„ფიზიკური მდგომარეობის გამო ზოგიერთი ამომრჩევლის მიერ ხმის მიცემის პროცედურის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2012 წლის 21 ივნისის №20/2012 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ნომერი 45/2016
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია
მიღების თარიღი 14/07/2016
დოკუმენტის ტიპი საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 15/07/2016
სარეგისტრაციო კოდი 010240060.15.008.016284
45/2016
14/07/2016
ვებგვერდი, 15/07/2016
010240060.15.008.016284
„ფიზიკური მდგომარეობის გამო ზოგიერთი ამომრჩევლის მიერ ხმის მიცემის პროცედურის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2012 წლის 21 ივნისის №20/2012 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია
 
საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის

დადგენილება №45/2016

2016 წლის 14 ივლისი

ქ. თბილისი

„ფიზიკური მდგომარეობის გამო ზოგიერთი ამომრჩევლის მიერ ხმის მიცემის პროცედურის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2012 წლის 21 ივნისის №20/2012 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი” 77-ე მუხლის  მე-5 პუნქტისა და საქართველოს კანონის „ნორმატიული აქტების შესახებ” მე-20 მუხლის საფუძველზე, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ადგენს: 

მუხლი 1
„ფიზიკური მდგომარეობის გამო ზოგიერთი ამომრჩევლის მიერ ხმის მიცემის პროცედურის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2012 წლის 21 ივნისის №20/2012 დადგენილების (სსმ ვებგვერდი, www.matsne.gov.ge, 22/06/2012, 010240060.15.008.016038):

1. მე-2 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. აღნიშნული ამომრჩევლის ნაცვლად, მისი თანდასწრებით, ბიულეტენს (ბიულეტენებს) სპეციალურ კონვერტში ათავსებს და შემდეგ საარჩევნო ყუთში აგდებს, მის  მიერ არჩეული პირი (გარდა: საარჩევნო კომისიის წევრისა, კანდიდატისა, საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენლისა, დამკვირვებლისა და პრესისა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებების წარმომადგენლისა), რომელიც დაეხმარება მას კენჭისყრის კაბინაში საარჩევნო ბიულეტენის (ბიულეტენების) შევსებაში.“;

2. მე-3 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 3. ფიზიკური მდგომარეობის მქონე ამომრჩევლის მიერ გადასატანი საარჩევნო ყუთის მეშვეობით ხმის მიცემის შემთხვევაში, გადასატანი საარჩევნო ყუთის სიის გრაფაში „ამომრჩევლის ხელმოწერა” აკეთებს ჩანაწერს „ფიზიკური მდგომარეობა” და აღნიშნულს ადასტურებს პირადი ხელმოწერით გადასატანი საარჩევნო ყუთის თანმხლები კომისიის წევრი. აღნიშნული ამომრჩევლის ნაცვლად, ბიულეტენს (ბიულეტენებს) ავსებს, სპეციალურ კონვერტში ათავსებს და კონვერტს აგდებს გადასატან საარჩევნო ყუთში, ამომრჩევლის თანდასწრებით მის მიერ არჩეული პირი (გარდა: საარჩევნო კომისიის წევრისა, კანდიდატისა, საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენლისა, დამკვირვებლისა და პრესისა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებების წარმომადგენლისა).

მუხლი 2
ეს დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კილომეტრი, №6) მისი მიღებიდან 2 კალენდარული დღის ვადაში.
მუხლი 3
ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

კომისიის თავმჯდომარეთამარ ჟვანია
კომისიის მდივანიგიორგი ჯავახიშვილი