2016 წლის 30 ოქტომბერს გასამართი არჩევნების მეორე ტურისათვის საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენლების წილისყრით გამოვლენის პროცედურის განსაზღვრის შესახებ

2016 წლის 30 ოქტომბერს გასამართი არჩევნების მეორე ტურისათვის საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენლების წილისყრით გამოვლენის პროცედურის განსაზღვრის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 72/2016
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია
მიღების თარიღი 23/10/2016
დოკუმენტის ტიპი საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 24/10/2016
სარეგისტრაციო კოდი 010190020.15.008.016311
72/2016
23/10/2016
ვებგვერდი, 24/10/2016
010190020.15.008.016311
2016 წლის 30 ოქტომბერს გასამართი არჩევნების მეორე ტურისათვის საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენლების წილისყრით გამოვლენის პროცედურის განსაზღვრის შესახებ
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია
 

საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის

დადგენილება №72/2016

2016 წლის 23 ოქტომბერი

ქ. თბილისი

 

2016 წლის 30 ოქტომბერს გასამართი არჩევნების მეორე ტურისათვის საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენლების წილისყრით გამოვლენის პროცედურის განსაზღვრის შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ მე-14 მუხლის პირველი პუნქტის „გ” ქვეპუნქტის, მე-3 პუნქტის, 30-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებისა და 77-ე მუხლის მე-5 პუნქტის საფუძველზე, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ადგენს:

მუხლი 1
იმ საარჩევნო უბნებში, სადაც 2016 წლის 30 ოქტომბერს იმართება მხოლოდ არჩევნების მეორე ტური, საჩივრების რეგისტრაციის პროცესზე საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენელთა დაკვირვების გამოვლენის მიზნით, საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ 61-ე მუხლის მე-5 პუნქტით განსაზღვრული წილისყრა არ გაიმართება და მეორე ტურში მონაწილე საარჩევნო სუბიექტების თითო წარმომადგენელს  საუბნო საარჩევნო კომისიაში ავტომატურად ენიჭებათ აღნიშნულ პროცედურაზე დაკვირვების უფლებამოსილება, გარდა ამ დადგენილების მე-2 მუხლით განსაზღვრული შემთხვევებისა.
მუხლი 2
თუ საუბნო საარჩევნო კომისიის მდივანი, ამ დადგენილების პირველ მუხლში აღნიშნული, საარჩევნო სუბიექტის/სუბიექტში შემავალი ერთ-ერთი პარტიიდან დანიშნული კომისიის წევრია, ასეთ შემთხვევაში საჩივრების რეგისტრაციის პროცესზე დაკვირვების უფლება არ აქვს ამ სუბიექტის მიერ დანიშნულ წარმომადგენელს, საარჩევნო კომისიაში.
მუხლი 3
იმ საარჩევნო უბნებში,  სადაც 2016 წლის 30 ოქტომბერს იმართება მხოლოდ არჩევნების მეორე ტური, მთვლელებთან ერთად საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენელთა მიერ ნამდვილი ან/და ბათილი საარჩევნო ბიულეტენების დათვლის პროცესში მონაწილეობის მიზნით, საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ 67-ე მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული წილისყრა არ გაიმართება და მეორე ტურში მონაწილე საარჩევნო სუბიექტების თითო წარმომადგენელს ავტომატურად ენიჭებათ აღნიშნულ პროცედურაში მონაწილეობის უფლებამოსილება. 
მუხლი 4
ამ დადგენილების მე-3 მუხლით დადგენილი წესების შესრულების მიზნით, საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი” 67-ე მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ მთვლელთა გამოვლენისათვის, საუბნო საარჩევნო კომისიაში ჩატარებულ წილისყრაში არ მონაწილეობენ იმ საარჩევნო სუბიექტის/ სუბიექტში შემავალი პარტიის მიერ დანიშნული კომისიის წევრები, რომელი საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენელსაც ავტომატურად მიენიჭა ამ დადგენილების მე-3 მუხლში აღნიშნულ პროცედურაში მონაწილეობის უფლებამოსილება.
მუხლი 5
ეს დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კილომეტრი, №6) მისი მიღებიდან 2 კალენდარული დღის ვადაში.
მუხლი 6
ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

კომისიის თავმჯდომარეთამარ ჟვანია
კომისიის მდივანიგიორგი ჯავახიშვილი