შპს „მთის კურორტების განვითარების კომპანიის“ მიერ საქართველოში სამთო სათხილამურო კურორტების განვითარების, ტურისტული პოტენციალის ამაღლების მიზნით, რიგ ღონისძიებათა განხორციელებისა და ამავე კომპანიის მიერ სახელმწიფო შესყიდვების გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ

  • Word
შპს „მთის კურორტების განვითარების კომპანიის“ მიერ საქართველოში სამთო სათხილამურო კურორტების განვითარების, ტურისტული პოტენციალის ამაღლების მიზნით, რიგ ღონისძიებათა განხორციელებისა და ამავე კომპანიის მიერ სახელმწიფო შესყიდვების გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 1261
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 01/07/2016
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 14/07/2016
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.021708
  • Word
1261
01/07/2016
ვებგვერდი, 14/07/2016
000000000.00.003.021708
შპს „მთის კურორტების განვითარების კომპანიის“ მიერ საქართველოში სამთო სათხილამურო კურორტების განვითარების, ტურისტული პოტენციალის ამაღლების მიზნით, რიგ ღონისძიებათა განხორციელებისა და ამავე კომპანიის მიერ სახელმწიფო შესყიდვების გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №1261

2016 წლის 1 ივლისი

ქ. თბილისი

შპს „მთის კურორტების განვითარების კომპანიის“ მიერ საქართველოში სამთო- სათხილამურო კურორტების განვითარების, ტურისტული პოტენციალის ამაღლების მიზნით, რიგ ღონისძიებათა განხორციელებისა და ამავე კომპანიის მიერ სახელმწიფო შესყიდვების გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ

1. „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის „ი“ და „კ“ ქვეპუნქტების შესაბამისად, საქართველოში სამთო-სათხილამურო კურორტების განვითარებისა და ტურისტული პოტენციალის ამაღლების მიზნით, ეთხოვოს შპს „მთის კურორტების განვითარების კომპანიას“ (შემდგომში– კომპანია), უზრუნველყოს გუდაურში ახალი საბაგირო გზ(ებ)ისა და შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოსაწყობად საჭირო ღონისძიებების განხორციელება, რაც დაკავშირებულია კომპანიის მიერ ავსტრიულ კომპანია „Doppelmayr“-თან შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებასთან.

2. ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებული ხელშეკრულების მხარის – კომპანიის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის მიზნით, მის საკუთრებაში არსებული უძრავ-მოძრავი ქონების იპოთეკით ან/და გირავნობით დატვირთვის პარტნიორისგან („მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული, საზოგადოების რიგი საკითხების პარტნიორთან შეთანხმების ნაწილში) თანხმობის მოთხოვნის შემთხვევაში, სსიპ - სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ, როგორც შპს „მთის კურორტების განვითარების კომპანიის“ დამფუძნებელმა, გასცეს შესაბამისი თანხმობა.

3. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ უზრუნველყოს კანონმდებლობით განსაზღვრული ღონისძიებების განხორციელება, ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებული ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებისათვის, შესაბამისი ფინანსური რესურსის, კერძოდ – 16 585 600 (თექვსმეტი მილიონ ხუთას ოთხმოცდახუთი ათას ექვსასი) ლარის მოსაძიებლად. აქედან, 2016 წლის 10 (ათი) აგვისტომდე, 3 530 000 (სამი მილიონ ხუთას ოცდაათი ათასი) ლარის დაფინანსების უზრუნველყოფის მიზნით, წარმოადგინოს შესაბამისი წინადადება, ხოლო საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მხარდაჭერით, 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პარამეტრების დადგენისას გაითვალისწინოს       13 055 600 (ცამეტი მილიონ ორმოცდათხუთმეტი ათას ექვსასი) ლარის მოძიება, შემდგომში შპს „მთის კურორტების განვითარების კომპანიის“ კაპიტალში შესატანად.

4. „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიების შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად განხორციელების მიზნით, შპს „მთის კურორტების განვითარების კომპანიამ“, გამარტივებული შესყიდვის საშუალებით, 2016 წლის განმავლობაში განახორციელოს შემდეგი საქონლის, მომსახურების და სამუშაოების შესყიდვა:

ა) გუდაურში ახალი საბაგირო გზებისა და შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოსაწყობად საბაგიროების, დანადგარების, აღჭურვილობის, მონტაჟის, გამართვისა და ექსპლუატაციაში გაშვებისათვის საჭირო საქონელი, სამუშაო და მომსახურება;

ბ) გუდაურში ახალი საბაგირო გზებისა და შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოსაწყობად სრული საპროექტო (მათ შორის, გეოლოგიის, გეოდეზიის, ტოპოგრაფიის) მომსახურება და სამუშაოები, სამშენებლო სამუშაოები, მასთან დაკავშირებული საქონელი და მასალები,  ელექტრომომარაგებისთვის საჭირო საქონელი, მომსახურება და ამ ქმედებებთან დაკავშირებით ნებისმიერი სახის სამუშაოები;

გ) გუდაურში ახალი საბაგირო გზებისა და შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოსაწყობად საჭირო სხვადასხვა სპეციალიზებული ტექნიკის (ოპერატორებით) ქირავნობა;

დ) გუდაურში ახალი საბაგირო გზებისა და შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოწყობასთან დაკავშირებული საჭირო ყველა საზედამხედველო და საექსპერტო მომსახურებები.

5. „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მე-4 პუნქტისა და „გამარტივებული შესყიდვის კრიტერიუმების განსაზღვრისა და გამარტივებული შესყიდვის ჩატარების წესის დამტკიცების თაობაზე“ სსიპ – სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 17 აგვისტოს №13 ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-10 მუხლის მე-8 პუნქტის შესაბამისად, ამ განკარგულების მე-4 პუნქტით გათვალისწინებული მომსახურებების შესყიდვასთან დაკავშირებით გასაფორმებელი ხელშეკრულებ(ებ)ის მიმართ არ გავრცელდეს ამავე ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-10 მუხლის მე-2 პუნქტითა და მე-11-მე-13 მუხლებით დადგენილი მოთხოვნები.

 

პრემიერ-მინისტრიგიორგი კვირიკაშვილი