„მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირთა რეგისტრაციის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2009 წლის 31 დეკემბრის №241 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირთა რეგისტრაციის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2009 წლის 31 დეკემბრის №241 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 147
დოკუმენტის მიმღები საქართველოს იუსტიციის მინისტრი
მიღების თარიღი 30/07/2016
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 31/07/2016
ძალის დაკარგვის თარიღი 01/01/2022
სარეგისტრაციო კოდი 040230000.22.027.016651
147
30/07/2016
ვებგვერდი, 31/07/2016
040230000.22.027.016651
„მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირთა რეგისტრაციის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2009 წლის 31 დეკემბრის №241 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს იუსტიციის მინისტრი
 

საქართველოს იუსტიციის მინისტრი

ბრძანება №147

2016 წლის 30 ივლისი

ქ. თბილისი

 

„მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირთა რეგისტრაციის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2009 წლის 31 დეკემბრის №241 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მე-7 პუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
„მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირთა რეგისტრაციის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2009 წლის 31 დეკემბრის №241 ბრძანებით (სსმ, №160, 31/12/2009) დამტკიცებული ინსტრუქციის მე-7 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 7. ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან

1. ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან გაიცემა ნებისმიერ პირზე და მზადდება რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილებასთან ერთად (გარდა რეგისტრაციის გაუქმებისა), რეგისტრირებული მონაცემის არსებობის შემთხვევაში კი შესაბამისი მოთხოვნისას.

2. ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან მზადდება მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრის, საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის, საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის, მოძრავ ნივთებსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე უფლებათა და მოვალეთა რეესტრების მონაცემთა ერთიანი ბანკის საფუძველზე და ასახავს სუბიექტის შესახებ ამ რეესტრებში რეგისტრირებულ, ძალაში მყოფ მონაცემებს.

3. ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან უნდა ასახავდეს:

ა)  ინფორმაციას განცხადების რეგისტრაციისა და ამონაწერის მომზადების თარიღების, რეგისტრირებული უფლებებისა და ვალდებულებების რეგისტრაციის თარიღისა და სარეგისტრაციო ნომრების შესახებ;

ბ) ინფორმაციას სუბიექტის სახელწოდების, სამართლებრივი ფორმის, საიდენტიფიკაციო ნომრის, სუბიექტის რეგისტრაციის თარიღის, მარეგისტრირებელი ორგანოს დასახელების, იურიდიული მისამართის და ელექტრონული ფოსტის მისამართის შესახებ;

გ) დამატებით ინფორმაციას სუბიექტის იურიდიული მისამართისაგან განსხვავებული მისამართისა და ტელეფონის ნომრის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) შესახებ;

დ) ინფორმაციას ამონაწერის მომზადების მომენტისათვის რეგისტრირებული საჯაროსამართლებრივი შეზღუდვისა და საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის უფლებათა, მოძრავ ნივთებზე და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე უფლებათა, მათი რეგისტრაციის თარიღისა და ფარგლების, ამ შეზღუდვის დამადასტურებელი დოკუმენტის რეკვიზიტებისა და მისი გამომცემი ორგანოს შესახებ;

ე)  ინფორმაციას, ამონაწერის მომზადების მომენტისათვის მოვალეთა რეესტრში რეგისტრირებული მოვალის მონაცემების შესახებ.

4. იურიდიული პირის შემთხვევაში, ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან  ასევე უნდა ასახავდეს:

ა) ინფორმაციას ლიკვიდაციის/რეორგანიზაციის/გადახდისუუნარობის პროცესის მიმდინარეობის შესახებ;

ბ) ინფორმაციას რეორგანიზაციის ისტორიის შესახებ (ამონაწერზე შესაბამისი ინფორმაციის ველი აისახება მხოლოდ მისი არსებობის შემთხვევაში);

გ) ინფორმაციას მმართველობითი ორგანოების შესახებ;

დ) ინფორმაციას ხელმძღვანელობა ან/და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირების და მათი საიდენტიფიკაციო მონაცემების/რეკვიზიტების შესახებ;

ე) ინფორმაციას პროკურისტის და მისი საიდენტიფიკაციო მონაცემების/რეკვიზიტების შესახებ (ამონაწერზე შესაბამისი ინფორმაციის ველი აისახება მხოლოდ ასეთის არსებობის შემთხვევაში);

ვ) შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებისა და კომანდიტური საზოგადოების შემთხვევაში, ინფორმაციას საწარმოს რეგისტრირებული პარტნიორების და მათი საიდენტიფიკაციო მონაცემების/რეკვიზიტების, პარტნიორთა წილების,  მათ წილებზე გირავნობის უფლებისა და საკუთრების უფლების შეზღუდვასთან დაკავშირებული ვალდებულებების, პარტნიორთა წილებზე მოძრავ ნივთებსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე უფლებათა რეესტრში რეგისტრირებული უფლებების შესახებ;

ზ) შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებისა და კომანდიტური საზოგადოების შემთხვევაში, ინფორმაციას საწარმოს პარტნიორთა წილის მმართველის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) და მისი საიდენტიფიკაციო მონაცემების/რეკვიზიტების შესახებ;

თ) კომანდიტური საზოგადოების შემთხვევაში აღნიშვნას, რომელი პარტნიორია შეზღუდული და რომელი – სრული (ამონაწერზე შესაბამისი ინფორმაციის ველი აისახება მხოლოდ ასეთის არსებობის შემთხვევაში);

ი) სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოების შემთხვევაში, ინფორმაციას საწარმოს პარტნიორებისა და მათი საიდენტიფიკაციო მონაცემების/რეკვიზიტების შესახებ (ამონაწერზე შესაბამისი ინფორმაციის ველი აისახება მხოლოდ ასეთის არსებობის შემთხვევაში).

5. ინდივიდუალური მეწარმის შემთხვევაში, ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან  ასევე უნდა ასახავდეს:

ა) ინფორმაციას ინდივიდუალური მეწარმის საიდენტიფიკაციო მონაცემების/რეკვიზიტების შესახებ;

ბ) ინფორმაციას პროკურისტის და მისი საიდენტიფიკაციო მონაცემების/რეკვიზიტების შესახებ (ამონაწერზე ინფორმაცია პროკურისტის შესახებ აისახება ხელმძღვანელობის/ წარმომადგენლობის ველში. შესაბამისი ველი ამონაწერზე აისახება მხოლოდ პროკურისტის არსებობის შემთხვევაში).

6. უცხო ქვეყნის საწარმოს ან არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის  ფილიალის (წარმომადგენლობის) შემთხვევაში, ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან  ასევე უნდა ასახავდეს ინფორმაციას უცხო ქვეყნის საწარმოს ან არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირისა და მისი საიდენტიფიკაციო მონაცემების/რეკვიზიტების შესახებ.

7. ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან უნდა ასახავდეს ერთ სუბიექტზე რეგისტრირებულ მონაცემებს.

8. იურიდიული პირების შემთხვევაში, მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირთა რეესტრიდან ამონაწერის ფორმა განისაზღვრება ამ ინსტრუქციის დანართი №1-ით, ხოლო ინდივიდუალური მეწარმის შემთხვევაში ამ ინსტრუქციის დანართი №1-ით.

9. მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან ამონაწერის მოქმედების ვადა არის განუსაზღვრელი.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს იუსტიციის მინისტრითეა წულუკიანი