დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის შემოტანასთან/საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანასთან და დეკლარირებასთან დაკავშირებული პროცედურების განხორციელების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2012 წლის 1 აგვისტოს №12858 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 29290 |
დოკუმენტის მიმღები | შემოსავლების სამსახური |
მიღების თარიღი | 27/10/2016 |
დოკუმენტის ტიპი | შემოსავლების სამსახურის ინდივიდუალურ-ადმინისტრაციული აქტი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 31/10/2016 |
ძალაში შესვლის თარიღი | 27/10/2016 |
ძალის დაკარგვის თარიღი | 01/09/2019 |
სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.00.016386 |
შემოსავლების სამსახურის უფროსის
ბრძანება №29290
2016 წლის 27 ოქტომბერი
ქ. თბილისი
„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის შემოტანასთან/საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანასთან და დეკლარირებასთან დაკავშირებული პროცედურების განხორციელების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2012 წლის 1 აგვისტოს №12858 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლისა და საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 23 მაისის №303 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის დებულების“ მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „უ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
1. „საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის შემოტანასთან/საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანასთან და დეკლარირებასთან დაკავშირებული პროცედურების განხორციელების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2012 წლის 1 აგვისტოს №12858 ბრძანების პირველი პუნქტის:
ა) „ა“ ქვეპუნქტით დამტკიცებული „საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის შემოტანასთან/საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანასთან და დეკლარირებასთან დაკავშირებული პროცედურების განხორციელების ინსტრუქციის“ (დანართი №1):
ა.ა) მე-2 მუხლის:
ა.ა.ა) 28-ე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„28. გრაფა 55 – „გადატვირთვა” – ივსება ავარიის ან/და დაუძლეველი ძალის მოქმედების დროს საქონლის ერთი სატრანსპორტო საშუალებიდან სხვა სატრანსპორტო საშუალებაში (მათ შორის, კონტეინერში) საბაჟო კონტროლის ქვეშ გადატვირთვის შემთხვევაში. საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი თანამშრომელი ვალდებულია, გამოწერილ მოწმობაში, გადატვირთვის ოპერაციის დასრულებისთანავე ხელით, ხოლო მომდევნო სამუშაო დღის 12 საათამდე ელექტრონულად, შეიტანოს გადატვირთვის შესახებ მონაცემები, კერძოდ:
ა) გრაფის განყოფილებაში „ადგილი და ქვეყანა” – მიეთითება ადმინისტრაციული ერთეულისა და დასახლებული პუნქტის (თუ გადატვირთვის აუცილებლობა წარმოიშვა დასახლებული პუნქტის ადმინისტრაციულ ტერიტორიაზე) დასახელება;
ბ) განყოფილებაში „ახალი სატრანს. საშ. იდენტ.” – მიეთითება ახალი სატრანსპორტო საშუალების შესახებ მონაცემები, მოწმობის მე-18 გრაფის შევსების წესის შესაბამისად;
გ) განყოფილებაში „კტ” – ახალ კონტეინერში საქონლის გადატვირთვისას, კონტეინერის ველის გასააქტიურებელ კვადრატში დაისმება ციფრი „1” და მეორე ნაწილში მიეთითება კონტეინერის ნომერი. იმ შემთხვევაში, თუ არ ხდება ახალ კონტეინერში საქონლის ჩატვირთვა, აღნიშნული კვადრატი არ ივსება;
დ) განყოფილება „ახალი კონტეინ. იდენტ” ივსება, როცა განყოფილებაში „კტ” მითითებულია კოდირებული მონაცემი „1”, ასეთ დროს ეთითება გამგზავნი საგადასახადო ორგანოს თანამშრომლის მიერ დადებული ლუქების რაოდენობა (ციფრებით);
ე) განყოფილებაში „ლუქის ახალი №№”:
ე.ა) მიეთითება შემდეგი კოდირებული ციფრული მონაცემები:
ე.ა.ა) 0 – იმ შემთხვევაში, როცა არ არის საჭირო ლუქების დადება (მაგ., დიდგაბარიტიანი საქონელი);
ე.ა.ბ) 1 – მხოლოდ სარკინიგზო გადაზიდვის შემთხვევაში, როცა რკინიგზის მიერ არ არის მოწოდებული ინფორმაცია ლუქების დადების შესახებ;
ე.ა.გ) 2 – მხოლოდ სარკინიგზო გადაზიდვის შემთხვევაში, როცა რკინიგზის მიერ მოწოდებულია ინფორმაცია ლუქების დადების შესახებ;
ე.ა.დ) 5 – როცა სატრანსპორტო საშუალებაზე იდება ლუქები;
ე.ბ) ქვეგანყოფილება „იდენტ.” ივსება გრაფის განყოფილებაში „ლუქის ახალი №№” კოდირებული მონაცემი „5“-ის ჩაწერისას და მიეთითება იდენტიფიკაციის საშუალებ(ებ)ის ტიპი („1“ – ძალოვანი ლუქის შემთხვევაში, „2“ – მწებავი ლენტის შემთხვევაში), ხოლო მძიმის შემდეგ ნომერი. რამდენიმე იდენტიფიკაციის საშუალების შემთხვევაში მიეთითება თითოეულის ნომერი სრულად, რომლებიც ერთმანეთისგან გამოიყოფა მძიმით, ხოლო თუ ისინი თანმიმდევრობითაა აღებული, პირველი ნომერი ჩაიწერება სრულად, მომდევნო იდენტიფიკაციის საშუალებებზე კი მხოლოდ ნომრ(ებ)ის ბოლო ორი ციფრი, რომლებიც ერთმანეთისგან გამოიყოფა წილადის ხაზებით. ამასთან, იდენტიფიკაციის საშუალებ(ებ)ის ნომერი/ნომრები მიეთითება მხოლოდ ციფრებით;“;
ვ) განყოფილებაში „ხელმოწერა”, „ბეჭედი” – მონაცემების სინამდვილის დადასტურებისთვის დაისმება ხელმოწერა და პირადნომრიანი ბეჭედი ან საბაჟო დეპარტამენტის შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის/ქვედანაყოფის მრგვალი ბეჭედი.
ა.ა.ბ) 32-ე პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„გ) განყოფილება „იდენტ” ივსება განყოფილებაში „ლუქი“ კოდირებული მონაცემი „4“-ის ან „5“-ის ჩაწერისას და მიეთითება გამგზავნი საგადასახადო ორგანოს თანამშრომლის მიერ დადებული იდენტიფიკაციის საშუალებ(ებ)ის ტიპი („1“ – ძალოვანი ლუქის შემთხვევაში, „2“ – მწებავი ლენტის შემთხვევაში), ხოლო მძიმის შემდეგ ნომერი. რამდენიმე იდენტიფიკაციის საშუალების შემთხვევაში მიეთითება თითოეულის ნომერი სრულად, რომლებიც ერთმანეთისგან გამოიყოფა მძიმით, ხოლო თუ ისინი თანმიმდევრობითაა აღებული, პირველი ნომერი ჩაიწერება სრულად, მომდევნო იდენტიფიკაციის საშუალებებზე კი მხოლოდ ნომრ(ებ)ის ბოლო ორი ციფრი, რომლებიც ერთმანეთისგან გამოიყოფა წილადის ხაზებით. ამასთან, იდენტიფიკაციის საშუალებ(ებ)ის ნომერი/ნომრები მიეთითება მხოლოდ ციფრებით;“;
ა.ბ) მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა) სრული დახურვის მეშვეობით, როცა ხდება მოწმობით გადაადგილებული საქონლის და სატრანსპორტო საშუალების საბაჟო გამშვები პუნქტის გავლით საზღვრის გადაკვეთა ან მოწმობით გადაადგილებული საქონლის თავისუფალი ვაჭრობის პუნქტში წარდგენა და მოწმობას ენიჭება დახურვის ნომერი „R“. ამასთან, მოწმობის „I“ გრაფის განყოფილებაში „შენიშვნა“ საბაჟო გამშვები პუნქტის უფლებამოსილი თანამშრომელი უთითებს ტრანზიტული ტვირთის გადამზიდავი სატვირთო ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელის/მძღოლის მიერ წარდგენილი გზათსარგებლობის საფასურის საბანკო დაწესებულებაში გადახდის დამადასტურებელი ქვითრის ან გზათსარგებლობის საფასურის ბარათის მონაცემებს;“;
ა.გ) 71 მუხლის 21-ე პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ბ) მეორე განყოფილება ივსება პირველ განყოფილებაში კოდირებული მონაცემი „4“-ის ან „5“-ის ჩაწერისას და მიეთითება გამგზავნი საგადასახადო ორგანოს თანამშრომლის მიერ დადებული იდენტიფიკაციის საშუალებ(ებ)ის ტიპი („1“ – ძალოვანი ლუქის შემთხვევაში, „2“ – მწებავი ლენტის შემთხვევაში), ხოლო მძიმის შემდეგ ნომერი. რამდენიმე იდენტიფიკაციის საშუალების შემთხვევაში მიეთითება თითოეულის ნომერი სრულად, რომლებიც ერთმანეთისგან გამოიყოფა მძიმით, ხოლო თუ ისინი თანმიმდევრობითაა აღებული, პირველი ნომერი ჩაიწერება სრულად, მომდევნო იდენტიფიკაციის საშუალებებზე კი მხოლოდ ნომრ(ებ)ის ბოლო ორი ციფრი, რომლებიც ერთმანეთისგან გამოიყოფა წილადის ხაზებით. ამასთან, იდენტიფიკაციის საშუალებ(ებ)ის ნომერი/ნომრები მიეთითება მხოლოდ ციფრებით;“;
ა.დ) მე-8 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. TIR წიგნაკს კონტროლიდან ხსნის დანიშნულების საგადასახადო ორგანო, გარდა ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა. კონტროლიდან მოხსნის მიზნით, TIR წიგნაკის 27-ე გრაფაში მიეთითება „ASYCUDA“-ს მიერ მინიჭებული „R“ ნომერი; 28-ე გრაფაში დაესმება საგადასახადო ორგანოს დამღა „მოხსნილია კონტროლიდან“, ხოლო დამღაში შესაბამის ადგილზე მიეთითება კონტროლიდან მოხსნის თარიღი, საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი თანამშრომლის ხელმოწერა და პირადნომრიანი ბეჭედი ან საბაჟო დეპარტამენტის შესაბამისის ტრუქტურული ერთეულის/ქვედანაყოფის მრგვალი ბეჭედი. ამასთან, მოწმობის ელექტრონულ ფორმატში „I“ გრაფის განყოფილებაში „შენიშვნა“ საბაჟო გამშვები პუნქტის უფლებამოსილი თანამშრომელი უთითებს ტრანზიტული ტვირთის გადამზიდავი სატვირთო ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელის/მძღოლის მიერ წარდგენილი გზათსარგებლობის საფასურის საბანკო დაწესებულებაში გადახდის დამადასტურებელი ქვითრის ან გზათსარგებლობის საფასურის ბარათის მონაცემებს;“;
ა.ე) 36-ე მუხლის მე-12 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„12. გრაფა 44 „დამატებითი ინფორმაცია” – გრაფაში აღინიშნება დეკლარაციასთან ერთად წარდგენილი ნებართვის ნომერი (ასეთის არსებობის აუცილებლობის შემთხვევაში) და დოკუმენტაციის ნომრები კლასიფიკატორის მე-10 ნაწილის შესაბამისად. გრაფაში აღინიშნება საქონელზე ან/და სატრანსპორტო საშუალებაზე დადებული იდენტიფიკაციის საშუალების (ნიშნის) კოდი (420 ან 421) კლასიფიკატორის მე-10 ნაწილის შესაბამისად, ხოლო დეკლარაციის უკანა გვერდზე მიეთითება იდენტიფიკაციის საშუალების ნომერი. რამდენიმე იდენტიფიკაციის საშუალების შემთხვევაში მიეთითება თითოეულის ნომერი სრულად, რომლებიც ერთმანეთისგან გამოიყოფა მძიმით, ხოლო თუ ისინი თანმიმდევრობითაა აღებული, პირველი ნომერი ჩაიწერება სრულად, მომდევნო იდენტიფიკაციის საშუალებებზე კი მხოლოდ ნომრ(ებ)ის ბოლო ორი ციფრი, რომლებიც ერთმანეთისგან გამოიყოფა წილადის ხაზებით. ამასთან, იდენტიფიკაციის საშუალებ(ებ)ის ნომერი/ნომრები მიეთითება მხოლოდ ციფრებით;“;
ბ) „ბ“ ქვეპუნქტით დამტკიცებული „დეკლარირების კლასიფიკატორის“ (დანართი №2) მე-10 ნაწილის:
ბ.ა) „013“ გრაფა ამოღებულ იქნეს;
ბ.ბ) გრაფა „471“-ის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „472“–„479“ გრაფები:
„472 | ნარჩენების იმპორტის, ექსპორტის და ტრანზიტის ნებართვა |
473 | ოზონდამშლელი ნივთიერებების იმპორტის, ექსპორტის, რეექსპორტის და ტრანზიტის ნებართვა |
474 | მკაცრად შეზღუდული საშიში ქიმიური ნივთიერებების და პესტიციდების იმპორტის, რეექსპორტის, საწყობის, დროებითი შემოტანის ან შიდა გადამუშავების სასაქონლო ოპერაციის შემთხვევაში – იმპორტის წინასწარ დასაბუთებული თანხმობა |
475 | მკაცრად შეზღუდული საშიში ქიმიური ნივთიერებების და პესტიციდების ექსპორტის ან გარე გადამუშავების სასაქონლო ოპერაციის შემთხვევაში – იმპორტიორი ქვეყნის წინასწარი თანხმობა, სადაც მინიშნებული იქნება, რომ იმპორტიორი მხარის ან სხვა ქვეყნის ეროვნული დანიშნული ორგანო თანახმაა როტერდამის კონვენციის III დანართში შესული საშიში ქიმიური ნივთიერების ან პესტიციდის იმპორტზე |
476 | პრეკურსორის იმპორტის შემთხვევაში – წინასწარი შეთანხმების დოკუმენტი |
477 | პრეკურსორის ექსპორტის შემთხვევაში – წინასწარი შეთანხმების დოკუმენტი |
478 | ვეტერინარულ კონტროლს დაქვემდებარებული საქონლის იმპორტის, საწყობის, დროებითი შემოტანისა და შიდა გადამუშავების სასაქონლო ოპერაციის შემთხვევაში – „საერთო ვეტერინარული შესვლის დოკუმენტი“ |
479 | ფიტოსანიტარიულ კონტროლს დაქვემდებარებული საქონლის იმპორტის, საწყობის, დროებითი შემოტანისა და შიდა გადამუშავების სასაქონლო ოპერაციის შემთხვევაში – „საერთო ფიტოსანიტარიული შესვლის დოკუმენტი.“. |
2. ეს ბრძანება ამოქმედდეს ხელმოწერისთანავე.
შემოსავლების სამსახურის უფროსი გიორგი თაბუაშვილი
დოკუმენტის კომენტარები