დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
წინასაარჩევნო კამპანიასთან (აგიტაციასთან) დაკავშირებით ზოგიერთი საკითხის მოწესრიგების შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 21 |
დოკუმენტის მიმღები | ახალქალაქის მუნიციპალიტეტი |
მიღების თარიღი | 05/08/2016 |
დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 11/08/2016 |
სარეგისტრაციო კოდი | 010190020.35.141.016182 |
კონსოლიდირებული პუბლიკაციები |
პირველადი სახე (11/08/2016 - 16/08/2016)
|
წინასაარჩევნო კამპანიასთან (აგიტაციასთან)დაკავშირებით ზოგიერთი საკითხის მოწესრიგების შესახებ
|
საქართველოს ორგანული კანონის“საქართველოს საარჩევნო კოდექსი’’ 46-ე მუხლის მე-4 პუნქტის,საქართველოს ორგანული კანონის “ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი’’ 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად,ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
|
1.
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის ადმინსტრაციულ საზღვრებში აკრძალულია საარჩევნო პლაკატების გაკვრა საკულტო ნაგებობებზე (სასაფლოს ტერიტორია, ეკლესია, მეჩეთი, სინაგოგა და სხვა) კულტურული მემკვიდრეობის შენობა-ნაგებობებზე (დანართი №1), სახელმწოფო ხელისუფლებისა და მუნიციპალიტეტის ორგანოების, სასამართლოების, პროკურატურის, სამხედრო შენაერთების, პოლიციის, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოებისა და დაზვერვის სამსახურების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის დანაყოფების შენობების ინტერიერებსა და ექსტერიერებში.
|
2.
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში აკრძალულია საარჩევნო პლაკატების საგზაო ნიშნებზე განთავსება/გაკვრა.
|
3.
საარჩევნო პლაკატების გასაკრავად განთავსდეს სპეციალური სტენდები დანართი №2-ით განსაზღვრულ ადგილებზე. სპეციალური სტენდების გარდა პლაკატების გაკვრა დასაშვებია სამშენებლო ტერიტორიების შემომსაზღვრელ დროებით ღობეებზე.
|
4.
ამ დადგენილების მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ სტენდებზე თითოეულ სარჩევნო სუბიექტს უფლება აქვს გააკრას 1 ცალი სარჩევნო პლაკატი ზომით არაუმეტეს სიგრძე 60სმ, სიგანე 42სმ.
|
5.
ამ დადგენილების პირველი-მე-3 პუნქტების გათვალისწინებით, საარჩევნო პლაკატის გაკვრა დასაშვებია მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებულ ყველა ობიექტზე, საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი’’ 46-ე მუხლის პირველი პუნქტის გათვალისწინებით.
|
6.
ამ დადგენილების დარღვევის შემთხვევაში პირს დაეკისრება პასუხისმგებლობა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
|
7.
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
ალტერნატიული საბავშვო ბაღები : სოფ. ბარალეთი; სოფ. კოთელია; სოფ. კარტიკამი; სოფ. კულიკამი, სოფ. ხანდო; სოფ. აზავრეთი
ახალქალაქის სამუსიკო სკოლა – ჭავჭავაძის №2 საკლუბო გაერთიანება – ჩარენცის ქ. №11ა საბიბლიოთეკო გაერთიანება – ჩარენცის ქ. №11ა სამხატვრო სკოლა – ჩარენცის №13 მომავლის სახლი – ჩარენცის №7 მხარეთმცოდნეობის მუზეუმი – მაშტოცის №37 საჭადრაკო სკოლა – ჩარენცის №7 საცურაო აუზი – მალხასიანის №2 სპორტ-სკოლა – თუმანიანის №31 სპორტ- კომპლექსი – მალხასიანის №2 სკოლა „აშუღი“ – ჩარენცის ქ.№11ა სასოფლო კლუბები:
|
სტენდი-ახალქალაქის ცენტრალური პარკთან მდებარე ტროტუარზე.
|
დოკუმენტის კომენტარები