ცხოველთა სამყაროს შესახებ

  • Word
ცხოველთა სამყაროს შესახებ
დოკუმენტის ნომერი 540
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 25/12/1996
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი პარლამენტის უწყებანი, 1-2 (33-34/7), 22/01/1997
სარეგისტრაციო კოდი 410.000.000.05.001.000.186
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
540
25/12/1996
პარლამენტის უწყებანი, 1-2 (33-34/7), 22/01/1997
410.000.000.05.001.000.186
ცხოველთა სამყაროს შესახებ
საქართველოს პარლამენტი
ყურადღება! ვერსია, რომელსაც ამჟამად ეცნობით, არ წარმოადგენს დოკუმენტის ბოლო რედაქციას. დოკუმენტის ბოლო რედაქციის გასაცნობად აირჩიეთ შესაბამისი კონსოლიდირებული ვერსია.

კონსოლიდირებული ვერსია (24/11/2011 - 25/03/2013)

საქართველოს კანონი

ცხოველთა სამყაროს შესახებ

ცხოველთა სამყარო ბუნებრივი გარემოს ერთ-ერთი ძირითადი შემადგენელი ელემენტია.

საქართველოს ცხოველთა სამყარო წარმოადგენს ქვეყნის და ასევე მსოფლიოს ბიოლოგიური მრავალფეროვნების უმნიშვნელოვანეს ნაწილს. მას განსაკუთრებული ადგილი უკავია ბიოსფეროს დაცვისა და მდგრადობის შენარჩუნების, აგრეთვე საქართველოს მოქალაქეთა სულიერ და მატერიალურ მოთხოვნილებათა დაკმაყოფილებისა და მომავალი თაობების აღზრდის საქმეში.

საქართველოს სახმელეთო ტერიტორიის, საჰაერო სივრცის, ტერიტორიული წყლების, კონტინენტური შელფისა და განსაკუთრებული ეკონომიკური ზონის ფარგლებში არსებული ცხოველთა სამყარო საქართველოს ეროვნული სიმდიდრეა და მას სახელმწიფო იცავს.

კარი I

ზოგადი ნაწილი

თავი I

ზოგადი დებულებანი

    მუხლი 1. კანონში გამოყენებული ძირითადი ცნებები

ამ კანონში გამოყენებულ ძირითად ცნებებს, თუ კანონში განსაკუთრებული მითითება არ არის, ამავე კანონის მე-2 მუხლში მოყვანილი მნიშვნელობა აქვთ.

    მუხლი 2. ძირითადი ცნებების განმარტებანი

1. ცხოველთა სამყარო _ ყველა სახის გარეული ცხოველების ერთობლიობა, რომლებიც მუდმივად ან დროებით ბინადრობენ საქართველოს ტერიტორიაზე, მის ტერიტორიულ წყლებში, კონტინენტურ შელფსა და განსაკუთრებულ ეკონომიკურ ზონაში და იმყოფებიან ბუნებრივი თავისუფლების მდგომარეობაში.

2. გარეული ცხოველები _ ცხოველთა სამყაროს მიკუთვნებულ ცოცხალ ორგანიზმთა ყველა სისტემატიკური კატეგორია, მათში შემავალი სახეობები და პოპულაციები.

3. ქორდიანი ცხოველები _ გარეული ცხოველები, რომელთაც აქვთ ქორდა (ზურგის სიმი).

4. ხერხემლიანი ცხოველები _ ქორდიან გარეულ ცხოველთა ერთ-ერთი ტიპი, რომელიც აერთიანებს ხერხემლისა და ქალის მქონე მაღალორგანიზებულ ცხოველებს. მათ მიეკუთვნება მრგვალპირიანები, თევზები, ამფიბიები, ქვეწარმავლები, ფრინველები და ძუძუმწოვრები.

5. უხერხემლო ცხოველები _ გარეული ცხოველები, რომელთაც ქორდა (ზურგის სიმი) არ გააჩნიათ. მათ მიეკუთვნება ცხოველთა სამყაროში შემავალი ყველა ცოცხალი ორგანიზმი, ხერხემლიან ცხოველთა გარდა.

6. ეგზოტური ცხოველები _ ქვეყნის ფარგლებს გარედან შემოყვანილი გარეული ცხოველები, რომლებიც ადგილობრივი პირობებისათვის (კლიმატი და სხვა) არ არიან დამახასიათებელი.

7. პოპულაცია _ გარკვეულ ტერიტორიაზე მობინადრე ერთი სახეობის ინდივიდთა ერთობლიობა.

8. გარეულ ცხოველთა ჯგუფი _ ერთი სახეობის ინდივიდთა ბუნებრივი გაერთიანება.

9. ტაქსონომიური ერთეული _ მეტ-ნაკლები ხარისხით ურთიერთისაგან ნათესაურად განსხვავებულ გარეულ ცხოველთა დაქვემდებარებული სისტემატიკური ჯგუფი.

10. დერივატები _ გარეულ ცხოველთა სხეულის ნაწილები (ორგანოები, ტყავი, ბეწვი, რქები და სხვა).

11. ცხოველთა სამყაროს (გარეულ ცხოველთა) საბინადრო გარემო (ჰაბიტატი)_ ადგილი ან ადგილმდებარეობის ტიპი, სადაც ბუნებრივი თავისუფლების პირობებში იმყოფებიან გარეულ ცხოველთა ცალკეული ინდივიდები ან პოპულაციები.

12. ცხოველთა სამყაროს სახეობრივი მრავალფეროვნება _ ცხოველთა მრავალფეროვნება სახეობებს შორის, ერთი სახეობის ფარგლებში და ეკოლოგიურ სისტემებში.

13. ცხოველთა სამყაროს გენეტიკური რესურსები _ ბიოლოგიური რესურსების ნაწილი, რომელიც შეიცავს ცხოველური წარმოშობის მემკვიდრეობის ფუნქციონალური ერთეულების მატარებელ გენეტიკურ მასალას.

14. მდგრადი განვითარება _ საზოგადოების განვითარების ისეთი სისტემა, რომელიც გარემოს დაცვისა და საზოგადოების ეკონომიკური განვითარების ინტერესების გათვალისწინებით უზრუნველყოფს ადამიანის ცხოვრების დონის ზრდას და მომავალი თაობების უფლებას _ ისარგებლონ შეუქცევადი რაოდენობრივი და ხარისხობრივი ცვლილებებისაგან მაქსიმალურად დაცული ბუნებრივი რესურსებითა და გარემოთი.

15. მდგრადი განვითარების პრინციპები _ პრინციპები, რომლებიც ინტეგრირებულია გაერთიანებული ერების ორგანიზაციის 1992 წლის რიო-დე-ჟანეიროს გარემოსა და განვითარების საერთაშორისო კონფერენციის (United Nations Conference on Environment and Development, Rio de Janeiro, 1992) მიერ მიღებულ „გარემოსა და განვითარების რიოს დეკლარაციის“, „21-ე საუკუნის გლობალური მდგრადი განვითარების პროგრამის _ დღის წესრიგ 21-ის“ და „ტყეების დაცვის, მდგრადი განვითარებისა და მართვის პრინციპების შესახებ არასაკანონმდებლო ვალდებულებათა განცხადების“ დასკვნით დოკუმენტებში.

16. ცხოველთა სამყაროს მდგრადობა _ ცხოველთა სამყაროს სახეობრივი მრავალფეროვნების არსებობა განუსაზღვრელი დროის განმავლობაში.

17. ცხოველთა სამყაროს მდგრადი გამოყენება _ ცხოველთა სამყაროს ისეთი გამოყენება, რომლის დროსაც განუსაზღვრელი დროის განმავლობაში უზრუნველყოფილია ცხოველთა სამყაროს სახეობრივი მრავალფეროვნების შენარჩუნება, მდგრადობა და აღწარმოების უნარი.

18. გადარჩენის სტაცია _ ტერიტორია, სადაც გარეული ცხოველები თავს აფარებენ ექსტრემალური პირობების დროს.

19. ცხოველთა სამყაროს in-situ კონსერვაცია _ გარეულ ცხოველთა სახეობების დაცვა ბუნებრივ პირობებში.

20. ცხოველთა სამყაროს ex-situ კონსერვაცია _ გარეულ ცხოველთა სახეობების დაცვა ხელოვნურ პირობებში.

21. გენოფონდის რეზერვატი _ ტერიტორია, სადაც ხელოვნურ პირობებში ხდება გარეულ ცხოველთა სახეობების შენარჩუნება და გამრავლება ბუნებაში მათი აღდგენის მიზნით.

22. ტრანსლოკაცია _ კრებსითი შინაარსის ტერმინი, რომელიც მოიცავს რეინტროდუქციის, ინტროდუქციისა და რესტოკინგის ცნებებს.

23. ინტროდუქცია _ ფაუნისთვის უცხო სახეობების შემოყვანა მათი ბუნებაში გაშვების მიზნით.

24. რეინტროდუქცია _ გარეულ ცხოველთა სახეობების ბუნებაში აღდგენის ღონისძიება. გარეული ცხოველის შეყვანა მისი გავრცელების ისტორიულ არეალში, სადაც ამ სახეობის არც ერთი ინდივიდი აღარ არის შენარჩუნებული.

25. რესტოკინგი _ გარეულ ცხოველთა სახეობების ბუნებაში აღდგენის ღონისძიება. გარეული ცხოველის შეყვანა მისი გავრცელების ისტორიულ არეალში, სადაც შემორჩენილია ამ სახეობის ძალზე მცირერიცხოვანი პოპულაცია.

26. ჰიბრიდიზაცია _ გარეულ ცხოველთა სხვადასხვა სახეობების, ქვესახეობებისა და ფორმების, ასევე გარეულ და შინაურ ცხოველთა ერთმანეთთან შეჯვარება, რომლის შედეგადაც მიიღება ნაჯვარი _ ჰიბრიდი.

27. დაცული ტერიტორია _ ბიოლოგიური მრავალფეროვნების, ბუნებრივი რესურსებისა და ბუნებრივ გარემოში ჩართული კულტურული ფენომენების შენარჩუნების თვალსაზრისით განსაკუთრებული მნიშვნელობის მქონე სახმელეთო ტერიტორია და (ან) აკვატორია, რომლის დაცვა და მართვა ხორციელდება გრძელვადიან და მყარ სამართლებრივ საფუძველზე. დაცული ტერიტორია იქმნება უმნიშვნელოვანესი ეროვნული მემკვიდრეობის _ უნიკალური, იშვიათი და დამახასიათებელი ეკოსისტემების, მცენარეთა და ცხოველთა სახეობების, ბუნებრივი წარმონაქმნებისა და კულტურული არეალების დასაცავად და აღსადგენად, მათი სამეცნიერო, საგანმანათლებლო, რეკრეაციული და ბუნებრივი რესურსების დამზოგავი მეურნეობის განვითარებისათვის გამოყენების უზრუნველსაყოფად.

28. სახელმწიფო ნაკრძალი _ დაცული ტერიტორია, რომელიც შეესატყვისება ბუნების დაცვის საერთაშორისო კავშირის (IUCN) დაცული ტერიტორიების I კატეგორიას _ მკაცრი ბუნებრივი რეზერვატი ( Strict Narure Reserve / Wilderness Area ).

29. ეროვნული პარკი _ დაცული ტერიტორია, რომელიც შეესატყვისება ბუნების დაცვის საერთაშორისო კავშირის (IUCN) დაცული ტერიტორიების II კატეგორიას _ „ეროვნული პარკი“ ( National Park ).

30. ბუნების ძეგლი _ დაცული ტერიტორია, რომელიც შეესატყვისება ბუნების დაცვის საერთაშორისო კავშირის (IUCN) დაცული ტერიტორიების III კატეგორიას _ ბუნების ძეგლი ( Natural Monument ).

31. აღკვეთილი _ დაცული ტერიტორია, რომელიც შეესატყვისება ბუნების დაცვის საერთაშორისო კავშირის (IUCN) დაცული ტერიტორიების IV კატეგორიას _ ჰაბიტატების/სახეობების მართვის ტერიტორია (Habitat / Species Management Area).

32. დაცული ლანდშაფტი _ დაცული ტერიტორია, რომელიც შეესატყვისება ბუნების დაცვის საერთაშორისო კავშირის (IUCN) დაცული ტერიტორიების V კატეგორიას _ დაცული ლანდშაფტი (Protected Landscape).

33. მრავალმხრივი გამოყენების ტერიტორია _ დაცული ტერიტორია, რომელიც შეესატყვისება ბუნების დაცვის საერთაშორისო კავშირის (IUCN) დაცული ტერიტორიების VI კატეგორიას _ რესურსების მართვის დაცული ტერიტორია (Managed Resource Protected Area).

34. სამინისტრო _ საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო.

35. საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს რეგიონალური ორგანო _ საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროსადმი დაქვემდებარებული ორგანიზაციები, კერძოდ, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის რეგიონალური (საქალაქო) სამმართველოები, ასევე ქალაქ თბილისის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების რეგულირების კომიტეტი.

36. საქმიანობა _ სამეწარმეო, სამეურნეო ან ყველა სხვაგვარი საქმიანობა, განსახლებისა და განვითარების გეგმებისა და პროექტების განხორციელება, ინფრასტრუქტურული პროექტების, განაშენიანებისა და სექტორული განვითარების გეგმების, საქართველოს ტერიტორიაზე არსებული წყლის, ტყის, მიწის, წიაღისა და სხვა ბუნებრივი რესურსების დაცვის, გამოყენებისა და სარგებლობის პროექტებისა და პროგრამების განხორციელების ჩათვლით, ასევე არსებული საწარმოების მნიშვნელოვანი რეკონსტრუქცია და ტექნიკური და ტექნოლოგიური განახლება, რომლებიც ახდენენ ან შეუძლიათ მოახდინონ გავლენა გარემოს მდგომარეობის ხარისხზე.

37. გარემოსდაცვითი ნებართვა _ საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს, მისი რეგიონალური და ადგილობრივი ორგანოების, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროების წერილობითი გადაწყვეტილება საქმიანობის განხორციელებაზე. მისი შინაარსი, ფორმა (გაფორმების წესი) და გაცემის პროცედურა განსხვავებულია სხვადასხვა კატეგორიის საქმიანობისათვის. გარემოსდაცვითი ნებართვა არის ინტეგრირებული ნებართვა, რომელიც შეიცავს ნებართვას გამონაბოლქვზე, ნარჩენების განთავსებაზე და სხვა.

38. მანიპულაციები _ მეცნიერული კვლევისა და მოვლა-პატრონობის აქტიური ქმედება და საქმიანობა, კერძოდ ბუნებრივი მასალის მოპოვება, ლაბორატორიებისა და საცდელი სადგურების მოწყობა, გარეულ ცხოველთა სახეობების ინტროდუქცია, რეინტროდუქცია, ტრანსლოკაცია, სანიტარიული, სამეცნიერო-საცდელი და სხვა მოვლითი და აღდგენითი სატყეო-სამეურნეო ღონისძიებები (მათ შორის ყველა სახეობის საცდელი ჭრა) და სხვა.

39. გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფ გარეულ ცხოველთა სახეობები - საქართველოს „წითელ ნუსხაში“ შეტანილი გარეული ცხოველების სახეობები.

საქართველოს 200 3 წლის 6 ივნის ის კანონი № 2380 - სსმ I, № 18 24.06 .200 3 წ., მუხ. 120

    მუხლი 3. საქართველოს კანონმდებლობა ცხოველთა სამყაროს დაცვისა და მისი ობიექტებით სარგებლობის სფეროში

საქართველოს კანონმდებლობა ცხოველთა სამყაროს შესახებ ეფუძნება საქართველოს კონსტიტუციას, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებსა და შეთანხმებებს, კანონებს „გარემოს დაცვის შესახებ” და „დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ”, ამ კანონს და საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიულ აქტებს ცხოველთა სამყაროს, მისი საბინადრო გარემოს დაცვისა და ცხოველთა სამყაროს ობიექტებით სარგებლობის სფეროში.

    მუხლი 4. ცხოველთა სამყაროს შესახებ” საქართველოს კანონის რეგულირების საგანი

1. ეს კანონი არეგულირებს ძირითად სამართლებრივ ურთიერთობებს:

ა) სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოებსა და ფიზიკურ და იურიდიულ (საკუთრებისა და ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმის განურჩევლად) პირებს შორის ცხოველთა სამყაროს დაცვისა და მისი ობიექტებით სარგებლობის სფეროში;

ბ) სამართლებრივ ურთიერთობებს ხმელეთზე, ნიადაგში, წყალში, ატმოსფეროში, ტერიტორიულ წყლებში, კონტინენტურ შელფსა და განსაკუთრებულ ეკონომიკურ ზონაში ბუნებრივი თავისუფლების, ნახევრად თავისუფლების ან ხელოვნურად შექმნილ გარემო პირობებში მუდმივად ან დროებით მობინადრე გარეულ ცხოველთა და ცხოველთა სამყაროს ობიექტების დაცვის, აღწარმოებისა და ცხოველთა სამყაროს ობიექტებით სარგებლობის სფეროში.

2. ურთიერთობებს იმ სასოფლო-სამეურნეო, შინაურ და სხვა ცხოველთა დაცვის, აღწარმოებისა და ცხოველთა სამყაროს ობიექტებით სარგებლობის სფეროში, რომლებსაც აქვთ სამეურნეო, სამეცნიერო, კულტურულ-საგანმანათლებლო, აღმზრდელობითი, ესთეტიკური და სხვა დანიშნულება, აწესრიგებს საქართველოს შესაბამისი კანონმდებლობა.

3. პასუხისმგებლობას იმ სასოფლო-სამეურნეო, შინაურ და სხვა ცხოველთა დაცვის, მოვლა-პატრონობისა და ცხოველთა სამყაროს ობიექტებით სარგებლობის წესების დარღვევისათვის, რომლებსაც აქვთ სამეურნეო, სამეცნიერო, კულტურულ-საგანმანათლებლო, აღმზრდელობითი, ესთეტიკური და სხვა დანიშნულება, ადგენს საქართველოს შესაბამისი კანონმდებლობა.

4. ურთიერთობები ცხოველთა სამყაროს საბინადრო გარემოს დაცვისა და ცხოველთა სამყაროს ობიექტებით სარგებლობის სფეროში რეგულირდება ამ კანონით და სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით.

5. ცხოველთა სამყაროს ობიექტებით სარგებლობის დროს ტყის, მიწის, წყლის და სხვა ბუნებრივი რესურსებით სარგებლობასა და მათ გამოყენებასთან დაკავშირებულ სამართლებრივ ურთიერთობებს აწესრიგებს საქართველოს შესაბამისი კანონმდებლობა.

6. ეს კანონი მოქმედებს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე.

    მუხლი 5. ცხოველთა სამყაროს შესახებ” საქართველოს კანონის მიზნები

1. ამ კანონის ძირითადი მიზანია უზრუნველყოს ცხოველთა სამყაროს, მისი საბინადრო გარემოს დაცვა და აღდგენა, სახეობრივი მრავალფეროვნების და გენეტიკური რესურსების შენარჩუნება, მდგრადობა და მდგრადი განვითარებისათვის პირობების შექმნა, დღევანდელი და მომავალი თაობების ინტერესების გათვალისწინებით.

2. კანონის მიზანია აგრეთვე ცხოველთა სამყაროს დაცვისა (მათ შორის ცხოველთა სამყაროს in-situ და ex-situ კონსერვაციის, ტრანსლოკაციის და აღწარმოების) და ცხოველთა სამყაროს ობიექტებით სარგებლობის სახელმწიფო რეგულირების სამართლებრივი უზრუნველყოფა.

    მუხლი 6. საქართველოს ცხოველთა სამყაროს სტატუსი

1. საქართველოს ცხოველთა სამყარო სახელმწიფო საკუთრებაა (გარდა ამ მუხლის მე-3 პუნქტში აღნიშნული შემთხვევებისა). აკრძალულია ყოველგვარი ქმედება, რომელიც პირდაპირი ან ფარული ფორმით ხელყოფს ცხოველთა სამყაროზე სახელმწიფო საკუთრების უფლებას.

2. ცხოველთა სამყაროს ობიექტი შეიძლება გაიცეს სარგებლობისათვის, კანონმდებლობით დადგენილი ვადით და ოდენობით.

3. ცხოველთა სამყაროს ობიექტი, რომელიც ამოღებულია ბუნებრივი საბინადრო გარემოდან, გამრავლებულია ნახევრად თავისუფალ პირობებში ან ტყვეობაში, ან შეძენილია საქართველოს კანონმდებლობის დაცვით, შეიძლება იყოს კერძო საკუთრების ობიექტი.

4. განსაკუთრებული გარემოსდაცვითი, სამეცნიერო ან ესთეტიკური ღირებულების მქონე გარეული ცხოველი, აგრეთვე გარეული ცხოველი, რომელიც შეტანილია საქართველოსწითელ ნუსხაში“ (გარდა იმ შემთხვევისა, თუ იგი გამრავლებულია ტყვეობაში ან შეძენილია საზღვარგარეთ კანონით დადგენილი წესით), არ შეიძლება იყვნენ კერძო საკუთრების ობიექტები.

5. ცხოველთა სამყაროს იმ ობიექტთა ჩამონათვალის განსაზღვრის წესი, რომლებიც შეიძლება გახდნენ კერძო საკუთრების ობიექტები, მათი მფლობელობის კანონიერების დამადასტურებელი დოკუმენტაციის ფორმა, შინაარსი და გაცემის წესი განისაზღვრება დებულებითკერძო საკუთრებაში დაშვებულ ცხოველთა სამყაროს ობიექტთა ჩამონათვალის განსაზღვრის, მათი მფლობელობის კანონიერების დამადასტურებელი დოკუმენტაციის ფორმის, შინაარსის და გაცემის წესის შესახებ”, რომელსაც შეიმუშავებს და ამტკიცებს სამინისტრო. ცხოველთა სამყაროს იმ ობიექტთა ჩამონათვალი, რომლებიც შეიძლება გახდნენ კერძო საკუთრების ობიექტები, განისაზღვრება სამინისტროს ბრძანებითკერძო საკუთრებაში დაშვებულ ცხოველთა სამყაროს ობიექტთა ჩამონათვალის შესახებ”.

6. ფასიანი ბუნებათსარგებლობის პრინციპიდან გამომდინარე, საქართველოში ცხოველთა სამყაროს ობიექტებით სარგებლობა ფასიანია, გარდა ამ კანონის 26- მუხლით განსაზღვრული შემთხვევებისა.

საქართველოს 2003 წლის 6 ივნისის კანონი №2380 - სსმ I, №18 24.06.2003 წ., მუხ.120

    მუხლი 7. ცხოველთა სამყაროს ობიექტები

1. ცხოველთა სამყაროს ობიექტებს წარმოადგენენ:

) ქორდიანი (მათ შორის ხერხემლიანები _ ძუძუმწოვრები, ფრინველები, ქვეწარმავლები, ამფიბიები, თევზები და სხვა) და უხერხემლო (ფეხსახსრიანები, მოლუსკები და სხვა) ცხოველები, მათი ყველა სახეობა და პოპულაცია განვითარების ნებისმიერ სტადიაში (კვერცხი, ემბრიონი, ჭუპრი და სხვა), რომლებიც იმყოფებიან ბუნებრივი თავისუფლების პირობებში;

) გარეულ ცხოველთა დერივატები;

) გარეულ ცხოველთა ცხოველქმედების პროდუქტები (თაფლი, ცვილი, შხამი და სხვა);

) ნამარხ გარეულ ცხოველთა ნაშთები;

) გარეულ ცხოველთა სოროები, ბუნაგები, ფრინველთა ბუდეები და ცხოველთა სხვა საბინადროები.

2. ცხოველთა სამყაროს ობიექტებს, აგრეთვე გარეულ ცხოველთა გამრავლების, დროებითი და მუდმივი თავმოყრის ადგილებს, სხვა ტერიტორიებს, რომლებიც წარმოადგენენ ცხოველთა სამყაროს საბინადრო გარემოს, სახელმწიფო იცავს.

    მუხლი 8. ცხოველთა სამყაროს ობიექტთა დაყოფა ჯგუფების მიხედვით

1. ცხოველთა სამყაროს ობიექტები მათი გეოგრაფიული განაწილებისა და გაადგილების, რაოდენობის, სახეობებისა და პოპულაციების მდგომარეობის, სამეურნეო მნიშვნელობისა და სხვა ნიშნების მიხედვით იყოფა სახელმწიფო და ადგილობრივი მნიშვნელობის ჯგუფებად.

2. სახელმწიფო მნიშვნელობის ჯგუფს მიეკუთვნება:

) გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი სახეობები;

) დაცული ტერიტორიებისა და სამონადირეო სავარგულების ფარგლებში მობინადრე პოპულაციები და ცალკეული ინდივიდები;

) საქართველოს ტერიტორიულ წყლებში, კონტინენტურ შელფზე და განსაკუთრებულ ეკონომიკურ ზონაში მობინადრე ცალკეული სახეობები და ინდივიდები;

) საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით და შეთანხმებით განსაზღვრული სახეობები;

) საქართველოს ორი ან მეტი ტერიტორიული ერთეულის (რეგიონის) ტერიტორიაზე ბუნებრივად მიგრირებადი ცალკეული სახეობები.

3. ცხოველთა სამყაროს ყველა ობიექტი, რომელიც არ შედის სახელმწიფო მნიშვნელობის ჯგუფში, მიეკუთვნება ცხოველთა სამყაროს ობიექტთა ადგილობრივი მნიშვნელობის ჯგუფს.

საქართველოს 2003 წლის 6 ივნისის კანონი №2380 - სსმ I, №18 24.06.2003 წ., მუხ.120

    მუხლი 9. ცხოველთა სამყაროს ობიექტებით რაციონალური სარგებლობის ძირითადი მოთხოვნები

1. ცხოველთა სამყაროს ობიექტებით სარგებლობის დროს აუცილებელია იმ მოთხოვნების შესრულება, რომლებიც უზრუნველყოფენ გარეულ ცხოველთა საბინადრო გარემოსა და ცხოველთა სამყაროს ობიექტთა შენარჩუნებას.

2. ცხოველთა სამყაროს დაცვის, აღწარმოებისა და ცხოველთა სამყაროს ობიექტებით რაციონალური სარგებლობისათვის აუცილებელი ღონისძიებების გასატარებლად, აგრეთვე სხვა იმ ქმედებებისას, რომლებმაც შეიძლება ზემოქმედება მოახდინონ ცხოველთა სამყაროს ობიექტთა და საბინადრო გარემოს მდგომარეობაზე, აუცილებელია შემდეგი ძირითადი მოთხოვნების დაცვა:

) ცხოველთა სამყაროს სახეობრივი და პოპულაციური მრავალფეროვნების შენარჩუნება ბუნებრივი თავისუფლების პირობებში;

) გარეულ ცხოველთა საბინადრო გარემოს, მიგრაციისა და წყალთან მისასვლელი გზების, გამრავლების პირობების გაუარესების დაუშვებლობა;

) საქართველოს კონსტიტუციის, გარემოს დაცვის კანონმდებლობის, მათ შორის ამ კანონის მოთხოვნათა, ცხოველთა სამყაროს ობიექტებით სარგებლობის მეცნიერულად დასაბუთებული კვოტების დაცვა, ცხოველთა სამყაროთი რაციონალური, მდგრადი სარგებლობა და აღწარმოების უზრუნველყოფა;

) გარეულ ცხოველთა ცხოველქმედების პროდუქტებისა და სასარგებლო თვისებების რაციონალური გამოყენება;

) ცხოველთა სამყაროს ობიექტებით ფასიანი სარგებლობა;

) გარეულ ცხოველთა რაოდენობის რეგულირება, მოსახლეობის ჯანმრთელობისა და გარემოსთვის ზიანის მიყენების თავიდან აცილების მიზნით;

) საქმიანობაზე გარემოსდაცვითი ნებართვის გაცემის პროცესში სახელმწიფო ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის შედგენისას ცხოველთა სამყაროს ობიექტებზე საქმიანობის შესაძლო გავლენის გათვალისწინება.

თავი II

კომპეტენციათა გამიჯვნა ცხოველთა სამყაროს დაცვისა და მისი ობიექტებით სარგებლობის სფეროში

    მუხლი 10. საქართველოს სახელმწიფო ხელისუფლების უმაღლეს ორგანოთა კომპეტენცია

ცხოველთა სამყაროს დაცვისა და მისი ობიექტებით სარგებლობის სფეროში ცხოველთა სამყაროს დაცვისა და მისი ობიექტებით სარგებლობის სფეროში საქართველოს სახელმწიფო ხელისუფლების უმაღლეს ორგანოთა გამგებლობას განეკუთვნება:

) ცხოველთა სამყაროს დაცვისა და მისი ობიექტებით სარგებლობის სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის განსაზღვრა;

) ცხოველთა სამყაროს დაცვისა და მისი ობიექტებით სარგებლობის სფეროში სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოთა საქმიანობის კოორდინაცია;

) ცხოველთა სამყაროს დაცვის ორგანიზება, ცხოველთა სამყაროს ობიექტებით სარგებლობის რეგულირება და სახელმწიფო კონტროლი;

) ცხოველთა სამყაროს ობიექტებით სარგებლობაზე ლიცენზიის გაცემის წესის დადგენა და ამ წესის შესაბამისად ლიცენზიის გაცემა;

) საქართველოში ცხოველთა სამყაროს დაცვის, მათი დერივატების, მათგან მიღებული პროდუქციის შემოტანის და საზღვრებს გარეთ გატანის წესის დადგენა, ამ ქმედებებზე ლიცენზიის გაცემა;

) ცხოველთა სამყაროს ობიექტებით სარგებლობაზე გადასახადის განსაზღვრის წესისა და ზღვრული ოდენობის დადგენა;

) ცხოველთა სამყაროს დაცვის, აღწარმოებისა და ცხოველთა სამყაროს ობიექტებით სარგებლობის სფეროში ერთიანი სამეცნიერო-ტექნიკური პოლიტიკის გატარება, ნორმატიულ-მეთოდოლოგიური დოკუმენტაციის შემუშავება და დამტკიცება, ფუნდამენტური და გამოყენებითი სამეცნიერო-კვლევითი სამუშაოების ორგანიზება და დაფინანსება;

) ეკოლოგიური კატასტროფებით, ეპიდემიებით და სხვა მიზეზებით დაზიანებული ცხოველთა სამყაროს საბინადრო გარემოს აღდგენა;

) საქართველოსწითელი ნუსხისწარმოება;

) დაცული ტერიტორიების შექმნა;

) ცხოველთა სამყაროს და მისი ობიექტებით სარგებლობის აღრიცხვის ერთიანი სახელმწიფო სისტემის ორგანიზება, ცხოველთა სამყაროს დაცვის მონიტორინგისა და სახელმწიფო კადასტრის წარმოების წესის დადგენა და წარმოება;

) ცხოველთა სამყაროს დაცვისა და მისი ობიექტებით სარგებლობის რეგულირებისა და კონტროლის სპეციალურად უფლებამოსილი სახელმწიფო ორგანოების ჩამოყალიბება;

) ცხოველთა სამყაროს დაცვის, აღწარმოებისა და ცხოველთა სამყაროს ობიექტებით სარგებლობის სახელმწიფო სტანდარტების, წესების, კვოტების და სახელმწიფო სტატისტიკის წარმოების წესის დადგენა;

) ცხოველთა სამყაროს დაცვისა და მისი ობიექტებით სარგებლობის სფეროში საერთაშორისო ხელშეკრულებათა და შეთანხმებათა დადება.

საქართველოს 2003 წლის 6 ივნისის კანონი №2380 - სსმ I, №18 24.06.2003 წ., მუხ.120

    მუხლი 11. საქართველოს ავტონომიური რესპუბლიკების სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოთა კომპეტენცია ცხოველთა სამყაროს დაცვისა და მისი ობიექტებით სარგებლობის სფეროში

საქართველოს ავტონომიური რესპუბლიკების სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოები თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში მონაწილეობენ ცხოველთა სამყაროს დაცვაში, აღწარმოებასა და ცხოველთა სამყაროს ობიექტებით სარგებლობის რეგულირებაში, მისი საბინადრო გარემოს შენარჩუნებასა და აღდგენაში საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

    მუხლი 12. საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა კომპეტენცია ცხოველთა სამყაროს დაცვისა და მისი ობიექტებით სარგებლობის სფეროში

საქართველოს ადგილობრივი თვითმართველობის ორგანოები თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში მონაწილეობენ ცხოველთა სამყაროს დაცვაში, აღწარმოებასა და ცხოველთა სამყაროს ობიექტებით სარგებლობის რეგულირებაში, გარეულ ცხოველთა საბინადრო გარემოს შენარჩუნებასა და აღდგენაში საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

    მუხლი 13. საქართველოს იმ მოქალაქეთა მონაწილეობა ცხოველთა სამყაროს დაცვისა და მისი ობიექტებით სარგებლობის სფეროში, რომელთა საქმიანობაც ტრადიციულად დაკავშირებულია ცხოველთა სამყაროსთან

საქართველოს მოქალაქეებს, რომელთა არსებობაც ტრადიციულად დაკავშირებულია ცხოველთა სამყაროსთან, მოქალაქეთა ძირითად უფლებებთან ერთად შეიძლება მიენიჭოთ განსაკუთრებული უფლებები გარეულ ცხოველთა დაცვის, აღწარმოებისა და ცხოველთა სამყაროს ობიექტებით სარგებლობის, გარეულ ცხოველთა საბინადრო გარემოს შენარჩუნებისა და აღდგენის სფეროში ამ კანონის    მე-40 მუხლის შესაბამისად.

    მუხლი 14. ფიზიკურ და იურიდიულ პირთა მონაწილეობა ცხოველთა სამყაროს დაცვასა და მისი ობიექტებით სარგებლობაში, გარეულ ცხოველთა საბინადრო გარემოს შენარჩუნებასა და აღდგენაში

1. ფიზიკური და იურიდიული პირები (საზოგადოებრივი გაერთიანებებისა და რელიგიური ორგანიზაციების ჩათვლით), მონაწილეობენ ცხოველთა სამყაროს დაცვაში, აღწარმოებასა და ცხოველთა სამყაროს ობიექტებით სარგებლობაში, გარეულ ცხოველთა საბინადრო გარემოს შენარჩუნებასა და აღდგენაში საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

2. ფიზიკური პირები ვალდებულნი არიან:

) დაიცვან ცხოველთა სამყარო;

) ხელი შეუწყონ ხელისუფლების სახელმწიფო ორგანოებს და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს ცხოველთა სამყაროს დაცვის ღონისძიებათა განხორციელებაში;

) შეატყობინონ სათანადო ორგანოებს ცხოველთა სამყაროს დაცვის შესახებ კანონმდებლობის მათთვის ცნობილი დარღვევები.

3. ცხოველთა სამყაროს დაცვის, აღწარმოებისა და ცხოველთა სამყაროს ობიექტებით სარგებლობის, გარეულ ცხოველთა საბინადრო გარემოს შენარჩუნებისა და აღდგენის სფეროში ფიზიკურ და იურიდიულ პირებს უფლება აქვთ:

) სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოებიდან მიიღონ დროული, ობიექტური და ამომწურავი ინფორმაცია ცხოველთა სამყაროს და მათი საბინადრო გარემოს მდგომარეობის შესახებ;

) აღძრან სარჩელი იმ სუბიექტების მიმართ, რომლებიც მხილებული იქნებიან მათ მიერ ცხოველთა სამყაროსა და მათი საბინადრო გარემოს მიმართ არამართლზომიერ საქმიანობაში;

) ხელი შეუწყონ შესაბამისი სახელმწიფო პროგრამების რეალიზაციას;

) უშუალო მონაწილეობა მიიღონ ცხოველთა სამყაროს დაცვის სამუშაოებში;

) შეიტანონ წინადადებები ცხოველთა სამყაროს დაცვის გაუმჯობესების თაობაზე.

4. სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოებმა ცხოველთა სამყაროს დაცვისა და მისი ობიექტებით სარგებლობის, გარეულ ცხოველთა საბინადრო გარემოს შენარჩუნებისა და აღდგენის სფეროში თავიანთი უფლებების განხორციელებისას უნდა გაითვალისწინონ მოქალაქეთა და საზოგადოებრივ ორგანიზაციათა წინადადებები და რეკომენდაციები.

5. ცხოველთა სამყაროს დაცვის, აღწარმოებისა და ცხოველთა სამყაროს ობიექტებით სარგებლობის, გარეულ ცხოველთა საბინადრო გარემოს შენარჩუნების საზოგადოებრივი კონტროლის მიზნით შეიძლება შეიქმნას ცხოველთა სამყაროს დაცვის საზოგადოებრივი ინსპექციები.

6. საზოგადოებრივი ინსპექციებისა და ინსპექტორების უფლება-მოვალეობანი ცხოველთა სამყაროს დაცვისა და მისი ობიექტებით სარგებლობის, გარეულ ცხოველთა საბინადრო გარემოს შენარჩუნებისა და აღდგენის სფეროში განისაზღვრება დებულებითცხოველთა სამყაროს დაცვის, მისი ობიექტებით სარგებლობის, გარეულ ცხოველთა საბინადრო გარემოს შენარჩუნების საზოგადოებრივი კონტროლის მიზნით შექმნილი ცხოველთა სამყაროს დაცვის საზოგადოებრივი ინსპექციების უფლება-მოვალეობათა შესახებ”, რომელსაც შეიმუშავებს და ამტკიცებს სამინისტრო.

კარი II

ძირითადი ნაწილი

თავი III

ცხოველთა სამყაროს დაცვა

    მუხლი 15. ცხოველთა სამყაროს დაცვის ღონისძიებათა დაფინანსება და დაგეგმვა

1. ცხოველთა სამყაროს დაცვის ღონისძიებებს ბიუჯეტიდან აფინანსებს საქართველოს სახელმწიფო.

2. ცხოველთა სამყაროს დაცვის ღონისძიებათა დაგეგმვა ხორციელდება ქვეყნის მდგრადი განვითარების სტრატეგიის, გარემოს დაცვის მოქმედებათა ეროვნული პროგრამის, რეგიონალური, უწყებრივი და ადგილობრივი გარემოს დაცვის მოქმედებათა პროგრამებისა და საქმიანობის ობიექტთა გარემოს დაცვის სამენეჯმენტო გეგმების საფუძველზე, „გარემოს დაცვის შესახებდადაცული ტერიტორიების სისტემის შესახებსაქართველოს კანონებისა და სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების შესაბამისად. ქვეყნის მდგრადი განვითარების სტრატეგიის, გარემოს დაცვის მოქმედებათა ეროვნული პროგრამის, რეგიონალური, უწყებრივი და ადგილობრივი გარემოს დაცვის მოქმედებათა პროგრამებისა და საქმიანობის ობიექტთა გარემოს დაცვის სამენეჯმენტო გეგმების შედგენის წესსა და პერიოდულობას განსაზღვრავს საქართველოს შესაბამისი კანონმდებლობა.

3. ცხოველთა სამყაროს დაცვის ღონისძიებათა დაგეგმვა მოიცავს ამ ღონისძიებათა შემუშავებასა და ინტეგრირებას:

) დაცული ტერიტორიების სამენეჯმენტო გეგმებში;

) სატყეო მეურნეობის ორგანიზაციისა და გაძღოლის პერსპექტიულ (სამენეჯმენტო) გეგმებში;

) ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულების (რაიონების) მიწათმოწყობის სქემებში;

) განსახლებისა და განვითარების გეგმებსა და პროექტებში;

) ინფრასტრუქტურულ პროექტებში;

) განაშენიანებისა და სექტორული განვითარების გეგმებში;

) საქართველოს ტერიტორიაზე არსებული წყლის, ტყის, მიწის, წიაღისა და სხვა ბუნებრივი რესურსების დაცვის, გამოყენებისა და სარგებლობის გეგმებში, პროექტებსა და პროგრამებში.

4. სამონადირეო მეურნეობებში ცხოველთა სამყაროს დაცვის ღონისძიებებათა დაგეგმვა ხორციელდება სამონადირეო მეურნეობის ორგანიზაციისა და გაძღოლის პერსპექტიული (ათწლიანი) გეგმების (სამენეჯმენტო გეგმების) შემუშავების გზით.

5. ცხოველთა სამყაროს დაცვის ღონისძიებათა დაგეგმვისა და განხორციელების დროს უზრუნველყოფილი უნდა იქნეს შემდეგ ძირითად მოთხოვნათა შესრულება:

) ბუნებრივ პირობებში გარეულ ცხოველთა სახეობრივი მრავალფეროვნების შენარჩუნება;

) გარეულ ცხოველთა საბინადრო გარემოს, გამრავლების არეალების, გადარჩენის სტაციების, სამიგრაციო და წყალთან მისასვლელი გზებისა და წყლის სასმელი ადგილების დაცვა;

) გარეულ ცხოველთა სახეობების მრავალფეროვნების შენარჩუნება.

6. (ამოღებულია – 24.11.2011, №5293 ).

7. დაცული ტერიტორიების ფარგლებში ცხოველთა სამყაროს დაცვის ღონისძიებათა დაგეგმვა ხორციელდებადაცული ტერიტორიების სისტემის შესახებსაქართველოს კანონის საფუძველზე.

საქართველოს 2011 წლის 24 ნოემბრის კანონი №5293 - ვებგვერდი, 08.12.2011წ.

    მუხლი 16. ცხოველთა სამყაროს დაცვის უზრუნველყოფა

1. ცხოველთა სამყაროს დაცვის მიზნით სახელმწიფო უზრუნველყოფს:

) ცხოველთა სამყაროს in-situ და ex-situ კონსერვაციას;

) ცხოველთა სამყაროს in-situ და ex-situ დაცვის (კონსერვაციის) და მომრავლების წესების დადგენას;

) ცხოველთა სამყაროს ობიექტებით სარგებლობის აკრძალვისა და შეზღუდვის დაწესებას;

) გარეულ ცხოველთა საბინადრო გარემოს, გამრავლების არეალების, გადარჩენის სტაციების, სამიგრაციო გზების, წყალთან მისასვლელი გზებისა და წყლის სასმელი ადგილების დაცვას.

2. ცხოველთა სამყაროს დაცვის მიზნით სახელმწიფო:

) ქმნის ნაკრძალებს, ეროვნულ პარკებს, აღკვეთილებსა და სხვა დაცული ტერიტორიების კატეგორიებს;

) აფინანსებს გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფ გარეულ ცხოველთა სახეობების გენოფონდის რეზერვატების (ex-situ კონსერვაციის) შექმნასა და ფუნქციონირებას;

) იცავს ცხოველთა სამყაროს თვითნებური სარგებლობისგან და სხვა დარღვევებისაგან;

) გარეულ ცხოველთა დაღუპვის თავიდან აცილების მიზნით ატარებს სამშენებლო, საწარმოო თუ ტექნოლოგიურ პროცესთა პროექტების ექსპერტიზას, რომელთა განხორციელებამაც შეიძლება ზიანი მიაყენოს ცხოველთა სამყაროს;

) არეგულირებს ბუნებიდან ცხოველთა სამყაროს ობიექტების ამოღებას, მათ შორის ზოოლოგიური კოლექციებისთვის;

) ატარებს პროფილაქტიკურ ღონისძიებებს გარეულ ცხოველთა დაავადებების, სტიქიური უბედურებებისა და სხვა მიზეზების შედეგად მათი დაღუპვის თავიდან აცილებისათვის;

) აფინანსებს მეცნიერულ კვლევას, რომლის მიზანია ცხოველთა სამყაროს დაცვის მეთოდების დამუშავება და დახვეწა;

) ადგენს ცალკეულ სახეობათა კეთილდღეობის სტატუსს;

) მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით ეწევა ცხოველთა სამყაროს დაცვის პროპაგანდას.

3. საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ცხოველთა სამყაროს დაცვის სტიმულირებისთვის ხდება ფიზიკური და იურიდიული პირების მატერიალური და მორალური წახალისება.

4. განსაკუთრებულ შემთხვევებში, ცხოველთა სამყაროს ცალკეული ობიექტების შენარჩუნებისა და მომრავლების მიზნით, სამინისტრო უფლებამოსილია შეზღუდოს ან აკრძალოს ცხოველთა სამყაროს ობიექტებით სარგებლობა გავრცელების მთელ არეალზე ან მის ნაწილზე.

5. განსაკუთრებულ შემთხვევებში, ცხოველთა სამყაროს ცალკეული ობიექტების შენარჩუნებისა და მომრავლების მიზნით, ცხოველთა სამყაროს ობიექტებით სარგებლობის შეზღუდვა ან აკრძალვა გავრცელების მთელ არეალზე ან მის ნაწილზე რეგულირდება დებულებითგანსაკუთრებულ შემთხვევებში ცხოველთა სამყაროს ცალკეული ობიექტების შენარჩუნებისა და მომრავლების მიზნით, გავრცელების მთელ არეალზე ან მის ნაწილზე ცხოველთა სამყაროს ობიექტებით სარგებლობის შეზღუდვისა და აკრძალვის შესახებ”, რომელსაც შეიმუშავებს და ამტკიცებს სამინისტრო.

საქართველოს 2003 წლის 6 ივნისის კანონი №2380 - სსმ I, №18 24.06.2003 წ., მუხ.120

    მუხლი 17. გარეულ ცხოველთა საბინადრო გარემოს, გამრავლების არეალების, გადარჩენის სტაციების, სამიგრაციო და წყალთან მისასვლელი გზებისა და წყლის სასმელი ადგილების დაცვა

1. ყოველგვარი საქმიანობა, რომელიც გავლენას ახდენს ცხოველთა სამყაროს მდგომარეობაზე, გარეულ ცხოველთა საბინადრო გარემოზე, გამრავლების არეალებზე, გადარჩენის სტაციებზე, სამიგრაციო და წყალთან მისასვლელ გზებზე და წყლის სასმელ ადგილებზე უნდა ხორციელდებოდეს იმ მოთხოვნათა შესაბამისად, რომლებიც უზრუნველყოფენ მათ დაცვას.

2. დასახლებული პუნქტების, საწარმოების, ნაგებობებისა და სხვა ობიექტების დაპროექტების, განლაგების, მშენებლობის დროს, არსებულთა სრულყოფისა და ახალი ტექნოლოგიური პროცესების დანერგვისას, ყამირი მიწების, ჭარბტენიანი ტერიტორიების, სანაპირო და ბუჩქნარით დაფარული ტერიტორიების სამეურნეო ბრუნვაში მოქცევისას, მიწების მელიორაციის დროს, ტყით სარგებლობისას, გეოლოგიურ-საძიებო სამუშაოების შესრულებისას, სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების, სასოფლო-სამეურნეო ცხოველთა საძოვარი და გადასარეკი ადგილების განსაზღვრის, ტურისტული მარშრუტების შემუშავებისა და მოსახლეობის მასობრივი დასვენების ადგილების მოწყობის დროს გათვალისწინებულ უნდა იქნეს და განხორციელდეს ღონისძიებანი გარეულ ცხოველთა საბინადრო გარემოსა და გამრავლების არეალების, გადარჩენის სტაციების, სამიგრაციო და წყალთან მისასვლელი გზების, წყლის სასმელი ადგილების შესანარჩუნებლად. უზრუნველყოფილ უნდა იქნეს აგრეთვე, გარეულ ცხოველთა ნორმალური არსებობისათვის განსაკუთრებული ღირებულების მქონე უბნების ხელშეუხებლობა.

3. რკინიგზის, გზატკეცილების, მილსადენი და სხვა სატრანსპორტო მაგისტრალების, ელექტროგადამცემი და კავშირგაბმულობის ხაზების, აგრეთვე არხების, კაშხლებისა და სხვა ჰიდროტექნიკურ ნაგებობათა დაპროექტების, განლაგების, აგრეთვე მშენებლობის დროს, საძოვრებისა და სახნავ-სათესი ფართობების გამოყოფისას უნდა შემუშავდეს და განხორციელდეს ღონისძიებანი, რომლებიც უზრუნველყოფენ გარეულ ცხოველთა სამიგრაციო და წყალთან მისასვლელი გზების, გამრავლების არეალების, გადარჩენის სტაციებისა და წყლის სასმელი ადგილების შენარჩუნებას.

4. სამინისტრო, კანონმდებლობით დადგენილი წესით, აჩერებს ან კრძალავს ყველა სახის (მათ შორის ამ მუხლის 1, მე-2 და მე-3 პუნქტებში აღნიშნულ) საქმიანობას, რომელმაც შეიძლება გავლენა მოახდინოს ცხოველთა სამყაროზე, გარეულ ცხოველთა საბინადრო გარემოზე, გამრავლების არეალებზე, გადარჩენის სტაციებზე, სამიგრაციო და წყალთან მისასვლელ გზებზე და წყლის სასმელ ადგილებზე და რომელიც სრულდება საქმიანობაზე გარემოსადაცვითი ნებართვის გარეშე ან გარემოს დაცვის კანონმდებლობის წესების დარღვევით.

    მუხლი 18. გარეულ ცხოველთა დაღუპვის თავიდან აცილება საქმიანობისა და სატრანსპორტო საშუალებათა ექსპლუატაციის დროს

სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოები, ფიზიკური და იურიდიული პირები ვალდებულნი არიან განახორციელონ გარეულ ცხოველთა დაღუპვის თავიდან აცილების ღონისძიებანი საქმიანობისას (მათ შორის სასოფლო-სამეურნეო, სატყეო-სამეურნეო, ხე-ტყის დამამზადებელი და სხვა სახისა), აგრეთვე სატრანსპორტო საშუალებათა ექსპლუატაციის დროს.

    მუხლი 19. ცხოველთა სამყაროს დაცვა დაცულ ტერიტორიებზე

1. დაცულ ტერიტორიებზე ცხოველთა სამყაროს დაცვა ხორციელდებადაცული ტერიტორიების სისტემის შესახებსაქართველოს კანონის შესაბამისად.

2. სახელმწიფო ნაკრძალებში, ბუნების ძეგლებში და ეროვნული პარკების ბუნების მკაცრი დაცვის ზონებში აკრძალულია ნადირობა, თევზჭერა, წყლის უხერხემლოთა და ზღვის ძუძუმწოვართა მოპოვება, აგრეთვე ცხოველთა სამყაროს ობიექტებით სხვაგვარი სარგებლობა და დაცული ტერიტორიების ამ კატეგორიების დანიშნულებასთან შეუთავსებელი სხვა საქმიანობა. დასაშვებია მხოლოდ უმნიშვნელო ზეგავლენის მქონე, მეცნიერული არამანიპულაციური ხერხებისა და მეთოდების გამოყენება.

3. სახელმწიფო ნაკრძალებში, ბუნების ძეგლებსა და ეროვნული პარკების ბუნების მკაცრი დაცვის ზონებში სტიქიური უბედურებისა და კატასტროფის სალიკვიდაციო ღონისძიებათა განხორციელების ფარგლებში გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფ გარეულ ცხოველთა სახეობების გადარჩენის, გენოფონდის რეზერვატის შექმნის ან ვეტერინარული მიზნით გარეული ცხოველების დაჭერა რეგულირდებაგადარჩენის, გენოფონდის რეზერვატის შექმნისა და ვეტერინარული მიზნით სახელმწიფო ნაკრძალებში, ბუნების ძეგლებსა და ეროვნული პარკების ბუნების მკაცრი დაცვის ზონებში სტიქიური უბედურებისა და კატასტროფის სალიკვიდაციო ღონისძიებათა განხორციელების ფარგლებში გარეულ ცხოველთა დაჭერის შესახებდებულების საფუძველზე, რომელსაც შეიმუშავებს დაცული ტერიტორიების სამსახური და ამტკიცებს სამინისტრო.

4. აღკვეთილებსა და დაცული ტერიტორიების სხვა კატეგორიებზე (დაცული ლანდშაფტი, მრავალმხრივი გამოყენების ტერიტორია) მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, შეიძლება მთლიანად აიკრძალოს ან შეიზღუდოს ცხოველთა სამყაროს ობიექტებით სარგებლობის ცალკეული სახეები და სხვა საქმიანობა, რომელიც შეუთავსებელია ცხოველთა სამყაროს დაცვის მოთხოვნების სამართლებრივ ნორმებთან.

5. საერთაშორისო ქსელში ჩართული დაცული ტერიტორიების სტატუსის მქონე კატეგორიის (ბიოსფერული რეზერვატი, მსოფლიო მემკვიდრეობის უბანი, საერთაშორისო მნიშვნელობის ჭარბტენიანი ტერიტორია) ფარგლებში ცხოველთა სამყაროს დაცვა ხორციელდება მასში გაერთიანებული დაცული ტერიტორიის/ ან ტერიტორიების შესაბამისი რეჟიმით.

საქართველოს 2003 წლის 6 ივნისის კანონი №2380 - სსმ I, №18 24.06.2003 წ., მუხ.120

    მუხლი 20. გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფ ცხოველთა სახეობების დაცვა

1. გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფ ცხოველთა სახეობების, ქვესახეობებისა და სხვა ტაქსონომიური ერთეულების (შემდგომშიტაქსონი) მდგომარეობის შეფასებისა და დაცულობის სტატუსის მინიჭების მიზნით დგება საქართველოსწითელი ნუსხადაწითელი წიგნი“.

2. გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფ ცხოველთა სახეობების მდგომარეობის და დაცულობის სტატუსის მინიჭება ხდება შემდეგი კატეგორიების მიხედვით:

) გადაშენებული ტაქსონი (Extinct - EX). ტაქსონი გადაშენებულად ითვლება, როდესაც უკანასკნელი ინდივიდი დაღუპულია;

) ბუნებაში გადაშენებული ტაქსონი (Extinct in the Wild - EW). ტაქსონი ბუნებაში გადაშენებულად ითვლება, როდესაც ცნობილია, რომ ამ სახეობის ინდივიდები დარჩენილია მხოლოდ ტყვეობაში;

) გადაშენების უკიდურესი საფრთხის წინაშე მყოფი ტაქსონი (Critically Endangered - CR). ტაქსონი გადაშენების უკიდურესი საფრთხის წინაშეა, როდესაც მას არსებულ პირობებში ყოფნისას უახლოეს მომავალში ემუქრება გადაშენების უაღრესად დიდი საფრთხე;

) გადაშენების მოსალოდნელი საფრთხის წინაშე მყოფი ტაქსონი (Endangered - EN). ტაქსონი, რომელიც არ არის უკიდურესი საფრთხის წინაშე, მაგრამ ახლო მომავალში შეიძლება აღმოჩნდეს გადაშენების პირას;

) მოწყვლადი ტაქსონი (Vulnerable - VU). ტაქსონი მოსალოდნელი საფრთხის წინაშე არ არის, მაგრამ მომავალში შეიძლება აღმოჩნდეს საფრთხის წინაშე;

) დაბალი რისკის ტაქსონი (Lower Risk - LR). ტაქსონი არ აკმაყოფილებს გადაშენების მოსალოდნელი საფრთხის წინაშე მყოფთა და მოწყვლადთა კატეგორიების კრიტერიუმებს. ეს ტაქსონი შეიძლება დაიყოს სამ ქვეკატეგორიად:

.) კონსერვაციაზე დამოკიდებული ტაქსონი (Conservation Dependent - CD);

.) მოწყვლადთან ახლოს მყოფი ტაქსონი (Near Threatened - NT). ტაქსონი, რომელიც არ უახლოვდება კონსერვაციაზე დამოკიდებულს, მაგრამ ახლოსაა მოწყვლადთან;

.) ნაკლებად საგანგაშო ტაქსონი (Less Concern - LC). ტაქსონი, რომელიც არ უახლოვდება კონსერვაციაზე დამოკიდებულს ან მოწყვლადთან ახლოს მყოფს;

) არასრული მონაცემების მქონე ტაქსონი (Data Deficient - DD). ტაქსონი, რომლის შესახებ არსებული ინფორმაცია არასაკმარისია მისი გადაშენების რისკის პირდაპირი ან არაპირდაპირი შეფასებისათვის;

) შეუფასებელი ტაქსონი (Not Evaluated - NE). ტაქსონი ამ კატეგორიას მიეკუთვნება მაშინ, როდესაც იგი ვერ ფასდება ვერც ერთი კრიტერიუმის მიხედვით.

3. საქართველოსწითელ ნუსხაშიშეტანილი ტაქსონების დაცვა და აღდგენა ხორციელდებაგადაშენების საფრთხის წინაშე მყოფ სახეობათა გადარჩენის პრაქტიკულ ღონისძიებათა წესებისშესაბამისად, „გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფ სახეობათა გადარჩენის პრაქტიკულ ღონისძიებათა წესების შესახებდებულების საფუძველზე, რომელსაც შეიმუშავებს და ამტკიცებს სამინისტრო.

4. ქმედება, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფ ცხოველთა სახეობების დაღუპვა, რაოდენობის შემცირება ან მათი საბინადრო გარემოს, გამრავლების არეალების, გადარჩენის სტაციების, სამიგრაციო და წყალთან მისასვლელი გზებისა და წყლის სასმელი ადგილების დარღვევა, ისჯება საქართველოს კანონმდებლობით.

5. სპეციალურად შექმნილ პირობებში მოსაშენებლად და შემდეგ ბუნებრივ გარემოში გასაშვებად და ვეტერინარული (განკურნების) მიზნებისათვის გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფ ცხოველთა სახეობების მოპოვება რეგულირდებასპეციალურად შექმნილ პირობებში მოსაშენებლად და შემდეგ ბუნებრივ გარემოში გასაშვებად და ვეტერინარული (განკურნების) მიზნებისათვის გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფ ცხოველთა სახეობების მოპოვების შესახებდებულების საფუძველზე, რომელსაც შეიმუშავებს და ამტკიცებს სამინისტრო.

6. გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფ ცხოველთა სახეობების მოპოვება დაიშვება სამინისტროს ლიცენზიით მხოლოდ სპეციალურად შექმნილ პირობებში მოსაშენებლად და შემდეგ ბუნებრივ გარემოში გასაშვებად, აგრეთვე ვეტერინარული (განკურნების) მიზნებისათვის.

7. საქართველოსწითელი ნუსხისადაწითელი წიგნისშედგენასთან დაკავშირებულ სამართლებრივ ურთიერთობებს არეგულირებს საქართველოს კანონისაქართველოსწითელი ნუსხისადაწითელი წიგნისშესახებ“.

8. ამ მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი, გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფ გარეულ ცხოველთა სახეობების მდგომარეობისა და დაცულობის სტატუსის კატეგორიები განისაზღვრებასაქართველოსწითელი ნუსხისადაწითელი წიგნისშესახებსაქართველოს კანონით დადგენილი მოთხოვნების გათვალისწინებით.

საქართველოს 2003 წლის 6 ივნისის კანონი №2380 - სსმ I, №18 24.06.2003 წ., მუხ.120

    მუხლი 21. გარეულ ცხოველთა დატყვევება, EX-SITU კონსერვაცია, ზოოლოგიური კოლექციები, ზოოლოგიური კოლექციების შექმნა და შევსება

1. გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფ ცხოველთა იმ სახეობების შენარჩუნების მიზნით, რომელთა გამრავლება ბუნებრივ პირობებში დაცვის გზით შეუძლებელია, იქმნება გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფ ცხოველთა სახეობებისგენოფონდის რეზერვატი“ (ex-situ კონსერვაცია). პრაქტიკული ღონისძიებანი გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფ ცხოველთა სახეობების გენოფონდის შექმნისა და ბუნებაში მათი აღდგენისათვის ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, სამინისტროს მიერ სპეციალურად საამისოდ უფლებამოსილი კომპეტენტური სამსახურის მიერ.

2. ფიზიკური და იურიდიული პირების მიერ ზოოლოგიური კოლექციების (ზოოპარკების, ზოობაღების, ოკეანარიუმების და სხვა) და გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფ სახეობათა გენოფონდის რეზერვატის, გარდა სამოყვარულო ზოოლოგიური კოლექციებისა, შექმნა და შევსება გარეულ ცხოველთა გარემოდან ამოღების გზით დაიშვება ლიცენზიის საფუძველზე.

3. გარეულ ცხოველთა გარემოდან ამოღების გზით ზოოლოგიური კოლექციების შექმნისა და შევსების შესახებ ლიცენზიის გაცემის პროცედურა რეგულირდებაზოოლოგიური კოლექციების (ზოოპარკების, ზოობაღების, ოკეანარიუმების, გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფ სახეობათა გენოფონდის რეზერვატების) გარეულ ცხოველთა გარემოდან ამოღების გზით შექმნისა და შევსების შესახებდებულების საფუძველზე, რომელსაც შეიმუშავებს და ამტკიცებს სამინისტრო

4. ფიზიკურ პირთა კერძო საკუთრებაში არსებული ზოოლოგიური კოლექციების შევსება და მათ მიერ ახალი კოლექციების შექმნა დასაშვებია მხოლოდ ნადირობით, თევზჭერით და ცხოველთა სამყაროთი სარგებლობის სხვა ფორმებით კანონმდებლობით დადგენილი წესით მოპოვებული ნადავლით.

5. ზოოლოგიური კოლექციები, რომლებსაც მეცნიერული, გენოფონდის შესანარჩუნებელი, კულტურულ-საგანმანათლებლო, სასწავლო-აღმზრდელობითი ან ესთეტიკური ღირებულება აქვთ, ექვემდებარება სახელმწიფო აღრიცხვას. სახელმწიფო ზოოლოგიური კოლექციების პრივატიზება აკრძალულია.

6. გარეულ ცხოველთა იმ სახეობების ნუსხას, რომელთა გარემოდან ამოღებით შექმნილი ზოოლოგიური (სამოყვარულო) კოლექციები არ საჭიროებენ ლიცენზიას ადგენს და ამტკიცებს სამინისტრო ბრძანებითგარეულ ცხოველთა იმ სახეობების ნუსხის შესახებ, რომელთა გარემოდან ამოღებით შექმნილი ზოოლოგიური (სამოყვარულო) კოლექციები არ საჭიროებენ ლიცენზიას“.

7. იმ გარეულ ცხოველთა ნუსხას, რომელთა დატყვევება, ნახევრად თავისუფალ მდგომარეობაში და ტყვეობაში ყოლა ფიზიკური და იურიდიული პირებისათვის აკრძალულია, ადგენს და ამტკიცებს სამინისტრო ბრძანებითგარეულ ცხოველთა ნუსხის შესახებ, რომელთა დატყვევება, ნახევრად თავისუფალ მდგომარეობაში და ტყვეობაში ყოლა ფიზიკური და იურიდიული პირებისათვის აკრძალულია“.

8. ფიზიკური და იურიდიული პირებისათვის დაშვებულია ეგზოტური ცხოველების ყოლა, თუ:

) ამ პირებს აქვთ გარეული ცხოველების შენახვის სათანადო პირობები;

) ეს გარეული ცხოველები საფრთხეს არ უქმნიან გარშემო მყოფთ;

) ეს გარეული ცხოველები შემოყვანილია ამ კანონის 50- მუხლის შესაბამისად.

9. ფიზიკური და იურიდიული პირების მიერ გარეულ ცხოველთა დატყვევება და ტყვეობაში ყოლა დასაშვებია სამინისტროს ლიცენზიით კანონმდებლობით დადგენილი წესით, თუ:

) ფიზიკურ და იურიდიულ პირებს აქვთ გარეული ცხოველების შენახვის სათანადო პირობები;

) ეს გარეული ცხოველები შემოყვანილია ამ კანონის 50- მუხლის შესაბამისად.

საქართველოს 2003 წლის 6 ივნისის კანონი №2380 - სსმ I, №18 24.06.2003 წ., მუხ.120

    მუხლი 22. ცხოველთა სამყაროს დაცვა მცენარეთა დაცვის საშუალებებისა და სხვა პრეპარატების გამოყენებისას

1. მცენარეთა დაცვის საშუალებების, მათი ზრდის სტიმულატორების, მინერალური სასუქებისა და სოფლისა და სატყეო მეურნეობაში გამოსაყენებელი სხვა პრეპარატების ხმარებისას გათვალისწინებულ უნდა იქნეს ცხოველთა სამყაროსა და მათი საბინადრო გარემოს დაცვის მოთხოვნები. მცენარეთა დაცვის ქიმიური საშუალებებისა და სხვა პრეპარატების გამოყენება, ცხოველთა სამყაროზე მათი მავნე გავლენის შემცირების მიზნით, შეხამებული უნდა იყოს აგროტექნიკურ, სასელექციო, გენეტიკურ, ბიოტექნიკურ, ბიოტექნოლოგიურ და სხვა ღონისძიებათა განხორციელებასთან.

2. გარეულ ცხოველთა დაღუპვისა და მათი საბინადრო გარემოს გაუარესების თავიდან აცილების მიზნით, ფიზიკური და იურიდიული პირები მოვალენი არიან დაიცვან აღნიშნული პრეპარატების ტრანსპორტირების, შენახვისა და გამოყენების კანონმდებლობით დადგენილი წესები.

3. მცენარეთა დაცვისათვის ახალი პრეპარატების შექმნისას კანონმდებლობით დადგენილი წესით უნდა შემუშავდეს გარემოში მათი ზღვრულად დასაშვები კონცენტრაციისა და გარემოში ქიმიურ საშუალებათა გამოყენების ნორმები, რომლებიც უზრუნველყოფენ გარეულ ცხოველთა და მათი საბინადრო გარემოს გამრავლების არეალების, გადარჩენის სტაციების, სამიგრაციო და წყალთან მისასვლელი გზებისა და წყლის სასმელი ადგილების დაცვას.

4. მცენარეთა დაცვის ქიმიური საშუალებების, მათი ზრდის სტიმულატორების, მინერალური სასუქებისა და სოფლისა და სატყეო მეურნეობაში გამოსაყენებელი ყველა სახის სხვა პრეპარატების (ქიმიურ საშუალებათა) ხმარების წესები, აგრეთვე აღნიშნული პრეპარატების ნუსხის განსაზღვრასთან დაკავშირებული სამართლებრივი ურთიერთობები რეგულირდება საქართველოს კანონმდებლობით.

5. მცენარეთა დაცვის ბიოლოგიური საშუალებების გამოყენების რეჟიმი რეგულირდებამცენარეთა დაცვის ბიოლოგიურ საშუალებათა გამოყენების წესების შესახებდებულებით, რომელსაც სამინისტროსთან შეთანხმებით შეიმუშავებს და ამტკიცებს საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტრო. მცენარეთა დაცვის ბიოლოგიური საშუალებების (მათ შორის ინტროდუცენტთა) ნუსხას სამინისტროსთან შეთანხმებით შეიმუშავებს და ამტკიცებს საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტრო ბრძანებითმცენარეთა დაცვის ბიოლოგიური საშუალებების ნუსხის შესახებ”.

    მუხლი 23. გარეულ ცხოველთა ტრანსლოკაცია და ჰიბრიდიზაცია

1. ფიზიკური და იურიდიული პირების მიერ გარეულ ცხოველთა თვითნებური გადასახლება ახალ საბინადრო გარემოში და საქართველოს ცხოველთა სამყაროსათვის უცხო სახეობების ინტროდუქცია აკრძალულია, გარდა ამ კანონის   22- მუხლის მე-5 პუნქტით გათავლისწინებული შემთხვევებისა.

2. გარეულ ცხოველთა ჰიბრიდიზაცია დაიშვება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით სამეცნიერო-კვლევითი და სამეურნეო მიზნებისთვის შესაბამის სამეცნიერო ორგანიზაციათა დასკვნების საფუძველზე, სამინისტროსგან სპეციალურად ამისათვის უფლებამოსილი კომპეტენტური სამსახურის მიერ.

3. ჰიბრიდული ფორმების ბუნებაში გაშვება აკრძალულია, გარდა ამ კანონის 22- მუხლის მე-5 პუნქტით გათავლისწინებული შემთხვევებისა.

4. გარეულ ცხოველთა ჰიბრიდიზაციის სამართლებრივ რეჟიმს აწესრიგებს ეს კანონი და სხვა ნორმატიული აქტები.

    მუხლი 24. ბუნებრივი რესურსებით მოსარგებლეთა უფლებების შეზღუდვა და მათი მოვალეობანი ცხოველთა სამყაროს დაცვის სფეროში

ცხოველთა სამყაროს დაცვისა და აღწარმოების ინტერესებიდან გამომდინარე მიწით, ტყით, წყლით და სხვა ბუნებრივი რესურსებით მოსარგებლეთა და კერძო მესკუთრეთა უფლებები შეიძლება შეიზღუდოს, თუ მათი საქმიანობა პირდაპირ ან არაპირდაპირ ზიანს აყენებს გარეულ ცხოველთა რაოდენობას, საბინადრო გარემოს, გამრავლების, დასასვენებელ, წყლის სასმელ და გამოსაზამთრებელ ადგილებს, სამიგრაციო და წყალთან მისასვლელ გზებს და გადარჩენის სტაციებს. უფლებების შეზღუდვასთან დაკავშირებულ სამართლებრივ ურთიერთობებს არეგულირებს საქართველოს კანონმდებლობა.

თავი IV

ცხოველთა სამყაროს ობიექტებით სარგებლობა

    მუხლი 25. ცხოველთა სამყაროს ობიექტებით სარგებლობის სახეობები

1. ცხოველთა სამყაროს ობიექტებით სარგებლობა მოიცავს:

) ნადირობას;

) თევზჭერას, წყლის უხერხემლო ცხოველებისა და ზღვის ძუძუმწოვართა მოპოვების ჩათვლით;

) ცხოველთა სამყაროს იმ ობიექტების მოპოვებას, რომლებიც არ მიეკუთვნებიან ნადირობისა და თევზჭერის ობიექტებს;

) გარეულ ცხოველთა (ნიადაგწარმომქმნელები, მცენარეთა დამმტვერავები, ბიოფილტრატორები და სხვა) ცხოველქმედების სასარგებლო თვისებებითა და პროდუქტებით (თაფლი, ცვილი, და სხვა) სარგებლობას;

) ცხოველთა სამყაროს სამეცნიერო გამოკვლევასა და ცხოველთა სამყაროს ობიექტებით სხვაგვარ სარგებლობას კულტურულ-საგანმანათლებლო, აღმზრდელობითი, რეკრეაციული, ესთეტიკური მიზნებისთვის, გარეულ ცხოველთა საბინადრო გარემოდან ამოღებით ან მის გარეშე;

) გარეულ ცხოველთა მოპოვებას, მათი შენახვის, ტყვეობაში ან ნახევრად თავისუფალ პირობებში გამრავლების მიზნით;

) ზოოლოგიური კოლექციების შექმნას.

2. საქართველოს კანომდებლობით შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს ცხოველთა სამყაროს ობიექტებით სარგებლობის სხვა სახეობები.

3. ცხოველთა სამყაროთი სარგებლობა ხდება ცხოველთა სამყაროს ობიექტების მათი საბინადრო გარემოდან ამოღებით ან მის გარეშე.

4. ცხოველთა სამყაროს ობიექტები სარგებლობისათვის გაიცემა ამ კანონით დადგენილი წესით მხოლოდ სათანადო ლიცენზიის საფუძველზე, გარდა ამ კანონის 26- მუხლში აღნიშნული შემთხვევებისა.

    მუხლი 26. ცხოველთა სამყაროს ობიექტებით საერთო სარგებლობა

1. საქართველოს მოქალაქეებს პირადი (ინდივიდუალური) მოხმარებისა და ესთეტიკური, რეკრეაციული, გამაჯანსაღებელი და სხვა მოთხოვნილებების დაკმაყოფილების მიზნით უფლება აქვთ ისარგებლონ ცხოველთა სამყაროს ობიექტებით საერთო სარგებლობის ფორმით.

2. საერთო სარგებლობა ხორციელდება ცხოველთა სამყაროსათვის რაიმე ზიანის მიყენებისა და მისი ობიექტების ბუნებრივი გარემოდან ამოღების გარეშე (გარდა ამ კანონის 21- მუხლის მე-6 პუნქტსა და 30- მუხლის მე-3 პუნქტში მოყვანილი შემთხვევებისა). ასეთებია: ცხოველთა სამყაროს ობიექტებით სარგებლობა სამეცნიერო, კულტურულ-საგანმანათლებლო, აღმზრდელობითი, რეკრეაციული, ესთეტიკური, სამოყვარულო კოლექციების შექმნის, აღდგენითი და ვეტერინარული მიზნებისათვის.

3. ცხოველთა სამყაროს ობიექტებით საერთო ფორმით სარგებლობისას აკრძალულია გარეულ ცხოველთა განადგურება, მათი საცხოვრებლების და სხვა ნაგებობების (სოროები, სახლები, ბუნაგები, ფრინველთა ბუდეები, და სხვა) დანგრევა, გარეულ ცხოველთა საბინადრო გარემოს დარღვევა და გამრავლების პირობების გაუარესება.

4. ცხოველთა სამყაროს ობიექტებით საერთო ფორმით სარგებლობა უფასოა და არ საჭიროებს ლიცენზიას.

    მუხლი 27. ცხოველთა სამყაროს ობიექტებით სპეციალური სარგებლობა

1. ცხოველთა სამყაროს ობიექტებით სპეციალურ სარგებლობას განეკუთვნება ბუნებრივ გარემოში თავისუფლად მობინადრე ცხოველთა სამყაროს ობიექტებით სარგებლობის ყველა სახეობა, რომელიც ხორციელდება მათი ბუნებრივი გარემოდან ამოღების საშუალებით (გარდა ამ კანონის 21- მუხლის მე-6 პუნქტსა და 30- მუხლის მე-3 პუნქტში მოყვანილი შემთხვევებისა).

2. გარეული ცხოველებით სარგებლობა მათი ცხოველქმედების პროდუქტების მიღების მიზნით დასაშვებია მხოლოდ ტყვეობაში გამრავლების პირობებში, კანონმდებლობით დადგენილი წესით.

3. ცხოველთა სამყაროს ობიექტებით სპეციალური სარგებლობა დასაშვებია მხოლოდ სათანადო ნებართვით (ლიცენზიით).

4. ეს მოთხოვნები ასევე ვრცელდება მიწის მესაკუთრეებზე და მოსარგებლეებზე, რომელთა მიწის ნაკვეთებზეც ბინადრობენ (იმყოფებიან) ცხოველთა სამყაროს ობიექტები.

5. ცხოველთა სამყაროთი სპეციალური სარგებლობის ობიექტების ჩამონათვალის განსაზღვრის წესს ადგენსცხოველთა სამყაროთი სპეციალური სარგებლობის ობიექტების ჩამონათვალის განსაზღვრის წესის შესახებდებულება, რომელსაც შეიმუშავებს და ამტკიცებს სამინისტრო. ცხოველთა სამყაროთი სპეციალური სარგებლობის ობიექტების ჩამონათვალს ადგენს სამინისტრო ბრძანებითცხოველთა სამყაროთი სპეციალური სარგებლობის (მათ შორის ადგილობრივი მნიშვნელობის) ობიექტების ჩამონათვალის შესახებ”.

6. ცხოველთა სამყაროს ობიექტების, მათი სახეობების მიხედვით მოპოვების წესები, ვადები და მოპოვებისათვის დაშვებული იარაღისა და მოწყობილობების ჩამონათვალი განისაზღვრებაცხოველთა სამყაროს ობიექტების, მათი სახეობების მიხედვით მოპოვების წესების, ვადებისა და მოპოვებისათვის დაშვებული იარაღისა და მოწყობილობების ჩამონათვალის შესახებდებულების საფუძველზე, რომელსაც შეიმუშავებს და ამტკიცებს სამინისტრო.

    მუხლი 28. ნადირობა

1. ნადირობა არის გარეულ ცხოველთა სპეციალური სარგებლობის ფორმით მოპოვება, ფიზიკური და იურიდიული პირების მატერიალური, რეკრეაციული და სხვა მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად.

2. ნადირობა შეიძლება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, ლიცენზიის საფუძველზე, სამოყვარულო და სპორტული ნადირობის სახით.

3. ცხოველთა სამყაროს იმ ობიექტების ჩამონათვალის განსაზღვრის წესი, რომლებიც თავიანთი სტატუსიდან, რაოდენობიდან, სარგებლობის ტრადიციებიდან, მიღებული პროდუქტის სახეობებიდან და ხარისხიდან გამომდინარე, მიეკუთვნებიან ნადირობის ობიექტებს, დგინდებანადირობის ობიექტებს მიკუთვნებული ცხოველთა სამყაროს ობიექტების ჩამონათვალის განსაზღვრის წესის შესახებდებულებით, რომელსაც შეიმუშავებს და ამტკიცებს სამინისტრო. ცხოველთა სამყაროს იმ ობიექტების ჩამონათვალი, რომლებიც თავიანთი სტატუსიდან, რაოდენობიდან, სარგებლობის ტრადიციებიდან, მიღებული პროდუქტის სახეობებიდან და ხარისხიდან გამომდინარე, მიეკუთვნებიან ნადირობის ობიექტებს, განისაზღვრება სამინისტროს მიერ ბრძანებითნადირობის ობიექტებს მიკუთვნებული ცხოველთა სამყაროს ობიექტების ჩამონათვალის შესახებ”.

4. ნადირობა დაიშვება მხოლოდ სპეციალურად საამისოდ გამოყოფილ ტერიტორიებზე – სამონადირეო მეურნეობებში (გარდა გადამფრენ ფრინველებზე (მწყერი, იხვი და სხვა) ნადირობისა), აღკვეთილებში, დაცული ტერიტორიების სხვა კატეგორიების სპეციალურად სანადიროდ გამოყოფილ ზონებში და საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სატყეო სააგენტოს (შემდგომში – სატყეო სააგენტო) მართვისადმი დაქვემდებარებულ ტერიტორიაზე, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. გადამფრენ ფრინველებზე (მწყერი, იხვი და სხვა) ნადირობა ასევე დაიშვება აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკებისა და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის მართვისადმი დაქვემდებარებულ სახელმწიფო ტყის ფონდის ტერიტორიებზე, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

5. ნადირობა აკძალულია ნებისმიერი სახის ასაფეთქებელი და სხვა საშუალებით, რომელიც ტანჯვას აყენებს გარეულ ცხოველს.

საქართველოს 2010 წლის 6 ივლისის კანონი №3348 - სსმ I, №39 19.07.2010 წ., მუხ.238

    მუხლი 29. (ამოღებულია)

საქართველოს 200 1 წლის 2 მა რტ ის კანონი № 751 - სსმ I, № 6 20.03 .200 1 წ., მუხ. 13

საქართველოს 2011 წლის 24 ნოემბრის კანონი №5293 - ვებგვერდი, 08.12.2011წ.

    მუხლი 30. თევზჭერა

1. თევზჭერად ითვლება თევზის, წყლის უხერხემლოთა და ზღვის ძუძუმწოვართა მოპოვება, აგრეთვე სამოყვარულო და სპორტული თევზჭერა (წყალქვეშა ნადირობის ჩათვლით).

2. ფიზიკურ და იურიდიულ პირებს უფლება აქვთ სპეციალური სარგებლობის ფორმით აწარმოონ სარეწაო თევზჭერა და წყლის უხერხემლოთა რეწვა თევზის მეურნეობის წყალსატევების სარეწაო უბნებზე. სარეწაო უბნებს მიეკუთვნებიან ზედაპირული და ტერიტორიული ზღვის წყლები, რომლებიც გამოიყენება (შეიძლება გამოყენებულ იქნეს) თევზის ან სხვა წყლის ცხოველთა სამყაროს ობიექტების სარეწაო მოპოვებისათვის ან აქვს გარკვეული მნიშვნელობა მათი აღწარმოებისათვის, აგრეთვე საქართველოს კონტინენტური შელფისა და განსაკუთრებული ეკონომიკური ზონის წყლები.

3. ფიზიკურ პირებს უფლება აქვთ საერთო სარგებლობის ფორმით თევზჭერისა და წყალსარგებლობის დადგენილი წესების დაცვით აწარმოონ სამოყვარულო და სპორტული თევზჭერა (მათ შორის წყალქვეშა ნადირობა) და წყლის უხერხემლოთა მოპოვება პირადი (ინდივიდუალური) მოხმარების მიზნით საერთო სარგებლობის ყველა წყალსატევში, გარდა იმ წყალსატევებისა და წყალსატევთა უბნებისა, რომლებიც უჭირავთ ნაკრძალებს ან სპეციალური წყალსარგებლობის ობიექტებს (თევზის სანაშენეები, გუბურები, თევზის სხვა კულტურული მეურნეობები და ა. შ.) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

4. აკრძალულია მცირე ვეშაპისებრთა მოპოვება, გარდა ამ კანონის 34-ე მუხლში აღნიშნული შემთხვევებისა.

5. აკრძალულია ზღვის ძუძუმწოვრებზე წყალქვეშა ნადირობა.

6. იმ წყალსატევზე და წყალსატევის უბანზე, რომელიც სპეციალური წყალსარგებლობის ობიექტია, სამოყვარულო და სპორტული თევზჭერა (მათ შორის წყალქვეშა ნადირობა) და წყლის უხერხემლოთა მოპოვება ხდება ამ ობიექტის მფლობელის ნებართვითა და მის მიერ დადგენილი საფასურის გადახდით, საქართველოს წყლის კანონმდებლობის შესაბამისად.

7. ცალკეულ შემთხვევებში წყლის ცხოველთა სამყაროს ცალკეული ობიექტების სამოყვარულო და სპორტული თევზჭერა და უხერხემლოთა მოპოვება სამინისტროს გადაწყვეტილებით შეიძლება დაშვებული იქნეს მხოლოდ სპეციალური სარგებლობის ფორმით.

8. აღკვეთილებში და დაცული ტერიტორიების სხვა კატეგორიების ამისთვის სპეციალურად გამოყოფილ ზონებში თევზჭერა რეგულირდება დებულებით „აღკვეთილებში და დაცული ტერიტორიების სხვა კატეგორიების ზონებში ცხოველთა სამყაროს ობიექტებით სარგებლობის წესების შესახებ”, რომელსაც შეიმუშავებს დაცული ტერიტორიების სამსახური და ამტკიცებს სამინისტრო.

9. თევზჭერის საკითხებთან დაკავშირებული სამართლებრივ ურთიერთობებს არეგულირებს ეს კანონი და სხვა ნორმატიული აქტები.

    მუხლი 31. ცხოველთა სამყაროს იმ ობიექტთა მოპოვება, რომლებიც არ მიეკუთვნებიან ნადირობისა და თევზჭერის ობიექტებს

1. ფიზიკურ და იურიდიულ პირებს უფლება აქვთ მოიპოვონ საერთო ან სპეციალური სარგებლობის ფორმით ცხოველთა სამყაროს ის ობიექტები, რომლებიც არ განეკუთვნებიან ნადირობისა და თევზჭერის ობიექტებს.

2. ცხოველთა სამყაროს იმ ობიექტთა ნუსხა, რომლებიც არ განეკუთვნებიან ნადირობისა და თევზჭერის ობიექტებს და რომელთა მოპოვება ხდება სპეციალური სარგებლობის ფორმით სამინისტროს მიერ გაცემული ნებართვის (ლიცენზიის) საფუძველზე, განისაზღვრება ამ კანონის 27-ე მუხლის მე-5 პუნქტში მოყვანილი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების საფუძველზე.

    მუხლი 32. გარეული ცხოველების ცხოველქმედების სასარგებლო თვისებებით სარგებლობა

ფიზიკურ პირებს უფლება აქვთ ისარგებლონ გარეულ ცხოველთა (ნიადაგწარმომქმნელების, გარემოს ბუნებრივი სანიტრების, მცენარეთა დამმტვერავების და სხვათა) ცხოველქმედების სასარგებლო თვისებებით ცხოველთა სამყაროს ობიექტებით საერთო სარგებლობის ფორმით, იმ შემთხვევების გარდა, რომლებიც განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. ასეთ შემთხვევებში ლიცენზიას გასცემს სამინისტრო.

    მუხლი 33. გარეულ ცხოველთა ცხოველქმედების პროდუქტებით სარგებლობა

1. გარეულ ცხოველთა ცხოველქმედების პროდუქტებით (თაფლი, გარეული ფუტკრის ცვილი და სხვა) სარგებლობა დაშვებულია, როგორც საერთო, ასევე სპეციალური სარგებლობის (დიდი რაოდენობით) ფორმით, გარეულ ცხოველთა საბინადრო გარემოდან ამოღებისა და განადგურების, მათი საბინადრო გარემოს დარღვევის ან გაუარესების გარეშე.

2. გარეულ ცხოველთა ცხოველქმედების პროდუქტებით სარგებლობის, მათ შორის სპეციალური სარგებლობის წესებს ადგენს და ამტკიცებს სამინისტრო.

    მუხლი 34. ცხოველთა სამყაროს ობიექტებით სარგებლობა სამეცნიერო, კულტურულ-საგანმანათლებლო, აღმზრდელობითი, რეკრეაციული, ესთეტიკური და ვეტერინარული მიზნებისათვის

1. ცხოველთა სამყაროს ობიექტებით სარგებლობა სამეცნიერო, კულტურულ-საგანმანათლებლო, აღმზრდელობითი, რეკრეაციული, ესთეტიკური და ვეტერინარული მიზნებისათვის დაშვებულია როგორც საერთო, ასევე სპეციალური სარგებლობის ფორმით.

2. ცხოველთა სამყაროს ობიექტებით სარგებლობა (გარდა ამ კანონის 21-ე მუხლის მე-6 პუნქტსა და 30-ე მუხლში აღნიშნული შემთხვევებისა) სამეცნიერო, კულტურულ-საგანმანათლებლო, აღმზრდელობითი, რეკრეაციული, ესთეტიკური და ვეტერინარული მიზნებისათვის (დაკვირვების სხვადასხვა ფორმის, ნიშანდების, ფოტოგრაფირების მეშვეობით და ა. შ.) საერთო სარგებლობის ფორმით დაშვებულია ბუნებრივი გარემოდან ცხოველთა სამყაროს ობიექტების ამოღების (დროებითი ამოღების ჩათვლით) გარეშე, თუ ეს ზიანს არ აყენებს ცხოველთა სამყაროს და მის საბინადრო გარემოს და არ არღვევს ცხოველთა სამყაროთი, მიწით და წყლით მოსარგებლეთა, მიწის მესაკუთრეთა, მიწის და ტყის ფონდის მფლობელთა უფლებებს.

3. დასაშვებია საერთო სარგებლობის ფორმით ცხოველთა სამყაროს ობიექტების ბუნებრივი გარემოდან დროებითი ამოღება ვეტერინარული მიზნით.

4. ცხოველთა სამყაროს ობიექტებით სარგებლობა სამეცნიერო, კულტურულ-საგანმანათლებლო, აღმზრდელობითი, რეკრეაციული და ესთეტიკური მიზნებისთვის დაშვებულია ამ ობიექტების ბუნებრივი გარემოდან ამოღების გზითაც, სპეციალური სარგებლობის ფორმით.

5. ფიზიკური და იურიდიული პირები, რომლებიც ეწევიან აღნიშნული მიზნებისათვის ცხოველთა სამყაროს ობიექტების ბუნებრივი გარემოდან ამოღებას, ვალდებულნი არიან უზრუნველყონ ცხოველთა სამყაროს ობიექტებით კომპლექსური სარგებლობა და შენარჩუნება მოპოვებული ზოოლოგიური მასალის შემდგომი სამეცნიერო გამოკვლევის მიზნით.

6. ცხოველთა სამყაროს ობიექტებით სამეცნიერო, კულტურულ-საგანმანათლებლო, აღმზრდელობითი, რეკრეაციული, ესთეტიკური და ვეტერინარული მიზნებისათვის სარგებლობის, მათ შორის სპეციალური სარგებლობის წესს განსაზღვრავს დებულება „ცხოველთა სამყაროს ობიექტებით სამეცნიერო, კულტურულ-საგანმანათლებლო, აღმზრდელობითი, რეკრეაციული, ესთეტიკური და ვეტერინარული მიზნებისათვის სარგებლობის, მათ შორის სპეციალური სარგებლობის წესების შესახებ“, რომელსაც შეიმუშავებს და ამტკიცებს სამინისტრო.

7. აუცილებლობის შემთხვევაში სამინისტროს შეუძლია შეზღუდოს, დროებით ან მუდმივად აკრძალოს ცხოველთა სამყაროს ობიექტებით სარგებლობა სამეცნიერო, კულტურულ-საგანმანათლებლო, აღმზრდელობითი, რეკრეაციული, ესთეტიკური და ვეტერინარული მიზნებისათვის.

    მუხლი 35. გარეულ ცხოველთა მოპოვება, მათი შენახვის, ტყვეობაში ან ნახევრად თავისუფალ პირობებში შენახვის და გამრავლების მიზნით

1. ფიზიკურ და იურიდიულ პირებს უფლება აქვთ მოიპოვონ (შეიძინონ) გარეული ცხოველები, მათი ტყვეობაში ან ნახევრად თავისუფალ პირობებში შენახვისა და გამრავლებისათვის, მათი ცხოველქმედების პროდუქტების მიღების ან სხვა მიზნით.

2. გარეული ცხოველები (გარდა საქართველოს „წითელ ნუსხაში“ შეტანილი გარეული ცხოველებისა), რომლებიც ლიცენზიის საფუძველზე და დადგენილი წესით ამოღებულ იქნენ ბუნებრივი გარემოდან, წარმოადგენენ ლიცენზიის მფლობელის საკუთრებას.

3. გარეული ცხოველები, რომლებსაც ფიზიკური ან იურიდიული პირები ინახავენ ტყვეობის ან ნახევრად თავისუფალ პირობებში, ბუნებრივი გარემოდან მათი ამოღების ლიცენზიის და მათი შეძენის კანონიერების დამადასტურებელი სხვა საბუთების გარეშე, ითვლებიან უკანონოდ შეძენილებად.

4. აკრძალულია გარეული ცხოველების შეძენა იმ ფიზიკური და იურიდიული პირებისაგან, რომელთაც არ გააჩნიათ მათი მოპოვების ლიცენზია ან მათი შეძენის კანონიერების დამადასტურებელი საბუთები.

5. გარეულ ცხოველთა ჩამონათვალის განსაზღვრის წესს, რომელთა შენახვა და გამრავლება ტყვეობისა ან ნახევრად თავისუფალ პირობებში დასაშვებია, მათი დაცვის, გამოყენებისა და შენახვის პირობებისადმი მოთხოვნებს ადგენს და ამტკიცებს სამინისტრო დებულებით „ტყვეობისა ან ნახევრად თავისუფალ პირობებში შენახვისა და გამრავლებისათვის დასაშვები გარეული ცხოველების ჩამონათვალის განსაზღვრის წესისა და მათი დაცვის, გამოყენებისა და შენახვის პირობებისადმი მოთხოვნების შესახებ”. გარეულ ცხოველთა ჩამონათვალს, რომელთა შენახვა და გამრავლება ტყვეობისა ან ნახევრად თავისუფალ პირობებში დასაშვებია, ადგენს სამინისტრო ბრძანებით „ტყვეობისა ან ნახევრად თავისუფალ პირობებში შენახვისა და გამრავლებისათვის დასაშვები გარეული ცხოველების ჩამონათვალის შესახებ”.

საქართველოს 200 3 წლის 6 ივნის ის კანონი № 2380 - სსმ I, № 18 24.06 .200 3 წ., მუხ. 120

    მუხლი 36. გარეულ ცხოველთა რაოდენობის რეგულირება

1. სანიტარიულ-ეპიდემიოლოგიური, მოსახლეობის ჯანმრთელობისა და სიცოცხლის დაცვის, სასოფლო-სამეურნეო და სხვა შინაურ ცხოველთა დაავადებების პროფილაქტიკის, ბუნებრივი გარემოსა და სამეურნეო საქმიანობისათვის ზიანის აცილების მიზნით ხორციელდება ცალკეულ სახეობათა გარეული ცხოველების რაოდენობის რეგულირების ღონისძიებანი.

2. ცალკეულ სახეობათა გარეული ცხოველების რაოდენობის რეგულირების ღონისძიებანი უნდა ხორციელდებოდეს ჰუმანური ხერხებით, რომლებიც გამორიცხავენ სხვა სახეობის გარეული ცხოველებისათვის ზიანის მიყენებას და უზრუნველყოფენ გარეულ ცხოველთა საბინადრო გარემოს შენარჩუნებას.

3. აკრძალულია გარეულ ცხოველთა ცალკეული სახეობების მოპოვებაზე პრემიალური სისტემის არსებობა.

4. გარეულ ცხოველთა იმ სახეობების ჩამონათვალის განსაზღვრის წესს, რომელთა რაოდენობა ექვემდებარება რეგულირებას და რეგულირების ღონისძიებათა ჩატარების წესს განსაზღვრავს სამინისტრო დებულებებით “რეგულირებას დაქვემდებარებული გარეული ცხოველების სახეობათა ჩამონათვალის განსაზღვრის წესის შესახებ” და „გარეულ ცხოველთა რეგულირების წესის შესახებ”. გარეულ ცხოველთა იმ სახეობების ჩამონათვალს, რომელთა რაოდენობა ექვემდებარება რეგულირებას, შეიმუშავებს და ამტკიცებს სამინისტრო ბრძანებით „რეგულირებას დაქვემდებარებული გარეული ცხოველების სახეობათა ჩამონათვალის შესახებ”.

5. რეგულირებას დაქვემდებარებული გარეული ცხოველების სახეობათა ჩამონათვალის განსაზღვრისას გათვალისწინებული უნდა იქნეს შესაბამისი სამეცნიერო ორგანიზაციებისა და სახელმწიფო უწყებების დასკვნები.

    მუხლი 37. ცხოველთა სამყაროს ობიექტებით მოსარგებლე

1. ცხოველთა სამყაროს ობიექტებით მოსარგებლე შეიძლება იყოს ფიზიკური ან იურიდიული პირი, მათ შორის სხვა სახელმწიფოსიც, საკუთრების ფორმის განურჩევლად, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

2. ცხოველთა სამყაროს ობიექტებით მოსარგებლე სუბიექტი არ შეიძლება იყოს საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების სახელმწიფო უწყება და თვითმმართველობის ადგილობრივი ორგანო, თუ კანონმდებლობით სხვა რამ არ არის დადგენილი.

3. ნადირობის უფლება ეძლევა ფიზიკურ პირს, რომელსაც შეუსრულდა 18 წელი და აქვს ნადირობისათვის აუცილებელი იარაღის ფლობის ნებართვა.

4. ცხოველთა სამყაროს ობიექტებით მოსარგებლე იყენებს ლიცენზიაში ჩამოთვლილ ყველა უფლებას და პასუხს აგებს მისი პირობების დაცვაზე.

    მუხლი 38. ცხოველთა სამყაროს ობიექტებით მოსარგებლის უფლებები

1. ცხოველთა სამყაროს ობიექტებით მოსარგებლეს უფლება აქვს:

ა) ისარგებლოს ცხოველთა სამყაროს ობიექტებით საერთო სარგებლობის ფორმით;

ბ) დადგენილი წესით ისარგებლოს ცხოველთა სამყაროს ობიექტებით სპეციალური სარგებლობის ფორმით;

გ) საკუთრებაში ჰყავდეს კანონმდებლობის დაცვით მოპოვებული ცხოველთა სამყაროს ობიექტები და ფლობდეს მათგან მიღებულ პროდუქციასა და ნაკეთობებს;

დ) მოახდინოს წარმოებული პროდუქციისა და ნაკეთობის რეალიზაცია (გარდა საერთო სარგებლობის ფორმით მოპოვებული ცხოველთა სამყაროს იმ ობიექტებისა, რომლებიც შეიძლება რეალიზებული იქნენ მათი კვებითი ღირებულების გამო) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;

ე) მონაწილეობა მიიღოს მის სარგებლობაში არსებული სამონადირეო მეურნეობებისა და თევზის მეურნეობის წყალსატევების ფარგლებში ცხოველთა სამყაროს დაცვისა და ცხოველთა სამყაროს ობიექტებით სარგებლობის საკითხების განხილვასა და გადაწყვეტაში;

ვ) გასცეს მის სარგებლობაში არსებულ სამონადირეო მეურნეობებისა და თევზის მეურნეობების წყალსატევების ფარგლებში ცხოველთა სამყაროს ობიექტებით სარგებლობის ერთჯერადი, სახელობითი ლიცენზიები სამინისტროს მიერ დადგენილი ნორმების, კვოტებისა და ლიმიტების ფარგლებში;

ზ) დადოს ხელშეკრულება ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან ცხოველთა სამყაროს ობიექტებით სარგებლობაზე, ერთჯერადი, სახელობითი ლიცენზიის გაცემის დროს;

თ) მიმართოს სამინისტროს ლიცენზიით განსაზღვრული პირობების შესაცვლელად, თუ მათგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო შეიქმნა არსებითად განსხვავებული მდგომარეობა;

ი) გაცემულ ტერიტორიაზე ისარგებლოს მიწის ნაკვეთით საქმიანობის განსახორციელებლად, საქართველოს სამოქალაქო, მიწის, წყლის და ტყის კანონმდებლობით დადგენილი წესით;

კ) დადგენილი წესით მიღებულ მიწის ნაკვეთზე ააგოს მუდმივი ან დროებითი ნაგებობები, გაიყვანოს გზები, რომლებიც აუცილებელია ცხოველთა სამყაროს ობიექტებით სარგებლობასთან დაკავშირებული სამეურნეო საქმიანობისთვის;

ლ) კანონმდებლობით დადგენილი წესით შეიტანოს სარჩელი ზარალის ასანაზღაურებლად ფიზიკური და იურიდიული პირების უკანონო მოქმედების გამო, რასაც მოჰყვა ცხოველთა სამყაროს ობიექტთა დაღუპვა ან მათი საბინადრო გარემოს განადგურება;

მ) დადგენილი წესით გაასაჩივროს სახელმწიფო მმართველობის ორგანოთა და თანამდებობის პირთა გადაწყვეტილებები, რომლებიც არღვევენ მის უფლებებს ცხოველთა სამყაროს ობიექტებით სარგებლობაზე.

2. ცხოველთა სამყაროს ობიექტებით მოსარგებლეს აქვს სარგებლობის სხვა უფლებებიც, რომლებსაც ითვალისწინებს საქართველოს კანონმდებლობა.

3. საქართველოს კანონმდებლობით ცხოველთა სამყაროს ობიექტებით მოსარგებლის უფლებები შეიძლება გაფართოვდეს ან შეიზღუდოს.

    მუხლი 39. ცხოველთა სამყაროს ობიექტებით მოსარგებლის ვალდებულებანი

1. ცხოველთა სამყაროს ობიექტებით მოსარგებლე ვალდებულია:

ა) გამოიყენოს ცხოველთა სამყაროს ობიექტებით სარგებლობის მხოლოდ ის სახეობები, რომლებიც მითითებულია ლიცენზიაში;

ბ) დაიცვას ცხოველთა სამყაროს ობიექტებით სარგებლობის დადგენილი წესები, ვადები და კვოტები;

გ) ისარგებლოს ცხოველთა სამყაროს ობიექტებით იმ ხერხებით, რომლებიც არ არღვევენ ბუნებრივ მთლიანობას და უზრუნველყოფენ იმ გარეულ ცხოველთა შენარჩუნებას, რომლებითაც სარგებლობა არ არის დაშვებული;

დ) არ დაუშვას ცხოველთა სამყაროს ობიექტების საბინადრო გარემოს დარღვევა ან გაუარესება;

ე) რაციონალურად ისარგებლოს ცხოველთა სამყაროს ობიექტებით, სამეურნეო საქმიანობისას გამოიყენოს გარემოსდაცვითი ტექნოლოგიები;

ვ) აღრიცხოს ცხოველთა სამყაროს გამოყენებული ობიექტების რაოდენობა, შეაფასოს მათი მდგომარეობა, საბინადრო გარემო და დაგენილი წესით და ვადებში წარუდგინოს სამინისტროს;

ზ) განახორციელოს კომპლექსური ღონისძიებანი ცხოველთა სამყაროს ობიექტების აღწარმოების, მათი საბინადრო გარემოს შენარჩუნებისა და გაუმჯობესების მიზნით;

თ) დახმარება გაუწიოს სახელმწიფო ორგანოებს ცხოველთა სამყაროს დაცვის საქმეში და განახორციელოს ღონისძიებები ცხოველთა სამყაროს დაცვასთან დაკავშირებული სახელმწიფო, რეგიონალური და ადგილობრივი პროგრამების შესასრულებლად;

ი) შეუფერხებლად დაუშვას სამინისტროს წარმომადგენლები ობიექტებზე, სადაც ინახავს, ამუშავებს და რეალიზაციას უკეთებს ცხოველთა სამყაროს ობიექტებს; დროულად შეასრულოს მათი კანონიერი მოთხოვნები და განკარგულებები;

კ) უზრუნველყოს ცხოველთა სამყაროს დაცვა, შეასრულოს გარეულ ცხოველთა იმ სახეობის დაცვის რეჟიმი, რომელიც მიკუთვნებულია გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფ ცხოველთა სამყაროს ობიექტებს და შეტანილია საქართველოს „წითელ ნუსხაში“;

ლ) დაუყოვნებლივ აცნობოს სამინისტროს, ვეტერინარულ, სანიტარიულ-ეპიდემიოლოგიურ სამსახურებს გარეულ ცხოველთა დაავადების, მათი საბინადრო გარემოს გაუარესების, განადგურების საშიშროების წარმოშობის და გარეულ ცხოველთა დაღუპვის შესახებ; განახორციელოს დაავადებების პროფილაქტიკისა და მათთან ბრძოლის კომპლექსური ღონისძიებანი;

მ) დამოუკიდებლად შეწყვიტოს ცხოველთა სამყაროს ობიექტებით სარგებლობა მათი მდგომარეობისა და საბინადრო პირობების გაუარესების, აღწარმოებითი უნარის დაქვეითებისა და გარეულ ცხოველთა განადგურების საშიშროების წარმოქმნის შემთხვევაში; დაუყოვნებლივ მიიღოს ზომები ცხოველთა სამყაროს ობიექტებზე და მათ საბინადრო გარემოზე უარყოფითი ზეგავლენის ასაცილებლად.

2. ცხოველთა სამყაროს ობიექტებით მოსარგებლე ვალდებულია შეასრულოს ცხოველთა სამყაროს დაცვის, აღწარმოებისა და ცხოველთა სამყაროს ობიექტებით სარგებლობის საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა მოთხოვნებიც.

საქართველოს 200 3 წლის 6 ივნის ის კანონი № 2380 - სსმ I, № 18 24.06 .200 3 წ., მუხ. 120

    მუხლი 40. ცხოველთა სამყაროს ობიექტებით პრიორიტეტული სარგებლობის უფლება

1. საქართველოს მოქალაქეებს და მათ გაერთიანებებს, რომელთა წინაპრებისა და მათი მკვიდრი საბინადრო გარემო და ცხოვრების ტრადიციული წესი დაკავშირებულია ცხოველთა სამყაროსთან, უფლება აქვთ ცხოველთა სამყაროს ობიექტებით პრიორიტეტული სარგებლობისა ტერიტორიებზე, სადაც ისინი ტრადიციულად არიან დასახლებული და ეწევიან სამეურნეო საქმიანობას.

2. ცხოველთა სამყაროს ობიექტებით პრიორიტეტული სარგებლობის უფლება მოიცავს:

ა) ცხოველთა სამყაროს სამონადირეო სავარგულების პირველ რიგში არჩევის და მის ფარგლებში სამონადირეო მეურნეობის შექმნის უპირატეს უფლებას;

ბ) განსაკუთრებულ უფლებას ცხოველთა სამყაროს განსაზღვრული ობიექტების და მათი ცხოველქმედების პროდუქტების მოპოვებაზე.

3. თუ ერთსა და იმავე ტერიტორიაზე ტრადიციულად დასახლებულია და ტრადიციულ სამეურნეო საქმიანობას ეწევა მოსახლეობის ორი ან მეტი ჯგუფი, რომელსაც აქვს ცხოველთა სამყაროს ობიექტებით პრიორიტეტული სარგებლობის უფლება, ამ უფლების გამოყენების სფერო განისაზღვრება მოსახლეობის აღნიშნულ ჯგუფებს შორის ურთიერთშეთანხმების საფუძველზე.

4. აკრძალულია ცხოველთა სამყაროს ობიექტებით პრიორიტეტული სარგებლობის უფლების გადაცემა ფიზიკური ან იურიდიული პირისათვის, რომელიც მითითებული არ არის ამ მუხლის პირველ პუნქტში.

5. იმ რაიონებისა და დასახლებული პუნქტების ჩამონათვალს, სადაც შეიძლება განხორციელდეს ცხოველთა სამყაროს ობიექტებით სარგებლობის პრიორიტეტული უფლება, განისაზღვრება სამინისტროს ბრძანებით „ცხოველთა სამყაროს ობიექტებით სარგებლობის პრიორიტეტული უფლების რეჟიმის რაიონებისა და დასახლებული პუნქტების ჩამონათვალის შესახებ”.

    მუხლი 41. უარი ცხოველთა სამყაროს ობიექტებით სარგებლობის უფლების გაცემაზე

ცხოველთა სამყაროს ობიექტებით სარგებლობის უფლება არ გაიცემა, თუ:

ა) მის მიღებაზე განაცხადი შეტანილია დადგენილი მოთხოვნების დარღვევით;

ბ) განმცხადებელმა თავისი თავის შესახებ წარადგინა არასწორი მონაცემები;

გ) განმცხადებელს არ წარუდგენია ან არ შეუძლია წარადგინოს საბუთი, რომ მას აქვს ან ექნება აუცილებელი ფინანსური ან ტექნიკური შესაძლებლობები საქმიანობის ეფექტური წარმოებისთვის;

დ) განმცხადებელს არ წარუდგენია საქმიანობაზე გარემოსდაცვითი ნებართვა.

    მუხლი 42. ცხოველთა სამყაროს ობიექტებით სარგებლობის უფლების ძალადაკარგულად მიჩნევა

ცხოველთა სამყაროს ობიექტებით სარგებლობის უფლება ძალადაკარგულად მიიჩნევა:

ა) კონკურსისა და აუქციონის პირობების უხეში დარღვევისას;

ბ) პრეტენდენტის მიერ ლიცენზიის პირობებით გათვალისწინებულ გადასახადსა და მოსაკრებელზე უარის თქმისას;

გ) საქართველოს ანტიმონოპოლიური კანონმდებლობის მოთხოვნების დარღვევისას;

დ) ცხოველთა სამყაროს ობიექტებით სარგებლობის ლიცენზიის პირობების უკანონო ლიბერალიზაციის მიზნით გარიგების ფაქტის დადგენისას;

ე) რომელიმე პრეტენდენტისათვის უკანონო შეღავათების მინიჭებისას;

ვ) გარემოსდაცვითი კანონმდებლობის დარღვევისას;

ზ) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა საფუძვლების არსებობისას.

    მუხლი 43. ცხოველთა სამყაროს ობიექტებით სარგებლობის უფლების შეწყვეტის საფუძვლები

1. ცხოველთა სამყაროს ობიექტებით სარგებლობის უფლება უნდა შეწყდეს მთლიანად ან ნაწილობრივ, თუ:

ა) საჭირო აღარ არის სარგებლობა;

ბ) გავიდა სარგებლობის დადგენილი ვადა;

გ) წარმოიშვა სარგებლობიდან ცხოველთა სამყაროს ობიექტების ამოღების საჭიროება გარეულ ცხოველთა დაცვის მიზნით;

დ) მოხდა იმ ფიზიკური პირების მოღვაწეობის შეწყვეტა და იურიდიული პირების ლიკვიდაცია, რომლებსაც მინიჭებული ჰქონდათ სარგებლობის უფლება;

ე) მოსარგებლე არ შეუდგა ცხოველთა სამყაროს ობიექტებით სარგებლობას ლიცენზიით დადგენილი ვადებისა და მოთხოვნების შესაბამისად;

ვ) საგანგებო მდგომარეობის (სტიქიური უბედურება, სამხედრო მოქმედება, გარეულ ცხოველთა დაავადება, მათი განადგურების საშიშროება და სხვა) შექმნის პირობებში.

2. ცხოველთა სამყაროს ობიექტებით სარგებლობის უფლება შეიძლება შეწყდეს აგრეთვე იმ შემთხვევაში, თუ მოსარგებლე სისტემატურად არღვევს ცხოველთა სამყაროს დაცვისა და ცხოველთა სამყაროს ობიექტებით სარგებლობის წესებს, კვოტებს და სხვა მოთხოვნებს.

3. საქართველოს კანონმდებლობით შეიძლება გათვალისწინებული იქნეს აგრეთვე ცხოველთა სამყაროს ობიექტებით სარგებლობის უფლების შეწყვეტის სხვა საფუძვლებიც.

4. ცხოველთა სამყაროს ობიექტებით სარგებლობის უფლების შეწყვეტის შემთხვეში ავტომატურად წყდება შესაბამისი სამონადირეო სავარგულით სარგებლობის უფლება.

საქართველოს 200 1 წლის 2 მა რტ ის კანონი № 751 - სსმ I, № 6 20.03 .200 1 წ., მუხ. 13

    მუხლი 44. ცხოველთა სამყაროს ობიექტებზე საკუთრების უფლების შეწყვეტა

1. ცხოველთა სამყაროს ობიექტებზე კერძო საკუთრების უფლება უნდა შეწყდეს:

ა) გარეულ ცხოველებთან სასტიკი მოპყრობის შემთხვევაში;

ბ) საქართველოს კანონმდებლობით ცხოველთა სამყაროს ცალკეული ობიექტების კერძო საკუთრებაში არსებობის აკრძალვის შემთხვევაში.

2. ცხოველთა სამყაროს ობიექტებზე კერძო საკუთრების უფლების შეწყვეტა ხდება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებშიც.

3. ცხოველთა სამყაროს ობიექტებზე კერძო საკუთრების უფლების შეწყვეტა ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში ხდება სასამართლოს მიერ კანონით დადგენილი წესით.

    მუხლი 45. ცხოველთა სამყაროს ობიექტებით სარგებლობის უფლების შეწყვეტის წესი

1. 43-ე მუხლის 1 პუნქტის „ა“,„ბ“,„გ“,„დ“ და „ვ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში, ცხოველთა სამყაროს ობიექტებით სარგებლობის უფლების შეწყვეტა უნდა მოხდეს აღნიშნული პირობების წარმოშობისთანავე.

2. 43-ე მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტითა და მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში, ცხოველთა სამყაროს ობიექტებით სარგებლობის უფლების შეწყვეტის გადაწყვეტილება მიიღება ორი თვის შემდეგ მოსარგებლისთვის წერილობითი შეატყობინებიდან მის მიერ დაშვებული დარღვევებისა და ამ დარღვევების აღმოსაფხვრელ ღონისძიებათა გაუტარებლობის შესახებ.

3. ცხოველთა სამყაროს ობიექტებით სარგებლობის უფლება შეიძლება ვადამდე ადრე შეწყდეს მოსარგებლის ინიციატივით, რის შესახებაც წერილობით უნდა ეცნობოს სამინისტროს ექვსი თვით ადრე მაინც.

4. თუ აღმოიფხვრა ცხოველთა სამყაროს ობიექტებით სარგებლობის უფლების ნაწილობრივი შეწყვეტის გამომწვევი მიზეზი და პირობები, ეს უფლება შეიძლება სრულად იქნეს აღდგენილი.

5. ცხოველთა სამყაროს ობიექტებით სარგებლობის უფლების შეწყვეტა ხდება სამინისტრო მიერ ლიცენზიის გაუქმების გზით.

6. ცხოველთა სამყაროს ობიექტებით სარგებლობის უფლების შეწყვეტა მოსარგებლეს არ ათავისუფლებს ზარალის ანაზღაურების პასუხისმგებლობისგან, რომელიც მიყენებული იქნა ცხოველთა სამყაროს დაცვისა და ცხოველთა სამყაროს ობიექტებით სარგებლობის კანონმდებლობის დარღვევის შედეგად.

7. ცხოველთა სამყაროს ობიექტებით სარგებლობის უფლების შეწყვეტის გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლოში კანონმდებლობით დადგენილი წესით.

    მუხლი 46. ცხოველთა სამყაროს ობიექტებით სარგებლობის ლიცენზია

1. ცხოველთა სამყაროს ობიექტებით სარგებლობის ლიცენზია წარმოადგენს ცხოველთა სამყაროს ობიექტებით სარგებლობის უფლების დამადასტურებელ ერთადერთ ოფიციალურ დოკუმენტს.

2. ცხოველთა სამყაროს ობიექტებით სარგებლობის ლიცენზია ამტკიცებს ცხოველთა სამყაროს ობიექტებით სარგებლობის პირობებს და ფორმას. იგი შეიძლება შეივსოს სხვა პირობებითაც, რომლებიც არ ეწინააღმდეგება ამ კანონს და სხვა ნორმატიულ აქტებს.

3. დაშვებულია ცხოველთა სამყაროს ობიექტებით სარგებლობის ლიცენზიის შემდეგი სახეობები:

ა) გენერალური ლიცენზია;

ბ) ერთჯერადი სახელობითი ლიცენზია.

4. ცხოველთა სამყაროს ობიექტებით სარგებლობის ლიცენზია გაიცემა პირადად ცხოველთა სამყაროს ობიექტებით მოსარგებლეზე, რომელსაც ეკრძალება გენერალური და ერთჯერადი სახელობითი ლიცენზიის გასხვისება.

5. გენერალურ ლიცენზიას გასცემს სამინისტრო ფიზიკურ ან იურიდიულ პირზე სამონადირეო სავარგულების ფარგლებში ნადირობისათვის, სამონადირეო მეურნეობის შესაქმნელად და თევზის მეურნეობის შიდა წყალსატევების ფარგლებში ცხოველთა სამყაროს ობიქტებით სპეციალური სახეობით სარგებლობისათვის ხანგრძლივი დროის განმავლობაში.

6. ცხოველთა სამყაროს ობიექტებით სარგებლობის გენერალური ლიცენზია უნდა შეიცავდეს:

ა) ცხოველთა სამყაროს ობიექტებით მოსარგებლის მონაცემებს;

ბ) ცხოველთა სამყაროს ობიექტებით სარგებლობის დაშვებულ სახეობებს;

გ) ცხოველთა სამყაროს ობიექტების ჩამონათვალს, რომელზეც გაცემულია ლიცენზია;

დ) ლიცენზიის მოქმედების ვადას;

ე) ცხოველთა სამყაროს ობიექტებით სარგებლობისათვის გამოყოფილი ტერიტორიის ან წყალსატევის ფართობს, საზღვრებს (კოორდინატებს) და დასახელებას;

ვ) ცხოველთა სამყაროს ობიექტებით, გამოყოფილი ტერიტორიებით და წყალსატევებით სარგებლობის პირობებს;

ზ) ცხოველთა სამყაროს ობიექტებით სარგებლობის კვოტებისა და ლიმიტების ზღვრულ მნიშვნელობას;

თ) ცხოველთა სამყაროს ობიექტებით სარგებლობისთვის გადასახადის ოდენობას და გადახდის წესს.

7. ერთჯერადი სახელობითი ლიცენზია გაიცემა ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე ცხოველთა სამყაროს ობიექტებით სპეციალური სარგებლობისათვის, გარკვეულ ტერიტორიებზე (მათ შორის აღკვეთილებში და დაცული ტერიტორიების სხვა კატეგორიების ამისათვის სპეციალურად გამოყოფილ ზონებში), კონკრეტული ვადით და სარეწაო თევზჭერაზე საქართველოს ტერიტორიულ წყლებში, კონტინეტურ შელფზე და განსაკუთრებულ ეკონომიკურ ზონაში.

8. ცხოველთა სამყაროს ობიექტებით სარგებლობის ერთჯერადი სახელობითი ლიცენზია სარგებლობის სახეობების მიხედვით უნდა შეიცავდეს ამ მუხლის მე-6 პუნქტით განსაზღვრულ მონაცემებს.

9. ერთჯერად სახელობით ლიცენზიას სამონადირეო მეურნეობისა და სხვა ტერიტორიების ფარგლებში, რომლებიც უკვე გადაცემულია ცხოველთა სამყაროს ობიექტებით სარგებლობისათვის, გასცემენ ამ ტერიტორიაზე ცხოველთა სამყაროს ობიექტებით სარგებლობის გენერალური ლიცენზიის მფლობელები, სამინისტროს მიერ დადგენილი წესით, ხოლო ამ ტერიტორიის გარეთ, საქართველოს ტერიტორიულ წყლებში, კონტინენტურ შელფზე და განსაკუთრებულ ეკონომიკურ ზონაში _ სამინისტრო.

10. ლიცენზია ძალაში შედის სახელმწიფო რეგისტრაციის დღიდან.

    მუხლი 47. ცხოველთა სამყაროს ობიექტებით სარგებლობის ვადები

1. ცხოველთა სამყაროს ობიექტებით სარგებლობა ვადიანია.

2. ცხოველთა სამყაროს ობიექტებით სარგებლობის ცალკეული სახეობების, ცხოველთა სამყაროს ობიექტების, გეოგრაფიული გავრცელებისა და ლიცენზიის სახეობების მიხედვით დგინდება ცხოველთა სამყაროს ობიექტებით სარგებლობის ვადები.

3. ცხოველთა სამყაროს ობიექტებით სარგებლობის გენერალური ლიცენზია გაიცემა არანაკლებ 10 წლის ვადით.

4. ნადირობისა და თევზჭერის დაწყებისა და დამთავრების თარიღებს ცხოველთა სამყაროს ობიექტებისა და გარეულ ცხოველთა სახეობების მიხედვით შეიმუშავებს, იღებს და აქვეყნებს სამინისტრო ბრძანებით „ნადირობისა და თევზჭერის დაწყებისა და დამთავრების თარიღების შესახებ”.

    მუხლი 48. ლიცენზიის გაცემის წესი

1. ცხოველთა სამყაროს ობიექტებით სარგებლობის გენერალური ლიცენზია გაიცემა კონკურსისა და აუქციონის წესით, ანტიმონოპოლიური კანონმდებლობის დაცვით.

2. ცხოველთა სამყაროს ობიექტებით სარგებლობისათვის კონკურსისა და აუქციონის ჩატარების ვადას, წესს და პირობებს განსაზღვრავს დებულება „ცხოველთა სამყაროს ობიექტებით სარგებლობისათვის კონკურსისა და აუქციონის ჩატარების ვადების, წესისა და პირობების შესახებ”, რომელსაც შეიმუშავებს და ამტკიცებს სამინისტრო.

3. ცხოველთა სამყაროს ობიექტებით სარგებლობის გენერალური ლიცენზიის მიღებით დაინტერესებულმა სუბიექტმა სამინისტროს უნდა მიმართოს განცხადებით, რომელშიც აღინიშნება:

ა) ცხოველთა სამყაროს ობიექტებით მოსარგებლე იურიდიული ან ფიზიკური პირის მონაცემები;

ბ) მონაცემები იურიდიული პირების ხელმძღვანელების ან მფლობელების შესახებ, რომლებიც წარმოადგენენ მას ლიცენზიის მიღებისას;

გ) ცხოველთა სამყაროს ობიექტებით სარგებლობის სახეობა და პარამეტრები;

დ) ცხოველთა სამყაროს ობიექტებით სარგებლობის საორიენტაციო ვადა;

ე) ცხოველთა სამყაროს ობიექტებით სარგებლობისათვის აუცილებელი ტერიტორიების ფართობი და საზღვრები;

ვ) განმცხადებელი იურიდიული და ფიზიკური პირის ფინანსური, ტექნიკური და ტექნოლოგიური შესაძლებლობანი;

ზ) ინფორმაცია იურიდიული პირის განვლილი საქმიანობის შესახებ;

თ) განმცხადებელი ფიზიკური და იურიდიული პირის წინადადებები ცხოველთა სამყაროს ობიექტებით სარგებლობის პირობების შესახებ;

ი) საერთო ცნობები მოთხოვნილი ტერიტორიის შესახებ (გეოგრაფიული და ადმინისტრაციულ-ტერიტორიული მდებარეობა, ფართობი, განაშენიანება, სასოფლო-სამეურნეო და ტყის სავარგულების დახასიათება, მოკლე ეკოლოგიური და ზოო-გეოგრაფიული დახასიათება და სხვა).

4. კონკურსში გამარჯვებულად ითვლება ის განმცხადებელი, რომელიც აკმაყოფილებს კონკურსის პირობებს და წარმოადგენს ცხოველთა სამყაროს დაცვის, აღწარმოებისა და ცხოველთა სამყაროს ობიექტებით სარგებლობის, გარემოს დაცვის მოთხოვნათა შესაბამის, ეკონომიკურად მისაღებ და ყველაზე მეტად გამართლებულ გადაწყვეტას. იმ შემთხვევაში, თუ კონკურსზე შემოვიდა მხოლოდ ერთი განცხადება, ცხოველთა სამყაროს ობიექტებით სარგებლობის ლიცენზია შეიძლება მიეცეს მას გამოცხადებული კონკურსის პირობების საფუძველზე.

5. კონკურსი ჩაშლილად ჩაითვლება, თუ ვერც ერთი პრეტენდენტი ვერ აკმაყოფილებს წამოყენებულ პირობებს. კონკურსის მონაწილეებს გაწეული ხარჯები არ აუნაზღაურდებათ.

6. აუქციონი იმართება, თუ პრეტენდენტების მიერ კონკურსზე წარმოდგენილი პროექტები თანაბრად აკმაყოფილებს კონკურსის პირობებს.

7. ლიცენზიის გაცემის სააუქციონო სისტემის დროს გამარჯვებულად ჩაითვლება ის პრეტენდენტი, რომელიც აკმაყოფილებს აუქციონის პირობებს და ყველაზე მეტ თანხას შესთავაზებს სახელმწიფოს ცხოველთა სამყაროს ობიექტებით სარგებლობის გენერალური ლიცენზიის მოსაპოვებლად.

8. ერთჯერადი სახელობითი ლიცენზია ცხოველთა სამყაროს ობიექტებით სარგებლობაზე საქართველოს ტერიტორიულ წყლებში, კონტინეტურ შელფზე და განსაკუთრებულ ეკონომიკურ ზონაში იურიდიულ პირებზე გაიცემა ამ მუხლში ჩამოყალიბებული წესითა და პირობებით, გარდა ამ მუხლის მე-3 პუნქტის “ი” ქვეპუნქტში აღნიშნული მოთხოვნისა.

9. ერთჯერადი სახელობითი ლიცენზია ყველა სხვა შემთხვევაში ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გაიცემა განაცხადის საფუძველზე, რომელშიც აღინიშნება:

ა) იურიდიული ან ფიზიკური პირის მონაცემები;

ბ) ცხოველთა სამყაროს ობიექტებით სარგებლობის სახეობა და პარამეტრები;

გ) ცხოველთა სამყაროს ობიექტთა ჩამონათვალი;

დ) ცხოველთა სამყაროს ობიექტებით სარგებლობის ვადა;

ე) განმცხადებლის ტექნიკური და სხვა საშუალებები, რომლებიც საჭიროა ცხოველთა სამყაროს ობიექტებით სარგებლობისათვის და მათი ფლობის დამადასტურებელი დოკუმენტები.

    მუხლი 49. ლიცენზიის ფორმა

1. ა) ცხოველთა სამყაროს ობიექტებით სარგებლობის ლიცენზია წარმოადგენს 1//4 ფორმატის შუაზე გაკეცილ, სპეციალური ხარისხის სახელმწიფო ნიშნის ქაღალდს მისი ყალბად დამზადებისაგან დაცვის უზრუნველყოფის სათანადო ნიშნებით. ლიცენზიის პირველ გვერდზე გამოსახულია საქართველოს სახელმწიფო გერბი. გერბის ქვეშ თანამიმდევრობით გაკეთებულია წარწერები: „საქართველო”, „ცხოველთა სამყაროს ობიექტებით სარგებლობის ლიცენზია”.

ბ) გენერალურ ლიცენზიას აქვს შემდეგი ფორმა:

 

სახელმწიფო გერბი

 

საქართველო

ცხოველთა სამყაროთი სარგებლობის ლიცენზია

სერია □□ ნომერი □□□□ ტიპი □□□□□

ლიცენზიის სახელმწიფო რეგისტრაციაში გატარების თარიღი __________

წლის “____” _______________

გაცემულია ____________________________________________________________

                            იურიდიული ან ფიზიკური პირის დასახელება, ვისზეც გაიცა ლიცენზია,

_____________________________________________________________________

მონაცემები მის შესახებ, ცხოველთა სამყაროს ობიექტებით სარგებლობის სახეობა,

_____________________________________________________________________

 ძირითადი მიზანი, სამუშაოთა წარმოების წესი

   ___________მიზნით _________________________________________________

                                                                                 სამონადირეო მეურნეობის ან წყლის ობიექტის

_____________________________________________________________________

                        ადგილმდებარეობის, რაიონის, სოფლის დასახელება, კოორდინატები

 

გამოყოფილი ტერიტორიის ან წყლის ობიექტის ფართობი გეგმაზე

______________________________________________________________ჰექტარი

                                                                               (სიტყვიერად)

ამოსაღები რესურსის რაოდენობა სახეობათა მიხედვით ______________

                                                                                                                          (რესურსი ან

____________________________________________________________________

  რესურსების დასახელება, ოდენობა და ამოღების ვადები)

 

____________________________________________________________________

 

ლიცენზიის მოქმედების ვადა _________________________________________

                                                                                                              (დაწყება-თარიღი)

                                                       _________________________________________

                                                                                                               (დამთავრება-თარიღი)

 

გადასახადები რესურსით სარგებლობისათვის სახეობების მიხედვით

                         _________________________________________________________

                                                                                                         (რესურსის დასახელება, ფასი)

___________________________________________________________________

 

სალიცენზიო მოსაკრებელი ___________________________________________

ცხოველთა სამყაროს ობიექტებით სარგებლობისათვის გამოყოფილია

___________________________________________________________________

                                                                   ტყის სავარგული, წყლის ობიექტი, მიწის ფართობი

19 __წლის ______“___”

____________________________________________________დადგენილებით

                                                             სახელმწიფო უწყების დასახელება

 

ამ ტერიტორიის საზღვრები დატანილია ლიცენზიის თანდართულ

ტოპოგრაფიულ გეგმაზე.

 

ლიცენზიის დამატებითი პირობები _____________________________________

____________________________________________________________________

____________________________________________________________________

ცხოველთა სამყაროს ობიქტებით მოსარგებლის დასახელება

ვალდებულია:

_ ისარგებლოს ცხოველთა სამყაროს ობიექტებით სარგებლობის მხოლოდ იმ სახეობებით, რომელებიც მითითებულია ლიცენზიაში;

_ დაიცვას ცხოველთა სამყაროს ობიექტებით სარგებლობის დადგენილი წესები, კვოტები და ვადები;

_ ისარგებლოს ცხოველთა სამყაროს ობიექტებით იმ ხერხებით, რომლებიც არ არღვევენ ბუნებრივ მთლიანობას და უზრუნველყოფენ იმ გარეულ ცხოველთა შენარჩუნებას, რომლებითაც სარგებლობა არ არის დაშვებული;

_ არ დაუშვას ცხოველთა სამყაროს ობიექტების საბინადრო გარემოს დარღვევა ან გაუარესება;

_ ისარგებლოს ცხოველთა სამყაროს ობიექტებით რაციონალურად, საქმიანობისას გამოიყენოს გარემოსდაცვითი თვალსაზრისით მისაღები ტექნოლოგიები;

_ აღრიცხოს ცხოველთა სამყაროს გამოყენებული ობიექტების რაოდენობა, შეაფასოს მათი მდგომარეობა, საბინადრო გარემო და დადგენილი წესით და ვადებში წარუდგინოს სამინისტროს;

_ განახორციელოს კომპლექსური ღონისძიებანი ცხოველთა სამყაროს ობიექტების აღწარმოების, მათი საბინადრო გარემოს შენარჩუნებისა და გაუმჯობესების მიზნით;

_ დახმარება გაუწიოს სახელმწიფო ორგანოებს ცხოველთა სამყაროს დაცვის საქმეში და განახორციელოს ღონისძიებები ცხოველთა სამყაროს დაცვასთან დაკავშირებულ სახელმწიფო, რეგიონალური და ადგილობრივი პროგრამების შესასრულებლად;

_ შეუფერხებლად დაუშვას სამინისტროს წარმომადგენლები ობიექტებზე, სადაც ინახავს, ამუშავებს და რეალიზაციას უკეთებს ცხოველთა სამყაროს ობიექტებს; დროულად შეასრულოს მათი კანონიერი მოთხოვნები და განკარგულებები;

_ უზრუნველყოს ცხოველთა სამყაროს დაცვა, შეასრულოს გარეულ ცხოველთა იმ სახეობის დაცვის რეჟიმი, რომელიც მიკუთვნებულია იშვიათი და გადაშენების პირას მისულ ცხოველთა სამყაროს ობიექტებს, შეტანილია საქართველოს წითელ წიგნში და წითელ ნუსხაში;

_ დაუყოვნებლივ აცნობოს სამინისტროს, ვეტერინარულ, სანიტარიულ-ეპიდემიოლოგიურ სამსახურებს გარეულ ცხოველთა დაავადების, მათი საბინადრო გარემოს მდგომარეობის გაუარესების, განადგურების საშიშროების წარმოშობის და გარეულ ცხოველთა დაღუპვის შესახებ; განახორციელოს დაავადებების პროფილაქტიკის და მათთან ბრძოლის კომპლექსური ღონისძიებანი;

_ დამოუკიდებლად შეწყვიტოს ცხოველთა სამყაროს ობიექტებით სარგებლობა მათი მდგომარეობის და საბინადრო პირობების გაუარესების, აღწარმოებითი უნარის დაქვეითებისა და გარეულ ცხოველთა განადგურების საშიშროების წარმოქმნის შემთხვევაში; მიიღოს ზომები ცხოველთა სამყაროს ობიექტებზე და მათ საბინადრო გარემოზე უარყოფითი ზეგავლენის ასაცილებლად;

_ ცხოველთა სამყაროს ობიექტებით მოსარგებლე ვალდებულია შეასრულოს ცხოველთა სამყაროს დაცვის, აღწარმოების და ცხოველთა სამყაროს ობიექტებით სარგებლობის საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა მოთხოვნებიც.

____________________

საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი                                    გავეცანი ლიცენზიის

რესურსების დაცვის მინისტრი ან                                              პირობებს და

მინისტრის უფლებამოსილი                                             ვკისრულობ შევასრულო:

წარმომადგენელი

____________________-                                               _____________________________

ხელმოწერა                                                                                    ლიცენზიის მიმღები იურიდიული ან

                                                                                                                 ფიზიკური პირის ხელმოწერა

  ბ. ა.                                                                                                                ბ. ა.

ზემოთ ჩამოთვლილი მოვალეობების შეუსრულებლობისათვის იურიდიულ და ფიზიკურ პირებს ეკისრებათ სისხლის სამართლის, ადმინისტრაციული და სხვა სახის პასუხისმგებლობა საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

 

 

2. ერთჯერადი სახელობითი ლიცენზიის ფორმას ცხოველთა სამყაროს ობიექტებით სარგებლობის სახეობების მიხედვით ადგენს და ამტკიცებს სამინისტრო.

    მუხლი 50. გარეული ცხოველებით, მათი დერივატებითა და ცხოველქმედების პროდუქტებით ვაჭრობა

1. გარეულ ცხოველთა სახეობებით, მათი დერივატებითა და ცხოველქმედების პროდუქტებით ვაჭრობა ხდება ამ კანონის, „საფრთხის წინაშე მყოფი ფაუნის (გარეული ცხოველების) და ფლორის (ველური მცენარეების) სახეობებით საერთაშორისო ვაჭრობის შესახებ” კონვენციის (Convention InternationaI Trade in Endangered Species Fauna and FIora- CITES) დებულებებისა და მათ საფუძველზე საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად.

2. გარეული ცხოველის, მისი დერივატების ექსპორტის, იმპორტის, რეექსპორტისა და ტრანზიტისათვის საჭიროა ნებართვა. ექსპორტის, იმპორტის, რეექსპორტის და ტრანზიტის ნებართვა გაიცემა სამინისტროს მიერ მხოლოდ შემდეგი პირობების შესრულებისას:

ა) ექსპორტიორი და იმპორტიორი სახელმწიფოს შესაბამის სამეცნიერო ორგანოს გამოაქვს დასკვნა, რომ ამგვარი ექსპორტი საფრთხეს არ უქმნის გარეულ ცხოველთა აღნიშნულ სახეობას;

ბ) ექსპორტიორი და იმპორტიორი სახელმწიფოს შესაბამისი ადმინისტრაციული ორგანო რწმუნდება, რომ გარეული ცხოველი არ იყო შეძენილი ან მოპოვებული კანონის დარღვევით;

გ) ექსპორტიორი და იმპორტიორი სახელმწიფოს შესაბამისი ადმინისტრაციული ორგანო რწმუნდება, რომ ნებისმიერი ცოცხალი გარეული ცხოველი მომზადებული და გაგზავნილი იქნება იმგვარად, რომ მინიმუმამდე იქნება დაყვანილი დაზიანების, ჯანმრთელობისათვის საფრთხის შექმნის ან სასტიკი მოპყრობის რისკი;

დ) სახელმწიფოს შესაბამისი ადმინისტრაციული ორგანო რწმუნდება, რომ ცოცხალი გარეული ცხოველის მიმღებს აქვს ცხოველის შენახვისა და მოვლის სათანადო პირობები;

ე) სახელმწიფოს შესაბამისი ადმინისტრაციული ორგანო რწმუნდება იმაში, რომ გაცემული იყო ნებართვა ამ გარეული ცხოველის იმპორტზე;

ვ) გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი სახეობის ექსპორტის, იმპორტის, რეექსპორტისა და ტრანზიტის ნებართვა გაიცემა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ შესაბამისი ადმინისტრაციული ორგანო დარწმუნებულია, რომ გარეული ცხოველი არ იქნება გამოყენებული კომერციული მიზნებისთვის.

3. გარეულ ცხოველთა ცხოველქმედების პროდუქტების ექსპორტზე, იმპორტზე, რეექსპორტზე და ტრანზიტზე საჭიროა სამინისტროს ლიცენზია, რომელიც გაიცემა მხოლოდ მაშინ, თუ დაკმაყოფილებულია შემდეგი პირობები:

ა) თუ პროდუქტის მოპოვებას არ მოჰყვა გარეული ცხოველის დაზიანება ან სიკვდილი;

ბ) თუ გაცემული იყო ამ პროდუქტის მოპოვების ლიცენზია.

საქართველოს 200 3 წლის 6 ივნის ის კანონი № 2380 - სსმ I, № 18 24.06 .200 3 წ., მუხ. 120

თავი V

ცხოველთა სამყაროს დაცვისა და მისი ობიექტებით სარგებლობის ეკონომიკური რეგულირება

    მუხლი 51. ცხოველთა სამყაროს დაცვისა და მისი ობიექტებით სარგებლობის ეკონომიკური რეგულირების მიზნები და ამოცანები

ცხოველთა სამყაროს დაცვისა და მისი ობიექტებით სარგებლობის ეკონომიკური რეგულირება მოიცავს შემდეგ ცნებებს:

ა) ცხოველთა სამყაროს დაცვისა და მისი ობიექტებით სარგებლობის სფეროში ეკონომიკური ურთიერთობების განსაზღვრა და რეგულირება, მათ შორის ურთიერთობები სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოებსა და ბუნებათმოსარგებლეთა შორის;

ბ) გადასახადების სისტემის ფორმირება ცხოველთა სამყაროს ობიექტებით სარგებლობისათვის;

გ) ცხოველთა სამყაროთი მოსარგებლეთა ეკონომიკური დაცვა.

    მუხლი 52. ცხოველთა სამყაროს დაცვისა და მისი ობიექტებით სარგებლობის ეკონომიკური რეგულირების მექანიზმი

1. ცხოველთა სამყაროს ობიექტების დაცვისა და ამ ობიექტებით სარგებლობის ეკონომიკური რეგულირების მექანიზმი განისაზღვრება ამ მუხლის მე-2 პუნქტით.

2. ცხოველთა სამყაროს ობიექტების დაცვისა და ამ ობიექტებით სარგებლობის ეკონომიკური რეგულირების მექანიზმი მოიცავს:

ა) ცხოველთა სამყაროს ობიექტების აღრიცხვას და ეკონომიკურ შეფასებას;

ბ) ცხოველთა სამყაროს ობიექტებით სარგებლობის ეკონომიკურად დასაბუთებულ გადასახადების სისტემას;

გ) ცხოველთა სამყაროს დაცვისა და აღწარმოების ღონისძიებების ბიუჯეტიდან დაფინანსებას;

დ) ცხოველთა სამყაროს დაცვისა და ცხოველთა სამყაროს ობიექტებით სარგებლობის შესახებ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევისთვის ეკონომიკურად დასაბუთებული ჯარიმების სისტემას;

ე) ცხოველთა სამყაროს უკანონოდ მოპოვებული ობიექტების, საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული წესით ჩამორთმეული იარაღის, სატრანსპორტო საშუალებებისა და პროდუქციის რეალიზაციით მიღებული სახსრების, ასევე ფიზიკურ და იურიდიულ პირთა ნებაყოფლობითი შეწირულობების მიზანმიმართულ გამოყენებას.

    მუხლი 53. ცხოველთა სამყაროს ობიექტებით სარგებლობის გადასახადები

1. ცხოველთა სამყაროს ობიექტებით სარგებლობის გადასახადები მოიცავს:

ა) გადასახადებს ცხოველთა სამყაროს ობიექტებით სპეციალური სარგებლობისათვის;

ბ) ცხოველთა სამყაროს ობიექტებით სპეციალური სარგებლობის სალიცენზიო მოსაკრებელს.

2. ცხოველთა სამყაროს ობიექტებით სარგებლობის გადასახადისა და ჯარიმის გადახდა მოსარგებლეს არ ათავისუფლებს ცხოველთა სამყაროს ობიექტებისა და მათი საბინადრო გარემოს დაცვის ღონისძიებების შესრულების ვალდებულებისაგან და მათთვის მიყენებული ზარალის ანაზღაურებისაგან.

3. ცხოველთა სამყაროს ობიექტებით სარგებლობის გადასახადი გადაიხდება ცხოველთა სამყაროს ობიექტებით სარგებლობის ლიცენზიის გაცემის დღიდან ლიცენზიის მოქმედების მთელი ვადით.

    მუხლი 54. ცხოველთა სამყაროს ობიექტებით სარგებლობის გადასახადის შეღავათები

საქართველოს პარლამენტმა ცხოველთა სამყაროს ობიექტებით მოსარგებლეთა ცალკეული კატეგორიები შეიძლება მთლიანად ან ნაწილობრივ გაათავისუფლოს ცხოველთა სამყაროს ობიექტებით სარგებლობის გადასახადიდან.

    მუხლი 55. სალიცენზიო მოსაკრებელი

1. სალიცენზიო მოსაკრებელი არის ერთჯერადი გადასახადი. იგი შედგება ცხოველთა სამყაროს ობიექტებით სარგებლობის ლიცენზიის გაცემაზე კონკურსისა და აუქციონის მომზადებისათვის საჭირო საორგანიზაციო და მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის ხარჯებისგან (საკონკურსო ან სააუქციონო მოსაკრებელი) და ცხოველთა სამყაროს ობიექტებით სარგებლობის უფლების მოსაკრებლისაგან.

2. საკონკურსო ან სააუქციონო მოსაკრებელს იხდის სამინისტროს მიერ გამოცხადებული კონკურსისა და აუქციონის თითოეული მონაწილე ცალ-ცალკე. ამ თანხის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი წარედგინება სამინისტროს კონკურსის ან აუქციონის ჩატარებამდე 10 დღით ადრე.

3. ცხოველთა სამყაროს ობიექტებით სარგებლობის უფლების მოსაკრებელს იხდის სამინისტროს მიერ გამოცხადებული კონკურსის ან აუქციონის გამარჯვებული მონაწილე და სამინისტროს მიერ გაცემული ერთჯერადი სახელობითი ლიცენზიის მფლობელი. აღნიშნული მოსაკრებელი გამოიყენება ლიცენზიის გაცემისათვის აუცილებელი სამუშაოების მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფისათვის, ექსპერტთა საბჭოს წევრთა და ლიცენზირების სამსახურის თანამშრომელთა შრომის ანაზღაურებისა და მატერიალური წახალისებისათვის და სხვა.

4. გენერალური ლიცენზიის მფლობელები ერთჯერად სახელობით ლიცენზიებს გასცემენ მათ მიერ დადგენილი საფასურით.

5. სალიცენზიო მოსაკრებლის ოდენობასა და გადახდის წესს განსაზღვრავს საქართველოს კანონმდებლობა.

6. სალიცენზიო მოსაკრებელი დაბეგვრას არ ექვემდებარება.

    მუხლი 56. ცხოველთა სამყაროს დაცვისა და მისი ობიექტებით მდგრადი სარგებლობის ეკონომიკური სტიმულირება

ცხოველთა სამყაროს დაცვის, აღწარმოებისა და ცხოველთა სამყაროს ობიექტებით მდგრადი სარგებლობის ეკონომიკური სტიმულირება მოიცავს:

ა) საგადასახადო და სხვა შეღავათების გავრცელებას იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე, რომლებიც უზრუნველყოფენ ცხოველთა სამყაროს ეფექტურ დაცვას, აღწარმოებას და მდგრად გამოყენებას, მათი საბინადრო გარემოს დაცვასა და მდგომარეობის გაუმჯობესებას;

ბ) იურიდიულ პირებზე შეღავათიანი სახელმწიფო კრედიტების გაცემას ცხოველთა სამყაროს დაცვისა და აღწარმოებისათვის საჭირო სამუშაოების ჩასატარებლად;

გ) ცხოველთა სამყაროს დაცვის დარგში განსაკუთრებული დამსახურებისა და ცხოველთა სამყაროს დაცვისა და მისი ობიექტებით სარგებლობის სფეროში კანონმდებლობის დამრღვევთა წინააღმდეგ გამოჩენილი მამაცობისა და თავგანწირვისათვის თანამდებობის პირებისა და მოქალაქეების მატერიალურ წახალისებასა და დაჯილდოებას.

თავი VI

ცხოველთა სამყაროს დაცვისა და მისი ობიექტებით სარგებლობის სახელმწიფო მართვა

    მუხლი 57. ცხოველთა სამყაროს დაცვისა და მისი ობიექტებით სარგებლობის სახელმწიფო მართვა

1. ცხოველთა სამყაროს დაცვისა და მისი ობიექტებით სარგებლობის სფეროში ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის გატარების მიზნით, საქართველოში მოქმედებს ცხოველთა სამყაროს დაცვისა და მისი ობიექტებით სარგებლობის მართვის ერთიანი სახელმწიფო სისტემა. ამ სისტემის მიზანია:

ა) ცხოველთა სამყაროს დაცვის, აღწარმოებისა და ცხოველთა სამყაროს ობიექტებით მდგრადი სარგებლობის სახელმწიფო პოლიტიკის პრაქტიკული რეალიზაციის უზრუნველყოფა;

ბ) ყველა ფიზიკური და იურიდიული პირისათვის ცხოველთა სამყაროს ობიექტებით სარგებლობის თანაბარი პირობების უზრუნველყოფა;

გ) ცხოველთა დაცვის, აღწარმოებისა და ცხოველთა სამყაროს ობიექტებით სარგებლობის სფეროში საერთაშორისო კავშირების განვითარება და ცხოველთა სამყაროს ობიექტებით და მათი დერივატებით ვაჭრობის, მათ შორის იმპორტისა და ექსპორტის რეგულირება საქართველოს კანონმდებლობისა და საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების შესაბამისად;

დ) ცხოველთა სამყაროს ობიექტებით სარგებლობის სფეროში ანტიმონოპოლიური პოლიტიკის გატარება;

ე) ცხოველთა სამყაროს ობიექტებით მოსარგებლეთა და ადგილობრივი მოსახლეობის ინტერესების შეთანხმება და დაცვა;

ვ) საზოგადოების ინფორმირება ცხოველთა სამყაროს დაცვისა და ცხოველთა სამყაროს ობიექტებით სარგებლობის სფეროში არსებული მდგომარეობის შესახებ.

2. საქართველოში ცხოველთა სამყაროს დაცვისა და მისი ობიექტებით სარგებლობის სახელმწიფო მართვას ახორციელებს სამინისტრო, ასევე თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში – სატყეო სააგენტო და სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – დაცული ტერიტორიების სააგენტო (შემდგომში – დაცული ტერიტორიების სააგენტო).

3. ცხოველთა სამყაროს დაცვისა და მისი ობიექტებით სარგებლობის სახელმწიფო მართვა ხორციელდება ფიზიკური დაცვის, აღრიცხვის, მონიტორინგის, ლიცენზირების, კონტროლისა და ზედამხედველობის მეშვეობით.

საქართველოს 2010 წლის 6 ივლისის კანონი №3348 - სსმ I, №39 19.07.2010 წ., მუხ.238

    მუხლი 58. ცხოველთა სამყაროს ობიექტებით სარგებლობის სახელმწიფო მართვის ამოცანები

1. ცხოველთა სამყაროს ობიექტებით სარგებლობის სახელმწიფო მართვის ამოცანაა ცხოველთა სამყაროს დაცვა და ცხოველთა სამყაროს ობიექტებით მდგრადი სარგებლობა, ცხოველთა სამყაროს ობიექტებით სარგებლობის პროცესში წარმოშობილი ურთიერთობების სახელმწიფო რეგულირება.

2. ცხოველთა სამყაროს ობიექტებით სარგებლობის სახელმწიფო მართვის ამოცანათა შესრულების მიზნით ხდება:

ა) ცხოველთა სამყაროს ობიექტებით სარგებლობის დაშვებულ სახეობათა დადგენა;

ბ) ცხოველთა სამყაროს ობიექტებით სარგებლობის დასაშვები კვოტების განსაზღვრა;

გ) ცხოველთა სამყაროს ობიექტებით სარგებლობისათვის ნებადართული ტერიტორიისა და სამონადირეო სავარგულების განსაზღვრა, გამოყოფა და დამაგრება;

დ) ცხოველთა სამყაროს ობიექტებით სარგებლობის პერიოდებისა და ვადების დადგენა.

საქართველოს 200 1 წლის 2 მა რტ ის კანონი № 751 - სსმ I, № 6 20.03 .200 1 წ., მუხ. 13

    მუხლი 59. ცხოველთა სამყაროს აღრიცხვის სახელმწიფო სისტემა და კადასტრი

1. ცხოველთა სამყაროს დაცვის, გარეულ ცხოველთა (მათ შორის, გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფ სახეობათა) პოპულაციებში მიმდინარე რაოდენობრივი და ხარისხობრივი ცვლილებების კონტროლის უზრუნველსაყოფად წარმოებს ცხოველთა სამყაროს ობიექტებისა და ამ ობიექტებით სარგებლობის სახელმწიფო აღრიცხვა, რის საფუძველზედაც დგება ცხოველთა სამყაროს სახელმწიფო კადასტრი.

2. ცხოველთა სამყაროს სახელმწიფო კადასტრი შეიცავს გარეულ ცხოველთა სახეობების (სახეობათა ჯგუფების) გეოგრაფიული გავრცელების, მათი რაოდენობის, მდგომარეობისა და ცხოველთა სამყაროს ობიექტებით სარგებლობის ამსახველ ცნობებს, მათი თანამედროვე სამეურნეო გამოყენებისა და გარეული ცხოველების არსებობისათვის საჭირო არეალების დახასიათებას, აგრეთვე, სხვა აუცილებელ მონაცემებს. ამ საქმიანობას კოორდინირებას უწევს სამინისტრო.

3. ცხოველთა სამყაროსა და მისი ობიექტებით სარგებლობის სახელმწიფო აღრიცხვა, ცხოველთა სამყაროს სახელმწიფო კადასტრის წარმოება ფინანსდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან.

4. ცხოველთა სამყაროს ობიექტებით მოსარგებლე ყველა ფიზიკური თუ იურიდიული პირი ვალდებულია, ცხოველთა სამყაროს ობიექტების შესახებ მის ხელთ არსებული ყველა სახის ინფორმაცია უსასყიდლოდ გადასცეს სამინისტროს ბუნებრივი რესურსების ერთიან სახელმწიფო ფონდს, სამინისტროს მიერ შემუშავებული და დამტკიცებული ფორმის მიხედვით.

5. ცხოველთა სამყაროსა და მისი ობიექტებით სარგებლობის სახელმწიფო აღრიცხვის, ცხოველთა სამყაროს სახელმწიფო კადასტრის შედგენის, იმ სახეობათა ჯგუფების ნუსხის განსაზღვრის წესები, რომლებიც სახელმწიფო აღრიცხვას და სახელმწიფო კადასტრში შეტანას ექვემდებარებიან, აგრეთვე აღრიცხვისა და კადასტრის შედგენისათვის საჭირო მონაცემების წარდგენის წესები მტკიცდება სამინისტროს მიერ დებულებით „ცხოველთა სამყაროსა და მისი ობიექტებით სარგებლობის სახელმწიფო აღრიცხვის, ცხოველთა სამყაროს სახელმწიფო კადასტრის შედგენის, იმ სახეობათა ჯგუფების ნუსხის განსაზღვრის წესების შესახებ, რომლებიც სახელმწიფო აღრიცხვას და სახელმწიფო კადასტრში შეტანას ექვემდებარებიან, აგრეთვე აღრიცხვისა და კადასტრის შედგენისათვის საჭირო მონაცემების წარდგენის წესების შესახებ”.

6. გარეულ ცხოველთა იმ სახეობათა ჯგუფების ნუსხას, რომლებიც სახელმწიფო აღრიცხვას და სახელმწიფო კადასტრში შეტანას ექვემდებარებიან, ადგენს სამინისტრო ბრძანებით „სახელმწიფო აღრიცხვას და სახელმწიფო კადასტრში შეტანას დაქვემდებარებულ გარეულ ცხოველთა სახეობების ჯგუფების ნუსხის შესახებ”.

საქართველოს 200 3 წლის 6 ივნის ის კანონი № 2380 - სსმ I, № 18 24.06 .200 3 წ., მუხ. 120

    მუხლი 60. ცხოველთა სამყაროს დაცვის მონიტორინგი

1. ცხოველთა სამყაროს დაცვის მონიტორინგი წარმოადგენს ცხოველთა სამყაროს მდგომარეობაზე დაკვირვებისა და მიღებული ინფორმაციის ანალიზის ერთიან სისტემას.

2. ცხოველთა სამყაროს დაცვის მონიტორინგის სამართლებრივ რეჟიმს განსაზღვრავს საქართველოს კანონმდებლობა.

    მუხლი 61. ცხოველთა სამყაროს ობიექტებით სარგებლობის ლიცენზირების სახელმწიფო სისტემის ორგანიზაციული უზრუნველყოფა

1. ცხოველთა სამყაროს ობიექტებით სარგებლობის ლიცენზირების სახელმწიფო სისტემას ორგანიზაციულად უზრუნველყოფს სამინისტრო, რომელთანაც ფუნქციონირებს საუწყებათაშორისო საექსპერტო-სალიცენზიო საბჭო.

2. სამინისტროსთან არსებული საუწყებათაშორისო საექსპერტო-სალიცენზიო საბჭოს ფუნქციაა ცხოველთა სამყაროს ობიექტებით სარგებლობისათვის ლიცენზიის მისაღებად წარმოდგენილი განცხადებების, პროექტებისა და კანონით გათვალისწინებული სხვა დოკუმენტაციის განხილვა, შეფასება და შესაბამისი დასკვნების გამოტანა, რაც ფორმდება საბჭოს სხდომის ოქმით.

3. საუწყებათაშორისო საექსპერტო-სალიცენზიო საბჭო დაკომპლექტებულია შესაბამისი სამინისტროების, უწყებებისა და სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებების წარმომადგენლებით.

4. საუწყებათაშორისო საექსპერტო-სალიცენზიო საბჭოს დასკვნების საფუძველზე ლიცენზიას აფორმებს, სახელმწიფო რეგისტრაციაში ატარებს, გასცემს, ჩამოართმევს და სახელმწიფო რეგისტრაციიდან ხსნის სამინისტრო.

5. საუწყებათაშორისო საექსპერტო-სალიცენზიო საბჭოს რეგლამენტს „საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროსთან არსებული საუწყებათაშორისო საექსპერტო-სალიცენზიო საბჭოს რეგლამენტის შესახებ“ ბრძანებით ამტკიცებს მინისტრი.

6. საუწყებათაშორისო საექსპერტო-სალიცენზიო საბჭოს შემადგენლობას ბრძანებით ამტკიცებს მინისტრი.

7. საუწყებათაშორისო საექსპერტო-სალიცენზიო საბჭოს შემადგენლობაში არ შეიძლება შეყვანილნი იყვნენ ცხოველთა სამყაროს ობიექტებით მოსარგებლე მეწარმე სუბიექტების წარმომადგენლები.

საქართველოს 2004 წლის 16 სექტემბრის კანონი №448 - სსმ I, №28 07.10.2004 წ., მუხ.133

    მუხლი 62. სახელმწიფო კონტროლი და ზედამხედველობა ცხოველთა სამყაროს დაცვასა და მისი ობიექტებით სარგებლობაზე

1. ცხოველთა სამყაროს დაცვისა და მისი ობიექტებით სარგებლობისადმი სახელმწიფო კონტროლისა და ზედამხედველობის ამოცანაა უზრუნველყოს ყველა იურიდიული და ფიზიკური პირის მიერ ცხოველთა სამყაროს დაცვის მოვალეობათა შესრულება, ცხოველთა სამყაროს ობიექტებით სარგებლობისა და მისი დაცვის წესებისა და კანონმდებლობით დადგენილი სხვა წესების დაცვა.

2. ცხოველთა სამყაროს დაცვისა და ცხოველთა სამყაროს ობიექტებით სარგებლობის სახელმწიფო კონტროლს და ზედამხედველობას ექვემდებარება მოსარგებლის ნებისმიერი ქმედება, რომელიც დაკავშირებულია ცხოველთა სამყაროს ობიექტებით სარგებლობასთან.

3. საქართველოში ცხოველთა სამყაროს დაცვისა და მისი ობიექტებით სარგებლობის სფეროში სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს სამინისტრო, ასევე თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში – სატყეო სააგენტო და დაცული ტერიტორიების სააგენტო.

4. სამინისტრო აკონტროლებს და აწესრიგებს ცხოველთა სამყაროს დაცვისა და მისი ობიექტებით სარგებლობის წესების, კვოტების, ვადებისა და სხვა მოთხოვნათა შესრულებას, აგრეთვე, ცხოველთა საბინადრო გარემოს, გამრავლების არეალების, გადარჩენის სტაციების, მიგრაციისა და წყალთან მისასვლელი გზების და წყლის სასმელი ადგილების დადგენისა და დაცვის ღონისძიებათა შემუშავებისა და განხორციელების სისწორესა და დროულობას.

5. სამინისტროს უფლება აქვს:

ა) შეწყვიტოს ცხოველთა სამყაროს ობიექტებით თვითნებური სარგებლობა, აგრეთვე, ცხოველთა სამყაროს დაცვისა და მისი ობიექტებით სარგებლობის დადგენილი წესების, ვადების, კვოტების და სხვა მოთხოვნების დარღვევით სარგებლობა;

ბ) გასცეს განკარგულებები ცხოველთა სამყაროს დაცვისა და სარგებლობის წესების, კვოტების, ვადებისა და სხვა მოთხოვნების დარღვევათა აღმოფხვრის შესახებ;

გ) შეაჩეროს სამუშაოები, რომელთა განხორციელებისას სისტემატურად ირღვევა ცხოველთა სამყაროს დაცვის, მათი საბინადრო გარემოს, გამრავლების არეალების გადარჩენის სტაციების, მიგრაციის და წყალთან მისასვლელი გზების და წყლის სასმელი ადგილების დაცვის წესები, კვოტები და სხვა მოთხოვნები, სანამ არ აღმოიფხვრება ეს დარღვევები.

6. (ამოღებულია).

7. დაცული ტერიტორიების ფარგლებში ცხოველთა სამყაროს ფიზიკური დაცვის პრაქტიკულ ღონისძიებებს ახორციელებს დაცული ტერიტორიების სამსახური.

საქართველოს 2010 წლის 6 ივლისის კანონი №3348 - სსმ I, №39 19.07.2010 წ., მუხ.238

თავი VII

პასუხისმგებლობა ცხოველთა სამყაროს შესახებ კანონის დარღვევისათვის

    მუხლი 63. პასუხისმგებლობა ცხოველთა სამყაროს შესახებ” საქართველოს კანონის დარღვევისთვის

1. ცხოველთა სამყაროს ობიექტებით სარგებლობის უფლების თვითნებური დათმობა, აგრეთვე სხვა გარიგებანი, რომლებიც აშკარა ან ფარული ფორმით არღვევენ ცხოველთა სამყაროს სახელმწიფო საკუთრების უფლებას, ბათილია (გარდა ამ კანონის მე-6 მუხლის მე-3 პუნქტში აღნიშნული შემთხვევებისა).

2. ფიზიკურ და იურიდიულ პირებს, რომლებსაც ბრალი მიუძღვით ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნულ დარღვევებში ან, თუ:

ა) თვითნებურად ისარგებლეს სპეციალური სარგებლობის ფორმით დაშვებული ცხოველთა სამყაროს ობიექტებით;

ბ) დაარღვიეს ნადირობის, თევზჭერისა და ცხოველთა სამყაროს ობიექტებით სარგებლობის სხვა წესები;

გ) დაარღვიეს გარეულ ცხოველთა საბინადრო გარემოს, გამრავლების არეალების, გადარჩენის სტაციების სამიგრაციო და წყალთან მისასვლელი გზებისა და წყლის სასმელი ადგილების დაცვის წესები;

დ) თვითნებურად მოახდინეს გარეულ ცხოველთა გადასახლება, ტრანსლოკაცია და ჰიბრიდიზაცია;

ე) დაარღვიეს მცენარეთა დაცვის საშუალებების, მათი ზრდის სტიმულატორების, მინერალური სასუქებისა და სხვა პრეპარატების გამოყენების წესები;

ვ) დაარღვიეს ცხოველთა სამყაროს ობიექტებისა და ზოოლოგიური კოლექციების შექმნის, საზღვარგარეთ გატანის ან ვაჭრობის წესები;

ზ) დაარღვიეს გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფ ცხოველთა დაცვის წესები;

თ) ჰყავთ გარეული ცხოველები ისეთ პირობებში, რომლებმაც შეიძლება საფრთხე შეუქმნას გარეული ცხოველების სიცოცხლეს, იმოქმედოს მათ ჯანმრთელობაზე ან საფრთხე შეუქმნას ადამიანებს, ეკისრებათ სისხლის სამართლის, სამოქალაქო და ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა საქართველოს კანონმდებლობით.

3. საქართველოს კანონმდებლობით შეიძლება დაწესდეს პასუხისმგებლობა ცხოველთა სამყაროს დაცვისა და ცხოველთა სამყაროს ობიექტებით სარგებლობის სფეროში კანონმდებლობის სხვა დარღვევებისთვისაც.

4. ფიზიკური და იურიდიული პირები მოვალენი არიან აანაზღაურონ „ცხოველთა სამყაროს შესახებ” საქართველოს კანონის დარღვევით მიყენებული ზარალი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ოდენობითა და წესით.

5. უკანონოდ მოპოვებული გარეული ცხოველები, მათი დერივატები და მათგან გამომუშავებული პროდუქცია ექვემდებარება კონფისკაციას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

6. პასუხისმგებლობის დაკისრება არ ათავისუფლებს სამართალდარღვევის ჩამდენს „ცხოველთა სამყაროს შესახებ” საქართველოს კანონის დარღვევით მიყენებული ზარალის დადგენილი ოდენობითა და წესით ანაზღაურებისაგან.

საქართველოს 200 3 წლის 6 ივნის ის კანონი № 2380 - სსმ I, № 18 24.06 .200 3 წ., მუხ. 120

    მუხლი 64. ცხოველთა სამყაროს ობიექტებით სარგებლობის საკითხთა გამო დავის გადაწყვეტა

ცხოველთა სამყაროს ობიექტებით სარგებლობასთან დაკავშირებულ დავას წყვეტს სასამართლო საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

თავი VIII

საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებანი და შეთანხმებანი ცხოველთა სამყაროს დაცვისა და მისი ობიექტებით სარგებლობის სფეროში

    მუხლი 65. საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებანი და შეთანხმებანი ცხოველთა სამყაროს დაცვისა და მისი ობიექტებით სარგებლობის სფეროში

თუ საქართველოს საერთაშორისო შეთანხმებითა და ხელშეკრულებით გათვალისწინებულია ცხოველთა სამყაროს შესახებ საქართველოს კანონმდებლობისგან განსხვავებული წესები და იგი არ ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას, მაშინ გამოიყენება საერთაშორისო შეთანხმებისა და ხელშეკრულების წესები.

კარი III

დასკვნითი ნაწილი

თავი IX

დასკვნითი დებულებანი

    მუხლი 66. საქართველოს ნორმატიული აქტები, რომლებიც ძალას კარგავენ ცხოველთა სამყაროს შესახებ” საქართველოს კანონის ძალაში შესვლის მომენტიდან

„ცხოველთა სამყაროს შესახებ“ საქართველოს კანონის ძალაში შესვლის მომენტიდან ძალადაკარგულად ითვლება საქართველოს შემდეგი ნორმატიული აქტები:

ა) საქართველოს სსრ 1981 წლის 19 ივნისის კანონი “ცხოველთა სამყაროს დაცვისა და გამოყენების შესახებ” (საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, 1981 წ., № 7, მუხ. 132);

ბ) საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს 1981 წლის 19 ივნისის დადგენილება „ცხოველთა სამყაროს დაცვისა და გამოყენების შესახებ” საქართველოს სსრ კანონის სამოქმედოდ შემოღების წესის თაობაზე“ (საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, 1981 წ., № 7, მუხ. 132);

გ) საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს 1978 წლის 3 აპრილის № 178 დადგენილება „ნებაყოფლობითი საზოგადოების _ საქართველოს მონადირეთა და მეთევზეთა კავშირის „მონკავშირის“ წესდებაში ცვლილებათა შეტანის შესახებ“ (საქართველოს სსრ მთავრობის დადგენილებათა კრებული, 1978 წ., № 2, მუხ.25);

დ) საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს 1968 წლის 11 ივლისის № 361 დადგენილება „საქართველოს სს რესპუბლიკაში სამონადირეო მეურნეობის მდგომარეობისა და მისი შემდგომი გაუმჯობესების ღონისძიებათა შესახებ“ (საქართველოს სსრ მთავრობის დადგენილებათა კრებული, 1968 წ., № 4, მუხ.55);

ე) საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს 1982 წლის 9 მარტის № 161 დადგენილება „საქართველოს სს რესპუბლიკაში სამონადირეო აღკვეთილების დებულების დამტკიცების შესახებ“ (საქართველოს სსრ მთავრობის დადგენილებათა კრებული, 1982 წ., № 2, მუხ.21);

ვ) საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს 1963 წლის 10 აგვისტოს № 536 დადგენილება „საქართველოს სს რესპუბლიკაში სამონადირეო მეურნეობის შემდგომი გაუმჯობესების ზომების შესახებ“ (საქართველოს სსრ მთავრობის დადგენილებათა კრებული, 1963 წ., № 4, მუხ.139);

ზ) საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს 1982 წლის 12 აპრილის № 302 დადგენილება „საქართველოს სს რესპუბლიკაში ნადირობისა და სამონადირეო მეურნეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ (საქართველოს სსრ მთავრობის დადგენილებათა კრებული, 1982 წ., № 2, მუხ.33);

თ) საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს 1982 წლის 1 ოქტომბრის № 674 დადგენილება „საქართველოს სსრ სახელმწიფო სამონადირეო ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ (საქართველოს სსრ მთავრობის დადგენილებათა კრებული, 1982 წ., № 5, მუხ. 71);

ი) საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს 1968 წლის 9 თებერვლის № 69 დადგენილება „საქართველოს სსრ სახელმწიფო ნაკრძალების მოვლა-დაცვის მდგომარეობის შემდგომი გაუმჯობესების ღონისძიებათა შესახებ“ (საქართველოს სსრ მთავრობის დადგენილებათა კრებული, 1968 წ., № 1, მუხ.17);

კ) საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს 1982 წლის 17 დეკემბრის № 842 დადგენილება „საქართველოს სსრ ტერიტორიაზე მავნებელ მტაცებელ ნადირთა წინააღმდეგ ბრძოლის გაძლიერების შესახებ“ (საქართველოს სსრ მთავრობის დადგენილებათა კრებული, 1982 წ., № 6, მუხ. 84);

ლ) საქართველოს პარლამენტის 1993 წლის 2 მარტის დადგენილება „სახელმწიფო ნაკრძალებისა და სამონადირეო მეურნეობების შესახებ“ (საქართველოს პარლამენტის უწყებები, 1993 წ., № 5, მუხ.35);

მ) საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1994 წლის 12 მაისის № 294 დადგენილება „საქართველოს მონკავშირის საქმიანობის შემდგომი გაუმჯობესების ღონისძიებათა შესახებ“ (საქართველოს მთავრობის დადგენილებათა კრებული, 1994 წ., № 5 , მუხ.294).

    მუხლი 67. ცხოველთა სამყაროს შესახებსაქართველოს კანონის ამოქმედებასთან დაკავშირებით სახელმწიფო სამონადირეო (სატყეო-სამონადირეო) მეურნეობების სტატუსის შეცვლა

1. ამ კანონის მოთხოვნებიდან გამომდინარე უქმდება კანონის ამოქმედებამდე არსებული სახელმწიფო სამონადირეო (სატყეო-სამონადირეო) მეურნეობები.

2. ამ კანონის ამოქმედებამდე არსებული სახელმწიფო სამონადირეო (სატყეო-სამონადირეო) მეურნეობების გაუქმებასთან დაკავშირებით, მათ ბაზაზე (არსებულ გეოგრაფიულ საზღვრებში) იქმნება აღკვეთილები.

3. სახელმწიფო სამონადირეო (სატყეო-სამონადირეო) მეურნეობების გაუქმებასთან დაკავშირებით მათ ბაზაზე შექმნილი აღკვეთილების სამენეჯმენტო გეგმები უნდა შემუშავდეს “დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ” საქართველოს კანონის მოთხოვნების შესაბამისად.

მუხლი 671. ნორმატიული აქტები, რომელთა მოთხოვნებიც არ ვრცელდება „ცხოველთა სამყაროს შესახებ“ საქართველოს კანონის რეგულირების საგანზე

„ცხოველთა სამყაროს შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად გაცემული ლიცენზიების შესაბამისად გამოყოფილი ან/და გამოსაყოფი სამონადირეო სავარგულების საზღვრების ფარგლებში მოქცეულ ტერიტორიებზე არ ვრცელდება „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მართვისა და განკარგვის შესახებ“ საქართველოს კანონი.

საქართველოს 200 1 წლის 2 მა რტ ის კანონი № 751 - სსმ I, № 6 20.03 .200 1 წ., მუხ. 13

თავი X

„ცხოველთა სამყაროს შესახებ” საქართველოს კანონის ამოქმედება

    მუხლი 68. „ცხოველთა სამყაროს შესახებ” საქართველოს კანონის ამოქმედების დრო

ცხოველთა სამყაროს შესახებსაქართველოს კანონი ამოქმედდეს 1997 წლის 1 აგვისტოდან.

კარი IV

გარდამავალი ნაწილი

თავი XI

„ცხოველთა სამყაროს შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებასთან დაკავშირებული გარდამავალი დებულებები

    მუხლი 69. ნორმატიული აქტები, რომელთა მიღებაც საჭიროა “ცხოველთა სამყაროს შესახებ” საქართველოს კანონთან დაკავშირებით

1. „ცხოველთა სამყაროს შესახებსაქართველოს კანონთან დაკავშირებით საჭიროა მიღებული იქნეს საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებასახელმწიფო სამონადირეო (სატყეო-სამონადირეო) მეურნეობების ბაზაზე შექმნილი აღკვეთილების სამენეჯმენტო გეგმების დამტკიცების შესახებ”.

2. „ცხოველთა სამყაროს შესახებსაქართველოს კანონთან დაკავშირებით საჭიროა მიღებული იქნეს შემდეგი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები:

) საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის ბრძანებაკერძო საკუთრებაში დაშვებულ ცხოველთა სამყაროს ობიექტთა ჩამონათვალის განსაზღვრის, მათი მფლობელობის კანონიერების დამადასტურებელი დოკუმენტაციის ფორმის, შინაარსის და გაცემის წესის შესახებდებულების დამტკიცების თაობაზე;

) საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის ბრძანებაკერძო საკუთრებაში დაშვებულ ცხოველთა სამყაროს ობიექტთა ჩამონათვალის შესახებდამტკიცების თაობაზე;

) საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის ბრძანებაცხოველთა სამყაროს დაცვის, მისი ობიექტებით სარგებლობის, გარეულ ცხოველთა საბინადრო გარემოს შენარჩუნების საზოგადოებრივი კონტროლის მიზნით შექმნილი ცხოველთა სამყაროს დაცვის საზოგადოებრივი ინსპექციების უფლება-მოვალეობათა შესახებდებულების დამტკიცების თაობაზე;

) საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის ბრძანებაგანსაკუთრებულ შემთხვევებში ცხოველთა სამყაროს ცალკეული ობიექტების შენარჩუნებისა და მომრავლების მიზნით, გავრცელების მთელ არეალზე ან მის ნაწილზე ცხოველთა სამყაროს ობიექტებით სარგებლობის შეზღუდვისა და აკრძალვის შესახებდებულების დამტკიცების თაობაზე;

) საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის ბრძანებაგადარჩენის, გენოფონდის რეზერვატის შექმნისა და ვეტერინარული მიზნით სახელმწიფო ნაკრძალებში, ბუნების ძეგლებსა და ეროვნული პარკების ბუნების მკაცრი დაცვის ზონებში სტიქიური უბედურებისა და კატასტროფის სალიკვიდაციო ღონისძიებათა განხორციელების ფარგლებში გარეულ ცხოველთა დაჭერის შესახებდებულების დამტკიცების თაობაზე;

) საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის ბრძანებაგადაშენების საფრთხის წინაშე მყოფ სახეობათა გადარჩენის პრაქტიკულ ღონისძიებათა წესების შესახებდებულების დამტკიცების თაობაზე;

) საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის ბრძანებასპეციალურად შექმნილ პირობებში მოსაშენებლად და შემდეგ ბუნებრივ გარემოში გასაშვებად და ვეტერინარული (განკურნების) მიზნებისათვის გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფ ცხოველთა სახეობების მოპოვების შესახებდებულების დამტკიცების თაობაზე;

) საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის ბრძანებაზოოლოგიური კოლექციების (ზოოპარკების, ზოობაღების, ოკეანარიუმების, გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფ სახეობათა გენოფონდის რეზერვატების) გარეულ ცხოველთა გარემოდან ამოღების გზით შექმნისა და შევსების შესახებდებულების დამტკიცების თაობაზე;

) საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის ბრძანებაგარეულ ცხოველთა იმ სახეობების ნუსხის შესახებ, რომელთა გარემოდან ამოღებით შექმნილი ზოოლოგიური (სამოყვარულო) კოლექციები არ საჭიროებენ ლიცენზიასდამტკიცების თაობაზე;

) საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის ბრძანებაგარეულ ცხოველთა ნუსხის შესახებ, რომელთა დატყვევება და ნახევრად თავისუფალ მდგომარეობაში და ტყვეობაში ყოლა იურიდიული და ფიზიკური პირებისათვის აკრძალულიადამტკიცების თაობაზე;

) საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის მინისტრის ბრძანებამცენარეთა დაცვის ბიოლოგიურ საშუალებათა გამოყენების წესების შესახებდებულების დამტკიცების თაობაზე;

) საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის მინისტრის ბრძანებაგამოყენებას დაქვემდებარებული მცენარეთა დაცვის ბიოლოგიური საშუალებების ნუსხის შესახებდამტკიცების თაობაზე;

) საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის ბრძანებაცხოველთა სამყაროთი სპეციალური სარგებლობის ობიექტების ჩამონათვალის განსაზღვრის წესის შესახებდებულების დამტკიცების თაობაზე;

) საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის ბრძანებაცხოველთა სამყაროთი სპეციალური სარგებლობის (მათ შორის ადგილობრივი მნიშვნელობის) ობიექტების ჩამონათვალის შესახებდამტკიცების თაობაზე;

) საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის ბრძანებაცხოველთა სამყაროს ობიექტების, მათი სახეობების მიხედვით მოპოვების წესების, ვადებისა და მოპოვებისათვის დაშვებული იარაღისა და მოწყობილობების ჩამონათვალის შესახებდებულების დამტკიცების თაობაზე;

) საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის ბრძანებანადირობის ობიექტებს მიკუთვნებული ცხოველთა სამყაროს ობიექტების ჩამონათვალის განსაზღვრის წესის შესახებდებულების დამტკიცების თაობაზე;

) საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის ბრძანებანადირობის ობიექტებს მიკუთვნებული ცხოველთა სამყაროს ობიექტების ჩამონათვალის შესახებდამტკიცების თაობაზე;

ს) (ამოღებულია – 24.11.2011, №5293).

) საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის ბრძანებასამონადირეო მეურნეობის შექმნის, გაძღოლისა და მის ფარგლებში და სხვა ტერიტორიებზე ერთჯერადი, სახელობითი ლიცენზიების გაცემის წესების შესახებდებულების დამტკიცების თაობაზე;

) საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის ბრძანებააღკვეთილებში და დაცული ტერიტორიების სხვა კატეგორიების ზონებში ცხოველთა სამყაროს ობიექტებით სარგებლობის წესების შესახებდებულების დამტკიცების თაობაზე;

) საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის ბრძანებაცხოველთა სამყაროს ობიექტებით სამეცნიერო, კულტურულ-საგანმანათლებლო, აღმზრდელობითი, რეკრეაციული, ესთეტიკური და ვეტერინარული მიზნებისათვის სარგებლობის, მათ შორის სპეციალური სარგებლობის წესების შესახებდებულების დამტკიცების თაობაზე;

) საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის ბრძანებატყვეობისა ან ნახევრად თავისუფალ პირობებში შენახვისა და გამრავლებისათვის დასაშვები გარეული ცხოველების ჩამონათვალის განსაზღვრის წესისა და მათი დაცვის, გამოყენებისა და შენახვის პირობებისადმი მოთხოვნების შესახებდებულების დამტკიცების თაობაზე;

) საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის ბრძანებატყვეობისა ან ნახევრად თავისუფალ პირობებში შენახვისა და გამრავლებისათვის დასაშვები გარეული ცხოველების ჩამონათვალის შესახებდამტკიცების თაობაზე;

) საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის ბრძანებარეგულირებას დაქვემდებარებული გარეული ცხოველების სახეობათა ჩამონათვალის განსაზღვრის წესის შესახებდებულების დამტკიცების თაობაზე;

) საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის ბრძანებაგარეულ ცხოველთა რეგულირების წესის შესახებდებულების დამტკიცების თაობაზე;

) საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის ბრძანებარეგულირებას დაქვემდებარებული გარეული ცხოველების სახეობათა ჩამონათვალის შესახებდამტკიცების თაობაზე;

) საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის ბრძანებაცხოველთა სამყაროსა და მისი ობიექტებით სარგებლობის სახელმწიფო აღრიცხვის, ცხოველთა სამყაროს სახელმწიფო კადასტრის შედგენის, იმ სახეობათა ჯგუფების ნუსხის განსაზღვრის წესების შესახებ, რომლებიც სახელმწიფო აღრიცხვას და სახელმწიფო კადასტრში შეტანას ექვემდებარებიან, აგრეთვე აღრიცხვისა და კადასტრის შედგენისათვის საჭირო მონაცემების წარდგენის წესების შესახებდებულების დამტკიცების თაობაზე;

) საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის ბრძანებასახელმწიფო აღრიცხვას და სახელმწიფო კადასტრში შეტანას დაქვემდებარებულ გარეულ ცხოველთა სახეობების ჯგუფების ნუსხის შესახებდამტკიცების თაობაზე;

) (ამოღებულია);

) (ამოღებულია);

) საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის ბრძანებაცხოველთა სამყაროს ობიექტებით სარგებლობის პრიორიტეტული უფლების რეჟიმის რაიონებისა და დასახლებული პუნქტების ჩამონათვალის შესახებდამტკიცების თაობაზე;

) (ამოღებულია);

) საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის ბრძანებანადირობისა და თევზჭერის დაწყებისა და დამთავრების თარიღების შესახებდამტკიცების თაობაზე.

3. „ცხოველთა სამყაროს შესახებსაქართველოს კანონის თანახმად კონკურსის ან აუქციონის წესით გაცემული ლიცენზიები და მათ საფუძველზე ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოების მიერ სამონადირეო მეურნეობის შექმნის მიზნით შესაბამისი სავარგულების გამოყოფის შესახებ მიღებული ადმინისტრაციული აქტები ინარჩუნებენ კანონიერ ძალას მათი მოქმედების ვადის გასვლამდე, გარდა ამ კანონის 43- მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

საქართველოს 2001 წლის 2 მარტის კანონი №751 - სსმ I, №6 20.03.2001 წ., მუხ.13

საქართველოს 2003 წლის 6 ივნისის კანონი №2380 - სსმ I, №18 24.06.2003 წ., მუხ.120

საქართველოს 2004 წლის 16 სექტემბრის კანონი №448 - სსმ I, №28 07.10.2004 წ., მუხ.133

საქართველოს 2011 წლის 24 ნოემბრის კანონი №5293 - ვებგვერდი, 08.12.2011წ.

    მუხლი 70. „ცხოველთა სამყაროს შესახებ“ საქართველოს კანონთან დაკავშირებით მისაღები ნორმატიული აქტების მიღების ვადები

1. საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრომ და სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტრომ საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა გათვალისწინებით 1997 წლის 1 ივლისამდე უნდა შეიმუშაონ და მიიღონ ამ კანონის 69- მუხლის მე-2 პუნქტში მოყვანილი ნორმატიულ აქტები.

2. ამ კანონის 69- მუხლში აღნიშნულ ნორმატიულ აქტებში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა წარმოებს ცხოველთა სამყაროს დაცვისა და მისი ობიექტებით სარგებლობის საერთო მდგომარეობის გათვალისწინების საფუძველზე.

3. ამ კანონის 69- მუხლის მე-2 პუნქტში აღნიშნული მისაღები ნორმატიული აქტების ამოქმედების ვადად განისაზღვროს 1997 წლის 1 აგვისტო.

საქართველოს პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე

თბილისი ,

1996 წლის 25 დეკემბერი .

№540 _

შეტანილი ცვლილებები:

1. საქართველოს 2000 წლის 11 მაისის კანონი №295 - სსმ I, №17 12.05.2000 წ., მუხ.41

2. საქართველოს 2001 წლის 2 მარტის კანონი №751 - სსმ I, №6 20.03.2001 წ., მუხ.13

3. საქართველოს 2003 წლის 6 ივნისის კანონი №2380 - სსმ I, №18 24.06.2003 წ., მუხ.120

4. საქართველოს 2004 წლის 16 სექტემბრის კანონი №448 - სსმ I, №28 07.10.2004 წ., მუხ.133

5. საქართველოს 2010 წლის 6 ივლისის კანონი №3348 - სსმ I, №39 19.07.2010 წ., მუხ.238

6. საქართველოს 2011 წლის 24 ნოემბრის კანონი №5293 - ვებგვერდი, 08.12.2011წ.

20. 29/06/2023 - საქართველოს კანონი - 3385-XIმს-Xმპ - ვებგვერდი, 30/06/2023 19. 17/03/2022 - საქართველოს კანონი - 1452-VIIIმს-Xმპ - ვებგვერდი, 24/03/2022 18. 15/07/2020 - საქართველოს კანონი - 6934-რს - ვებგვერდი, 28/07/2020 17. 24/06/2020 - საქართველოს კანონი - 6414-IIს - ვებგვერდი, 01/07/2020 16. 22/05/2020 - საქართველოს კანონი - 5959-სს - ვებგვერდი, 28/05/2020 15. 17/03/2020 - საქართველოს კანონი - 5776-IIს - ვებგვერდი, 23/03/2020 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 14. 26/12/2018 - საქართველოს კანონი - 4149-რს - ვებგვერდი, 31/12/2018 13. 20/07/2018 - საქართველოს კანონი - 3236-რს - ვებგვერდი, 13/08/2018 12. 07/12/2017 - საქართველოს კანონი - 1697-რს - ვებგვერდი, 14/12/2017 11. 01/06/2017 - საქართველოს კანონი - 903-IIს - ვებგვერდი, 21/06/2017 10. 26/12/2014 - საქართველოს კანონი - 2997-რს - ვებგვერდი, 12/01/2015 9. 06/09/2013 - საქართველოს კანონი - 1026-Iს - ვებგვერდი, 23/09/2013 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 8. 12/06/2013 - საქართველოს კანონი - 725-IIს - ვებგვერდი, 03/07/2013 7. 25/03/2013 - საქართველოს კანონი - 464-რს - ვებგვერდი, 05/04/2013 6. 24/11/2011 - საქართველოს კანონი - 5293-IIს - ვებგვერდი, 111208012, 08/12/2011 5. 06/07/2010 - საქართველოს კანონი - 3348 - სსმ, 39, 19/07/2010 4. 16/09/2004 - საქართველოს კანონი - 448 - სსმ, 28, 07/10/2004 3. 06/06/2003 - საქართველოს კანონი - 2380 - სსმ, 18, 24/06/2003 2. 02/03/2001 - საქართველოს კანონი - 751 - სსმ, 6, 20/03/2001 1. 11/05/2000 - საქართველოს კანონი - 295 - სსმ, 17, 12/05/2000