დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში მომხმარებლის რეგისტრაციისა და სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემის გამოყენების წესის დამტკიცების შესახებ“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 21 მაისის №5 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 7 |
| დოკუმენტის მიმღები | სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარე |
| მიღების თარიღი | 22/07/2016 |
| დოკუმენტის ტიპი | სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 26/07/2016 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 01/09/2016 |
| სარეგისტრაციო კოდი | 040170120.57.069.016088 |
|
„სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში მომხმარებლის რეგისტრაციისა და სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემის გამოყენების წესის დამტკიცების შესახებ“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 21 მაისის №5 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
|
| მუხლი 1 |
სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 21 მაისის №5 ბრძანებით დამტკიცებულ „სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში მომხმარებლის რეგისტრაციისა და სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემის გამოყენების წესში“ (www.matsne.gov.ge, 21.05.2015, 040170120.57.069.016059) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
1. მე-3 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. ელექტრონული საშუალებით განხორციელებულ სახელმწიფო შესყიდვაში მონაწილეობის მისაღებად მიმწოდებელი ვალდებულია დარეგისტრირდეს სისტემაში. ამხანაგობის სისტემაში რეგისტრაციისთვის აუცილებელია ამხანაგობის მონაწილე ყველა მიმწოდებელი რეგისტრირებული იყოს სისტემაში.“.
2. მე-9 მუხლს დაემატოს 11 პუნქტი შემდეგი რედაქციით: „11. ამხანაგობის პროფილში დამატებით მიეთითება მისი მონაწილე მიმწოდებლების რეკვიზიტები და იტვირთება ერთობლივი საქმიანობის (ამხანაგობის) ხელშეკრულება (არსებობის შემთხვევაში, ატვირთვას ექვემდებარება ამ ხელშეკრულებაში შემდგომი ცვლილებებიც).“.
3. მე-11 მუხლი მე-8 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა) ლიკვიდაციის, გარდაცვალების ან ერთობლივი საქმიანობის შეწყვეტის შემთხვევაში;“.
|
| მუხლი 2 |
ბრძანება ამოქმედდეს 2016 წლის 1 სექტემბრიდან.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები