„საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 473
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 19/10/2016
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 21/10/2016
სარეგისტრაციო კოდი 470230000.10.003.019539
473
19/10/2016
ვებგვერდი, 21/10/2016
470230000.10.003.019539
„საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №473

2016 წლის 19 ოქტომბერი

   ქ. თბილისი

 

„საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 22/02/2013, 470230000.10.003.017200) შეტანილ იქნეს ცვლილება და მე-4 მუხლის „თ1“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„თ1)  საქართველოს შინაგან საქმეთა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროებისა და მათი სტრუქტურული ერთეულებისათვის, ასევე საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისათვის  პროგრამული მომსახურების მიწოდების ვალდებულება შეწყდება 2017 წლის 1 იანვრიდან, ხოლო 2017 წლის 1 იანვრამდე დაუშვებელია ორმაგი საბიუჯეტო დანახარჯების გაწევა ამ დადგენილებით დამტკიცებული პროგრამით გათვალისწინებულ ისეთ პირობებზე, რომელიც უპირატესად ფინანსდება ამ ორგანიზაციასა და კერძო სადაზღვევო კომპანიას შორის დადებული ხელშეკრულების შესაბამისად, დადგენილების   №1 დანართის მე-2 მუხლის პირობების გათვალისწინებით;“.

 

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიგიორგი კვირიკაშვილი