„საქართველოს მთავარი პროკურატურის სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2015 წლის 13 თებერვლის №62 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 181
დოკუმენტის მიმღები საქართველოს იუსტიციის მინისტრი
მიღების თარიღი 12/10/2016
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 12/10/2016
ძალის დაკარგვის თარიღი 22/09/2020
სარეგისტრაციო კოდი 110060010.22.027.016682
181
12/10/2016
ვებგვერდი, 12/10/2016
110060010.22.027.016682
„საქართველოს მთავარი პროკურატურის სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2015 წლის 13 თებერვლის №62 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს იუსტიციის მინისტრი
 
საქართველოს იუსტიციის მინისტრი

ბრძანება №181

2016 წლის 12 ოქტომბერი

ქ. თბილისი

„საქართველოს მთავარი პროკურატურის სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2015 წლის 13 თებერვლის №62 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
„საქართველოს მთავარი პროკურატურის სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2015 წლის 13 თებერვლის №62 ბრძანებით (ვებგვერდი, 13/02/2015, სარეგისტრაციო კოდი: 110060010.22.027.016567) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-5 მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის:

ა) „დ1“ ქვეპუნქტი:

„დ1) დეპარტამენტის მრჩეველი;“;

ბ) „ე1“ ქვეპუნქტი:

„ე1) დეპარტამენტის მრჩეველი მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორი;“.

2. მე-5 მუხლის მე-5-მე-6 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. დეპარტამენტის მრჩეველი – მოწმისა და დაზარალებულის უფროსი კოორდინატორი და დეპარტამენტის მრჩეველი – მოწმისა და დაზარალებულის  კოორდინატორი  ორგანიზებას უწევენ და უზრუნველყოფენ სისხლის სამართლის საქმეზე დაზარალებულისა და მოწმისათვის შესაბამისი ინფორმაციის მიწოდებას და მათთან ურთიერთობის კოორდინაციას.

6. დეპარტამენტის მრჩეველი და სპეციალისტი უზრუნველყოფენ დეპარტამენტის საქმისწარმოებისა და დოკუმენტბრუნვის ორგანიზებას, ახდენს დეპარტამენტში შემოსული და გასული დოკუმენტების, ინფორმაციების და სხვა მასალების სისტემატიზაციას, კომპიუტერიზაციას, სისხლის სამართლის საქმეთა სტატისტიკასა და დეპარტამენტის წინაშე მდგარი ამოცანების შესასრულებლად შესაბამისი მხარდაჭერის განხორციელებას.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს იუსტიციის მინისტრითეა წულუკიანი