„დროებითი საიდენტიფიკაციო მოწმობის გაცემის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2014 წლის 4 ნოემბრის №50 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„დროებითი საიდენტიფიკაციო მოწმობის გაცემის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2014 წლის 4 ნოემბრის №50 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 168
დოკუმენტის მიმღები საქართველოს იუსტიციის მინისტრი
მიღების თარიღი 10/08/2016
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 10/08/2016
სარეგისტრაციო კოდი 010130000.22.027.016669
168
10/08/2016
ვებგვერდი, 10/08/2016
010130000.22.027.016669
„დროებითი საიდენტიფიკაციო მოწმობის გაცემის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2014 წლის 4 ნოემბრის №50 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს იუსტიციის მინისტრი
 

საქართველოს იუსტიციის მინისტრი

ბრძანება №168

2016 წლის 10 აგვისტო

ქ. თბილისი

 

„დროებითი საიდენტიფიკაციო მოწმობის გაცემის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2014 წლის 4 ნოემბრის №50 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
„დროებითი საიდენტიფიკაციო მოწმობის გაცემის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2014 წლის 4 ნოემბრის №50 ბრძანებით (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 04.11.2014 წ., 010130000.22.027.016555) დამტკიცებულ წესში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 1. რეგულირების სფერო

ეს წესი არეგულირებს თავშესაფრის სტატუსის მაძიებელ, მოქალაქეობის არმქონე პირის სტატუსის მაძიებელ, „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-60 მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებში გასაძევებელ პირებზე და „სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ მიუსაფარ ბავშვზე (შემდგომში – მიუსაფარი ბავშვი) ან/და „ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ ძალადობის მსხვერპლ არასრულწლოვანზე (შემდგომში – ძალადობის მსხვერპლი ბავშვი) დროებითი საიდენტიფიკაციო მოწმობის გაცემასა და გაუქმებასთან დაკავშირებულ საკითხებს.

2. მე-4 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „გ1“ და „გ2“ ქვეპუნქტები:

„გ1) მიუსაფარ ბავშვზე;

„გ2) ძალადობის მსხვერპლ ბავშვზე;“.

3. მე-6 მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „გ1“ ქვეპუნქტი:

„გ1) მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანო, თუ არასრულწლოვანი ცნობილია მიუსაფარ ან/და ძალადობის მსხვერპლ ბავშვად;“.

4. მე-7 მუხლის:

ა) პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ვ“ ქვეპუნქტი:

„ვ) მიუსაფარი ან/და ძალადობის მსხვერპლი ბავშვის შემთხვევაში, ასევე, მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს მიმართვა, სადაც მითითებულია, რომ  არასრულწლოვანი იქნა აღიარებული მიუსაფარ ან/და ძალადობის მსხვერპლ ბავშვად.“

 ბ) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. თუ პირს არ გააჩნია ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტში მითითებული დოკუმენტები, გასაძევებელი ან თავშესაფრის მაძიებელი პირის პერსონალური მონაცემების მითითება ხორციელდება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ან საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს მიერ გაცემული დასკვნის/ცნობის შესაბამისად, საქართველოში მოქალაქეობის არმქონე პირის სტატუსის მაძიებელი პირის შემთხვევაში − მის მიერ საქართველოში მოქალაქეობის არმქონე პირის სტატუსის განსაზღვრის მოთხოვნით წარმოდგენილ განცხადებაში მითითებული მონაცემების შესაბამისად, ხოლო მიუსაფარი ან/და ძალადობის მსხვერპლი ბავშვის შემთხვევაში − მეურვეობის და მზრუნველობის ორგანოს მიმართვაში მითითებული მონაცემების შესაბამისად.“;

გ) მე-2 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 პუნქტი:

„21. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს შესაბამისი მიმართვა უნდა შეიცავდეს მიუსაფარი ან/და ძალადობის მსხვერპლი ბავშვის გვარს, სახელს, დაბადების თარიღს, დაბადების ადგილს. დაბადების ადგილის თაობაზე ინფორმაციის არარსებობის შემთხვევაში, მიმართვაში მიეთითება „უცნობია“.

5. მე-12 მუხლის:

ა) ,,ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ე) დაბადების ადგილი – ჩაიწერება მუნიციპალიტეტის სახელწოდება. საზღვარგარეთ დაბადებული პირის შემთხვევაში, დაბადების ადგილად ჩაიწერება ქვეყნის დასახელება. მიუსაფარი ან/და ძალადობის მსხვერპლი ბავშვის შემთხვევაში, თუ არ დგინდება დაბადების ადგილი, იწერება – „უცნობი“;“;

ბ) „ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ზ) სტატუსი – ჩაიწერება „თავშესაფრის მაძიებელი“ – თუ პირი თავშესაფრის მაძიებელია, „მოქალაქეობის არმქონე პირის სტატუსის მაძიებელი“ – თუ პირს აღნიშნული სტატუსის დადგენისათვის აქვს შეტანილი განცხადება, „გასაძევებელი პირი“ – თუ პირი „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-60 მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებში ექვემდებარება გაძევებას, მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს  მიმართვის შესაბამისად − „მეურვეობისა და მზრუნველობის ქვეშ მყოფი ბავშვი“, თუ პირი აღიარებულია მიუსაფარ ბავშვად „სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე, ან თუ პირი აღიარებულია ოჯახში ძალადობის მსხვერპლად „ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.“.

7. მე-15 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 პუნქტი:

„3. მიუსაფარი ბავშვის ან/და ძალადობის მსხვერპლი ბავშვისათვის საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტების გაცემის შეუძლებლობის შემთხვევაში, დროებით საიდენტიფიკაციო მოწმობას სააგენტო გასცემს განმეორებით, იმავე ვადით.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს იუსტიციის მინისტრითეა წულუკიანი