საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს მიერ განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების მშენებლობის ნებართვის ელექტრონული ფორმით გაცემის და გაცნობის წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ

საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს მიერ განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების მშენებლობის ნებართვის ელექტრონული ფორმით გაცემის და გაცნობის წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 459
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 04/10/2016
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 06/10/2016
სარეგისტრაციო კოდი 300310000.10.003.019525
459
04/10/2016
ვებგვერდი, 06/10/2016
300310000.10.003.019525
საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს მიერ განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების მშენებლობის ნებართვის ელექტრონული ფორმით გაცემის და გაცნობის წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №459

2016 წლის 4 ოქტომბერი

ქ. თბილისი

 

საჯარო სამართლის იურიდიული პირის ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს მიერ განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების მშენებლობის ნებართვის ელექტრონული ფორმით გაცემის და გაცნობის წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ

მუხლი 1
„ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის 264 მუხლისა და  „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის  მე-12 მუხლის შესაბამისად, დამტკიცდეს თანდართული საჯარო სამართლის იურიდიული პირის ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს მიერ განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების მშენებლობის ნებართვის ელექტრონული ფორმით გაცემის და  გაცნობის წესი და პირობები.
მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიგიორგი კვირიკაშვილი



დანართი
საჯარო სამართლის იურიდიული პირის ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს მიერ განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების მშენებლობის ნებართვის ელექტრონული ფორმით გაცემის და  გაცნობის წესი და პირობები

 


მუხლი 1. ზოგადი დებულებები

1. საჯარო სამართლის იურიდიული პირის ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს მიერ განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების მშენებლობის ნებართვის ელექტრონული ფორმით გაცემის და  გაცნობის წესი და პირობები (შემდგომში – წესი) არეგულირებს სსიპ –  ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს  (შემდგომში – სააგენტო)  მიერ განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების მშენებლობის ნებართვის ინტერაქციის ელექტრონული საკომუნიკაციო სისტემის მეშევეობით გაცემის წესს, ასევე ამ წესის შესაბამისად გაცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გაცნობის წესსა და პირობებს.

2. ეს წესი არ ვრცელდება მშენებლობის ნებართვის გაცემის, მათ შორის, მშენებლობის ნებართვის გამარტივებული წესით გაცემის II სტადიაზე, თუ მშენებლობის ნებართვის მოპოვება დაკავშირებულია ისეთი ობიექტის მშენებლობასთან, რომელშიც გათვალისწინებული საქმიანობა „გარემოზე ზემოქმედების ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად ექვემდებარება გარემოზე ზემოქმედების შეფასებას.

მუხლი 2. ტერმინთა განმარტება

ამ წესის მიზნებისათვის გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:

ა) ინტერაქციის ელექტრონული საკომუნიკაციო სისტემა – ელექტრონული დოკუმენტბრუნვის სისტემა, რომლის მონაწილეთა/მხარეთა შორის არსებული ურთიერთობები რეგულირდება ამ წესითა და სხვა ნორმატიული აქტებით;

ბ) ნებართვის მაძიებელი – „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული პირი;

გ) რეგისტრაცია – ელექტრონული საშუალების გამოყენებით შექმნილი მონაცემთა ერთობლიობა, რის შედეგადაც ნებართვის მაძიებელი იღებს „მომხმარებლის სახელს“ და „პაროლს“, რომლითაც შესაძლებლობა ეძლევა,  ისარგებლოს  ინტერაქციის ელექტრონული საკომუნიკაციო სისტემით;

დ) ავტორიზაცია – რეგისტრაციის შედეგად მიღებული „მომხმარებლის სახელისა“ და „პაროლის“ მეშვეობით ინტერაქციის ელექტრონულ  საკომუნიკაციო სისტემაში შესვლა, რომლითაც ნებართვის მაძიებელი მოახდენს საკუთარი თავის იდენტიფიცირებას;

ე) განცხადება – ნებართვის მაძიებლის მიერ განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების მშენებლობის ნებართვის მიღებასთან დაკავშირებით, ინტერაქციის ელექტრონული საკომუნიკაციო სისტემის საშუალებით, სააგენტოსთვის მიწოდებული წერილობითი მოთხოვნა;

ვ) პირადი გვერდი – ნებართვის მაძიებლის ინდივიდუალური გვერდი ინტერაქციის ელექტრონულ საკომუნიკაციო სისტემაში, სადაც ფიქსირდება მისი დოკუმენტბრუნვა სააგენტოსთან.

მუხლი  3.  განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების მშენებლობის ნებართვის ელექტრონული ფორმით გაცემასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოების დაწყების წესი და პირობები 

1. სააგენტოს მიერ განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების მშენებლობის ნებართვის ელექტრონული ფორმით გაცემასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოების დაწყება შესაძლებელია ინტერაქციის ელექტრონული საკომუნიკაციო სისტემის საშუალებით  სააგენტოსთვის მიწოდებული ნებართვის მაძიებლის განცხადებით. ამ პუნქტში მითითებული განცხადება უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 78-ე მუხლით გათვალისწინებულ მოთხოვნებს.

2.  ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებული განცხადება მოწმდება ავტორიზაციისა და ინტერაქციის ელექტრონულ საკომუნიკაციო სისტემაში  სააგენტოსთვის მიწოდებული დოკუმენტაციის საშუალებით, ამ წესისა და მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

3. ნებართვის მაძიებელმა ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებულ განცხადებას, ინტერაქციის ელექტრონული საკომუნიკაციო სისტემის საშუალებით, სააგენტოს ვებგვერდზე – www.tacsa.gov.ge  თან უნდა დაურთოს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული  დოკუმენტები და ინფორმაცია.

4. ამ მუხლის მე-3 პუნქტში მითითებულ განცხადებაზე თანდართული დოკუმენტებისა და ინფორმაციის ნამდვილობაზე ან/და ორიგინალთან მათ შესაბამისობაზე პასუხისმგებლობა ეკისრება ნებართვის მაძიებელს.

მუხლი  4. განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების მშენებლობის ნებართვის ელექტრონული ფორმით გაცემასთან დაკავშირებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გაცემისა და გაცნობის წესი და პირობები

1. სააგენტოს მიერ განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების მშენებლობის ნებართვის გაცემის შესახებ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი შეიძლება გაცემულ იქნეს ინტერაქციის ელექტრონული საკომუნიკაციო სისტემის მეშვეობით.

2. სააგენტოს მიერ გაცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ძალაში შედის დაინტერესებული მხარის მიერ მისი ოფიციალური გაცნობისთანავე.

3. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტსა და შესაბამის სანებართვო მოწმობას ნომერი, თარიღი და შტრიხკოდი ენიჭება ავტომატურ რეჟიმში, ინტერაქციის ელექტრონული საკომუნიკაციო სისტემის  მეშვეობით.

4. ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ოფიციალური გაცნობა ნიშნავს ნებართვის მაძიებლისათვის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის პირად გვერდზე გაგზავნასა და აღნიშნულის შესახებ ელექტრონული ფოსტით ან სხვა ტექნიკური საშუალებით ინფორმაციის მიწოდებას.

5. ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, შესაბამის სანებართვო მოწმობასთან  ერთად, ნებართვის მაძიებელს მიეწოდება მის პირად გვერდზე.