„გამარტივებული ელექტრონული ტენდერისა და ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2011 წლის 7 აპრილის №9 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„გამარტივებული ელექტრონული ტენდერისა და ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2011 წლის 7 აპრილის №9 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 6
დოკუმენტის მიმღები სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარე
მიღების თარიღი 22/07/2016
დოკუმენტის ტიპი სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 26/07/2016
ძალის დაკარგვის თარიღი 19/07/2017
სარეგისტრაციო კოდი 010240060.57.069.016087
6
22/07/2016
ვებგვერდი, 26/07/2016
010240060.57.069.016087
„გამარტივებული ელექტრონული ტენდერისა და ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2011 წლის 7 აპრილის №9 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარე
 

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის

ბრძანება №6

2016 წლის 22 ივლისი

ქ. თბილისი

 

 

„გამარტივებული ელექტრონული ტენდერისა და ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2011 წლის 7 აპრილის №9 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ჟ“ და „რ“ ქვეპუნქტების, მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, 151 მუხლის პირველი პუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

 


მუხლი 1
სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2011 წლის 7 აპრილის №9 ბრძანებით დამტკიცებულ „გამარტივებული ელექტრონული ტენდერისა და ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესში“ (www.matsne.gov.ge, 08.04.2011, 010240060.21.014.016016) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

 

1. მე-2 მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს „ვ1“ პუნქტი შემდეგი რედაქციით:

„ვ1) სატენდერო პირობები – სატენდერო განცხადებითა და სატენდერო დოკუმენტაციით შესყიდვის ობიექტისა და პრეტენდენტის მიმართ შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ დადგენილი მოთხოვნების ერთობლიობა;“.

 

2. მე-10 მუხლის შემდეგ დაემატოს 101 მუხლი შემდეგი რედაქციით:

მუხლი 101. ტენდერში ამხანაგობის მონაწილეობა

1. ტენდერში ერთობლივად მონაწილეობის მიზნით, ორ ან რამდენიმე მიმწოდებელს უფლება აქვს, გაერთიანდეს ერთობლივი საქმიანობის (ამხანაგობის) ხელშეკრულებით. მხარეთა შეთანხმებით ერთობლივი საქმიანობის (ამხანაგობის) ხელშეკრულება შესაძლებელია გაფორმდეს ერთ ან რამდენიმე ტენდერში მონაწილეობის მიზნით.

2. ერთობლივი საქმიანობის (ამხანაგობის) ხელშეკრულებას მიმწოდებლები აფორმებენ წერილობითი ფორმით, რომელსაც ხელს უნდა აწერდეს მისი ყველა მონაწილე. მონაწილეთა შეთანხმებით, ხელშეკრულება ან მათი ხელმოწერების ნამდვილობა უნდა დაამოწმოს ნოტარიუსმა ან კანონით გათვალისწინებულმა სხვა პირმა. ხელშეკრულება უნდა შეიცავდეს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 931-ე მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრულ პირობებს. ამასთან, მიმწოდებლები ხელშეკრულების პირობებზე შეთანხმებისას ვალდებული არიან, გაითვალისწინონ, რომ:

ა) ერთობლივი საქმიანობის (ამხანაგობის) ხელშეკრულების მოქმედების ვადა არ შეიძლება იყოს სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებ(ებ)ის მოქმედების ვადაზე ნაკლები;

ბ) სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებ(ებ)ის ფარგლებში ნაკისრი ვალდებულებების შესრულებამდე, დაუშვებელია ამხანაგობის მონაწილის შეცვლა ან დამატება;

გ) სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებ(ებ)ის ფარგლებში ნაკისრი ვალდებულებების შესრულებამდე, ამხანაგობიდან მისი ერთ-ერთი მონაწილის გასვლა იწვევს ერთობლივი საქმიანობის შეწყვეტას;

დ) ამხანაგობა შემსყიდველი ორგანიზაციის წინაშე წარმოდგენილი უნდა იყოს მის ხელმძღვანელობასა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი ფიზიკური პირით, რომელიც შეირჩევა ამხანაგობის მონაწილეთაგან.

3. ერთობლივი საქმიანობის (ამხანაგობის) ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ, ამხანაგობა ვალდებულია, დადგენილი წესით, დადგეს საგადასახადო აღრიცხვაზე და დარეგისტრირდეს სისტემაში. სისტემაში რეგისტრაციისთვის აუცილებელია ამხანაგობის მონაწილე ყველა მიმწოდებელი იყოს რეგისტრირებული სისტემაში. ამხანაგობის პროფილში მიეთითება მისი მონაწილე მიმწოდებლების რეკვიზიტები და იტვირთება ერთობლივი საქმიანობის (ამხანაგობის) ხელშეკრულება (არსებობის შემთხვევაში, ატვირთვას ექვემდებარება ამ ხელშეკრულებაში შემდგომი ცვლილებებიც).

4. ტენდერში ამხანაგობა მონაწილეობას იღებს და სატენდერო წინადადებას წარადგენს, როგორც დამოუკიდებელი პრეტენდენტი. ამხანაგობასა და მის მონაწილეებს ეკრძალებათ ერთსა და იმავე ტენდერში ინდივიდუალურად მონაწილეობა. ასეთ შემთხვევაში, ამხანაგობა და მისი მონაწილე/მონაწილეები ექვემდებარებიან დისკვალიფიკაციას ამ წესის მე-13 მუხლის მე-2 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის საფუძველზე.

5. ამხანაგობის მონაწილეები უფლებამოსილი არიან, შეასრულონ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების სხვადასხვა ნაწილი, თუ შესაძლებელია მათი გამოცალკევება მთლიანი ვალდებულებიდან და დამოუკიდებლად შესრულება, იმგვარად, რომ აღნიშნულმა, ალბათობის მაღალი ხარისხით, არ უნდა გამოიწვიოს საბოლოო შედეგის განადგურება, დაზიანება ან/და შედეგით სარგებლობის შეუძლებლობა. ამხანაგობის მონაწილეებმა ტექნიკურ დოკუმენტაციაში მკაფიოდ უნდა განსაზღვრონ, თუ თითოეული მონაწილე კონკრეტულად რომელ ვალდებულებას შეასრულებს სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების ფარგლებში.

6. ამხანაგობის მიერ სატენდერო პირობების დაკმაყოფილების საკითხი განიხილება შემდეგნაირად:

ა) ამხანაგობის მონაწილეთა ტექნიკური დოკუმენტაციის სატენდერო პირობებთან შესაბამისობა დგინდება მონაწილის მიერ შესასრულებელი ვალდებულებისადმი დადგენილ მოთხოვნასთან მიმართებით, ამ მუხლის მე-5 პუნქტის მოთხოვნათა გათვალისწინებით. ამასთან, დასაშვებია ამხანაგობის მონაწილეთა ფინანსური და მატერიალურ-ტექნიკური შესაძლებლობების დაჯამება, ხოლო არ დაიშვება გამოცდილების შეკრება;

ბ) საკვალიფიკაციო მონაცემების დამადასტურებელი დოკუმენტები (მათი მოთხოვნის შემთხვევაში) შემსყიდველ ორგანიზაციას წარედგინება, როგორც ამხანაგობის, ასევე მისი მონაწილეების შესახებ.

7. თუ ერთობლივი საქმიანობის (ამხანაგობის) ხელშეკრულება არ არის გაფორმებული ამ მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, ამხანაგობამ არ იმოქმედა ამ მუხლის მე-3 პუნქტის მიხედვით ან ამხანაგობის ტექნიკური დოკუმენტაცია არ არის შედგენილი ამ მუხლის მე-5 პუნქტის მოთხოვნათა გათვალისწინებით, ამხანაგობა ექვემდებარება დისკვალიფიკაციას ამ წესის მე-13 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე.

8. ტენდერში მონაწილეობა ეკრძალება იმ ამხანაგობას, რომლის მონაწილეც რეგისტრირებულია შავ სიაში.

9. ერთობლივი საქმიანობის (ამხანაგობის) მონაწილეები შემსყიდველი ორგანიზაციის წინაშე პასუხს აგებენ სოლიდარულად.

10. თუ ამხანაგობის მიმართ წარმოიშვა შავ სიაში რეგისტრაციის საფუძველი, სააგენტოს სათანადო გადაწყვეტილება მიიღება, როგორც ამხანაგობის, ასევე მისი მონაწილეების მიმართ.

11. ერთობლივი საქმიანობის შეწყვეტა იწვევს სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებ(ებ)ის შეწყვეტას. ამასთან, ერთობლივი საქმიანობის (ამხანაგობის) მონაწილეები პასუხს აგებენ სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებ(ებ)ის შეწყვეტით დამდგარი შედეგისთვის.

12. ერთობლივი საქმიანობის (ამხანაგობის) ხელშეკრულებასთან დაკავშირებული სამართალურთიერთობები, ამ მუხლის თავისებურებათა გათვალისწინებით, წესრიგდება საქართველოს სამოქალაქო კოდექსით.“.

 

3. 27-ე მუხლს დაემატოს მე-12 პუნქტი შემდეგი რედაქციით:

„12. ამ წესის 101 მუხლის ამოქმედებამდე სისტემაში დარეგისტრირებული ამხანაგობები ვალდებული არიან, 2016 წლის 1 სექტემბრამდე მათი სისტემაში რეგისტრაცია შეუსაბამონ ამ წესის 101 მუხლის მოთხოვნებს. თუ ამხანაგობა არ შეასრულებს ამ პუნქტით გათვალისწინებულ ვალდებულებას, სააგენტო უფლებამოსილია, დადგენილი წესით, განახორციელოს ასეთი ამხანაგობის დეაქტივაცია.“.

 

მუხლი 2
1. ბრძანების პირველი მუხლის პირველი და მე-3 პუნქტები ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

2. ბრძანების პირველი მუხლის მე-2 პუნქტი ამოქმედდეს 2016 წლის 1 სექტემბრიდან.


სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარელევან რაზმაძე