დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
საქართველოს ადამიანის უფლებების დაცვის სამთავრობო სამოქმედო გეგმის (2016-2017 წლებისთვის) დამტკიცების შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 338 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
მიღების თარიღი | 21/07/2016 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 02/08/2016 |
სარეგისტრაციო კოდი | 010100000.10.003.019411 |
|
საქართველოს ადამიანის უფლებების დაცვის სამთავრობო სამოქმედო გეგმის (2016-2017 წლებისთვის) დამტკიცების შესახებ
|
მუხლი 1 |
საქართველოს კონსტიტუციითა და საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით საყოველთაოდ აღიარებული ადამიანის უფლებათა დაცვის უზრუნველსაყოფად, „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის „ჰ1“ ქვეპუნქტის საფუძველზე, დამტკიცდეს თანდართული საქართველოს ადამიანის უფლებების დაცვის სამთავრობო სამოქმედო გეგმა (2016-2017 წლებისთვის) (შემდგომში –
გეგმა).
|
მუხლი 2 |
1. აღმასრულებელი ხელისუფლების შესაბამისმა დაწესებულებებმა და საჯარო სამართლის იურიდიულმა პირებმა უზრუნველყონ ამ დადგენილებით დამტკიცებული სამოქმედო გეგმის შესრულება, თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში.
2. ეთხოვოთ საქართველოს ადამიანის უფლებების დაცვის სამთავრობო სამოქმედო გეგმაში (2016-2017 წლებისთვის) ჩართულ შესაბამის უწყებებს კოორდინირებული ურთიერთთანამშრომლობა, გეგმაში გაწერილი მიზნებისა და ამოცანების განსახორციელებლად. |
მუხლი 3 |
დადგენილება ამოქმედდეს „ადამიანის უფლებათა დაცვის სამთავრობო სამოქმედო გეგმის (2016-2017 წწ.) პროექტისა და „ადამიანის უფლებათა დაცვის სამთავრობო სამოქმედო გეგმის 2014-2015 წლების შესრულების ანგარიშის“ მოწონების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 13 ივნისის №1138 განკარგულებაში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს მთავრობის შესაბამისი განკარგულების ძალაში შესვლისთანავე.
|
|
საქართველოს ადამიანის უფლებების დაცვის სამთავრობო
სამოქმედო გეგმა (2016-2017 წლებისთვის)
|
სარჩევი
1. სისხლის სამართლის მართლმსაჯულება 2. სამართლიანი სასამართლოს უფლება 3. პროკურატურა 4. ადამიანის უფლებების დაცვა სასჯელაღსრულების სისტემაში 5. წამებასა და არასათანადო მოპყრობასთან ბრძოლა 6. ტრეფიკინგი 7. პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა 8. გამოხატვის თავისუფლება 9. შეკრებისა და მანიფესტაციის თავისუფლება 10. ეროვნული/ეთნიკური უმცირესობების დაცვა 11. რელიგიური უმცირესობების დაცვა 12. ბავშვთა უფლებების დაცვა 13. გენდერული თანასწორობა და ქალთა გაძლიერება 14. იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა უფლებები 15. მიგრანტთა, თავშესაფრის მაძიებელ და თავშესაფრის მქონე პირთა უფლება 16. ეკო-მიგრანტთა უფლებები 17. რეპატრიანტთა უფლებები 18. ოკუპირებულ ტერიტორიებზე და ოკუპირებული ტერიტორიების გამყოფი ხაზების სიახლოვეს მცხოვრები ადამიანების უფლებების დაცვა 19. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებები 20. შრომითი უფლებები 21. ეკოლოგიური უფლებების დაცვა 22. ქალთა მიმართ ძალადობის და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლისა და მსხვერპლთა (დაზარალებულთა) დასაცავად გასატარებელ ღონისძიებათა 2016 – 2017 წლების სამოქმედო გეგმა 23. საქართველოს 2016-2017 წლების ეროვნული სამოქმედო გეგმა გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციების „ქალებზე, მშვიდობასა და უსაფრთხოებაზე“ განხორციელებისათვის 24. ბიზნესი და ადამიანის უფლებები 25. ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებზე ტრენინგების ორგანიზება და სამოქმედო გეგმის სრულყოფასთან დაკავშირებული საკითხები |
|
დოკუმენტის კომენტარები