„ბიუჯეტის შემოსულობების სახაზინო კოდების დამტკიცების შესახებ” საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 22 ნოემბრის N1226 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ბიუჯეტის შემოსულობების სახაზინო კოდების დამტკიცების შესახებ” საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 22 ნოემბრის N1226 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 186
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ფინანსთა მინისტრი
მიღების თარიღი 10/08/2016
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 11/08/2016
სარეგისტრაციო კოდი 190040000.22.033.016884
186
10/08/2016
ვებგვერდი, 11/08/2016
190040000.22.033.016884
„ბიუჯეტის შემოსულობების სახაზინო კოდების დამტკიცების შესახებ” საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 22 ნოემბრის N1226 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს ფინანსთა მინისტრი
 

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება №186

2016 წლის 10 აგვისტო

ქ. თბილისი

 

,,ბიუჯეტის შემოსულობების სახაზინო კოდების დამტკიცების შესახებ” საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 22 ნოემბრის №1226 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

,,ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:         

მუხლი 1
,,ბიუჯეტის შემოსულობების სახაზინო კოდების დამტკიცების შესახებ” საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 22 ნოემბრის №1226   ბრძანებაში (სსმ III, 29.11.2007 წ., №169, მუხლი 1871) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანებით დამტკიცებული :

1. დანართი №2-ში:

ა) ამოღებულ იქნეს ბიუჯეტის შედეგი განმკარგველები:

,,375

4010

ააიპ აფხაზეთის მეცნიერებათა ეროვნული აკადემია

651

4291

ააიპ თვითმმართველი ქალაქის ქუთაისის ყინულის მოედანი“;

ბ) ბიუჯეტის განმკარგველი 1353 ააიპ ,,წალენჯიხის სათნოების სახლი“ შემდეგ დამატებულ იქნეს ბიუჯეტის შედეგი განმკარგველები:

,,1354

4994

ააიპ „ქალაქ თელავის ჭიდაობის სპორტული სკოლა თელავი“

1355

4995

ააიპ „მცხეთა - მთიანეთის რეგიონული განვითარების სააგენტო“

1356

4996

ააიპ „სამცხე-ჯავახეთის რეგიონალური სარაგბო კლუბი „ტაო““;

2. დანართ №3-ში სახაზინო კოდის 7332   ,,ქ. თბილისის ააიპ – „მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის მიერ გაწეული მომსახურების საფასურის“ შემდეგ დამატებულ იქნეს შემდეგი შინაარსის სახაზინო კოდი:

,,სსიპ „ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურების საფასური

 7333“.

 

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ფინანსთა მინისტრინოდარ ხადური