დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„საქართველოს ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების ნუმერაციის ეროვნული სისტემის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 18 ნოემბრის №355 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 340 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
მიღების თარიღი | 21/07/2016 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 28/07/2016 |
სარეგისტრაციო კოდი | 330110000.10.003.019409 |
|
„საქართველოს ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების ნუმერაციის ეროვნული სისტემის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 18 ნოემბრის №355 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საქართველოს ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების ნუმერაციის ეროვნული სისტემის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 18 ნოემბრის №355 დადგენილებაში (სსმ, 25/11/2010) შეტანილ იქნეს ცვლილება და №3 დანართის პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით. |
მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
„დანართი 3
|
1. XX (XXX) ფორმატის მოკლე ნომრები (კოდები)
|
1. XX (XXX) ფორმატის მოკლე ნომრები (კოდები)
2. ნუმერაციის ახალი სისტემა ითვალისწინებს საგანგებო (ექსტრემალური) სამსახურების შემდეგ უნიფიცირებულ ერთიან სამნიშნა სპეციალურ მოკლე ნომრებს: სახანძრო-სამაშველო სამსახურის ერთიანი სამნიშნა ნომერი – 111, საგანგებო სიტუაციებში გადაუდებელი დახმარების გამოძახების ერთიანი სამნიშნა ევრონომერი – 112, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ერთიანი სამნიშნა ნომერი – 113, გაზის საავარიო სამსახურის ერთიანი სამნიშნა ნომერი – 114, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის ერთიანი სამნიშნა ნომერი – 122, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ერთიანი სამნიშნა ნომერი – 123, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დაცვის პოლიციის ერთიანი სამნიშნა ნომერი – 125, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის ერთიანი სამნიშნა ნომერი – 126 და საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ერთიანი სამნიშნა ნომერი - 153.“.
|
დოკუმენტის კომენტარები