„საქართველოს იუსტიციის სამინისტროსა და რუმინეთის იუსტიციის სამინისტროს შორის თანამშრომლობის შესახებ“ შეთანხმების დამტკიცებისა და ძალაში შესვლის თაობაზე

„საქართველოს იუსტიციის სამინისტროსა და რუმინეთის იუსტიციის სამინისტროს შორის თანამშრომლობის შესახებ“ შეთანხმების დამტკიცებისა და ძალაში შესვლის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 353
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 28/07/2016
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 29/07/2016
სარეგისტრაციო კოდი 480140000.10.003.019418
353
28/07/2016
ვებგვერდი, 29/07/2016
480140000.10.003.019418
„საქართველოს იუსტიციის სამინისტროსა და რუმინეთის იუსტიციის სამინისტროს შორის თანამშრომლობის შესახებ“ შეთანხმების დამტკიცებისა და ძალაში შესვლის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №353

2016 წლის 28 ივლისი

ქ. თბილისი

 

„საქართველოს იუსტიციის სამინისტროსა და რუმინეთის იუსტიციის სამინისტროს შორის თანამშრომლობის შესახებ“ შეთანხმების დამტკიცებისა და ძალაში შესვლის თაობაზე

მუხლი 1
„საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის შესაბამისად, ძალაში შესვლის მიზნით, დამტკიცდეს 2016 წლის 27 ივნისს ხელმოწერილი „საქართველოს იუსტიციის სამინისტროსა და რუმინეთის იუსტიციის სამინისტროს შორის თანამშრომლობის შესახებ“ შეთანხმება.
მუხლი 2
საგარეო საქმეთა სამინისტრომ:

ა) აცნობოს საქართველოს პრეზიდენტსა და საქართველოს პარლამენტს ამ დადგენილების პირველ მუხლში აღნიშნული შეთანხმების დადების შესახებ;

ბ) შეატყობინოს რუმინეთის მხარეს ამ დადგენილების პირველ მუხლში აღნიშნული შეთანხმების ძალაში შესვლისათვის აუცილებელი შიდასახელმწიფოებრივი პროცედურის საქართველოს მხრიდან დასრულების თაობაზე.

მუხლი 3
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიგიორგი კვირიკაშვილი