დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
წინასაარჩევნო კამპანიასთან (აგიტაციასთან) დაკავშირებით ზოგიერთი საკითხის მოწესრიგების შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 25 |
დოკუმენტის მიმღები | დუშეთის მუნიციპალიტეტი |
მიღების თარიღი | 15/08/2016 |
დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 17/08/2016 |
სარეგისტრაციო კოდი | 010190020.35.152.016271 |
|
წინასაარჩევნო კამპანიასთან (აგიტაციასთან) დაკავშირებით ზოგიერთი საკითხის მოწესრიგების შესახებ
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის პირველი-მე-2 პუნქტებისა და საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი” 46-ე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
|
მუხლი 1 |
1. დუშეთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში აკრძალულია საარჩევნო პლაკატების გაკვრა საკულტო ნაგებობებზე (სასაფლაოს ტერიტორია, ეკლესია და სხვა), კულტურული მემკვიდრეობის შენობა-ნაგებობებზე (დანართი №1), სახელმწიფო ხელისუფლებისა და მუნიციპალიტეტის ორგანოების, სასამართლოს, პროკურატურის, სამხედრო შენაერთების, პოლიციის, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოებისა და დაზვერვის სამსახურების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის დანაყოფების შენობების ინტერიერსა და ექსტერიერში.
2. მუნიციპალიტეტის კულტურულ-ეკონომიკური ინტერესების, ცალკეული არქიტექტურული ობიექტების იერსახისა და მათი მხატვრულ-ესთეტიკური ღირებულების დაცვის მიზნით საარჩევნო პლაკატების გაკვრა აიკრძალოს ასევე დანართ №2-ში განსაზღვრულ ტერიტორიებსა და ნაგებობეზე. 3. დუშეთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში აკრძალულია საარჩევნო პლაკატების საგზაო ნიშნებზე განთავსება, გაკვრა. 4. საარჩევნო პლაკატები განთავსდეს სპეციალურ სტენდებზე დანართი №3-ით განსაზღვრულ ადგილებზე. სპეციალური სტენდების გარდა პლაკატების გაკვრა დასაშვებია სამშენებლო ტერიტორიების შემომსაზღვრელ დროებით ღობეებზე. 5. ამ დადგენილების მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ სტენდებზე თითოეულ საარჩევნო სუბიექტს უფლება აქვს გააკრას 1 ცალი საარჩევნო პლაკატი ზომით არაუმეტეს სიგრძე 60 სმ სიგრძისა, სიგანე 42სმ, (A2 ფორმატი), იმის გათვალისწინებით, რომ დაცული იქნეს წინასაარჩევნო კამპანიაში (აგიტაციაში) მონაწილე ყველა საარჩევნო სუბიექტის თანაბარი შესაძლებლობა ისარგებლოს სააგიტაციო მასალის გასაკრავად და გამოსაფენად განკუთვნილი ადგილებით. 6. ამ დადგენილების პირველი – მე-3 პუნქტების გათვალისწინებით საარჩევნო პლაკატის გაკვრა დასაშვებია მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებულ ყველა ობიექტზე, საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი‘‘ 46-ე მუხლის პირველი პუნქტის დაცვით. 7. ამ დადგენილების დარღვევის შემთხვევაში პირს დაეკისრება პასუხისმგებლობა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. |
მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
დანართი №1
|
დუშეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე კულტურული მემკვიდრეობის შენობა-ნაგებობები, სადაც აკრძალულია საარჩევნო პლაკატების გაკვრა
|
|
დანართი №2
|
დუშეთის მუნიციპალიტეტში არსებული ტერიტორია და ნაგებობები, სადაც დამატებით აკრძალულია საარჩევნო პლაკატების გაკვრა
|
1. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის დაღუპულთა მემორიალი და მისი მიმდებარე ტერტირორია.
2. ზოგადსაგანმანათლებლო და სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებები.
|
დანართი №3
|
დუშეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე სტენდები, სადაც დასაშვებია სააგიტაციო მასალის გაკვრა
|
|
დოკუმენტის კომენტარები