დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის (სეს ესნ) დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 11 ივლისის №241 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 203 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ფინანსთა მინისტრი |
მიღების თარიღი | 26/08/2016 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 30/08/2016 |
ძალის დაკარგვის თარიღი | 01/12/2020 |
სარეგისტრაციო კოდი | 190040000.22.033.016888 |
|
„საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის (სეს ესნ) დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 11 ივლისის №241 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
|
„ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: |
მუხლი 1 |
„საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის (სეს ესნ) დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 11 ივლისის №241 ბრძანებით (ვებგვერდი, 17.07.2012 წ., სარეგისტრაციო კოდი: 190040000.22.033.016392) დამტკიცებულ „საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურა (სეს ესნ)”-ში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. „კარი IV“-ის „ჯგუფი 16“-ის 1605 სასაქონლო პოზიცია ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
2. „კარი XXII“-ის „ჯგუფი 99“ ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ჯგუფი 99 საქონელი, რომელიც არ არის განკუთვნილი ეკონომიკური საქმიანობისათვის შენიშვნა: 1. ამ ჯგუფში საქონელი ჩაირთვება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ის არ არის განკუთვნილი ეკონომიკური საქმიანობისთვის. 2. 9905 00 000 01 ქვესუბპოზიციაში ჩაირთვება იმპორტისა და ექსპორტის გადასახდელებისაგან გათავისუფლებული საქონელი. 3. 9905 00 000 02 ქვესუბპოზიციაში ჩაირთვება საქონელი, რომელიც არ იბეგრება იმპორტის გადასახადით, აქციზითა და ექსპორტის გადასახდელებით და არ ექვემდებარება არასატარიფო ღონისძიებებს. 4. ამ ჯგუფში არ ჩაირთვება 87-ე ჯგუფის ავტოსატრანსპორტო საშუალებები.
|
მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
დოკუმენტის კომენტარები