„აწარმოე საქართველოში“ სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 30 მაისის №365 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„აწარმოე საქართველოში“ სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 30 მაისის №365 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 483
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 27/10/2016
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 31/10/2016
სარეგისტრაციო კოდი 240140000.10.003.019549
483
27/10/2016
ვებგვერდი, 31/10/2016
240140000.10.003.019549
„აწარმოე საქართველოში“ სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 30 მაისის №365 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №483

2016 წლის 27 ოქტომბერი

   ქ. თბილისი

 

„აწარმოე საქართველოში“ სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 30 მაისის №365 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის    მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „აწარმოე საქართველოში“ სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 30 მაისის №365 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 03/06/2014, 240140000.10.003.017985) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული სახელმწიფო პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ მე-7 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-15 პუნქტი:

„15. პროგრამის ბენეფიციარის მიერ პროგრამის ფარგლებში ნაკისრი ვალდებულებების, მათ შორის, საინვესტიციო ვალდებულებების შესრულებისას დაუშვებელია  „გრანტების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად განსაზღვრული სახელმწიფო ორგანოს მიერ ან/და ამავე ან სხვა სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში გამოყოფილი გრანტის გამოყენება.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიგიორგი კვირიკაშვილი