„ბიუჯეტის შემოსულობების სახაზინო კოდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 22 ნოემბრის N1226 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ბიუჯეტის შემოსულობების სახაზინო კოდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 22 ნოემბრის N1226 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 274
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ფინანსთა მინისტრი
მიღების თარიღი 04/11/2016
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 07/11/2016
სარეგისტრაციო კოდი 190040000.22.033.016907
274
04/11/2016
ვებგვერდი, 07/11/2016
190040000.22.033.016907
„ბიუჯეტის შემოსულობების სახაზინო კოდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 22 ნოემბრის N1226 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს ფინანსთა მინისტრი
 

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება №274

2016 წლის 4 ნოემბერი

ქ. თბილისი

 

„ბიუჯეტის შემოსულობების სახაზინო კოდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 22 ნოემბრის №1226 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
„ბიუჯეტის შემოსულობების სახაზინო კოდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 22 ნოემბრის №1226 ბრძანებაში (სსმ III, 29.11.2007წ., №169, მუხლი1871) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანებით დამტკიცებული:
1. დანართ №2-ში სახაზინო კოდის - 1359 - ა(ა)იპ „ქალაქ ახალციხის ტბა“ შემდეგ დამატებულ იქნეს შემდეგი შინაარსის სახაზინო კოდები:

1360

5000

ა(ა)იპ „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის გიორგი ალექსიძის სახელობის კამერული დასი - თბილისის თანამედროვე ბალეტი“

1361

5001

ა(ა)იპ „ხელვაჩაურის სასაფლაოები“

 

2. დანართ №3-ში:
ა) ამოღებულ იქნეს შემდეგი ბიუჯეტის შემოსულობების სახის განმსაზღვრელი სახაზინო კოდი:

მოსაკრებელი შეზღუდულად ბრუნვადი მასალების წარმოების, ტრანსპორტირების, იმპორტის, ექსპორტის, რეექსპორტის ან ტრანზიტის ნებართვაზე

3082

 

ბ)  სახაზინო კოდის – 3100 – „მოსაკრებელი კულტურული მემკვიდრეობის  ძეგლზე სამუშაოების, არქეოლოგიური სამუშაოებისა და საქართველოს კულტურულ ფასეულობათა საქართველოდან გატანის ნებართვაზე“ სახაზინო კოდის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის სახაზინო კოდები:

მოსაკრებელი ნარჩენების იმპორტის, ექსპორტის, და ტრანზიტის ნებართვაზე

3101

მოსაკრებელი ოზონდამშლელი ნივთიერებების იმპორტის, ექსპორტის, რეექსპორტის და ტრანზიტის ნებართვაზე

3102

 

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-3 დღეს.

ფინანსთა მინისტრინოდარ ხადური