2016 წლის 8 ოქტომბრის საქართველოს პარლამენტის, თვითმმართველი ქალაქის - ახალციხის მერისა და ზოგიერთი მუნიციპალიტეტის გამგებლის რიგგარეშე არჩევნების მეორე ტურისთვის ზოგიერთი საოლქო საარჩევნო კომისიის მიერ საჭირო ფულადი სახსრების განაწილებისა და გამოყენების წესის განსაზღვრის თაობაზე

2016 წლის 8 ოქტომბრის საქართველოს პარლამენტის, თვითმმართველი ქალაქის - ახალციხის მერისა და ზოგიერთი მუნიციპალიტეტის გამგებლის რიგგარეშე არჩევნების მეორე ტურისთვის ზოგიერთი საოლქო საარჩევნო კომისიის მიერ საჭირო ფულადი სახსრების განაწილებისა და გამოყენების წესის განსაზღვრის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 71/2016
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია
მიღების თარიღი 19/10/2016
დოკუმენტის ტიპი საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 19/10/2016
სარეგისტრაციო კოდი 010190020.15.008.016310
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
71/2016
19/10/2016
ვებგვერდი, 19/10/2016
010190020.15.008.016310
2016 წლის 8 ოქტომბრის საქართველოს პარლამენტის, თვითმმართველი ქალაქის - ახალციხის მერისა და ზოგიერთი მუნიციპალიტეტის გამგებლის რიგგარეშე არჩევნების მეორე ტურისთვის ზოგიერთი საოლქო საარჩევნო კომისიის მიერ საჭირო ფულადი სახსრების განაწილებისა და გამოყენების წესის განსაზღვრის თაობაზე
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (19/10/2016 - 01/11/2016)

 

საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის

დადგენილება №71/2016

2016 წლის 19 ოქტომბერი

ქ. თბილისი

 

2016 წლის 8 ოქტომბრის საქართველოს პარლამენტის, თვითმმართველი ქალაქის ახალციხის მერისა და ზოგიერთი მუნიციპალიტეტის გამგებლის რიგგარეშე არჩევნების მეორე ტურისთვის ზოგიერთი საოლქო საარჩევნო კომისიის მიერ საჭირო ფულადი სახსრების განაწილებისა და გამოყენების წესის განსაზღვრის თაობაზე

საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი” მე-14 მუხლის პირველი პუნქტის „ნ” ქვეპუნქტის,  53-ე მუხლის მე-3 პუნქტის, 77-ე მუხლის მე-5 პუნქტისა და საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2016 წლის 19 ოქტომბრის №70/2016 დადგენილების საფუძველზე, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ადგენს:

მუხლი 1
დამტკიცდეს ზოგიერთი საოლქო საარჩევნო კომისიის მიერ 2016 წლის 8 ოქტომბრის საქართველოს პარლამენტის, თვითმმართველი ქალაქის ახალციხის მერისა და ზოგიერთი მუნიციპალიტეტის გამგებლის რიგგარეშე არჩევნების მეორე ტურისთვის საჭირო ფულადი სახსრების განაწილებისა და გამოყენების წესი (ხარჯთაღრიცხვა) დანართის სახით.
მუხლი 2
ცესკოს მიერ შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისიებისათვის გამოყოფილი თანხა ჩაირიცხოს საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი” მე-19 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად გახსნილ საბანკო ანგარიშზე.
მუხლი 3
აუცილებლობის შემთხვევაში, არჩევნების მომზადებისა და ჩატარების ეფექტური ფინანსური უზრუნველყოფის მიზნით, შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისიების მიერ ამ დადგენილებით განსაზღვრული ფულადი სახსრების განაწილება შესაძლებელია ამავე საოლქო საარჩევნო კომისიების თავმჯდომარეების განკარგულებით, საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი” 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ” ქვეპუნქტით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში.
მუხლი 4
შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიებს მიეცეთ უფლება, გასწიონ წარმომადგენლობითი ხარჯები მათთვის გამოყოფილი ბიუჯეტებიდან შემდეგი ოდენობებით:

ა) ძირითად საოლქო საარჩევნო კომისიას არაუმეტეს 500 ლარის ოდენობით;

ბ) დამხმარე საოლქო საარჩევნო კომისიას არაუმეტეს 300 ლარის ოდენობით.

მუხლი 5
ეს დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კილომეტრი, №6) მისი მიღებიდან  2 კალენდარული დღის ვადაში.
მუხლი 6
ეს დადგენილება ამოქმედდეს  გამოქვეყნებისთანავე.

კომისიის თავმჯდომარეთამარ ჟვანია
კომისიის მდივანიგიორგი ჯავახიშვილი



საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის
2016 წლის 19 ოქტომბრის №71/2016 დადგენილების დანართი

ოლქის № ოლქის
დასახელება
გადაზიდვის ხარჯები საოლქო ხარჯები უბნების რაოდენობა სულ უბნების დაფინანსება სულ
ოლქი
ოლქის ფუნქციონირების ხარჯი სულ
ჯამი
აუთვისებელი რესურსი საოლქოს ანგარიშზე ირიცხება საოლქოს ანგარიშზე
სხვა
1 1 მთაწმინდა      1,000           2,500        31       6,200      9,700      3,600       13,300      6,000     7,300
2 2 ვაკე      1,000           2,500        32       6,400      9,900      4,800       14,700      2,250    12,450
3 3 საბურთალო      1,000           2,500        32       6,400      9,900      4,800       14,700      1,970    12,730
4 4 კრწანისი      1,000           2,500        36       7,200    10,700      3,600       14,300      14,300
5 5 ისანი      1,000           2,500        98     19,600    23,100      4,800       27,900    12,940    14,960
6 6 სამგორი      1,000           2,500      110     22,000    25,500      5,200       30,700      30,700
7 8 დიდუბე      1,000           2,500        68     13,600    17,100      4,000       21,100      21,100
8 9 ნაძალადევი      1,000           2,500        97     19,400    22,900      5,200       28,100      8,300    19,800
9 10 გლდანი      1,000           2,500      108     21,600    25,100      5,200       30,300    14,000    16,300
10 11 საგარეჯო      1,000           1,500        50     10,000    12,500      4,000       16,500      2,900    13,600
11 12 გურჯაანი      1,000           1,500        51     10,200    12,700      4,000       16,700      8,800     7,900
12 15 ლაგოდეხი      1,000           1,500        37       7,400      9,900      3,600       13,500      1,850    11,650
13 16 ყვარელი      1,000           1,500        30       6,000      8,500      2,800       11,300      11,300
14 17 თელავი      1,000           1,500        33       6,600      9,100      4,800       13,900      2,420    11,480
15 18 ახმეტა      1,000           1,500        50     10,000    12,500      3,600       16,100      1,860    14,240
16 20 რუსთავი      1,000           1,500        87     17,400    19,900      5,200       25,100      25,100
17 23 ბოლნისი      1,000           1,500        62     12,400    14,900      4,000       18,900    13,335     5,565
18 27 მცხეთა      1,000           1,500        46       9,200    11,700      4,400       16,100      9,155     6,945
19 30 კასპი      1,000           1,500        40       8,000    10,500      3,600       14,100      7,500     6,600
20 32 გორი      1,000           1,500        93     18,600    21,100      5,600       26,700    11,490    15,210
21 35 ხაშური      1,000           1,500        52     10,400    12,900      3,600       16,500      16,500
22 37 ახალციხე      1,000           1,500        35       7,000      9,500      4,800       14,300      14,300
23 38 ადიგენი      1,000           1,500        18       3,600      6,100      2,000         8,100      3,510     4,590
24 48 ხარაგაული      1,000           1,500        37       7,400      9,900      2,800       12,700      12,700
25 51 ზესტაფონი      1,000           1,500        46       9,200    11,700      4,000       15,700           -      15,700
26 52 ბაღდათი      1,000           1,500        37       7,400      9,900      3,200       13,100         650    12,450
27 56 ჭიათურა      1,000           1,500        58     11,600    14,100      4,000       18,100      18,100
28 59 ქუთაისი      1,000           1,500      129     25,800    28,300      6,000       34,300    10,000    24,300
29 61 ლანჩხუთი      1,000           1,500        40       8,000    10,500      3,600       14,100      4,350     9,750
30 62 ჩოხატაური      1,000           1,500        38       7,600    10,100      3,600       13,700         410    13,290
31 64 სენაკი      1,000           1,500        47       9,400    11,900      3,600       15,500      8,700     6,800
32 66 ხობი      1,000           1,500        47       9,400    11,900      4,000       15,900      8,425     7,475
33 67 ზუგდიდი      1,000           1,500        43       8,600    11,100      5,600       16,700      16,700
34 68 წალენჯიხა      1,000           1,500        28       5,600      8,100      3,600       11,700      11,700
35 69 ჩხოროწყუ      1,000           1,500        27       5,400      7,900      2,800       10,700      10,700
36 70 ფოთი      1,000           1,500        43       8,600    11,100      5,200       16,300      2,623    13,677
37 79 ბათუმი      1,000           1,500      120     24,000    26,500      5,200       31,700      31,700
38 81 ქობულეთი      1,000           1,500        48       9,600    12,100      4,000       16,100      4,150    11,950
39 83 ხელვაჩაური      1,000           1,500        50     10,000    12,500      4,000       16,500      16,500
    სულ                 695,700  147,588  548,112