„ტექნიკური რეგლამენტი – საზოგადოებრივი მნიშვნელობის დაწესებულებებში ესთეტიკური და კოსმეტიკური პროცედურების წარმოებისას ინფექციების პრევენციისა და კონტროლის სანიტარიული ნორმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 14 სექტემბრის №473 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 395
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 16/08/2016
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 18/08/2016
სარეგისტრაციო კოდი 300160070.10.003.019460
395
16/08/2016
ვებგვერდი, 18/08/2016
300160070.10.003.019460
„ტექნიკური რეგლამენტი – საზოგადოებრივი მნიშვნელობის დაწესებულებებში ესთეტიკური და კოსმეტიკური პროცედურების წარმოებისას ინფექციების პრევენციისა და კონტროლის სანიტარიული ნორმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 14 სექტემბრის №473 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 
საქართველოს მთავრობის

დადგენილება №395

2016 წლის 16 აგვისტო

ქ. თბილისი

„ტექნიკური რეგლამენტი – საზოგადოებრივი მნიშვნელობის დაწესებულებებში ესთეტიკური და კოსმეტიკური პროცედურების წარმოებისას ინფექციების პრევენციისა და კონტროლის სანიტარიული ნორმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 14 სექტემბრის №473 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „ტექნიკური რეგლამენტი – საზოგადოებრივი მნიშვნელობის დაწესებულებებში ესთეტიკური და კოსმეტიკური პროცედურების წარმოებისას ინფექციების პრევენციისა და კონტროლის სანიტარიული ნორმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 14 სექტემბრის №473 დადგენილებაში  (www.matsne.gov.ge, 15/09/2015, 300160070.10.003.018859) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული დანართის (ტექნიკური რეგლამენტი – საზოგადოებრივი მნიშვნელობის დაწესებულებებში ესთეტიკური და კოსმეტიკური პროცედურების წარმოებისას ინფექციების პრევენციისა და კონტროლის სანიტარიული ნორმები):

1. მე-8 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. მომსახურე პერსონალი ვალდებულია დაათვალიეროს მომხმარებლის კანის საფარველი პროცედურის დაწყებამდე და დარწმუნდეს, რომ მას სხეულის იმ ნაწილზე, რომელიც უნდა დამუშავდეს პროცედურის დროს, არ გააჩნია ნაკაწრი, ჭრილობა, სიწითლე ან თვალით ხილული კანის დაავადება, თუ ამ დადგენილებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

2. ინვაზიური პროცედურის დაწყებამდე არე, რომელზეც პროცედურა უნდა ჩატარდეს, უნდა დამუშავდეს ერთჯერადი აპლიკატორისა და კანის ანტისეპტიკური საშუალების გამოყენებით.“.

2. მე-9 მუხლის მე-14 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„14. მტვრისა და მიკროორგანიზმების გავრცელების შემცირების მიზნით,  კედლები, იატაკი და ზედაპირები უნდა დასუფთავდეს სველი წესით. დასუფთავება ხორციელდება საჭიროებისამებრ, აგრეთვე ესთეტიკის მოთხოვნათა გათვალისწინებით.“.

3. მე-13 მუხლის:

ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. მომსახურე პერსონალმა უნდა დაიცვას ხელების ჰიგიენის წესები: დაიბანოს და/ან დაიმუშაოს ანტისეპტიკური ხსნარით (ინვაზიური ესთეტიკური და კოსმეტიკური პროცედურების წარმოების შემთხვევაში) ყოველი მომხმარებლის მომსახურების წინ და შემდეგ ან საჭიროების მიხედვით, პროცედურის მსვლელობისას ან მომსახურების პროცესში პაუზების შემთხვევაში (ხელთათმანების შეცვლა და სხვა).“;

ბ) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. ოპერატორები, რომლებიც უშუალოდ ახორციელებენ ინვაზიურ ესთეტიკურ და კოსმეტიკურ პროცედურებს, სასურველია იტარებდნენ B ჰეპატიტის საწინააღმდეგო იმუნიზაციას.“.

4.  მე-14 მუხლის:

ა) მე-5 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ზ) ფეხის აბაზანების მთელი აღჭურვილობა და რეცირკულაციის სისტემა საჭიროებს დამატებით მოვლას. ისინი იწმინდება დაგროვილი ნაწილაკებისგან და სუფთავდება ყოველდღიურად, შემდგომ კი უტარდება საშუალო ან მაღალი დონის დეზინფექცია, ასევე პროცედურების ჩატარებისას, შესაძლებელია ერთჯერადი დამცავი საშუალებების გამოყენება;“;

ბ) მე-7 პუნქტის:

ბ.ა) „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) ყველა მრავალჯერადი გადასაფარებელი/საფარი, რომელიც არ იწმინდება მომსახურებებს შორის, უნდა დაიფაროს ერთჯერადი/სუფთა ზეწრით;“;

ბ.ბ) „ო“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ო) ნებისმიერი ერთჯერადი ნემსი, ბასრი და მჭრელი იარაღი, რომელიც გამოიყენება თმის დახვევისა და დაგრძელებისათვის ან/და შეხებაშია მომხმარებლის ან მომსახურე პერსონალის კანთან, გამოყენების შემდეგ ექვემდებარება ბასრი საგნებისთვის განკუთვნილ კონტეინერში განთავსებას.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიგიორგი კვირიკაშვილი