2016 წლის 8 ოქტომბერს გასამართი არჩევნებისათვის საარჩევნო პროცედურის განსაზღვრის შესახებ

2016 წლის 8 ოქტომბერს გასამართი არჩევნებისათვის საარჩევნო პროცედურის განსაზღვრის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 58/2016
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია
მიღების თარიღი 19/08/2016
დოკუმენტის ტიპი საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 19/08/2016
სარეგისტრაციო კოდი 010190020.15.008.016297
58/2016
19/08/2016
ვებგვერდი, 19/08/2016
010190020.15.008.016297
2016 წლის 8 ოქტომბერს გასამართი არჩევნებისათვის საარჩევნო პროცედურის განსაზღვრის შესახებ
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია
 

საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის

დადგენილება №58/2016

2016 წლის 19 აგვისტო

ქ. თბილისი

 

2016 წლის 8 ოქტომბერს გასამართი არჩევნებისათვის საარჩევნო პროცედურის განსაზღვრის შესახებ

   საქართველოს კონსტიტუციის 50-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, არჩევნებში მონაწილეობის უფლება აქვს კანონით დადგენილი წესით რეგისტრირებულ მოქალაქეთა პოლიტიკურ გაერთიანებას.

„მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, პარტიის რეგისტრაცია ხდება საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში. საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ 113-ე მუხლის თანახმად, პარტია არჩევნებში რეგისტრაციის მიზნით ვალდებულია წარმოადგინოს მხოლოდ ამავე მუხლით განსაზღვრული დოკუმენტაცია და განცხადებაზე ხელმძღვანელი პირის სახელით ხელს აწერდეს ის თანამდებობის პირი, რომელ თანამდებობის პირსაც ამ წესდების მიხედვით აქვს განცხადებაზე ხელმოწერის უფლება. აგრეთვე განცხადებაში უნდა მიეთითოს ხელმძღვანელი პირის (პირების) გვარი, სახელი, მისამართი (რეგისტრაციის ადგილის მიხედვით), ტელეფონის ნომერი და მისი (მათი) ხელმოწერის ნიმუში. პარტიას, საარჩევნო სუბიექტად, რეგისტრაციისათვის არ აქვს ვალდებულება საარჩევნო კომისიას წარუდგინოს ამონაწერი მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების (პარტიების) რეესტრიდან. აღსანიშნავია, რომ მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების (პარტიების) რეესტრში პარტიის წარმომადგენლობაზე/ხელმძღვანელობაზე უფლებამოსილი პირის მიუთითებლობა საქართველოს კონსტიტუციით და „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით არ წარმოადგენს პარტიის რეგისტრაციის შეწყვეტის ან შეჩერების საფუძველს.

შესაბამისად, საარჩევნო რეგისტრაციაში გატარებულ პარტიებს, რომლებსაც მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების (პარტიების) რეესტრში არ უფიქსირდებათ ხელმძღვანალობაზე/წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირი, საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ 113-ე მუხლით განსაზღვრული ცესკოს თავმჯდომარის სახელზე წარდგენილ განცხადებაზე ხელმომწერი პარტიის ხელმძღვანელი პირი წარმოადგენს ამ პარტიის ხელმძღვანელობაზე/წარმომადგენლობაზე უფლებამოსილ პირს 2016 წლის 8 ოქტომბერს გასამართი არჩევნების მიზნებისათვის.

საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ მე-14 მუხლის მე-3 პუნქტის, 30-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებისა და 77-ე მუხლის მე-5 პუნქტის საფუძველზე, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ადგენს:


მუხლი 1
ცესკოს თავმჯდომარის განკარგულების საფუძველზე რეგისტრირებულ პარტიებს, რომლებსაც მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების (პარტიების) რეესტრში არ უფიქსირდებათ ხელმძღვანელობაზე/წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირი, 2016 წლის 8 ოქტომბერს გასამართი არჩევნების მიზნებისთვის ამ პარტიების ხელმძღვანელობაზე/წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირები არიან, საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ 113-ე მუხლით განსაზღვრულ ცესკოს თავმჯდომარის სახელზე წარდგენილ განცხადებაზე ხელმომწერი პარტიის ხელმძღვანელ პირად მითითებული პირები.
მუხლი 2
აღნიშნული დადგენილების პირველი მუხლის მოქმედება არ ვრცელდება  იმ შემთხვევებზე, როდესაც საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ 113-ე მუხლით განსაზღვრულ ცესკოს თავმჯდომარის სახელზე წარდგენილ განცხადებაზე ხელმომწერი პარტიის ხელმძღვანელ პირად მითითებულ პირს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტომ სარეგისტრაციო წარმოების შედეგად უარი უთხრა/ეტყვის მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების (პარტიების) რეესტრში ცვლილების განხორციელებასა და მის ხელმძღვანელობაზე/წარმომადგენლობაზე უფლებამოსილ პირად მითითებაზე, საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ 115-ე მუხლის მე-7 პუნქტით დადგენილ ვადაში (2016 წლის 8 სექტემბერი).
მუხლი 3
ეს დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კილომეტრი, №6), მისი მიღებიდან 2 კალენდარული დღის ვადაში.
მუხლი 4
ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

კომისიის თავმჯდომარეთამარ ჟვანია
კომისიის მდივანიგიორგი ჯავახიშვილი