ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ

დოკუმენტის ნომერი 2
დოკუმენტის მიმღები ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსი
მიღების თარიღი 29/09/2016
დოკუმენტის ტიპი ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 29/09/2016
ძალის დაკარგვის თარიღი 01/07/2017
სარეგისტრაციო კოდი 010240080.64.076.016001
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
2
29/09/2016
ვებგვერდი, 29/09/2016
010240080.64.076.016001
ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ
ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსი
ყურადღება! ვერსია, რომელსაც ამჟამად ეცნობით, არ წარმოადგენს დოკუმენტის ბოლო რედაქციას. დოკუმენტის ბოლო რედაქციის გასაცნობად აირჩიეთ შესაბამისი კონსოლიდირებული ვერსია.

პირველადი სახე (29/09/2016 - 10/11/2016)

ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის

ბრძანება №2

2016 წლის 29 სექტემბერი

ქ. თბილისი

ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ

„საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის   მე-19 მუხლის პირველი და მე-3 პუნქტების და ,,ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-9 პუნქტის ,,ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
დამტკიცდეს თანდართული ,,ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის  მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები“.
მუხლი 2
ამ ბრძანებით გათვალისწინებული უმაღლესი განათლება მოიცავს ბაკალავრის, მაგისტრის ან დოქტორის აკადემიურ ხარისხს ან მათთან გათანაბრებულ ხარისხს.
მუხლი 3
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსიიური დოლიძე

ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის

სამსახურის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები

თავი I. აპარატი

მუხლი 1. სამსახურის აპარატის უფროსი

ა) უმაღლესი განათლება;

ბ) იურისტად ან ადამიანური რესურსების მართვის მიმართულებით მუშაობის არანაკლებ 3 წლის გამოცდილება (უპირატესობა ენიჭება საჯარო სექტორში მუშაობის გამოცდილებას);

გ) საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს კანონის „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“, საქართველოს კანონის ,,ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ’’, საქართველოს შრომის კოდექსის, საქართველოს კანონის ,,საჯარო სამსახურის შესახებ“, საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2016 წლის 14 სექტემბრის №223 ბრძანების ,,ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების თაობაზე’’ ცოდნა;

დ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების (Microsoft office word, Microsoft office Excel, Microsoft Office Outlook) და Internet/Web browsers-ის სამომხმარებლო დონეზე ცოდნა; სასურველია ადამიანური რესურსების მართვის ავტომატიზებული პროგრამის (eHRMS) და საქმისწარმოების ავტომატიზებული სისტემა (eDocument) სისტემების ცოდნა;

ე) ინგლისური ენის ძალიან კარგად ცოდნა.

მუხლი 2. ბუღალტერი

ა) უმაღლესი ეკონომიკური განათლება ან უმაღლესი განათლება საბუღალტრო აღრიცხვის სპეციალობით;

ბ) საჯარო სექტორში ბუღალტრად მუშაობის არანაკლებ 1 წლის გამოცდილება;

გ) საქართველოს კონსტიტუციის პირველი თავის, საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის I და IV თავების, საქართველოს საგადასახადო კოდექსის XI თავის, საქართველოს კანონის ,,ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ’’, საქართველოს კანონის ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ I და IV თავების, საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 25 აგვისტოს №672 ბრძანების ,,საქართველოს საბიუჯეტო კლასიფიკაციის დამტკიცების თაობაზე“, საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2014 წლის 31 დეკემბრის №429 ბრძანების ,,საბიუჯეტო ორგანიზაციების ბუღალტრული აღრიცხვის და ფინანსური ანგარიშგების შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“, საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2002 წლის 31 დეკემბრის №439 ბრძანების ,,საბიუჯეტო ორგანიზაციების ძირითადი აქტივების ფიზიკური ცვეთის ნორმებისა და მათი ბუღალტრულ აღრიცხვაში ასახვის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“, საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 23 ივლისის №605 ბრძანების ,,საბიუჯეტო ორგანიზაციებში ქონების, მოთხოვნებისა და ვალდებულებების ინვენტარიზაციის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“, საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 6 ივლისის №225 ბრძანების ,,სახელმწიფო ხაზინის ელექტრონული მომსახურების სისტემის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“, საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2016 წლის 14 სექტემბრის №223 ბრძანების ,,ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების თაობაზე’’ ცოდნა;

დ) კომპიუტერული საბუღალტრო პროგრამა ორისის (ORIS), ბიუჯეტის მართვის ელექტრონული პროგრამის (E-Budget), სახელმწიფო ხაზინის ელექტრონული მომსახურების პროგრამის (eTreasury) ცოდნა, ასევე საოფისე კომპიუტერული პროგრამების (Microsoft office word, Microsoft office Excel, Microsoft Office Outlook) და Internet/Web browsers-ის სამომხმარებლო დონეზე ცოდნა.

მუხლი 3. უფროსი სპეციალისტი (ინფორმაციული ტექნოლოგიების მიმართულება)

ა)უმაღლესი განათლება ინჟინერიის და საბუნებისმეტყველო მეცნიერებების მიმართულებით;

ბ)ინფორმაციული ტექნოლოგიების მიმართულებით მუშაობის არანაკლებ 1 წლის გამოცდილება;

გ)საქართველოს კონსტიტუციის I თავის, საქართველოს კანონის „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“, საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2016 წლის 14 სექტემბრის №223 ბრძანების ,,ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების თაობაზე’’ ცოდნა;

დ)ქსელის პროტოკოლების და ტექნოლოგიების ცოდნა, კომპიუტერულ ტექნიკასთან და ოპერაციულ სისტემებთან მუშაობისას დამხმარე პროგრამების გამოყენების საფუძვლიანი ცოდნა (Commander, Backup and Restore და ა.შ, კომპიუტერული ტექნიკისა და ტექნოლოგიების (Hardware) ცოდნა, ასევე საოფისე კომპიუტერული პროგრამების (Microsoft office word, Microsoft office Excel, Microsoft Office Outlook) და Internet/Web browsers-ის საშუალოზე მაღალ დონეზე ცოდნა;

ე) ინგლისური ენის ცოდნა.

მუხლი 4. სპეციალისტი (საქმისწარმოების მიმართულება)

ა) უმაღლესი განათლება;

ბ) საჯარო სექტორში საქმისწარმოების მიმართულებით მუშაობის არანაკლებ 1 წლის გამოცდილება;

გ) საქართველოს კონსტიტუციის პირველი თავის, საქართველოს კანონის „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის III და IV თავების, საქართველოს კანონის ,,ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ’’, საქართველოს კანონის ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ I და IV თავების, საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2016 წლის 14 სექტემბრის №223 ბრძანების ,,ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების თაობაზე’’ ცოდნა;

დ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების (Microsoft office word, Microsoft office Excel, Microsoft Office Outlook, საქმისწარმოების ავტომატიზებული სისტემა (eDocument), და Internet/Web browsers-ის სამომხმარებლო დონეზე ცოდნა;

ე) ინგლისური ენის ცოდნა.

მუხლი 5. სპეციალისტი (ადამიანური რესურსების მართვის მიმართულება)

ა) უმაღლესი განათლება;

ბ) ადამიანური რესურსების მართვის მიმართულებით მუშაობის არანაკლებ 1 წლის გამოცდილება;

გ) საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს კანონის „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“, საქართველოს კანონის ,,ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ’’, საქართველოს შრომის კოდექსის, საქართველოს კანონის ,,საჯარო სამსახურის შესახებ“, საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2016 წლის 14 სექტემბრის №223 ბრძანების ,,ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების თაობაზე’’ ცოდნა;

დ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების (Microsoft office word, Microsoft office Excel, Microsoft Office Outlook) და Internet/Web browsers-ის სამომხმარებლო დონეზე ცოდნა;

ე) ინგლისური ენის ცოდნა.

მუხლი 6. თანაშემწე

ა) უმაღლესი განათლება;

ბ) საქართველოს კონსტიტუციის I თავის, საქართველოს კანონის „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის III და IV თავების, საქართველოს კანონის „საჯარო სამსახურის შესახებ“, საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2016 წლის 14 სექტემბრის №223 ბრძანების ,,ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების თაობაზე’’ ცოდნა;

გ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების (Microsoft office word, Microsoft office Excel, Microsoft Office Outlook) და Internet/Web browsers-ის სამომხმარებლო დონეზე ცოდნა.

დ) ინგლისური ენის ძალიან კარგად ცოდნა.

თავი II. აუდიტის და პროფესიული განათლების ზედამხედველობის დეპარტამენტი

მუხლი 7. დეპარტამენტის ხელმძღვანელობა

1. დეპარტამენტის უფროსი

ა) უმაღლესი ეკონომიკური განათლება ან უმაღლესი განათლება ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით (უპირატესობა ენიჭება ბუღალტრული აღრიცხვის, ფინანსების და აუდიტის სპეციალობებს და ამ სპეციალობებში უფრო მაღალ აკადემიურ ხარისხს);

ბ) აუდიტის ან საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად აუდიტის სწავლების სფეროში მუშაობის არანაკლებ 5 წლის გამოცდილება (მათ შორის, ხელმძღვანელ თანამდებობაზე მუშაობის არანაკლებ 2 წლის);

გ) საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს კანონის „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“, საქართველოს კანონის ,,ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ”, საქართველოს კანონის ,,საჯარო სამსახურის შესახებ“, საქართველოს კანონის ,,მეწარმეთა შესახებ“, ეთიკის კოდექსის სახელმძღვანელო პროფესიონალი ბუღალტრისთვის, ხარისხის კონტროლის საერთაშორისო სტანდარტების (ISQC1), აუდიტის საერთაშორისო სტანდარტების(ISA), ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტების (IFRS), საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2016 წლის 14 სექტემბრის №223 ბრძანების ,,ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების თაობაზე’’ ცოდნა;

დ) სასურველია პროფესიონალ ბუღალტერთა ასოციაციის (ACCA) ან სერტიფიცირებულ საჯარო ბუღალტერთა ამერიკის ინსტიტუტის (AICPA) სერტიფიკატის ფლობა;

ე) საოფისე კომპიუტერული პროგრამების (Microsoft office word, Microsoft office Excel, Microsoft Office Outlook) და Internet/Web browsers-ის სამომხმარებლო დონეზე ცოდნა;

ვ) ინგლისური ენის ძალიან კარგად ცოდნა.

2. დეპარტამენტის უფროსის მოადგილე

ა) უმაღლესი ეკონომიკური განათლება ან უმაღლესი განათლება ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით (უპირატესობა ენიჭება ბუღალტრული აღრიცხვის, ფინანსების და აუდიტის სპეციალობებს და ამ სპეციალობებში უფრო მაღალ აკადემიურ ხარისხს);

ბ) აუდიტის ან საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად აუდიტის სწავლების სფეროში მუშაობის არანაკლებ 4 წლის გამოცდილება (მათ შორის, ხელმძღვანელ თანამდებობაზე მუშაობის არანაკლებ 1 წლის);

გ) საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს კანონის „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“, საქართველოს კანონის ,,ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ”, საქართველოს კანონის ,,საჯარო სამსახურის შესახებ“, საქართველოს კანონი ,,მეწარმეთა შესახებ“, ეთიკის კოდექსის სახელმძღვანელო პროფესიონალი ბუღალტრისთვის, ხარისხის კონტროლის საერთაშორისო სტანდარტების (ISQC1), აუდიტის საერთაშორისო სტანდარტების(ISA), ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტების (IFRS), საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2016 წლის 14 სექტემბრის №223 ბრძანების ,,ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების თაობაზე’’ ცოდნა;

დ) სასურველია პროფესიონალ ბუღალტერთა ასოციაციის (ACCA) ან სერტიფიცირებულ საჯარო ბუღალტერთა ამერიკის ინსტიტუტის (AICPA) სერტიფიკატის ფლობა;

ე) საოფისე კომპიუტერული პროგრამების (Microsoft office word, Microsoft office Excel, Microsoft Office Outlook) და Internet/Web browsers-ის სამომხმარებლო დონეზე ცოდნა;

ვ) ინგლისური ენის ძალიან კარგად ცოდნა.

მუხლი 8. მთავარი სპეციალისტი

ა) უმაღლესი ეკონომიკური განათლება ან უმაღლესი განათლება ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით (უპირატესობა ენიჭება ბუღალტრული აღრიცხვის, ფინანსების და აუდიტის სპეციალობებს და ამ სპეციალობებში უფრო მაღალ აკადემიურ ხარისხს);

ბ) აუდიტის ან საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად აღრიცხვა, ანგარიშგების ან/და აუდიტის სწავლების სფეროში მუშაობის არანაკლებ 3 წლის გამოცდილება;

გ) საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს კანონის „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“, საქართველოს კანონის ,,ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ”, საქართველოს კანონის ,,საჯარო სამსახურის შესახებ“, საქართველოს კანონი ,,მეწარმეთა შესახებ“, ეთიკის კოდექსის სახელმძღვანელო პროფესიონალი ბუღალტრისთვის, ხარისხის კონტროლის საერთაშორისო სტანდარტების (ISQC1), აუდიტის საერთაშორისო სტანდარტების(ISA), ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტების (IFRS), საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2016 წლის 14 სექტემბრის №223 ბრძანების ,,ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების თაობაზე’’ ცოდნა;

დ) სასურველია პროფესიონალ ბუღალტერთა ასოციაციის (ACCA) ან სერტიფიცირებულ საჯარო ბუღალტერთა ამერიკის ინსტიტუტის (AICPA) სერტიფიკატის ფლობა;

ე) საოფისე კომპიუტერული პროგრამების (Microsoft office word, Microsoft office Excel, Microsoft Office Outlook) და Internet/Web browsers-ის სამომხმარებლო დონეზე ცოდნა;

ვ) ინგლისური ენის ძალიან კარგად ცოდნა.

მუხლი 9. უფროსი სპეციალისტი (იურისტი)

ა) უმაღლესი იურიდიული განათლება;

ბ) სპეციალობით მუშაობის არანაკლებ 2 წლის გამოცდილება, მათ შორის საჯარო სექტორში სამართალშემოქმედებითი მუშაობის გამოცდილება;

გ) საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს კანონის „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის, საქართველოს კანონის „ნორმატიული აქტების შესახებ“, საქართველოს კანონის ,,ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ’’, საქართველოს კანონის ,,მეწარმეთა შესახებ’’, საქართველოს კანონის ,,ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“, საქართველოს კანონის „დაზღვევის შესახებ“, საქართველოს კანონის ,,ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ;“ საქართველოს შრომის კოდექსის, საქართველოს კანონის ,,საჯარო სამსახურის შესახებ“, საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2016 წლის 14 სექტემბრის №223 ბრძანების ,,ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების თაობაზე’’ ცოდნა;

დ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების (Microsoft office word, Microsoft office Excel, Microsoft Office Outlook), დოკუმენტბრუნვის და Internet/Web browsers-ის სამომხმარებლო დონეზე ცოდნა;

ე) ინგლისური ენის კარგად ცოდნა.

მუხლი 10. უფროსი სპეციალისტი (აუდიტის და პროფესიული განათლების ზედამხედველობის მიმართულება)

ა) უმაღლესი ეკონომიკური განათლება ან უმაღლესი განათლება ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით (უპირატესობა ენიჭება ბუღალტრული აღრიცხვის, ფინანსების და აუდიტის სპეციალობებს და ამ სპეციალობებში უფრო მაღალ აკადემიურ ხარისხს);

ბ) აუდიტის, ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტებით ფინანსური ანგარიშგების სფეროში, ან საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად აღრიცხვა, ანგარიშგების ან/და აუდიტის სწავლების სფეროში მუშაობის არანაკლებ 2 წლის გამოცდილება;

გ) საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს კანონის „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“, საქართველოს კანონის ,,ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ”, საქართველოს კანონის ,,საჯარო სამსახურის შესახებ“, საქართველოს კანონი ,,მეწარმეთა შესახებ“, ხარისხის კონტროლის საერთაშორისო სტანდარტების (ISQC1), აუდიტის საერთაშორისო სტანდარტების(ISA), ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტების (IFRS), საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2016 წლის 14 სექტემბრის №223 ბრძანების ,,ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების თაობაზე’’ ცოდნა;

დ) სასურველია პროფესიონალ ბუღალტერთა ასოციაციის (ACCA) ან სერტიფიცირებულ საჯარო ბუღალტერთა ამერიკის ინსტიტუტის (AICPA) სერტიფიკატის ფლობა;

ე) საოფისე კომპიუტერული პროგრამების (Microsoft office word, Microsoft office Excel, Microsoft Office Outlook) და Internet/Web browsers-ის სამომხმარებლო დონეზე ცოდნა;

ვ) ინგლისური ენის კარგად ცოდნა.

მუხლი 11. სპეციალისტი

ა) უმაღლესი ეკონომიკური განათლება ან უმაღლესი განათლება ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით (უპირატესობა ენიჭება ბუღალტრული აღრიცხვის, ფინანსების და აუდიტის სპეციალობებს და ამ სპეციალობებში უფრო მაღალ აკადემიურ ხარისხს);

ბ) აუდიტის, ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტებით ბუღალტრული აღრიცხვისა ან/და ფინანსური ანგარიშგების სფეროში მუშაობის არანაკლებ 1 წლის გამოცდილება;

გ) საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს კანონის „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“, საქართველოს კანონის ,,ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ”, საქართველოს კანონის ,,საჯარო სამსახურის შესახებ“, საქართველოს კანონი ,,მეწარმეთა შესახებ“, აუდიტის საერთაშორისო სტანდარტების(ISA), ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტების (IFRS), საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2016 წლის 14 სექტემბრის №223 ბრძანების ,,ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების თაობაზე’’ ცოდნა;

დ) სასურველია პროფესიონალ ბუღალტერთა ასოციაციის (ACCA) ან სერტიფიცირებულ საჯარო ბუღალტერთა ამერიკის ინსტიტუტის (AICPA) სერტიფიკატის ფლობა;

ე) საოფისე კომპიუტერული პროგრამების (Microsoft office word, Microsoft office Excel, Microsoft Office Outlook) და Internet/Web browsers-ის სამომხმარებლო დონეზე ცოდნა;

ვ) ინგლისური ენის ცოდნა.

თავი III. ბუღალტრული აღრიცხვისა და ანგარიშგების ზედამხედველობის დეპარტამენტი

მუხლი 12. დეპარტამენტის ხელმძღვანელობა

1. დეპარტამენტის უფროსი

ა) უმაღლესი ეკონომიკური განათლება ან უმაღლესი განათლება ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით (უპირატესობა ენიჭება ბუღალტრული აღრიცხვის, ფინანსების და აუდიტის სპეციალობებს და ამ სპეციალობებში უფრო მაღალ აკადემიურ ხარისხს);

ბ) ფინანსური მენეჯმენტის, ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტებით ფინანსური ანგარიშგების სფეროში, აუდიტის სფეროში ან საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად აღრიცხვა, ანგარიშგების ან/და აუდიტის სწავლების სფეროში მუშაობის არანაკლებ 5 წლის გამოცდილება (მათ შორის, ხელმძღვანელ თანამდებობაზე მუშაობის არანაკლებ 2 წლის);

გ) საქართველოს კონსტიტუციის, „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“, საქართველოს კანონის ,,ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ, საქართველოს კანონის ,,საჯარო სამსახურის შესახებ“, საქართველოს კანონის ,,მეწარმეთა შესახებ“, ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტების(IFRS), საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2016 წლის 14 სექტემბრის №223 ბრძანების ,,ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების თაობაზე’’ ცოდნა;

დ) სასურველია პროფესიონალ ბუღალტერთა ასოციაციის (ACCA) ან სერტიფიცირებულ საჯარო ბუღალტერთა ამერიკის ინსტიტუტის (AICPA) სერტიფიკატის ფლობა;

ე) საოფისე კომპიუტერული პროგრამების (Microsoft office word, Microsoft office Excel, Microsoft Office Outlook) და Internet/Web browsers-ის სამომხმარებლო დონეზე ცოდნა;

ვ) ინგლისური ენის ძალიან კარგად ცოდნა.

2. დეპარტამენტის უფროსის მოადგილე

ა) უმაღლესი ეკონომიკური განათლება ან უმაღლესი განათლება ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით (უპირატესობა ენიჭება ბუღალტრული აღრიცხვის, ფინანსების და აუდიტის სპეციალობებს და ამ სპეციალობებში უფრო მაღალ აკადემიურ ხარისხს);

ბ) ფინანსური მენეჯმენტის, ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტებით ფინანსური ანგარიშგების სფეროში, აუდიტის სფეროში ან საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად აღრიცხვა, ანგარიშგების ან/და აუდიტის სწავლების სფეროში მუშაობის არანაკლებ 4 წლის გამოცდილება (მათ შორის, ხელმძღვანელ თანამდებობაზე მუშაობის არანაკლებ 1 წლის);

გ) საქართველოს კონსტიტუციის, „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“, საქართველოს კანონის ,,ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ, საქართველოს კანონის ,,საჯარო სამსახურის შესახებ“, საქართველოს კანონის ,,მეწარმეთა შესახებ“, ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტების(IFRS), საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2016 წლის 14 სექტემბრის №223 ბრძანების ,,ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების თაობაზე’’ ცოდნა;

დ) სასურველია პროფესიონალ ბუღალტერთა ასოციაციის (ACCA) ან სერტიფიცირებულ საჯარო ბუღალტერთა ამერიკის ინსტიტუტის (AICPA) სერტიფიკატის ფლობა;

ე) საოფისე კომპიუტერული პროგრამების (Microsoft office word, Microsoft office Excel, Microsoft Office Outlook) და Internet/Web browsers-ის სამომხმარებლო დონეზე ცოდნა;

ვ) ინგლისური ენის ძალიან კარგად ცოდნა.

მუხლი 13. მთავარი სპეციალისტი

ა) უმაღლესი ეკონომიკური განათლება ან უმაღლესი განათლება ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით (უპირატესობა ენიჭება ბუღალტრული აღრიცხვის, ფინანსების და აუდიტის სპეციალობებს და ამ სპეციალობებში უფრო მაღალ აკადემიურ ხარისხს);

ბ) ფინანსური მენეჯმენტის, ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტებით ფინანსური ანგარიშგების სფეროში, აუდიტის სფეროში ან საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად აღრიცხვა, ანგარიშგების ან/და აუდიტის სწავლების სფეროში მუშაობის არანაკლებ 3 წლის გამოცდილება;

გ) საქართველოს კონსტიტუციის, „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“, საქართველოს კანონის ,,ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ, საქართველოს კანონის ,,საჯარო სამსახურის შესახებ“, საქართველოს კანონის ,,მეწარმეთა შესახებ“, ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტების (IFRS), საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2016 წლის 14 სექტემბრის №223 ბრძანების ,,ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების თაობაზე’’ ცოდნა;

დ) სასურველია პროფესიონალ ბუღალტერთა ასოციაციის (ACCA) ან სერტიფიცირებულ საჯარო ბუღალტერთა ამერიკის ინსტიტუტის (AICPA) სერტიფიკატის ფლობა;

ე) საოფისე კომპიუტერული პროგრამების (Microsoft office word, Microsoft office Excel, Microsoft Office Outlook) და Internet/Web browsers-ის სამომხმარებლო დონეზე ცოდნა;

ვ) ინგლისური ენის ძალიან კარგად ცოდნა.

მუხლი 14. უფროსი სპეციალისტი (იურისტი)

ა) უმაღლესი იურიდიული განათლება;

ბ) სპეციალობით მუშაობის არანაკლებ 2 წლის გამოცდილება, მათ შორის საჯარო სექტორში სამართალშემოქმედებითი მუშაობის გამოცდილება;

გ) საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს კანონის „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის, საქართველოს კანონის „ნორმატიული აქტების შესახებ“; საქართველოს კანონის ,,ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ’’, საქართველოს კანონის ,,მეწარმეთა შესახებ’’, საქართველოს კანონის „დაზღვევის შესახებ“, საქართველოს კანონის ,,ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“, საქართველოს კანონის ,,ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ;“ საქართველოს შრომის კოდექსის, საქართველოს კანონის ,,საჯარო სამსახურის შესახებ“, საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2016 წლის 14 სექტემბრის №223 ბრძანების ,,ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების თაობაზე’’ ცოდნა;

დ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების (Microsoft office word, Microsoft office Excel, Microsoft Office Outlook), დოკუმენტბრუნვის და Internet/Web browsers-ის სამომხმარებლო დონეზე ცოდნა;

ე) ინგლისური ენის კარგად ცოდნა.

მუხლი 15. უფროსი სპეციალისტი (ბუღალტრული აღრიცხვისა და ანგარიშგების ზედამხედველობის მიმართულება)

ა) უმაღლესი ეკონომიკური განათლება ან უმაღლესი განათლება ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით (უპირატესობა ენიჭება ბუღალტრული აღრიცხვის, ფინანსების და აუდიტის სპეციალობებს და ამ სპეციალობებში უფრო მაღალ აკადემიურ ხარისხს);

ბ) ფინანსური მენეჯმენტის, ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტებით ბუღალტრული აღრიცხვის, ფინანსური ანგარიშგების სფეროში, აუდიტის სფეროში ან საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად აღრიცხვა, ანგარიშგების ან/და აუდიტის სწავლების სფეროში მუშაობის არანაკლებ 2 წლის გამოცდილება;

გ) საქართველოს კონსტიტუციის, „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“, საქართველოს კანონის ,,ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ, საქართველოს კანონის ,,საჯარო სამსახურის შესახებ“, საქართველოს კანონის ,,მეწარმეთა შესახებ“, ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტების(IFRS), საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2016 წლის 14 სექტემბრის №223 ბრძანების ,,ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების თაობაზე’’ ცოდნა;

დ) სასურველია პროფესიონალ ბუღალტერთა ასოციაციის (ACCA) ან სერტიფიცირებულ საჯარო ბუღალტერთა ამერიკის ინსტიტუტის (AICPA) სერტიფიკატის ფლობა;

ე) საოფისე კომპიუტერული პროგრამების (Microsoft office word, Microsoft office Excel, Microsoft Office Outlook) და Internet/Web browsers-ის სამომხმარებლო დონეზე ცოდნა;

ვ) ინგლისური ენის კარგად ცოდნა.

მუხლი 16. სპეციალისტი

ა) უმაღლესი ეკონომიკური განათლება ან უმაღლესი განათლება ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით (უპირატესობა ენიჭება ბუღალტრული აღრიცხვის, ფინანსების და აუდიტის სპეციალობებს და ამ სპეციალობებში უფრო მაღალ აკადემიურ ხარისხს);

ბ) ფინანსური მენეჯმენტის, ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტებით ბუღალტრული აღრიცხვის ან/და ფინანსური ანგარიშგების სფეროში ან აუდიტის სფეროში მუშაობის არანაკლებ 1 წლის გამოცდილება;

გ) საქართველოს კონსტიტუციის, „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“, საქართველოს კანონის ,,ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ, საქართველოს კანონის ,,საჯარო სამსახურის შესახებ“, საქართველოს კანონის ,,მეწარმეთა შესახებ“, ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტების(IFRS), საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2016 წლის 14 სექტემბრის №223 ბრძანების ,,ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების თაობაზე’’ ცოდნა;

დ) სასურველია პროფესიონალ ბუღალტერთა ასოციაციის (ACCA) ან სერტიფიცირებულ საჯარო ბუღალტერთა ამერიკის ინსტიტუტის (AICPA) სერტიფიკატის ფლობა;

ე) საოფისე კომპიუტერული პროგრამების (Microsoft office word, Microsoft office Excel, Microsoft Office Outlook) და Internet/Web browsers-ის სამომხმარებლო დონეზე ცოდნა;

ვ) ინგლისური ენის ცოდნა.

5. 18/08/2017 - ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის ბრძანება - ნ-12 - ვებგვერდი, 23/08/2017 4. 28/06/2017 - ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის ბრძანება - ნ-8 - ვებგვერდი, 29/06/2017 3. 12/04/2017 - ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის ბრძანება - ნ-5 - ვებგვერდი, 13/04/2017 2. 13/01/2017 - ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის ბრძანება - ნ-1 - ვებგვერდი, 16/01/2017 1. 10/11/2016 - ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის ბრძანება - 34 - ვებგვერდი, 10/11/2016