„სანოტარო მოქმედებათა შესრულების წესის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 31 მარტის №71 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„სანოტარო მოქმედებათა შესრულების წესის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 31 მარტის №71 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 146
დოკუმენტის მიმღები საქართველოს იუსტიციის მინისტრი
მიღების თარიღი 30/07/2016
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 31/07/2016
სარეგისტრაციო კოდი 170040000.22.027.016650
146
30/07/2016
ვებგვერდი, 31/07/2016
170040000.22.027.016650
„სანოტარო მოქმედებათა შესრულების წესის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 31 მარტის №71 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს იუსტიციის მინისტრი
 

საქართველოს იუსტიციის მინისტრი

ბრძანება №146

2016 წლის 30 ივლისი

ქ. თბილისი

 

„სანოტარო მოქმედებათა შესრულების წესის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 31 მარტის №71 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
„სანოტარო მოქმედებათა შესრულების წესის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 31 მარტის №71 ბრძანებაში (სსმIII, 31.03.2010, №33, მუხ. 517) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის:

1. მე-4 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 4. სანოტარო საქმიანობის პრინციპები

სანოტარო საქმიანობა ხორციელდება ნოტარიუსის დამოუკიდებლობისა და პროფესიული მიუკერძოებლობის, კანონიერების, ნოტარიუსის სამოქალაქო პასუხისმგებლობის, ნოტარიუსის საქმიანობაზე ზედამხედველობისა და კონტროლის, ნოტარიუსის მიერ შესრულებული სამუშაოს ანაზღაურების (გარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა) პრინციპების საფუძველზე.“.

2. 30-ე მუხლის მე-3 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ვ) სანოტარო მოქმედების შესრულებისათვის საზღაურის (გარდა იმ შემთხვევისა, თუ კანონმდებლობა არ ითვალისწინებს სანოტარო მოქმედებებისთვის საზღაურის გადახდას), მათ შორის, სანოტარო მომსახურებასთან დაკავშირებული ტექნიკური სამუშაოსა და სხვა ხარჯების ზუსტ ოდენობას, აგრეთვე, მითითებას ნორმატიული აქტების იმ მუხლებზე, რომელთა საფუძველზე მოხდა მათი გამოანგარიშება;“.

3. 31-ე მუხლის მე-3 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ე) სანოტარო მოქმედების შესრულებისათვის საზღაურის (გარდა იმ შემთხვევისა, თუ კანონმდებლობა არ ითვალისწინებს სანოტარო მოქმედებებისთვის საზღაურის გადახდას), მათ შორის, სანოტარო მომსახურებასთან დაკავშირებული ტექნიკური სამუშაოსა და სხვა ხარჯების ზუსტი ოდენობა, აგრეთვე, ნორმატიული აქტების ის მუხლები, რომელთა საფუძველზე მოხდა მათი გამოანგარიშება;“.

4. 34-ე მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) სანოტარო საზღაურის ზუსტი ოდენობა და მასზე დარიცხული დღგ (დღგ-ით დაბეგვრის შემთხვევაში), აგრეთვე სანოტარო რეესტრში რეგისტრაციის საფასური და სანოტარო მოქმედების შესრულებასთან დაკავშირებული ხარჯების ოდენობა (მისი არსებობის შემთხვევაში). თუ კანონმდებლობა არ ითვალისწინებს სანოტარო საზღაურისა და სანოტარო რეესტრში რეგისტრაციის საფასურის გადახდას, სანოტარო რეესტრში არ მიეთითება ამ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ინფორმაცია;“.

5. მე-100 მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. სანოტარო მედიაცია (შემდგომში − მედიაცია) არის კერძოსამართლებრივი დავის გადაწყვეტის პროცესი, რომელშიც მხარეები ნებაყოფლობით საწყისებზე ან ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული წესით, ერთი ან მეტი მედიატორი ნოტარიუსის დახმარებით, აწარმოებენ მოლაპარაკებას სადავო საკითხების თაობაზე შეთანხმების მიღწევის მიზნით.“;

ბ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. მედიაცია შეიძლება განხორციელდეს მხოლოდ ყველა მხარის თანხმობით.  „სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ შემთხვევაში ადმინისტრაციული ორგანო სავალდებულო წესით მიმართავს სანოტარო მედიაციას.“;

გ) მე-6 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-7 პუნქტი:

„7. საქართველოს ნოტარიუსთა პალატა სსიპ − საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს წარუდგენს ინფორმაციას იმ ნოტარიუსების შესახებ, რომლებიც „სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის ფარგლებში განახორციელებენ მედიაციას. საქართველოს ნოტარიუსთა პალატა სსიპ − საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს დაუყოვნებლივ მიაწვდის ნოტარიუსთან (ნოტარიუსებთან) დაკავშირებულ ისეთ ინფორმაციას, რაც შეიძლება გახდეს მისი (მათი) მედიატორების/მედიატორი ნოტარიუსების ზემომითითებული სიიდან ამოღების საფუძველი.“.

6. 101-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „დ1“ ქვეპუნქტი:

„დ1) „სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ შემთხვევაში;“.

7. 104-ე მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. მედიაციის დაწყების საფუძველია დავის მონაწილე ყველა მხარის თანხმობა მედიაციის განხორციელებაზე, ასევე, კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევაში, ადმინისტრაციული ორგანოს მიმართვა. მედიაციის დაწყება ფორმდება სამედიატორო შეთანხმების ხელმოწერით, რომელსაც ხელს აწერენ მხარეები და მედიატორი ნოტარიუსი.“.

8. 105-ე მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. ნოტარიუსი უფლებამოსილია, აწარმოოს ინდივიდუალური მოლაპარაკება თითოეულ მხარესთან.“.

9. 106-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 პუნქტი:

„3. „სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად ნოტარიუსი მედიატორის მიერ მედიაციის პროცესის წარმართვისას, ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული გარემოება არ შეიძლება გახდეს მედიაციის პროცესის შეწყვეტის საფუძველი.“.

10. 108-ე  მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 პუნქტი:

„3. თუ ნოტარიუსი „სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის ფარგლებში ახორციელებს მედიაციას და მას შეუჩერდა ან შეუწყდა ნოტარიუსის უფლებამოსილება, საქართველოს ნოტარიუსთა პალატა აღნიშნულის შესახებ დაუყოვნებლივ მიაწვდის ინფორმაციას სსიპ − საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს იუსტიციის მინისტრითეა წულუკიანი