„ჭიათურის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 24 სექტემბრის №30 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ჭიათურის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 24 სექტემბრის №30 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 19
დოკუმენტის მიმღები ჭიათურის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 15/07/2016
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 20/07/2016
ძალის დაკარგვის თარიღი 12/11/2017
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.129.016209
19
15/07/2016
ვებგვერდი, 20/07/2016
010250050.35.129.016209
„ჭიათურის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 24 სექტემბრის №30 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
ჭიათურის მუნიციპალიტეტი
 

ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

 დადგენილება №19

2016 წლის 15 ივლისი

ქ. ჭიათურა

 

„ჭიათურის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 24 სექტემბრის №30 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის მე-2 ნაწილის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20  მუხლის მე-4 და მე-6 პუნქტების, „სამოქალაქო აქტების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე, საქართველოს კანონის (სსმ, 04/06/2016, სარეგისტრაციო კოდი 010110000.04.001.016169) მე-2 მუხლის  მე-4 პუნქტის შესაბამისად  ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
„ჭიათურის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014  წლის 24 სექტემბრის №30 დადგენილებაში (სსმ, 29/04/2016, სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.129.016129) შევიდეს შემდეგი ცვლილება: 
ა) დადგენილებით დამტკიცებული №1 დანართის მე-16 მუხლის მე-3 პუნქტს დაემატოს „გ1“ ქვეპუნქტი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ1. ვალდებულია დროულად მიაწოდოს ინფორმაცია გამგებლის მიერ განსაზღვრულ უფლებამოსილ პირს ბავშვის დაბადების თაობაზე, თუ ბავშვი დაიბადა სამედიცინო დაწესებულების გარეთ, დაბადების შესახებ სამედიცინო ცნობის გაცემის უფლებამოსილების მქონე პირის დახმარების გარეშე.“;

ბ) დადგენილებით დამტკიცებული №1 დანართის მე-16 მუხლის მე-3 პუნქტს დაემატოს „გ2“ ქვეპუნქტი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ2.  ვალდებულია შეადგინოს ოქმი პირის გარდაცვალების შესახებ და არაუგვიანეს მეორე სამუშაო დღისა წარუდგინოს გამგებლის მიერ განსაზღვრულ უფლებამოსილ პირს.“.

 

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეალექსანდრე ციცქიშვილი