დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს „კონსტრაქტ ვიჟენისთვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 1430 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
მიღების თარიღი | 18/07/2016 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 10/08/2016 |
სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.021843 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №1430
2016 წლის 18 ივლისი
ქ. თბილისი
სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს „კონსტრაქტ ვიჟენისთვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ
1. „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, ქალაქ თბილისში, დიდი ლილოს დასახლებაში მდებარე 12 902.00 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობები: №1, №2, №3, №4, №5, №6 (ნანგრევი) (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: №81.08.20.459) პირდაპირი მიყიდვის ფორმით, 326 000 (სამას ოცდაექვსი ათასი) ლარად, საკუთრებაში გადაეცეს შპს „კონსტრაქტ ვიჟენს“ (ს/კ: 400150171).
2. ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებული უძრავი ქონების საპრივატიზებო პირობებად განისაზღვროს:
ა) საპრივატიზებო თანხის გადახდა შემდეგი გრაფიკის მიხედვით:
ა.ა) შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან 3 თვის ვადაში არანაკლებ 65 200 (სამოცდახუთი ათას ორასი) ლარის გადახდა;
ა.ბ) შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან 6 თვის ვადაში დარჩენილი საპრივატიზებო თანხის გადახდა;
ბ) ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებულ უძრავ ქონებაზე ან/და მის ნაწილზე შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუმეტეს 36 (ოცდათექვსმეტი) თვის ვადაში, პირადად ან/და მესამე პირ(ებ)ის მეშვეობით:
ბ.ა) მინა-პლასტიკის ნაკეთობების მწარმოებელი საწარმოს შექმნა და ფუნქციონირების დაწყება;
ბ.ბ) ამ პუნქტის „ბ.ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საპრივატიზებო პირობების შესრულების მიზნით, არანაკლებ 700 000 (შვიდასი ათასი) ლარის ინვესტიციის განხორციელება;
გ) პირადად ან/და მესამე პირ(ებ)ის მეშვეობით, ამ პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულებიდან 3 (სამი) თვეში, ამავე ქვეპუნქტით გათვალისწინებულ საწარმოში არანაკლებ 70 (სამოცდაათი) ადამიანის (მათ შორის, არანაკლებ 20 (ოცი) ნაკლებად მძიმე დანაშაულისათვის ნასამართლეობის მქონე პირის) დასაქმება არანაკლებ 2 (ორი) წლის ვადით.
3. შპს „კონსტრაქტ ვიჟენი“ ვალდებულია, ამ განკარგულების მე-2 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საპრივატიზებო პირობების შესრულების უზრუნველსაყოფად (მათ შორის, ვალდებულებ(ებ)ის შეუსრულებლობისათვის შესაბამისი ხელშეკრულების საფუძველზე დაკისრებული პირგასამტეხლოს გადახდის უზრუნველსაყოფად), შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებამდე, წარადგინოს ამავე პუნქტის „ბ.ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ინვესტიციის ოდენობის არანაკლებ 5%-ის ოდენობის უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია, რომლის მოქმედების ვადაც ამ განკარგულების მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული საინვესტიციო ვალდებულებების შესრულების ვადას უნდა აღემატებოდეს 4 (ოთხი) თვით.
4. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალმა საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა – სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ, ამ განკარგულების შესრულების მიზნით, უზრუნველყოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიების განხორციელება.
პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი
დოკუმენტის კომენტარები