიკურ დამუშავებას:

 ი.ა.ა) მისაღებია, თუ გაერთიანებული ნიმუში ან საშუალო ლაბორატორიული ნიმუში შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ მაქსიმალურ ზღვარს, შესწორების კოეფიციენტისა და გაზომვის ცდომილების გათვალისწინებით;

 ი.ა.ბ) მიუღებელია, თუ გაერთიანებული ნიმუში ან საშუალო ლაბორატორიული ნიმუში, საფუძვლიანი ეჭვის გარეშე, აღემატება საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ მაქსიმალურ ზღვარს და შესწორების კოეფიციენტისა და გაზომვის ცდომილების გათვალისწინებით არ არსებობს საფუძვლიანი ეჭვი;

 ი.ბ) თუ ის განკუთვნილია ადამიანის მიერ პირდაპირ, უშუალოდ მოხმარებისათვის:

 ი.ბ.ა) მისაღებია, თუ არცერთი ლაბორატორიული ნიმუში არ აღემატება საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ მაქსიმალურ ზღვარს, შესწორების კოეფიციენტისა და გაზომვის ცდომილების გათვალისწინებით;

 ი.ბ.ბ) მიუღებელია, თუ საფუძვლიანი ეჭვის გარეშე, ერთი ან მეტი ლაბორატორიული ნიმუში არ აღემატება საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ მაქსიმალურ ზღვარს, შესწორების კოეფიციენტისა და გაზომვის ცდომილების გათვალისწინებით;

 ი.გ) იმ შემთხვევაში, თუ გაერთიანებული ნიმუშის წონა ≤12 კგ:

 ი.გ.ა) მისაღებია, თუ ლაბორატორიული ნიმუში შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ მაქსიმალურ ზღვარს, შესწორების კოეფიციენტისა და გაზომვის ცდომილების გათვალისწინებით;

 ი.გ.ბ) მიუღებელია, თუ საფუძვლიანი ეჭვის გარეშე, ლაბორატორიული ნიმუში აღემატება საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ მაქსიმალურ ზღვარს, შესწორების კოეფიციენტისა და გაზომვის ცდომილების გათვალისწინებით.

3. მიწის თხილის (არაქისის), სხვა ზეთოვანი კულტურების თესლის, გარგარის კურკის და კაკლოვნების, ასევე სანელებლებში, რომელთა ზომა არაქისის ზომის ტოლია ან მასზე მეტია (მაგ., ჯავზი), საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული აფლატოქსინი B1 და აფლატოქსინების საერთო (ჯამური) რაოდენობის, ასევე სანელებლებში, რომელთა ზომა არაქისის ზომის ტოლია ან მასზე მეტია (მაგ., ჯავზი), საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული ოხრატოქსინი А-ს რაოდენობის დადგენისათვის მაქსიმალურად დასაშვები ზღვარის სახელმწიფო კონტროლის დროს:

 ა) ინკრემენტალური ნიმუშის წონასთან დაკავშირებით გათვალისწინებული უნდა იქნეს შემდეგი მოთხოვნები:

 ა.ა) ინკრემენტალური ნიმუშის წონა უნდა იყოს დაახლოებით 200 გ, თუ ამ პუნქტით სხვა მოთხოვნა არ არის განსაზღვრული;

ა.ბ) საცალო შეფუთვის პარტიების შემთხვევაში, ინკრემენტალური ნიმუშის წონა დამოკიდებულია საცალო შეფუთვის წონაზე;

 ა.გ) თუ საცალო შეფუთვის წონა 200 გ-ზე მეტია, გაერთიანებული ნიმუშის წონა იქნება 20 კგ-ზე მეტი;

 ა.დ) თუ ერთი საცალო შეფუთვის წონა გაცილებით აღემატება 200 გ-ს, მაშინ ინკრემენტალური ნიმუშის სახით 200 გ-ის აღება უნდა მოხდეს ცალკეული საცალო შეფუთვიდან. აღნიშნული უნდა განხორციელდეს ნიმუშის აღების დროს, ან ლაბორატორიაში;

 ა.ე) იმ შემთხვევაში, თუ ამ პუნქტის „ა.ა“-„ა.დ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ნიმუშის აღების მეთოდი, პარტიის დაზიანების გამო (შეფუთვის ფორმა, სატრანსპორტო საშუალებები და სხვ) იწვევს დაუშვებელ კომერციულ შედეგს, შესაძლებელია ნიმუშის აღების ალტერნატიული მეთოდის გამოყენება. მაგალითად, როდესაც ძვირადღირებული პროდუქტი ბაზარზე წარმოდგენილია 500 გ ან 1 კგ საცალო შეფუთვით, გაერთიანებული ნიმუში შესაძლებელია მიღებულ იქნეს განსაზღვრული რაოდენობის ინკრემენტალური ნიმუშის გაერთიანებით, რომელთა რაოდენობა ნაკლებია ამ ტექნიკური რეგლამენტის დანართი №8-ით „პარტიის დაყოფა ქვეპარტიებად პროდუქტისა და პარტიის წონის მიხედვით“ და დანართი №9-ით „პარტიის წონის შესაბამისად აღებული ინკრემენტალური ნიმუშების რაოდენობა და გაერთიანებული ნიმუშების დაყოფა“ განსაზღვრულ რაოდენობას, იმ პირობით, რომ გაერთიანებული ნიმუშის წონა ტოლი იქნება დანართი №8-ით, დანართი №9-ით და დანართი №10-ით „პარტიის წონის შესაბამისად აღებული ინკრემენტალური ნიმუშების რაოდენობა“ განსაზღვრულ გაერთიანებული ნიმუშის წონის;

 ა.ვ) თუ ცალკეული საცალო შეფუთვის წონა 200 გ-ზე ნაკლებია და სხვაობა არ არის ძალიან დიდი, ერთ ინკრემენტალურ ნიმუშად შესაძლებელია ჩაითვალოს ერთი საცალო შეფუთვა, ანუ გაერთიანებული ნიმუშის წონა იქნება 20 კგ-ზე ნაკლები;

 ა.ზ) თუ ცალკეული საცალო შეფუთვის წონა გაცილებით ნაკლებია 200 გ-ზე, ამ შემთხვევაში ერთი ინკრემენტალური ნიმუში უნდა შედგებოდეს ორი ან მეტი საცალო შეფუთვისაგან, რომელთა წონა, რამდენდაც შესაძლებელია, მიახლოებულ იქნეს 200 გ-თან;

 ბ) მიწის თხილის (არაქისის), სხვა ზეთოვანი კულტურების თესლის, გარგარის კურკის და კაკლოვანების, რომლის პარტიის წონა ≥ 15 ტ, ნიმუშის აღება უნდა მოხდეს შემდეგი მეთოდით:

 ბ.ა) თითოეული პარტია დაყოფილი უნდა იქნეს ქვეპარტიებად დანართი №8 -ის შესაბამისად, იმ პირობით, რომ შესაძლებელია ქვეპარტიის ფიზიკური განცალკევება. იმის გათვალისწინებით, რომ პარტიის წონა ყოველთვის არ წარმოადგენს ქვეპარტიის წონათა ჯერადს, ქვეპარტიის წონა შესაძლებელია მითითებულ წონას აღემატებოდეს არაუმეტეს 20%-ით;

 ბ.ბ) თითოეული ქვეპარტიიდან ნიმუში აღებული უნდა იქნეს ცალკე;

 ბ.გ) ინკრემენტალური ნიმუშების რაოდენობა 100-ია;

 ბ.დ) გაერთიანებული ნიმუშის წონა 20 კგ-ს ტოლია. ნიმუში დაქუცმაცებამდე ლაბორატორიული გამოკვლევებისათვის უნდა იქნეს შერეული და დაყოფილი ორ 10 კგ თანაბარ ნიმუშად (ასეთი სახით ორ ლაბორატორიულ ნიმუშად დაყოფა არ არის აუცილებელი მიწის თხილის (არაქისის), სხვა ზეთოვანი კულტურების თესლის, გარგარის კურკის და კაკლოვანებისათვის, რომლებიც ექვემდებარება დახარისხებას ან სხვა სახის ფიზიკურ დამუშავებას და ასევე ხელმისაწვდომია დანადგარი, რომლის საშუალებითაც შესაძლებელია 20 კგ ნიმუშის ჰომოგენიზაცია);

 ბ.ე) ლაბორატორიული კვლევებისათვის განკუთვნილი თითოეული ნიმუში, რომლის წონა 10 კგ-ია, აუცილებლად ცალ-ცალკე უნდა იქნეს წვრილად დაქუცმაცებული და კარგად შერეული ერთგვაროვანი მასის მიღებამდე ამ ტექნიკური რეგლამენტის მე-17 მუხლის შესაბამისად;

 ბ.ვ) თუ მიუღებელი კომერციული შედეგების გამო, რამაც შესაძლებელია გამოიწვიოს პარტიის დაზიანება (პარტიის შეფუთვის ფორმა, სატრანსპორტო საშუალებები და სხვ.), შეუძლებელია ამ მუხლის მე-3 პუნქტის „ბ.ა“-ბ.ე“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული ნიმუშის აღების მეთოდის გამოყენება, დასაშვებია გამოყენებულ იქნეს ნიმუშის აღების ალტერნატიული მეთოდი. ამ შემთხვევაში მეთოდი უნდა იყოს რეპრეზენტატიული, სრულყოფილად აღწერილი და დოკუმენტირებული;

 გ) მიწის თხილის (არაქისის), სხვა ზეთოვანი კულტურების თესლის, გარგარის კურკის და კაკლოვანების, რომლის პარტიის წონა <15 ტ, ნიმუშის აღება უნდა მოხდეს შემდეგი მეთოდით:

 გ.ა) ინკრემენტალური ნიმუშების რაოდენობა დამოკიდებულია პარტიის წონაზე: -სულ მცირე 10 და არაუმეტეს 100;

 გ.ბ) ინკრემენტალური ნიმუშების რაოდენობის გასაზღვრისა და გაერთიანებული ნიმუშის შემდგომი დაყოფისათვის შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს დანართი №9;

 გ.გ) თუ გაერთიანებული ნიმუშის წონა ≤20 კგ-ია ნიმუში დაქუცმაცებამდე ლაბორატორიული გამოკვლევებისათვის უნდა იქნეს შერეული და დაყოფილი ორ თანაბარ ნიმუშად ≤10 კგ წონით (ასეთი სახით ორ ლაბორატორიულ ნიმუშად დაყოფა არ არის აუცილებელი მიწის თხილის (არაქისის), სხვა ზეთოვანი კულტურების თესლის, გარგარის კურკის და კაკლოვანებისათვის, რომლებიც ექვემდებარება დახარისხებას ან სხვა სახის ფიზიკურ დამუშავებას და ასევე ხელმისაწვდომია დანადგარი, რომლის საშუალებითაც შესაძლებელია 20 კგ ნიმუშის ჰომოგენიზაცია);

 გ.დ) თუ გაერთიანებული ნიმუშის წონა 20 კგ-ზე ნაკლებია, გაერთიანებული ნიმუში დაყოფილი უნდა იქნეს ლაბორატორიულ ნიმუშებად შემდეგნაირად:

 გ.დ.ა) <12 კგ: არ ხდება ლაბორატორიულ ნიმუშებად დაყოფა:

 გ.დ.ბ) ≥ 12 კგ : იყოფა ორ ლაბორატორიულ ნიმუშად;

 გ.დ.გ) თითოეული ლაბორატორიული ნიმუში აუცილებლად უნდა იქნეს წვრილად დაქუცმაცებული და კარგად შერეული ერთგვაროვანი მასის მიღებამდე ამ ტექნიკური რეგლამენტის მე-17 მუხლის შესაბამისად;

 დ) იმ შემთხვევაში, თუ ამ პუნქტის „გ.ა“-„გ.დ“ და ქვეპუნქტებით განსაზღვრული ნიმუშის აღების მეთოდი, პარტიის დაზიანების გამო (შეფუთვის ფორმა, სატრანსპორტო საშუალებები და სხვ) იწვევს დაუშვებელ კომერციულ შედეგს, შესაძლებელია ნიმუშის აღების ალტერნატიული მეთოდის გამოყენება. ამ შემთხვევაში მეთოდი უნდა იყოს რეპრეზენტატიული, სრულყოფილად აღწერილი და დოკუმენტირებული;

 ე) მცირე ზომისა და ძალიან ნაკლები წონის მქონე ნაწილებად დაქუცმაცებული მიღებული (წარმოებული) სურსათიდან (მაგ. ფქვილი, მიწის თხილის კარაქი), გარდა მცენარეული ზეთისა და შერეული სურსათისა, რომელშიც აფლატოქსინებით კონტამინაცია ჰომოგენურადაა განაწილებული, ნიმუშის აღება უნდა მოხდეს შემდეგი მეთოდით:

 ე.ა) ინკრემენტალური ნიმუშების რაოდენობა უნდა შეადგენდეს 100-ს;

 ე.ბ) პარტიისათვის, რომლის წონა 50 ტონაზე ნაკლებია, ინკრემენტალური ნიმუშების რაოდენობა უნდა შეადგენდეს 10-დან 100-მდე, პარტიის წონის შესაბამისად დანართი №10-ის მიხედვით;

 ე.გ) ინკრემენტალური ნიმუშის წონა უნდა შეადგენდეს დაახლოებით 100 გ-ს;

 ე.დ) საცალო შეფუთვის პარტიების შემთხვევაში, ინკრემენტალური ნიმუშის წონა დამოკიდებულია საცალო შეფუთვის წონაზე;

 ე.ე) გაერთიანებული ნიმუშის წონა უნდა შეადგენდეს 1-დან 10 კგ-ს. ნიმუში კარგად უნდა იქნეს შერეული;

 ვ) სხვა, შედარებით მსხვილ ნაწილებად დაქუცმაცებული მიღებული (წარმოებული) და შერეული სურსათიდან, რომელშიც აფლატოქსინებით კონტამინაცია ჰეტეროგენულადაა განაწილებული, ნიმუშის აღება უნდა მოხდეს ამ პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტების შესაბამისად;

 ზ) ნიმუშის აღება საცალო ვაჭრობის ეტაპზე უნდა მოხდეს შემდეგი მეთოდით:

 ზ.ა) შეძლებისდაგვარად დაკმაყოფილებული უნდა იქნეს ამ მუხლით განსაზღვრული მოთხოვნები;

 ზ.ბ) თუ შეუძლებელია ამ მუხლით განსაზღვრული მოთხოვნების დაკმაყოფილება, ამ შემთხვევაში გამოყენებული უნდა იქნეს საცალო ვაჭრობის ეტაპზე ნიმუშის აღების ალტერნატიული მეთოდი, იმ პირობით, რომ გაერთიანებული ნიმუში მთელი პარტიისათვის იქნება რეპრეზენტატიული, მეთოდი სრულყოფილად იქნება აღწერილი და დოკუმენტირებული. ნებისმიერ შემთხვევაში გაერთიანებული ნიმუშის წონა უნდა შეადგენდეს არანაკლებ 1 კგ-ს;

 ზ.გ) იმ შემთხვევაში, თუ ნაწილის წონა, საიდანაც აღებული უნდა იქნეს ნიმუში, იმდენად მცირეა, რომ შეუძლებელია 1 კგ წონის გაერთიანებული ნიმუშის აღება, გაერთიანებული ნიმუშის წონა შეიძლება შეადგენდეს 1 კგ-ზე ნაკლებს;

 თ) ბაზარზე ვაკუუმ-შეფუთვით განთავსებული:

 თ.ა) ფსტის (ბუსტუღი), მიწის თხილის (არაქისი) და ბრაზილიული კაკლის ნიმუშის აღება უნდა მოხდეს შემდეგი მეთოდით:

 თ.ა.ა) თუ პარტიის წონა ≥15 ტ, აუცილებელია აღებულ იქნეს არანაკლებ 50 ინკრემენტალური ნიმუში. ამ შემთხვევაში გაერთიანებული ნიმუშის წონა იქნება 20 კგ;

 თ.ა.ბ) თუ პარტიის წონა <15 ტ, საჭიროა დანართი №9 -ით განსაზღვრული ინკრემენტალური ნიმუშების რაოდენობის 50%-ის აღება. ამ შემთხვევაში გაერთიანებული ნიმუშის წონა შეესაბამება პარტიის წონას, საიდანაც ხდება ნიმუშის აღება;

 თ.ბ) გარგარის კურკის, კაკლოვანების (გარდა ფსტისა და ბრაზილიული კაკლისა), სხვა ზეთოვანი კულტურების ნიმუშის აღება უნდა მოხდეს შემდეგი მეთოდით:

 თ.ბ.ა) თუ პარტიის წონა ≥15 ტ, აუცილებელია აღებულ იქნეს არანაკლებ 25 ინკრემენტალური ნიმუში. ამ შემთხვევაში გაერთიანებული ნიმუშის წონა იქნება 20 კგ;

 თ.ბ.ბ) თუ პარტიის წონა <15 ტ, საჭიროა დანართი №9-ით განსაზღვრული ინკრემენტალური ნიმუშების რაოდენობის 25 %-ის აღება. ამ შემთხვევაში გაერთიანებული ნიმუშის წონა შეესაბამება პარტიის წონას, საიდანაც ხდება ნიმუშის აღება;

 თ.გ) კაკლოვანების, გარგარის კურკის და მიწის თხილისგან (არაქისი) მიღებული მცირე ზომის ნაწილაკების მქონე სურსათის ნიმუშის აღება უნდა მოხდეს შემდეგი მეთოდით:

 თ.გ.ა) თუ პარტიის წონა ≥50 ტ, აუცილებელია აღებულ იქნეს არანაკლებ 25 ინკრემენტალური ნიმუში. ამ შემთხვევაში გაერთიანებული ნიმუშის წონა იქნება 10 კგ;

 თ.გ.ბ) თუ პარტიის წონა <50 ტ, საჭიროა დანართი №10 -ით განსაზღვრული ინკრემენტალური ნიმუშების რაოდენობის 25 %-ის აღება. ამ შემთხვევაში გაერთიანებული ნიმუშის წონა შეესაბამება პარტიის წონას, საიდანაც ხდება ნიმუშის აღება;

 ი) მიწის თხილის (არაქისის), სხვა ზეთოვანი კულტურების თესლის, გარგარის კურკის და კაკლოვანების, პარტია ან ქვეპარტია:

 ი.ა) თუ ის ექვემდებარება დახარისხებას ან სხვა სახის ფიზიკურ დამუშავებას:

 ი.ა.ა) მისაღებია, თუ გაერთიანებული ნიმუში ან საშუალო ლაბორატორიული ნიმუში შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ მაქსიმალურ ზღვარს, შესწორების კოეფიციენტისა და გაზომვის ცდომილების გათვალისწინებით;

 ი.ა.ბ) მიუღებელია, თუ გაერთიანებული ნიმუში ან საშუალო ლაბორატორიული ნიმუში, საფუძვლიანი ეჭვის გარეშე, აღემატება საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ მაქსიმალურ ზღვარს, შესწორების კოეფიციენტისა და გაზომვის ცდომილების გათვალისწინებით;

 ი.ბ) თუ ის განკუთვნილია ადამიანის მიერ პირდაპირ, უშუალოდ მოხმარებისათვის:

 ი.ბ.ა) მისაღებია, თუ არცერთი ლაბორატორიული ნიმუში არ აღემატება საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ მაქსიმალურ ზღვარს, შესწორების კოეფიციენტისა და გაზომვის ცდომილების გათვალისწინებით;

 ი.ბ.ბ) მიუღებელია, თუ საფუძვლიანი ეჭვის გარეშე, ერთი ან მეტი ლაბორატორიული ნიმუში არ აღემატება საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ მაქსიმალურ ზღვარს, შესწორების კოეფიციენტისა და გაზომვის ცდომილების გათვალისწინებით;

 ი.გ) იმ შემთხვევაში, თუ გაერთიანებული ნიმუშის წონა ≤12 კგ:

 ი.გ.ა) მისაღებია, თუ ლაბორატორიული ნიმუში შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ მაქსიმალურ ზღვარს, შესწორების კოეფიციენტისა და გაზომვის ცდომილების გათვალისწინებით;

 ი.გ.ბ) მიუღებელია, თუ საფუძვლიანი ეჭვის გარეშე, ლაბორატორიული ნიმუში აღემატება საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ მაქსიმალურ ზღვარს, შესწორების კოეფიციენტისა და გაზომვის ცდომილების გათვალისწინებით.

მუხლი 7. ნიმუშის აღების მეთოდი სანელებლებისათვის

 1. ამ მუხლით განსაზღვრული მეთოდი გამოიყენება სანელებლებში საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული აფლატოქსინი B1 და აფლატოქსინების საერთო (ჯამური) რაოდენობის დადგენისათვის მაქსიმალურად დასაშვები ზღვარის სახელმწიფო კონტროლის დროს.

 2. ინკრემენტალური ნიმუშის წონასთან დაკავშირებით გათვალისწინებული უნდა იქნეს შემდეგი მოთხოვნები:

 ა) ინკრემენტალური ნიმუშის წონა უნდა იყოს დაახლოებით 100 გ, თუ ამ მუხლით სხვა მოთხოვნა არ არის განსაზღვრული;

 ბ) საცალო შეფუთვის პარტიების შემთხვევაში, ინკრემენტალური ნიმუშის წონა დამოკიდებულია საცალო შეფუთვის წონაზე;

 გ) თუ საცალო შეფუთვის წონა 100 გ-ზე მეტია, გაერთიანებული ნიმუშის წონა იქნება 10 კგ-ზე მეტი;

 დ) თუ ცალკეული საცალო შეფუთვის წონა გაცილებით აღემატება 100 გ-ს, მაშინ ინკრემენტალური ნიმუშის სახით 100 გ-ს აღება ხდება ცალკეული საცალო შეფუთვიდან. აღნიშნული უნდა განხორციელდეს ნიმუშის აღების დროს, ან ლაბორატორიაში;

 ე) იმ შემთხვევაში, თუ ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ა“-„დ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული ნიმუშის აღების მეთოდი, პარტიის დაზიანების გამო (შეფუთვის ფორმა, სატრანსპორტო საშუალებები და სხვ) იწვევს დაუშვებელ კომერციულ შედეგს, შესაძლებელია ნიმუშის აღების ალტერნატიული მეთოდის გამოყენება. მაგალითად, როდესაც ძვირადღირებული პროდუქტი ბაზარზე წარმოდგენილია 500 გ ან 1 კგ საცალო შეფუთვით, გაერთიანებული ნიმუში შესაძლებელია მიღებულ იქნეს რამოდენიმე ინკრემენტალური ნიმუშის გაერთიანებით, რომელთა რაოდენობა ნაკლებია ამ ტექნიკური რეგლამენტის დანართი №11-ით „პარტიის დაყოფა ქვეპარტიებად პროდუქტისა და პარტიის წონის მიხედვით“ და დანართი №12-ით „ პარტიის წონის შესაბამისად აღებული ინკრემენტალური ნიმუშების რაოდენობა სანელებლებისათვის“ განსაზღვრულ რაოდენობას, იმ პირობით, რომ გაერთიანებული ნიმუშის წონა ტოლი იქნება დანართი №11-ით და დანართი №12-ით განსაზღვრულ გაერთიანებული ნიმუშის წონის;

 ვ) თუ ცალკეული საცალო შეფუთვის წონა 100 გ-ზე ნაკლებია, მაგრამ სხვაობა არ არის ძალიან დიდი, ინკრემენტალურ ნიმუშად შესაძლებელია ჩაითვალოს ერთი საცალო შეფუთვა, ანუ გაერთიანებული ნიმუშის წონა იქნება 10 კგ-ზე ნაკლები;

 ზ) თუ ცალკეული საცალო შეფუთვის წონა გაცილებით ნაკლებია 100 გ-ზე, ამ შემთხვევაში ერთი ინკრემენტალური ნიმუში უნდა შედგებოდეს ორი ან მეტი საცალო შეფუთვისაგან, რომელთა წონა, რამდენდაც შესაძლებელია, მიახლოებულ იქნეს 100 გ-თან.

 3. სანელებლებისათვის, რომლის პარტიის წონა ≥15 ტ, ნიმუშის აღება უნდა მოხდეს შემდეგი მეთოდით:

 ა) თითოეული პარტია დაყოფილი უნდა იქნეს ქვეპარტიებად დანართი №11-ის შესაბამისად, იმ პირობით, რომ შესაძლებელია ქვეპარტიის ფიზიკური განცალკევება. იმის გათვალისწინებით, რომ პარტიის წონა ყოველთვის არ წარმოადგენს ქვეპარტიის წონათა ჯერადს, ქვეპარტიის წონა შესაძლებელია მითითებულ წონას აღემატებოდეს არაუმეტეს 20%-ით;

 ბ) თითოეული ქვეპარტიიდან ნიმუში აღებული უნდა იქნეს ცალკე;

 გ) ინკრემენტალური ნიმუშების რაოდენობა 100-ია, ხოლო გაერთიანებული ნიმუშის წონა შეადგენს 10 კგ-ს;

 დ) თუ მიუღებელი კომერციული შედეგების გამო, რამაც შესაძლებელია გამოიწვიოს პარტიის დაზიანება (პარტიის შეფუთვის ფორმა, სატრანსპორტო საშუალებები და სხვ.), შეუძლებელია ამ პუნქტის „ა“-„გ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული ნიმუშის აღების მეთოდის გამოყენება, დასაშვებია გამოყენებულ იქნეს ნიმუშის აღების ალტერნატიული მეთოდი. ამ შემთხვევაში მეთოდი უნდა იყოს რეპრეზენტატიული, სრულყოფილად აღწერილი და დოკუმენტირებული.

 4. სანელებლებისათვის, რომლის პარტიის წონა <15 ტ, ნიმუშის აღება უნდა მოხდეს შემდეგი მეთოდით:

 ა) პარტიის წონის შესაბამისად აღებული უნდა იქნეს 10-დან 100 ინკრემენტალური ნიმუში. ამ შემთხვევაში გაერთიანებული ნიმუშის წონა შეადგენს 0,5 კგ-დან 10კგ-მდე;

 ბ) ინკრემენტალური ნიმუშების რაოდენობის განსაზღვრისათვის, შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს დანართი №12.

 5. სანელებლების ნიმუშის აღება საცალო ვაჭრობის ეტაპზე უნდა მოხდეს შემდეგი მეთოდით:

 ა) შეძლებისდაგვარად დაკმაყოფილებულ უნდა იქნეს ამ მუხლით განსაზღვრული მოთხოვნები;

 ბ) თუ შეუძლებელია ამ მუხლით განსაზღვრული მოთხოვნების დაკმაყოფილება, ამ შემთხვევაში გამოყენებული უნდა იქნეს საცალო ვაჭრობის ეტაპზე ნიმუშის აღების ალტერნატიული მეთოდი, იმ პირობით, რომ გაერთიანებული ნიმუში მთელი პარტიისათვის იქნება რეპრეზენტატიული, მეთოდი სრულყოფილად იქნება აღწერილი და დოკუმენტირებული. ნებისმიერ შემთხვევაში გაერთიანებული ნიმუშის წონა უნდა შეადგენდეს არანაკლებ 0,5 კგ-ს;

 გ) იმ შემთხვევაში, თუ ნაწილის წონა, საიდანაც აღებული უნდა იქნეს ნიმუში იმდენად მცირეა, რომ შეუძლებელია 0,5 კგ წონის გაერთიანებული ნიმუშის აღება, გაერთიანებული ნიმუში წონა შეიძლება შეადგენდეს 0,5 კგ-ზე ნაკლებს.

 6. ბაზარზე ვაკუუმ-შეფუთვით განთავსებული სანელებლების ნიმუშის აღება უნდა მოხდეს შემდეგი მეთოდით:

 ა) თუ პარტიის წონა ≥ 15 ტ, აუცილებელია აღებულ იქნეს არანაკლებ 25 ინკრემენტალური ნიმუში. ამ შემთხვევაში გაერთიანებული ნიმუშის წონა იქნება 10 კგ;

 ბ) თუ პარტიის წონა <15 ტ, აღებული უნდა იქნეს დანართი №12-ით განსაზღვრული ინკრემენტალური ნიმუშების რაოდენობის 25%. ამ შემთხვევაში გაერთიანებული ნიმუშის წონა შეესაბამება პარტიის წონას, საიდანაც ნიმუშის აღება ხდება.

 7. პარტია ან ქვეპარტია:

 ა) მისაღებია, თუ ლაბორატორიული ნიმუში შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ მაქსიმალურ ზღვარს, შესწორების კოეფიციენტისა და გაზომვის ცდომილების გათვალისწინებით;

 ბ) მიუღებელია, თუ ლაბორატორიული ნიმუში აღემატება საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ მაქსიმალურ ზღვარს და შესწორების კოეფიციენტისა და გაზომვის ცდომილების გათვალისწინებით არ არსებობს საფუძვლიანი ეჭვი.

მუხლი 8. რძისა და რძის პროდუქტების, ფორმულა ჩვილი ბავშვებისათვის, დამატებითი ფორმულა ჩვილი ბავშვებისათვის, მათ შორის რძიანი ფორმულა ჩვილი ბავშვებისათვის და რძიანი დამატებითი ფორმულა ჩვილი ბავშვებისათვის ნიმუშის აღების მეთოდი

1. ამ მუხლით განსაზღვრული მეთოდი გამოიყენება რძისა და რძის პროდუქტების, ფორმულა ჩვილი ბავშვებისათვის, დამატებითი ფორმულა ჩვილი ბავშვებისათვის, მათ შორის რძიანი ფორმულა ჩვილი ბავშვებისათვის და რძიანი დამატებითი ფორმულა ჩვილი ბავშვებისათვის, ასევე სპეციალურად ჩვილი ბავშვებისათვის განკუთვნილი განსაკუთრებული სამედიცინო დანიშნულების დიეტურ სურსათში საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული აფლატოქსინი M1 რაოდენობის დადგენისათვის მაქსიმალურად დასაშვები ზღვარის სახელმწიფო კონტროლის დროს.

2. გაერთიანებული ნიმუში უნდა შედგენდეს არანაკლებ 1 ლ-ს ან 1 კგ-ს, გარდა შემთხვევისა, როდესაც ნიმუში მხოლოდ ერთი ბოთლისგან შედგება.

3. სავალდებულო ინკრემენტალური ნიმუშების მინიმალური რაოდენობა განსაზღვრულია დანართი №13-ით „პარტიიდან ასაღები ინკრემენტალური ნიმუშების მინიმალური რაოდენობა“, რომელთა რაოდენობა მათემატიკურად დამოკიდებულია ამ მუხლით განსაზღვრული სურსათის სერიული წარმოების სტანდარტულ ფორმაზე. კერძოდ:

ა) ჩამოსასხმელი, თხევადი პროდუქტისათვის, ნიმუშის აღებამდე, უნდა მოხდეს პარტიის შეძლებისდაგვარად კარგად შერევა, ხელით შენჯღრევით ან მექანიკური საშუალებით ისე, რომ არ მოხდეს მისი ხარისხის გაუარესება. ამ შემთხვევაში მიიჩნევა, რომ აფლატოქსინი M1 ერთგვაროვნად, ჰომოგენურად არის განაწილებული მოცემულ პარტიაში. შესაბამისად, გაერთიანებული ნიმუშის ფორმირებისათვის, საკმარისია პარტიიდან სამი ინკრემენტალური ნიმუშის აღება;

ბ) ინკრემენტალური ნიმუშს, რომელიც შესაძლებელია წარმოდგენილ იქნეს ერთი ბოთლის ან ერთი პაკეტის სახით, უნდა ჰქონდეს ერთნაირი წონა. ინკრემენტალური ნიმუშის წონა უნდა შეადგენდეს სულ მცირე 100 გ-ს, შესაბამისად, გაერთიანებული ნიმუში იქნება 1კგ ან 1 ლ წონის.

4. ამ მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებით განსაზღვრული მოთხოვნების შეუსრულებლობის შესახებ ჩანაწერი უნდა გაკეთდეს ამ ტექნიკური რეგლამენტის მე-3 მუხლის მე-10 და მე-11პუნქტებით განსაზღვრული მოთხოვნების შესაბამისად.

 5. ამ მუხლით განსაზღვრული პროდუქტის ნიმუშის აღება საცალო ვაჭრობის ეტაპზე უნდა მოხდეს შემდეგი მეთოდით:

 ა) შეძლებისდაგვარად დაკმაყოფილებული უნდა იქნეს ამ მუხლით განსაზღვრული მოთხოვნები;

 ბ) თუ შეუძლებელია ამ მუხლით განსაზღვრული მოთხოვნების დაკმაყოფილება, ამ შემთხვევაში გამოყენებული უნდა იქნეს საცალო ვაჭრობის ეტაპზე ნიმუშის აღების ალტერნატიული მეთოდი, იმ პირობით, რომ გაერთიანებული ნიმუში მთელი პარტიისათვის იქნება რეპრეზენტატიული, მეთოდი სრულყოფილად იქნება აღწერილი და დოკუმენტირებული.

 6. პარტია ან ქვეპარტია:

 ა) მისაღებია, თუ ლაბორატორიული ნიმუში შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ მაქსიმალურ ზღვარს, შესწორების კოეფიციენტისა და გაზომვის ცდომილების გათვალისწინებით, ან შეესაბამება გადაწყვეტილების ზღვარს, ამ ტექნიკური რეგლამენტის მე-18 მუხლის შესაბამისად;

 ბ) მიუღებელია, თუ ლაბორატორიული ნიმუში აღემატება საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ მაქსიმალურ ზღვარს და შესწორების კოეფიციენტისა და გაზომვის ცდომილების გათვალისწინებით არ არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, ან შეესაბამება გადაწყვეტილების ზღვარს, ამ ტექნიკური რეგლამენტის მე-18 მუხლის შესაბამისად.

 მუხლი 9. ყავის, ყავის პროდუქტების, ძირტკბილას ფესვისა და ძირტკბილას ექსტრაქტის ნიმუშის აღების მეთოდი

 1. ამ მუხლით განსაზღვრული მეთოდი გამოიყენება ყავის მოხალული მარცვლის, ყავის მოხალული დაფქვილი მარცვლის, ხსნადი ყავის, ძირტკბილას ფესვებისა და ძირტკბილას ექსტრაქტში საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული აფლატოქსინი M1 რაოდენობის დადგენისათვის მაქსიმალურად დასაშვები ზღვარის სახელმწიფო კონტროლის დროს.

 2. ინკრემენტალური ნიმუშის წონასთან დაკავშირებით გათვალისწინებული უნდა იქნეს შემდეგი მოთხოვნები:

 ა) ინკრემენტალური ნიმუშის წონა უნდა იყოს დაახლოებით 100 გ, თუ ამ მუხლით სხვა მოთხოვნა არ არის განსაზღვრული;

 ბ) თუ პარტია წარმოდგენილია მცირე ზომის საცალო შეფუთვებით, ინკრემენტალური ნიმუშის წონა დამოკიდებულია საცალო შეფუთვის წონაზე;

 გ) თუ საცალო შეფუთვის წონა 100 გ-ზე მეტია, გაერთიანებული ნიმუშის წონა შეიძლება იყოს 10 კგ-ზე მეტი;

 დ) თუ ცალკეული საცალო შეფუთვის წონა გაცილებით აღემატება 100 გ-ს, მაშინ ინკრემენტალური ნიმუშის სახით 100 გ-ს აღება ხდება ცალკეული საცალო შეფუთვიდან. აღნიშნული უნდა განხორციელდეს ნიმუშის აღების დროს ან ლაბორატორიაში;

 ე) იმ შემთხვევაში, თუ ამ პუნქტის „ა“-„დ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ნიმუშის აღების მეთოდი, პარტიის დაზიანების გამო (შეფუთვის ფორმა, სატრანსპორტო საშუალებები და სხვ) იწვევს დაუშვებელ კომერციულ შედეგს, შესაძლებელია ნიმუშის აღების ალტერნატიული მეთოდის გამოყენება. მაგალითად, როდესაც ძვირადღირებული პროდუქტი ბაზარზე წარმოდგენილია 500 გ ან 1 კგ საცალო შეფუთვით, გაერთიანებული ნიმუში შესაძლებელია მიღებულ იქნეს რამდენიმე ინკრემენტალური ნიმუშის გაერთიანებით, რომელთა რაოდენობა ნაკლებია ამ ტექნიკური რეგლამენტის დანართი №14-ით „პარტიის დაყოფა ქვეპარტიებად პროდუქტისა და პარტიის წონის მიხედვით“ და დანართი №15-ით „ყავის მოხალული მარცვლის, ყავის მოხალული დაფქვილი მარცვლის, ხსნადი ყავის, ძირტკბილას ფესვებისა და ძირტკბილას ექსტრაქტის პარტიის წონის შესაბამისად აღებული ინკრემენტალური ნიმუშების რაოდენობა“ განსაზღვრულ რაოდენობაზე, იმ პირობით, რომ გაერთიანებული ნიმუშის წონა ტოლი იქნება დანართი №14-ით და დანართი №15-ით განსაზღვრულ გაერთიანებული ნიმუშის წონის;

 ვ) თუ ცალკეული საცალო შეფუთვის წონა 100 გ-ზე ნაკლებია, მაგრამ სხვაობა არ არის ძალიან დიდი, ინკრემენტალურ ნიმუშად შესაძლებელია ჩაითვალოს ერთი საცალო შეფუთვა, ანუ გაერთიანებული ნიმუშის წონა იქნება 10 კგ-ზე ნაკლები;

 ზ) თუ ცალკეული საცალო შეფუთვის წონა გაცილებით ნაკლებია 100 გ-ზე, ამ შემთხვევაში ერთი ინკრემენტალური ნიმუში უნდა შედგებოდეს ორი ან მეტი საცალო შეფუთვისაგან, რომელთა წონა, რამდენდაც შესაძლებელია, მიახლოებულ იქნეს 100 გ-თან.

 3. ყავის მოხალული მარცვლის, ყავის მოხალული დაფქვილი მარცვლის, ხსნადი ყავის, ძირტკბილას ფესვებისა და ძირტკბილას ექსტრაქტისათვის, რომლის პარტიის წონა ≥ 15 ტ, ნიმუშის აღება უნდა მოხდეს შემდეგი მეთოდით:

 ა) თითოეული პარტია დაყოფილი უნდა იქნეს ქვეპარტიებად დანართი №14-ის შესაბამისად, იმ პირობით, რომ შესაძლებელია ქვეპარტიის ფიზიკური განცალკევება. იმის გათვალისწინებით, რომ პარტიის წონა ყოველთვის არ წარმოადგენს ქვეპარტიის წონათა ჯერადს, ქვეპარტიის წონა შესაძლებელია მითითებულ წონას აღემატებოდეს არაუმეტეს 20%-ით;

 ბ) თითოეული ქვეპარტიიდან ნიმუში აღებული უნდა იქნეს ცალკე;

 გ) ინკრემენტალური ნიმუშების რაოდენობა 100-ია, ხოლო გაერთიანებული ნიმუშის წონა შეადგენს 10 კგ-ს;

 დ) თუ მიუღებელი კომერციული შედეგების გამო, რამაც შესაძლებელია გამოიწვიოს პარტიის დაზიანება (პარტიის შეფუთვის ფორმა, სატრანსპორტო საშუალებები და სხვ.), შეუძლებელია ამ პუნქტის „ა“- „გ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული ნიმუშის აღების მეთოდის გამოყენება, დასაშვებია გამოყენებულ იქნეს ნიმუშის აღების ალტერნატიული მეთოდი. ამ შემთხვევაში მეთოდი უნდა იყოს რეპრეზენტატიული, სრულყოფილად აღწერილი და დოკუმენტირებული.

 4. ყავის მოხალული მარცვლის, ყავის მოხალული დაფქვილი მარცვლის, ხსნადი ყავის, ძირტკბილას ფესვებისა და ძირტკბილას ექსტრაქტისათვის, რომლის პარტიის წონა < 15 ტ, ნიმუშის აღება უნდა მოხდეს შემდეგი მეთოდით:

 ა) პარტიის წონის შესაბამისად აღებული უნდა იქნეს 10-დან 100 ინკრემენტალური ნიმუში. ამ შემთხვევაში გაერთიანებული ნიმუშის წონა შეადგენს 1 კგ-დან 10კგ-მდე;

 ბ) ინკრემენტალური ნიმუშების რაოდენობის განსაზღვრისათვის, შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს დანართი №15.

 5. ბაზარზე ვაკუუმ-შეფუთვით განთავსებული ყავის მოხალული მარცვლის, ყავის მოხალული დაფქვილი მარცვლის, ხსნადი ყავის, ძირტკბილას ფესვებისა და ძირტკბილას ექსტრაქტის ნიმუშის აღება უნდა მოხდეს შემდეგი მეთოდით:

 ა) თუ პარტიის წონა ≥15 ტ, აუცილებელია აღებულ იქნეს არანაკლებ 25 ინკრემენტალური ნიმუში. ამ შემთხვევაში გაერთიანებული ნიმუშის წონა იქნება 10 კგ;

 ბ) თუ პარტიის წონა <15 ტ, აღებული უნდა იქნეს დანართი №15-ით განსაზღვრული ინკრემენტალური ნიმუშების რაოდენობის 25%. ამ შემთხვევაში გაერთიანებული ნიმუშის წონა შეესაბამება პარტიის წონას, საიდანაც ნიმუშის აღება ხდება.

 6. ყავის მოხალული მარცვლის, ყავის მოხალული დაფქვილი მარცვლის, ხსნადი ყავის, ძირტკბილას ფესვებისა და ძირტკბილას ექსტრაქტის ნიმუშის აღება საცალო ვაჭრობის ეტაპზე უნდა მოხდეს შემდეგი მეთოდით:

 ა) შეძლებისდაგვარად დაკმაყოფილებული უნდა იქნეს ამ მუხლით განსაზღვრული მოთხოვნები;

 ბ) თუ შეუძლებელია ამ მუხლით განსაზღვრული მოთხოვნების დაკმაყოფილება, ამ შემთხვევაში გამოყენებული უნდა იქნეს საცალო ვაჭრობის ეტაპზე ნიმუშის აღების ალტერნატიული მეთოდი, იმ პირობით, რომ გაერთიანებული ნიმუში მთელი პარტიისათვის იქნება რეპრეზენტატიული, მეთოდი სრულყოფილად იქნება აღწერილი და დოკუმენტირებული. ნებისმიერ შემთხვევაში გაერთიანებული ნიმუშის წონა უნდა შეადგენდეს არანაკლებ 0,5 კგ-ს;

 გ) იმ შემთხვევაში, თუ ნაწილის წონა, საიდანაც აღებული უნდა იქნეს ნიმუში იმდენად მცირეა, რომ შეუძლებელია 1 კგ წონის გაერთიანებული ნიმუშის აღება, გაერთიანებული ნიმუში წონა შეიძლება შეადგენდეს 1 კგ-ზე ნაკლებს.

 7. პარტია ან ქვეპარტია:

 ა) მისაღებია, თუ ლაბორატორიული ნიმუში შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ მაქსიმალურ ზღვარს, შესწორების კოეფიციენტისა და გაზომვის ცდომილების გათვალისწინებით;

 ბ) მიუღებელია, თუ ლაბორატორიული ნიმუში აღემატება საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ მაქსიმალურ ზღვარს და შესწორების კოეფიციენტისა და გაზომვის ცდომილების გათვალისწინებით არ არსებობს საფუძვლიანი ეჭვი.

მუხლი 10. ხილის წვენის, მათ შორის ყურძნის წვენის, ყურძნის ტკბილის, სიდრის და ღვინის ნიმუშის აღების მეთოდი

 1. ამ მუხლით განსაზღვრული მეთოდი გამოიყენება მაქსიმალურად დასაშვები ზღვარის სახელმწიფო კონტროლის დროს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული:

 ა) ოხრატოქსინი A-ს რაოდენობის დადგენისათვის ღვინოში, ყურძნის წვენსა და ყურძნის ტკბილში;

 ბ) პატულინის რაოდენობის დადგენისათვის ხილის წვენში, ხილის ნექტარში, ალკოჰოლურ სასმელში, სიდრში და სხვა ფერმენტირებულ სასმელში, რომელიც დამზადებულია ვაშლისგან ან ვაშლის წვენისაგან.

2. გაერთიანებული ნიმუში უნდა შედგენდეს არანაკლებ 1 ლ-ს, გარდა შემთხვევისა, როდესაც ნიმუში მხოლოდ ერთი ბოთლისგან შედგება.

3. სავალდებულო ინკრემენტალური ნიმუშების მინიმალური რაოდენობა განსაზღვრულია დანართი №16-ით „პარტიიდან ასაღები ინკრემენტალური ნიმუშების მინიმალური რაოდენობა“, რომელთა რაოდენობა მათემატიკურად დამოკიდებულია ამ მუხლით განსაზღვრული სურსათის სერიული წარმოების სტანდარტულ ფორმაზე. კერძოდ:

ა) ჩამოსასხმელი, თხევადი პროდუქტისათვის, ნიმუშის აღებამდე უნდა მოხდეს პარტიის შეძლებისდაგვარად კარგად შერევა, ხელით შენჯღრევით ან მექანიკური საშუალებით ისე, რომ არ მოხდეს მისი ხარისხის გაუარესება. ამ შემთხვევაში მიიჩნევა, რომ ოხრატოქსინი A და პატულინი ერთგვაროვნად, ჰომოგენურად არის განაწილებული მოცემულ პარტიაში. შესაბამისად, გაერთიანებული ნიმუშის ფორმირებისათვის, საკმარისია პარტიიდან სამი ინკრემენტალური ნიმუშის აღება;

ბ) ინკრემენტალურ ნიმუშს, რომელიც შესაძლებელია წარმოდგენილ იქნეს ერთი ბოთლის ან ერთი პაკეტის სახით, უნდა ჰქონდეს ერთნაირი წონა. ინკრემენტალური ნიმუშის წონა უნდა შეადგენდეს სულ მცირე 100 გ-ს, შესაბამისად გაერთიანებული ნიმუში იქნება 1კგ ან 1 ლ წონის.

4. ამ მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებით განსაზღვრული მოთხოვნების შეუსრულებლობის შესახებ ჩანაწერი უნდა გაკეთდეს ამ ტექნიკური რეგლამენტის მე-3 მუხლის მე-10 და მე-11პუნქტებით განსაზღვრული მოთხოვნების შესაბამისად.

 5. ამ მუხლით განსაზღვრული პროდუქტის ნიმუშის აღება საცალო ვაჭრობის ეტაპზე უნდა მოხდეს შემდეგი მეთოდით:

 ა) შეძლებისდაგვარად დაკმაყოფილებულ უნდა იქნეს ამ მუხლით განსაზღვრული მოთხოვნები;

 ბ) თუ შეუძლებელია ამ მუხლით განსაზღვრული მოთხოვნების დაკმაყოფილება, ამ შემთხვევაში გამოყენებული უნდა იქნეს საცალო ვაჭრობის ეტაპზე ნიმუშის აღების ალტერნატიული მეთოდი, იმ პირობით, რომ გაერთიანებული ნიმუში მთელი პარტიისათვის იქნება რეპრეზენტატიული, მეთოდი სრულყოფილად იქნება აღწერილი და დოკუმენტირებული.

 6. პარტია ან ქვეპარტია:

 ა) მისაღებია, თუ ლაბორატორიული ნიმუში შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ მაქსიმალურ ზღვარს, შესწორების კოეფიციენტისა და გაზომვის ცდომილების გათვალისწინებით;

 ბ) მიუღებელია, თუ ლაბორატორიული ნიმუში აღემატება საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ მაქსიმალურ ზღვარს და შესწორების კოეფიციენტისა და გაზომვის ცდომილების გათვალისწინებით არ არსებობს საფუძვლიანი ეჭვი.

 მუხლი 11. ვაშლისგან დამზადებული ბლანტი (სქელი) კონსისტენციის პროდუქტების ნიმუშის აღების მეთოდი

 1. ამ მუხლით განსაზღვრული მეთოდი გამოიყენება ვაშლის წვენის, ვაშლისგან დამზადებული ბლანტი (სქელი) კონსისტენციის პროდუქტების, ჩვილი და ადრეული ასაკის ბავშვთა კვებისათვის განკუთვნილი ვაშლის წვენის და ვაშლისგან დამზადებული ბლანტი (სქელი) კონსისტენციის პროდუქტებში საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული პატულინის რაოდენობის დადგენისათვის მაქსიმალურად დასაშვები ზღვარის სახელმწიფო კონტროლის დროს.

2. გაერთიანებული ნიმუში უნდა შედგენდეს არანაკლებ 1 კგ-ს, გარდა შემთხვევისა, როდესაც ნიმუში მხოლოდ ერთი პაკეტისგან შედგება.

3. სავალდებულო ინკრემენტალური ნიმუშების მინიმალური რაოდენობა განსაზღვრულია დანართი №17-ით „პარტიიდან ასაღები ინკრემენტალური ნიმუშების მინიმალური რაოდენობა“.

4. ინკრემენტალურ ნიმუშებს უნდა ჰქონდეთ ერთნაირი წონა.

5. ინკრემენტალური ნიმუშის წონა უნდა შეადგენდეს სულ მცირე 100 გ-ს, შესაბამისად, გაერთიანებული ნიმუშის წონა იქნება 1კგ.

6. ამ მუხლის მე-2-მე-5 პუნქტებით განსაზღვრული მოთხოვნების შეუსრულებლობის შესახებ ჩანაწერი უნდა გაკეთდეს ამ ტექნიკური რეგლამენტის მე-3 მუხლის მე-10 და მე-11 პუნქტებით განსაზღვრული მოთხოვნების შესაბამისად.

7. თუ პარტია შედგება ინდივიდუალური შეფუთვებისგან, გაერთიანებული ნიმუშის ფორმირებისათვის ინკრემენტალური ნიმუშების რაოდენობა აღებული უნდა იქნეს დანართი №18-ის „შეფუთვების (ინკრემენტალური ნიმუშების) რაოდენობა, რომელიც აღებული უნდა იქნეს გაერთიანებული ნიმუშის ფორმირებისათვის, როდესაც პარტია წარმოდგენილია ინდივიდუალური შეფუთვით“ შესაბამისად.

8. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული პროდუქტების ნიმუშის აღება საცალო ვაჭრობის ეტაპზე უნდა მოხდეს შემდეგი მეთოდით:

 ა) შეძლებისდაგვარად დაკმაყოფილებულ უნდა იქნეს ამ მუხლით განსაზღვრული მოთხოვნები;

 ბ) თუ შეუძლებელია ამ მუხლით განსაზღვრული მოთხოვნების დაკმაყოფილება, ამ შემთხვევაში გამოყენებული უნდა იქნეს საცალო ვაჭრობის ეტაპზე ნიმუშის აღების ალტერნატიული მეთოდი, იმ პირობით, რომ გაერთიანებული ნიმუში მთელი პარტიისათვის იქნება რეპრეზენტატიული, მეთოდი სრულყოფილად იქნება აღწერილი და დოკუმენტირებული;

 გ) იმ შემთხვევაში, თუ ნაწილის წონა, საიდანაც აღებული უნდა იქნეს ნიმუში იმდენად მცირეა, რომ შეუძლებელია 1 კგ წონის გაერთიანებული ნიმუშის აღება, გაერთიანებული ნიმუში წონა შეიძლება შეადგენდეს 1 კგ-ზე ნაკლებს.

 9. პარტია ან ქვეპარტია:

 ა) მისაღებია, თუ ლაბორატორიული ნიმუში შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ მაქსიმალურ ზღვარს, შესწორების კოეფიციენტისა და გაზომვის ცდომილების გათვალისწინებით;

 ბ) მიუღებელია, თუ ლაბორატორიული ნიმუში აღემატება საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ მაქსიმალურ ზღვარს და შესწორების კოეფიციენტისა და გაზომვის ცდომილების გათვალისწინებით არ არსებობს საფუძვლიანი ეჭვი.

მუხლი 12. ბავშვთა კვებისათვის განკუთვნილი სურსათის, ჩვილი და ადრეული ასაკის ბავშვთა კვებისთვის განკუთვნილი მარცვლოვნების ფუძეზე წარმოებული სურსათის ნიმუშის აღების მეთოდი

 1. ამ მუხლით განსაზღვრული მეთოდი გამოიყენება მაქსიმალურად დასაშვები ზღვარის სახელმწიფო კონტროლის დროს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული:

 ა) აფლატოქსინების, ოხრატოქსინი A-ს და Fusarium-ის ტოქსინების რაოდენობის დადგენისათვის ბავშვთა კვებისათვის განკუთვნილი სურსათში, ჩვილი და ადრეული ასაკის ბავშვთა კვებისთვის განკუთვნილი მარცვლოვნების ფუძეზე წარმოებულ სურსათში;

 ბ) აფლატოქსინებისა და ოხრატოქსინი A-ს ტოქსინების რაოდენობის დადგენისათვის სპეციალურად ჩვილი ბავშვებისათვის განკუთვნილ განსაკუთრებული სამედიცინო დანიშნულების დიეტურ სურსათში (გარდა რძისა და რძის პროდუქტებისა);

 გ) პატულინის რაოდენობის დადგენისათვის ბავშვთა კვებისათვის განკუთვნილ სურსათში, ჩვილი და ადრეული ასაკის ბავშვთა კვებისთვის განკუთვნილი მარცვლოვნების ფუძეზე წარმოებულ სურსათში.

 2. ჩვილი და ადრეული ასაკის ბავშვთა კვებისთვის განკუთვნილი სურსათის ნიმუშის აღებისათვის გამოყენებული უნდა იქნეს ამ ტექნიკური რეგლამენტის მე-4 მუხლით განსაზღვრული მარცვლოვანების და მათი გადამუშავებით დამზადებული პროდუქტების ნიმუშების აღების მეთოდი. შესაბამისად, ინკრემენტალური ნიმუშების რაოდენობა დამოკიდებულია პარტიის წონაზე და შეადგენს სულ მცირე 10 და არაუმეტეს 100 -ს, დანართი №2-ის შესაბამისად.

 3. ინკრემენტალური ნიმუშის წონასთან დაკავშირებით გათვალისწინებულ უნდა იქნეს შემდეგი მოთხოვნები:

 ა) ინკრემენტალური ნიმუშის წონა უნდა იყოს დაახლოებით 100 გ;

 ბ) თუ პარტია წარმოდგენილია მცირე ზომის საცალო შეფუთვებით, ინკრემენტალური ნიმუშის წონა დამოკიდებულია საცალო შეფუთვის წონაზე;

 გ) თუ პარტიის მოცულობა ძალიან მცირეა (≤ 0,5 ტონა) შესაძლებელია ნაკლები რაოდენობის ინკრემენტალური ნიმუშის აღება, იმ პირობით, რომ ინკრემენტალური ნიმუშების საერთო წონა უნდა შეადგენდეს არანაკლებ 1 კგ-ს.

 4. ამ მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებით განსაზღვრული მოთხოვნების შეუსრულებლობის შესახებ ჩანაწერი უნდა გაკეთდეს ამ ტექნიკური რეგლამენტის მე-3 მუხლის მე-10 და მე-11 პუნქტებით განსაზღვრული მოთხოვნების შესაბამისად.

 5. გაერთიანებული ნიმუშის წონა შეადგენა 1-დან 10 კგ. ნიმუში კარგად უნდა იქნეს შერეული.

 6. ნიმუშის აღება საცალო ვაჭრობის ეტაპზე უნდა მოხდეს შემდეგი მეთოდით:

 ა) შეძლებისდაგვარად დაკმაყოფილებულ უნდა იქნეს ამ მუხლით განსაზღვრული მოთხოვნები;

 ბ) თუ შეუძლებელია ამ მუხლით განსაზღვრული მოთხოვნების დაკმაყოფილება, ამ შემთხვევაში გამოყენებული უნდა იქნეს საცალო ვაჭრობის ეტაპზე ნიმუშის აღების ალტერნატიული მეთოდი, იმ პირობით, რომ გაერთიანებული ნიმუში მთელი პარტიისათვის იქნება რეპრეზენტატიული, მეთოდი სრულყოფილად იქნება აღწერილი და დოკუმენტირებული.

 7. პარტია ან ქვეპარტია:

 ა) მისაღებია, თუ ლაბორატორიული ნიმუში შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ მაქსიმალურ ზღვარს, შესწორების კოეფიციენტისა და გაზომვის ცდომილების გათვალისწინებით;

 ბ) მიუღებელია, თუ ლაბორატორიული ნიმუში აღემატება საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ მაქსიმალურ ზღვარს და შესწორების კოეფიციენტისა და გაზომვის ცდომილების გათვალისწინებით არ არსებობს საფუძვლიანი ეჭვი.

მუხლი 13. ნიმუშის აღების მეთოდი მცენარეული ზეთისათვის

 1. ამ მუხლით განსაზღვრული მეთოდი გამოიყენება მცენარეულ ზეთებში საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული მიკოტოქსინების, კერძოდ, აფლატოქსინი B1, აფლატოქსინების საერთო (ჯამური) რაოდენობის და ზეარალენონის რაოდენობის დადგენისათვის მაქსიმალურად დასაშვები ზღვარის სახელმწიფო კონტროლის დროს.

 2. ინკრემენტალური ნიმუშის წონასთან დაკავშირებით გათვალისწინებულ უნდა იქნეს შემდეგი მოთხოვნები:

 ა) ინკრემენტალური ნიმუშის წონა უნდა იყოს არანაკლებ 100 გ (მლ). (ტვირთის პარტიის შესაბამისად, მაგ. ჩამოსასხმელი მცენარეული ზეთის შემთხვევაში, აღებული უნდა ქნეს არანაკლებ 3 ინკრემენტალური ნიმუში, 350 მლ ოდენობით), შესაბამისად, გაერთიანებული ნიმუშის წონა უნდა შეადგენდეს არანაკლებ 1 კგ(ლ);

 ბ) პარტიიდან სავალდებულო ინკრემენტალური ნიმუშების მინიმალური რაოდენობა განსაზღვრულია დანართი №19-ით „პარტიიდან ასაღები ინკრემენტალური ნიმუშების მინიმალური რაოდენობა“.

 3. ნიმუშის აღებამდე უნდა მოხდეს პარტიის შეძლებისდაგვარად კარგად შერევა, ხელით შენჯღრევით ან მექანიკური საშუალებით. ამ შემთხვევაში მიიჩნევა, რომ აფლატოქსინი ერთგვაროვნად, ჰომოგენურად არის განაწილებული მოცემულ პარტიაში. შესაბამისად, გაერთიანებული ნიმუშის ფორმირებისათვის საკმარისია პარტიიდან სამი ინკრემენტალური ნიმუშის აღება.

 4. ნიმუშის აღება საცალო ვაჭრობის ეტაპზე უნდა მოხდეს შემდეგი მეთოდით:

 ა) შეძლებისდაგვარად დაკმაყოფილებულ უნდა იქნეს ამ მუხლით განსაზღვრული მოთხოვნები;

 ბ) თუ შეუძლებელია ამ მუხლით განსაზღვრული მოთხოვნების დაკმაყოფილება, ამ შემთხვევაში გამოყენებული უნდა იქნეს საცალო ვაჭრობის ეტაპზე ნიმუშის აღების ალტერნატიული მეთოდი, იმ პირობით, რომ გაერთიანებული ნიმუში მთელი პარტიისათვის იქნება რეპრეზენტატიული, მეთოდი სრულყოფილად იქნება აღწერილი და დოკუმენტირებული. ნებისმიერ შემთხვევაში გაერთიანებული ნიმუშის წონა უნდა შეადგენდეს არანაკლებ 1 კგ-ს;

 გ) იმ შემთხვევაში, თუ ნაწილის წონა, საიდანაც აღებული უნდა იქნეს ნიმუში იმდენად მცირეა, რომ შეუძლებელია 1 კგ წონის გაერთიანებული ნიმუშის აღება, გაერთიანებული ნიმუში წონა შეიძლება შეადგენდეს 1 კგ-ზე ნაკლებს.

 5. პარტია ან ქვეპარტია:

 ა) მისაღებია, თუ ლაბორატორიული ნიმუში შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ მაქსიმალურ ზღვარს, შესწორების კოეფიციენტისა და გაზომვის ცდომილების გათვალისწინებით;

 ბ) მიუღებელია, თუ ლაბორატორიული ნიმუში აღემატება საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ მაქსიმალურ ზღვარს და შესწორების კოეფიციენტისა და გაზომვის ცდომილების გათვალისწინებით არ არსებობს საფუძვლიანი ეჭვი.

მუხლი 14. ნიმუშის აღების მეთოდი ძალიან დიდი ზომის პარტიისათვის ან პარტიისათვის, რომელიც ინახება ან ტრანსპორტირდება ისე, რომ ვერ ხდება მთელი პარტიიდან ნიმუშის აღება

1. თუ ტრანსპორტირების და შენახვის პირობების გამო ვერ ხდება ინკრემენტალური ნიმუშის აღება, ნიმუში, ასეთი ადგილებიდან აღებული უნდა იქნეს პარტიის ნაკადიდან დინამიკაში (დინამიური ნიმუში).

2. რეკომენდებულია დიდ საწყობებში, რომელიც განკუთვნილია სურსათის შესანახად, ბიზნესოპერატორმა დაამონტაჟოს მოწყობილობა, რომლის საშუალებით შესაძლებელი იქნება დასაწყობებული პარტიიდან ნიმუშების ავტომატურად აღება.

3. ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით განსაზღვრული ნიმუშების აღების პროცედურების შესახებ ბიზნესოპერატორი ან მისი წარმომადგენელი უნდა იყოს ინფორმირებული.

4. შესაძლებელია პარტიის ნაწილის ნიმუშის აღება იმ პირობით, რომ შემოწმებული ნაწილი მთელი პარტიის სულ მცირე 10%-ს შეადგენს. იმ შემთხვევაში, თუ ერთი და იგივე კლასის ან აღწერილობის სურსათის პარტიის ნაწილის ნიმუშის აღების შემდეგ დადგინდება რომ იგი ვერ აკმაყოფილებს კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებს, უნდა ჩაითვალოს, რომ მთლიანი პარტია შეუსაბამოა, გარდა იმ შემთხვევისა, თუ შემდგომი დეტალური შეფასებით ვერ იქნება მოპოვებული საკმარისი მტკიცებულება, რომ პარტიის დანარჩენი ნაწილიც უვარგისია.

5. ინკრემენტალური ნიმუშის წონა, გამოიყენება ძალიან დიდი პარტიების შემთხვევაში, ან ისეთი პარტიების შემთხვევაში, რომლებიც დასაწყობებული ან ტრანსპორტირებულია ისე, რომ მთელი პარტიის მასშტაბით ნიმუშის აღება ვერ ხერხდება.

6. ინკრემენტალური ნიმუშების რაოდენობა, რომლებიც აღებული უნდა იქნეს ძალიან დიდი პარტიების შემთხვევაში (პარტიის მოცულობა >500 ტონა), შეადგენს სულ მცირე 100 ინკრემენტალურ ნიმუშს + ტონა. თუმცა, იმ შემთხვევაში, როდესაც პარტიის წონა 1 500 ტონაზე ნაკლებია და შესაძლებელია თითოეული პარტია დაყოფილი უნდა იქნეს ქვეპარტიებად დანართი №1-ის შესაბამისად, იმ პირობით, რომ შესაძლებელია ქვეპარტიის ფიზიკური განცალკევება. ინკრემენტალური ნიმუშების რაოდენობა აღებული უნდა იქნეს დანართი №1-ის მიხედვით.

7. გემით გადაზიდული დიდი პარტიების შემთხვევაში:

ა) ნიმუშის აღება უნდა მოხდეს შემდეგი მოთხოვნების გათვალისწინებით:

ა.ა) სასურველია ნიმუში აღებულ იქნეს ტრანსპორტირების დროს, თანმიმდევრულად;

ა.ბ) ნიმუშის აღება უნდა განხორციელდეს დანაყოფების დონეზე (დანაყოფი, რომლის ფიზიკურად განცალკევებაც შესაძლებელია). თუმცა, დანაყოფები ერთმანეთის მიყოლებით ნაწილობრივ ცარიელდება, რის შედეგადაც საცავში გადატვირთვის შემდეგ პირველადი ფიზიკური დაყოფა აღარ არსებობს. მაშასადამე, ნიმუშის აღება შესაძლოა განხორციელდეს პირველადი ფიზიკური დაყოფის საფუძველზე ან საცავში გადატანის შემდეგ დაყოფის საფუძველზე;

ა.გ) იმ შემთხვევაში, თუ გემის გადმოტვირთვა გრძელდება რამდენიმე დღის განმავლობაში, ნიმუშის აღება ხდება გადმოტვირთვის მთლიან პროცესში რეგულარული ინტერვალებით. თუმცა, ყოველთვის ვერ ხდება უფლებამოსილი პირის დასწრება გადმოტვირთვის მთლიან პროცესზე. ამ დროს შესაძლებელია ნიმუში აღებულ იქნეს პარტიის ნაწილიდან (შემოწმებული ნაწილი). ინკრემენტალური ნიმუშის რაოდენობა დგინდება შემოწმებული ნაწილის ზომის შესაბამისად;

 ა.დ) იმ შემთხვევაშიც კი, თუ ნიმუშის აღება ავტომატური მოწყობილობით ხდება, უფლებამოსილი პირის დასწრება აუცილებელია. თუმცა, იმ დროს, როდესაც ნიმუშის აღება ხორციელდება წინასწარ განსაზღვრული პარამეტრებით, რომელთა შეცვლა შეუძლებელია ნიმუშის აღების პროცესში, ინკრემენტალური ნიმუშები გროვდება დალუქულ კონტეინერში, შესაბამისად, შეუძლებელია რაიმე სახის გაყალბება, ამიტომ უფლებამოსილი პირის დასწრება საჭიროა მხოლოდ ნიმუშის აღების დასაწყისში, როდესაც ყოველ ჯერზე ხდება კონტეინერის შეცვლა, და ასევე ნიმუშების აღების დასრულებისას;

 ბ) სტატიკური (მდგრადი) მეთოდის გამოყენებით გემით გადატანილი პარტიების ნიმუშების აღება უნდა განხორციელდეს შემდეგი მოთხოვნების შესაბამისად:

 ბ.ა) ნიმუშის აღება უნდა განხორციელდეს პარტიის ხელმისაწვდომ ნაწილზე. ინკრემენტალური ნიმუშების რაოდენობა განისაზღვრება შემოწმებული ნაწილის ზომის შესაბამისად;

ბ.ბ) ნიმუშის აღება უნდა განხორციელდეს პარტიის/დანაყოფის ზედა ნაწილიდან. ინკრემენტალური ნიმუშების რაოდენობა განისაზღვრება შემოწმებული ნაწილის ზომის შესაბამისად;

გ) საწყობებში განთავსებული დიდი პარტიებიდან ნიმუშების აღება უნდა განხორციელდეს პარტიის ხელმისაწვდომი ადგილიდან. ინკრემენტალური ნიმუშების რაოდენობა განისაზღვრება შემოწმებული ნაწილის ზომის შესაბამისად;

დ) ნიმუშების აღება საცავებიდან უნდა განხორციელდეს შემდეგი მოთხოვნების შესაბამისად:

დ.ა) ამ პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის „ბ.ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად;

დ.ბ) ნიმუშის აღება საცავიდან, რომელიც არ არის ხელმისაწვდომი ზემოდან (დახურული საცავი) უნდა მოხდეს შემდეგნაირად:

 დ.ბ.ა) იმ შემთხვევაში, თუ მისი ტევადობა >100 ტონა, სურსათის ნიმუშის აღება შეუძლებელია, ბიზნესოპერატორი ვალდებულია შეთანხმების საფუძველზე შეატყობინოს უფლებამოსილ პირს, როდის მოხდება დახურული საცავის სრული ან ნაწილობრივი დაცლა, რათა შესაძლებელი გახდეს ნიმუშის აღება გადატვირთვის პროცესში;

დ.ბ.ბ) იმ შემთხვევაში, თუ მისი ტევადობა <100 ტონა, ნიმუშის აღების პროცედურა მოიცავს საცავში არსებული სურსათის 50-დან 100 კგ ტევადობის კონტეინერებში გადატანის შემდეგ ნიმუშების აღებას. გაერთიანებული ნიმუშის ზომა შეესაბამება მთლიან პარტიას და ინკრემენტალური ნიმუშების რაოდენობა დამოკიდებულია საცავიდან კონტეინერში გადატანილი სურსათის რაოდენობაზე; 

 ე) დიდ დახურულ კონტეინერებში მოთავსებული ნაყარი სახის სურსათის ნიმუშის აღება შესაძლებელია მხოლოდ გადმოტვირთვის დროს. იმ შემთხვევაში, თუ იმპორტის კონტროლის დროს გადმოტვირთვა შეუძლებელია, ნიმუშის აღება უნდა განხორციელდეს ასეთი კონტეინერების დაცლისას. ბიზნესოპერატორმა უნდა აცნობოს უფლებამოსილ პირს კონტეინერების გადმოტვირთვის ადგილისა და თარიღის შესახებ.

მუხლი 15. ნიმუშის აღების მეთოდი ბრინჯისგან დამზადებული სასურსათო (სურსათის) დანამატისათვის, რომელიც მიიღება ბრინჯის წითელი საფუარით (Monascus purpureus) ფერმენტაციით

 1. ამ მუხლით განსაზღვრული მეთოდი გამოიყენება წითელი საფუარით (Monascus purpureus) ფერმენტირებულ ბრინჯისაგან დამზადებული სასურსათო (სურსათის) დანამატებში საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული ციტრინის რაოდენობის დადგენისათვის, მაქსიმალურად დასაშვები ზღვარის სახელმწიფო კონტროლის დროს.

 2. წითელი საფუარით (Monascus purpureus) ფერმენტირებულ ბრინჯისაგან დამზადებული სასურსათო (სურსათის) დანამატები ბაზარზე განთავსებულია საცალო შეფუთვით, რომელიც 30-დან 120 კაფსულას შეიცავს. შესაბამისად ნიმუშების აღება უნდა განხორციელდეს დანართი №21-ის „ნიმუშის აღება წითელი საფუარით (Monascus purpureus) ფერმენტირებული ბრინჯისაგან დამზადებული სასურსათო (სურსათის) დანამატებისათვის“ შესაბამისად.

მუხლი 16. ნიმუშის მომზადებისა და ანალიზის მეთოდების განსაზღვრა სურსათში მიკოტოქსინების სახელმწიფო კონტროლისთვის

 1. ნიმუშის მომზადებისას გასათვალისწინებელია, რომ:

 ა) ნიმუშების მომზადება, კერძოდ, ჰომოგენიზაცია, უკიდურესად ფრთხილად უნდა განხორციელდეს, რამდენადაც მიკოტოქსინები არაერთგვაროვანად არის განაწილებული;

 ბ) მიღებული სრული ნიმუში ჰომოგენიზებულ უნდა იქნეს ლაბორატორიის მიერ;

 გ) აფლატოქსინის განსაზღვრისათვის ნიმუში შეძლებისდაგვარად დაცულ უნდა იქნეს დღის სინთლის ზემოქმედებისაგან, რამდენადაც აფლატოქსინი ულტრაიისფერი სხივების მოქმედებით განიცდის თანდათანობით დაშლას.

 2. აფლატოქსინის განსაზღვრისათვის გაუტეხავი კაკლოვანებისათვის (კაკლოვანები ნაჭუჭით) ნაჭუჭის/გულის თანაფარობის პროპორციის გამოთვლისას გათვალისწინებულ უნდა იქნეს, რომ:

ა) გაუტეხავი კაკლოვანები (კაკლოვანები ნაჭუჭით) უნდა გათავისუფლდეს ნაჭუჭისაგან და აფლატოქსინის განსაზღვრა მოხდეს საჭმელად ვარგის ნაწილში;

ბ) გაუტეხავი კაკლოვანების (კაკლოვანები ნაჭუჭით)ნიმუშის მომზადების და ანალიზის ჩატარებისას გათვალისწინებულ უნდა იქნეს გულის წონა მთლია ნიმუშში. გაერთიანებულ ნიმუშში გულის წონა გამოანგარიშებულ უნდა იქნეს გაუტეხავ კაკლოვანებში (კაკლოვანები ნაჭუჭით) „ნაჭუჭი/გულის“ თანაფარდობის კოეფიციენტის შესაბამისად. აღნიშნული თანაფარდობა გამოიყენება ნიმუშის აღებისა და მომზადების დროს გაერთიანებულ ნიმუშში, ანალიზისათვის საჭირო გულის რაოდენობის დასადგენად;

 გ) აუცილებელია პარტიიდან შემთხვევითი ამორჩევითი მეთოდით აღებულ იქნეს დაახლოებით 100 გაუტეხავი კაკლოვანი (კაკლოვანები ნაჭუჭით) ან გამოიყოს გაერთიანებული ნიმუშიდან. თითოეული ლაბორატორიული ნიმუშისთვის თანაფარდობა შესაძლოა მიღებულ იქნეს გაუტეხავი კაკლოვანის (კაკლოვანები ნაჭუჭით) აწონვით, მისი შემდგომი გატეხვით და ნაჭუჭის მოცილების შემდეგ ნაჭუჭისა და გულის განმეორებითი აწონვით;

 დ) შესაძლებელია ლაბორატორიის მიერ თანაფარდობა „ნაჭუჭი/გული“ დადგენილი და შემდგომი ანალიზებისათვის გამოყენებულ იქნეს ნიმუშების რაოდენობის საფუძველზე. თუმცა, თუ რომელიმე ლაბორატორიის მიერ დადგენილი იქნება თანაფარდობის დარღვევა, მისი დადგენა უნდა მოხდეს დაახლოებით შენახული 100 გაუტეხავი კაკლოვანებით (კაკლოვანები ნაჭუჭით).

 3. ლაბორატორიის მიერ ნიმუშის მიღების შემდეგ უნდა მოხდეს ნიმუშის წვრილად დაფქვა, კარგად შერევა, რათა მიღწეულ იქნეს სრული ჰომოგენიზაცია-ერთგვაროვნება. იმ შემთხვევაში, თუ მაქსიმალური ზღვარის გამოთვლა ხდება მშრალი ნიმუშისათვის, საჭიროა ჰომოგენიზირებული ნიმუშის მშრალი ნივთიერების განსაზღვრა.

 4. რეპლიკატური ნიმუშის აღება ვაჭრობისა და დავების გადაწყვეტისათვის, ასევე ეტალონური მასალის სახით, ხდება ჰომოგენიზირებული გაერთიანებული ნიმუშიდან, ბიზნესოპერატორის უფლებების გათვალისწინებით.

მუხლი 17. მოთხოვნები ლაბორატორიული კონტროლისადმი და ანალიზის მეთოდი, რომელიც გამოიყენება ლაბორატორიაში

 1. ლაბორატორიაში გამოიყენება დამადასტურებელი მეთოდები, რომლის სპეციფიკური მოთხოვნებია:

 ა) სამუშაო კრიტერიუმებთან დაკავშირებით რეკომენდებულია სრულად ვალიდირებული დამადასტურებელი მეთოდების (ე.ი. შესაბამისი მატრიცებისთვის ერთობლივი კვლევებით ვალიდირებული მეთოდების) გამოყენება. შესაძლებელია ასევე სხვა შესაბამისი ვალიდირებული დამადასტურებელი მეთოდების გამოყენება იმ პირობით, რომ დაკმაყოფილებული იქნება დანართი №22 „სამუშაო კრიტერიუმები აფლატოქსინებისათვის“, დანართი №23 „სამუშაო კრიტერიუმები ოხრატოქსინი A- თვის“, დანართი №24 „სამუშაო კრიტერიუმები პატულინისათვის“, დანართი №25 „სამუშაო კრიტერიუმები დეზოქსივანელონისათვის“, დანართი №26 „სამუშაო კრიტერიუმები ზეარალენონისათვის“, დანართი №27 „სამუშაო კრიტერიუმები ფუმონიზინი B1 და B2-სთვის ინდივიდუალურად“, დანართი №28 „სამუშაო კრიტერიუმები T-2 და HT-2 ტოქსინისათვის ინდივიდუალურად“, დანართი №29 „სამუშაო კრიტერიუმები ციტრინინისათვის“ განსაზღვრული სამუშაო კროტერიუმები;

 ბ) თუ შესაძლებელია, შიდალაბორატორიული ვალიდური მეთოდების ვალიდაცია უნდა მოიცავდეს ეტალონურ მასალას;

 გ) გარდა ამ პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული მოთხოვნებისა, შესაძლებელია შიდა-ლაბორატორიული ვალიდირებული მეთოდებით მიდგომისათვის გამოყენებულ იქნეს მიდგომა - „დანიშნულებისამებრ გამოყენებისათვის ვარგისიანობა“ , სახელმწიფო კონტროლისთვის მათი შესაბამისობის შეფასების მიზნით. მეთოდებმა უნდა უზრუნველყოს ისეთი შედეგების მიღება, რომელთა სტანდარტული გაზომვის ცდომილება (u) ნაკლებია ქვემოთ მოცემული ფორმულით გამოთვლილ მაქსიმალური სტანდარტული გაზომვის ცდომილებაზე:

 Uf = √ (LOD/2)2 + (a x C)2

 

სადაც:

 

Uf არის გაზომვის მაქსიმალური სტანდარტული ცდომილება (მგ/კგ)

 

— LOD არის მეთოდის (დეტექციის) დადგენის ზღვარი (მგ/კგ)

- α არის მუდმივა, რიცხობრივი ფაქტორი, რომელიც გამოყენებული უნდა იყოს C მაჩვენებელზე (value) დაყრდნობით. გამოსაყენებელი მონაცემები მოცემულია დანართ №30-ში „რიცხობრივი მაჩვენებლები (მნიშვნელობები),რომლებიც გამოყენებული უნდა იყოს α -სთვის, როგორც მუდმივასთვის, მიზნობრივ კონცენტრაციაზე დაყრდნობით“

— C არის მიზნობრივი კოცენტრაცია (მგ/კგ)

 იმ შემთხვევაში, თუ ანალიზის მეთოდი უზრუნველყოფს იმგვარ შედეგებს, რომლის გაზომვის ცდომილება (u) ნაკლებია მაქსიმალურ სტანდარტულ ცდომილებაზე, მეთოდი მიჩნეული უნდა იქნეს იმ მეთოდის შესაბამისად, რომელიც აკმაყოფილებს ამ პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ სამუშაო კრიტერიუმებს.

 2. ლაბორატორიაში გამოიყენება სკრინინგის ნახევრად რაოდენობრივი მეთოდები, რომლის:

 ა) მოქმედების სფერო:

 ა.ა) ვრცელდება იმუნოდიაგნოსტიკაზე, ან რეცეპტორების ბმაზე დამყარებულ ბიოანალიზურ მეთოდებსა (როგორიცაა ELISA, საზომი ღერძები, გვერდითი ნაკადის მოწყობილობები, იმუნოსენსორები) და ქრომატოგრაფიაზე ან მასსპექტომეტრიით პირდაპირ დეტექციაზე დაფუძნებულ ფიზიკურ-ქიმიურ მეთოდებზე (მაგ. გარემომცველი MS). სხვა მეთოდების (მაგ. თხელფენოვანი ქრომატოგრაფია) გამოყენება არ არის გამორიცხული იმ პირობით, თუ გენერირებული სიგნალები პირდაპირ უკავშირდება მიზნობრივ მიკოტოქსინებს და იძლევა ამ პუნქტის „ა.ბ“, „ა.გ“ და „ა.დ“ ქვეპუნქტებით აღწერილი პრინციპის გამოყენების საშუალებას;

 ა.ბ) ვრცელდება მეთოდებზე, რომელთა გამოყენებით გაზომვის შედეგები, ნორმალურ სტატისტიკურ პირობებში, იძლევა რიცხობრივ მაჩვენებელს (მნიშვნელობას), მაგალითად (ფარდობითი, შესაბამისი) პასუხი საზომი ღერძის მაჩვენებლიდან, სიგნალი LC-MS-დან და ა.შ.;

 ა.გ) არ ვრცელდება მეთოდებზე, რომლებიც არ იძლევა რიცხობრივ მაჩვენებლებს (მაგალითად, მხოლოდ ერთ ხაზს, რომელიც ფიქსირდება ან არ ფიქსირდება). აღნიშნული მეთოდები საჭიროებს ვალიდაციის განსხვავებულ მიდგომებს;

 ა.დ) აღწერს ლაბორატორიათშორისი ვალიდაციის საშუალებით სკრინინგის მეთოდების ვალიდაციის პროცედურებს, მეთოდის გამოყენების ვარგისიანობის შემოწმებას და სკრინინგის მეთოდს;

 ბ) ვალიდაციის მიზანია დაადასტუროს სკრინინგის მეთოდის მოცემული მიზნისთვის (დანიშნულებისთვის) შესაფერისობა (ვარგისიანობა). აღნიშნული ხორციელდება ზღვრული მნიშვნელობის, ცრუ უარყოფითი და ცრუ საეჭვო მაჩვენებლების დონის განსაზღვრით. მათში გაერთიანებულია ისეთი მახასიათებლები, როგორიცაა მგრძნობელობა, შერჩევითობა და სიზუსტე. სკრინინგის მეთოდების ვალიდაცია შესაძლებელია ლაბორატორიათაშორისი ან შიდალაბორატორიული კვლევით (ვალიდაციით) იმ შემთხვევაში, თუ უკვე ხელმისაწვდომია კონკრეტული მიკოტოქსინის/მატრიცის/ STC კომბინაციისთვის ლაბორატორიათაშორისი მონაცემები. მეთოდის შეფასება საკმარისი იქნება მეთოდის განმახორციელებელ ლაბორატორიაში. ვალიდაცია შესაძლებელია იყოს ორი სახის: საწყისი ვალიდაცია შიდალაბორატორიული გამოცდით და საწყისი ვალიდაცია ერთობლივი კვლევის ფარგლებში. მათ შორის:

 ბ.ა) საწყისი ვალიდაცია შიდალაბორატორიული ვალიდაციით ხორციელდება შემდეგი მოთხოვნების გათვალისწინებით:

 ბ.ა.ა) მიკოტოქსინებისათვის უნდა განხორციელდეს მოცემული თითოეული ინდივიდუალური მიკოტოქსინისთვის. ბიოანალიზური მეთოდების შემთხვევაში, რომელიც იძლევა კომბინირებულ პასუხს, კონკრეტული მიკოტოქსინის ჯგუფისთვის (მაგ. აფლატოქსინი B1, B2, G1 და G2; ფუმონიზინები B1 და B2), ნაჩვენები უნდა იქნეს მისი გამოყენებისათვის ვარგისიანობა და მეთოდის ფარგლებში უნდა აღინიშნოს ტესტის შესაძლებლობები (შეზღუდვები). არასასურველი ჯვარედინი რეაქტიულობა (მაგ. DON-3-გლიკოსიდი, 3 ან 15-აცეტილ-DON DON-ის იმუნოლოგიაზე დაფუძნებული მეთოდებისთვის) არ ზრდის მიზნობრივი მიკოტოქსინების ცრუ უარყოფით მაჩვენებელს (დონეს). ეს არასასურველი ზრდა შემცირდება დამადასტურებელი ანალიზებით მიკოტოქსინების ზუსტი იდენტიფიკაციისა და რაოდენობის განსაზღვრისთვის;

 ბ.ა.ბ) ცალკეული სახეობის სურსათის მატრიცისათვის უნდა განხორციელდეს საწყისი ვალიდაცია, ან, როდესაც ცნობილია, რომ მეთოდი სხვადaსხვა სახეობის სურსათთან მიმართებაში გამოიყენება, საწყისი ვალიდაცია განხორციელდება სურსათის თითოეული ჯგუფისთვის. ამ უკანასკნელ შემთხვევაში, ჯგუფიდან შეირჩევა ერთი წარმომადგენლობითი, შესაბამისი სახეობის სურსათი. დანართი №31-ით განსაზღვრულია „სურსათის ჯგუფები სკრინინგის მეთოდების შეფასებისთვის“;

 ბ.ა.გ) ნიმუშების კომპლექტების შეფასებისთვის საჭიროა სხვადასხვა ნიმუშების მინიმალური რაოდენობა - 20 ჰომოგენიზირებული უარყოფითი საკონტროლო ნიმუში და 20 ჰომოგენიზირებული დადებითი საკონტროლო ნიმუში, რომლებიც მიკოტოქსინს შეიცავენ STC-ით, რომელიც RSDRi-ით არის გამოკვლეული 5 დღის განმავლობაში. შესაძლებელია ვალიდაციის კომპლექტს სხვა დონეებზე დაემატოს მიკოტოქსინის შემცველი 20 ნიმუშის დამატებითი კომპლექტი, რათა მიღებულ იქნეს ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რა მასშტაბით არის შესაძლებელი მეთოდის მიერ მიკოტოქსინის სხვადასხვა კონცენტრაციას შორის სხვაობის დადგენა;

 ბ.ა.დ) კონცენტრაციისათვის ხორციელდება რუტინულად (განსაზღვრულად) გამოსაყენებელი თითოეული STC-სთვის აუცილებელი ვალიდაციით;

 ბ.ბ) საწყისი ვალიდაცია, ერთობლივ კვლევის ფარგლებში, ხორციელდება ერთობლივი კვლევების შესახებ არსებული საერთაშორისოდ აღიარებული მოთხოვნების შესაბამისად (მაგ. ISO 5725:1994 ან IUPAC საერთაშორისო ჰარმონიზებული პროტოკოლი). ამისათვის საჭიროა უტყუარი მონაცემების წარდგენა არანაკლებ რვა სხვადასხვა ლაბორატორიიდან. გარდა ამისა, შესაძლებელია ≥20 ნიმუში თითოეულ სურსათზე/დონეზე თანაბრად გადანაწილდეს კვლევებში მონაწილე ლაბორატორიებში, ისე, რომ თითოეულ ლაბორატორიას გადაეცეს არანაკლებ ორი ნიმუში;

 გ) ზღვრული დონის და სუფთა ნიმუშების ცრუ საეჭვო შედეგების სიხშირის - განსაზღვრისათვის:

 გ.ა) საჭირო პარამეტრების გამოთვლის საფუძვლად აღებულია უარყოფითი საკონტროლო და დადებითი საკონტროლო ნიმუშების შესაბამისი პასუხი;

 გ.ბ) მიკოტოქსინის კონცენტრაციის პროპორციული რეაქციის მქონე სკრინინგის მეთოდების შემთხვევაში გამოიყენება შემდეგი ფორმულა:

 

 ზღვარი = RSTC – t- სიდიდე 0,05 * SDSTC,

სადაც,

 

 RSTC = დადებითი საკონტროლო ნიმუშების საშუალო სიდიდე (STC-ზე);

 SDSTC = სტანდარტული გადახრა;

 t- სიდიდე: ერთ მრუდიანი t- სიდიდე 5 %-იანი ცრუ უარყოფითი შედეგების დონისთვის; (მოცემულია დანართი №32-ში - „ერთმრუდიანი t სიდიდე 5%-იანი ცრუ უარყოფითი დონისათვის“);

 გ.გ) მიკოტოქსინის კონცენტრაციის უკუპროპორციული რეაქციის მქონე სკრინინგის მეთოდებისთვის ზღვრული მნიშვნელობა გამოითვლება შემდეგი ფორმულით:

 

 ზღვარი = RSTC + t- სიდ იდე 0,05 * SDSTC

 

ამ სპეციფიკური t-კოეფიციენტის გამოყენებით ზღვრული მნიშვნელობის დადგენისთვის, ცრუ უარყოფითი შედეგების დონე არის 5%-თან ახლოს;

 გ.დ) უარყოფითი საკონტროლო ნიმუშებიდან მიღებული შედეგები, ცრუ საეჭვო შედეგების შესაბამისი დონის შეფასებისას, გამოიყენება დანიშნულებისთვის ვარგისიანობის განსაზღვრისათვის. t- სიდიდე გამოითვლება იმ შემთხვევაში, თუ უარყოფითი საკონტროლო ნიმუშის მნიშვნელობა აღემატება ზღვრულ მნიშვნელობას და ამგვარად, შეცდომით არის კლასიფიცირებული, როგორც საეჭვო;

 t- სიდიდე = (ზღვარი– საშუალო სუფთა)/SDსუფთა , რომელიც გამოიყენება სკრინინგის მეთოდებისთვის, მიკოტოქსინების კონცენტრაციაზე პროპორციული რეაქციით, ან

 t- სიდიდე = (საშუალო სუფთა - ზღვარი)/SDსუფთა , რომელიც გამოიყენება სკრინინგის მეთოდებისთვის, მიკოტოქსინების კონცენტრაციაზე უკუპროპორციული რეაქციით;

t-სიდიდის შესაბამისად, მიღებული ექსპერიმენტების რაოდენობიდან გამოთვლილი თავისუფლების ხარისხის მიხედვით, ცრუ საეჭვო ნიმუშების ალბათობა, ერთმრუდიანი დისტრიბუციისთვის შესაძლებელია გამოითვალოს დანართი №32-ის მიხედვით. ერთმრუდიანი t-სიდიდის შესაბამისი მნიშვნელობა მიუთითებს ცრუ საეჭვო შედეგების დონეზე.

 დ) დაკმაყოფილებისათვის, როდესაც სკრინინგის არსებულ მეთოდის მოქმედების სფეროს ახალი მიკოტოქსინები ემატება, მეთოდის შესაბამისობის დადასტურების მიზნით, საჭიროა სრული ვალიდაციის განხორციელება. იმ შემთხვევაში, როდესაც:

 დ.ა) ცნობილია, ან მოსალოდნელია, რომ სკრინინგის მეთოდი გამოიყენება სხვა სურსათის მიმართაც, უნდა შემოწმდეს ამ სხვა სურსათის ვალიდურობა (საიმედოობა). თუ ახალი სურსათი იმ სასურსათო ჯგუფს ეკუთვნის (იხ.დანართი №31), რომლისთვისაც უკვე განხორციელებულია საწყისი ვალიდაცია, საკმარისია შეზღუდული დამატებითი ვალიდაცია. ამისათვის არანაკლებ 10 ერთგვაროვანი უარყოფითი საკონტროლო და 10 ერთგვაროვანი დადებითი საკონტროლო (STC-ზე) ნიმუში უნდა გაანალიზდეს საშუალო სიზუსტის პირობებში. ყველა დადებითი საკონტროლო ნიმუში უნდა აღემატებოდეს ზღვრულ მნიშვნელობას იმ შემთხვევაში, თუ ეს კრიტერიუმი არ დაკმაყოფილდება, საჭირო იქნება სრული ვალიდაცია;

 დ.ბ) სკრინინგის მეთოდები უკვე წარმატებით იქნა ვალიდირებული ერთობლივი ლაბორატორიული კვლევების დროს, საჭირო ხდება მეთოდის გადამოწმება. ამისათვის არანაკლებ 6 უარყოფითი საკონტროლო და 6 დადებითი საკონტროლო (STC-ზე) ნიმუში უნდა გაანალიზდეს. დადებითი საკონტროლო ყველა ნიმუში ზღვრულ მნიშვნელობას უნდა აღემატებოდეს. თუ ეს კრიტერიუმი არ იქნება დაკმაყოფილებული, საჭირო ხდება სიღრმისეული ლაბორატორიული ანალიზის ჩატარება. მხოლოდ მაკორექტირებელი ქმედების განხოციელების შემდეგ, ამავე ლაბორატორიაში უნდა მოხდეს მეთოდის შესაძლებლობის განმეორებითი გადამოწმება. იმ შემთხვევაში, თუ ლაბორატორიაში ვერ ხდება ერთობლივი ცდებიდან მიღებული შედეგების გადამოწმება, ლაბორატორია ადგენს საკუთარ ზღვრულ მნიშვნელობას, სრული ლაბორატორიული ვალიდაციით;

 დ.გ) ხდება მეთოდის უწყვეტი გადამოწმება - მიმდინარე ვალიდაცია, პირველადი ვალიდაციის შემდეგ საჭირო ხდება სულ მცირე ორი დადებითი საკონტროლო ნიმუშის ჩართვა სკრინინგისთვის განკუთვნილი ნიმუშების თითოეულ პარტიაში, დამატებითი ვალიდაციის მონაცემების მისაღებად. ერთი დადებითი საკონტროლო ნიმუში წარმოადგენს ცნობილ ნიმუშს (მაგ. საწყისი ვალიდაციისას გამოყენებული), მეორე კი იმავე სასურსათო ჯგუფიდან აღებული სხვა სურსათი (იმ შემთხვევაში, თუ კვლევა მხოლოდ ერთ სურსათზე ტარდება, გამოიყენება იმავე სურსათის სხვა ნიმუში). უარყოფითი საკონტროლო ნიმუშის ჩართვა ნებაყოფლობითია. ორივე დადებითი საკონტროლო ნიმუშისთვის მოპოვებული შედეგები ემატება ვალიდაციის არსებულ კომპლექტს. წელიწადში სულ მცირე ერთხელ, განმეორებით დგინდება ზღვრული მნიშვნელობა და განმეორებით (ხელახლა) ფასდება მეთოდის ვალიდურობა. მეთოდის უწყვეტი ვერიფიკაციის მიზნებია:

 დ.გ.ა) სკრინინგისთვის განკუთვნილი ნიმუშების პარტიის ხარისხის კონტროლი; 

 დ.გ.ბ) ინფორმაციის წარმოდგენა მეთოდის განხორციელების შესახებ იმ ლაბორატორიის პირობებში, სადაც ხდება ამ მეთოდის გამოყენება;

დ.გ.გ) სხვადასხვა სურსათთან მიმართებაში მეთოდის გამოყენების შესაძლებლობის დასაბუთება;

დ.გ.დ) დროთა განმავლობაში ზღვრული მნიშვნელობების კორექტირების შესაძლებლობა თანდათანობით გადახრის შემთხვევაში;

 გ) ვალიდაციის ანგარიში უნდა მოიცავდეს:

 გ.ა) STC-ის შესახებ განაცხადს;

 გ.ბ) განაცხადს მიღებულ ზღვრულ მნიშვნელობაზე. ამასთანავე გასათვალისწინებელია, რომ ზღვარს სათანრიგო ციფრების იგივე რაოდენობა უნდა ჰქონდეს, რაც STC-ს. ზღვრის გამოთვლისთვის გამოყენებული რიცხობრივი მნიშვნელობები საჭიროებენ სულ მცირე კიდევ ერთ სათანრიგო ციფრს ვიდრე STC;

 გ.გ) განაცხადს გამოთვლილი ცრუ საეჭვო დონის შესახებ; 

 გ.დ) განაცხადს იმის შესახებ, თუ როგორ იქნა მიღებული მცდარი საეჭვო დონე. ამასთანავე გასათვალისწინებელია, რომ განაცხადი გამოთვლილი ცრუ საეჭვო დონის შესახებ გვიჩვენებს, ვარგისია თუ არა მეთოდი დანიშნულებისთვის, რადგან იგი მიუთითებს სუფთა (ან დაბალი დონის დაბინძურების მქონე) ნიმუშების რაოდენობაზე, რომლებიც ექვემდებარება გადამოწმებას.

მუხლი 18. გაზომვის ცდომილების და აღდგენის გამოთვლის შეფასება, შედეგების წარდგენა

1. დამადასტურებელი მეთოდებისათვის ანალიზის შედეგები წარმოდგენილ უნდა იქნეს როგორც: 

ა) „აღდგენისთვის კორექტირებული“, აღდგენის დონის მითითებით. აღდგენისთვის კორექტირება საჭირო არ არის, თუ აღდგენის დონე 90-დან 110%-ს შორის მერყეობს;

ბ) x +/– U, სადაც x არის ანალიზის შედეგი, ხოლო U წარმოადგენს გაფართოებული გაზომვის უზუსტობას 2-ის დაფარვის ფაქტორის გამოყენებით, რომელიც დაახლოებით 95% სანდოობის დონეს განაპირობებს;

 გ) ცხოველური წარმოშობის სურსათში გაზომვის უზუსტობის გათვალისწინება შესაძლებელია ზღვრული მნიშვნელობის (CCα) დადგენით .თუმცა, იმ შემთხვევაში, თუ ანალიზის შედეგი მაქსიმალურ დონეზე მნიშვნელოვნად (>50 %) დაბალია, ან მაქსიმალურ დონეს მნიშვნელოვნად აღემატება (ე.ი. მაქსიმალურ დონეზე ხუთჯერ და მეტჯერ მაღალია), ასევე იმ პირობით, რომ გამოყენებულია შესაბამისი პროცედურები და ანალიზის მიზანი მხოლოდ სამართლებრივ დებულებებთან შესაბამისობის შემოწმებაა, ანალიზის შედეგის წარმოდგენა შესაძლებელია აღდგენის კორექტირების გარეშე. ასეთ შემთხვევებში გაზომვის უზუსტობა შესაძლებელია არ იქნეს გათვალისწინებული. გამოტოვებულ იქნეს.

2. სკრინინგის მეთოდებისათვის ანალიზის შედეგები წარმოდგენილი უნდა იქნეს როგორც: 

 ა) ,,სავარაუდოდ შეუსაბამო“ , რაც ნიშნავს, რომ ნიმუში აღემატება ზღვრულ დონეს და შესაძლოა შეიცავდეს მიკოტოქსინებს STC-ზე მაღალ დონეზე. ნებისმიერი საეჭვო შედეგი საჭიროებს დამადასტურებელ კვლევებს მიკოტოქსინების ზუსტი იდენტიფიკაციისა და რაოდენობის განსაზღვრისთვის;

 ბ) ,,შესაბამისი“, რაც ნიშნავს, რომ ნიმუშში მიკოტოქსინის შემცველობა არის < STC 95% სანდოობით (ე.ი. არსებობს 5% ალბათობა, რომ ნიმუშები არასწორად დაფიქსირდება, როგორც უარყოფითი). ანალიტიკური შედეგი ფიქსირდება როგორც „< STC-ის დონე“, განსაზღვრული STC დონის მითითებით.

 

 

დანართი №1

 

პარტიის დაყოფა ქვეპარტიებად პროდუქტისა და პარტიის წონის მიხედვით

სურსათის დასახელება

პარტიის წონა

(ტონა)

ქვეპარტიის

წონა ან რაოდენობა

ინკრემენტალური ნიმუშის რაოდენობა

გაერთიანებული ნიმუშის წონა (კგ)

მარცვლოვნები და მარცვლოვნების პროდუქტები

> 300 და < 1 500

3 ქვეპარტია

100

10

≥ 50 და ≤ 300

100 ტონა

100

10

< 50

-

3-100 ( * )

1-10

( * ) პარტიის წონის შესაბამისად (იხილეთ დანართი №2)

 

 

დანართი №2

 

მარცვლოვნებისა და მარცვლოვნების გადამუშავებით დამზადებული პროდუქტის პარტიის წონის შესაბამისად აღებული ინკრემენტალური ნიმუშების რაოდენობა

პარტიის წონა

(ტონა)

ინკრემენტალური ნიმუშების რაოდენობა

გაერთიანებული ნიმუშის წონა (კგ)

≤ 0,05

3

1

> 0,05 - ≤ 0,5

5

1

> 0,5 - ≤1

10

1

> 1 - ≤ 3

20

2

> 3 - ≤ 10

40

4

> 10 - ≤ 20

60

6

> 20 - ≤ 50

100

10

 

 

დანართი №3

 

პარტიის დაყოფა ქვეპარტიებად პროდუქტისა და პარტიის წონის მიხედვით

სურსათის დასახელება

პარტიის წონა

(ტონა)

ქვეპარტიის

წონა ან რაოდენობა

ინკრემენტალური ნიმუშის რაოდენობა

გაერთიანებული ნიმუშის წონა (კგ)

მშრალი ხილი

(ჩირი)

≥ 15

15-30 ტონა

100

10

< 15

-

10-100 ( * )

1-10

( * ) პარტიის წონის შესაბამისად (იხილეთ დანართი №4)

 

 

დანართი №4

 

მშრალი ხილის (ჩირის) პარტიის წონის შესაბამისად აღებული ინკრემენტალური ნიმუშების რაოდენობა

პარტიის წონა

(ტონა)

ინკრემენტალური ნიმუშების რაოდენობა

გაერთიანებული ნიმუშის წონა (კგ)

≤ 0,1

10

1

> 0,1 - ≤ 0,2

15

1,5

> 0,2 - ≤ 0,5

20

2

> 0,5 - ≤ 1,0

30

3

> 1.0 - ≤ 2,0

40

4

> 2,0 - ≤ 5,0

60

6

> 5,0 - ≤ 10,0

80

8

> 10,0 - ≤ 15,0

100

10

 

 

დანართი №5

 

პარტიის დაყოფა ქვეპარტიებად პროდუქტისა და პარტიის წონის მიხედვით

სურსათის დასახელება

პარტიის წონა

(ტონა)

ქვეპარტიის

წონა ან რაოდენობა

ინკრემენტალური ნიმუშის რაოდენობა

გაერთიანებული ნიმუშის წონა (კგ)

ლეღვის ჩირი

≥ 15

15-30 ტონა

100

30

< 15

-

10-100 ( * )

≤ 30

( * ) პარტიის წონის შესაბამისად (იხილეთ დანართი №6)

 

 

დანართი №6

 

პარტიის წონის შესაბამისად აღებული ინკრემენტალური ნიმუშების რაოდენობა და გაერთიანებული ნიმუშების დაყოფა

პარტიის წონა

(ტონა)

ინკრემენტალური ნიმუშების რაოდენობა

გაერთიანებული ნიმუშის წონა (კგ) (საცალო შეფუთვის შემთხვევაში, გაერთიანებული ნიმუშის წონა შესაძლებელია იყოს განსხვავებული. იხ. მუხლი 6 პუნქტი 2, ქვეპუნქტი „ა“)

გაერთიანებული ნიმუშის დაყოფა ლაბორატორიულ ნიმუშებად

≤ 0,1

10

3

1 (არ იყოფა)

> 0,1 - ≤ 0,2

15

4,5

1 (არ იყოფა)

> 0,2 - ≤ 0,5

20

6

1 (არ იყოფა)

> 0,5 - ≤ 1,0

30

9 (<12 კგ)

1 (არ იყოფა)

> 1.0 - ≤ 2,0

40

12

2

> 2,0 - ≤ 5,0

60

18 (<24 კგ)

2

> 5,0 - ≤ 10,0

80

24

3

> 10,0 - ≤ 15,0

100

30

3

 

 

დანართი №7

 

პარტიის წონის შესაბამისად აღებული ინკრემენტალური ნიმუშების რაოდენობა

პარტიის წონა

(ტონა)

ინკრემენტალური ნიმუშების რაოდენობა

გაერთიანებული ნიმუშის წონა (კგ)

≤ 1

10

1

> 1 - ≤ 3

20

2

> 3 - ≤10

40

4

> 10 - ≤ 20

60

6

> 20 - ≤ 50

100

10

 

 

დანართი №8

 

პარტიის დაყოფა ქვეპარტიებად პროდუქტისა და პარტიის წონის მიხედვით

სურსათის დასახელება

პარტიის წონა

(ტონა)

ქვეპარტიის

წონა ან რაოდენობა

ინკრემენტალური ნიმუშის რაოდენობა

გაერთიანებული ნიმუშის წონა (კგ)

მიწის თხილი (არაქისი), სხვა ზეთოვანი კულტურების თესლი, გარგარის კურკა და კაკლოვანები

≥ 500

>125 და < 500

≥15 და ≤ 125

<15

100 ტონა

5 ქვეპარტია

25 ტონა

-

100

100

100

10-100 ( * )

20

20

20

 ≤ 20

( * ) პარტიის წონის შესაბამისად (იხილეთ დანართი №9)

 

 

დანართი №9

 

პარტიის წონის შესაბამისად აღებული ინკრემენტალური ნიმუშების რაოდენობა და გაერთიანებული ნიმუშების დაყოფა

პარტიის წონა

(ტონა)

ინკრემენტალური ნიმუშების რაოდენობა

გაერთიანებული ნიმუშის წონა (კგ) (საცალო შეფუთვის შემთხვევაში, გაერთიანებული ნიმუშის წონა შესაძლებელია იყოს განსხვავებული. იხ. მუხლი 6 პუნქტი 3, ქვეპუნქტი „ა.ა“)

გაერთიანებული ნიმუშის დაყოფა ლაბორატორიულ ნიმუშებად

≤ 0,1

10

2

1 (არ იყოფა)

> 0,1 - ≤ 0,2

15

3

1 (არ იყოფა)

> 0,2 - ≤ 0,5

20

4

1 (არ იყოფა)

> 0,5 - ≤ 1,0

30

6

1 (არ იყოფა)

> 1.0 - ≤ 2,0

40

8 (<12 კგ)

1 (არ იყოფა)

> 2,0 - ≤ 5,0

60

12

2

> 5,0 - ≤ 10,0

80

16

2

> 10,0 - ≤ 15,0

100

20

2

 

 

დანართი №10

 

პარტიის წონის შესაბამისად აღებული ინკრემენტალური ნიმუშების რაოდენობა

პარტიის წონა

(ტონა)

ინკრემენტალური ნიმუშების რაოდენობა

გაერთიანებული ნიმუშის წონა (კგ)

≤ 1

10

1

> 1 - ≤ 3

20

2

> 3 - ≤10

40

4

> 10 - ≤ 20

60

6

> 20 - ≤ 50

100

10

 

 

დანართი №11

 

პარტიის დაყოფა ქვეპარტიებად პროდუქტისა და პარტიის წონის მიხედვით

სურსათის დასახელება

პარტიის წონა

(ტონა)

ქვეპარტიის

წონა ან რაოდენობა

ინკრემენტალური ნიმუშის რაოდენობა

გაერთიანებული ნიმუშის წონა (კგ)

სანელებლები

≥ 15

25 ტონა

100

10

< 15

-

5-100 ( * )

0,5-10

( * ) პარტიის წონის შესაბამისად (იხილეთ დანართი №12)

 

 

დანართი №12

 

პარტიის წონის შესაბამისად აღებული ინკრემენტალური ნიმუშების რაოდენობა სანელებლებისათვის

პარტიის წონა

(ტონა)

ინკრემენტალური ნიმუშების რაოდენობა

გაერთიანებული ნიმუშის წონა (კგ)

≤ 0,01

5

0,5

> 0,01 - ≤ 0,1

10

1

> 0,1 - ≤ 0,2

15

1,5

> 0,2- ≤ 0,5

20

2

> 0,5 - ≤ 1,0

30

3

> 1,0 - ≤ 2,0

40

4

> 2,0 - ≤ 5,0

60

6

> 5,0 - ≤ 10,0

80

8

> 10,0 - ≤ 15,0

100

10

 

 

დანართი №13

პარტიიდან ასაღები ინკრემენტალური ნიმუშების მინიმალური რაოდენობა

 

გამოშვების ფორმა

პარტიის მოცულობა ან წონა

(ლიტრი ან კგ)

ინკრემენტალური ნიმუშების მინიმალური რაოდენობა

გაერთიანებული ნიმუშის მინიმალური მოცულობა ან წონა

(ლიტრი ან კგ)

ჩამოსასხმელი

-

3-5

1

ბოთლი/პაკეტი

≤ 50

3

1

ბოთლი/პაკეტი

50-დან 500-მდე

5

1

ბოთლი/პაკეტი

> 500

10

1

 

 

დანართი №14

პარტიის დაყოფა ქვეპარტიებად პროდუქტისა და პარტიის წონის მიხედვით

სურსათის დასახელება

პარტიის წონა

(ტონა)

ქვეპარტიის

წონა ან რაოდენობა

ინკრემენტალური ნიმუშის რაოდენობა

გაერთიანებული ნიმუშის წონა (კგ)

ყავის მოხალული მარცვლი, ყავის მოხალული დაფქვილი მარცვალი, ხსნადი ყავა, ძირტკბილას ფესვები, ძირტკბილას ექსტრაქტი

≥ 15

15-30 ტონა

100

10

 

< 15

 

-

 

10-100 ( * )

 

1-10

( * ) პარტიის წონის შესაბამისად (იხილეთ დანართი №15)

 

 

დანართი №15

 

ყავის მოხალული მარცვლის, ყავის მოხალული დაფქვილი მარცვლის, ხსნადი ყავის, ძირტკბილას ფესვებისა და ძირტკბილას ექსტრაქტის პარტიის წონის შესაბამისად აღებული ინკრემენტალური ნიმუშების რაოდენობა

პარტიის წონა

(ტონა)

ინკრემენტალური ნიმუშების რაოდენობა

გაერთიანებული ნიმუშის წონა (კგ)

≤ 0,1

10

1

> 0,1 - ≤ 0,2

15

1,5

> 0,2 - ≤ 0,5

20

2

> 0,5 - ≤ 1,0

30

3

> 1,0 - ≤ 2,0

40

4

> 2,0 - ≤ 5,0

60

6

> 5,0 - ≤ 10,0

80

8

> 10,0 - ≤ 15,0

100

10

 

 

დანართი №16

 

პარტიიდან ასაღები ინკრემენტალური ნიმუშების მინიმალური რაოდენობა

გამოშვების (სარეალიზაციო) ფორმა

პარტიის მოცულობა

(ლიტრი)

ინკრემენტალური ნიმუშების ასაღები მინიმალური რაოდენობა

გაერთიანებული ნიმუშის მინიმალური მოცულობა

(ლიტრი)

ჩამოსასხმელი (ხილის წვენები,ალკოჰოლური სასმელები, სიდრი, ღვინო)

-

3

1

ბოთლი/პაკეტი (ხილის წვენები, ალკოჰოლური სასმელები,სიდრი)

≤ 50

3

1

ბოთლი/პაკეტი (ხილის წვენები, ალკოჰოლური სასმელები,სიდრი)

50-დან 500-მდე

5

1

ბოთლი/პაკეტი (ხილის წვენები, ალკოჰოლური სასმელები,სიდრი)

> 500

10

1

ბოთლი/პაკეტი (ღვინო)

≤ 50

1

1

ბოთლი/პაკეტი (ღვინო)

50-დან 500-მდე

2

1

ბოთლი/პაკეტი (ღვინო)

> 500

3

1

 

 

დანართი №17

 

პარტიიდან ასაღები ინკრემენტალური ნიმუშების მინიმალური რაოდენობა

 

პარტიის მოცულობა

( კგ)

ასაღები ინკრემენტალური ნიმუშების მინიმალური რაოდენობა

გაერთიანებული ნიმუშის წონა

( კგ)

< 50

3

1

50-დან 500-მდე

5

1

> 500

10

1

 

 

დანართი №18

 

შეფუთვების (ინკრემენტალური ნიმუშების) რაოდენობა, რომელიც აღებული უნდა იქნეს გაერთიანებული ნიმუშის ფორმირებისათვის, როდესაც პარტია წარმოდგენილია ინდივიდუალური შეფუთვით

 

პარტიაში შეფუთვების ან ერთეულის რაოდენობა

შეფუთვების ან ერთეულის რაოდენობა, რომელიც უნდა იქნეს აღებული

გაერთიანებული ნიმუშის წონა

( კგ)

1- დან 25-მდე

1 შეფუთვა ან ერთეული

1

26 -დან 100-მდე

დაახლოებით 5%, სულ მცირე 2 შეფუთვა ან ერთეული

1

> 100

დაახლოებით 5%, არაუმეტეს 10 შეფუთვა ან ერთეული

1

 

 

დანართი №19

 

 პარტიიდან ასაღები ინკრემენტალური ნიმუშების მინიმალური რაოდენობა

 

სარეალიზაციო (გამოშვების) ფორმა

პარტიის მოცულობა (ლ)

პარტიის წონა (კგ)

ასაღები ინკრემენტალური ნიმუშების მინიმალური რაოდენობა

ჩამოსასხმელი (* )

-

3

შეფუთული (დაფასოებული)

≤ 50

3

შეფუთული (დაფასოებული)

>50-დან 500 -მდე

5

შეფუთული (დაფასოებული)

>500

10

(* ) იმ პირობით, რომ ქვეპარტიის ფიზიკური განცალკევება შესაძლებელია, მცენარეული ზეთის დიდი, საბითუმო პარტია დაყოფილი უნდა იქნეს ქვეპარტიებად დანართი №20 ის შესაბამისად, „პარტიების დაყოფა ქვეპარტიებად პარტიის წონის შესაბამისად“.

 

 

დანართი №20

 

პარტიების დაყოფა ქვეპარტიებად პარტიის წონის შესაბამისად

სურსათის დასახელება

პარტიის წონა

(ტონა)

ქვეპარტიის

წონა ან რაოდენობა

ინკრემენტალური ნიმუშის მინიმალური რაოდენობა

მინიმალური გაერთიანებული ნიმუშის წონა (კგ)

მცენარეული ზეთი

≥ 1500

 500 ტონა

3

1

>300-დან < 1500 -მდე

3 ქვეპარტია

3

1

≥ 50 და ≤ 300

100 ტონა

3

1

 

< 50

 

-

 

3

 

1

 

 

დანართი №21

 

ნიმუშის აღება წითელი საფუარით (Mo№ascus purpureus) ფერმენტირებული ბრინჯისაგან დამზადებული სასურსათო (სურსათის) დანამატებისათვის

პარტიის ზომა

(საცალო შეფუთვების რაოდენობა)

ნიმუშისათვის ასაღები საცალო შეფუთვების რაოდენობა

ნიმუშის ზომა

1-50

1

ყველა კაფსულა

51-250

2

ყველა კაფსულა

251-1000

4

ნიმუშისთვის აღებული თითოეული საცალო შეფუთვიდან, კაფსულების ნახევარი

>1000

4 + 1 საცალო შეფუთვა ყოველ 1 000 საცალო შეფუთვაზე, არაუმეტეს 25 საცალო შეფუთვა

თუ საცალო შეფუთვა ≤ 10, მაშინ თითოეული საცალო შეფუთვიდან აღებული უნდა იქნეს კაფსულების ნახევარი, თუ საცალო შეფუთვა > 10, მაშინ თითოეული საცალო შეფუთვიდან აღებული უნდა იქნეს კაფსულების თანაბარი რაოდენობა, რათა მიღებულ იქნეს 5 საცალო შეფუთვის ეკვივალენტური ნიმუში

 

 

დანართი № 22

 

სამუშაო კრიტერიუმები აფლატოქსინებისათვის

კრიტერიუმი

კონცენტრაციის დიაპაზონი

რეკომენდებული მაჩვენებელი

მაქსიმალურად დასაშვები ზღვარი

სუფთა ნიმუში

ყველა

არ მიიღება მხედველობაში

-

 

 

 

 

აღდგენა — აფლატოქსინი M1

0,01-0,05 მგ/კგ

60 – 120 %

 

 

> 0,05 მგ/კგ

70 - 110 %

 

 

 

 

 

აღდგენა-აფლატოქსინი B1, B2, G1, G2

< 1,0 მგ/კგ

50 – 120 %

 

 

 1-10 მგ/კგ

70 – 110 %

 

 

> 10 მგ/კგ

80 -110 %

 

 

 

 

 

შედეგიანობის RSDR

ყველა

Horwitz-ის განტოლების მიხედვით (*) (**)

2 × Horwitz-ის განტოლების თანახმად მიღებული მაჩვენებელზე(*) (**)

განმეორებადობა RSDr, შესაძლოა გამოთვლილ იქნეს როგორც 0,66 -ჯერ RSDR შედეგიანობა მიზნობრივი კონცენტრაციისას

 შენიშვნა:

— მაჩვენებლები, რომლებიც გამოყენებული უნდა იქნეს როგორც B1-სთვის, აგრეთვე (B1 + B2 + G1 + G2) ჯამისათვის ;

— იმ შემთხვევაში, თუ საჭიროა ინდივიდუალური აფლატოქსინების B1 + B2 + G1 + G2 ჯამის დაფიქსირება, ცნობილი უნდა იყოს თითოეულის პასუხი ანალიზურ სისტემაზე ან მისი ეკვივალენტი.

 

 

 დანართი №23

სამუშაო კრიტერიუმები ოხრატოქსინი A- სთვის

დონე (მგ/კგ)

 

ოხრატოქსინი A

< 1

RSDr %

RSDR %

აღდგენა %

≤ 40

≤ 60

50 – 120

≥ 1

≤ 20

≤ 30

70 – 110

 

 

 დანართი №24

 

სამუშაო კრიტერიუმები პატულინისათვის

დონე (მგ/კგ)

 

პატულინი

 

RSDr %

RSDR %

აღდგენა %

< 20

≤ 30

≤ 40

50 – 120

20-50

≤ 20

≤ 30

70 -105

> 50

≤ 15

≤ 25

75 – 105

 

 

დანართი №25

 

 სამუშაო კრიტერიუმები დეზოქსივანელონისათვის

 დონე(მგ/კგ)

 დეზოქსივანელონი

RSDr %

RSDR %

აღდგენა %

 > 100-≤ 500

 ≤20

 ≤ 40

 60 - 110

 >500

 ≤ 20

 ≤ 40

 70 - 120

 

 

 

 

 

 

 დანართი №26

 

სამუშაო კრიტერიუმები ზეარალენონისათვის

 

დონე(მგ/კგ)

 

 ზეარალენონი

RSDr %

RSDR %

აღდგენა %

 ≤ 50

 ≤ 40

 ≤ 50

 60 - 120

 > 50

 ≤ 25

 ≤ 40

 70 - 120

 

 

 დანართი №27

 

 სამუშაო კრიტერიუმები ფუმონიზინი B1 და B 2 -სთვის ინდივიდუალურად

— დონე(მგ/კგ)

ფუმონიზინი B1 და B 2 -სთვის ინდივიდუალურად

RSDr %

RSDR %

აღდგენა %

 ≤ 500

 ≤30

 ≤ 60

 60 - 120

 >500

 ≤ 20

 ≤ 30

 70 - 110

 

 

 დანართი №28

 

სამუშაო კრიტერიუმები T-2 და HT-2 ტოქსინისათვის ინდივიდუალურად

 დონე(მგ/კგ)

T-2 და HT-2 ტოქსინისათვის ინდივიდუალურად

RSDr %

RSDR %

აღდგენა %

 15-250

 ≤30

 ≤ 50

 60 - 130

 >250

 ≤25

 ≤ 40

 60 -130

 

 

 დანართი №29

 

სამუშაო კრიტერიუმები ციტრინინისათვის

დონე მგ/კგ

ციტრინინი

RSDr %

 

რეკომენდებული RSDR %

მაქსიმალური ნებადართული RSDR %

აღდგენა %

ყველა

0,66 × RSDR

Horwitz-ის განტოლების მიხედვით (*) (**)

2 ×Horwitz-ის განტოლების თანახმად

(შედეგად) მიღებული მაჩვენებელზე (*) (**)

70 – 120

 

 შენიშვნა მიკოტოქსინებისათვის ეფექტიანობის კრიტერიუმებისათვის:

- გამოყენებული მეთოდების დეტექციის ზღვარი არ არის დადგენილი, რამდენადაც მიზნობრივ კონცენტრაციებში მოცემულია სიზუსტის მაჩვენებელი;

 - სიზუსტე გამოითვლება Horwitz-ის განტოლებით, კერძოდ Horwitz-ის ორიგინალი (თავდაპირველი) განტოლებით (კონცენტრაციებისთვის 1,2 × 10–7 ≤ C ≤ 0,138) (*) და Horwitz-ის მოდიფიცირებული განტოლებით (კონცენტრაციებისთვის C < 1,2 × 10–7) (**).

 (*) Horwitz განტოლება კონცენტრაციებისთვის 1,2 × 10–7 ≤ C ≤ 0,138:

RSDR = 2(1-0.5logC)

 (W.Horwitz,L.R.Kamps,K.W. Boyer, J.Assoc.Off.Analy.Chem.,1980, 63, მეთოდის მიხედვით)

 (**) Horwitz-ის მოდიფიცირებული განტოლება (*) კონცენტრაციებისთვის C < 1,2 × 10–7:

 RSDR = 22 % ( M. Thompson, Analyst, 2000, 125, გვ. 385-386, მიხედვით)

სადაც:

— RSDR არის ფარდობითი სტანდარტული გადახრა, რომელიც გამოითვლება შედეგიანობის პირობებში მიღებული შედეგებიდან [(sR/) × 100];

— C არის კონცენტრაციების თანაფარდობა (ე.ი. 1 = 100g/100g, 0,001 = 1 000 მგ/კგ)

ეს არის სიზუსტის განზოგადებული განტოლება, რომელიც საანალიზო კომპონენტისა და მატრიცისაგან დამოუკიდებელია, თუმცა დამოკიდებულია გამოკვლევების უმეტესი რუტინული მეთოდების კონცენტრაციაზე. 

 

 

დანართი № 30

 

რიცხობრივი მაჩვენებლები (მნიშვნელობები),რომლებიც გამოყენებული უნდა იყოს

α -სთვის, როგორც მუდმივასთვის, მიზნობრივ კონცენტრაციაზე დაყრდნობით

 

C (მგ/კგ)

α

≤ 50

0,2

51-500

0,18

501-1 000

0,15

1 001-10 000

0,12

> 10 000

0,1

 

 

დანართი №31

 

სურსათის ჯგუფები სკრინინგის მეთოდების შეფასებისთვის

სურსათის ჯგუფები

საქონლის კატეგორიები

კატეგორიაში არსებული ტიპური წარმომადგენლობითი საქონელი

წყლის მაღალი შემცველობა

ხილის წვენები

ვაშლის წვენი, ყურძნის წვენი

ალკოჰოლური სასმელები

ღვინო, ლუდი, სიდრი

 ფესვიანი და ბოლქვიანი ბოსტნეული

ახალი კოჭა

ბურღულეული ან ხილის პიურეები 

ახალშობილებისთვის და მცირეწლოვანი ბავშვებისთვის განკუთვნილი პიურეები 

ზეთის მაღალი შემცველობა

კაკლოვანები

კაკალი, თხილი, წაბლი

ზეთის შემცველი მარცვლეული და მისგან წარმოებული პროდუქცია 

მზესუმზირა, ბამბის თესლი, სოიოს მარცვალი, არაქისი, შირბახტი და ა.შ.

ცხიმიანი ხილი და მისი პროდუქტები

ზეთი და პასტა(მაგ. არაქისის კარაქი, ტაჰინა)

სახამებლის ან / და ცილის მაღალი შემცველობა და წყლის და ცხიმის დაბალი და შემცველობა

ბურღულეული და მისი პროდუქტები

ხორბალი, ჭვავი, ქერი, სიმინდი, ბრინჯი, შვრია ცეხვილი პური, თეთრი პური, კრეკერი, საუზმის ბურღულეული, მაკარონი

დიეტური პროდუქტები

ფხვნილები ჩვილი და მცირეწლოვანი ბავშვების საკვების მოსამზადებლად

მაღალი სიმჟავის და მაღალი წყლის შემცველობა (*)

ციტრუსი

 

‘რთული ან უნიკალური საქონელი’ (**)

 

კაკაოს მარცვლები და მისი პროდუქტები, ქოქოსი და მისი პროდუქტები, ყავა, ჩაი სანელებლები, ძირტკბილა

შაქრის მაღალი და წყლის დაბალი შემცველობა

მშრალი ხილი (ჩირი)

ლეღვის ჩირი, ქიშმიში-(ქიშმიშის სხვადასხვა სახეობა)

raisins, currants, sultanas

raisins, currants, sultanas????

რძე და რძის პროდუქტები

რძე

ძროხის, თხის და კამეჩის რძე

ყველი

ძროხის, თხის ყველი

რძის პროდუქტები (მაგ. რძის ფხვნილი)

იოგურტი, ნაღები

(*) იმ შემთხვევაში, თუ ექსტრაქციის ეტაპზე გამოყენებული იქნება ბუფერული ხსნარი pH-ის ცვლილებების დასტაბილურობის მიზნით, ეს სურსათის ჯგუფი შეიძლება გაერთიანდეს ერთ სასურსათო ჯგუფში ,,წყლის მაღალი შემცველობა“

(**) ,,რთული ან უნიკალური სურსათი“ შეიძლება იქნეს სრულად ვალიდური, თუ მათი ანალიზი ხშირად ხორციელდება. თუ მათი ანალიზი იშვიათად ხორციელდება, ვალდიაცია შესაძლოა შემოიფარგლოს მხოლოდ სუფთა განზავებული ან სუფთა ექტრაქტების გამოყენებით.

 

 

 დანართი №32

 

 ერთმრუდიანი t სიდიდე 5%-იანი ცრუ უარყოფითი დონისათვის

თავისუფლების ხარისხი (ები)

განმეორებითი ნიმუშების რაოდენობა

t-მაჩვენებელი 

(5 %)

10

11

1,812

11

12

1,796

12

13

1,782

13

14

1,771

14

15

1,761

15

16

1,753

16

17

1,746

17

18

1,74

18

19

1,734

19

20

1,729

20

21

1,725

21

22

1,721

22

23

1,717

23

24

1,714

24

25

1,711

25

26

1,708

26

27

1,706

27

28

1,703

28

29

1,701

29

30

1,699

30

31

1,697

40

41

1,684

60

61

1,671

120

121

1,658

1,645